Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5444
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. ხო მანდ ყოფილა, Boot ტაბში. წავშალე ზედმეტები. მადლობა
  2. ცოტა ხნის წინა ვინდოუსმა გაუბერა(W7 old დავარქვათ), არ ირთვებოდა კომპიუტერი, დამატებით ფარშითენზე მომიწია სხვა ვინდოუსის ჩაწერა(W8.1) ისე რომ W7 old-ისთვის ხელი არ მიხლია. შემდეგ W7 old-იდან პროგრამებთან დაკავშირებული ფაილები გადმოვიტანე W8.1-ში. მაგრამ არც ეგ W8.1 მუშაობდა როგორც საჭირო იყო თან, მეც 7 მირჩევნია 8.1-ს ამიტომ მივედი და მივაშალე W7 old და მის ადგილას დავაყენე W7 new სუფთა ვერსია. მაგრამ არცერთ ამ შემთხვევაში System reserved ფართიშენს არ გავკარებივარ, შესაბამისად მასში დაგროვდა ინფორმაცია სამივე ოპერაციული სისტემი შესახებ და ჩართვისას მიგდებს ასარჩევ სიას. ეგ კი ვიცი როგორ გავხადო ავტომატური რო ჩაიტვირთოს მე რომ მინდა ეგ სისტემა მაგრამ არის თუ არა შესაძლებელი System reserved ფართიშენიდან წაიშალოს ძველი ოპერაციული სისტემების ფაილები, ისე რომ ახლისას არ შევეხო?
  3. ხო ეგრე უნდა. w3school-სზე შეგიძლია ნახო მაგალითები და ლაივ რეჟიმშიც დატესტო. რეებიც დაგილინკე მაგ საიტიდან ზემოთ, მაგ გვერდებზე ყველა მაგალთის შემდეგ არის ღილაკი Try it yourself მაგაზე დააკლიკე და შეძლებ რო დატესტო.
  4. https://www.w3schools.com/html/html_blocks.asp div არის კონტეინერი ანუ <div> ამაში შიგნით ათავსებ კოდის გარკვეულ მონაკვეთს მაგალითად შენ შემთხვევაში ლოგოს და მენიუს რომელიც შენ div-ის ნაცვლად p-ში გაქ მოთავსებული. </div> ნებისმიერი საიტი გახსენი, თუნდაც ეს გვერდი და თავისუფალ ადგილზე დააჭირე მაუსის მარჯვენა ღილაკს და აირჩიე inspect element ნახავ საიტის html და css კოდს. დაუკვირდი სტრუქტურა როგორი აქვს, p უკვე ფაქტიურად არ გამოიყენება
  5. მარტო ფაილების რაოდენობა გაქ გასწორებული და მენიუს hover, div და ul-li -ზე რაც მოგწერე არ გაგიკეთებია.
  6. display: inline-block; გაუწერე li-ს და ცოტა margin-მიეცი და მეორე ხაზზრე რო გადავა პირველ ხაზს არ დააჯდება ზემოდან. არაა საჭირო ყველა html ფაილს ცალკე css ფაილი შეუქმნა და მიაბა, ამ ეტაპისთვის საკმარისია ერთი css ფაილი რომელშიც აღწერ ყველა კლასს რომელიც გხვდება ყველა გვერდზე და ეგ ფაილი გაუწერო ყველა html ფაილში. ასევეა მენიუშიც ერთი კლასი გაუწერე ყველა მენიუს ელემენტს და არ მოგიწევს ერთი დაი იგივე კოდის ათჯერ გამეორება css ფაილში. მე ასევე გამოვიყენებდი სტილის ცვლილებას იმ შემთხვევაში როცა ისარს მიიტან მენიუს რომელიმე ელემენტთან რო ფერი შეიცვალოს ან რამე ასევე ის გვერდი რომელიც გახსნილია სხვა ფერის რო იყოს. ამისთვის გადახედე ამ გვერდს https://www.w3schools.com/cssref/sel_active.asp და https://www.w3schools.com/cssref/sel_hover.asp სურათები ძან მიტყუპებულია მენიუზე ცოტა დააშორე. style.css-ში სწორად გაქ და სხვებში ; გაკლია მენიუს ლინკების კლასში border: 1px solid #951100 ლოგო და მენიუ <p>-ში არ ჩასვა <div> გამოიყენე მაგისთვის, p თუ იყენებენ მარტო ტექსტის პარაგრაფების გამოსაყოფად. მე მაგისთვისაც არ ვიყენებ, div-ს ვიყენებ ყველაფერში თითქმის, ცხრილებშიც table უკვე მოძველებულია, გამოიყენე div და ატრიბუტებში display გაარჩიე კარგად მანდ ნახავ div-ებიც ცხრილის შექმნა როგორ უნდა.
