-
Posts
5444 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
8
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by kloud
-
ხო გრძელი ლულა მანძილსაც უზრდის და ტყვიაც უფრო სწორად მიდის. აი spr რო ვესვრი ხოლმე შორ მანძილზე კარგა ბლომად ზემოთ უნდა დაუმიზნო, ბარეტს კიდე სულ ცოტათი უნდა ასწიო, იმიტომ რომ თითქმის არ კარგავს ტყვია ტრაექტორიას. ხო ეგეც კარგია რო გადატენვა არ უნდა, ერთ ორჯერ გამოადგა როცა პირველ იტყვიით ვერ მოვკალი შემომიბრუნდა და აქეთაც მესროდა მაგრამ საბოლოოდ მაინც მე დავასწარი მოკვლად იმი ხარჯზე რო უფრო სწრაფად ისვრის გადატენვის გარეშე. გავხსენი ადლერის სკინი, გვიანობამდე არ ვაპირებდი თამაშის ჩართვას, მაგრამ დეიდაშვილები მოვიდნენ, დავსვი და 2-3 თამაშში გახსნეს. ნუ არც არაფერი შეცვლილა ჩემთვის თამაშისას, პროსტა რო ვიცი სხვა პერსონაჟი რო მყავს ეგაა
-
არა ჯერ სადღაც 30%-ზე ვარ, ამ ღამე გავხსნი რა. იდეაში უკვე 500CP მაქ და 20ლარის ამბავია რო იყიდო მეორე 500 და გახსნა მთელი Battle Pass, მაგრამ მენანება მაინც ახლა მაგ ბარეტია თუ რაცაა მაგას ვხსნი 29 ლეველზე ვარ და ყოველდღიურად სადღაც 5 ლეველს მაინც ვხსნი და მალე ჩემ გემოზე მოვხოდავ. დამხმარედ კი მაქ Kilo და სხვის მუღამი არც მაქ. ეს Battle Pass უბრალოდ ბონუსია ამიტო არ მიღირს ფულის გადახდა. სათამაშოდ ახლაც მშვენიერი სბორკა მაქ. წუხელ საწყობების მარცხნივ როა მთები რუქის ბოლოში მანდ მაღლა დავიმალე და ჩემიანები სანამ მაგ საწყობებში დარბოდნენ ზემოდან ვაზღვევდი. 10 კაცი მოვკალი სანამ, რომელიღაც ჩემი მსხვერპლი ვერ მიხვდა რომ ჩემ სიახლოვეს დაშვებულიყო პარაშუტით და მოვეკალი.
-
ნერფავენ მაგას, mac10, type 63 და დუალ პისტოლსაც ზუსტად მაგაზე ვდგავარ ახლა, ხო ძან ჭრელი ფერებია, მაგრამ ეგ არ მადარდებს. მომბეზრდა უკვე ამ რუსით და ზანგით თამაში.
-
უნდა ითამაშო და ბოლომდე გახნსა Battle Pass-ში როა სხვადასხვა საჩუქრები, რომელშიც რამდენიმე უფასოც არის. მათ შორის არის 300CP. მთლიანი Battle Pass რო იყიდო გინდა 1000 შესაბამისად სამი სეზონი უნდა ითამაშო შესაბამისად რო 900-მდე ახვიდე და მეოთხეში უკვე საკმარისია პირველ უფასო 100CP-მდე ახვიდე და როგორც კი 1000 გაგიხდება CP შეიძენ Battle Pass. თითო სეზონი მინიმუმ 2 თვე გრძლდება როგორც ჩანს. მიმდინარე სეზონის ბოლომდე 51 დღეა დარჩენილი. დაუმატე ამას 2-2 თვე კიდე ორი სეზონი და მერე დრო რამდენიც მეოთხე სეზონში დაგჭირდება პირველ უფასო 100CP-მდე და ეგაა რა. ანუ სადღაც ნახევარი წლის თემაა რა
-
უფასო ოპერატორი გვერგება ხალიავშიკებს თუ ადლერი როა ოპერატორი მაგის ტანსაცმლის სკინია მხოლოდ?
-
ხო მეც მაგრა ჩამითრია და დღეიდან 2-2 საათს ვთამაშობ დღიურად, თორე საქმეში მეშლებოდა ხელი ისე შევტოპე პირველი თამაშია ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ასე რო ჩამითრია, პირიქით გეიმინგზე საერთოდ მინებებული მქონდა თავი.
