-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
რატომ დღემდე არა რო?
-
კი, ეგრეა, დაახლოებით 2 თვის წინ national geographic-ზე ვუყურე, ეს კიდევ არაფერია, იქ იმდენი იყვნენ... თან პირდაპირ ნავში ხტებოდნენ, 1 ისე ახტა, ჟურნალისტს ტუჩი გაუხეთქა, ამ თევზებზე დიდი ზომის იყვნენ.
-
+1 როცა რამე სარბოლო თამაში მღლიდა/მბეზრდებოდა, ეგრევე GRID-ის დრიფტს წავაშველებდი ხოლმე და სარბოლო ხასიათი სულ ფორმაში მქონდა, ამ შობელძაღლებმა კი, დახურეს სერვერი კარგი ბატონო, საღამოს ჩავუჯდეთ, ცოტა პრაქტიკა დამჭირდება, Dirt 3-ზე რომ გადავერთე, მანდ რული სხვა ნასტროიკებზე მქონდა (მოხვევის გრადუსები) და shift-ზე გადაჩვეულს, ცოტა ჟოსტკი სამართავი მეჩვენა, ხოდა დღეს 1 საათით წავიპრაქტიკებ და ისევ განვაახლებ ლეგენდობას, იმედია სხვებსაც ავიყოლიებ, razer-ის იმედი მაქვს, იქნებ დავქოქო და სხვებსაც აღეძვრებათ მადა.
-
ჰა, ისევ ხომ არ ამოვწიოთ თემა? გავაგრძელოთ Legend-ობა? ამ თამაშმა და კერძოდ ჩვენმა შერკინებამ, მაგრად მასიამოვნა, წაშლილი მქონდა და გუშინწინ ისევ დავაყენე, სურვილი თუ გექნებათ, ისევ დავცხოთ, თორემ, რაც GRID-ის სერვერი დახურეს, G27 უხელფასო შვებულებაში გავუშვი და რბოლებს აღარ ვთამაშობ (არც სხვა რამეს).
-
მადლობა, იქნებ სხვებმაც გაიხსენონ, არადა ბოქსი მინდა, ან რამე ცოტა სპორტული ბრძოლა (კარატე, კიკბოქსი და მსგავსები).
-
ეუფ, ცუდია სუ სუ სუ ცოტაც არაა? კაცი მყავს საცემი და მელოდება, იქნებ რამე გაიხსენოთ, ჯანდაბას, ბოქსი თუ არა, რამე ფაიტინგი.
-
სასწრაფოდ მინდა თამაში ბოქსზე (x-box-ზე კი არა, ორთაბრძოლა ბოქსზე ) რაც მალე მიპასუხებთ, მით უკეთესი, აი ეს ვიპოვე, მაგრამ მარტო x-box-ზეა "Fight Night : Round 4" თქვენი იმედი მაქვს, თან მაგრად მეჩქარება.
-
არა, ეს სხვა კომპია (სამსახურის), რომელშიც 2x4 მაქვს და 8-ს მაგივრად მიჩვენებს (თუ იყენებს) 4-ს, რატომ?
-
იქნებ მიპასუხოთ, რატომ? წინასწარ მადლობა.
-
ჰო, მყრალი სუნი აქვს. ბავშვობაში (დაახლოებით 7-8 წლის ვიქნებოდი) სახლში დიდი სამშენებლო სამუშაოები მიდიოდა, ხოდა ეზოში, გარაჟის წინ გვეყარა კარბიდი, რომ არ გავატრაკო ალბათ 20 კილო, თუ მეტი არა, ხოდა, მივედი, წყალი დავასხი (ნახევარი საათით მარტო დავრჩი და სახლში არავინ იყო) და ასანთიც მივეცი... იმხელა ცეცხლი გაუჩნდა, რომ შემეშინდა და შლანგით წყლის მისხმა დავიწყე ( რა ვიცოდი) წყალი რეაქციაში რომ შევიდა უარესად მოუმატა ცეცხლი, შიშისგან კინაღამ გული წამივიდა, კიდევ კარგი მოვტვინე და მეზობელ კაცს დავუძახე, 15-20 წუთი ეწვალა და იქვე სამშენებლო ქვიშა ეყარა, ის დააყარა ძალიან ბევრი და იმით ჩააქრო, იმის მერე სიგიჟემდე მიყვარს კარბიდი.
-
უი ხო, თუ იცი ეს საიტი: autopapa.ge ეს არის რუსთავის ავტობაზრობის საიტი, სადაც მაგრად შედიან სასომხეთი/აზერბაიჯანის მყიდველები, თანაც მანქანა ტრანზიტებზეა და კაკ რას ეგეთები აწყობთ, აუცილებლად დადე მაგ საიტზეც.
