-
Posts
5444 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
8
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by kloud
-
ჩემთან 70გბ უკავია, ისე რამდენიმე დღის წინ რო ვნახე 92გბ ეკავა, რატო იკლებს ვერ ვხვდები
-
საღოლ შენ მაგრა თამაშობ, მე 0.58 მქონია K/D. BR ერთხელ გავსულვარ 10ეულში ისიც ქემპერობით მაქს 2 კაცი მექნება ერთ თამაშში მოკლული BR-მოუდში. ისიც ერთი გულაგში და მეორე თამაშში. პლანდერში კი 5-10 -ს ვკლავ საშუალოდ, მაგრამ აქეთაც არ მაკლებენ. 7ჯერ მაქ სულ მოგებული პლანდერი. ერთხელ სწორედ პირველად რო შევედი ბუნკერ 11-ში მაგის დამსახურებით ბოლო წამებზე ავაგროვე ფული. დიდად არ მადარდებს ეგ სტატისტიკა, მაინც არ მაქ ამბიცია რო ტოპ მოთამაშე ვიყო, მთავარია ხალხზე ვინადირო თუმცა დარწმუნებული ვარ შეთამაშებულ სქუადში უკეთეს შედეგებსაც დავდებ მაგრამ მაინც ისეთივე ნუბი ვიქნები ერთი ამ ჯაგერნაუტი მინდა რო დავბრიდო მაგრამ პლანდერში იშვიათად იჩითება მე დამტკიცება არაფრის არ მინდა, პირიქთ ვაღიარებ რომ ნუბი ვარ და გასართობად პლანდერი მომწონს, მომკლავენ გავცოცხლდები და მერე ვეძებ ჩემ მკვლელს რო შური ვიძიო პირველი ავტომატი რაც გიდევს მეც ვცადე კაი დემეჯი აქვს, მაგრამ აი რო დაუშენ ტყვიებს მოწინააღმდეგეს იმენა ვერ ვიმორჩლებ ასე ვისვრი Kilo 141-ს და M4-ს კი ძალიან მცირე აქ recoil , თან M4 ყველაფერი მაქ გახსნილი და ჩემ გემოზე მაქ დანავაროტკებული. Kilo-ზე ვმუშაობ. ეგ სნაიპერი ხო ძალიან მოშნია, თავიდან ვერ დავუმუღამე და Ax-50-ზე ვიყავი მაგრამ გუშინ ჩამივარდა ხელში ეგ მოკლულს ავწაპნე და 2 კაცი ეგრევე მივაწვინე ერთს წითელი ბარათი ქონია და ბუნკერში გავწიე მერე. უნდა დავანავაროტკო ეგეც ნორმალური სამიზნე დავუყენო. ეგ რას ნიშნავს?
