Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5444
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. კი კაი ქასთია და კაი სახალისო საყურებელია. თითქმის ყველაფერი ზომიერადაა რა. Softbox-ის გახმოვანება მომწონს მე საკუთარი საიტიც აქვთ Softbox.tv. მე Awaken-ის(Day and Night-საც უწოდებენ) ყურებას მოვრჩი ახლახან https://softbox.tv/529-den-i-noch-2020.html ძან საინტერესო სიუჟეტია, დაძაბული, მოულოდნელი განვითარებებით და კაი ექშენით, შიგადაშიგ იუმორიც გაერევა. ზედმეტი ლავსთორების გარეშე.
  2. პლანდერზე 100% შემიძლია ვთქვა არაფერი შეცვლილა დროის ამბავში, სპეციალურად დავაკვირდი და ოვერთაიმი 4 წუთიანი(ადრეც ამდენი იყო) დაიწყო მაშინ როცა რომელიღაც გუნდი მილიონზე ავიდა და ამ დროს 13 წუთი და წამები იყო დარჩენილი დრო. BR-ზე სულ 2 დღით ქონდათ Mo Gulag Mo Problem მოუდი გააქტიურებული ანუ გულაგში დუელი თუ მოიგე, შემდეგ ისევ რო მოკვდე კვლავ გულაგში ხვდები და ახალი დუელი გაქ და ა.შ. სანამ არ დამარცხდებოდი გულაგში. ძალიან კარგი მოუდი იყო. 4-ჯერ მოვხვდი გულაგში და პირველი სამი მოვიგე მაგრამ მეოთხედ უკვევერა. სამწუხაროდ სულ 1-2 აპრილს იყო ეგ აქტიური და ისევ დააბრუნეს ჩვეულებრივზე. ბევრი უკმაყოფილოა იმით რომ 50გბ იყო განახლება და რეალურად არაფერი ისეთი არ შეცვლილა და თან ინფორმაციას გაუჟონია რომ როცა ეს ზომბების ამბავი მივა პიკამდე დაიბომბებაო ვერდანსკი და 80იანების ვერდანსკში დაგვაბრუნებენ და სავარაუდოდ ადლერი რო ტყვედ არის მაგ სიუჟეტს გააგრძელებენ და პრაისის ამბავი აქ მორჩება საბოლოოდ. ცათამბჯენები არ იქნებაო, ასევე კაშხალის ადგილას ხიდი იქნებაო, მაგრამ წყალი არა, რადგან ვარზონა MW-ს ძრავზეა და წყალში გადაადგილება შეუძლებელია და არც აქვთ გეგმაში Cold War-ზე გადაყვანა. კიდე BR-ში პარკის ბუნკერში კომპიუტერი რო დგას სადაც %ებია ნაჩვენები ზომბების, მანდ 20000ად შეგიძლია იყიდო სახელი დამავიწყდა რა ქვია მაგრამ ყველა ზონას რო გაჩვენებს რომელი სად იქნება. ასევე დაამატეს პატარა ბობმიანი მანქანა, ჯერ ვერ გამოვცადე, და კიდე იყო რაღაცები. ბოლო დღეებში სხვადასხვა ლოკაციებში რაცხა უცნაური მუსიკა მესმოდა, თავიდან ვერ მივხვდი რა იყო და მერე მივაგენი თურმე კათოლიკებს ახლა რო აქვთ აღდგომა ამიტომ სპეციალური კონტრაბანდისტების მისიები რო იყო ადრე ლურჯი ყუთი რო უნდა მიგეტანა გარკვეულ ლოკაციაზე მასეთი მისიები ყოფილა ასეთი ფორმის ლუთებში. მაგრამ BR-ის თამაშისას არ გირჩევთ. 2ჯერ ავიღე ეგ მისია და რო მიხვალ ლოკაციაზე ვერტმფრენი უნდა გამოიძახო და სანამ მოვიდა ახლოს მყოფები ხო ამჩნევენ და გკლავენ ეგრევე. მოკლედ მართლა რაღაც-რაღაცები დაამატეს მაგრამ აშკარად 50 გიგაბაიტის სუნი არ ასდის ამ ცვლილებებს. აი ძალიან მაგარი თამაშია, მაგრამ მაგარი ცუდი ხალხის ხელშია.
