-
Posts
5444 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
8
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by kloud
-
ხო ეგ ოპერატორები სიუჟეტის გამოა მასე. რადგან Cold war დაუკავშირეს ვარზონას შესაბამისად მისი ოპერატორები ემატება. როცა MW-სთან იყო კავშირში სიუჟეტი როგორც ვითარდებოდა ისე ამატებდნენ ოპერატორებს. ხო M4 კარგია. Kilo და ეგ გავს მაგრა ერთმანეთს, ოპტიკაც ფაქტიურად ერთიდაიგივე მიდის ორივეზე. ამ ორში ეგ მომწონს სწორედ რო ოპტიკის დიდი არჩევანი გაქ. Krig-ზე სამწუხაროდ არაა ისეთი დიდი არჩევანი მაგრამ სუსატის 2*4-ს დავუმუღამე მანდ. m4 და Kilo კიდე შეგიძლია 3*6-იანიც დაუყენო და საშუალო მანძილზე სნაიპერადაც გამოიყენებ. მე ახლა SMG-ების ნაცვლად ახლო მანძილზე LMG-ს ვიყენებ. Holger არის ასეთი LMG რომელიც Kilo-ს გავს 100 ტყვია აქვს. სწორედ ამის ზეგავლენით იყო Kilo-ზე რო დავიწყე ჩალიჩი ერთნაირი მჭიდები აქვთ 100ტყვიიანი, მაგრამ ამას თავისივე უყენია მასეთი ამიტომ არ გეხარჯება სლოტი. ლულას უფრო მოკლეს ვიყენებ რო მანვერირება ადვილი იყოს და ოპტიკის გარეშე ახლო მანძილზე კარგია damage-ც უკეთესი აქ ვიდრე SMG-ებს და მასთან ერთად უკვე Krig-ს ვიყენებ. ეს Codtracker მაგარი სულელური საიტია, რამე უკეთესი არ არის სადაც ნახავ შენს სტატისტიკას? ამასწინათ მეზობელი და დეიდაშვილი იყვნენ ჩემთან და პლანდერ ვთამაშობს მონაცვლეობით. რამდენიმე საათის შემდეგ რო შევედი შესამოწმებლად ჩემი ნათამაშევი არ იყო სტატისტიკაში. მეზობელმა 3 მოკლა, დეიდაშვილმა 6 მერე მე 10 და ეგ თამაში არ იყო საერთოდ, მერე კიდე ისევ იმათი ნათამაშევი მოდიოდა. ადრეც იყო ერთხელ მახოვს 19 კაცი მოვკალი და გამისწორდა ამდენი არ მომიკლავს არასდროს და შესამოწმებლად რო შევედი ვერ ვიპოვე. თან პლანდერის სტატისტიკებში რო შეხვალ ადგილებს არასწორად აჩვენებს. ჩემ კლანთან ერთად პირველზე გავედით პლანდერში თითოეულს მინიმუმ 5 ქილი გვოქნდა და მეთვრამეტეზე გახვედითო წერს ეგ საიტი თან ჩვენ წინ ტიპები არიან რომლებსაც მთლიან გუნდს სულ 2-3 ქილი ქონდა. კიდე ერთი დიდი მინუსია Cold War-ის იარაღების სტატისტიკას არ აჩვენებს, მარტო MW-სი მაგრამ რაღაც ეტაპამდე ამას უკვე იარაღების კამუფლიაჟის გვერდზე ვნახულობ, რადგან უწერია ყველა კამუფლიაჟს რამდენი კაცი უნდა მოკლა და როგორ რომ გაგიხსნას და მანდ შენს შედეგსაც გიჩვენებს.
-
ხო ეგ მეც მაინტერესებს თუ ვინმე შეძლებთ ძველი სეივის ამ ახალ ვერსიაზე დაყენებას გაგვაგებინეთ.