-
კი ძმა, ეგრეა, ძალიან ცუდია, რომ ასეთი იაღლიში მოგივიდა, მაგრამ კიდევ კარგად გადარჩი და რაც არ უნდა ირბინო, მაგ ჯარიმებს მაინც არავინ გაგიუქმებს, ამიტომ ტყუილად ნუღარ დახარჯავ დრო/ფულს, მთავარია ყველა ჯანმრთელად არის და მოგვარებადია, ბოლო და უკანასკნელი ყოფილიყოს ასეთი ინციდენტები, აწი მიხედე მანქანას და ეცადე დამშვიდდე.
-
რას ერჩი ბიჭო? რა მშვენიერი "ბლესკი" აქვს, რაღად უნდა პლაგინები? რა გულით უნდა გაყიდვა, გრაფიკული პროგრამებიც კი ჩართო საქმეში, ბარემ 3D მაქსში გააკეთე, როგორ გადაიქცევა ტრანსფორმერად თავი დაანებე, არაფერი უნდა, ისედაც მაგარ ვიდზეა.
-
რა გაუკეთე ამისთანა? თითქოს მომწვანო ქრომირება აქვსო P.S. ხო, ნომრები წაუშალე, ქალაქში არავინ იცნოს :D
-
ტყუილად გაგვყავს დრო, სადაზღვეო არ შეეხო ამ კაცს, ჯარიმა იმიტომაც გამოუწერა თვითონ დაზარალებულმა კომპანიამ, ჩვენ ეხლა ვლაპარაკობთ "ესე რომ იყოს"-ზე, რაც ეგრე ნამდვილად არ არის :rolleyes:
-
მე მაგალითი მოგიყვანე, მაგ შემთხვევაში (თუ დაზღვეული იყო ის მილი, ან თვითონ კომპანია) სადაზღვეო უნაზღაურებს პრობლემის მოგვარებას (პაკეტს კი გააჩნია, მაგრამ გაზის კომპანია გიჟი ხომ არ არის, ტყუილად უხადოს სადაზღვეოს და სამაგიეროს არ იღებდეს?!) ხოლო იმ გადახდილ თანხას ამოიღებს დამზარალებლისგან, აბა ასე ჰაერში კი არ ყრიან თანხებს, მაგრამ შენ შენთხვევაში ეგ არ გეხება, რადგან გაზის კომპანიამ თვითონ დაგაკისრა ჯარიმა და მაგ 200 ლარით მთავრდება თქვენი ამ ინციდენტთან დაკავშირებული ჯარიმები.
-
კაცო, ავარიის თანხას რომ მისცემს სადაზღვევო, იმ მიცემულ თანხას "დამნაშავისგან" არ ა,ოიღებს? ამოიღებს! წარმოიდგინე ავტოავარია, დაუზღვეველი ლექსუსი დაეჯახა დაზღვეულ მოსკვიჩს, მოსკვიჩს სადაზღვევომ გადაუხადა გარკვეული თანხა და გაისტუმრა, იმ თანხას ლექსუსისგან ხომ ამოიღებს?! ეგრე რომ არ იყოს, ესეიგი ყველაფერს თავისი ჯიბიდან ანაზღაურებენ, რაც არ არის ეგრე.
-
დამიჯერე, 200 ლარზე მაგხელა ამბავი არ ღირს, ყველა ვარიანტში გაიმართლებს თავს და წყალში უნდა ჩაყარო ის დახარჯული დრო + მაგ საქმისთვის დაქირავებული იურისტის ჯამაგირი.
-
ყველაფერი კანონიერია, შენ დააზიანე კომპანიის საკუთრება, რომელსაც უნდა ჩაუტარონ აღდგენითი სამუშაო, აქედან გამომდინარე მაგ სამუშაოს თანხას გაკისრებს შენ, ეგ იგივეა, როგორც ვიღაცის მაღაზია/მარკეტში შევარდე, ხომ მოგიწევს რემონტის გაკეთება, ან ანაზღაურება?! აქაც იგივე სიატუაციაა, ტყუილად არ ირბინო იურისტებთან, შენდასამწუხაროდ ახალს არაფერს გეტყვიან. NAME სადაზღვევო კომპანია თუ გადაუხდის, რას ფიქრობ, იმ თანხას შენგან არ ამოიღებს? აბა რას იზავს?!
