ხო ვიცი რო რეზერვული ასლები უნდა მქონოდა მაგრამ, რავი 99%ზე ქონდა ჯანრმთელობა , 3,600 TBW აქვს რესურსი და არც გეიმერი ვარ არც რამე ედიტორი ან რამე, რომ მეწვალებინა ჩაწერებზე. უბრალოდ ვებ პროექტების ფაილები მაქვს, ოჯახის სურათები სადღაც 100-200გბ და ა.შ.
თან რავი 5 წლიანი გარანტია აქვს და 3 წელიც არაა რაც მაქვს, და როგორც ვახსენე რესურსის ამოწურვასთან საერთოდ ახლოსაც არ ვყოფილვარ, სულ რამდენიმე % ქონდა დაკლებული ალბათ იმ 3600tbw-ს.
ერთადერთი რამაც გამაკვირვა ის იყო რომ ცოტა შუა ნაწილი ამოღუნული იყო ანუ რკალივით იყო რო გავხსენი ამაწინათ ლეპტოპი, მაგრამ რომ მოვიძიე ინტერნეტში არ არისო საგანგაშო ეწერა. ტემპერატურასაც ვადევნებდი ხოლმე თვალს და არ ხურდებოდა.
წინა ღამეს მშვენივრად მუშაობდა, გამოვრთე დილით ჩავრთე და ვუალა, არ ტვირთავდა ვინდოუსს, თავისი თრაუბლშუთერით ვცადე მაგრამ არაფერი გამოვიდა, და მერე მთლად აღქმაც მიატოვა.