Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ცოტა ბებერია 1999, 177 000კმ, ეჰ, ჩამიფლავდა გეგმები, მანქანა რომ გავყიდე, ვეძებდი 9000-10000$-იან მანქანას, 2 კვირა დამჭირდა საძებნად და ამ დროის განმავლობაში 3000$-საც მოვუძებნე დასახარჯი მიზეზი, ბოლოს ქე შემრჩა ეს, არადა ისევ იმ ცხვირზე მინდოდა მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი და უკეთესის იმედს ვიტოვებ, ეს კი მარბენინებს 1 წელი, მერეც ალბათ რაღაც გამოჩნდება, ღვთის წყალობით, ეტყობა ამ ეტაპზე მეტს არ ვიმსახურებდი .
  2. ჩემი ახალი "ჩორნა", გლდანის ბლოკის საამქროს ფონზე
  3. ამას გადახედე. http://damoney.ru/dengi/samaya-dorogaya-mashina-2010-foto.php
  4. ნელნელა უფრო მომწონს, თავიდან ისე გააბანძეს, რომ დაწყებიდანვე პესიმისტურად განვეწყე, არაუშავს, ნორმალურზე მეტია, "ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო" ეგრე გამომივიდა, რამოდენიმე თვე შევეჩვიე რომ ცუდი უნდა ყოფილიყო და ბოლოს კი გამოდგა ტკბილი თუ არა, მოტკბო მაინც. ის კი ვერ გავიგე, 1280x1024-ზე რატომ არ აქვს, უკვე მოძველდა 3:4 და 4:5-ზე ფორმატები და მაგ პონტში?
  5. დავაძღე უკვე და დაწყნარდნენ, ეხლა დილისთვის გავუმზადებ საუზმეს და ეგ არის, შუა დღისთვის ქე მოვუტან შხამს და მერე ვნახოთ ვისი აჯობებს :dwarf:
  6. ზაფხული მიყვარს და ამათ გამო ვიტანჯები, რა მოხდებოდა საერთოდ არ ეარსებათ? 100 კაცი რომ ვიდგეთ და 1 კოღო დაფრინავდეს, მარტო მე დამკბენს, რა სისხლი მაქვს ასეთი გემრიელი? ეხლა მაგათთვის ხაშლამის ნაჭერი გამოვდივარ რა არ უყვართ ეგ ჯგუფი? ჰმმ, შეცვლა მაინც შეიძლებოდეს, როგორც მანქანაში მინერალ-სინთეტიკას ცვლი.
  7. ეტყობა 2 ჯიშის კოღოა, 2 სხვადასხვა ზომის ნაკბენები მაქვს, ან 1 ჯიშია, მაგრამ სხვადასხვა მადაზე არიან, ამათი მადა და ამათი კუჭიც მ....
  8. არა ტო, ტრუხაა, ვიცი ეგ. P.S. სხვათაშორის არამარტო HTC-ზეა, პირველად სიმბიანზე გამოუშვეს და ვსინჯე, კოღო არა, მაგრამ მეზობლები დამიფრთხო.
  9. ამ შუა ღამისა კონდენციონერი ვაგუგუნო? თან ბავშვებს გავაციებ, მეც გაციებული ვარ მაგისგან. ფანჯრის დაკეტვა რას მიშველის, უკვე აქ არიან და... მე ეხლა მინდა რამე გამოსავალი, 1 სიტყვას დავწერ, მოვიფხან, 1 სიტყვას დავწერ, მოვიფხან და ასე გრძელდება, დავიტანჯე :vikingi:
  10. მიშველეთ, კოღოს წამალი მომეცით (წამალი კი არადა, საწამლავი), დამგლიჯეს ამ შობელძაღლებმა, აქამდე არ იყვნენ და ამ საღამოს გამოჩნდნენ, მოსაფხანად 2 ხელი არ მყოფნის, ან რამე მასწავლეთ ქუსტარული, დილამდე მიჭირს და მერე მოვზიდავ საწამლავებს, ამათი ჯიში უნდა მო...ა, გამაგიჟეეეეეეეს :vikingi:
  11. ჰაიაბუზას დედას შეურაწყოფას აყენებს. ვინც ეძებს, პოულობს!
