Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5444
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. მოკლედ ბოლო 1-2 კვირა იქნება რაც ინტერნეტი უბერავს. ყველაფერი ასე დაიწყო. სექტემბრის შუა რიცხვებში ჩამოვედი და ჩემმა ძმამ მითხრა როუტერი გაფუჭდა და პირადპი კომპის პორტში შევაერთეო ინტერნეტის კაბელი. როუტერი წავიღე კაუკასუსის ოფისში და გავასწორებინე პარამეტრები, მოსულზე მშვენივრად მუშაობდა მაგრამ მეორე დღეს გაუბერა. შემდეგ ვიყიდე ახალი როუტერი trendnet-ის be.ge-ზე. ლეპტოპი ვაიფაიდან თითქოს მშვენივრად მუშაობდა მაგრამ დესკტოპზე ხშირად ითიშებოდა ინტერნეტი წამიერად, ან სიჩქარე უვარდებობა ძალიან დაბლა და ონლაინ თამაშებიდან აგდებდა. სპიდტესტით რო შევამოწმე რამდენჯერმე 15მეგაბიტიან ინტერნეტს, დაუნლოადი 2მეგაბიტი ქონდა და აპლოადი 10მეგაბიტი. კაუკასუსში დავრეკე და პირდაპირ კომპზე შემაერთებინეს და სიჩქარე სტაბილური ქონდა 15მეგაბიტი, მაგრამ ისევ დავაბრუნებინე როუტერზე და მაგასაც 15მდე აუვიდა სიჩქარე, თავიდან როუტერის ლან პორტებზე ვეჭვობდით მაგრამ დავრეკე be.ge-ში და ახალი როუტერი მომიტანეს, თუმცა ამაზეც იგივე პრობლემაა. პერიოდულად ითიშება ინტერნეტი რამდენიმე წამით, მაგრამ ეგ სავსებით საკმარისია რომ ჩემი დაუნლოადები გაწყდეს და ახლიდან მიწევს ფაილების გადმოწერა იმის იმედით რომ სანამ გაითიშება მანამდე გადმოვიწერ. სიჩქარის ვარდნები ლეპტოპზეც შევამჩნიე მაგრამ აი გათიშვა ინტერნეტის ვერა. და ვერ გამიგია რას დავაბრალო როუტერს, ვინდოუსს თუ კაუკასუსს.
  2. https://www.nulled.cc/ ვინც არ იცის არის ფორუმი სადაც იშოვება ოხრად განულებული სკრიპტები, პროგრამები და ა.შ. ვებ პროგრამისტებისთვის, მოკლედ ოქროს საბადოა ვებ დეველოპერებისთვის. მაგრამ გადმოწერის უფლება შეზღუდულია პოსტების რაოდენობის მიხედვით. ზოგი ფაილის გადმოსაწერად გჭირდება 10 პოსტი, ზოგისთვის კი 100 ან მეტიც კი. ერთი მინუსი აქვს რუსული ფორუმია, მე კი რუსულ კლავიატურას მიჩვეული არ ვარ და ტრანლიტით მიწევს წერა. წესებიც ძალიან მკაცრია და ფლუდით ვერ ააგროვებ პოსტებს, ამიტომ თუ ხართ ვებ დეველოპერები რომლებსაც გჭირდებათ მაგ საიტზე არსებული ფაილების გადმოწერა, გთავაზობთ რომ ვიქონიოთ ერთი საზიარო აქაუნთი და ერთად დავაგროვოთ პოსტები. მე პირადად მჭირდება სხვადასხვა კომპონენტები CMS Joomla-სი, რომელთაგან ზოგიერთის გადმოსაწერად საჭიროა 100პოსტი, მე მაქვს 18 პოსტი და რავი მოკლედ თუ ვინმე ხართ ვისაც ასევე გჭირდებათ ამ ფორუმიდან რამეს გადმოწერა ჩემ მონაცემებს გაგიზიარებთ და ერთად ავაგროვოთ პოსტები.