-
დავფიქსირდები . ესაა ჩემი ფავორიტი Loadout-ები. ახლა HDR-ს ვცდილობ დავუმუღამო ეგ უფრო მოშნი ჩანს ვიდრე AX-50 უბრალოდ ამ შავთეთრად რო აჩვენებს მაგ სამიზნეს ვერ ვუმუღამებ. ბუნკერებზე დავდებ ინფოს თუ ისეთი ვინმე შემოვა ვინც არ იცის, რო ნახოს როგორ მოხვდეს ბუნკერებში. შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს ვისაც ვიდეს ყურება ეზარება შეგიძლიათ წაიკითხოთ: მოკლედ არის 12 ბუნკერი 0-დან 11-ის ჩათვლით. რატო უნდა მოგვინდეს ბუნკერის პოვნა? იმიტომ რომ ოხრად ლუთებია შიგ და მე-11 ბუნკერში ბონუსად MP7-ის ლეგენდარული ვერსიაცაა. ლოკაციები ქვედა სურათშია მოცემული. https://postimg.cc/NL8y7Gvd ბუნკერებში მოხვედრის ორი ხერხი არის 1. Key card - რომელიც ამოდის ლუთებში(წითელ და ლურჯ ყუთებში, უფრო წითლებში, მაგრამ მე ლურჯშიც ამომივიდა, ასევე დროშა რო ახატია მაგ მისიებს როცა ასრულებ მაშინაც ამომსვლია თან ორი ერთად) https://postimg.cc/LYDqtRJq როგორც კი იპოვით ასეთ ბარათს ოღონდ წითელს შეგიძლიათ წახვიდეთ შემდეგ ბუნკერებში 0, 4, 5, 6 და 9. მაგრამ გზადთუ მოკვდებით ცხადია ბარათი დაგივარდებათ. 0-ის მიგნება გამიჭირდა პირველ ჯერზე რადგან კლდეშია სანაპიროსთან ზედ რუქის საზღვარზე და მანდ ჩასასვლელი უნდა იპოვოთ, თუ 2. ეს მეთოდი მოქმედებს მარტო მე-11 ბუნკერისთვის და ამისთვის ბევრი უნდა იწვალოთ. შეილება შეგიმჩნევიათ სხვადასხვა შენობებში ტელეფონები, ზოგიერთი მათგანი მუშაა. არის ორი ტიპის ტელეფონები. პირველი ტიპის ტელეფონებზე პასუხის გაცემისას თუ რუსული საუბარი გაიგეთ ყურადღებით მოუსმინეთ 3 ციფრს რომელსაც ახსენებენ. თუ უპასუხეთ ტელეფონს მაგრამ მაგრამ არავინ საუბრობს ე.ი. სხვა ტელეფონი უნდა ეძებოთ. ქვედა სურათზე მოცემულია ასეთი ტელეფონების ლოკაციები https://postimg.cc/qgFsSM54 ვიდეოში რომელიც ზემოთ დავლინკე 5:40-ზე ნაჩვენებია ამავე ტიპის ტელეფონების ლოკაციები რომელშიც ჩანს რომ TV station და Quarry-შიც ყოფილა მსგავსი ტელეფონები. როგორც კი მიიღებთ 3 ნიშნა კოდს უნდა დაიძრათ მეორე ტიპის ტელეფონების საძებნად. ქვედა სურათზე ნაჩვენები ციფრები შეესაბამება სწორედ იმ ციფრებს რომლებიც გიკარნახეს წინა ტელეფონზე პასუხისას. https://postimg.cc/WFbmLDVb უმეტესობა ტელეფონების პოვნა ადვილია, მაგრამ TV station-ში რახან ორივე ტიპის ტელეფონია ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ. ქვემოთ არის ყველა მორზეს ტელეფონის ლოკაციის სკრინი შეგიძლიათ მინიმეფს შეადაროთ.