  12. ცხოველია ეს დედა მოკლული.
  13. ბაზარი არაა, ხომ გეუბნევი, N1-ად აღიარებენ, მაგრამ პირდაპირი კონკურენტი ნინძა ZX14 ყავს, ძრავები იგივე ზომის აქვთ, ცხენებიც თითქმის იგივე 190-ის ფაგლებში, დანარჩენი უკვე გემოვნების ამბავია, მაგრამ გაყიდვებით ჰაიაბუზა უგებს, ალბატ იმიტომ, რომ უფრო ადრეა გამოშვებული (როგორც მახსოვს, მაგ პერიოდში ნინძაც გამოდიოდა, ოღონდ 1000-იანი ძრავით). რუსული ჩოპერი აიღეთ, "ურალი", ცოტა ნავაროტკაში მოიკოჭლებს, თორემ ბეზ პიწი მინუტ ჩოპერია.
  14. ისე ვერა, როგორც მანქანებში, უბრალოდ, მიყვარს და ცოტა სპორტ ბაიკებით ვინტერესდები ხოლმე. კი, იყიდი, ოღონდ იაპონურს, მაგათაც ყავთ ჩოპერები, ამერიკული მეეჭვება, ძვირი იქნება, ეგენი მაგრად აფანატებენ ჩოპერებზე.
  15. გიგი, რაც სკინჰედმა დაწერა სპორტ ბაიკებია (Ninja_ZX-14 :wub: ), თუ არა "ჰიპერ ბაიკები", შენ კი, სულ სხვა სტილი დადე, ეგ "გრანდ ტურიზმოა", მაგათი ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, იგივეა, როგორც "ფერარი" და "ლენდ როვერი", ისე კი, თავის საქმეში მაგარია, თუმცა, "გრანდ ტურიზმო"-ს კლასში BMW უდავოდ ლიდერია Ninja ZX-14 უსერიოზულესია თავის კლასში, ჰაიაბუზას მაინც N1 ჰიპერ ბაიკად აღიარებენ, მაგრამ ჩემთვის ნინძა სულ სხვაა, საკუთარი დედა ყავს მოკლული, თანაც ორჯერ.
  16. გასაგებია. P.S. აეროპორტის ხედი მომეწონა.
  17. ეგ 4 წამი შენ გაქვს მითითებული? რატომ? ანუ, მომენტალური გადაღება რითი არ ვარგა?
  18. ნატურალურია, თუ რამე ეფექტი ადევს? შენი გადაღებული რამოდენიმე სურათი ოდნავ ბუნდოვანია, რატომ?
  19. არაუშავს, 20 წუთით წავითამაშე და ნიჩივო, ღირს თამაში. 70%-ს დავუწერ, ოღონდ პირველი შთაბეჭდილებით, ჯერ რა, 15-20 წუთი ვითამაშე, ვნახოთ მერე როგორ გაგრძელდება.
  20. კი, ეგრეა, პირველი უცხოური მანქანა რომ MB მეყიდა, ალბათ MB-ს ფანი ვიქნებოდი (ია ტაკ დუმაიუ), ძირითადად ეგრეა, პირველი რასაც გასინჯავ (ამ 2 ბრენდს შორის) იმისტი ხდები, საბედნიეროდ BMW გავსინჯე და 18 ბიჭისთვის პირველ არასაბჭოურ მანქანად ამ პატივცემულის ეფექტი, იცოცხლე, საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოიცა, ყოველდღე პერედოკის გაფუჭების გამო იცვლის ხალხი მანქანას? და BMW-ს ესე მალე უფუჭდება? ნუ დაუჯერებ ბოროტ ხმებს, რაღაცას მოკრავენ ყურს და აყვებიან ამ უაზრო ჭორებს, დამიჯერე, 16 წელია BMW-ს მფლობელი ვარ და სრული უაზრობაა ეგ ჭორი, ბაზარი არ არაა, MB-ს პერედოკი უფრო მეტ ძლებს, მაგრამ ეგ იმის ხარჯზე, რომ BMW-სავით სპორტული სტილის მანევრირებადი სავალი სისტემა არ აქვს, მაგრამ ეს სიამოვნება მირჩევნია მაგ რბილ და გამძლე პერედოკს, თუმცა არც ეგრე სუსტია, წელიწადში ერთხელ 200 ლარის დახარჯვა აღარ გინდა პერედოკზე? მოკლედ, გავარტყი მთელ MB-ს კონცერნს :D
  21. უცბად, 1 შეხედვით შევარდნაძეს მივამსგავსე.
