არა, რას ამბობ?! ადრე თუ გვიან აუცილებლად მოკლავ, სათამაშო ლეპტოპები იმიტომაც ღირს 2-ჯერ ძვირი, ვიდრე თითქმის იგივე დონის ჩვეულებრივი, უფრო ძლიერი გაგრილება აქვთ და მეტ დატვირთვას უძლებენ, ჩემი ლეპტოპი ისე ცხელდებოდა, რამოდენიმე წამი თითი რომ დაგედო დაგწვავდა (უკანა მხარეს, ჭრილები რომ აქვს, საიდანანც ცხელი ჰაერი გამოდის), ხო, კიდევ რას ვერ იტანს ლეპტოპი, ლოგინში, საბანზე რომ გიდევს და ისე ხმარობ, მაგ დროს უხშობ საჰაერო ჭრილებს და ხურდება, სამწუხაროდ ეს ყველაფერი ლეპ-ის დაწვის შემდეგ გავიგე.
იყიდება სპეციალური დასადგამები, ზედ აქვს 2 ქულერი (შეიძლება მეტიც), ზედ დადებ ლეპტოპს და ისე ამუშავებ, ეს ქულერები კი, ქვემოდან უბერავს და რამოდენიმე გრადუსით აგრილებს, მაგრამ არც ეგ მოგცემს ისეთ ეფექტს, რომ ითამაშო და იმედიანად იყო, არ მოკვდებაო.