-
CX-9 ზე ამბობ ალბათ რომელიც იდეაში სოუპის ოპერატორთან ერთად უნდა ყოფილიყო. გრაუნდ ლუთის სახით ქონდათ ეგ ცოტა ხნით დამატებული. კაი რამეა. რექოილი ფაქტიურად არ აქვს, მაგრამ ისეთი ძლიერი არაა როგორი მაკ 10-იო ამბობდნენ. 2 ოპერატორი უნდა დაემატებინათ ვარზონაში პირველ სეზონისთვის სოაპი და კიდე მეორე ზამთრის თემატიკის კამუფლიაჟით და იარაღებით, მაგრამ Cold war-ის გამო გადაიწია. და შეილება ამ სეზონის ბოლოს იქნესო. ასევე ბევრი ამბობს ზომბები გააღწევენო გემიდან და სავარაუდოდ ამ ბუნკერებში როა რაკეტები იმას გამოიყენებენ ზომბების დასახოცად და მესამე სეზონიდან ახალი რუქა იქნებაო. ინკსლეშერმა თქვა კიდეც სანატორიუმი თუ რომელიღაც ბაზაა მაგას ფოლდერის სახელში WZ უწერიაო პრეფიქსად და სავარაუდოდ ეგ უნდა იქნესო ვარზონის ახალი რუქაო, თუმცა მაგის ვარაუდები რამდენჯერმე არასწორი იყო. ოღონდ ვიდეოები გადაიღოს და პატარა ჭორს მთელს ისტორიას მოაბამს. რავი ბევრს კი მობეზრდა ვერდანსკი, მაგრამ კაი დიდი რუქაა და მომწონს მე პირადად. ის კუნძული ვითამაშე დიდი ხნის პაუზის შემდეგ წუხელ და სისულელეა მითუმეტეს რომ 40 4 კაციანი გუნდი რო ასეთ პატარა კუნძულზეა გააზრებას ვერ ასწრებ რო უკვე გკლავენ. ვერდანსკივით დიდ რუქას თუ დამატებენ კარგი იქნება.
-
მაგ დაგროვილით ერთი ოპერატორი რო არ იყიდო მომდევნო სეზონისთვის შეინახე და ყოველი სეზონი აწი უფასოდ გექნება. ანუ შენი იარაღები შეგიძლია Battle Royal-ში დაითრიო 10 000$ს რო ააგროვებ მიდიხარ მარჯეტში და ყიდულობ ბოლოშია loadout drop-ს და X ით დააგდებ, ჩამოვარდება ყუთი და აარჩებ რომელი loadout-იც გინდა. ასევე ზოგჯერ თვითონ ადგებს სხვადასხვა ადგილებში რუქაზე ამ loadout-ების ყუთებს და იქ შეგიძლია მიხვიდე,ოღონდ ფრთხილად უნდა იყო შეილება ვინმე გისატკავებდეს, ამიტომ კარგია როცა ყიდულობ შენ სადაც გინდა იქ ჩამოაგდებინებ. ყველაზე ნაღდია ორჯერ დაითრიო რომ პირველ ჯერზე 2 ავტომატი რო გაქ მასეთი დაითრიო და მერე მეორეზე ისეთი რომელშიც ghost გაქ გააქტიურებული და ისევ ის პირველი loadout-ის იარაღები აიღო რო დააგდე ახალი ლოუდაუთის აღებისას, იმისთვის რომ 2 ავტომატიც გქონდეს და ghost-იც, რათა UAV რო გაუშვებენ ვერ გნახონ რუქაზე. ან კარგი loadout ააწყო Ghost-ით. უბრალოდ ეგაა რომ აქ მარტო ერთი შანსი გაქ სიკვიდლის შემდეგ რო უკან მობრუნდე გულაგში გამარჯვებით თუ სოლოს თამაშობ თუ არადა თანაგუნდელმა უნდა გამოისყიდოს შენი თავი 4000$-ად იგივე მაღაზიების ყუთები როა მაქედან. სოლოზე რახან გამოსყიდვა შეუძლებელია თანაგუნდელის არ ყოლის გამო უფრო მალე იფერთხება და სადღაც თამაშის შუაში უკვე შეილება მაქს 20-25 კაცი იყოს დარჩენილი. ეგაა რომ რეფლექსები უნდა განივითარო გარკვეულ სიტუაციებში რო ზედმეტი ფიქრის გარეშე მოიქცე ისე როგორც საჭიროა, ამაწინათ ერთხელ მეორეზე გავედი არადა ვხვდები სად იყო მოწინააღმდეგე მაგრამშეცდომა დავუშვი ძან ელემენტარული რითიც იმან შემამჩნია და მომკლა. უკვე 10-ეულში საკმაოდ ხშირად ვხვდები მიუხედავად იმისა ვკემპერობ თუ აგრესიულად ვთამაშობ. პლანდერში მაგ რეფლექსების განვითარება რთულია რადგან მანდ დიდად არ გადარდებს მოკვდები თუ არა, იცი რომ რამდენიმე წამში უკან მობრუნდები. იარღების გარდა დამატებითი აქსესუარები რო გაქ მაგათი ეფექტურად გამოყენებაც უნდა ისწავლო, ასაფეთქებლები, UAV, სტრაიკები, სტანები და ა.შ. ერთი მაგარი ნუბური შეცდომა დავუშვი სტადიონზე პირველ სართლზე ნაფეხურები შევამჩნიე ტიპის და მივყევი ვნახე რო კუთხეში იმალებოდა და მანდვე ვარ რამდენიმე მეტრში. შემეძლო C4 შემეგდო და ჰაერში ამეწია მაგრამ გამოუცდელობის გამო ავტომატით შევუვარდი, იმას კიდე shotgun ქონდა და უფრო მალე მომკლა.