ასევე კაშხალთან არის ორივე ტიპის ტელეფონი. პირველი ტიპის ტელეფონი არის წინა შენობაში რომელზეც ვერტმფრენია სახურავზე, მეორე კი მაგის უკანა შენობაშია. ასეთივე სიტუაციაა იქ სადაც მე-2 მორზეს ტელეფონია, მის სიახლოვეს პირველი ტიპის ტელეფონი არის ბენზინგასამართი სადგურის უკანა კონტეინერში, მორზეს ტელეფონი სკრინშოტზე მოცემული შენობის მეორე სართულზეა. https://postimg.cc/7bZ9jRPM https://postimg.cc/qgDwrGzf https://postimg.cc/PPBMprW2 https://postimg.cc/MvcDpjQn https://postimg.cc/y3DFxwWM https://postimg.cc/06CGBYLB https://postimg.cc/Z0nPwyjw https://postimg.cc/750ng8XD https://postimg.cc/7C4M9sQz https://postimg.cc/rKt1kXBW მე პირადად ვიყენებ ამ სკრინშოტებს თუ დავაპირე მე-11 ბუნკერში მოხვედრა, რო არ დავიმახსოვრო ყველა ტელეფონის რიგითი ნომერი მეორე მონიტორზე გავხსნი ამ სურათებს და ადვილად ვპოულობ სამიზნე ტელეფონს. აუცილებლად იმ თანმიმდევრობით უნდა უპასუხოთ მორზეს ტელეფონებს როგორი თანმიმდევრობითაც გიკარნახეს ტელეფონში ციფრები. მე პირველად არეულად ვუპასუხე და რო მივედი მე-11 ბუნკერთან წითლად ამინთო ყველაზე ოპტიმალურია ვერტმფრენის დათრევა და მაგით გადაადგილება, თუმცა მე კვადროცილკით ვიარე და მოვასწარი ჩავტეულიყავი. არ ვიცი რამდენად შეიძლება, რომ შენი გუნდის წევრები გააგზავნო ტელეფონებზე საპასუხოდ, თუ მასე შეილება მაშინ 3-4 კაციანი გუნდი ძან სწრაფად შეძლებს გაართვას თავი ამ მისიას. ასევე რუქაზე გადააწყდებით კარებს რომლებზეც პაროლიანი გასაღებია, სტადიონზე ყოფილა ერთი ასეთი(აქაც რომელიღაც იარაღის ლეგენდარულ ვერსიას იპოვით, არ მახსოვს რომლის), ამ ვიდეოშია ახსნილი როგორ შეაღწიო, ეგეც კაი საჩალიჩოა. კიდევ არის რამდენიმე ერთს მგონი საავადმყოფოში გადავაწყდი, ერთიც სადგურშია, ასევე პატარა ქოხმახები დგას მსგავსი პაროლიანი გასაღებებით თუმცა ჯერ არ მომიძიებია მათზე ინფო.
-
ეკრანი შავდება ზოგ თამაშზე ჩართვიდან რამდენიმე წუთში
kloud replied to kloud's topic in აპარატურული პრობლემები
გავხსნათ კაი აზრია. ცალკე ჯობია მგონი, მეც თავიდან ვეძებე და სულ 2-3 ჯერაა მთელ ფორუმში ნახსენებ სხვადასხვა თემებში და გული დამწყდა. change.org-ზეც წავაწყდი პეტიციას საქართველოს დროშის ჩამატების მოთხოვნით, კარგი იქნება თუ ჩაამატებენ. საღოლ თქვენ მე BR-ს რო ვთამაშობდი თავიდან 1-2 კაცს ძლივს ვკლავდი და მერე პლანდერში გადმოვბარგდი. აქ რო გკლავენ ცოცხლდები და ქემპერობა იშვიათია. -
ეკრანი შავდება ზოგ თამაშზე ჩართვიდან რამდენიმე წუთში
kloud replied to kloud's topic in აპარატურული პრობლემები
