Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5444
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. 10 თებერვლიდან დაბრუნდება ჩვეულებრივი პლანდერი კალდერას ვერ დავუმღამე და გადავწყვიტე Rebirth-ზე გადაბარგება. Resurgence რეჟიმი ძალიან მაგარია სანამ ერთი შენიანი მაინც ცოცხალია რომც მოკვდე უკან ბრუნდები ცოტა ხანში. პატარა რუქაა აქტიურად მიდის თამაში და უფრო სახალისოა ვიდრე კალდერაზე. კალდერაში მარტო ჩრდილოეთი და სამხრეთის ზონები მომწონს სადაც ბევრი შენობაა. ამ მთას და მის ირგვლივ ტყეებს ვერ დავუმუღამე.
  2. https://www.imdb.com/title/tt1959563/?ref_=nm_flmg_act_37
  3. პლანდერში 2მილიონამდე გაზარდეს თანხის ამბები ამიტომ მეტი ხანი გრძელდება ერთი ხელი. მაიკროსოფტმა შეიძლინა თითქმის 70მილიარდად აქტივიჟენი და ვნახოთ რა ცვლილებებს შეიტანენ მომავალში.
  4. ვერდანსკში თუ გინდა თამაში აქციაზე რო იქნება MW დაითრიე. მანდ TDM ქვია მგონი მაგ მოუდს ვერადნსკის სხვადასხვა ტერიოტორიაზე 2 გუნდი ეტაკება ერთმანეთს და ის იგებს ვინც 250 მკვლელობას დააგროვებს ან ყველა ბაზას აიღებს. მარტო MW-ს ოპერატორები და იარაღებია. რაც დავიწყე მაგის თამაში მაგის მერე სულ არის ეგ მოუდი ხელმისაწვდომი და მაგის გარდა არის კიდევ რამდენიმე სხვა მოუდიც. თან კამპანიას თუ გაივლი რამდენიმეოპერატორს გაგიხსნი და გარკვეული მისიებს თუ შეასრულებ. Kruger-საც გაგიხსნის თუ 25 ფინიშინგ მოვეს შეასრულებ ანუ ანიმაციით თუ მოკლავ. მთლიანობაში ასე 10-მდე MW-ს ოპერატორი შეგიძლია გახსნა კარიერის გავლით ან სხვადასხვა მისიის შესრულებით.
  5. მხვდა პატივი მეთამაშა FIFA 21 ახლობლის სონიზე. პირადად კომპში FIFA 19 მიწერია და ამას ვთამაშობ ხოლმე მეგობრებთან. ადრე პესი არ მომწონდა იმიტომ რომ რეალობისგან შორს იყო, კალათბურთის ანგარიშით მთავრდებოდა ხოლმე პესს რო ვთამაშობდით, მაშინ როცა ფიფა უფრო რეალისტური იყო ჩემთვის. და სწორედ პესი გამახსენა FIFA 21-ის თამაშმა. განსაკუთრებით არ მომეწონა დაცვა. ვერაფერს ვერ ვაკეთებდი დაცვაში. მინიმუმ 10 ბურთი გადიოდა თითოეულ თამაშში. ვარდნაში ართმევა თურმე ნულიკის ნაცვლად ახლა ოთხკუთხედზე გადმოუტანიათ და ოთხკუთხედით ადრე რო მსუბუქად უხვედრებდა ფეხს ეგ ფუნქცია ახლა ფაქტიურად არ არის ისე ცუდადაა გაკეთებული. მაშინ როცა FIFA 19-ში ძან სერიოზულადაა დაცვის თემები გაკეთებული, რის ხარჯზეც ძან ხშირია 0-0 დასრულებული თამაშები მიუხედავად იმისა რომ დარტყყმების რაოდენობა არ არის ცოტა. მაგრამ FIFA 21-ის სასარგებლოდ ვიტყვი იმას რომ მსაჯობის თემები ბევრად უკეთესია, ხელსაც დებს ჯარიმას და რაღაც აბსურდები არ ხდება რომელიც სამწუხაროდ FIFA 19-ში არაერთხელ მქონია, მაგალითად აშკარა ხელი არ დაუდია ან მოწინააღმდეგის გადაგდებული ჰაუტზე ისევ მოწინააღმდეგისთვის მიუცია. მაგრამ საბოლოოდ დაცვის მინუსი FIFA 21-ში აშკარად დიდი ნაკლია ჩემთვის, აი ვარდნის გარეშე არარეალურია ბურთის წართმევა, ვარდნაში კიდე ზოგჯერ შეილება არ გამოგივიდეს როგორც გინდა და წითელი აირტყა.