-
Solo-ში ჩემს პირველ Battle Royal-ის გამარჯვებასაც მოვესწარი. მართალია ნახევარი თამაში ვიმალებოდი მაგრამ გულაგიდან გამოსულს არაფერი რო არ გაქ ფაქტიურად სხვა რა უნდა მექნა, მთავარია რო ცოცხალი გადარჩე და როგორ ეგ უკვე არაა პრობლემა. მეორე ადგილოსანს მაგრა დაწყდებოდა გული 12 ქილით იყო ტიპი და მე 3 ქილით რო მოვუგე
-
ზემოთ შენ რო დაპოსტე FFAR-თან ერთად სურათში Krig 6. M4-იც კარგია, მაგრამ Krig 6 და Kilo 141 ჯობია. M4 დავიწყე მე სულ თავიდან ეგ და AX-50 იყო პირველი დუო რომელიც დავააპგრეიდე ბოლომდე. SMG-ებში LC10 და AK74U გირჩევ თუ დააპირებ ცდას. ამ ორს დავუმუღამე კარგად MP5-იც კარგია ორივე MW-სიც და Cold War-ისაც.
-
კი შეილება წესით. მარტივი მისიებია. ადლერის შემთხვევაში მგონი SMG-ებით უნდა მოკლა ხალხი პირველი ეტაპის გადასალახად მეორეში იცვლება. სულ 4 მისიაა და ორ სხვადასხვა ფერის სკინს გაძლევს როგორც მახსოვს და ორ სურათს. ხო ბლომად არიან 6 უკვე გახსნილი მაქვს და მინიმუმ 3 კიდე არის გასახსნელი. მაგრა მაინტერესებს ის მეტ კვლელობასთან ერთად ფერს რო იცვლის იარაღი ეგ კამუფლიაჟი. ამას წინათ ერთს ავწაპნე და კაი ვიდზე იყო. იმედია შენი სურვილისამებრ შეგეძლება ნებისმიერ იარაღზე გამოიყენო. კრიგმა დღეს მაგრა მასიამოვნა. საავადმყოფოს მოპირდაპირედ როა დაუნთაუნში მაღალი შენობა სახურავი შუაში დაბალი როა და გვერდებზე მაღალი მანდ ვიყავი და სნაიპერით ვერ მოკლავ ზოგჯერ მაქედან ისე ვკლავდი საავამყოფოს მიმდებარედ ტიპებს, რამდენიმემ ამომაკითხა და დანითაც ავკუწე კაი ძლიერი ავტომატია. სულ 3 მკვლელობით ვამთავრებდი თამაშს მანდ რო არ გავჩითულიყავი. 7 მვიამატე და 10-მდე ავიყვანე. უბრალოდ Kilo 141-ს რო აქ მასეთი ფართო არჩევანი რომ ქონდეს ოპტიკის კარგი იქნებოდა. და აი ფარით რო დადიან მაგათ როგორ ვერ ვიტან რა, ლეტალებიდან დანით მიყვარს სიარული(ახლოში ფისტოლეტზე უკეთესია მთავარია გაარტყა რო ესვი და იმ წამსვე მკვდარია, ცუდია ის რომ ნასროლ დანას უკან ვერ აიღებ და მაქს 2 ცალი შეგიძლია ერთდროულად ატარო ) და მაგათ წინააღმდეგ რაიმე ასაფეთქებელია კარგი.