-
კიდევ ერთი მინუსი რაც ამ თამაშს აქვს, სნაიპერით როცა ხარ სამიზნის ლინზა ხო ირეკლავს შუქს და მაგით ხო შეგიძლია შეამჩნიო როცა ვინმე შორიდან გიმიზნებს. ჩრდილში რო ვარ დამალული და მაქედან როცა ვუმიზნებ მაშინაც რატოა ეგ ანარეკლი? სკოლაში კი ვსწავლობდი ფიზიკას თან ოპტიკა მომწონდა მაგრამ მაგის მერე 15 წელზე მეტია გასული და უკვე კი არ მახსოვს როგორ მუშაობდა სინათლის სვეტების გარდატეხა.
-
ხო ეგ გამხმოვანებელი არ ვიცი ვნახავ მერე ერთი როგორი გახმოვანება აქვს. მე ამათ გახმოვანებას დავუმუღამე https://softbox.tv ისე ჩემთან რუტრეკერს org-ზე არ მიხნის net-ზე ხსნის. აუ კი საჭმელები მაგრები აქვთ, თავისუფლებაზე იყო ადრე კორეული რესტორანი იქ მაქ კაი რაღაცები გასინჯული, ახლა საბურთალოზეა ბუდაპეშტის ქუჩაზე მაგრამ წელიწადზე მეტია არ ვყოფილვარ თბილისში და ვერ მივაღწიე იქამდე. კი Doctor Who კარგია, ჩემი ძმა უყურებდა და რამდენიმე სერია მაქვს მეც ნანახი მაგრამ იმდენია რომ მეზარება თავიდან ბოლომდე ყურება. Supernatural მეათე სეზონამდე ვუყურე და მერე უკვე მომბეზრდა. თუმცა ამერიკულებში აშკარად ყველაზე მეტად მომწონდა, უბრალოდ მეათეს მერე ისეთი ამბები წავიდა რო ინტერესი დავკარგე მე პირადად, ჩემმა მეგობარმა უყურა ბოლომდე და მომიყვა მერე რა ხდებოდა.
-
გილოცავთ ყველას ახალ წელს, მრავალს დაესწარით რას ვერ ვხვდები. ჩემი თანაგუნდელი დუელში მოხვდა ვიღაცასთან მაგრამ მოკლეს, მოწინააღმდეგე ფეხზე დგას ანუ ცოცხალია და აგრძელებს თამაშს და ეგრევე მე ვკლავ, მაგრამ მკვლელობაში არ ჩამეთვალა, მხოლოდ ასისტში. კი გასაგებია ვთქვათ ჩემიანმა უფრო მეტი დააკლო ვიდრე მე მაგრამ ჯამში მოწინააღმდეგე ფეხზე ხო იდგა მე რო მოვკალი. და-down-ებულს რო კანტროლკას დაადებ ეგ კი ბატონო არ უნდა ჩაგეთვალოს არაა პრობლემა მაგრამ პირველ შემთხვევაში რატო არ მითვლის არ ვიცი. ისე ის საიტი CODTRACKER Cold War-ის იარაღების სტატისტიკას არ აჩვენებს ამ DMR-მა მართლა წაიღო ტვინი რა დღეს რო ჩავრთე რაცხა აპდეიტი გააკეთა და იმედი მქონდა დაფიქსული იქნებათქო მაგრამ 10-დან 9 შემთხვევაში მაგით მკლავენ რა თან იმოდენა მანძილიდან რომ HDR და M82-ით ვერვკლავ ხოლმე მაქედან ერთი სროლით.
