Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5444
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. ხო რა მასეთ აბსურდულ სცენებზე მეც მეშლება ხოლმე ნერვები. მაგრამ თუ თვალის დახუჭვა არ შეგიძლია მაგაზე მაშინ არ უნდა უყურო კორეულებს და ეგაა რა. მაგრამ სიუჯეტი ისეთი აქ გინდა არ გინდა დაგახუჭიებს თვალს მასეთ ლაფსუსებზე. ზოგ სერიალში კიდე განსაკუთრებით ცოტა უფრო ძველებში მხოლოდ რამდენიმე მთავარი გმირი თამაშობს კარგად, ეპიზოდურები ზედმეტად იმანჭებიან და წვალობენ მაგრამ ის რამდენიმე კარგი მსახიობი და სიუჟეტი ისეთი კარგია ხოლმე რომ საბოლოოდ მაინც კმაყოფილი რჩები. Studio Dragon არ ვიცი, მე ტვარხების მიხედვით ვანსხვავებ სერიალებს. ახლა გადავხედე IMDB-ზე რომლები ქონიათ მაგათ გადაღებული და კი აშკარად კაი სიაა, უმეტესობა ნანახი მაქვს და ბევრი მათგანი აშკარად ჩემი ფავორიტია. Arthdal Chronicles ერთი სული მაქ მეორე სეზონი როდის გამოვა. ეგ რო გამოვიდა ფაქტიურად ახალი სიტყვა იყო კორეულ კინოში, ზოგადად ტენდენცია არის ასეთი რომ ერთი კაი ტიპი რო გადაიღებს ვთქვათ მედიცინაზე მერე ბევრი ბაძავს, მასე იყო კიდე ერთი პერიოდი პიროვნების გაორებაზე 5-6 წლის წინ და რამდენიმემ მიბაძა და მათაც გაორებაზე გადაიღეს. ეს კიდე სრულიად განსხვავებული და უნიკალური იყო. Mr. Sunshine The Flower of Evil Mr. Queen Hotel Del Luna Alhambeura Goongjeonui Chooeok Bring It On, Ghost Goo-hae-jwo Sikago Tajagi Hi Bye, Mama! ესენი ძან მომეწონა, დანარცენებიც კარგი იყო რაც ვნახე იმათგან მაგრამ დიდად გავგიჟდიო ვერ ვიტყვი. A Korean Odyssey ამას კარგი პერსპექტივა ქონდა მაგრამ ვერ გაქაჩა. საუნდტრეკებივით კარგი რო ყოფილიყო აშკარად ჩემი ფავორიტი იქნებოდა. Train კარგი იყო მაგრამ აი დეტექტივში როა რო ბევრ ჩაგაფიქრებს და შენ თვითონ რო გინდა გაარკვიო ვინაა დამნაშავე ეგ არ იყო, მალევე ვხვდებოდი ვინ ვინ იყო, ერთი გამონაკლისის გარდა რომელმაც მოახდინა სწორედ ძირითადი ეფექტი ჩემზე ამ სერიალში ბოლოსკენ. აშკარად კარგი სტუდია ყოფილა. მე შენსავით ხარისხებს არ დავსდევ ასე სერიოზულად. 720P-ც მყოფნის და თუ ნორმალური გახმოვანება არ არის ტიტრებითაც სიამოვნებით ვუყურებ, ეგ კი არა პირიქით ტიტრებით მირჩევნია ყურება, მაგრამ ვინდობ თვალებს და ზირითადად მაინც გახმოვანებით ვუყურებ თუ სოფთბოქსს ან რომელიმე სხვა ნორმალურ ჯგუფს აქ გახმოვანებული. ისე ჩემი ტოპ 5-ეული დღეისთვის ესენია : My Mister Hospital Playlist Prison Playbook Mr. Sunshine Arthdal Chronicles თუ არ გინახავს აუცილებლად უნდა უყურო ისეთებია. ხუთივე განსხვადება იმისგან რასაც ზოგადად იღებენ ხოლმე კორეელები.
