-
Posts
7330 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ AMD შექმნიდა კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ ამაჩქარებელს, გაჩნდა 2020 წლის ოქტომბერში. Linux ბირთვების განახლებაში დაემატა Navi 10-ს ბაზაზე შექმნილი ახალი ამაჩქარებელი იდენტიფიკატორით - 731E. ამ დაფას, როგორც აღწერაშია მითითებული, არ ექნება DCN-ისა (Display Core Next) და VCN-ის (Video Core Next) მხარდაჭერა, შესაბამისად, საუბარია გრაფიკულ პროცესორზე, რომელსაც არ ექნება გამოსახულების გამოტანის შესაძლებლობა. ეს გრაფიკული დაფა შესაძლოა გამოყენებულ იქნას ან გამოთვლების აჩქარებისთვის კლასტერებში მუშაობისას, ან კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის. 3 მარტს გამოსული პატჩის თანახმად AMD-მ შექმნა გრაფიკული პროცესორი Navi 12, რომელსაც არ აქვს CVN, თუმცა გამოსახულების გამოტანა შეუძლია. ეს პროცესორი გამოჩნდა მალევე მას შემდეგ, რაც NVIDIA-მ განაცხადა, რომ აპირებს მარტის ბოლოს გამოუშვას მოწყობილობები მაინინგისთის. საინტერესოა ის, რომ Navi 12 ხელმისაწვდომი არ არის არც ერთ იმ Radeon ვიდეო დაფაში, რომლებიც თავისუფალ ბაზარზე იყიდება. იგი შეიქმნა სპეციალურად Apple Mac-ისთვის, როგორც Radeon Pro 5600M. ეს გახლავთ ერთადერთი გრაფიკული პროცესორი Navi 1X - HBM2 მეხსიერებით. ხელმისაწვდომი არ არის მაინინგში მისი ტესტირებები, ამიტომ წინასწარ რთული სათქმელია რამდენად კარგად წარმოაჩენს თავს კრიპტოვალუტების მოპოვების სფეროში. ტექნიკური მახასიათებლების მხრივ Navi 10-ს Navi 12-ს მსგავსად აქვს 2560 ნაკადური პროცესორი (40 გამომთვლელი ბლოკი). Navi 10 ხელმისაწვდომია 8 გბ GDDR6 მეხსიერებით, Navi 12-ს კი აქვს HBM2 მეხსიერების ორი 4-4-გიგაბაიტიანი სტეკი. GDDR6 მეხსიერების სიჩქარეა 448 გბ/წმ, HBM2 მეხსიერების ბაზაზე არსებული Navi კი შემოგვთავაზებს 394 გბ/წმ სიჩქარეს. თუკი ავტორიტეტულ ინფორმატორ Komachi-ს დავუჯერებთ, AMD-მ დაახლოებით გასული წლის ნოემბერში დაიწყო RX 5700 XTB, RX 5700 B და RX 5500 XTB დაფების ვარიანტების მზადება სპეციალურად კრიპტოენთუზიასტებისთვის. ჯერ უცნობია, მოისურვებს თუ არა კომპანია - გამოიყენოს დასახელება Radeon ამ ამაჩქარებლებზე. http://bit.ly/38iO7PP
-
სტრიმინგ-სერვისი Netflix შეიძენს პირველ კრიპტოვალუტას რეზერვების მართვის პოლიტიკის ფარგლებში, ონლაინ-რითეილერი Amazon კი მას დაამატებს, როგორც ანგარიშსწორების საშუალებას - ამგვარი მოსაზრება გამოთქვა ვენჩურულმა ინვესტორმა და ციფრული ოქროს მხარდამჭერმა ტიმ დრეიპერმა. თებერვალში Tesla გახდა S&P 500 ინდექსის ჩამონათვალში შემავალი პირველი კომპანია, რომელმაც Bitcoin-ი შეიძინა. ინვესტიციამ 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. „იცით ვინ არის შემდეგი? ეს Netflix-ია. აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰასტინგსი შემოქმედებითი ნოვატორია... მე ვფიქრობ, რომ მისი კომპანია Fortune 100-ის აშკარა პრეტენდენტია ”, - განაცხადა დრეიპერმა. ინტერვიუს მსვლელობისას მილიარდერმა დაუშვა Amazon-ის მიერ მალე Bitcoin-ის, როგორც გადახდის საშუალების დამატება. მან განმარტა, რომ ონლაინ სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლები მრავალი წელია ყიდულობენ ნივთებს კრიპტოვალუტის მეშვეობით. შეგახსენებთ, თებერვალში ცნობილი გახდა, რომ Amazon ეძებს დეველოპერებს, რომლებიც შექმნიან სერვისს ფიატის ციფრულ ვალუტაში კონვერტაციისთვის. Netflix-ის ერთ- ერთ სერიალში მომავლის შესახებ, კრიპტოვალუტებს იყენებდნენ გადახდის საშუალებად. ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ Tesla-ს ინვესტიციას პირველ კრიპტოვალუტაში ”საკმაოდ სარისკო” უწოდა. Wedbush Securities-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა ციფრული ოქროს ფასის დინამიკაზე. http://bit.ly/2NZjcRA
-
გასული წლის ბოლოს Radeon RX 6900-ს, Radeon RX 6800 XT-სა და Radeon RX 6800-ის ანონსთან ერთად კომპანია AMD-მ წარადგინა ტექნოლოგია Smart Access Memory. იგი ცენტრალურ პროცესორს საშუალებას აძლევს იმოქმედოს ვიდეო დაფის ვიდეომეხსიერების სრულ მასივთან და არა მხოლოდ 256 მბ მოცულობის მქონე მის ნაწილთან. შედეგად გარკვეულ თამაშებში მიიღწევა წარმადობის 16%-მდე ზრდა. ანონსის დროს ტექნოლოგია საჭიროებდა, რომ მომხმარებლებს ჰქონოდათ Ryzen 5000 სერიის უახლესი პროცესორი, Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფა, აგრეთვე AMD 500 სერიის დედა დაფა. ამჟამად კომპანიამ წარადგინა ვიდეო დაფა Radeon RX 6700 XT და განაცხადა, რომ აფართოებს Smart Access Memory-ს მხარდაჭერას Ryzen 3000 სერიის პროცესორებზე. მომხმარებლებს კვლავ მოეთხოვებათ AMD B550 ან X570 ჩიპსეტის მქონე დედა დაფის ფლობა, ასე რომ უფრო ძველი AMD B450 და X470 სისტემური ლოგიკის ნაკრების მქონე დაფების მფლობელებს არ გაუმართლათ. გარდა ამისა, Smart Access Memory არ ვრცელდება ჰიბრიდულ Ryzen 5 3400G და Ryzen 3 3200G პროცესორებზე. Zen 3-ზე დაფუძნებული პროცესორების ბოლო სერიისგან განსხვავებით Ryzen 3000 Zen 2 მოდელები მარტივად ხელმისაწვდომია და ხშირად მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ხვდება გაყიდვაში. ამ პროცესორების ერთბირთვიანი წარმადობა ისეთი მაღალი არაა, როგორც ახალ ჩიპებში, თუმცა Smart Access Memory ხელს შეუწყობს მათ შორის განსხავავების აღმოფხვრას. Smart Access Memory-ს გამოსაყენებლად Ryzen 3000 სერიის პროცესორისა და AMD 500 სერიის დედა დაფის გარდა მომხმარებელს ასევე დასჭირდება Radeon RX 6000 სერიის გრაფიკული დაფა. სამწუხაროდ, ბოლო მათგანის მოპოვება ადეკვატურ ფასად დღევანდელ რეალობაში მეტად რთულია. http://bit.ly/309jQyv
- 1 reply
-
- 1
-
-
კომპანია MSI-მ წარადგინა მონიტორი Optix MAG272CQP გეიმინგ დონის დესკტოპ სისტემებისთვის: გამოყენებულია 27-დუიმიანი რკალისებრი ფორმის VA მატრიცა 1500R სიმრუდის რადიუსით. ამგვარი დიზაინი, როგორც აღინიშნება, უზრუნველყოფს უკეთეს შთაბეჭდილებებს ვირტუალურ სივრცეში მოქმედებისას. მონიტორი WQHD ფორმატს შეესაბამება: გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს. სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 კდ/მ2, კონტრასტი - 3000:1, დინამიური კონტრასტი - 100 000 000:1. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. პანელის რეაქციის დრო 1 მილიწამია (MPRT), კადრის განახლების სიხშირე - 165 ჰერცი. AMD FreeSync Premium ტექნოლოგია ხელს უწყობს გეიმინგ პროცესის დინამიურობასა და სინქრონულობას, აღმოიფხვრება კადრების დამახინჯება. ვირტუალურ სივრცეში კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მიიღწევა სისტემა Night Vision-ის მეშვეობით, რომელიც აუმჯობესებს გამოსახულების მუქი სივრცეების ხილვადობას. ხანგრძლივი მუშაობისას თვალებზე დატვირთვას ამცირებს ფუნქციები Anti-Flicker და Less Blue Light. მონიტორზე მოცემულია შემდეგი ინტერფეისები: DP 1.2, ორი HDMI 2.0, USB 3.2. Gen1, USB Type- პორტი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის დახრის კუთხე და სიმაღლე. http://bit.ly/2Olgpls
-
საგადახდო გიგანტი PayPal აპირებს შეიძინოს კრიპტოვალუტების შენახვის ინფრასტრუქტურის მომწოდებელი Curv. „PayPal-მა წარსულში რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი განახორციელა, მაგალითად Venmo. ახლა კომპანია აპირებს ფლობდეს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ „რაიმეს ”, - განაცხადა ერთ-ერთმა ინფორმირებულმა წყარომ. სხვადასხვა შეფასების თანახმად, გარიგების ღირებულება 200-დან 500 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ინფორმატორი აღნიშნავს, რომ კომპანიამ Curv-ის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჩაიშალა მოლაპარაკებები კასტოდიალურ სერვის BitGo-სთან. გასული წლის ივლისში Curv-მა მოიზიდა 23 მლნ აშშ დოლარი დაფინანსების A სერიაში Commerzbank Group-ის, Coinbase Ventures-ისა და Digital Currency Group-ისგან. ოქტომბერში შედგა დაფინანსების დამატებითი რაუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საინვესტიციო გიგანტი Franklin Templeton. შეგახსენებთ, ნოემბერში PayPal-მა აამოქმედა Bitcoin-ის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა აშშ-ში მაცხოვრებელი მომხმარებლებისთვის. თებერვალში კომპანიამ განაცხადა, რომ განიხილავს პირველ კრიპტოვალუტაში რეზერვების განთავსების შესაძლებლობას. http://bit.ly/2Ppu0st
-
Xiaomi-ს პროდუქტების ეკოსისტემა რამდენიმე კატეგორიად იყოფა, რომელთაგან თითოეული შექმნილია ცხოვრების გამარტივების მიზნით. ბრენდის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია Mi Scooter, რომელიც ჩინეთში გამოდის MIJIA ბრენდის სახელით. ეს მოწყობილობები კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი გახდა არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ევროპაშიც. ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი მალე ორი სკუტერის გამოშვებას გეგმავს. სკუტერები, სახელად Mi Scooter 3 და Mi Scooter 3 Lite, გამოსახულია ბანერზე, რომელსაც თან ახლავს Mi სკუტერის მოდელის სურათი. სკუტერის ფოტოები ჰგავს Mi Electric Scooter Pro 2 Mercedes-AMG Petronas F1 Team Edition-ს, რომელიც გამოვიდა თებერვლის დასაწყისში. ამჟამად სამომავლო სკუტერების ტექნიკური მახასიათებლები უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ Mi Scooter 3 გარკვეულწილად გაუმჯობესდება Mi Scooter Pro 2-თან შედარებით. Mi Scooter 3 Lite, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება Scooter 3-თან შედარებით შემცირებული გარკვეული ფუნქციებით. დიდი ალბათობით, ორივე მათგანს იდენტური გარეგნული დიზაინი ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, სამომავლო მოდელი უნდა იყოს ისეთივე მიმზიდველი, როგორც ვერსია Mercedes-AMG Petronas F1 Team Edition, რომელშიც შერწყმული იქნება Mercedes-AMG-ს დიზაინი და Xiaomi-ს ტექნოლოგიები. http://bit.ly/383Qw0B