-
ვა ჯორჯ კორეულებზეც გადმოხვედი. კაი ძველი სერიალები კი აგირჩევია თუმცა ეგ Master's.Sun მართლა კარგია, Heirs ისე რა, უფრო თინეიჯერებზე გათვლილია. ზოგადად უყვართ ამათ მოჩვენებებზე ფილმების და სერიალების გადაღება თან შამანების ინსტიტუტი ძან პოპულარული თემაა მანდ. ასევე უყვართ ჟანრების არევა ერთმანეთში, შეილება დაიწყო და გეგონოს კომედია და ბოლოს დრამაში, დეტექტივში ან ჰორორში გადავიდეს ან პირიქით. ყველაზე დიდი პლიუსი ის აქვს რომ უმეტესობა სერიალებისა სეზონებად არ იწელება და საშუალოდ 12, 16, 20 ან 24 სერიიანებია და რამდენიმე დღე კმარა რომ მთლიანად უყურო. თუმცა თავისებული თამაშის სტილი აქვთ კორეელ მსახიობებს და დამუღამება უნდა, თუ არ შეგიძლია ზოგიერთ აბსურდულ სიტუაციებზე თვალი დახუჭო მაშინ არ ღირს დრო რო დახარჯო, მაგრამ თუ შეგიძლია მაშინ ძან გასიამოვნებს. მე ახლა Zombie Detective ( https://mydramalist.com/61063-zombie-detective ) დავიწყე, ჯერჯერობით კომედიაა მაგრამ გული მიგრძნობს ბოლოში მაგრა ჩახლართავენ
-
ხო მაგ მხრივ ვიგულისხმე მეც სასწაული უმეტესობა დუელებს ვაგებ ხოლმე ამ იარათთან არ აქ მნიშვნელობა კილოთი ვარ, m82ით თუ სხვა რამით და ფაქტიურად ნებისმიერ მანძილზე. ფაქტიურად ყოველი მეორე ამით დადის. ო 20 ზუმი კაია, დავიწყე მეც უფასოდ რო მოგვცეს გაყინული m82 მაგით ლეველების ზრდა. თუმცა ჩემზე ახალი წელი და ცუდი ამინდები არ მოქმედებს, სახლიდან ვმუშაობ ონლაინ, ამიტომ ნელი ტემპებით მომიწევს და სეზონის ბოლომდე კი გავხსნი ალბათ სრულად ამის აქსესუარებს. გუშინ რო შემოგიერთდი მეზობელი მყავდა სტუმრად და ის მენაცვლებოდა ზოგჯერ, მერე შემთხვევით გამოვიდა და დამეზარა უკან შესვლა. ბოლო დროს უმეტესად BR ვთამაშობდი. იმ კუნძულზეც შეცვალეს და mini BR არის ახლა. ვცდილობ მუღამი დავიჭირო BR-ისაც, მაგრამ ასე შემთხვევით გუნდელებში რთულია თამაში თან რო ყრია იმ იარაღებს ვერ ვუმუღამებ და სანამ ჩემი ლოუდაუთის დათრევას მოვახერხებ, მანამდე ვიმალები ხოლმე.
-
ხო ეგ DMR რაცხა სასწაულია, ჯერ იმოდენა რეკოილი აქ რო 10 ტყვიიდან მაქს 2ს მახვედრებენ, მაგრამ მაინც მკლავენ. სნაიპერით ზუმის დროს ზოგჯერ შენობების ტექსტურები რამდენიმე წამის შემდეგ იტვირთება და პარამეტრებში შეიძლება რამე გავაკეთო რო ეშველოს ამას? SPR მომბეზრდა იმიტომ რომ მაქსიმუმ 8 აქ ზუმი და ისევ HDR-ს დავუბრუნდი 12 ზუმის გამო და შედეგიც გამოიღო, ჩემი პირადი რეკორდი მოვხსენი 13 მკვლელობა 1 თამაშში. დაუნთაუნში ერთი სახურავი დავამუღამე რომლიდანაც ასაულტებში Kilo-ს მაინც ვერ ვღალატობ. მაინც მაგარია რაც არ უნდა დაასუსტონ, გუშინ აეროპორტში ერთი მჭიდით 4 კაცი გავისტუმრე საიქიოს.
-
ხო მაგას ვგულისხმობ Battle Pass-ის გვერდი როა მთავარ მენიუში მანდ 100 ლეველი როა, ეგ ოპერატორებსაც გაძლევს, იარაღების ბლუპრინტებსაც და რასაც დახარჯავ მაგ CP-ს უკან იბრუნებ და მეტსაც ბოლომდე რო გახვალ. Kilo-ზე მგონი მასეა, გუშინ რაღაც მიკვირდა ზოგ თამაშში 1 კაცს ძლივს ვკლავდი.
-
მე შევეშვი ექსპერიმენტებს Kilo + SP-R208 ამათზე გავჩერდი უბრალოდ Kilo-სთვის საუკეთესო დამატებებს ვარჩევ. მინდოდა 2 ერთად როა საშუალო და ახლო მანძილზე სამიზნე ეგ მაგრამ აშკარად მოუხერხებელია მაგით და მატო ახლოსთვის გამოსადეგ სამიზნეს ვარჩევ ახლა ისეთს რო სროლისას ხედვის არედან არ დამეკარგოს მოწინააღმდეგე.