  3. ეგენი ყველაფერი ვცადე უეფითაც და ლეგასითაც. ვინჩოს ქონია დარხეული როგორც გავარკვიე. ახალი უნდა ვიყიდოთ და მაგაზე იმედაი უპრობლემოდ დაყენდება
  4. მოკლედ ამ ლეპტოპზე მაქვს ვინდოზავრი გადასაყენებელი დავერაფერი მოვუხერხე. დეფოლტად 8 მოყვება მაგრამ მაგის მერე არაერთხელ არის მგონი გადანაყენები. რამდენიმე დღის წინ მთხოვა მეგობარმა რომ გადამეყენებინა ვინდი, რადგან არ ირთვებოდა კომპი. მივედი და დავიწყე გადაყენება. პირველი ეტაპი ფაილების კოპირები მორჩა წარმატებით მაგრამ დარესტარტების მერე რეაგირება არ ქონდა, მიდიოდა ბუთ მენეჯერამდე სადაც უნდა აირჩიო რომელი დევაისიდან დაბუთოს და ვსიო მაგას ვერ გასცდა. მაგის მერე ახალი მცდელბისას უკვე არ აყენებდა 8ს . შემდეგ ვცადე 7ის დაყენება მაგრამ მიწერს რომ CD/DVD დრაივერი არ მიყენია. ამდენი უშედეგო მცდელობის შემდეგ აკრონისით მთლიანად წავშალე ფართიშენები და ახლიდან შევქმენი, მაგრამ ეგაა გასაკვირი რომ მივუთითე რომ შექმნილიყო დაახლოებით 200 და 500 გიგაბაიტიანი და ამან შექმნა როგორც მანამდე იყო 100, 500 და 30 გიგაბაიტიანი რესერვისთვისო თუ რაღაც. ამათ გარდა კიდევ არის 2 ფართიშენი 100 და 300მეგაბაიტებიანი. ოკ ეგ დავიკიდე და დავიწყე ისევ ვინდოუს 8-ის როგორც იქნა წაიღო და გამიხარდა მაგრამ, ახლაც როგორც სულ თავიდან მარტო ფაილები გადაიტანა მყარ დისკზე მაგრამ რესტარტის შემდეგ ერორი ამოაგდო და არ გააგრძელა. აი რა ვქნა არ ვიცი. ახლა ვინდოუს 7 და 10-ს ვიწერ კიდე და მაგათ ვცდი, მაგრამ იქნებ ვინმემ იცოდეს რა ვუშველო ამ ოხერს?
  5. ძველი ვიდეოკარტების თავსებადობის პრობლემა ისევ არის? კერძოდ რადეონი მაინტერესებს, HD4890-ისთვის არაა დრაივერი 10ზე გამოსული და 10ის დაყენების შემთხვევაში დესკტოპი ეკრანის მთლიან ნაწილს არ იკავებს ოთხივე მხრიდან შავი სივრცე რჩება, 8ზე კატალისტიდან სკეილით სწორდებოდა და აქ როგორ შეიძლება ამის გამოსწორება?
  6. ხო მეც მასე ვარ :/ დაბრუნება არ შეილება უკან?
  7. განვაახლე მეც ვინდოუს 10-ზე, მაგრამ მაქვს ვიდეოკარტა Radeon HD4890 და ამისთვის არ არის დრაივერი 10ის მხარდაჭერით ამიტომაც დეკტოპს არ მიშლის მონიტორის მთლიან ზომაზე, ოთხივე მხრიდან სივრცე რჩება, 8ზე კატალისტი და scaling-ს ვწევდი 0-მდე და სწორდებოდა მაგრამ ახლა კატალისტს არ მიხსნის საერთოდ.
  8. paypal ჯობია სხვებს მაშინ თუ არის, იმიტომ რომ დაზღვეული ხარ, თუ თვითონ ალის ადმინისტაციასთან არ გაგივიდა პეიპალიდან შეგიძლია მოითხოვო თანხსი დაბრუნება პრობლემის შემთხვევაში, როცა პირდაპირ ბარათით ყიდულობ მაშინ მასე ვერ იზამ.