  6. მე MW დავითრიე ახალი წლის აქციით 30₾ დაახლოებით და რამდენიმე საათში გავიარე კამპანია. რის შემდეგაც გამიხსნა რამდენიმე ოპერატორი. კიდევ რამდენიმე ოპერატორს გარკვეული მისიების შესრულების შემდეგ გამიხსნის. ხალხი კიდე თამაშობს როგორც ჩანს. თან ზოგ მოუდში ვერდანსკშო ხარ მულტიპლეერის თამაშისას. ასევე CO-OP-შიც ვერდანსკში არის მისიები. ნოსტალგია თუ მომაწვება ხოლმე მაგას ვრთავ. ტეხავს ის რო ის ოპერატორები რომლებიც მე მინდა მარტო MW-ს დროინდელი Battlepass-ებით შეგეძლო დაგეთრია ან Bundle-ს ყიდვით, ამ შემქმნელებს კიდე რა აქვთ ატეხილი ამ ბანდლებს იმის ნაცვლად რო ყველა რაც აქვთ მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს და ვისაც რომელი უნდა ის დაითრიოს, შეზღუდული რაოდენობით უდევთ და პერიოდულად ცვლიან ხოლმე. ვერ ვხვდები რატო აკეთებენ ასე. ამ კალდერათი რო მეგონა ისე არ ვარ კმაყოფილი. არც იარაღები მომწონს, მაგრამ სოლო BR მარტო Vanguard მოუდშია და ძალით გათამაშებენ ტიპები Vanguard-ის იარაღებით. ყოველ სეზონში ალბათ იმდენს ვითამაშებ რო Battlepass-ები გავიარო MW 2-ის გამოსვლისთვის რო საკმაოდ CP დამიგროვდეს.
  7. მეორე 13გბიანი რელიზის გადმოწერა დავიწყე, ჰიბრიდიაო უწერია ამ მეორეს. ამას რაც შეეხება, ვთქვათ ფლეშკით თუ გავუშვებ მაგ ტელევიზორზე მაშინ შეილება რო სწორი ფერები ექნეს?
  8. https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=6160054 ეს გადმოვწერე. კომპზე მონიტორად ვიყენებ ამ ტევეს https://www.tcl.com/in/en/tvs/p725 რომელსაც აქვს Dolby Vision და Dolby Atmos მხარდაჭერა მაგრამ ფილმს რო ვრთავ სეპიას სტილში აჩვენებს, არის შანსი რო ნორმალურად აჩვენოს თუ სხვა რელიზი უნდა გადმოვწერო?
  9. რა ამბავია მარტი, ორი თვე ახლა ამას უნდა ველოდო? ეჰ
  10. Spider man როდისკენ იქნება ხო არ იცით? ცხადია კაი ხარისხით ყოველდღ შევდივარ ტორენტებზე და ვამოწმებ ახალ დამატებულ ფილმებს მაგრამ ჯერ არ ჩანს
  11. ახლა რო დავითრიო COD Modern Warfare 2019 რომელ ოპერატორებს გამიხსნის ვარზონაში ხო ვერ მეტყვით? და სხვა რამეს თუ მომცემს ვარზონაში მაგ თამაშის ყიდვა? ამ ვანგარდის იარაღები არ მომწონს და ისე MW და Cold War-ზე მირევნია დავრჩე, ოპერატორები აშკარად MW-სი მომწონს, მაგრმა იმის გამო რომ MW-ს მეხუთე სეზონში შემოვუერთდი Warzone-ს Battle pass Cold War-ის დროს დავითრიე.