-
დავითრიე Battle Pass და რამდენიმე ოპერატორი გამიხსნა უკვე სადღაც 50-ე tier-ზე ვარ დაახლოებით. როგორც გავაკრვიე ყველა ოპერატორს თავისი მისია აქვს, იმ წითელ კაპიშონიან ადლერსაც. ოპერატორების ჩამონათვალში 2-იანს უნდა დააჭირო როცა მონიშნავ ოპერატორს და ამოგიგდებს მისიებს. მისიების შესრულების შემდეგ ასევე გიხსნის იგივე ოპერატორის სკინებს სხვა ფერებში.
-
ხო მაგრამ ეგ სულ სხვა ტყვიამფრქვევია, იმათ ბევრად ჯობია რომლებიც loadout-ებშია, კი ცხადია უკვდავი ვერ იქნები ამით მაგრამ ფაქტიურად ყველა ტყვიამფრქვევი გამომიყენებია და აშკარად ერთი თავით მაღლა დგას იმათთან შედარებით. FFAR მეც გამომიყენებია, ხო სწრაფია და რეალურად AR-ის ნაცვლად უფრო SMG-ებში გადის და მასეც ხმარობენ Kar98-თან ერთად. მაგრამ მეც არ მიმდის მაგისკენ გული. მაგრამ ეგ LC10 მგონია რო კარგ კონკურენციას გაუწევს. ან შეგიძლია კიდევ Holger ან SA-87 დააწყო ისე რომ ახლო მანძილზე უკეთესი შედეგი მოგცეს. LMG-ებია ეგენი მაგრამ ზომაში შედარებით კომპატურებია და ძლიერები. Krig 6 მეც მომეწონა კარგია, სნაიპერს რაც შეეხება AX50-ია ხო ეგ? ჩემი პირველი სნაიპერი იყო. ფაქტიურად ეგ და HDR ერთი დონისებია ჩემი აზრით. კი სნაიპერებს ყველას აქვს 12იანი, აი Marksman-ებსაა რო 8ზე მეტი არ აქ. არადა SP-R-ზე უფრო მეტი Range მაქვს ვიდრე HDR ან M82-ზე მაგრამ 8 ზუმით რა აზრი აქვს? სნაიპერებს გადავეჩვიე მე როგორც ჩანს ან იმის ბრალი შეილება იყოს ამასწინათ რო Bullet Velocity გაუფუჭეს რაღაც attachment-ებს. M82 ადრე 300-400 მეტრზე საერთოდ არ უვარდებოდა ტრაექტორია და სადაც დავუმიზნებდი იქ ხვდებოდა მაგრამ ამ დღეებში ერთი ორჯერ მომინდა ისევ გამოყენება და ძან არაზუსტია.
-
აი ეს ტყვიამფრქვევია უმაგრესი რაღაც. სნაიპერის ტყვიები მიდის Lapua და ჩემი პირველი BR-ის გამარჯვების ფუძემდებელი გახდა ეგ რო გიკავია თამამადშეგიძლია ასე გახვიდე ღია ადგილზე და ისროლო ირგვლივ. სამწუხაროდ ჯერ არ დაუმატებიათ იარაღების ჩამონათვალში უბრალოდ შეგიძლიათ რუქაზე იპოვოთ დალუთვისას. რო დაუმიზნებ მანძილსაც გიჩვენებს სამიზნებმდე. კიდე SMG-ც დაუმატებიათ იგივე პრინციპით CX-9 მაგრამ ჯერ არ გამომიცდია. LC10-იც მომწონს, აშკარად კარგი SMG არის, იმედია უფრო მეტი ტყვიიანი მჭიდიც აქვს. აი FARA კიდე ახლო ბრძოლებში არაუშავს მაგრამ შორში რავი რთულია დამორჩილება.
