-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
ალბათ აქცენტი მოდელირებაზე გააკეთა, თორემ რენდერი როგორ არ ასწავლეს? 1000 ლარი გადავიხადო და მხოლოდ მოდელირებაში?
-
ეგრეა ძმაო. ძმაკაცის ბავშვს უნდოდა მაქსის სწავლა და გაზეთში განთავსებული რეკლამის ნომერზე დავრეკე, აიღო ახალგაზრდა გოგომ და ვეკითხები, ნუ ფასი და კურსის ხანგძლივობა თავისთავად და ბოლოს ვკითხე, ამ ფასში (80 ლარი) რა დონეზე ასწავლითთქო, მთლიან კურსს თუ გაივლის "5+"-თო, ბოდიში, რომ თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი შემაქვს, მაგრამ მეეჭვება თქვენი სიტყვები სიმართლე იყოსთქო, რატომო, იმიტომ, რომ 5-ანზე მცოდნე საქართველოში არ არსებობსთქო (თან 80 ლარში რომ 5-იანზე გასწავლიან, ის ცენტრი ხომ გასაუქმებელია), აბა რა ნიშანზეო, 4-ანზე მცოდნე გვეყოლება რამოდენიმე კაცითქო, ხოდა მაშინ ჩვენც 4-ანზე ვასწავლითო, ტელეფონი გავთიშე და ძმაკაცს ვუთხარი სხვა სასწავლო ცენტრი მოვნახოთთქო და ბოლოს რაღაც ვნახეთ, 200 ლარად 1 თვეში აზრზე მოიყვანა, დიდი არაფერი, მაგრამ რაღაც შეეძლო. ეხლა ამერიკელს რომ უთხრა, ჩვენთან 40-50$-ში მაქსის პროფესიონალად გადაიქცევიო, წარმოგიდგენია რა სახეს მიიღებს? ხალხი წლობით სწავლობს და რამოდენიმე 1000$ უჯდება და ჩვენ 50$-ში "მხეცებს" ვზრდით.
-
საღოლ, მომეწონა. მენტალიც კარგი ყოფილა, მაგრამ v-ray-სთან შედარებით არაბუნევრივად გამოიყურება, როგორც კი შეხედავ ხვდები, რომ ეს სცენა გრაფიკული პროგრამის შვილია, v-ray კი სულ სხვაა, თუ საკმარისი დონის ცოდნა გაქვს, კაცს ისე შეაპარებ v-ray-ს რენდერს, რომ იფიქრებს რომელიღაც ოთახს გადაუღო სურათიო, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ეგ ოთახი არ არსებობს.
-
დღევანდელი 2-3 საათიანი ტანჯვის შედეგი. მინდორისთვის ტექსტურების მოძებნა დამეზარა და რაღაც სურათი დავადე.
-
მე მეკითხები? თვითონ პროგრამის არსი ტუტორიალებით ვისწავლე, მაგრამ ეს პროექტი მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა, 0-დან გავაკეთე, იმიტომაც გამოვიდა დეფექტებით. 3D max-ს იმდენი წვრილმანი და ნიუანსი აქვს, რომ ტუტორიალებით ძალიან დიდი დრო და წვალება გჭირდება კარგი შედეგის მისაღწევად, შეიძლება კარგი სცენა შექმნა, მოდელირებაც კარგად იცოდე და მაგ დროს ფიქრობ, რომ ოოჰ, ამას რა უნდა, მთავარი ხომ გავაკეთეო, მაგრამ რენდერზე იმდენი იწვალო (ცოცხალი მაგალითი აქ ვარ), რომ თუ ნერვები არ გეყო, შეიძლება შუა გზაში მიატოვო. თავიდან მეგონა, რომ მთავარია მოდელირება ვისწავლო და დანარჩენს რა უნდათქო(იმედია იცი მოდელირება რას ნიშნავს, თუ არ იცი გეტყვი, ეს არის რაიმე დეტალისთვის სასურველი ფორმის მიცემა, ანუ მოდელის შექმნა, თვითონ სიტყვაც გეუბნევა), თურმე მოდელირებაზე მთავარია ტექსტურები და ყველაზე ძნელი რაც არის (ჩემთვის)განათების და რენდერის სწორი პარამეტრების შერჩევაა, რაშიც უკვე მაგრად ვიჭედები, კიდევ მიშამ მომიყვანა ცოტა აზრზე, თორემ მთლად ჩლუნგი ვიყავი, ეხლა შედარებით ცოოოოტა უკეთესობას ვგრძნობ. მოკლედ, ძალიან მონდომებული უნდა იყო და კარგი ნერვებიც უნდა გქონდეს, ისე არაფერი გამოგივა.
