Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5444
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. ხო მეც ფორუმზე ვიყიდე მაგრამ უკვე 3 თვე მაინც იქნება თავიდან ი3 7100-ზე მეყენა და მანდაც კი შევამჩნიე რო 2400-ის ნაცვლად 2133-ზე იყო მაგრამ მაშინ არ მივაქციე ყურადღება. დიდი მადლობა მეგობრებო რო გამარკვიეთ ცოტა ხანი მაშინ ვიქნები ასე და ფული რო გამომივარდება გამოვცვლი.
  2. ეგ გიოს ვუთხარი პროცზე რო დამიწერ 3.9-მდე ასწიეო. XMP ჩართული მაქვს. აქ წითლად როა მონიშნული SPD Speed 2133 ეგ რა არის? სათაურში 3000 წერია, მანდ 2133.
  3. OC არ მინდა ჯერ-ჯერობით, არც ქულერი მაქვს მაგისთვის და ქეისსაც არ აქვს საერთოდ ვენტილაცია https://www.xigmatek.com/product_detail.php?item=75 უბრალოდ 2666-ზე მინდა დადგეს რადგან მიწერია მაზერზეც და პროცზეც რო მაგ სიხშირის მხარდაჭერა აქვს. თავიდან რო ვნახე ჩართული იყო XMP და მაგის ქვეშ მითტებული იყო 2133. მე დავტოვე XMP ჩართული და 2666 დავაყენე ქვედაზე, არ ჩაირთო კომპი. მერე ორივე ავტოზე დავაყენე იქნებ თვითონ მიხვდესთქო მაგრამ 2133-ზე დააყენა. ბოლოს XMP ჩავრთე ისევ და სიხშირე auto-ზე დავაყენე მაგრამ მაინც 2133-ზეა. Corsair Dominator Platinum-ია ოპერატიული და დედაპლატის მხარდაჭერილ მოდელებშიც არის.
  4. მაქვს ის სისტემა რაც გვერდით მიწერია. პროცესორს სტოკზე 2666მჰც-ს მხარდაჭერა აქვს ისევე როგორც დედაპლატას. ოპერატიული კი 3000მჰც-იანი მაქვს მაგრამ მუშაობს 2133მჰც-ზე. წესით თვითონ ხო უნდა ემუშავა 2666-ზე ავტომატურად? ბიოსში ვნახე სიხშირეების მისათიტებელი მაგრამ 2666-ზე რო დავაყენე და შევინახე ჩართვისთანავე სპიკერმა რამდენჯერმე დაიწრიპინა და დარესტარტდა ეგრევე კომპიუტერი, ასე ქნა რამდენჯერმე და მერე დაგამოვრტე და რო ჩავრტე ისევ 2133მჰც-ზე დაყენდა. სიხშირის გარდა მეტი რა უნდა შევცვალო ? რო ოპერატიულებმა 2666მჰც-ზე იმუსაოს?
  5. მოკლედ ჩემ სისტემაზე მაქვს დაერთებული 2 ცალი full hd მონიტორი და პროექტორი. ასევე მაქვს 2 ცალი logitech გეიმპადი ჩვეულებრივი dual action-ები. შეგიძლიათ მირჩიოთ თამაშები თამაშები რომლებსაც აქვს ლოკალში მულტიპლეიერის ფუნქცია და გეიმპადებით შევძლებთ რო ერთმანეთს ვეთამაშოთ? თუ ისე გამოვა რო ორ მონიტორზე განაწილდეს ორი მოთამაშე ხო ძან კაი თუ არადა splitscreen-იც წავა. რაიმე კარგი გრაფიკის მქონდე შუტერს, რეისინგს ან 1vs1 ჩხუბებს ვეძებ. ნუ ბოლოს შემთხვევაში კი ვიცი ტეკენი, კიდე CoD Black Ops 3 ვნახე ცუდი არ ჩანს. სხვა ვარიანტები რა იცით?
  6. სპეციალურად ამის გამო დავითრიე ლოგიტექის გეიმპადები მაგრამ ერთი გეიმპადი გუნდის არცევისას წრეზე(ზემოდან ქვემოთ) ტრიალებს ავტომატურად და ვერაფერს ვუხერხებ. არადა 18-ს უპრობლემოდ ვთამაშობდი იგივე გეიმპადებით. ინტერნეტში ვნახე ეს მაგრმა არ მიშველა https://help.ea.com/en/help/faq/how-to-clean-boot-your-pc/ თქვენ ხო არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? როგორ შეილება შველა?