-
გემს ვუპოვე პლიუსი. თვითონ გემზე მისვლა უაზრობაა იმდენი ხალხია რო გაიხედავ მკვდარი ხარ. სამაგიეროდ მაგარი შედეგიანია მანდ Precision და Cluster Strike-ები. პარკი როა მაგ ბუნკერის კარები ღიაა და თან ერთი დერეფანი მიემატა ოხრად წითელი ყუთებია გახსნი თუ ამოგივიდა სტრაიკი გაუშვებ გემზე. ეგაა რო ძან შორია და კონკრეულად ვინმეზე დამიზნება რთულია უბრალოდ ოხრად არიან მანდ ყოველთვის მოთამაშეები და დიდი შანსია რო მოკლა მაგით. ვცადე 2 ხელში დღეს და ერთში 2კაცი მოვკალი, მეორეში სამი და მეოთხე დავა-Down-ე, მაგრამ როგორც ჩანს ან სელფი ქონდა ან ვინმემ უმკურნალა. მთელი გუნდი ერთდროულად თუ დაუშენს Cluster-ს ეგ იქნება საერთოდ მაგარი
-
ხო მაგრამ აი სიუჟეტი არ არის intel მისიები ხო იყო ადრე ყოველ სეზონზე მიბმული რო გეგრძნო თავი ვითომ რაღაც სიუჟეტს მიყვება ანუ Z-ს რო ებრძვი და ბოლოს მოკლა კიდეც პრაისმა. აქ კიდე ვითომ ადლერი და სტიტჩის დუელი დაიწყო მაგრამ რადგან ისინი სხვა დროში იყვნენ ამ პორტალში გემის გასვლით მაგასაც მოგვწყვიტეს ეგრე გამოდის? რაც მაბნევს არის ნაგას და სტიჩის საუბარი მეორე სეზონის ტრეილერში. მაგათი დიალოგიდან მე როგორც გავიგე ადლერი ამ გემზე არ იყო. რადგან ეგ გემი იმ კუნძულიდან ხო გამოამგზავრეს ესენი კიდე ლაოსში არიან. ზოგი იუტუბერი ამბობდა მაგ გემით გამოუშვესო ადლერიო და მასე თუა ეგეც ზომბად ქცეულა და ეგაა და რავი ზოგჯერ შუა სეზონში როგაჩითავენ ხოლმე ვიდეოებს ისე თუ კვლავ აქტუალური გახადეს მაგათი დუელი და რაიმე სიუჟეტური ხაზი გაუშვეს კაი იქნება. რაიმე Easter egg-ები რო დაამატონ ეგეც არ იქნება ცუდი. რაც მაგ ვიდეოდან ვნახე ახალი ბარათებია ბუნკერისთვის რო იყო მასეთი რომლებითაც ყვითელ ყუთებს ხსნი და ვსიო მეტი არაფერი.
-
ამ ვიდეოშია ცვლილებები რაც მოხდა ვარზონაში ახალი სეზონის გამოსვლასთან ერთად. კი ამბობენ ბევრი რამ შეიცვალაო მაგრამ რეალურად ჩემთვის ზომბი მოუდი უინტერესო როა პირიქითაა. ბატლ ფასი ისედაც ახლდება ყოველ სეზონში. პერსონაჟები წინაზეც დაემატა და ახლაც ეგ არაა გასაკვირი მითუმეტეს რომ პირველზე რო დაუკავშირეს Cold war-ს უფრო მეტი იარაღი და ოპერატორი დაემატა, ახლა კიდე მეტრო დაკეტეს, ზოგიერთი ბუნკერიც გააუქმეს, რაკეტების შახტებში კიდე არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. რამდენიმე ლუთბოქსია და ვსიო. daily missions-საც ადრე თუ შეგეძლო შეგეცვალა ახლა ვერ ცვლი. Intel-ებიც გააუქმეს. არადა სიუჟეტური ხაზი თუ გააქრეს ვარზონიდან და ზომბი და მასეთი აპდეიტები გამოუშვეს უკვე არის შანსი რო დამეკარგოს ინტერესი.