  7. https://www.w3schools.com/css/css_navbar.asp აქ ნახავ. ინტერნეტით თუა ხელმისაწვდომი დამილინკე და ვნახავ, თუ ლოკალზე გაქ, ფაილები ატვირთე.
  8. შენი გადასაწყვეტია სხვა რამეზე ჩაეწერები თუ არა. მე ჩემი გადმოსახედიდან გირჩიე, რადგან ვარ ფრილანსერი და მრჩება ბევრი თავისუფალი დრო, რო მქონდეს რაიმე სხვა სპეციალობა ნასწავლი თავისუფლად შევძებდი სადმე მემუშავა სტაბილურ შემოსავალზე და ფრილანსერობა ყოფილიყო მეორე სამსახური. რადგან ფრილანსერობა ხშირ შემთხვევაში არაა სტაბილური შემოსავლის წყარო, შეილება ერთი თვე შეკვეთების ბუმი გქონდეს და მეორე თვეს საერთოდ არ გქონდეს შეკვეთები. პდფ ფაილს არ ხსნის. საიტი 15 დღის კვალობაზე კარგია. ცხადია ბევრი რამის შეცვლა შეილება მაგრამ მაგი პრაქტიკით მოვა. მენიუ ჯობია ul და li ტეგებით ააწყო. როცა ფანჯრის სიგანეს აპატარავებ მენიუს ელემენტები მეორე ხაზზრე რო გადადის ძან უშნოვდება მენიუ. ასევე რადგან ყველა ლინკს აქვს ერტნაირი სახე არაა საჭირო ცალ-ცალკე კლასებით მათი აღწერა. საკმარისია ერთი კლასი აღწერო და ყველა ლინკს ეგ კლასი გაუწერო. ამ შემთხვევაში ეგ არაფერი დიდი პრობლემა არაა მაგრამ როცა დიდი საიტების კეთებაზე გადახვალ და ოპტიმიზაციაზე ფიქრს დაიწყებ მიხვდები და ჯობია აქედანვე მიეჩვიო ზედმეტი კოდის წერისგან თავის არიდება. რაც უფრო მოკლეა კოდი მით უფრო ნაკლები მეხსიერება მიაქ გვერდს და უფრო სწრაფად ჩაიტვირთება. ასევე div ტეგები გამოიყენე და ატრიბუტი display გაარჩიე კარგად. გვერდის სტრუტურის აწყობაში დაგეხმარება. ჰტმლ ტეგების დაზეპირებით თავს დიდად ნუ შეიწუხებ, ნებისმიერ დროს შეძლებ w3school-ზე შესვლას და გადახედვას თუ რამე დაგავიწყდება. აი css კიდე რაც უფრო კარგად გეცოდინება მით უკეთესი. ასევე ჯობია მალევე გადახვიდე Bootstrap-ზე ( იგივე html, css და js ნაკრებია) რადგან მარტივია და აუცილებელიც თუ გინდა responsive დიზაინების აწყობა შეძლო. http://bootstrapdocs.com/v3.0.3/docs/getting-started/
  9. მსგავსი ყველაფერი ვცადე. ტასკ მენეჯერს არ ხსნის საერთოდ. მხოლოდ ზემოთ ხსენებულ ორ ფანჯარას ხსნის რომლებიდანაც სამწუხაროდ ვერ მოხვდები კონტროლ პანელში ან ტასკ მენეჯერში. სეიფმოუდშიც იგივეს შავ ეკრანს მიჩვენებს. სანამ აქ დავპოსტავდი დავგუგლე და ზოგს უხსნიდა ტასკ მენეჯერს, ზოგს იმ შიფტზე ბევრი დაჭერის შემდეგ რო უხსნის მაგ ფანჯარაზე კონტროლ პანელის ლინკს უხსნიდა მაგრამ ჩემთან არც ერთი მუშაობს და არც მეორე. ასევე ზოგჯერ როა სეიფმოუდის გარდა ჩამონათვალში როა მონიტორი გარჩევადობის შემცირება, last known good configuration და მასეთები არცერთი არაა ჩამონათვალში მარტო სეიფ მოუდი და start windows normally. რო ვიცოდე რა არის წასაშლელი წავშლიდი. 