  12. მე უფრო ტევეარხებით ვანსხვავებ დორამებს, არ ვიცი რომელს რომელი სტუდია უშვებს. ახლა შევედი ამ Studio Dragon-ის საიტზე და მართალი ხარ აშკარად ბევრი ჩემი საყვარელი სერიალი ამათი გამოშვებული ყოფილა.
  13. https://mydramalist.com/683767-wonder-woman ამას ვიწყებ ახლა. სახალისო უნდა იყოს. კარგი ქასთი ყავს როგორც მთავარ როლებში ასევე ეპიზოდურშიც.
  14. ოხრად ვიდეოებს ვუყურე იუტუბზე, მაგრამ მანდ ძირითადად დენდის გრაფიკის მქონე თამაშებია, თან ზოგან ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციაა. მაგალითად Dirt სერიის თამაშები როა მეხუთეს აქვს როგორც გავიგე split screen მაგრამ მაგას ჩემი კომპი მეეჭვება რო გაქაჩავს. მეასმე და მეოთეზე ზოგან წერია არისო ზოგან არაო და ახლა ყველა თამაშის გადმოწერა და შემოწმებაზე უფრო სწრაფი ვისაც უთამაშია იმის პასუხი იქნება.
  15. PC-ზე რა თამაშები გეგულებათ 4-მა რო ითამაშოს ლოკალში გეიმპადებით გაყოფილი ეკრანით ან ერთ მთლიან ეკრანზე როგორც ტანკნატორკშია. Fifa 19 , NBA 2K21 და Tekken 7 მაქ მაგრამ ამათ 2კაცზე მეტით ვერ ვთამაშობ, ნუ NBA სავარაუდოდ შევძლებ არ მიცდია, მაგრამ Fifa არ ირთვება როცა 4 გეიმპადია შეერთებული კომპზე. Tanknarok-ია ჩვენი შეუცვლელი მეგობარი როცა ბევრნი ვართ. რეისინგი მარტო Blur ვიცი მაგრამ მოგვბეზრდა უკვე, გრაფიკაც დიდი არაფერი აქვს. Split/Second უნდა ვცადო მაგრამ ეგეც კაი ძველი თამაშია. რამე უფრო ახალი მინდა ნორმალური გრაფიკით 4K-ზე რო გავუშვა ჩემ სისტემაზე. გაქვთ რამე რჩევები?
  16. https://mydramalist.com/59021-tian-ya-ke ცუდი არ ჩანს 8.6 არაა დაბალი რეიტინგი. ამ საიტზე ნახავ აზიური ფილმების და სერიალების რეიტინგს. 8-ს ზემოთ თუა ე.ი. ნორმალური სერიალია და ღირს ყურება უმეტეს შემთხვევაში მაგრამ ახლა ხო იცი როგორ ცვეტში არიან სიმპატიაჟკა აიდოლები და თუ სერიალში აიდოლს ჩააკვეხებ რომელიც ევასებათ გოგოებს მაგიც უმატებს რეიტინგს. ფილტრში ოღონდ ჟანრები არ უნდა გამოიყენო. ხშირად სერიალებს რომელიც სავსეა იუმორით საერთოდ არ უწერია კომედია ჟანრში. ფილტრიც კარგი აქვს მაგ საიტს და მოსახერხებელია სასურველი ფილმის თუ სერიალის პოვნა. მანდ ვარჩევ და მერე უკვე softbox.tv-ზე ვეძებ თუ აქვთ გახმოვანებული.