ხო მეც მასე ვარ გეიმინგი მაგრა მეკიდა ბოლო წლების განმავლობაში ისე მსუბუქად თუ წავუთამაშებდი მეგობრების წრეში ფიფას, ტეკენს მაგრამ ამაზე შევჯექი რასაც ქვია. პერსონაჟები მე მაგრა მკიდია, ზოგ იარაღზე ისეთი მოთხოვნები აქ გასახსნელად რო არც ვფიქრობ მაგათ გახსნაზე ერთი არბალეტი მომცა ფექთქებადი ტყვიებით რაღაც ბონუსად, ბუნკერში შესვლისას MP7 გავხსენი კიდე და ამის გარდა M4 და AX-50 სნაიპერი, ძირითადად ამათ ვიყენებ და ახლა Kilo141-ს ვავითარებ. მეხუთე რანგის გენერალ მაიორი თუ რაღაც წოდებაზე ავედი, მაგრამ რეალურად მაგის ნახევარიც არ ვარ, ზოგჯერ თუ წამივიდა თამაში შეილება 3 კაცი ერთად მივაწვინო მაგრამ ზოგჯერ მთელი მჭიდი ერთ კაცს დავახარჯო და ვერ მოვკლა გამოუსწორებელი ნუბი ვარ Bounty Hunter-ის აღება მიყვარს, აი რო აიღებ და იმანაც რო იცის რო მასზე ნადირობ და გარბის ვან დამის ფილმი როა Hard Target მაგის მსგავსად პროსტა ნერვებს მიშლის ის რო პლანდერს რო ვთამაშობ, ჩემი გუნდელები თუ პირველივე წუთებზე არ წაუვიდათ თამაში ეგრევე ტოვებენ თამაშს და მარტო ვრჩები. -
ეკრანი შავდება ზოგ თამაშზე ჩართვიდან რამდენიმე წუთში
kloud replied to kloud's topic in აპარატურული პრობლემები
მოკლედ საქმეები გამომიჩნდა და არ მიმიხედავს ამ თემისთვის იმ დღეებში, მადლობის თქმაც დამავიწყდა. ვინდოუსმაც აურია მაგ პერიოდში, მაიკროსოფტის მარკეტმა აურია არ ირთვებოდა არც მაქედან გადმოწერილი პროგრამები ირთვებოდა და გადავაყენე ვინდოზავრი. ახლა Call of Duty Warzone-ზე შევჯექი და რო ვუკვირდები ვიდეოც და პროციც ბოლომდე იტვირთება, VRAM-საც ფაქტიურად მთლიანად მოიხმარს მაგრამ ერთხელაც არ გაუშავებია ეკრანი. ნუ მეეჭვება მაინც ვინდოზავრის ბრალი ყოფილიყო მაგრამ რავი პრობლემა გაქრა და მეც დავიკიდე -
BattlerRoyal-ში შენი სნაიპერისთვის drop-ები უნდა იპოვო თვითმფრინავი რო აგდებს და მანდ შეგიძლია შენი loadout აირჩიო. მაგრამ აქ შეთამაშებული სქუადის გარეშე აზრი არ აქვს თამაშს ან სოლო უნდა ითამაშო, მე კიდე არ ვარ ისეთი გეიმერი რო სოლო მოვიგო. Plunder-ში კიდე თუ ნორმ სქუადში გაიჩითები მოგების შანსიც კარგი გაქვს, გუშინ ერთი 4-5 მატჩში გავედით პირველზე, იმ ბუნკერამდეც მივედი და გამოვაცარიელე. deathmatch 2 გუნდად იყოფით და ვის უფრე მეტი მკვლელობა ექნება ის იგებს? ეგეთიც ქონდა ვარზონას ცოტა ხნის წინ(ოღონდ მთლიან რუქაზე არა რუქის ერთ მონაკვეთში იყო) მაგრამ ამ მესამე რეჟიმს ცვლიან პერიოდულად, ახლა სატვირთო ყავს ყველა 4 კაციან სქუადს და სანამ სატვირთო მწყობრშია მანამ რამდენჯერაც მოკვდები გაცოცხლდები, მაგრამ სატვირთო თუ აგიფეთქეს გამოვარდები თამაშიდან, ერთხელ ვცადე და არ მომეწონა. მანამდე კიდე რაცხა სხვა რეჟიმი იყო. Battlefield სხვა დონე როა მაგის დასამტკიცებლად ეს ვიდეოც კმარა