3 ფართიშენი მაქვს და ერთზე ძველი ვინდოუსი აყენია, მეორეზე ფაილები და მესამეზე ახალი ვინდოუსი და მაგით ვარ ახლა შემოსული ასე რომ ფაილებთან მაქვს წვდომა მაგრამ არ ვიცი რომელი ფაილია წასაშლელი. თუ მოვახერხე და აპპდატადან ყველა პროგრამის იუზერი და პაროლი ამოვიღე მაშინ საერთოდ დავიკიდებ და მივაშლი ძველ ვინდოუსს.
  10. რაცხა აპდეიტი დავაყენე ვინდოუს 7-ზე და დარესტარტების მერე შავი ეკრანია და მაუსის კურსორი მარტო მოჩანს. ვერ შევდივარ კონტროლ პანელში რო რესთორ პოინტით აღვადგინო აპდეიტამდე არსებული მდგომარეობა. მხოლოდ shift-ზე ბევრჯერ დაჭერისას რო აგდებს მაგ ფანჯარას მიხსნის და ვირტუალური კლავიატურის ფანჯარას Windows + U ღილაკის დაჭერით მაგრამ კლავიატურის ჩაღთვის მცდელობისას ერორს აგდებს. ინტერნეტში გადავქექე ყველაფერი მაგრამ საშველი ვერ ვნახე რომელიც ჩემ შემთხვევაში იმშავებდა. ამიტომ მივედი და ცალკე ფართიშენზე დავაყენე სხვა ვინდოუსი და ახლა მინდა ამ ახალი ვინდოუსიდან ის ფაილები წავშალო ძველ ვინდოუსში რომელმაც გამოიწვია ეს პრობლემა, სავარაუდოდ აპდეიტები და ვიდეოკარტის დრაივერი. არის თუ არა ამის შესაძლებლობა რომ გავარკვიო რომელი ფაილებია წასაშლელი? ინახება სადმე ლოგ ფაილი სადაც ვნახავ აპდეიტის შედეგად რა ფაილები დაემატა სისტემას? ან ვიდეოკარტის დრაივერები როგორ წავშალო ხელოვნურად?
  11. უცხო ენის გარეშე არაფერი გამოგივა, ინგლისური ნებისმიერ ვარიანტში გინდა და რუსულიც კარგი იქნება. უნივერსიტეტი დაივიწყე. მე ვისწავლე უნივერსიტეტში და მხოლოდ html და css ასწავლიდნენ ისიც ისეთ დონეზე რაც სკოლის მოსწავლესაც შეუძლია თავისით ისწავლოს. php ხსენებითაც არავის უხსენებია. javascipt კი გვქონდა იდეაში მესამე კურსზე ცხრილით მაგრამ რეალურად java ისწავლებოდა. ვებ დეველოპერი ვარ და რაც კი ვიცი ყველაფერი ინტერნეტიდან ვისწავლე ვიდეოგაკვეთილებით, ფორუმებით და პრაქტიკით. უნივერსიტეტს ვერაფრით დავაბრალებ ჩემ ცოდნას. ტყუილა დაკარგავ 4 წელს. თუ კიდე სხვა სპეციალობა გაინტერესებს ეგ აირჩიე უნივერსიტეტში სასწავლებლად და ვები შენით ისწავლე ან რაიმე ხარისხიან კურსებზე ჩაეწერე. როგორც სურათზეა მთლად 2 კვირაში ვერა, მაგრამ ნაღდად არც 4 წელია ვების სასწავლად საჭირო. საკუთარი თვალის გასახარებელი საიტის გაკეთებას რეალურად 1-2 თვეშიც ისწავლი. შეკვეთების აღება რომ შეძლო უფრო მეტი დრო გინდა, მაგრამ არა 4 წელი.