  3. აქაა საუბარი რა ცვლილებებია. ბევრი რამ რაც ამ 50გბშია შეილება ჯერ არც გამოაჩინონ, ეტაპობრივად დაამატებენ ყოველკვირეულ აპდეიტებში
  4. მაქვს ჩემი ძმის მყარი დისკი რომელზეც უყენია ვინდოუსი და მეორე ახალი მყარი დისკი რომელზეც უნდა გადავიტანო ეგ ვინდოუსი. თვითონ კომპიუტერი რომელშიც უენია ეგ მყარი დისკები არ მაქ თან. ჩემ კომპში რო ჩავსვა ეს დისკები და ჩემი SSD-დან ჩავტვირთო ვინდოუსი შესაძლებელი იქნება მისი ვინდოუსის მეორე მყარ დისკზე კოპირება? მისი ვინდოუსით არ მინდა ჩატვირთვა მერე მანდ ჩემი სისტემის დრაივერებსაც დააყენებს სისტემა და არ მინდა რამე რო აირიოს.
  5. ვიწერ და თუ მეცალა ხვალ საღამოს შეგვიძლია ვცადოთ.
  6. რამდენს დაუბარებია ეგ თემა, მაგრამ მე შორს ვარ პლანისგან, სიგარეტსაც არ გავკარებივარ. ისე სამეზობლო სავსეა მწეველებით, მაგრამ ეგენი რასაც ეწევიან მაგას ნორმალური ადამიანი არ მოსწევს. და სტიმიდან დაკრეკილით ითამაშებ? თუ გამოვა ეგ თემა ვითამაშოთ.
  7. No online multiplayer უწერია. ჩამო ზუგდიდში და გეთამაშები სულ ვეძებ ოფლაინ მულტიპლეერებს რო მეგობრებთან რო შევიკრიბებით რო დავცხოთ ხოლმე. ტრეილერიდან მომეწონა ძან მეც. უკვე დაუკრეკიათ კიდეც. Tanknarok ამას დავუმუღამეთ ჩვენ, ისეთი სახალისოა 30 წლის ტიპები პატარა ბავშვებივით ვხალისობდით რამდენიმე საათის განმავლობაში.
  8. ვითამაშე პლანდერი და ჩემთან არაა მასე, ალბათ ისეთები შეგხვდნენ რო სულ ფულზე თამაშობენ. არ მახსოვს რამე მსგავსი ყოფილიყო პალნდერში, მარტო გუნდის წევრების რაოდენობას ცვლიდნენ. 5 კაცი მოვკალი და მერე ეშმაკის ბორბალთან როა მაღალი შენობა მაგის სახურავიდან მქონდა სნაიპერული დუელი 1 vs 3, საავადმყოფოსკენ როა ბენზინგასამართი მაგის გვერდით მწვანე შენობის სახურავზე მყოფებთან. ტიპები 5ჯერ დავა-down-ე SPR-ით და მერე მომბეზრდა, ერთს დავდებდი მეორე უმკურნალებდა და მკვლელობაში არ მეთვლებოდა. ერთ თამაშში დავუკვირდი და 11 წუთი იყო დარჩენილი და ჯერ კიდე არ იყო ოვერთაიმი. მოკლედ იმაზეა დამოკიდებული ლობიში როგორი სასტავი შეგხვდება, ფულის ხამი თუ მკვლელობებზე მოთამაშე. TDM თუ გინდა იყიდე ფასიანი ვერსია და მანდ ოხრად რეჟიმებია თან მუდმივი. აი ხო არის პროგრამები რომლებიც გაძლევენ ვიდეოს დამონტაჟების უფლებას მაგრამ ჯამში უფასო ვერსია ვთქვათ 1 საათის დამონტაჟებამდე მუშაობს მერე უკვე იყიდეო გეუბნებიან თუ მეტი გინდაო. მასეა ესეც სპეციალურად გასინჯებენ პერიოდულად სხვადასხვა რეჟიმებს რომლებიც ფასიან ვერსიებშია რომ მოგანდომონ ყიდვა. თან იქ რუქებიც ოხრადაა რო ერთი თუ მოგწყინდა მეორეზე გადახვალ. ვარზონა ფაქტიურად