  2. მე ვინჩენსოს მერე ეგრევე Taxi Driver-ზე გადავერთე. ცუდი არაა მაგრამ აკლია რაღაც. მე ამ საიტზე ვათვალიერებ ხოლმე რეიტინგს და ქასთს ვნახავ, მერე ტრეილერს ვუყურებ ან MV-ს და ვწყვეტ ვუყურო თუ არა https://mydramalist.com/shows/top აზიურ ფილმებთან დაკავშირებით ყველაზე ინფორმატიული საიტია. ფილტრიც კარგი აქვს. და რაც მთავარია სიები შეგიძლია შეინახო ნანახი ფილმების ან რისი ნახვაც გინდა. იმასაც კი დაგიანგარიშებს მთლიანობაში რა დრო გაქ დახარჯული მათ ყურებაში. 2007 ასიანი Coffee prince იქნება ხო :D კარგი სერიალია ეგ. აშკარად ღირს ყურება. მაგ წელს გამოსულებიდან Bad Love-ც კარგია მაგრამ რატომღაც არ აქ მაგას დიდი რეიტინგი იმ საიტზე. მთავარია კორეულს როცა ეძებ ჟანრს არ უყურო. კომედია შეილება ეწეროს და პირველი რამდენიმე სერია კარგად გაცინოს მაგრამ მერე ისეთ დრამაში გადაიზრდება ან პირიქით. მოკლედ ძან უყვართ ჟანრის აჯაფსანდალი კორეელებს
  3. რამდენიმე წუთის წინ ოპერა თავისით გაითიშა და ჩაირთო, გაქრა ყველა ტაბი რაც გახსნილი მქონდა არადა ბლომად ტაბი მქონდა გახსნილი. მსგავს სიტუაციებში ზემოთ მარჯვნი ლუპა როა იმას ვაჭერდი ხოლმე და ისტორიაში მიჩვენებდა აღდგენის პარამეტრს მაგრამ ახლა არ მიჩვენებს. ისტორიაც დღეს 5 საათისკენ გავწმინდე და ის ტაბები არაა შემორჩენილი რაც მქონდა გახსნილი. ნუ კი მახსოვს უმეტესობა რაც მქონდა გახსნილი, მაგრამ ეგ არა პირველი შემთხვევა მასე რო გამიკეთა სპიდ დიალებს კი ვიცი რა ფაილში იმახსოვრებს მაგრამ აი ამ ტაბებსაც რო იმახსოვრებდეს კარგი იქნებოდა.
  4. ვარაუდობენ რომ COD Warzone-ში ასევე რემბოსთან ერთად ჯონ მაკლეინიც დაემატება, ტერმინატორიც და კიდე რომელიღაც პერსონაჟი.
  5. ხო ეგ მაგარი ცნობილი ტიპია კორეაში, მომღერალიცაა და მსახიობიც და ვიცოდი რო მხოლოდ მაგით არ შემოიფარგლებოდა მაგის როლი, მაგრამ მეც არ ველოდი რო ეგ იქნებოდა.
  6. აუ ნელ-ნელა მაგ შენობის ყველა მეიჯარე გამოიჩენს თავს თავისებურად, აი ნახავ ადვოკატის ქალიშვილი იმენა ტიპების ტიპია ისეთი მაგარი ვინმეა. განგსტერებიც კაი ტიპები არიან, ზოგადად კორეულ სერიალებში განგსტერების ფენომენი მაგარია.
  7. ხო მეც ვინჩენსოს ვუყურებ ახლა, მეთერთმეტე სერიაზე ვარ. სონ ჯუნ კი ქვია ვინჩენსოს შემსრულებელს. ეგ ასევე თამაშობს Arthdals Chronicles და Innocent Man-ში რომლებიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი დორამებია. ეგ ვინჩენსოც ძალიან მომწონს, როგორც წესი ბევრი სერიალი აქვთ კორეელებს სასამართლოებზე და კონგლომერატებთან ბრძოლაზე მაგრამ ეს ძალიან განსხვავდება იმ მეინსტიმ სერიალებისგან სადაც მთელი ბრძოლა სასამართლოს დარბაზში მიდის.
  8. წამზომი იმიტომ არ ირთვება რომ არ ჩალიჩობენ ფულზე, ყველას უნდა კარგად შეათვალიერორ რუქას და დაამუღამოს ახალი ადგილები. მე ბოლო დროს უფრო BR-ზე ვარ, მაგრამ ხანდახან პლანდერსაც ჩავრთავ და მართლაც კარგა ხანი გრძელდება. მუსიკა მე გამორთული მაქვს, ფაქტიურად ყველა ზედმეტი ხმა გამოვრთე გარდა ეფექტებისა რომ აფეთქებები სროლები და ნაბიჯის ხმები გავიგო, თორე ეგ მუსიკა ზოგჯერ ისე უდროო დროს ირთვებოდა რო ვერ ვიგებდი უკნიდან რო მეპარებოდნენ. მომეწონა ის რომ krig 6 დაბაფეს, მე მანამდეც მომეწონდა და ახლა რო გააუმჯობესეს, მომეცა მიზეზი და ისევ დავაბრუნო ლოუდაუთში. დღეს კიდე რამდენიმე გვირაბი აღმოვაჩინე Quarry-ს მარჯვნი მთები როა, ერთი სეტკის კარითაა დაკეტილი და მეორეში რამდენიმე მეტრით შეგიძლია შესვლა და მერე ჩახერგილია, მსგავსი გვირაბები მგონი ბევრგან დაამატეს. კიდე გვირაბები როა რუქაზე მარჯვინ ზემოთ მანდ ერთ გვირაბში კარია B0 აწერია, რომელშიც ერთი ტიპი შევიდა, მართალია გლიჩით(კართან დადგა და მისი თანაგუნდელი მანქანით დაეჯახა რო შეეტენა შიგ) მაგრამ შიგ ბუნკერივით არისო. ან middle season update-ის დროს იქნება რამე easter egg დაანონსებული ან მომდევნო სეზონში დარწმუნებული ვარ რატომღაც. ისე უაზროდ არ მოინდომებდნენ ამდენი შახტის გამოთხრას ამ მთებში.