-
ხო უკვე ორჯერ შუა ტამაშში არტეფაქტებივით როა ერკანზე ირგვლივ და გემის კაპიტნის საუბარი გაზის გაჟონვაზე ჩაირთო, მაგრამ პირველად თამაში დაწყებული იყოდა ჯერ კიდე მივფრინავდი პარაშუტით და პრობლემა არ ყოფილა მაგრამ მეორედ მაინცდამაინც მაშინ როცა ციხის სახურავიდან მესროდნენ დამაგის გამო მოწინააღმდეგის მოძრაობის ხმები არ მესმოდა და თურმე აქეთ მეორე უკნიდან მომეპარა და დამჭრა კიდე კაი ჩემიანი მანდვე იყო და მიშველა. ბატლს პასის ბოლომდე გახსნის მერე მეც იგივე აზრზე ვიყავი, მაგრამ სწორედ მაგ ახალი იარაღების დამუღამებამ დამიბრუნა ინტერესი თამაშის. ძან მომწონს Ak74U და Krig 6-ის დუეტი. გუშინ 2 საათში 3ჯერ მოვიგე პლანდერი. თან მარტო ფულის აგროვებაზე არ მითამაშია, ხალხიც ვხოცე. BR-შიც ვცადე ბედი სოლოზე და 17-ზე გავედი 4 მკვლელობით, ნელი ტემპებით მაგრამ მაგასაც ვუმუღამებ ცოტ-ცოტა. მერე ბოლომდე ვუყურე ვინც დარჩა იმათ თამაშს და ჩემნაირი ნუბები იყვნენ, 2ნი რო დარჩნენ ტიპმა სახურავიდან დაა-down-ა ტიპი და იმის ნაცვლად რო საკონტროლო სროლა შეესრულებინა კლასტერი გამოიძახა და სანამ მაგან მოაღწია, იმან გაიმთელა თავი და ეგეც ნუბი რო არ ყოფილიყო მოიგებდა და საბოლოოდ მაინც იმ პირველმა მოიგო.
-
21 მაისამდეა გადატანილი https://www.imdb.com/title/tt10342730/
- 3412 replies
-
- 1
-
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
კონკრეტული ფილმები თუ გინდა მომწერე და გადმოვწერ და დრაივზე ავტვირთავ, 100მბ/წმ მაქ ინტი და 2-3 წუთი მინდა გადმოსაწერად და მაგდენივე ასატვირთად. დრაივიც ულიმიტო მაქვს.
- 3412 replies
-
- 1
-
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
წუხელ კიდე ერთ ვიდეოსგადავაწყდი სადაც ავტორის თქმით გაჟონილ ინფორმაციასთან აქ წვდომა და აუდიო ჩანაწერს რთავს ამ ვიდეოში სადაც გემის ( რომელიც ვერდანსკში მოდის ) კაპიტანი ლაპარაკობს, რომ გემზე რაღაც მოხდა და ნოვა 6 გაზი გავრცელდა, როგორც ჩანს მართლაც რომ ზომბებს ვიხილავთ მეორე სეზონში. იმედია ცალკე რეჟიმის სახით დაემატება და ყველგან არ ჩააკვეხებენ. საერთოდ არ მაქვს ზომბების ინტერესი.
-
ცოტა ხნის წინ შევამჩნიე გემი წყალში(ღრუბლების ქვეშ), მეორე სეზონის მოახლოებასთან ერთად მოდის და მოაქ ნოვა 6. ასევე ბოლო დროს ბევრგან რო შევალ შენობებში ისეთ ადგილას მესმის ტელეფონის ხმა სადაც როგორც წესი არ იყო მეთერთმეტე ბუნკერის ტელეფონები. ასევე რუქის მარცხენა ბოლოში შუაში როა დიდი შენობა საყობების გადასწვრივ მანდ მეორე სართულზე ოფისები როა ერთ-ერთ კომპზე დამიწერა პაროლი შეიყვანეო. ეგეც აქამდე არ შემიმჩნევია. აი დიდი აპდეიტი რო იყო ამას წინათ მგონია რო რაცხა კაი Easter Eggs-ები აქვთ გამზადებული. თან ტრეილერიდან როგორც ჩანს სანაპიროზე როა სამშენებლო უბანთან მონუმენტი მაგ ადგილზე ცვლილებებია, ასევე მეორე მონუმენტი სამხედრო ბაზის თავზე როა მთაზე მანდაც ცვლილებებია. როგორც ჩანს ზიპლაინით შეგვეძლება მიწის ქვეშ ჩასვლა. შეილება პარკის მონუმენტზეც იყოს რამე ცვლილებები. ოღონდ ეგ ვერ გამიგია ჯერ Cold war ხო წარხულია და Warzone-ში აქამდე რაც ხდებოდა თანამედროვე პერიოდი იყო და საინტერესოა სიუჟეტს როგორ გადააბამენ. პირველ სეზონში რაცხა უფრო Cold war-ის სიუჟეტზე იყო აქცენტი მაგრამ ვერდანსკი სეზონის ბოლომდე არ უხსენებიათ და Easter eggs-ები სულ 2 მაგრამ კუნძულის რუქაზე იყო მარტო. ასევე ის რომ საავადმყოფიში ეგ დანადგარი დაამატეს რომელიც ჯერ არ მუშაობს მაგარ იმედებს მაძლევს რო კაი რამეები დაემატება რაც დამატებით მუღამს გაგვიჩენს თამაშისას. როგორც ახალდაწყებულზე დავრბოდი მეთერთმეტე ბუნკერის გაღების მუღამით.