არის ძალიან მაგარი დემო ვერსია Modern Warfare და Cold War-ის. სიამოვნებით დავითრევდი მაგრამ მე პირიქით ვარ ახლა Shotgun-ებზე გადავერთე კერძოდ Galo მომწონს ძან თან ისეთი ლულა დავუყენე რო კარგად შლის დაახლოში ორი ერთად თუა ორივეს აყენებს ზიანს და ადვილია პატარა სივრცეში 2-3 კაცის მოკვლა 12 ტყვიით. AUG-თან ერთად კარგია. AUG-ს უნდა მიეჩვიო რო თითო დაჭერაზე 3-3 ტყვიას ისვრის და ეგაა, 2-3 დაჭერაში მოკლულია საშუალო მანძილზე კაცი ისე რო გააზრებას ვერ ასწრებს. HDR-ის სიმაგრეში დავრწმუნდი, მოკლედ მაგაზე უკეთესი სნაიპერი არ არის ამ თამაშში, ვერც M82 შეედრება. მეგობარი მყავდა სტუმრად, ისეთი ნუბია Q-ს მარჯვენა ხელით აჭერს Heart sensor რო გამოიძახოს და ტიპმა 360 მეტრიდან მოკლა კაცი.
  9. ზოგჯერ უბრალო ბრაუზინგის დროსაც კი ან რაიმე ფაილებზე მუშაობისას როცა დიდად არაა კომპი დატვირთლი იფრიზება და ითიშება. მუსიკა თუ მაქ ჩართული მაშინ შესაბამისა ხმაც აქვს ზუილისმაგვარი. ხშირი არაა მაგრამ მაშინებს. ვინჩოს ვაბრალებდი მაგრამ Good health უწერია ვინჩოსაც და SSD-საც. მსგავსი პრობლემა ხშირია თუ კომპთან არ ვიჯექი და sleep-ში იყო გადასული, რო დავჯდები რამდენიმე წუთში იცის ხოლმე. მაგრამ ზოგჯერ მაგის გარეშეც მოსდის. თამაშის დროს რო იყოს ვიდეოს დავაბრალებდი მაგრამ ისეთ მომენტებში იცის როცა პროცზე, ოპერატიულზე და ვიდეოზე მაქს 15-20% იყოს დატვირთვა.
  10. ხო იარაღებს რო ნერფავენ ეგ სწორია, იმიტომ რომ ზოგი იარაღი ნამეტანი ძლიერია ხოლმე აი როგორც DMR და MAC10 დუო იყო Cold War-ის გამოსვლის მერე 90%ს რო დაჰწონდა და ვერაფერს უზამდი ვერც AR-ით და ვერც სნაიპერით, ხო იყო ცუდი ამიტომ შეასუსტეს ეგენი და ახლა უკვე meta არ არიან. მასეა ახლა FFAR რომელზეც ხელი არ უხლიათ ჯერ მაგრამ დანერფავენო ამბობენ. მე ბოლო დროს იმდენად არ ვთამაშობს მოუცლელობის გამო და ძირითადად BR-ს ვთამაშობ. JGOD-ის ვიდეოებს ვუყურებ მე და ვნახულობ პერიოდულად რომელი იარაღები გადის მეტაში ან Top Tier-ში. ყველაზე საინტერესო ვიდეოები მაგას აქ ვარზონასთან დაკავშირებით. Inkslasher, Speros, Immortal და სხვები იმენა კლიკბეითერები არიან. ტიპები ყოველ კვირას რო გამოდის პატარა აპდეიტები მაგასთან დაკავშირებულ ვიდეოებზე დააწერენ 18 დიდი აპდეიტი მოხდა დღესო და რეალურად აპდეიტი რაც იყო ისაა რომ ზომბებმა შეიცვალეს ლოკაცია და თამაშის რეჟიმებში მოხდა ცვლილება. მერე თეორიები რო აქვთ რა ბედი ეწევა ვერდანსკს მაგაზე ხო ცალკე მეცინება. ერთი და იგივე თეორიას ათჯერ სხვადასხვა სიტყვებით მოგიყვებიან ვითომ ახალი თეორიაა. მაგრამ მათი რა მიდის ყველა ვიდეოზე