  9. ბევრნაირი გადახდის საშუალებაა, პეიპალი არ მახსოვს არის თუ არა
  10. მე ადრე ვიწერდი მაგრამ ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილო ვიყავი, უფრო ტანსაცმელზე და შევეშვი. ისე აქ არაფერს იხდი რადგან ალიდან აგზავნი პირდაპირ საქართველოში და მოდის საქ. ფოსტაში. გამოგზავნის საფასურს უხდი გამყიდველს საიტზევე. კარგად უნდა შეარჩიო რა ხარისხიანებიცაა და უხარისხოებიც, თუმცა იბეიზეც მასეა, ფასებს რაც შეეხება მართლა უკეთესი ფასებია, თუმცა მე დიდ ნაკლად მიმაჩნია ადმინისტრაცია რომელიც ფაქტიურად გამყიდველის მხარესაა. ადრე როცა ვიწერდი თუ ამანათს დააგვიანდებოდა, რომესაც ისედაც 2 თვე ველოდი, ვუკავშირდებოდი სელერს, თუ სელერი არ მამაყოფილებდა ვუხსნიდი კეისს, ადმინისტრაცია კი ამ კეის რომ ნახავდა სელერს კიევ 1 თვეს უმატებდა დროს ისე რო მე არაფერს მეკითხებოდა, გამოდის რომ 100 დღე უნდა ველოდო ფულის დაბრუნებას თუ ამანათი დაიკარგა, რაც ჩემთვის მიუღებელია. სწრაფი და დაზღვეული გზავნილი კიდე ძვირი ჯდება.
  11. ​http://www.nulled.cc/threads/253865/#post-2368873 ამ გვერდზე ბოლო პოსტში როა 2.1.0 ვერსია ეგ მჭირდება
  12. ანუ თუ თვითონ თითოეულ მყიდველზე არ აქვთ შეზღუდვა მაშინ არ იქნება პრობლემა შეძლებ რაც დარჩა იმათ ყიდვასაც. თუმცა ამაზონზე არ მინახავს მყიდველებზე შეზღუდვა. ასეთი რამ არის ხოლმე ფასდაკლებების დროს, ერთ მყიდველ​ს არ აძლევენ ბევრი ერთიდაიგივე ტიპის პროდუქტის ყიდვის უფლებას, შენ შემთხვევაში არ უნდა იქნეს პრობლემა თუ აქვს რაოდენობაში შეძლებ ყიდვას.
  13. თუ თვითონ არ აგზავნის მაშინ ვინმე კერძო პირი იქნება მოსაძებნი რომელიც მიიღებს იქ ამანათს და მაქედან ან თვითონ წამოიღებს თუ მოდის ან ფოსტით გამოაგზავნის. შუავამალი გადამზიდები რუსეთიდან საქართველოში რომ მოჰქონდეთ არ მეგულება
  14. შაურმა თუ არ გინდათ აქედან რამე შემიძლია მოგცეთ: http://www.overclockers.ge/index.php?/topic/36484-კლავიატურა-მაუსები-ფლეშკები-და-სხვა-აქსესუარები/
  15. ვინმე თუ ხართ ამ საიტზე დარეგისტრირებული და გაქვთ 100ზე მეტი პოსტი, თხოვნა მაქვს ან მათხოვოთ თქვენი უზერი სანამ პოსტებს ავაგროვებ ან გაკვეული ფაილები გადმომიწეროთ და გლდანის შაურმა და კოკაკოლა ან რასაც მოისურვებთ ჩემზეა
  16. ​როგორც კი იყიდი გაკრვეულ რაოდენობას ის ინფორმაცია ბაზაში იგზავნება და მაშნვე ფიქსირდება იმ მაღაზიის მონაცემებში რო ეგ გაიყიდა და ავტომატურად შემცირდება მაგ პროდუქტის რაოდენობა მის მონაცემებში. ეგ კი არა ახლა მეც და შენც რომ გვინდოდეს ერთიდაიგივე ნივთის ყიდვა და შენ რომ დამასწრო, ჩემთან ან გვედი დარეფრეშდება და მიჩვენებს რომ გაიყიდა ან ყიდვას რომ დავაჭერ მაშინ დამიწერს რომ უკვე გაიყიდა. არაფერი არაა ამაში დასაეჭვებელი მითუმეტეს ამაზონს ასეთი ფუნქცია რომ არ ქონოდა სირცხვილი იქნებოდა.