  22. ჩვენთან? მე მსოფლიო რეიტინგებს გეუბნევი, თან შენ ბრენდზე გაქვს ლაპარაკი, რომელიც ავტომობილების გარდა, სათვირთო მანქანებს და ავტობუსებსაც უშვებს, ეგ მანქანების გაყიდვაში არ იგულისხმება, მთელი ცხოვრება ავტოჟურნალების და მაგდაგვარის კითხვაში ვარ (ლაპარაკი მაქვს 100-ობით ჟურნალზე) და გაყიდვებში მაგრად ჩაგრავს, დამიჯერე. კარგი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, თუ მაინც იგივე უნდა მიპასუხო, მაშინ გეტყვი, რომ მართალი ხარ და ეგრე იყოს, სერიოზულად გეუბნევი, დამანერვოზა ამ საკითხზე კამათმა, ღამეები მაქვს გათენებული, გეფიცები, მაგრად იმოქმედა ჩემ ფსიქიკაზე და ეს კამათები გრძელდებოდა წლების მანძილზე, ბოლოს მივხვდი, რომ თუ კაცს ვერ დავაჯერებ სიმართლეს, უნდა ვუთხრა "კი ბატონო, ეგრეა, ბოდიში, შევცდი", ჩემთვის მთავარი ის არის, რომ BMW მაგრად ჩაჯდა ჩემ სტილში და მე-10 მყავს ეხლა, არც ვუღალატებ არასდროს, MB-ც მყავს, მაგრამ მხოლოდ ტრანსპორტად და არა სიამოვნებისთვის, ეგრეა ძმაო, ზოგს თავისი ოპელი ურჩევნია მთელ ავტოინდუსტრიას. ღმერთმა ყველას ის მანქანა მიცეს, რაც ყველაზე ძალიან მოწონთ.
  23. არსებობს ორი ტიპის მანქანები: მერსედესი და სხვა დანარჩენი არ ვიცი ზუსტად ვინ თქვა მარა გენიოსი იყო თუნდაც მხოლოდ ამ სიტყვების გამო შენ ეტყობა დებილი გენიოსები არ გინახავს, როგორც "უხეო ტყეებია" ეგრეა "დებილი გენიოსებიც". ჩემთვის ყველაზე დამღლელი კამათია "მერსედესი VS BMW" და საკამათოდ არ ვწერ, მაგრამ MB და BMW გაყიდვებით რომ შეადარო, პასუხსაც მიიღებ (ეხლა არ თქვა MB მეტი იყიდებაო, თუ დაგაინტერესდება გუგლში მოძებნე და ნახავ).
  24. ესეიგი, შენი დამსახურებაა, რომ 1 თვის წინ რა ნომრებიც უფასო იყო, 1 კვირის წინ დამატებით 80 ლარი რომ გადამახდევინეს ბიჭო, 1 ეგ ამიხსენი, ეს VIP ნომრები როდის გახდა ფასიანი? თუ მე დამაგოიმეს? (ესეთი სტილის: ABA-121; GTG-454) ყოველთვის უფასო იყო, ჩემ სიძემ 1 თვის წინ აიღო და არც იმას გადაუხდია ზედმეტი, მე კი, 1 კვირის წინ 73+80 ლარი გადამახდევინეს, განა 80 ლარს მივტირი (მაშინ არც გადავიხდიდი) უბრალოდ, მაინტერესებს როდიდან დაიწყო.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.