სპონსორი ყავთ და ლაყბობენ კამერის წინ. JGOD კიდე იმენა ფაქტებზე მარტო ამბობს. თან ადარებს იარაღებს ერთმანეთს. აგერ ესაა გუშინწინდელი სტატისტიკა იარაღების. ასევე განიხილავს სხვების თამაშებს და კომენტარებს აკეთებს კონკრეტულ მომენტში როგორ უნდა ეთამაშა რომ მოეგო. ტყვიის ტრაექტორიებსაც კი ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა იარაღებზე, ძირითადად სნაიპერებზე. მეორე ვიდეოში Kar98, SPR 208 და HDR ადარებს 500 მეტრში მყოფ სამიზნეზე რა ტრაექტორიით წავავ ტყვია და რამდენ ხანში მიაღწევს მიზნამდე. ასევე ათაჩმენტებსაც ამბობს რომლებს იყენებს. აშკარად SPR ჯობია ჩემთვის Kar-ს მაგრამ სტაბილური დამიზნების და 8* ზუმის გამო ისეთი ათაჩმენტები მიყენია რომ უფრო მეტ დროს ვანდომებ დამიზნებამდე დროს ვიდრე Kar-ზე. სამაგიეროდ საშუალოდ 300-400 მეტრამდე მანძილზე ტყვია ფაქტიურად არ კარგავს ტრაექტორია და კაი ჰედშოთებს ვაძრობ. ერთი ეს AMAX უნდა გავხსნა როგორმე, როგორც ამბობენ ყოველთვის კარგი იყო და დანერფვა რომ ნდომოდათ უკვე დანერფავდნენ. ადრე გრაუნდლუთიდან დავითრიე ერთი ორჯერ და მომეწონა მაგრამ რაღაც ისეთი დავალება გაქ მაგის გასახსნელად შესასრულებელი რასაც ვერ ვაკეთებდი, არ მახსოვს რა უნდა გადავხედო და ვცადო მისი გახსნა.
  11. უფასო ხოა და ბანს რო დაადებენ, არაფერი უშლით ხელს რომ ახლიდან დარეგისტრირდნენ. კი 2გბ ვიდეომ უნდა იმუშაოს, ჩვენ კლანში როა Kiya ეგეც 2გბ ვიდეოთი თამაშობს მაგრამ ცხადია კარგ გამოსახულებაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს. სნაიპერს ვერ იყენებს და მხოლოდ ახლო კონტაქტზე მიდის shotgun და ავტომატებით.
  12. ბოლო რამდენიმე დღეა მკვდარია ფაქტიურად ჩემთან ვარზონა. ჯერ იყო და გუშინ პირველ ჩართვაზე თამაშის დაწყებამდე როა სამი სურათი ვერდანსკის ფონზე მაგაზე გაჭედა რამდენიმე წუთით და მერე დამიწერა ვერ დავუკავშირდიო სერვერს. დღე ორჯერ ზედიზედ გამიკეთა ასე და მერე არ ჩამირთავს. ამასთან ბოლოს რამდენიმე დღეა პირველი თამაშისას ძან მაღალი ლაგი და დაბალი fps აქ. ადრე თუ 60-80 კადრი მქონდა საშუალოდ თამაშისაას ახლა თავიდან მაგარი მკვდარია 15-20 კადრამდეც ვარდება და სტოპ კადრებივით მიჩვენებს მაგრამ ნელ-ნელა სწორდება სიტუაცია და 50-60 კადრამდე ადის მაგრამ აშკარად ადრე უკეთესი წარმადობა ქონდა.
  13. ხო გასაგებია, მაგრამ ეფექტი უფროექნებოდა ის წინა რო არ მქონოდა ნანახი, იმიტომ რომ თავიდან ძან ბევრი რამ ემთხვევა წინა ვერსიას და ეგრევე შთაბეჭდილება გრჩება რომ იგივე ფილმს უყურებ. თუმცა სადღაც შუიდან უკვე ხედავ რო კარდინალურად განსხვავდება სიუჟეტის განვითარება.