-
ამის მუღამი მაქვს მე Bunker 11, ახლა ვთამაშობდი, ყველა ტელეფონს ვუპასუხე და რო მივედი ბუნკერის კარებთან მწვანე ნათურა იყო, მაგრამ დრო დამთავრდა ვერ მოვასწარი შესვლა
-
Battle Royal-ში დაბლა პოულობ ყუთებში Loot-ებს ეძახიან მგონი, თავიდან ფისტოლეტით იწყებ. Plunder-ში კი წინასწარ შენ მიერ შერჩეული კომპლექტი შეგიძლია აირჩიო. ამ კომპლექტს Loudout ქვია და გაქვს 10 ვარიანტი. შენ გემოზე შეგიძლია 10 სხვადასვა ვარიანტი მოაწყო. მაგრამ მარტო იარაღებში არაა საქმე სხვა გაჯეტებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შეგიძლია ერთდროულად გქონდეს 2 იარაღი, ასაფეთქებელი ყუმბარა, მოლოტოვი, კლეიმორი ან სხვა, ერთიც ცრემლსადენი, ან მისი მსგავსი რაღაცები ან კიდევ ე.წ. heartbeat sensor რომელიც 50 მეტრის რადიუსში გიჩვენებს შენ წინ თუ არის ვინმე. 2 იარაღიდან ერთი შეილება იყოს ავტომატი მეორე ფისტოლეტი ან ბაზუკა ან რამე მსგავსი მაგრამ გაქვს 3 perk-ის არჩევის უფლება რომელთაგან ერთ ერთია overkill - 2 ავტომატის ქონის უფლება ან ერთ ავტომატი და მეორე სნაიპერი და ა.შ. არის კდიევ Cold blood რომელიც ზემოთხსენებულ სენსორზე არ გამოგაჩენს თუ მოწინააღმდეგე გეძებს და კიდე ბევრი რამ. არის ასევე სხვადასხვა ტიპის პლანშეტები, ყვითლები 3 ნაირია და მისიებს გაძლევს, მწვანეები კიდე არის UAV რომელიც იგივე heartbeat sensor არის ოღნდ თვითმფრინავს გამოახებს რომელიც გიჩვენებს რუქაზე მოწინააღმდეგეებს და არის კიდე მომბდამსენი რომელსაც ლაზერით ეუბნები სად დაბომბოს არის კიდე ტყვიამფრქვევიანი თვითმფრინავი, რომელსაც ბინოკლით უთითებ სამიზნეს. დიდ ყუთებში რომლებსაც ხსნი სიგ შეილება პატარა ყუთებიც იყოს ზოგი არის ამუნიცია ზოგი არის ჯავშანი და ა.შ. დიდ ყუთებთან ახლოს როცა ხალ რაღაც ხმა ისმის რაც გახვედრებს რომ ახლოსაა. მოკლედ ბევრი რამ არის მე თავიდან პირდაპირ შევვარდი და მარტო ხოცვაზე ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი რომ მარტო იარაღით შორს ვერ წავიდოდი და ტუტორიალებს გადავხედე. ამ ვიდეოს უყურე და ნაწილობრივ მაინც გაერკვევი.
-
კი საკმაოდ დიდი რუქაა, აქა იქ ტრანსპორტიცაა რომლითაც შეგიძლია გადაადგილდე: ვერტმფრენი, სატვირთო, ჯიპი, კვადროციკლი. ჰესიცაა, ქვის სამტეხლოც, აეროპორტიც, სამხედრო ბაზაც კია ვაზიანი გამახსენდა , ქალაქიცაა დიდი კორპუსებით, მთებიც, გარეუბანიცაა პატარა სახლებით, ძველებრური ციხე სიმაგრეცაა, სოფელივიცაა თავისი თივის ზვინებით მოკლედ არ მოიწყენ რა შეგიძლია ერთი რომელიც ადგილი აირჩიო და იქ მოასუფთაო დახოცო ხალხი ან ირბინო მთელ რუქაზე და ასრულო მისიები.