  9. ხო ვიცი მაგრამ მაგის გამო ახლა მთლიანი თამაშის გადმოწერა მეზარება.
  10. მე ძან მომწონს, კაშხლის ზონა უფრო საინტერესო გახდა, სუპერსტორის გვერდითაც ქარხანა რო დაამატეს ეგ ტერიტორიაც ძან მომწონს, მანამდე მრგვალი ავზები რო იდგა დიდი და ერთი ორი შენობა და ფარეხები ახლა მთელი ქარხანაა. ერთი ეგაა რომ Hunt for Adler არის ივენთი, რომლის მიხედვითაც თუ 3 სკავენჯერ მისიას შეასრულებ მოგცემენ ადლერის სკინს , მაგრამ შეზღუდული ვადითაა 2 დღეში თავდება. მაგრამ დაბაგულია, 3 სხვადასხვა ადგილას არის ეგ მისიები და სამივეგან შევასრულე თან არაერთხელმ მაგრამ მარტო ერთგან ჩამეთვალა, თვითონაც იცის აკტივიზიონმა, მაგრამ ვერ გამოასწორეს და რას იზამენ არ ვიცი არადა ვადა იწურება უკვე.
  11. იმპოსტერი გვყოლია გუნდში და ვერ შევამჩნიეთ ქუადებია და მეხუთე საიდან მოვიდა არ ვიცი
  12. ახალი Easter egg-ების სუნი მცემს
  13. ეს არის მგონი M82 და აი ეს მანძილის ჩვენება როგორ უნდა ? ეგ გრაუნდლუთია და ჩემს იარაღებზე ლოუდაუთში როგორ გავაკეთო ეგრე ხო არ იცით? ადრე იყო ლაზერების სექციაში მიწერდა ზოგიერთზე Reveale target distance თუ რაღაც მასეთს მაგრამ რო დავაყენე ასეთი რამ არ გაუკეთებია და არც მანძილს მიჩვენებდა.
  14. მომწონს ახალი რუქა, კაშხლის ზონა განსაკუთრებით და სასნაიპეროდ ის დიდი მეტალის კონსტრუქციაც კარგია სტადიონის ზემოთ, სუპერსტორის გვერდითაც ქარხანა რო გააკეთეს ეგეც არაა ურიგო. მაღალი შენობებიც არ მოუშორებიათ, უბრალოდ ყველაზე მაღალი რო იყო ის არაა ბოლომდე აშენებული, დანარჩენი შენობები მგონი ყველა თავის ადგილზეა.
  15. მესამე სეზონის ტრეილერმა გაასწორა, ისე ბევრი რამ შეცვალეს როგორც ჩანს. კაშხალის ზონა მაგრაა შეცვლილი, სტადიონიც ღიაა და ის დიდი ღობესავით როა ეგ სამხედრო ბაზისკენ რო მიდიოდი მაგ გზაზეა მგონი, კი მაქ გადმოწერილი განახლება მაგრამ მთელი დღე ინტერნეტი არ მქონდა ახლა მოვიდა და რო ჩავრთე რაცხა სერვერებზე რემონტი გვაქო და ნახევარ საათში შეძლებო თამაშსო დამიწერა. JGOD-ისგან ახალი მეთოდი იარაღების სწრაფად ასაქაჩად, ნუახალი არაა მაგრამ აქამდე ამაზე არც მიფიქრია. რადგან მაგ კუნძულის რუქას არ ვთამაშობდი ახრებულად.