-
ხო იმედია სეივ ფაილი ამ ვერსიიდან უპრობლემოდ იმუშავებს იმაზე. მე საერთოდ არ ვთამაშობ. ათასში ერთხელ დეიდაშვილი რო მოვა ის თუ ჩართავს. სავარაუდოდ სეზონების ცვლილებაზეა მიბმული ეგ უფასო მანქანები თორე ამდენ მანქანას უმოქმედობაში არ მაჩუქებდა.
-
1909-ზე მუშაობს უპრობლემოდ. ისე ეს დაკრეკილი ვერსიები სიახლეებს იღებს მაინც ოფიციალური სერვერიდან? დღეს გავხსენი და მანქანებში იმდენი უფასო მანქანა დამხვდა რომელიც აქამდე არ შემიმჩნევია. 10-მდე მანქანა იყოპ James Bond Version, კიდე რეკლამებით მოხატული მანქანები როა ხოლმე რალიზე ეგეთი მანქანები იყო ფორდის, ნისანის და ა.შ. და რავი 30-40მდე მანქანა დავითრიე მოკლედ დღეს უფასოდ. უბრალოდ ეგ პრობლემა მაქვს რომ რეალურად კომპი არ იტყვირთება მაგ მომენტში როცა უფასო მანქანებს ვთრეულობ მაქს 60-70 %ზეა ვიდეოც და პროციც და ზოგჯერ ითიშება თამაში. დღეს სანამ ყველა ამ უფასო მანქანას ვთრეულობდი 5ჯერ მაინც გამეთიშა თამაში. თვითონ თამაშის დროს მსგავსი პრობლემა არ მქონია, მარტო ზემოთხსენებულ სიტუაციაში შვება მასე.
-
BR-ში კი ბატონო, შენი Loadout-ის გარეშე მაგარი რთულია თამაში, მაგრამ მანდ არ მყავს მეწყვილეები და რანდომ ტიპებთან თამაში სისულელეა. მოკვდებიან და მივდივარ რო გამოვისყიდო მაგრამ ეგრევე გადიან თამაშიდან. ქემფერობით BR-ში მესამეზე გავედი ერთხელ, იმიტომ რომ სულ 2ნი ვიყავით თავიდანვე როცა Quad-ს ვთამაშობდით. და ზოგადად რაიმე წყნარ ადგილს რო ავარჩევ და ვლუთავ მასე ხშირად ვხვდები 10ეულში და როცა თავიდანვე ბრძოლაში ჩავერთე ისე ორჯერ 18-ზე გავედი 6-6 მკვლელობით. მაგრამ სოლოს თამაში არ მევასება და სხვა შემთხვევაში კიდე როგორც დავწერე არ მყავს მოთამაშეები რომ სტაბილურად ვითამაშოთ, თორე მოგებაზე პრეტენზია არც მაქვს BR-ში, არ ვარ მასეთი მაგარი. პლანდერში კიდე პირიქით იარაღების დალეველება მუღამს მმატებს რომ მეტი კაცი მოვკლა, რომ მალე მოვუმატო ლეველები. არ ვიმალები გავრბივარ ვხოცავ. არც სიკვდილის მეშინია რადგან რეიტინგს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას მთავარია ბევრი მოვკლა. აქ თუ ცუდი გუნდი შემხვდა ჩემ გემოზე ვირბენი მოვკლავ მომკლავენ და ეგაა ან საერთოდ გამოვალ და ახალს დავიწყებ. იარაღებს კიდე ახლა ყველას არ ვალეველებ, რომლებსაც თვალს დავადგამ იმას თითოეული კატეგორიიდან მინდა 2-3 მქონდეს დამუღამებული რომ Loadout-ებში რამდენიმე ვარიაცია მქონდეს სხვადასხვა ტიპის ბრძოლისთვის. თან ესენი ისე ნერფავენ ხოლმე ამ იარაღებს რო დღეს კარგია ხვალ ცუდია. აგერ Kilo-ზე მქონდა ყველა Loadout აწყობილი აქამდე ახლა უკვე რამდენიმე ახალი ვარიანტიც დავამატე. მითუმეტეს სტილს რო იცვლი თამაშისას, გიწევს ახლო ბრძოლებზე გათვლილი იარაღების დამუღამება. კილოთი 10-დან 9ს ვაგებდი SMG-ების წინააღმდეგ. ამიტომ მოვიდა აუცილებლობა ამერჩია რაიმე SMG.