-
ხო მეც BF მინდოდა, მაგრამ თამაშში ფულის გადამხდელი არ ვარ. წლების წინ აქციით რომელიღაც BF დავითრიე უფასოდ, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე მაგ ანგარიშის მონაცემები და მერე ვარზონა გადმოვწერე. 100მბ მაქ ინტერნეტი და გადმოწერასთან არ მქონია პრობლემა. არის რამდენიმე რეჟიმი Battle Royal სადაც ერთი ცოცხალი უნდა დარჩეს შეგიძლია სოლო ითამაშო, ან 2,3,4 კაციან სქუადებში. ჯამში 140მდე მოთამაშეა მგონი ასის კიდე Plunder სადაც 3 ან 4 კაციან სქუადებში თამაშობ და აქ უკვე ის იგვებს ვინც ყველაზე მეტ ფულს დააგროვებს. ჯამში 100მოთამაშე ერთ რუქაზე. ხანდახან სხვადასხვა სტილის მესამე რეჟიმიც ემატება ხოლმე. pubg-ს გავს მაგრამ აშკარად ჯობია. 100გბზე მეტი არა მაგრამ 90გბ-ზე მეტი კი არის
-
Call of Duty Warzone-ს არავინ თამაშობთ? Plunder-ს დავუმუღამე მაგრამ ვიღაც ნაყარ ნუყარ სასტავთან რო იჩითები სულ, 90% ისეთებში ვიჩითები რო ყველა თავისთვის დარბის და თუ ვინმე აქაური თამაშობს და ჩემსავით ეძებთ თანამებრძოლს მომწერეთ
-
Crackwatch აქ შეგიძლია შეამოწმო თამაშები გატეხილია თუ არა
-
ეკრანი შავდება ზოგ თამაშზე ჩართვიდან რამდენიმე წუთში
kloud replied to kloud's topic in აპარატურული პრობლემები
გავაკეთე და არ გამოირთო, ადრენალინში მიჩვენებდა რომ 96% VRAM-ს იყენებდა. ანუ ასე რო დავტოვო არ მექნება პრობლემა? -
ეკრანი შავდება ზოგ თამაშზე ჩართვიდან რამდენიმე წუთში
kloud replied to kloud's topic in აპარატურული პრობლემები
მივაშალე უკვე ეგ თამაშები. სხვაზე ვნახავ მაქსიმალურ გრაფიკაზე რას იზამს ასუსის თერთრია ორქულერიანი -
ეკრანი შავდება ზოგ თამაშზე ჩართვიდან რამდენიმე წუთში
kloud replied to kloud's topic in აპარატურული პრობლემები
-
ეკრანი შავდება ზოგ თამაშზე ჩართვიდან რამდენიმე წუთში
kloud replied to kloud's topic in აპარატურული პრობლემები
VRM Efficiency თუ გულისხმობ ახლა 84.6% აჩვენებს ახლა, ცოტა ხნის წინ 80.2 იყო. ტემპერატურა GPU-Z-ში მარტო GPU და CPU-ზე მიჩვენებს. -
ეკრანი შავდება ზოგ თამაშზე ჩართვიდან რამდენიმე წუთში
kloud replied to kloud's topic in აპარატურული პრობლემები