  17. 100% გეთანხმები დაახლოებით 10-11 წელია უკვე არც მახსოვს როდის დაიწყო ზუსტად ჩემი კორეული სერიალებით გატაცება, მაგრამ ზუსტად იგივე მომივიდა როცა ჩამითრია, მაგის მერე უკვე ამერიკულებისკენ იმდენად არ მიმიწევს გული. რაც შეეხება ამ სერიალებს: Каннамская красотка ძალიან კარგია მე მომეწონა, ჩინური ცხადია არ ვიცი, ჩინურებს მარტო ფილმებს ვუყურებ, სერიალებს არა. Смех в «Вайкики» აშკარად უფრო ამერიკულ სტილშია გადაღებული, საერთოდ არ გავდა კორეულ იუმორს, ამიტომ არ მომეწონა, თუმცა ბევრს მოეწონა როგორც ვიცი. Вернуться в 1988 ამას აქვს კიდე ორი სხვა ნაწილი. 1997 და 1994. სამივე კარგია როგორც ვიცი მაგრამ სასიყვარულო სამკუთხედებია როგორც ვიცი ამიტომ მხოლოდ 1997 მაქვს ნანახი ისიც მხოლოდ მესამე ცდაზე. ასევე მქონდა 1988-ს ყურების მცედლობა 2ჯერ მაგრამ ორივეჯერ პირველივე სერიის შემდეგ მივატოვე ზემოთხსენებული მიზეზის გამო. არ მისწორდება უაზრო სასიყვარულო სამკუთხედები. Наша первая жизнь ძალიან მაგარი სერიალია. აი მთელი წელი რო ერთი სტილის სერიალების ყურება გიწევს და რაღაც სიახლეს ეძებ, რაღაც უჩვეულოს მაშინ სწორედ ამას უნდა უყურო. Разрушение к вашим услугам ეს დავიწყე და 1-2 სერია ვნახე მაგრამ შეწყვეტა მომიწია. არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა. მსახიობები თვითონ მომწონს, მაგრამ სიუჟეტი რაღაც გაურკვეველია ჩემთვის რა მხრივ შეიძლება საინტერესო გახდეს. Проклятая недвижимость ეს დიდი არაფერი. ერთხელ საყურებლად წავა მაგრამ მე დიდად ვერ მოვიხიბლე.
  18. არაა ბოთლნექი. მაგ ვიდეოკარტას ჩემი Ruzen 3 1300X გაწურავს. რადონის პროგრამაში Graphics-ში რო დააყენო ხელით სეთინგები არ გიცდია?
  19. ტევე კია 4K, მაგრამ ვარზონასაც 2560*1440-ზე ვთამაშობ მედიუმზე(მაგრამ აშკარად ცოდოა 60კადრზე სტაბილურად ვერ დგას). ვნახავ თავისუფალი დრო რო მექნება რას იზამს FF ჩემ სისტემაზე.
  20. ეჰ ჩემი სისტემა ვერ გაქაჩავს მგონი ამას მინიმალურს აკმაყოფილებს მაგრამ ახლა 43" ტელევიზორზე მინიმალური გრაფიკით რო ვითამაშო თვალები დამთხრება
  21. მეც ეგრე მიქნა გუშინ და მივედი და წავშალე თამაში და ახლიდან დავაინსტალირე . ისევ არის უფასო CP-ები ბათლს ფასში. 2 ადგილას აწერია Free ანუ 200CP და ერთგან აწერია Clan tier და ეგ არ ვიცი რას ნიშნავს თუ ეგეც უფასოში გადის მაშინ როგორც ადრე იყო 300CP გამოდის უფასოდ. ვანგარდის იარაღები რაცხა მეუცნაურება ჯერ-ჯერობით. ერთი ორი მომეწონა მაგრამ უმეტესობას ჯერ ვერ გავუგე. მე ის არ მომწონს რომ BR Quad არის მარტო ჩვეულებრივ BR-ში და Solo. Duo, Trio და Quad არის ვანგარდის BR-ში. არ მყავს სქუადი და მარტო მიყვარს BR-ის თამაში მაგრამ არ მინდა Vanguard-ის აჭღურვილობით ვიყო შეზღუდული. ისე მაგრა დაეტყო Warzone-ს ვანგუარდს რო დაუკავშირეს თუ მე მეჩვენება არ ვიცი, სანამ Verdansk დაიხურებოდა 2 დღით ადრე უკვე შევამნჩიე თვითონ ვერდანსკშიც კი გამოსახულების ფერების გაუმჯობესება. დღეს Rebirth-ზეც კაი ფერები ქონდა, თუმცა აქ ისედაც არ ქონია პრობლემა ფერებთან მანამდეც.