  16. ჩემ სისტემაზე 60-80FPS მაქ საშუალოდ. თუ ეგ სისტემა გაქ რაც გიწერია მაშინ FullHD-ზე მაგაზე მეტ FPS, კარგი გამოსახულების შენარჩუნებით ვერ მიიღებ. ეგ არ მიცდია. ამასწინათ კიდე საბოლოო ზონა იმენა საავადმყოფოსკენ წავიდა და რადიაციამ მომკლა რის გამოც მეშვიდეზე გავედი, არადა კარგად მივდიოდი, თან ისეთმა ნუბმა მოიგო რო მაგარი დამწყდა გული. ყველანაირად არ მიმართლებდა მაგ თამაშში ორი ლოუდაუთი რომელსაც თვითონ აგდებს ორივე რადიაციაში ჩამომიგდო, გრაუნდ ლუთიდან დათრეული პელინგტონით მოვკალი ერთი ტიპი ზუსტად იმ წამს როცა თავისი ლოუდაუთი დაითრია და მაგის იარაღებით ვთამაშობდი მთელი თამაში გვეშველება ხვალიდან და მოგვაშორებენ ამ ზომბებს და რადიაციებს.
  17. ერთი პატარა ბოძი იდგა და მაინცდამაინც მაგაზე გაიჭედა ჩემი ლოუდაუთი , მაგრამ ფონზე როა მაგ შენობაზე ავედი და მაქედან ზედ დავაფრინდი ჩემ ყუთს და მაინც ავიღე ჩემი კუთვნილი იარათი
  18. რას უნდა ველოდოთ ახალ სეზონში
  19. ვა ბოლო დროს არ დავკვირვებულვარ. ისე ადრე 10გბ სჭირდებობა ჩემთან FullHD-ზე. პროცს რაც შეეხება ხო ჩავრთავ თუ არა ეგრევე 100%-ს უკაკუნებს. იმედია მალე ჩაივლის ეს ზომბი რადიაცია. მაგრა არ მომოწნს, ხვალ სავარაუდოდ ბანკიდანაც გავრცელდება რადიაცია, მერე სუპერსთორიდან და ბოლოს კაშხლიდან, რის შემდეგაც როგორც ამბობენ რაკეტებს გაუშვებენ და დაბომბავენ. იმედია მალე ჩაივლის ეგ 5 დღე, მაგრა არ მომწონს ეს ზომბები და მაიმუნობები.
  20. ხო თბილისში რო ვცხოვრობდი ერთი პერიოდი 20 ლარად მქონდა 100მბ/წმ სილკზე, მგონი 1-2 წლით ზუსტად არ მახსოვს.
  21. ხო იმედია მოუხერხებენ ამ ქულებს რამეს, სანამ აქცია მორჩება კი უნდა დამიგროვდეს ბლომად ქულები და გამოვიყენებდი სიჩქარის გასაზრდელად ან რამეში.
  22. მგონი 5 ლარის დამატებით შეძლებ 40მბ-მზე გაზრდას სიჩქარისას, მე რო გამივიდა აქციის ვადა მასე ვქენი.
  23. ზედა როცა სილკის სერვერს ვუკავშირდები ზუგდიდიდან, ქვედა როცა ამსტერდამის სერვერს. აქციით მაქ 34ლარად ტელევიზიასთან ერთად. ნოემბერში ჩავრთე მგონი, მანამდე მაგთი მქონდა მაგრამ გაფრთხილების გარეშე გამიზარდეს ფასი ერთხელ, მერე აქციის ვადაც გამივიდა და გადავედი სილკზე. ნოემბრისკენ ამასაც რო გაუვა აქციის ფასი ჩამოვა 20მბ-ზე მერე იმედია მაგთის ექნება ისევ რამე აქცია და ასე იქით აქეთ ვიმოგზაურებ
  24. კი შეგიძლია იბეიზე დადო და გაყიდო მაგრამ გააჩნია რამდენად ღირს. იბეის აქვს 10% საკომისიო გაყიდული ნივთიდან, პეიპალს აქვს 5%-მდე დაახლოებით რაც უფრო დიდ თანხაზეა საუბარი % იკლებს. + ამას კიდე დაუმატე ფოსტის საფასური. გადამყვანს რაც შეეხება მე ადრე მასე თმის საჭრელი გამოვიწერე უცოდინრობით და მერე მარკეტზე ვიშოვე გადამყვანი. თუ კიდე გჭირდება ეგ გადამყვანი მოვიძიებ არ გამომიყენებია კარგა ხანი და არ მახსოვს სადაა.
  25. არ ვიცი რამდენად სწორი ინფოა ამ ვიდეოში, მაგრამ ქართველი გამხმოვანებელი ყოლია ოპერატორს Rodion.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.