  17. 1. არასწორი კატეგორია. http://www.overclockers.ge/index.php?/forum/11-აპარატურული-პრობლემები/ 2. "დახმარება მჭირდება სასწრაფოდ" ამ ტიპის სათაურები აკრძალულია ფორუმის წესებით. http://www.overclockers.ge/index.php?/topic/18590-განყოფილების-წესები/ 3. ყველა განყოფილებაშია შესაბამისი განყოფილების წესების პოსტი აპინული და წაიკთხეთ სანამ რამეს დაპოსტავთ.
  18. მოკლედ როცა რაიმე ფანჯარას გავადიდებ ბოლომდე ტასკბარს ფარავენ, გუშინდლის მერე აურია რაღაც და როგორ გავაკეთო რო არ დაიფაროს ტასკბარი?
  19. მოწყენილობაში ისარის ბოლო სეზონის ბოლო 2 სერიას ვუყურე და მივხვდი რომ სწორად მოვიქეცი თავიდანვე რო არ დავიწყერ ყურება. ფლეში კიდე მართლა მეამაყება კაი გამოუვიდათ :3 მრ. რობოტი მართლაც საინტერესო ჩანს პირველი სერიიდან, თან სლეიტერი საუკუნეა არ მინახავს ვნახოთ ერთი ფორმაშია თუ არა.
  20. მე საერთოდ ვერ შევადარებ ერთმანეთს, ნუ კი შეილება ზოგჯერ ამერიოს მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვცნობ, უკვე 3 წელი იქნება რაც კორეულ კინოებზე ვარ შემჯდარი და მიეჩვია თვალი. მაგრა მევასებიან, მაგარი ტიპები არიან. თან ქართველებთან ბევრი საერთო აქვთ კულტურულადაც და ისტორიულადაც.
  21. ​სამხრეთ კორეელია, ნუ ეგ მომღერალია და მომღერლებიდან ბევრს არ ვიცნობ, აი მსახიობებში კი კარგად ვერკვევი ოღონდ კორეელებში, კიტაიოზები და იაპოშკები ნაკლებად.
  22. ​შენ პირველ პოსტში სკრინზე გოგო როა მაგის სახელი
  23. ვა სოჯინს თუ ოვერებზე გადავაწყდებოდი არ მეგონა როგორც იქნა, წივით მეჯავრებოდა ძველი პლეიერის ვიზუალი.
  24. სავარაუდოდ html ფაილს მოგცემს რომელიც რუთ ფოლდერში უდნა ატვირთო საიტის და მაგით გაივლი ვერიფიკაციას და შემდეგ შეძლებ, როგორც წესი ასე აკეთებს გუგლი. ამ შემთხვევაშიც მგონია რომ ასე უდნა იქნეს.
  25. ზოგიერთი იუზერი ვერ შედის თავისი ძველი მონაცემებით და უწევთ ახლიდან დარეგისტრირება და რა უნდა ქნან, რომ არ დარეგისტრირდნენ და ძველი აქაუნთით გაიარონ ავტორიზაცია? პაროლი და უზერი სწორი შეყავთ, მაგრამ ვერ შედიან, თავიდან მეც გამიკეთა მასე მაგრამ მე მერე ფეისბუქით გავიარე ავტორიზაცია და ვისაც არ ქონდა ფეისბუქი დაკავშირებული რა უნდა ქნან?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.