  22. რას ერჩი? მე ამ ვერდანსკმა იმენა თვალები დამთხარა ისეთი გახუნებული ფერები იყო თვალები უნდა დამეძაბა რო ვინმე შორ მანძილზე დამენახა. ამიტომ სულ ან დაუნთაუნში ვეშვებოდი ან აეროპორტი-სუპერსთორის მიდამოებში. ახალი რუკა კიდე Rebirth-ივით მრავალფეროვანია და სხვადასხვა ტიპის ლოკაციებიც საკმაოდ ბლომადაა. ზომაშიც დაახლოებით იგივე არისო რაც ვერდანსკი. ხალხიც კარგა ხანია უკვე თხოულობდა სერიოზულ ცვლილებებს და სულ უკმაყოფილო იყო იმ პატარ-პატარა ცვლილებებით რაც სეზობენის შემდეგ ხდებოდა ვერდანსკში. ამ მიწის გახლეჩით შუა ქალაქში მე პირადად უკმაყოფილო ვიყავი, სნაიპერებისთვის კიდე უკეთსი გახდა ეგ ადგილი. ადრე ქე მაინც შენობას მიეფარებოდი ახლა კიდე ნანგრევებში რას ნახავ. ნუ არ იქნებოდა ურიგო ვერდანსკიც დაეტოვებინათ, მაგრამ ახალი რუქის მერე მეეჭვება ბევრი ადამიანი დარჩენილიყო ვერდანსკში და შესაბამისად სულ პრობლემა იქნებოდა სერვერების შევსებასთან ალბათ და არ უღირთ რო დატოვონ. ბატლ ფასებში გეთანხმები, მეც უფრო MW-ს პერსონაჟები, მომწონს და მაგიტო ვთრეულობ ბატლს ფასებს რო მეორე MW-ს გამოსვლისთვის ბლომად ქულები მქონდეს ან რამე ისეთი ბანდლი თუ გაიჩითა რო მიღირდეს დათრევა. ეს ანიმირებული ტანსაცმელი და იარაღი სულაც არ მიზიდავს მაგრამ მომწონს როცა მოწინააღმდეგეს აცვია მსგავსი უფრო ადვილი შესამჩნევია.
  23. ერთი საათის წინ ვიღაც ქართველი მოვკალი ვუდსი რო დგას ამ სურათში მაგის ქვეშ გზა რო გადის მანდ არმისული წითელ სახლამდე ქვემოთ რო მჩანს. 8 კაცი ვიყავით დარჩენილი, თავიდან დავაგვიანე სროლა ქვებს მიეფარა და ავაცილე ბლომად ტყვია, მაგრამ მაინც მოვკალი ბოლოს და რო მოკვდა ხმა მესმოდა "აუ რამდენი ტყვია გაქ ტო" რომელ თამაშში ვინ მოვკალი მაგას ვერ ვნახავ? ნიკი მაინტერესებს მეგობრებში დასამატებლად.
  24. https://www.callofduty.com/blog/2021/11/call-of-duty-vanguard-warzone-caldera-season-one-map-intel საკმაოდ საინტერესო რუქა ჩანს. თავიდან მეგონა რო კუნძულის დიდი ნაწილი ტყე იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ოხრად შენობა იქნება რუქაზე თან ფერებიც ბევრად უკეთესია ვიდრე ვერდანსკში.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.