https://www.asus.com/Graphics-Cards/DUAL-RX480-O4G/ მივაშალე, მაგრამ მანამდე რო ვთამაშობდი ადრენალინის სტატისტიკაზე ტელეფონით ვუღებდი ვიდეს სანამ ვთამაშობდი და GPU ხოლომდე რო იტყვირთებოდა 82% იყო VRAM გამოყენებული, გამორთვამდე შეილება უფრო მეტიც არ ვიცი მაგდენი ხანი არ გადამიღია. ტეკენი ჩავრთე ახლა და მაგაზეც GPU 100-მდე ადიოდა მომენტებში და VRAM 60-ზე იყო საშუალოდ მაგრამ არ გამორთულა, ტემპერატურა აქაც ავიდა 72გრადუსამდე. ამაზე მეტს არც სნაიპერი ახურებდა. ანუ გამოდის რომ ვერ ქაჩავს ეს ვიდეოკარტა და მეტი მეხსიერება სჭირდება ხო? ნუ ახლა მე არ გამიხსნია, მაგრამ მტვერიც არ ადევს, არ მახსოვს პლომბი ედო თუ არა მაგრამ კარგად მოვლილი იყო ეტყობოდა გარეგნულად. itx ქეიში მიდევს და ვერ ვნახავ უკანა მხარეს ქულერებზე მსუბუქად ადევს მტვერი არაფერი საგანგაშო. -
ეკრანი შავდება ზოგ თამაშზე ჩართვიდან რამდენიმე წუთში
kloud replied to kloud's topic in აპარატურული პრობლემები
ახლა გრაფიკა 1600*900-მდე დავაგდე და ერთი ნახევარი საათი მათამაშა. ბიოსი სტოკია, მაგრამ თავს ვერ დავდებ რომ სანამ ვიყიდიდი მანამდე ვინმეს მაინინგზე არ უმუშავია, მაგრამ რავი ვიზუალურად არაფერი ეტყობოდა. აქამდე Tom Clancy Wildlands როა ეგ მეწერა მაგაზე ერთი არ დაუწუწუნია ჯიგრულად მათამაშა World of Tanks-ზეც რამდენჯერმე გამიკეთა, მაგრამ როგორც კი fps ლიმიტი დავაყენე 60-ზე, მერე არ ქონია პრობლემა. Fifa 19-ზე ცხადია არ მქონია პრობლემა NFS Payback-იც ჯიგრულად მათამაშა ერთხელ არ გაუშავებია. Tekken 7-ზე რამდენჯერმე გამიკეთა, მაგრამ ბრუნებს რო დავაყენებ მერე საათობით მათამაშებს. ადრენალინში ხო არაა რამე ოპტიმალური პარამეტრები დასაყენებელი? ბევრს ქონია მსგავსი პრობლემა ინტერნეტში რო მოვიძიე, მაგრამ ზუსტი პასუხი როგორ უშველო ვერ ვიპოვე. ერთ უცხოურ ფორუმზე ვნახე რომ სკეილინგი Full Panel-ზე გადავრთე და ეშველაო, ეგ კი გადავრთე და მაგრამ არ ეშველა ჩემ შემთხვევაში. -
ე.ი. ჩავიწერე Sniper Ghost Warrior 3 და ეგრევე პირველ მისიაზე კლდეებით რო მიდიხარ რაღაც გუმბათზე დასაკვირვებლად, მანდ ვერაფრით მივაღწიე მაგ სათვალთვალო ადგილამდე სულ სხვადასხვა მომენტში შავდება ეკრანი. თავიდან ვიფიქრე რომ ტემპერატურის ბრალი იყო, რადგან სხვა თამაშებზეც უქნია მასე, მაგრამ მაგ დროს ბრუნებს ვზრდიდი და შველოდა. ამაში კი დავუკვირდი და 70გრადუსიც არ იყო ტემპერატურა რო გაშავდა ეკრანი, თვითონ სისტემა არ ირთვება ხმები მესმის თამაში და ყველაფერი მუშაობს გარდა ვიდეოკარტის. ფურმარკზე FullHD ტესტს რო ვუშვებ არ აქვს არანაირი პრობლემა ვიდეოკარტას.