  12. პირველ რიგში მადლობა ბიჭებო გამოხმაურებისთვის. უხეშად რო დავთვალე 5500ლარში წესით 2 ცალი GTX 1070-იანი სისტემა მომივა, რომლებიც გიოს ლინკიდან თუ ვნახავთ გამოიმუშავებს 230$-ს თვეში საშუალოდ. თუ გაზარდა ბიუჯეტი და მესამე ვიდეოკარტაც დაამატა სავარაუდოდ 7500ლარამდე ავა ფასი და თვიური შემოსავალი იქნება 350$-მდე. ორივე შემთხვევაში დახარჯული თანხა საშუალოდ 9 თვეში ამოგაქ. სხვა რაოდენობის ვიდეოკარტების შემეთხვევაშიც მიახლოებითი დრო დახარჯული თანხის ამოტანის გამოდის 9-10 თვე. მერე უკვე გადიხარ მოგებაზე რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ვიდეოკარტა გაქვს. მაგრამ ასევე ყურადღასებია ვალუტის კურსის ცვლილებაც ხო? თუ ვთქვათ ავაწყვეთ სისტემა 3 ვიდეოკარტით და როგორც ვანომ დაწერა მოვრიგდით 10%-ზე გამოდის რომ მე საშუალოდ თვიურად 100ლარიც არ გამომივა. ცხადია ძან ცოტაა, მაგრამ თუ მოისურვა მომავალში გაფართოება და დამატება ნაწილების ცხადია შემოსავალიც მეტი იქნება. მაგრამ რა მაინტერესებს მე ვთქვათ გავმართ ყველაფერი და დაიწყო სისტემამ მაინინგი. ამის შემდეგ რა ინტენსივობით არის საშუალოდ საჭირო ყურადღების მიქცევა? სულ უნდა ვადგე თავზე და ვამოწმო რას შვება, დღეში ერთხელ თვალის შევლებაც კმარა თუ უფრო იშვიათადაც? და ბოლო კითხვა: ვიდეოკარტაზე დამოკიდებული მაინინგ სისტემაზე შეილება რომ ჩვეულებრივ იმუშაო? მაგალითად მე ვარ ვებ დეველოპერი და მაქვს ეს სისტემა MSI B85-G43 + Celeron G1840 + 8GB DDR3 1600Mhz + ინტეგრირებული ვიდეოთი, რაც მყოფნის ჩემი სამუშაოების საკეთებლად და თუ ამ სისტემაზე(ან ცოტა გაძლიერებულზე) დავაყენებ ვთქვათ ვიდეოკარტებს შესაძლებელი იქნება თუ არა ჩართული იყოს მაინინგი და ამავდროულად მე ვიმუშაო ჩემ საქმეებზე? ერთმანეთს ხო არ შევუშლით ხელს? თუ აუცილებელია რო მაინინგისთვის ცალკე აიწყოს სისტემა?