  7. გაყიდვა მინდა ერთი რომელიმესი თუ პრობლემურია ხო ვერ გავყიდი. ნუ ახლა ყველა გეიმერი კი არაა. აქამდე ინტერგრირებულით ვიყავი რამდენი წელი და არ მქონია პრობლემა თანაც მე მაქსიმუმ FIFA ან NFS ვითამაშო და ამათში ეს კარტაც ჯიგრულად უბერავს. გუშინ ვთამაშობდი FIFA 18, FullHD, ULtra + AA, FPS-ზე შეზღუდვა არ მეყენა და100-ზე მაღლა იყო სულ და ახალ ფიფაზეც არ უნდა მაწყენინოს. პლასტმასის ნაწილი რაცაა ეგ მოვხსენი რადიატორისგან და ისე ჩავრთე. ქულერს არ ქონდა ხმა როცა ბრუნავდა, მერე ისევ დავაერთე. და ხმა კი აქვს მაგრამ მაქსიმალურმა ტემპერატურამ ფურმარკში 68გრადუსამდე დაიწია.
  8. მოკლედ ორი ვიდეო ჩამომივიდა ზუსტად ერთი და იგივე მოდელია. ერთი ძან ჩუმია და ტემპერატურაც იდეალური აქვს( მარცხენა სკრინი) აი მეორე კი ჩართვისთანავე რაღაც ხმას გამოსცემს ქულერი და ტემპერატურასაც ხედავთ სანამდე ადის. თერმოპასტას გამოვცვლითქო მაგრამ ჯობია ჯერ ვიკითხო მაინც არ მინდა პლომბი ავხსნა უმიზეზოდ. ვიდეოც დავამატე ხმა რო ისმოდეს, აი თითქოს რაღაცას რო ეხებოდეს ბრუნვისას ისეთი ხმაა მგონი.
  9. მოკლედ მონიტორზე ერთ ადგილას ალბათ ასე 6-7მმ სიგრძის და 3-4მმ სიგანის არეალზე უფრო ღია ფერი აქვს ვიდრე სხვაგან. სურათზე ნათლად ჩანს. სხვა ფერებზე მისი შემჩნევა რთლია ან შეუძლებელია. იაფად მაქვს შანსი დავითრიო ეს მონიტორი და ხო არ იცით რამდენად არის შანსი რო ლაქა გაფართოვდეს ან რაიმე მოუვიდეს? ღირს დათრევა? ადრეც ვიყიდე მონიტორი, რომელსაც მთლიან სიგანეზე წვრილი ზოლი ეტყობა 1პიქსელის სისქის, ასევე სიიაფის გამო, მაგრამ არაფერი მოსვლიადა ჯიგრულად მემსახურება. ვერც კი ვამჩნევ მაგ ზოლს თუ სპეციალურად არ დავაკვირდი. მაგრამ ასეთ ლაქასთან არ მქონია შეხება.
  10. მგონი საქ ფოსტაში გექნება უბრალოდ ინვოისი წარსადგენი თუ საბაჟომ მოითხოვა, თუ არადა უბრალოდ უნდა მოგცენ ამანათი როცა ჩამოვა.
  11. ეგ თვითონ ამაზონს და იბეის არ აქვთ ეგეთი სერვისი( ნუ ამერიკელებს კი აქვს ebay bucks-ები სადაც 1-2% უბრუნდებათ მაგრამ ჩვენ მაგით ვერ ვისარგებლებთ ) მაგრამ არის სხვადასხვა საიტები რომელბსაც აქვთ მსგავსი სერვისები. თვითონ overclockers.ge-ზეც დევს რეკლამა monetized by sovrn რო წერია ზოგან, ადრე viglink ერქვა. არის სხვა ალტერნატივებიც. დაგუგლე და იპოვი სხვა ვარიანტებსაც და აარჩევ რომელიც უფრო გაწყობს.
  12. გამარჯობა, გერმანული ბანკის ანგარიშზე მაქვს თანხა ჩასარიცხი და რაიმე საიტი ხო არ გეგულებათ, რომელიც უფრო იაფად და სწრაფად აკეთებდეს ამას ვიდრე ბანკები? აქეთ რო მირიცხავენ ხოლმე Paysend-ს იყენებენ, მაგრამ საქართველოში არაა ჯერ ეგ საიტი შემოსული სრულად, ამიტომ იქით ვერ ვურიცხავ.