-
მაქვს ეს კლაივატურა Logitech Dinovo Edge ადრე მუშაობდა მარტო ორ ღილაკს ქონდა პრობლემა, C და B-ზე ძან ძლიერად უნდა დაგეჭირა რო დაეწერა, სხვა ღილაკებს არ ქონდა პრობლემა, მერე კარგა ხანი ისე იდო არ მიხმარია და რო ჩავრთე თაჩი და სენსორები მუშაობს მაგრამ ღილაკების დიდი ნაწილი არ მუშაობს, K ასოზე კი თავისით ეჭირება და როგორც კი ჩავრთავ კლავიატურას ეგრევე თუ სადმე ტესტის აკრეფვის რეჟიმში ვარ იწყებს წერას თავისით KKKKKKKKKKKKKKKKKKKKKK ... კლავიატურა შიგნიდან ლეპტოპის სტილშია აქვ რკინის პანელი რომელზეც გამჭვირვალე სქემის ნახაზიანი ნაჭერია რომელიც შლეიფით უერთდება კლავიატურის მთავარ სქემას. ღილაკები შიგნიდან ასეთივე მექანიზმით მუსაობს მაქვს იგივე კლავიატურა მეორე ეგზემპლარიც იმასაც რაცხა პრობლემა ქონდა, მგონი მსგავსი პრობლემა იყო მაგაზეც. მოკლედ თუ ვინმე არის ვისაც შეუძლია რომელიმე ერთს უშველოს ფასზე არ ვიწუწუნებ, ოღონდ ახლა მთლა 100ლარი არ მომიხიოთ. მაგ ფასში სულ ვიყიდი ახალს.
-
ხო მეც ფორუმზე ვიყიდე მაგრამ უკვე 3 თვე მაინც იქნება თავიდან ი3 7100-ზე მეყენა და მანდაც კი შევამჩნიე რო 2400-ის ნაცვლად 2133-ზე იყო მაგრამ მაშინ არ მივაქციე ყურადღება. დიდი მადლობა მეგობრებო რო გამარკვიეთ ცოტა ხანი მაშინ ვიქნები ასე და ფული რო გამომივარდება გამოვცვლი.
-
ეგ გიოს ვუთხარი პროცზე რო დამიწერ 3.9-მდე ასწიეო. XMP ჩართული მაქვს. აქ წითლად როა მონიშნული SPD Speed 2133 ეგ რა არის? სათაურში 3000 წერია, მანდ 2133.
-
OC არ მინდა ჯერ-ჯერობით, არც ქულერი მაქვს მაგისთვის და ქეისსაც არ აქვს საერთოდ ვენტილაცია https://www.xigmatek.com/product_detail.php?item=75 უბრალოდ 2666-ზე მინდა დადგეს რადგან მიწერია მაზერზეც და პროცზეც რო მაგ სიხშირის მხარდაჭერა აქვს. თავიდან რო ვნახე ჩართული იყო XMP და მაგის ქვეშ მითტებული იყო 2133. მე დავტოვე XMP ჩართული და 2666 დავაყენე ქვედაზე, არ ჩაირთო კომპი. მერე ორივე ავტოზე დავაყენე იქნებ თვითონ მიხვდესთქო მაგრამ 2133-ზე დააყენა. ბოლოს XMP ჩავრთე ისევ და სიხშირე auto-ზე დავაყენე მაგრამ მაინც 2133-ზეა. Corsair Dominator Platinum-ია ოპერატიული და დედაპლატის მხარდაჭერილ მოდელებშიც არის.
-
მაქვს ის სისტემა რაც გვერდით მიწერია. პროცესორს სტოკზე 2666მჰც-ს მხარდაჭერა აქვს ისევე როგორც დედაპლატას. ოპერატიული კი 3000მჰც-იანი მაქვს მაგრამ მუშაობს 2133მჰც-ზე. წესით თვითონ ხო უნდა ემუშავა 2666-ზე ავტომატურად? ბიოსში ვნახე სიხშირეების მისათიტებელი მაგრამ 2666-ზე რო დავაყენე და შევინახე ჩართვისთანავე სპიკერმა რამდენჯერმე დაიწრიპინა და დარესტარტდა ეგრევე კომპიუტერი, ასე ქნა რამდენჯერმე და მერე დაგამოვრტე და რო ჩავრტე ისევ 2133მჰც-ზე დაყენდა. სიხშირის გარდა მეტი რა უნდა შევცვალო ? რო ოპერატიულებმა 2666მჰც-ზე იმუსაოს?