  13. გამარჯობა მეგობრებო, ასეთი სიტუაცია მაქვს. ნაცნობს უნდა კრიპტოვალუტებზე ჩალიჩი, მაგრამ თვითონ ზოგადად კომპიუტერებისგან არის შორს. მზადაა 5-6 ათასი ლარის ფარგლებში დახარჯოს სისტემაზე. მე კი შემოთავაზა რომ ასე ვთქვათ მოვხოდო ყველაფერი. ანუ თანხა მისი შრომა ჩემი. ჰოდა დავიწყე ამ განყოფილებაში არსებული თემების კითხვა და სხვადასხვა საიტებზე სტატისტიკების შემოწმება, მაგრამ ცოტა დავიბენი. აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ მაინინგით და ახლა ერთბაშად ამდენი ინფორმაციის მოძიებით ამერია თავგზა. თუ არ შეწუხდებით შეგიძლიათ მითხრათ რამდენად ღირს ამ თანხით სამაინინგე კომპიუტერის ყიდვა? რომელ ვალუტაზე ჯობს ჩალიჩი? რა სისტემის აწყობაა ყველაზე კარგი? აქაურ თემებში რო ვნახულობ, თუ ვიდეოკარტა 3-4 თვის წინ 200$ ღირდა ახლა 300$ზე მეტი ღირს ინტერნეტში რო გადავამოწმე და თან არ ვიცი რამდენად სანდო საიტებზე ვნახე მაგრამ რაცხა კალკულატორებით რო დავუკვირდი ერთი GTX 1060 6gb -ზე აწყობილი სისტემა მოგებაზე დაახლოებით ერთი წლის მერე გადის. ანტმაინერით კი გამიგია რო 3 თვის მერე უკვე მოგებაზე გადიან. საშუალოდ ამ თანხაში აწყობილი სისტემა რამდენ ხანში შეძლებს მოგებაზე გასვლას? მესმის რო ვალუტა სისტემატურად იცვლება და ზუსტი ინფორმაციის ქონა რთულია მაგრამ მიახლოებით ვადებზეც მადლბოას გეტყვით. შეგიძლიათ უბრალოდ გეზი მომცეთ რო მხოლოდ იმ ინფორმაციის შესწავლა მომიწიოს რაც მჭირდება? და ჩემი მხრიდან რო გადავხედოთ სიტუაციას რამდენად მომგებიანი იქნება ჩემთვის რო დავთანხმდე? ანუ გასაგებია რო თანხას მე არ დავხარჯავ მაგრამ მოიტანს კი ისეთ მოგებას რო მე მიღირდეს მაგას დავახარჯო ჩემი დრო? მადლობა
  14. დაახლოებით ახალი წლის მერე დაიწყო, ზუსტად არ მახსოვს როდის. საიტების ჩატვირთვისას სტილებს ვერ ტვირთავს, მხოლოდ ტექსტს და სურათებს დიზაინის გარეშე. ასევე ვიდეოს ჩართვისას არ მიხსნის ვიდეოს და ინსპექტორში რო ვამოწმებ Cache Read Failure ტიპის ერორებითაა გატენილი. თქვენც ხო არ გქონიათ მსგავსი პრობლემები? ცხადია ბოლო ვერსია მიყენია, იმედი მქონდა რომ განახლება გამოვიდოდა და გასწორდებოდა, მაგრამ რამდენიმე განახლების გამოსვლის მიუხედავად ჯერაც არის ეგ პრობლემა.