-
არის Battle pass-ში Cold Warის ოპერატორები, პრსოტა Free-ში არაა მაგრამ საკმარის CP-ს რო დააგროვებ (1000) და დაითრევ Battle Pass უნდა მოგცენ წესით, უბრალოდ ამ სეზონის მერე ხო კიდე ერთი სეზონი უნდა იჩალიჩო და კიდე მაგის მომდევნო სეზონში 100 CP დარჩება სათრევი და მაგ დროს რა იქნება Battle Pass-ში ვინ იცის. აუ მერე ერთ დღეს სტადიონის Easter egg-ზე ვიჩალიჩოთ. Challeng-ების ერთ მისია მაქ და მად დალუქულ ოთახშია შესასრულებელი და მარტო ვერ ვასწრებ კოდის გაშიფვრას. მინიმუმ 2 გასაღებია საპოვნი რო მთავარ ოთახში შეაღწიო იქ ოხრად ლუთებია და Kilo-ს ბლუპრინტია კიდე.
-
მე მაგ CP-ებით Battle Pass იყ ყიდვას ვფიქრობ მაგრამ როგორც გავიგე 68 დღეში რესეტდება ეგ ბატლ ფასი ახლა რაცაა, ანუ 300 ხო განახლებამდე დავაგროვე, ახლანდელს ბოლომდე რო ავალ მეორე 300 დაემატება და 68დღის გასვლად უნდა დაველოდო კიდე 300 რო დავაგროვო ახლიდან, ეგ 900 და ეგ 68 დღეც რო გავა მერე უკვე 100 რო დავაგროვებ მექნება 1000 და Battle pass-ში რასაც კი ბოქლოლომები ადევს მაგის გამოყენებას შევძლებ როგორც მე გავიგე. ანუ გამოვიდს აპდეიტი სადღაც 1 კვირის წინ ხო გამოვიდა ე.ი.60 დღე დარჩა დარესეტებამდე ნუ სადღაც 130 დღეში შემეძლება Battle pass-ის ყიდვა CP-ებით
-
ახლა გადავეყარე ვიდეოს თურმე ვერდანსკი არის დონეცკის მაგალითზე გაკეთებული და მართლაც რო შევადარე სურათები გუგლის რუქას არის მსგავსება ბევრი შენობის უბრალოდ განლაგებები შეილება ცოტა გადაკეთბული იყოს. სტადიონი მისი შემოგარენით, აეროპორტის შენობა და კოშკი, გუმბათიანი შენობა როა სამთავრობო, ბანკი, სუპერმარკეტი და ა.შ.
-
Cold warში როგორ ბატელფილდშია ისე შეგიძლია, ტანკში კატერსი და ა.შ ტრანსპორტში ჩაჯდომა და ეგაა როგორც ვხვდები, ტრეილერში იყო მსგავსი რამ. ეგ იმათთვისაა ვისაც ნაყიდი აქ თამაში და ბატლ პასს იყიდის
-
ზოგზე ჩემთანაც მასეა. მე უკეთ რო მესმოდეს აუდიოში ვოის ჩატს 300მდე ავუწიე ხმა, ასე 10სკენ ვიქნებით ჩვენ დაახლოებით ორივე ონლაინ
-
გამოგიგზავნე
-
eეგ არ კმარა სახელის შემდეგ # და ციფრები იქნება ეგეც უნდა რო გიპოვოს აი როგორც ჩემთანაა, ან შეგიძლია შენ მე გამომიგზავნო მეგობრობა და მე დაგამატებთ ხოლმე ჩემ ფართიში ორივეს
-
მესამე კაცი გვაკლია მე და გივის სქუადში. დაწერე შენი ნიკი და დაგიმატებთ. ერთად ვითამაშოთ ხოლმე.
-
საინტერესო ვიდეო, მე მთლიანი ისტორია არ ვიცი ამ ატომური ბომბის თემებში და ა.შ. მაგრამ ძველი COD-ებიდან გამახსენდა პერსონაჟები პრაისი და სოაპი. კაშხლიდან გადახტომის სცენა მაგარი ეფექტური გამოვიდა. მერე დრო რო მექნება ერთი უნდა ჩავუჯდე და გავერკვე დეტალებში ამ რუქის შესახებ.
-
ხო ახლა ვნახე მეც ახალი სია, მართლა არაფერი საინტერესო არაა
-
ჯერ აცალე. კიდევ აქვთ დრო, იქნებ ისინდისონ