-
იმ ღამეს სკაიპში ცოტა ვილაპარაკეთ და არ წავალო მითხრა, ეხლა შევალ ისევ სკაიპში და ვნახოთ, იქნებ გამომივიდეს რამე.
-
კარგი ბატონო, დაველაპარაკები და ვეცდები ხვალისთვის დავაბრუნო.
-
არ წასულა!
-
არა, კაცს მაგას ვერასდროს ვუსურვებ, პირიქით, ღმერთმა 15000$-ად გააყიდინოს, მაგრამ ვიცი, რომ მაგრად გაუჭირდება მაგის კლიენტის პოვნა, ნახე რამდენი ხანი იდება ეგ განცხადება, 3 წლის ჩამოყვანილია, შენაღებია და გარბენიც დიდი აქვს, 8000$-ში თუ გაყიდა მადლობა უნდა თქვას, მე კიდევ დაუფიქრებლად ვაძლევდი 9000$-ს, ვერ მოაბა მანქანის ჩამოყვანას თავი? ხოდა ეხლა ელოდოს კლიენტს. თან, კრილო და კარები ნაავირები ქონდა (ეგ მანქანა ახალი ჩამოყვანილი მყავს ნანახი, ეტყობა მერე მაგან იყიდა), მაგრამ ისეთ მუღამზე ვიყავი, მაინც ვყიდულობდი და მაგას ყურადღებას არ ვაქცევდი, ვინ შეხვდება ჩემნაირი? ხალხი 3000$-იან მანქანებზე წერტილებს აკვირდება და ეგეთ წვრილმანებს იწუნებენ, მე კიდევ შენაღებზეც თანახმა ვიყავი.
-
აბა ბიჭო, მაგაზე ვგიჟდები, ხომ ყიდი შეჩემისა?! მე უნდა გეხვეწო? 3.0 მექანიკის გაყიდვა ასე ადვილია? კარზე მომდგარი კლიენტი ვიყავი, უეჭველი მყიდველი, ფასიც მაწყობდა და მანქანაც, 2-ჯერ ძმაკაცებსაც დავარეკინე, ვიფიქრე, რამეს ხომ არ მატყუებსთქო, იმათაც იგივე უთხრა და ამ დროის წელვაში, რაღაც გამომეჩხრიკა ისეთი, რომ მანქანის ფულისთვის 3000$ უნდა მომეკლო, ხოდა მოვაკელი და შემრჩა ეს, ცხოვრებაში პირველად ვიყიდე ისე, რომ ჩამოვქეითდი, სულ ვაუმჯობესებდი, თუმცა მანქანას არ ვემდური და ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში აქვს, ხელიც შევავლე ჩემებურად და... რას იზავ? ეგრეა ცხოვრება, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მაშინაც კი, როცა 101% დარწმუნებული ხარ, აბა რა მიშლიდა ხელს, ტიპს ველოდე ველოდე და... ჩემს ფეხებს გაყიდის მაგ მანქანას, მექანიკას ეძებს 100-ში 1, იმიტომ რომ გაყიდვაზე ზარალია და მაგრად უჭირს გაყიდვა, ხალხიც მაგას ითვალისწინებს, მე კი, მხოლოდ ჩემ სიამოვნებაზე ვფიქრობდი და ეს ყველაფერი მე-2 პლანზე მეყენა, ხოდა ეძებოს ეხლა ჩემნაირი ქარაფშუტა, ისევ ყიდის იმ მანქანას. აი ეს იყო, მელოდოს ეხლა http://myauto.ge/car_details.php?car_id=2777462
-
იცოცხლე, მადლობა. არადა, ძალიან მაგარს ვყიდულობდი, 2002 წლიანი, იგივე ცხვირზე (რაც მყავდა) 3.0 მექანიკა, პოლნი M პაკეტი (შიგნიდან და გარედან), მუქი ლურჯი და მაგარ დისკებზე, მაგრამ ტიპს ვერ დავაყენე საშველი, სამტრედიაში ვარ და 2 დღეში ჩამოვალო, გავიდა 2 დღე, 5 დღეში ჩამოვალო და გამიწელა, ვიფიქრე ხომ არ დაამტვრია და აკეთებსთქო, მაგრამ გაირკვა, რომ თვითონ თბილისში იყო და მანქანა იქ იდგა, მოკლედ, სანამ ამან მოახერხა ჩამოსვლა, ფულიც დავხარჯე და... ჩამოთრეულიყო ის ჩემისა, ხომ შემრჩებოდა, უუხ, რომ მახსენდება ნერვებზე ვიშლები.