  13. მაქვს მიკროფონი XLR კაბელიანი როგორიც სურათზეა, ეს კი კომპზე მაქვს 3.5მმ-ზე გადამყვანით დაერთებული. მუშაობს ყველაფერი მაგრამ გამაყვანი სადაა ის ადგილი ცოტას ამოძრავდება და ისეთი ხმა ისმის თითქოს დოლზე ურტყამდნენ. რა საშუალება არის იმისა რომ მსგავსი ხარვეზები არ ქონდეს?
  14. ფორმულის ჩასაწერი ველის წინ Fx რო წერია მაგას დააჭირე და გაგიხსნის პატარა ფანჯარას სადაც ფორმულებია და იპოვი სასურველ ფორმულას.
  15. Windows 10 მიყენია და ადრე უპრობლემოდ ვიყენებდი Store-ს. მაქვს კიდეც რამდენიმე აპლიკაცია მაქედან დაყენებებული, რომლებსაც ვიყენებ ჩვეულებრივ ახლაც, მაგრამ თვითონ Store-ში ბოლო დროს რატოღაც არ შედის. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია მაგრამ არაფერმა უშველა. კიდე ერთი პრობლემა აქვს ვინდოუსს 1903-ვერსიაზე ვერ ააპდეიტებს შუა პროცესში წყვეტს სულ და მაგის გამო ხო არ იქნება?
  16. https://www.easeus.com/datarecoverywizard/free-data-recovery-software.htm ამით ადრე კაი ბლომად ფაილები აღვადგინე, ოღონდ დაკრეკილი პრო ვერსიით. სადღაც 27გბ-მდე იქნებოდა, მაგრამ როგორც George-მა დაწერა მაგ შემთხვევაში გაქ შანსი აღდგენის, წინააღმდეგ შემთხვევაში შანსები მცირდება.
  17. https://www.tenorshare.com/topics/christmas.html?edm ამ ბმულზე მეილის შეყვანის შემთხვევაში მოგივათ ლიცენზიის კოდი უფასოდ პროგრამაზე Tenorshare ReiBoot for Android. მეილზე მომივიდა შეტყობინება და რავი იქნებ ვინმეს გამოგადგეთ. ესაა პროგრამის ფუქნციონალის აღწერა Key Features of Tenorshare ReiBoot for Android 1. Totally free to enter and exit Android fastboot mode by one click. 2. Free to enter and exit Android recovery mode and simple operation. 3. Free to enter and exit Android download (odin) mode.free 4. Fix 50+ Android system issues like stuck on Samsung logo, app crashing, black screen, and so on. 5. One click to clear Android system cache to keep your phone optimized.
  18. ბოლო ელ კლასიკოს საიდან გადმოვიწერ?
  19. მოკლედ ეგ ვიდეო მერე ჩემ სისტემაზე დავაერთე და არანაირი პრობლემა არ ქონია. ახლა მივედით და ისევ თავის სისტემაში ჩავსვით და რო ვრთავთ რეალურად ყველაფერი მუშაობს მაგრამ ბიოსის ჩატვირთვას უნდება ძან დიდი ხანი და ისე იტვირთება ბიოსის ლოგო თითქოს 1 კადრი იყოს წამში სურათი ნაწილ-ნაწილ იტვირთება ზემოდან ქვემოთ, 15 წამის საქმეს 2-3 წუთს მაინც ანდომებს. არის მომენტები როცა სწრაფადაც იტვირთება მაგრამ ძირითადად უფრო პრობლემები აქვს. დედაპლატაზე, არამგონია რამე კავშირში იყოს, მაგრამ სოკეტის 2 ფეხია განასწორები. ვიდეოკარტის გარეშე 10-15 წამში იტვირთება სისტემა უპრობლემოდ. GTX 960-ზეც ეგ დედაპლატა მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ამ ვიდეოკარტასთან აქვს რაღაც კონფლიქტი.
  20. სხვა სისტემაზეც იგივე პრობლემები აქვს გამოდის ვიდეოს ბრალია.
  21. ანუ ჯერ მასთან თვითონ hdmi კაბელით ხო მოსინჯა მერე მეგობარმა display პორტზეც დატესტა და მერე მომიტანეს მე და ჩეთან hdmi პორტზე ვცადეთ. ცხადია სხვადასხვა კაბელებით. ეგ პისიაის მითითება დაინტეგრირებულის გათიშვა რომელი პარამეტრებია ხო ვერ მეტყვი არ შემიმჩნევია. IGD და PEG-ის გადამრთველი იყო ერთი, მე როგორც ვხვდები IGD - Integrated Graphic Device იშიფრება და PEG-ზეც მეყენა უმეტეს შემთხვევაში. და ახლა პისიაი სლოტის არჩევის ვარიანტი არ მომხვედრია თვალში.