-
NVIDIA-ს კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნებისთანავე ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა ირონიულად უწოდა ჩიპების უკმარისობის პრობლემას "თავისი რჩეული". იგი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე Turing თაობის ჩიპების მიწოდება ხელს შეუწყობს დეფიციტის მოგვარებას. ფინანსურმა დირექტორმა აღიარა, რომ NVIDIA ისურვებდა მეტი გრაფიკული პროცესორის მიღებას პარტნიორებისგან. გეიმინგ მიმართულებით ის მარაგდება ჩიპებით როგორც Samsung-ისგან, ასევე TSMC-ისგან. TSMC-ის შემთხვევაში, ბუნებრივია, საუბარი ეხება Turing თაობის მოწყობილობებს. 300 აშშ დოლარს ქვემოთ ფასის დიაპაზონში არსებული Turing-ჩიპები უწყობს ხელს NVIDIA-ს ბაზრის მომარაგებაში. მათ მიწოდებას კომპანია მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს. NVIDIA-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ჩიპების ნაკლებობამ ხელი არ უნდა შეუშალოს კომპანიას გეიმინგ და სერვერული სეგმენტის გრაფიკული პროცესორების მომარაგების გაზრდაში. კოლეტ კრესმა ასევე განაცხადა, რომ გასული კვარტლის შედეგები გეიმინგ სეგმენტში მცირედით განსხვავდებოდა კრიპტოვალუტების ფაქტორის არმქონე სცენარისგან. ამგვარ დარწმუნებულობის მიზეზი მარტივია - ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ჩიპები ყველასთვის. NVIDIA არ გამოიყენებს მაინინგის წარმადობის ხელოვნურ შეზღუდვას უკვე წარმოდგენილ GeForce RTX 3070 დაფასა და მასზე უფროს მოდელებზე, რადგან მათი ბაზარზე გამოსვლისას ამის საჭიროება აღარ არსებობდა და ახლა ასეთი შეზღუდვების განხორციელება საკმაოდ რთულია. მეორე მხრივ, NVIDIA-ს ხელმძღვანელობა პროფესიონალი მაინერებისთვის განკუთვნილი CMP სერიის გაყიდვების რეგულარული სტატისტიკის გამოქვეყნებას პირდება საზოგადოებას. CMP სერიის პროდუქტების მიწოდება დაიწყება მიმდინარე თვეში, მაგრამ მხოლოდ ბაზრის მსხვილი მოთამაშეები მიიღებენ მათ, საცალო არხების გვერდის ავლით. Ampere თაობის პირველი მოდელების ბაზარზე გამოსვლის შედეგად ვიდეო დაფების საშუალო სარეალიზაციო ფასი გაზარდა - აღნიშნავს კომპანიის ფინანსური დირექტორი. იგი ვარაუდობს, რომ ეს ფაქტორი გავლენას იქონიებს NVIDIA-ს შემოსავალზე მომავალშიც. GeForce RTX 3000 სერიაში უნდა გამოვიდეს ახალი მოდელები და ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი GeForce RTX 3060 დაფით არ შემოიფარგლება ვითარება. და ბოლოს, ღონისძიების განმავლობაში კოლეტ კრესმა სამჯერ გამოხატა მტკიცე რწმენა, რომ NVIDIA-ს მიერ ARM-ის შესყიდვა დამტკიცდება მარეგულირებელი ორგანოების მიერ. http://bit.ly/2NWFl2T
-
გასულ წელს Sony-მ წარადგინა ახალი თაობის PlayStation 5 კონსოლი და ვერსია ოპტიკური დრაივის გარეშე. ამჟამად თითქმის შეუძლებელია ორივე მოდელის შეძენა რეკომენდებულ ფასად. მაგრამ დეფიციტი შეიძლება მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდეს იმ სიახლის ფონზე, რომ გეიმინგ კონსოლი კარგად წარმოაჩენს თავს კრიპტოვალუტების მოპოვების სფეროში. ამჟამად ყველაზე მაღალი წარმადობის ვიდეო დაფები პრაქტიკულად ვერ აღწევს საცალო მაღაზიებამდე, რადგანაც მაინერები ყიდულობენ. თავის მხრივ, ის ამაჩქარებლები, რომლებიც მაღაზიის თაროებზე ხვდება, ღირს რეკომენდებულ ფასზე ბევრად მეტი. მომავალში მათი ბედი შესაძლოა PlayStation 5 კონსოლებმაც გაიზიარონ. გეიმინგ კონსოლის სისტემა default-ად ბლოკავს კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის საჭირო პროგრამის გაშვების შესაძლებლობას, თუმცა ჩინელმა ენთუზიასტებმა უკვე იპოვეს ამ დაბრკოლების გადაჭრის მეთოდი. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე აღნიშნულია პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისი PlayStation 5-ის მეშვეობით Ethereum-ის მაინინგისთვის. კონსოლის გამომთვლელი სიმძლავრე Ethereum-ის მოპოვებისას 98.78 მეგაჰეშ/წმ შეადგენს, მოწყობილობის მიერ მოხმარებული ენერგია კი აღწევს 211 ვატს. როგორც ვხედავთ, მაინინგის ეფქტურობის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. შედარებისთვის, Radeon RX 5700 XT ვიდეო დაფას წარმადობის ორჯერ ნაკლები მაჩვენებელი აქვს. ამასთან, არ უნდა გამოირიცხოს ის ფაქტი, რომ შესაძლოა გამოყენებული PlayStation 5 აჩქარებული იყო. http://bit.ly/3815Smu
-