-
მარმარილო არ მომეწონა და შევცვალე. კედლები არ მომწონს, ლაქები ცუდად ჩანს, ხვალ ჩავუჯდები და იქნებ რამე გამომივიდეს, თუ არადა რამე ტექსტურას დავადებ შპალიერის პონტში.
-
რაღაც კი გამოვიდა, მაგრამ შენი დამუშავებულის ეფექტს მაინც ვერ ვიღებ
-
აჰა, გასაგებია.
-
აშკარად ეგრეა, შენი გაკეთებული რომ შემაქვს ამას მიწერს, ვაწვები OK-ს. რენდერის დროს კი ესენი ამოყარა:
-
2,4-ზე იდგა და 4-მდე ავწიე, ეხლა დავარენდერებ, მოკლედ, რომ აღარ შეგაწუხო ექსპერიმენტებს ჩავუტარებ და ვნახავ რას მომცემს. დავუშვად ოთახს არა და კონკრეტულ ნივთს ვუკეთებ რენდერს, რომელზეც მხოლოდ სიბრტყე (რაზეც დევს ეს ნივთი, მაგალითად მხოლოდ თეთრი ფერის დაფა) ჩანს, რომელი განათება ვიხმარო, მზე, თუ VRayLight?
-
ვერ ვიპოვე ეგეთი ციფრები.
-
შენსას რა რეალური განათება აქვს, ჩემი ძალიან ბნელი გამოდის, მზე დასახვეწი მაქვს, თუმცა რა შედარებაა, ცოტა აზრზე მოვედი, თორემ მთლად "ჭ" კლასის იყო, ეხლა ცოტა "ქ"-ზე ამოვიწიე, რა თქმა უნდა შენი დახმარებით.
-
უპს. არ ვიცოდი. მოიცა, ეგ მზიდან უნდა ვიჩალიჩო, თუ შუშიდან? ბოდიში რა მიხეილ, დაგღალე, რაც არ უნდა უარყო ხომ ვიცი ეგრეა.
-
არის! როგორც იქნა რაღაცას მივაღწიე, მინუსები უფრო მეტია, ვიდრე პლიუსები, მაგრამ მგონი პირველად შექმნილი "რაღაცისთვის" არაუშავს ხო? მეორე სურათში მაგიდა გავაკეთე შუშის, მაგრამ ჩრდილი ნახე როგორ გააკეთა, თითქოს შუშა არ არისო, სხივს არ ატარებს და მაგის მაგივრად გლობუსში გაატარა.
-
კამერით, ხელი არაფრისთვის დამიდია, მხოლოდ დავარენდერე. რა სხივები, სად ჰქონდა სხივები? შენ რენდერსაც შევხედე და ვერც იქ ვიპოვე რომელ სხივებზე ამბობ.
-
ხო, ეგრეა, ეხლა შენი გაკეთებული გავხსენი, ხელი არაფრისთვის დამიდია და ეგრევე დავარენდერე, 1 წუთში გააკეთა, ესეიგი მე "ვატრაკებდი". კედლები მოვარდისფროდ რატომ გამოიყურება?
-
ვინდოუსს შეიძლება დავაბრალო? შეუძლია რენდერი შეანელოს? არა, კიდევ 5 წუთი კი არა 10-ც არ ეყოფა, საერთო ჯამში 25 წუთი გამოვა, უეჭველი. ამის ჯართი დედა ვატირე, ჩემი სახლის 7500 უფრო სწრაფია, რაღაც უჭირს აშკარად :crash:
-
ეე, აბა რისი ბრალი უნდა იყოს? 10 წუთი გავიდა და როგორც ვატყობ კიდევ 5 წუთი დაჭირდება.