-
მობეზრებული რო მქონდეს უკვე წაშლილი მექნებოდა. და ძველს რა მნიშვნელობა აქვს იდეაში BP არის უბრალოდ ოპეარტორები, ზოგიერთი იარაღის გამზადებული ვარიანტი, უფასო CP და სულელური ბარათები და ემბლემები. ანუ რეალურად ზეგავლენას ფაქტიურად არაფერზე ახდენს, უბრალოდ რო არ გაქ პრობლემა არაა, მაგრამ რო გაქ გიხარიას თემაა რა. აქამდე სნაიპერობას ვამუღამებდი, მაგრამ ვიდეოკარტამ კაი რა ნუ მტანჯავო ვერ ვქაჩავო ამდენს და ახლა ახლო მანძილზე ბრძოლებზე გადავერთე და SMG, AR და LMG ების დამუღამებაზე ვარ გადასული. რამე მოდელი თუ დამევასება იმათ აქაჩვაზე ვჩალიჩობ. ამათ რო დავუმუღამებ მერე Shotgun-ებზეც უნდა გადავერთო. არ გამომდის შოთგანებით თამაში და უნდა ვისწავლო.
-
მეც მასე ვფიქრობდი მაგრამ ახალი სეზონი კიდე 2 თვე მინიმუმ გაგრძელდება და რავი მეზარება ლოდინი, ბარემ მეორე სეზონის Battle Pass-საც არ გავმაზავ და მერე უკვე ისე გეძლევა ეგ ქულები რომ მგონი ყოველი სეზონისთვის მექნება საკმარისი CP. თან მგონი კაი რაღაცები გაიჩითება და 9 ლარიც არ მიჯდება.
-
რავი რაღაც დიდი დანადგარია წინა კარებიდან როშეხვალ მანდვე დგას, აწერია დააჭირე რაღაც ღილაკსო და ზომბებზე წერია რაღაც, მაგრამ ჯერ არაფერს შვება, სავარაუდოდ მეორე სეზონიდან იქნება მოქმედი. ხო სადღაც მასეა 7-8 დღე დარჩა. მე ისევ სტანდარტულ ოპერატორს ვიყენებ, ამ ადლერით ადვილად მამჩნევენ და ის კამუფლაჟი კიდე ნაკლებად შესამჩნევია. ისე TDM-ში ისეთ ლოკაციებზე მაგდებდა ბოლო დროს რომ მეც პლანდერზე გადმოვერთე მანდ უფრო საინტერესოცაა. TDM საწყობებში მომეწონა მანდ სნაიპერებისთვი არაა ხელსაყრელი და SMG და AR ებით კარგია თამაში. ახალ სეზონში 200 უფასო CP-ს რო დავითრევ 800 გამიხდება და ალბათ მერე 190რუბლად (10ლარიც არაა) დავითრევ დარჩენილ 200ს და ვიყიდი ალბათ Battle Pass-ს.
-
წუხელ ვუყურე მეც კაი ტრეილერია. თან ვარზონაზეც აქვთ დაკავშირებული და ვნახოთ აბა რა სიახლეები გვექნება ვარზონაში. ის რაცხა დიდი ჯაბარხანა რო დაუდგამთ საავადმყოფოში კი ვნახე. Easter egg დაუმატებიათ კიდე კუნძულის რუქაზე, მაგრამ მანდ იშვიათად ვთამაშობ. ვერდანსკზე იქნება კარგი კიდე რამე ისთერ ეგებს თუ დაამატებენ.