  14. აუ ეგ თურმე Directors cut ვერსია ყოფილა ზველი ლიგის. მე არ მომიძიებია აქამდე ინფო და ტრეილერიც არ მქონდა ნანახი ამიტომ რამე ახალი იქნებოდა მეგონა.
  15. აჭარაზე დაიდო 4 საათიანი ინგლისურად. კი ვუყურებ მაგრამ რატომღაც ჯერ-ჯერობით მგონია რო რაღაც სხვას ვუყურებ :D, თან ეგ კვადრატული რატიო რაპონტია ვერ ვხვდები იმის ნაცვლად რო ზემოთ ქვემოთ იყოს ჩავი ფონი გვერდებზეა, 4:3 პროპორციითაა მთელი ფილმი გადაღებული? თან ისეთი კადრებია პირველი ნახევარი საათი ჯერჯერობით რაც მაგრა მეცნობა, წინა ფილმებიდან ნაწყვეტების შეერთებულ ვარიანტს გავს.
  16. ნუ ჯერ ადრეა დამუღამებაზე საუბარი, მაგრამ გამივარდება ხოლმე, პირველ ჯერზე თუ კემპერობით მოვიგე ამ ხელში ბოლოს მართლა კარგად ვითამაშე. მაგ მოგებამდე რამდენიმე საათით ადრე დუო ვითამაშე და 8 კაცი მოვკალი კარგად მიგვდიოდა საქმე, უბრალოდ მოკლულის ლოუდაუთიდან FFAR მეკავა და ჰორიზონტალური რიკოილი ქონდა საშინელი რის გამოც მომკლეს არადა 100% უპირატესობა მქონდა მისი მეწყვილე მმოკლული მყავდა და 2ნი ვიყავით ერთის წინააღმდეგ.იმალებოდა მივედი ახლოს და სხეულის ნაწილი რო ჩანდა ისე დავუწყე სროლა და მიზანი სადღაც მეზობლის ორღობეში გამექცა და სანამ დავიმორჩილებდი მომკლა ტიპმა და საბოლოოდ მეცხრეზე გავედით. პლანდერში უკვე სტაბილურად 10კაცს მაინც ვკლავ თუ კაი ადგილებში გავიჩითე. SPR-საც გავუხსენე. კაი ვანშოთები გავაძრე და ჯამში 13 კაცი მოვკალი. ძირითადად SPR-ით და FARA წავახმარე.
  17. კიდევ ერთი გამარჯვება BR Solo-ში თან მაგარი უცნაური. თავიდან დავიწყე Recon მისიების შესრულება რომ მენახა წრეები საითკენ პატარავდებოდა და 2 მისია მოვასწარი მეორე საავადმყოფოში, ფულიც ბლომად მქონდა ლოუდაუთისთვის, მაგრამ სულ დამავიწყდა რომ გაზი მოდიოდა და გაზმა შემიწირა გულაგში ფისტოლეტების ტური იყო და ჩემდა გასაკვირად მოვიგე. მერე მთაზე სახლი როა Quarry და Military base-ს შორის მანდ დავეშვი დავლუთე იქაურობა და დაველოდე როდის მოვიდოდნენ სხვები და იუტუბზე Warzone-ის ვიდეოების ყურების დახმარებით შევძელი მივმხვდარიყავი მოწინააღმდეგეების ქცევებს და 5 კაცი მოვკლაი ბოლოსკენ. გასაკვირი ისაა რომ ისეც დალუთული იარაღებით მოვიგე, ჯერ ყუთებიდან რაც ამომიგდო რომელიღაც LMG და RPG, მერე უკვე მოკლულის FFAR და Kar98. ახლა ვხედავ რო ზოგჯერ პრო მოთამაშეების ვიდეოების ყურება სასარგებლოა. ხვდები სხვა როგორ მოიქცევა და შენც ნანახიდან გიყალიბდება სწორი მანევრირების უნარი. სტატისტიკა რომ ვნახე ერთს ქონდა მარტო 21 ქილი(მერვეზე გავიდა) და 4-ს ქონდა 7 ქილი. სასაცილო ისაა რომ ჩემი KD არის 0,44 BR-ში და ლობიში 20-ზე მეტი იყო 1.20-ზე მეტიანი. 124-ზე ვიყავი მაგ ლობიში KD რეიტინგით. FARA-ს დავუბრუნდი მას შემდეგ რაც ის კამუფლიაჟი გავხსენი მკვლელობებზე ფერს რო იცვლის. მაგარი ანიმაცია აქვს 6 ქილზე ავედი პლანდერში მალევე და მაგარი ეფექტური იყო ანიმაციის ცვლილება. ახლოში FFAR-ივით მაგარია შეილება უკეთესიც კი იყოს. მაგრამ შორისთვის არ გამოვიყენებდი ამას, ძან მაგარი რექოილი აქ. Kar98-თან თუ დააწყვილებ ან რაიმე კარგ იარაღთან შორისთვის რო გამოდგება, როგორც უყვართ თქმა Meta-დ უნდა ჩაითვალოს.