Intel-ი აგრძელებს არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტების, არამედ მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამების ოპტიმიზაციას და თავიდან იშორებს მორალურად მოძველებულ სერვისებს: ამჯერად კომპანიის სპეციალისტების ხელში მოხვდა Intel-ის პროცესორების წარმადობის კონფიგურირების დაცვის გეგმა (PTPP). ეს არის სპეციალური პროგრამა, იგი დამატებით 20-30 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში გაფართოებულ გარანტიას იძლევა, რაც უზრუნველყოფს HEDT-პროცესორის ან განბლოკილი მულტიპლიკატორების მქონე CPU-ის ერთჯერადად შეცვლას ოვერქლოქინგის შემდეგ მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. როგორც Tom's Hardware იუწყება Intel PTPP პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებით, მიმდინარე წლის 1 მარტიდან კომპანია აღარ აპირებს ამ გეგმის მხარდაჭერას, რომელმაც, როგორც შეტყობინებაში მტკიცდება, საკუთარი თავი ამოწურა და ინტერესს აღარ იწვევს მომხმარებლებში. ამასთან, ერთ მოდელზე მაინც შენარჩუნდა დაცვა აჩქარებისას - Xeon W-3175X-ის მფლობელები ავტომატურად დაცულნი არიან გარანტიით ოვერქლოქინგისას. გარდა ამისა, ის მომხმარებლები, რომლებმაც ხსენებული გარანტია შეუკვეთეს ხსენებულ თარიღამდე პერიოდში, შეძლებენ CPU-ის შეცვლას საგარანტიო ვადის დასრულებამდე. რაც შეეხება ახლახანს შეძენილი მოდელების, მათ შორის Rocket Lake-S სერიის მფლობელებისთვის, რომელთა დებიუტი რამდენიმე კვირაში უნდა შედგეს, ამიერიდან აჩქარების პროცესი კიდევ უფრო სარისკო საქმიანობა გახდება და შეიძლება გამოიწვიოს გარანტიის მიხედვით პროდუქტის ახლით ჩანაცვლების შესაძლებლობის დაკარგვა. http://bit.ly/3kD4Q5h
-
ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo ვარაუდობს, რომ Apple 2023 წელს გამოუშვებს დასაკეც iPhone-ს. ექსპერტმა სიახლე გაახმაურა შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ საიდან მიიღო იგი. სავარაუდოდ, ეკრანის ზომა იქნება 7.5-8 დუიმამდე. ეს ცნობა განსხვავდება ამ დრომდე გავრცელებული ვარაუდისგან, რომ დისპლეი iPhone 12 Pro-ს ზომის იქნებოდა. დიაგონალის ზომის მიხედვით ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოწყობილობა Samsung Galaxy Fold-ის მსგავსი იქნება - ვერტიკალური ხაზითა და ჰორიზონტალური მოტრიალების ფუნქციით. ახალი მოწყობილობისთვის ეკრანს ვინ დაამზადებს, ამჟამად უცნობია. ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კომპანია ეკრანებზე მუშაობს LG-სა და Samsung-თან ერთად. ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ დასაკეცი სმარტფონის გამოშვება იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერა Apple ტექნოლოგიური პრობლემების მოგვარებასა და წარმოების ოპტიმიზაციას. მან აღნიშნა, რომ პროდუქტის ოფიციალური გამოშვება ჯერ დაგეგმილი არ არის და კომპანია მასზე მუშაობითაა დაკავებული. http://bit.ly/2OeK144
-
ფინანსური ბაზრის მონაცემთა პლატფორმა-აგრეგატორ Google Finance-მა დაამატა ჩანართი ციფრული აქტივების ფასების მონიტორინგისთვის. ახალ განყოფილებაში მოცემულია ინფორმაცია რეალურ დროში Bitcoin-ის, Ethereum-ის, Litecoin-ისა და Bitcoin Cash-ის კურსების შესახებ. მეხუთე ბლოკი შეუერთდა განყოფილებებს აშშ-ის, აზიის, ევროპის ბაზრებზე. წყარო: Google Finance. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ინტერფეისი კრიპტოვალუტის მუშაობის სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარების მიზნით. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს Google-მა აკრძალა ციფრული აქტივების, Bitcoin-ბირჟების, სავაჭრო რეკომენდაციების და ICO-ს რეკლამირება. 2020 წლის თებერვალში Google-ის ვენჩურული ფონდი ხელმძღვანელობდა კრიპტო საფულე Blockchain.com-ის პროვაიდერის დაფინანსების რაუნდს. Google-ის მშობელი კომპანია Alphabet ფლობს YouTube-ს, რომელიც ხშირად ბლოკავს ისეთ ვიდეოკონტენტს, რომელიც დაკავშირებულია ციფრული ვალუტების სიახლეებთან. მაგალითად, მათ დაბლოკეს ყველაზე დიდი საინფორმაციო რესურსების, Cointelegraph-სა და CoinDesk-ის არხები. სამართალწარმოების შემდეგ, რა თქმა უნდა, რესურსები განბლოკეს, მაგრამ ამისათვის მფლობელებს მოუწიათ დაემტკიცებინათ, რომ არ დაურღვევიათ YouTube-ის წესები. ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით უფრო მკაფიო რეკომენდაციების მოწოდება სავარაუდოდ გააქტიურდება, აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს ციფრული ვალუტის ბაზრის ახლებურად გადახედვას. http://bit.ly/3kBXmQ6
-