-
უკვე რამდენ რამეში გამარკვიე, მაგას ჩემით ხომ ცხოვრებაში ვერ მივხვდებოდი ჩემსას ვარენდერებ და მერე შენს დამუშავებულს ვნახავ, 5 წუთში, თან მაინტერესებს კამერა და მზე რა კუთხიდან დააყენე. 5 წუთზე მეტ დროს ანდომებს. ეს არის ამ კომპის კონფიგი, შენი უფრო სწრაფია, თუ ეს? CPU: i5 760 RAM: 8GB DDR3 1333 (სიხშირეები მგონი სწორედ დავწერე, ზუსტად არ მახსოვს) GPU: GT240 win-7 64-bit (ეს მგონი ძნელი მისახვედრი არ არის 8GB ოპერატიულისთვის ) made by GITEC :D
-
მარტო ეგ შემიცვალე, დანარჩენისთვის ხელი არ დაგიდია? განათება, ეგ რომელი, რა კუთხით და რა პარამეტრებით იყო? P.S. თუ გაცდენ მერე მიპასუხე, როცა მოიცლი.
-
:wow: :wow: :wow: ეს რა ქენი ბიჯოოოუ, გიჟი ხარ რა, ხომ ვამბობ, გიჟი!!! მიშა ბიძია, მააასწავლე რა, გეხვეწები რა, ეგეთი შედეგები მინდა "არასწორი კაუსტიკა" რაღაა, რას გულისხმობ, ან როგორ გამოვასწორო? რენდერზე და დრო დასჭირდა შენს კომპს? თვალს ვერ ვწყვიტავ რა, რა მაგარი ხარ ბიჯო.
-
არა, თეთრია, ეტყობა განათებაზე დამრჩა ვარდისფერი შუქი, რაღაცა ექსპერიმენტებს ვატარებდი და, იცი რა ქენი, ჩემი განათება საერთოდ მოაცილე და შენი გაუკეთე.
-
ხოო, მაგაზე კი ნამდვილად არ დავფიქრებულვარ :SNEMOTICON13:
-
ცოტა ტვინს კი გიბურღავ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... დავუშვად მინდა ფურნიტურის დამზადება, რომელსაც განვათავსებ ოთახში, მაგრამ ერთად ძნელია, ამიტომ უნდა დავამზადო ცალ-ცალკე, მაგალითად დავიწყე ჟურნალების მაგიდით, ჩავრთე v-ray mtl და გავაკეთე ნიკელის ფეხები და შუშის დაფა (თვითონ მაგიდის ზედაპირი) მივცემ სეივს და ამით მოვრჩები ინტერიერის ერთ დეტალს, ასე ვიზავ დანარჩენებზეც, მერე, ახალ პროექტს რომ გავხსნი, ამ ავეჯს შევიტან merge ფუნქციით, მაგრამ იმ ყველა ავეჯის ტექსტურებს ერთად როგორ გამიხსნის, ეგენი ხომ სათითაო პროექტში ყველა სხვანაირი მქონდა, ან რამე გზა მასწავლე, რომ ტექსტურები ინახებოდეს, სამაგიეროდ შემეძლოს ახალი პროექტის გახსნა იმ ძველ შექმნილ თექსტურებთან ერთად, მიმიხვდი რაც მინდა, ცოტა აბდაუბდა დავწერე. აი, ავტვირთე ჩემი "საუკუნის პროექტი": http://bin.ge/file/32651/kaxa.max.html
-
აი ესეთი კაშკაშა თეთრი ტექსტურა როგორ მივიღო? v-ray-ში თეთრს რომ ვუთითებ საბოლოოდ გამოდის ზემოთ რომ ოთახის სურათი დავდე, მინდა, რომ "ფითქინა" თეთრი გამოვიდეს. http://www.123rf.com/photo_7679904_3d-illustration-of-empty-white-room.html http://www.shutterstock.com/pic-64723798/stock-photo-white-room-interior.html და კიდევ ერთი, მეორე სურათზე დააკვირდი, სინათლე შემოდის ფანჯრიდან და იატაკზეც ბუნებრივი ჩრდილებია, ეგეთი განათება ვერ მივიღე, უფრო სწორედ ჩრდილები არ მომცა, თუმცა shadows ჩართული მაქვს, v-ray-ს აქვს სულ 3 ტიპის განათება, ძირითადად (ძირითადად კი არადა მარტო მაგას ვხმარობ) VRayLight-ს ვხმარობ, v-ray-თ მუშაობისას როგორ მივიღო freelight? მაგალითად OMNI-ს მსგავსი, ანათებდეს ოთახს, მაგრამ მიმართულება არ ჰქონდეს. ცუდი კამერა, კამერა საერთოდ არ მიდგას, არც ვხმარობ ხოლმე, მარტო perpective ფანჯრიდან ვარენდერებ, კამერით სჯობს?