  18. სისწრაფის გამო, Kar98 და FFAR არის ორივე სწრაფი ანუ Kar98 ს რო დაიკავებ დამიზნება და სროლა უფრო სწრაფი აქვს ვიდრე სხვა სნაიპერებს, ეგ დატენვა არის მაგის ერთადერთი მინუსი, საშუალო მანძილებზე ძან კარგია. SPR-იც იგივე პონტია რა უფრო სწრაფი მანევრირება გაქვს და სირბილის დროსაც არ შეგანელებს იმდენად. ხო სიძლიერით კარგებია სნაიპერები მაგრამ მანევრირბაში მოიკოჭლებს, SPR კიდე ლაპუას ტყვიები რო აქ მაგის დამსახურებით არ აქ მნიშვნელობა რა მანძილზეა სამიზნე მთავარია მოარტყა და მაინც დიდი დემეჯი აქ. FFAR + Krig 6 დუეტი მომწონს მაგრამ მინუსი ის აქვს რომ ერთნაირი ტყვიები რახან მიდის როცა ერთით ვისვრი ჯამში ტყვიები მეორესაც აკლდება ანუ რეალურად სულ მაქვს 2 ავტომატზე ერთად 210 ტყვია და არა ცალ-ცალკე 210-210 რაც ცუდია ამიტომ ან Field upgrade უნდა ატარო ტყვიების ყუთი ან ბევრი უნდა ილუთაო რომ ტყვიები დაითრიო. ამიტომაა კარგი Kar98 ან SPR ავტომატთან ერთად რო დაა-down-ებ ტიპს დასაფინიშებლად ავტოამტით შეილება თუ ცოტა მოშორებითაა ბევრი ტყვია დაგეხარჯოს, სანაცვლოდ კი ეგრევე კარზე გადაცვლი და დააფინიშებ ერთით და ისევ ავტომატზე გადმორთავ. აუ ხო არ ვიცი დავწერე თუ არა მაგრამ რუქაზე მოწინააღმდეგეს რომ გიჩვენებს და ისარი რო აქ ხოლმე ზემოთ და ქვემოთ ეგ მე თავიდან მეგონა რომ საით იყურებოდა მოწინააღმდეგე მაგის მანიშნებელი იყო და მერე JGOD-მა თქვა ვიდეოში ბევრმა არ იცისო და ეგ იმას მიანიშნებსო შენზე მაღლაა თუ დაბლაო, თუ ისარი არ აქვს ესეიგი იმავე დონეზეა რაზეც შენ. თუ ვინმე არის კიდე ჩემსავით რო არ იცოდა გამოადგება ეგ ინფო. შენობაში განსაკუთრებით სასარგებლოა რო მიხვდე რომელ სართულზეა მოწინააღმდეგე.
  19. გეთანხმები ეს ისეთი თამაშია უნდა გონდეს ლიცენზია, მაგრამ ახლა ნაღდად არ მაქ მაგის თანხა რო თამაშში ამდენი გადავიხადო. და როცა მექნება ზედმეტი 50$ შეილება უკვე ახალი ნაწილიც გამოვიდეს როგორც გავიგე იაპონია იქნებაო ახალში.