ამ დრომდე მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე თვითმფრინავმა შეძლო 3 Mach სიჩქარის გადალახვა. ამ მიმართულებით პირველია A-12 „Oxcart“, საიდუმლო ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავ SR-71 Blackbird-ის წინამორბედი. პირველი რეკორდული ფრენა A-12-მა განახორციელა შორეულ 1963 წელს და სამჯერ გადააჭარბა ხმოვან ბარიერს 27 400 მეტრ სიმაღლეზე. კომპანია Lockheed Skunkworks-მა A-12 შექმნა მაღალი სიმაღლის სტრატეგიული დაზვერვისთვის, იმ დროს თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მიუწვდომლად ითვლებოდა. SR-71 Blackbird-თან შედარებით იგი ოდნავ უფრო მოკლე, მსუბუქი და კიდევ უფრო სწრაფი იყო. SR-71-ის მთავარი უპირატესობა იყო ფრენის გრძელი მანძილი, რამაც განსაზღვრა კიდეც სამომავლო ბედი: А-12 1968 წელს ჩამოწერეს, მისი კონკურენტი კი 1999 წლამდე გამოიყენებოდა. А-12-ის შემუშავების პროექტში ჩართულმა ერთ-ერთმა მონაწილემ, ტორნტონ ბარნსმა მონაწილეობის შესახებ ისაუბრა საკუთარ წიგნში „ ჩემი ოდისეა ზონა 51-ში“. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა CIA-ში, NSA-სა და NASA-ში. როგორც ზებგერითი სიჩქარის ფრენების სპეციალისტი, იგი ჩართული იყო მთავარი სპეციალისტების გუნდში. მანამდე იგი დაკავებული იყო საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავების, დრონების შექმნისა და უჩინარი თვითმფრინავების შესწავლასთან დაკავშირებულ პროექტებში. ცოტა ხნის წინ ბარნსმა გამოაქვეყნა ზონა 51-დან A-12-ის სრული ზომის ხისგან დამზადებული მაკეტის გასაიდუმლოებული ფოტოები. ყველაზე უცნაური ის არის, რომ თვითმფრინავი თავდაყირაა განთავსებული. http://bit.ly/3b2JdrH
-
ASUS უკვე თითქმის ორი წელია უშვებს მხოლოდ ფლაგმანურ სმარტფონებს. მისი მომდევნო სიახლე იქნება გეიმინგ მოდელი ASUS ROG Phone 5. რეალურად, ეს მეოთხე თაობის მოწყობილობაა, მაგრამ მწარმოებელმა გადაწყვიტა გამოეტოვებინა ერთი ნომერი. ეს იქნება პირველი სმარტფონი მსოფლიოში 18 გბ ოპერატიული მეხსიერებით. 8 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე პირველი მოდელები 2017 წელს გამოჩნდა. მაგალითად, სადებიუტო სმარტფონი ამ მოცულობის ოპერატიული მეხსიერებით წარადგინა სწორედ ASUS-მა. მოწყობილობას ეწოდებოდა ASUS ZenFone AR. მას შემდეგ ოპერატიული მეხსიერების მოცულობა გაორმაგდა. 2018 წელს Xiaomi-მ დააანონსა პირველი მოდელები 10 გბ ოპერატიული მეხსიერებით, Lenovo-მ კი წარადგინა სლაიდერი Z5 Pro GT 12 გბ მეხსიერებით. 2019 წელს მწარმოებელი კომპანიები ოდნავ შეჩერდნენ, 2020 წლის დასაწყისში კი Samsung-მა წარმოადგინა ფლაგმანური Galaxy S20 Ultra 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით უმაღლეს მოდიფიკაციაში. ორიგინალ ASUS ROG Phone-ში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გიგაბაიტია. მეორე თაობის მოდელი ხელმისაწვდომია 8 და 12 გბ RAM-ით. ამასთან, ეს გახლავთ ბაზარზე არსებულ იმ მცირერიცხოვან სმარტფონებს შორის ერთ-ერთი, რომელთაც 1 ტბ მოცულობის ინტეგრირებული ფლეშ-მოდული აქვთ. ROG Phone III სერიაში 8 და 12 გბ მოდელებს დაემატა 16 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციაც. ASUS ROG Phone 5 პირველი იქნება 18 გბ ოპერატიული მეხსიერებით. მოდულების მომწოდებელი იქნება Hynix. კომპანიის აზრით ამგვარი მოცულობა აუცილებელია იმისთვის, რომ სმარტფონმა შეძლოს მეტი პროგრამის ფონზე წარმადობის შენარჩუნება და არ გადაიტვირთოს. სამომავლო სმარტფონს ექნება 5-ნანომეტრიანი ფლაგმანური პროცესორი Snapdragon 888 2.84 გჰც-მდე სიხშირით. ამასთან, ყველა წინა თაობის მოდელებში გამოიყენებოდა ოპერაციული სისტემის აჩქარებული ვერსია. ორიგინალი გეიმინგ სმარტფონი აღჭურვილია Snapdragon 845 ჩიპით, რომლის სიხშირეა 2.96 გჰც 2.8 გჰც-ის ნაცვლად, მეორე და მესამე თაობის მოდელებს აქვთ Snapdragon 855+ და Snapdragon 865+, შესაბამისად. ASUS ROG Phone 5 აღჭურვილი იქნება 6.78-დუიმიანი OLED პანელითა და 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეით. სწრაფი დამუხტვის სიმძლავრე იქნება 65 ვატი. სხვა მახასიათებლებთან ერთად აღსანიშნავია ტრიგერები, Android 11 ოპერაციული სისტემა, ასევე Near Field Communication ტექნოლოგიისა და Wi-Fi 6-ის მხარდაჭერა. სმარტფონის ანონსი შედგება 2021 წლის 10 მარტს. ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება. http://bit.ly/3dZWWS6
-
- 1
-
-
JPMorgan Chase & Co. თვლის, რომ ინვესტორებმა Bitcoin-ი უნდა გამოიყენონ თავიანთი პორტფელის დივერსიფიკაციისთვის. ცოტა ხნის წინ სტრატეგებმა მოახდინეს კრიპტოვალუტის პოზიციონირება, როგორც მეთოდისა - ტრადიციული კლასის აქტივების (აქციები, ობლიგაციები და ნედლეული) მნიშვნელოვანი არასტაბილურობისგან დაზღვევისთვის. იმის ნაცვლად, რომ დიდი ფსონები დაედოთ Bitcoin-ზე, მათ რეკომენდაცია გაუწიეს შედარებით მცირე განაწილებას, რაც დიდ გავლენას არ მოახდენს პორტფელზე, თუნდაც ფასი მნიშვნელოვნად დაეცეს. „რამდენიმე აქტივის მქონე პორტფელში ინვესტორებს შეუძლიათ 1% გამოყონ კრიპტოვალუტისთვის, რათა მიაღწიონ ეფექტურობის ამაღლებას პორტფელის მთლიან რისკზე მორგებულ მოგებაში”, - აღნიშნეს სტრატეგებმა. კრიპტოვალუტები შეიძლება იყოს არასტაბილური, მაგრამ ისინი არ კორელირებენ სხვა აქტივებთან და შეუძლიათ კარგი ჰეჯირების უზრუნველყოფა. ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა ეკონომისტებმა, რობერტო პერლიმ და ბენსონ დარემმა Cornerstone Macro LLC-დან გამოთვლების შედეგად აღმოაჩინეს, რომ აქციების პორტფელის არასტაბილურობა შეიძლება შემცირდეს ციფრული აქტივების გარკვეული რაოდენობის დამატებით. „ბირჟის ფონდების, კერძო ფონდებისა და მსხვილი საჯარო კორპორაციების სახით წარმოდგენილი მომხმარებლების მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის გამო, რომლებიც თავიანთი რეზერვების ნაწილს Bitcoin-ში დებენ, მიწოდება მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას” - განაცხადა Amber Group-ის პარტნიორმა ანაბელ ჰუანგმა. Ark Investment Management-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ ყველა კორპორაცია თავისი კაპიტალის 10%-ს ჩადებს Bitcoin-ში, აქტივის ფასი 200 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. თუმცა JPMorgan-მა აღნიშნა, რომ ციფრულ მონეტებს სასარგებლო გამოყენების საზღვრები აქვთ: „კრიპტოვალუტები - ეს არის ინვესტირების და არა დაფინანსების საშუალება. ასე რომ, თუ გსურთ მაკრო-მოვლენის ჰეჯირება კრიპტოვალუტის მეშვეობით, ამის ნაცვლად ჩვენ გირჩევთ ჰეჯირებას ფინანსირების ისეთი ვალუტებით, როგორებიცაა იენი ან აშშ დოლარი“. http://bit.ly/3r3cCYs
-
Surface Duo იყო Microsoft-ის პირველი ორეკრანიანი სმარტფონი, რომელიც აშშ-სა და ევროპაში გამოვიდა. მოწყობილობამ არაერთგვაროვანი შეფასება და გამოხმაურებები დაიმსახურა და უახლესი ცნობების თანახმად კომპანია ემზადება შემდეგი თაობის ორეკრანიანი ტელეფონის გამოშვებისთვის, რომელსაც ექნება 5G მხარდაჭერა და გაუმჯობესებული კამერა. Microsoft-ის ვებ-გვერდზე გარკვეული დროით გამოჩენილი რამდენიმე ახალი ვაკანსია დამაჯერებლად მიგვანიშნებს, რომ კომპანია მუშაობს კოდური დასახელება Zeta-ს მქონე Surface Duo 2 სმარტფონზე, რომელსაც შეეძლება მეხუთე თაობის მობილურ ქსელთან დაკავშირება. ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკვე წაშალა ვაკანსიების ჩამონათვალი, თუმცა დარჩა ერთი მათგანი, რომლის მიხედვით კორპორაცია ეძებს SW/FW ინჟინერს ტაივანში. ვაკანსიების ჩამონათვალში Microsoft-მა აღნიშნა, რომ Surface Duo-სთან მიმართებაში ახალი გამოცდილების შექმნის გზაზე დგება და აპირებს 5G ქსელის მხარდაჭერას Microsoft-ის ხედვის სრულად გამოხატვის მიზნით. კორპორაცია ეძებს გამოცდილ სპეციალისტებს, რომელთათვის ცნობილია რადიოსიხშირის მოდულების, მათ შორის LTE-სა და 5G-ს შემუშავება. „სამუშაო მოვალეობებში შედის მაღალი დონის პროფესიონალი სპეციალისტებისგან შემდგარ გუნდთან მუშაობა, რომლებიც შეიმუშავებენ და უზრუნველყოფენ რადიოსიხშირის დრაივერების კოდირებას, დანერგავენ რადიოსიხშირის დაფებს LTE და 5G ტექნოლოგიების ჩათვლით, ქარხნულ ინსტრუმენტებს, მოდემის პროტოკოლებს, მობილური კავშირის ოპერატორებისა და PTCRB / GCF სერტიფიკატებს Surface Duo მოწყობილობაში“ - აღნიშნავენ კომპანიაში. ზემოთ აღწერილის საფუძველზე საკმაოდ მარტივია ვივარაუდოთ, რომ Microsoft ამზადებს ახალ Surface Duo-ს. ცხადია, კომპანია იმედოვნებს, რომ მომავალ მოწყობილობაში, კოდური სახელით Zeta, უზრუნველყოფილი იქნება 5G მხარდაჭერა. მეორე თაობის Surface Duo-ს ასევე ექნება Panos Panay-ის მიერ გასულ წელს დაპირებული „შესანიშნავი კამერა“. ვაკანსიების ერთ-ერთ ჩამონათვალში Microsoft-მა დაადასტურა, რომ იგი აპირებს გამოიყენოს მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი ახალი კამერის შესაქმნელად, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამოსახულების დამუშავებას. კომპანია ასევე გეგმავს პარტნიორობას დამოუკიდებელ დეველოპერებთან Surface Duo-სთვის კამერისა და ფოტოების რედაქტირების ახალი პროგრამების შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსიების ჩამონათვალი არ ნიშნავს იმას, რომ Surface Duo 2 "Zeta" მიმდინარე წელს გამოვა, ისინი აღწერს მომავალ მოწყობილობას და დასტურდება, რომ Microsoft-ს სურს გაუმკლავდეს ამჟამინდელი თაობის სმარტფონში არსებულ ყველა ხარვეზს. https://bit.ly/2ZWKNFm
-
როდესაც მომხმარებლები კომპიუტერულ მაღაზიებში ხედავენ ვიდეო დაფების ფასებს, პირველ რიგში NVIDIA-ს აკრიტიკებენ, რომელმაც ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის გრაფიკული ჩიპების გამოშვება. ამას ემატება მაინერები, რომელთათვის ვიდეო დაფა უფრო ინსტრუმენტია, ვიდრე გასართობი საშუალება. კრიტიკის ქვეშ ხვდებიან ასევე გადამყიდველები და ვიდეო დაფების მწარმოებელი კომპანიები. რეალურად, ყველაფერი გაცილებით რთულია, რადგან ვიდრე პროდუქტი საცალო ვაჭრობამდე მიდის, ის რამდენიმე ხელში გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდეო დაფების მწარმოებლები, რომელთაც ხშირად ადანაშაულებენ მეტისმეტ სიხარბეში, შესაძლოა არაფერ შუაში იყვნენ, რისი მორიგი მტკიცებულებაც გამოჩნდა ამჟამად. როგორც ცნობილი გახდა, Ampere სერიის ახალი გრაფიკული ჩიპები აღმოჩნდა მეტისმეტად ძვირი და ცხელი, NVIDIA კი პარტნიორი მწარმოებლებისგან განსაზღვრული ფასების შენარჩუნებას ითხოვს. შედეგად გამოწვეულია მთელი რიგი პრობლემები, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მზა პროდუქტების მუშაობაზე. მაგალითისთვის, ამჟამად GeForce RTX 3060 Ti დაფის წარმოება არამომგებიანი გახდა, რადგან იგი 100 აშშ დოლარით იაფია უფროს ვერსია RTX 3070-თან შედარებით, თავად გრაფიკული ჩიპი ოდნავ იაფია, თუმცა გაგრილების ძვირადღირებული სისტემა „ჭამს“ ისედაც უმნიშვნელო სხვაობას მათ შორის. შექმნილი სიტუაციიდან შემდეგი გამოსავალი არსებობს: ან NVIDIA უარს იტყვის ფასების რეგულირებაზე, ან მოუწევს შეამციროს RTX 3060 Ti დაფების გამოშვების მასშტაბი გაგრილების სისტემის გაუარესების ხარჯზე, ან უბრალოდ შეწყვიტოს ნაკლებად მომგებიანი მოდელების წარმოება. http://bit.ly/37Uw560