  15. არა საქართველო მიყენია , მაგრამ რუსეთი რომც მეყენოს რეგიონის დაყენების მერე კლავიატურაში რო შეიტან ცვლილიებას მაინც იმახსოვრებს და არ გამოაქ მაგრამ ეგ პრობლემა შემექმნა იობიტის პროგრამების დაინსტალირების შემდეგ სხვა რაღაცეებიც აურია მაშინ და ამიტო მივაშალე სრულად ეგ პროგრამები და გავასუფთავე მაგრამ ეგ კლავიატურის პრობლემა დარჩა, ვინდოუსის გადამყენებელი არ ვარ და როგორც ჩანს შეგუება მომიწევს
  16. დედაპლატა ყოფილა, კვება მუშაობს სხვა კომპზე და თან ხელოსანმა მაზერზე რო იყო დაერთებული კვება ისე ჩაარჭო მა მწვანე და შავში რაცხა და ქულერმა დაიწყო მუშაობა, ანუ სავარაუდოდ საუს ბრიჯია თუ ჩიპსეტია ეგაა გაფუჭებული ქვემოთ როა პლასტმასით დაფარული და თბილისში უნდა გამოვაგზავნო და კაი ხელოსანის საკონტაქტო ხო არ გექნებათ? გივი ისევ მუშაობს ამ სფეროში? სურათზე msi რო აწერია მარჯვნივ ქვემოთ მაგის ქვეშ როა ეგ არის მგონი დაზიანებული
  17. ეგ არ ვიცოდი, ვცადე და არ ამუშავდა მადლობა გიო
  18. ჩართვის ღილაკს რო ვაჭერ არანაირი რეაქცია არ აქვს კომპიუტერს. კვების ბლოკზე გამოვცვალე დენის კაბელები არაფერი შეიცვალა. სუსტემა მაქვს ოუფენ სტენდად და მაქვს ჩართვის ღილაკის რამდენიმე კაბელი ეგენიც ვცადე მაგრამ არცერთზე არ იმუშავა. მე კვებას ვაბრალებ მაგრამ არის შანსი რო დედაპლატის ბრალი იყოს?
  19. ვინდოუს 7-ში კლავიატურის ენა თავისით ემატება. ანუ გააქტიურებული მაქვს ინგლისური და ქართული და რუსულს თავისით ამატებს დესკტოპზე ქვემოთ საათთან მაგრამ კონტროლ პანელში სადაც უნდა დაამატო ენა იქ არ ჩანს რუსული. რომ გამოვრთო რუსული კლავიატურა კონტროლ პანელში უნდა დავამატო რუსული ენა და მერე გამოვრთო,. მაგრამ კომპიუტერის დარესტრატების შემდეგ რუსული კლავიატურა ისევ ემატება ავტომატურად. რას მერჩის რუსეთი? როგორ ვუშველო?
  20. მაქვს Asus Zenfone 2E Z00D და გარეთა შუშა მაგარი დაფშვნილია თუმცა ასეა უკვე იანვრიდან და ჩვეულებრივ ვხმარობ მაინც. როგორც ვიცი მარტო გარეთა შუშას არავინ გამომიცვლის და მინდა მთლიანი ე.წ. Assembly Frame ვიყიდო და ჩემითა გამოვცვალო. ვიპოვე შედარებით იაფად ეს: http://www.ebay.com/itm/5-ASUS-Zenfone-2E-Z00D-AT-T-LCD-Display-Touch-Screen-Digitizer-Assembly-Frame-/292207745044?hash=item4408f05814:g:Tv4AAOSwhSVZiVh0 და ეს ორმაგ ფასში http://www.ebay.com/itm/Asus-Black-Touch-Screen-Digitizer-Glass-LCD-Frame-ZenFone-2E-Z00D-ZE500CL-Tools-/172595219419?hash=item282f7a0bdb:m:mvCMw5398FffUTTVfJ_gsow რეალურად ასუსის წარწერის გარდა რამე სხვაობა იქნება ამ ორს შორის?
  21. გასაგებია ანუ ცელულარის პლატა არ უნდა ვიყიდო, მადლობა
  22. მაგდენი არ ვიცი რო ვკითხე ჩემ დას რა ვერსია არისთქო ეგ მომწერა US990 რაც US Cellular-ს ემთხვევა
  23. კი ჩვეულებრივ მუშაობდა
  24. ჩემი დის LG G3-ს დაუზიანდა დედაპლატა US Cellular ოპერატორის ვერსია და მაინტერესებს G3ის სხვა ვერსიები პლატებიც წავა თუ ისევ მაგ ოპერატორის ვერსია უნდა ვიყიდო? ცალკე ნაწილებად ვერ ვიპოვე პლატა ამიტომ მინდა ეკრანგატეხილი ტელეფონი ვიყიდო იბეიზე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.