  22. ამ სისტემაზე GTX 960-იც გვქონდა დაერთებული მაგრამ მაგას არ ქონია მსგავსი პრობლემა.
  23. მოკლედ ფორუმზე ვიყიდეთ მეგობრისთვის ვიდეოკარტა MSI RX 580 8GB-იანი. აყენია ამ სისტემაზე: პროცი- 6600K დედაპლატა MSI Z270 SLI SSD - Crucial MX500 ოპერატიული 16გბ მოდელი არ მახსოვს. მოკლედ რომ ჩასვა hdmi კაბელით დაუკავშირა მაგრამ არ გამოიტანა გამოსახულება. მერე რაღაცნაირად იწვალა და ბოლო ვერსია დააყენა დრაივერის. მაგრამ წუწუნებდა ხან ირთვება ხან არაო. მომიტანა მერე მე, ჩემთანაც შევამჩნიე ეგ პრობლემები ანუ დააჭერ ჩართვის ღილაკს და მონიტორს რეაქცია არ აქვს არადა კომპი თითქოს მუშაობს. ჩართლ კომპზე მეორე მონიტორს ვუერთებთ ინტეგრირებული ვიდეოს პორტზე და ვუალა ვინდოუსი ჩატვირთლია და დევაის მენეჯერში მხოლოდ ინტეგრირებულ ვიდეოკარტას ხედავს. დარესტარტების ან გამორთვა/ჩართვის შემდეგ შეილება ისევ იგივე გამეორდეს და ინტეგრირებულიდან ჩართოს ან იპოვოს ვიდეოკარტა და ვიდეოკარტიდან ჩართოს. წავშალე დრაივერი და ბოლოს წინა ვერსია დავაყენე, რამდენიმე ჩართვა თითქოს უპრობლემოდ მაგრამ მალევე დაიწყო ისევ იგივე პრობლემები. მაშინაც კი როცა ვიდეკორტით ირთვება ზოგჯერ 10-15 წამში ირტვირთება ზოგჯერ თავიდან კარგა ხანი ასე 30წამამდე შავი ეკრანია და მერე იწყება ბიოსის შეტყობინება და ვინდოუსის ჩარტვირთვა და 1-1.5 წუთი ჭირდება მთლიან ჩართვას. დედაპლატის ბიოსის განახლებამაც არ უშველა. ბიოსშიც ყველანაირი პარამეტრები ვცადეთ მაგრამ რავი. მარტო უეფიზეც გვეყენა, უეფი+ლეგასი-ზეც IGD და PEG-საც დავეჩალიჩეთ. მაგრამ უშედეგოდ. ინტერნეტშიც ვიპოვე სხვადასხვა თითქოს მსგავსი შემთხვევა მაგრამ იმან რამაც მაგათ უშველა ჩვენთან შედეგი არ გამოიღო. ანუ პრობლემა სწორედ ეგაა რომ ჩართვა უჭირს ზოგჯერ კომპს, თორე თუ ჩაირთო მერე მშვენივრად უბერავს ფურმარკსაც უპრობლემოდ გადის და გამოსახეულებაც უპრობლემოდ გამოაქვს. ერთადერთი რაც არ გვიცდია მაგ ვიდეოკარტის სხვა კომპზე დატესტვაა, მაგრამ მაგასაც ვცდით როგორც კი მოვახერხებთ. მანამდე იქნებ ვინმემ იცოდეთ რა პრობლემაა, რას დავაბრალო?
  24. ჩემი აზრით SSD-ს ერთადერთი მინუსი ფასია. 5 წლის განმავლობაში HDD-ზე დაახლოებით 100ტბ ფაილების ჩაწერა მომიწია, ძირითადად სერიალების ტორენტიდან გადმოწერაში, მარტო ბოლო ნახევარ წელში გადმოვიწერე 9ტბ-მდე სერიალები. სისტემაზე მიყენია 250გბ-იანი Crucial MX500, რომლის რესურსიც 100ტბ არის. სისტემაზე მარტო ვიყენებ და 1 წელში 6ტბ -მდე ავიდა გამოყენებული რესურსი. ასეთი ტემპით კიდე 15 წელი მაინც უნდა მემსახუროს წესით. 850-ს არა, მაგრამ ბიუჯეტი რო მიწყობდეს ხელს 860 PRO ან თუნდაც EVO-ს 1TB ვერსიას თამამად გამოვიყენებდი ყველაფრისთვის. ან თუნდაც იგივე MX500-ის 360ტბ-იანი რესურსიც მეყოფოდა დიდი ალბათობით.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.