-
კრიპტოვალუტა Cardano-ს (ADA) ფასმა განაახლა ახალი ისტორიული მაქსიმუმი 1.45 აშშ დოლარს ზემოთ. აქტივმა დაიკავა მესამე ადგილი ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით CoinGecko-ს რეიტინგში. ADA-ს ზრდის მაჩვენებელმა ბოლო დღეებში შეადგინა 27.3%, 7 დღის განმავლობაში - 46.6%, 30 დღეში - 337.9%. ტოპ 10 კრიპტოაქტივი ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდის მიხედვით. წყარო: CoinGecko სტატიის დაწერის მომენტში Cardano-ს ბაზრის კაპიტალიზაცია შეადგენდა 43.6 მლრდ აშშ დოლარს. რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილი, შესაბამისად, უჭირავს Binance Coin-სა (35.1 მლრდ აშშ დოლარი) და Tether-ს (34.8 მლრდ აშშ დოლარი). მეორე ადგილზეა Ethereum, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 168.7 მლრდ აშშ დოლარს. 26 თებერვალს კომპანია IOHK-მ წარადგინა პროგრამირების ენა Glow, რომლის მიზანია გამარტივდეს სმარტ-კონტრაქტების დაწერა და გაშვება. კრიპტოვალუტებზე სპეციალიზირებული საინვესტიციო ფონდი FD7 Ventures გეგმავს Cardano-სა და Polkadot-ის სასარგებლოდ გაყიდოს 750 მლნ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ი. http://bit.ly/3q0Y3TZ
-
ცნობილია, რომ კალიფორნიულმა კორპორაციამ აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ლაზერული სენსორების რამდენიმე მწარმოებელთან. კომპანიაში განიხილავენ პარტნიორების სხვადასხვა შემოთავაზებას, ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ელექტრომობილის გამოსვლა გრძელვადიან პერსპექტივაშია მოსალოდნელი. კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთდროულად რამდენიმე მომწოდებელთან, რათა საბოლოოდ აირჩიოს საუკეთესო ახალი თაობის ლიდარები, რომლებიც უახლოეს მომავალში საუკეთესოდ ჩაითვლება. სხვათა შორის, ლიდარები გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება Apple-ის ელექტრომანქანასა და სხვა კომპანიების მოდელებს შორის. ლიდარი - ეს არის ლაზერული სენსორი სპეციალური ტექნოლოგიით, რომლის მეშვეობით შესაძლებელია დაშორებული ობიექტების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება. უპილოტო ავტომობილების მწარმოებელი ბევრი კომპანია დიდ იმედებს ამყარებს ლიდარებზე. სენსორები ავტომობილს დაეხმარება სივრცეში ორიენტირებასა და სავალ გზაზე ნებისმიერი დაბრკოლების (ქვეითები, სხვა მანქანები) აღმოჩენაში. ამგვარი სენსორები, სხვათა შორის, გამოიყენება Google Waymo-სა და GM Cruise-ის საავტომობილო პროექტებში. Tesla-ს ელექტრომობილებს ლიდარები არ აქვთ და მათში გამოყენებულია სხვა ტექნოლოგიები. Bloomberg-ის ჟურნალისტებისგან ცნობილი გახდა, რომ თებერვალში ტოპ მენეჯერმა ბენჯამინ ლაიონმა კომპანია Apple დატოვა. იგი მონაწილეობდა უპილოტო ავტომობილების ტექნიკის შემუშავებაში. ამ მოვლენამ შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს აღნიშნულ საკითხზე მუშაობისას. Apple-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, რომ კომპანია აწარმოებს თვითმართვად მანქანას. ის ფაქტი, რომ Apple ემზადება ელექტრომობილების წარსადგენად, ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი - 2020 წლის ბოლოს. http://bit.ly/37V1G7O
-
მსხვილმა ტაივანურმა კომპანია Compal-მა შეიმუშავა საინტერესო კონცეპტუალური ლეპტოპი სახელწოდებით Spark: მოწყობილობა განკუთვნილია როგორც ყოველდღიური მუშაობისთვის, ასევე გეიმინგისთვის. Compal აღნიშნავს, რომ პორტატული კომპიუტერების უმეტესობა აღჭურვილია თხელი მემბრანული კლავიატურით. თუმცა ვიდეოთამაშების მოყვარულები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ მექანიკურ გადამრთველებს, ამიტომ ამ დრომდე იძულებულნი იყვნენ შეეძინათ საკმაოდ დიდი ზომის ლეპტოპები, ან - დამატებითი გარე მექანიკური კლავიატურა. Spark-ში გაერთიანებულია ორი ტიპის ღილაკების უპირატესი მხარეები. სტანდარტულ სამუშაო რეჟიმში მომხმარებელი გამოიყენებს 1.5-მმ გადამრთველებს. ამგვარი კლავიატურის გამოყენება შესაძლებელია ტექსტის აკრეფისას, ცხრილების რედაქტირებისას და ა.შ. გეიმინგ რეჟიმში W, A, S და D ღილაკების მქონე ბლოკის გადახრა შესაძლებელია 15 გრადუსით კლავიატურის ძირითადი ველისგან. ამასთან, ამ მოდულის ღილაკების სვლა 4 მილიმეტრამდეა გაზრდილი. ამგვარი გადაწყვეტილების წყალობით მნიშვნელოვნად იზრდება მართვის პროცესის მოქნილობა გეიმინგის დროს და უმჯობესდება უკუკავშირი. მოკლედ, Spark ჯერ არსებობს მხოლოდ კონცეპტუალურ ვერსიად. გამოვა თუ არა ამგვარი ლეპტოპი კომერციულ ბაზარზე, ჯერჯერობით უცნობია. http://bit.ly/3r2tS09