  20. ხო ორივე კარგი ოპერატორი ჩანს. რავი მგონი კრუგერი ჯობია მაინც თუმცა ბანდლშე გოლემს რო მოყვება ეგ ორი ოპერატორი უფრო მომეწონა ვიდრე ისინი რომლებიც კრუგერს მოყვება. სნაიპერებში მე ალბათ SPR-ზე ვიქნები ლაპუას ტყვიებით, Kar98-ით ვთამაშობდი ბოლოს მაგრამ აი მაგარი ნერვებს მიშლის ამის გადატენვის პროცესი, ცალცალკე რო უნდა ჩადო თითოეული ტყვია. ბარეტზე უარი ვთქვი, მაგას აზრი აქ 500 მეტრი და მეტ მანძილზე როცა სადმე კემპერობ, მაგრამ როგორც ადრე ვახსენე რენდერზე წვალობს ჩემი ვიდეო მასეთ დიდ მანძილებზე დაახლოებისას ამიტომ მეცოდება. შეილება სტანდარტული ოპტიკით ავაწყო ერთი ლოუდაუთი, იმიტომ რომ ავტომატურია და ყოველ სროლაზე არ საჭიროებს გადატენვას.
  21. https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=6023012 ეს დავაყენე და მარტო პირველი ტური როა ეგ ვითამაშე სეზონებს რო გაცნობს და პრობლემა არ ქონია არანაირი. https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=6023011 ამაშია ISO მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე Ultimate არ უწერია სათაურში თუმცა DLC-ები კი არის მგონი ყველა.
  22. დღეს ავიწყვიტე რასაც ქვია, ეს უკვე კოდტრეკერმაც დამიფიქსირა. 14 კაცი FFAR(მგონი ერთადერთი იარაღია რომელსაც ოპტიკის გარეშეც კარგად ხმარობ) და Krig 6-ით მოვკალი. ჩემმა თანაგუნდელმა 7 მოკლა მაგრამ 3 წუთი იყო დარჩენილი ისე გავარდა რატომღაც თამაშიდან და მერე უკვე სამხედრო ბაზაზე ჯიპით დავთარეშობდი ბოლო ორი წუთი და 4 კაცს გადავუარე როგორც ჩანს, აშკარად არ უნდა მომცენ მე მართვის მოწმობა
  23. ოკ დავსვამ დეიდაშვილს მაშინ და ვათამაშებ რო გამიხსნას ყველაფერი და მერე უკვე მზამზარეულზე დავჯდები , სთორის ვერსიაც ძირითადად მისი გახსნილია.
  24. ხო. თუ კარგად მიმდის თამაში სტაბილურად ვკლავ მინიმუმ 8-10კაცს. ეგრევე პარკის ბუნკერში მივდივარ ხოლმე. იქაურ ფულს დავითრევ გავატან ვერტმფრენს და მერე სხვა ფულიან ტიპებზე ვნადირობ, ჩემიანებიც ხო აკეთებენ მისიებს და ა.შ.
  25. ხო მალე რო ახვიდე Battle pass-ში ბოლომდე Daily Challenges გახსენი და ისეთ რაღაცებზე დააყენე რის შესრულებასაც შეძლებ. მაგალითად თუ ამომიგდებს რო shotgun-ით მოკალი რამდენიმე კაციო მასეთს ვცვლი მე რადგან shotgun-ებს არ ვიყენებ. როგორც კი შეასრულებ რომელიმეს ავტომატურად შეიცვლება. ისევ მიხვალ და ისეთზე დააყენებ რომელსაც შენ შეასრულებ. ეგენი საკმაო XP-ს გიმატებს. ასევე მისიების შესრულება, ფულის აგროვება და რომელ ადგილზე გახვალ იმას გააჩნია. მკვლელობა იმდენს არ გიმატებს რამდენსაც ეგენი. მე უკვე 90-ეზე ვარ კორეელი ოპერატორი გავხსენი.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.