-
1844 წელს ჟენევაში დაარსებულმა ბანკ Bordier & Ciel-მა სერვისების ჩამონათვალში დაამატა Bitcoin-ის, Ethereum-ის, Bitcoin Cash-ისა და Tezos-ის ყიდვა-გაყიდვისა და შენახვის ფუნქცია. ინიციატივა განხორციელდა რეგულირებად კრიპტო ბანკ Sygnum-ის შუამავლობით. „ჩვენ გავითვალისწინეთ მომხმარებლების ინტერესები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი კაპიტალის დივერსიფიკაციით აქტივების ისეთი ალტერნატიული კლასის საშუალებით, როგორიცაა კრიპტოვალუტა”, - განაცხადა ევრარდ ბორდიერმა, Bordier & Ciel-ის მმართველმა პარტნიორმა. სამომავლოდ, ბანკი გეგმავს მხარდაჭერილი ციფრული აქტივების რიცხვის გაზრდას. სერვისი განხორციელდა კრიპტობანკ Sygnum-ის მხარდაჭერით. მის მიერ შექმნილი B2B-პლატფორმა უზრუნველყოფს პირადი გასაღებების უსაფრთხო შენახვას, ლიკვიდურობის მიმწოდებლებთან წვდომას და ოპერაციების მონიტორინგს. პარტნიორი ასევე უზრუნველყოფს AML პროცედურების შესრულების გარანტიებს. ” Bordier აგრძელებს მომხმარებელთა კაპიტალის დაცვის 177-წლიან ტრადიციას მომავალი თაობებისათვის შემდეგი თაობის აქტივების შეთავაზებით”, - განაცხადა Sygnum-ის თანადამფუძნებელმა მათიას იმბახმა. შვეიცარიის კრიპტოვალუტის გადამცვლელი პროდუქტის მიმწოდებლის მენეჯმენტის ქვეშ მყოფი აქტივების ღირებულებამ ცოტა ხნის წინ მიაღწია 1 მილიარდ აშშ დოლარს და აფიქსირებს 100%-იანი ზრდის ტემპს ორ კვირაში. დეკემბერში კრიპტობანკ Sygnum-მა განახორციელა თავისი აქციების ტოკენიზაცია თავის მიერ შემუშავებულ პლატფორმა Desygnate-ზე. გადაწყვეტილება შეესაბამება შვეიცარიის ბლოკჩეინის კანონს, რომელიც ძალაში 2021 წლის თებერვალში შევიდა. http://bit.ly/382Rla7
-
პორტატული კონსოლების მწარმოებელ კომპანია Nintendo-ს მიერ შექმნილი მოწყობილობები, მართალია, არ წარმოადგენს რამე განსაკუთრებულ პროგრესს, თუმცა მათ კომპანიისთვის დიდი შემოსავალი მოაქვთ და პოპულარობით სარგებლობენ მსოფლიოში, ამასთან, Switch-ზე არ არსებობს თამაშები თანამედროვე გრაფიკით. Sony დაინტერესებულია შექმნას პორტატული კონსოლი PlayStation 5 თამაშების, 5G მობილური კავშირისა და Wi-Fi-ს მხარდაჭერით. მიიჩნევა, რომ კონსოლზე თამაში განხორციელდება ქლაუდ-სერვის PlayStation Now-ს წყალობით, რომლის მეშვეობით გაეშვება თამაშები, გრაფიკის ხარისხი და კადრების სიხშირე კი პირდაპირ დამოკიდებული იქნება მომხმარებლის კავშირის სიჩქარეზე. გამომცემლობა T3 ამტკიცებს, რომ კომპანია უკვე დაკავებულია Nintendo Switch-ის ანალოგიური კონსოლის შექმნით, რათა კონკურენცია გაუწიოს მას. იმის გათვალისწინებით, რომ Sony-ს განკარგულებაშია უამრავი თამაში, ეს მცდელობა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს. Sony-ს ბოლო პორტატული მოდელი იყო PlayStation Vita, რომელიც 2012 წელს გამოვიდა, 5 წლის განმავლობაში გაიყიდა 15 მილიონი კონსოლი და გაჯეტის მხარდაჭერა გაგრძელდა 2019 წლამდე. http://bit.ly/2MtClug
-
ელექტრონიკის ტაივანურმა კომპანია Compal Electronics-მა წარადგინა უჩვეულო დიზაინის პორტატული კომპიუტერები, სახელად Envision Duo და Envison Pro. საუბარია ტრანსფორმირებადი კონსტრუქციის ლეპტოპებზე. მოდელ Envision Duo-ს აქვს ორი 15.6-დუიმიანი სენსორული ეკრანი. ერთ-ერთი მათგანი განთავსებულია მოწყობილობაში ჩვეულ ადგილზე, მეორე კი - კორპუსის ქვედა მხარეს. სურვილის შემთხვევაში შესაძელებლია ზედა ეკრანის აწევა თვალის სიმაღლეზე: ამ დროს ქვედა ეკრანიც ადის ზევით და მომხმარებელს ეძლევა წვდომა კლავიატურასა და თაჩპედზე. მსგავსი კონსტრუქცია გამოყენების სხვადასხვა საშუალებას იძლევა. მოწყობილობა უპირველეს ყოვლისა დააინტერესებს დიზაინერებსა და კონტენტის შემქმნელებს. მოდელი Envison Pro ასევე აღჭურვილია ორი ეკრანით, თუმცა ქვედა დისპლეი დაახლოებით ორჯერ პატარაა ზედა ეკრანთან შედარებით. შედეგად კლავიატურა ხელმისაწვდომია მუშაობის ნებისმიერ რეჟიმში. Envison Pro-ს შემთხვევაშიც შესაძლებელია ეკრანის აწევა თვალის სიმაღლეზე: ასეთ შემთხვევაში ქვედა სენსორული პანელი განთავსდება კუთხისებურად და მართვის დამატებით საშუალებას იძლევა. შესაძლებელია ცალკე კლავიატურის დაკავშირება და გამოყენება. სამწუხაროდ, Envision Duo და Envison Pro ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტებია. მათი ბაზარზე გამოსვლის გეგმა ამჟამად არ არსებობს. http://bit.ly/3bBizpd
-
Bitcoin-ის კურსის ვარდნის ფონზე ბევრს შეეცვალა განწყობა აქტივის მიმართ, თუმცა MicroStrategy-ის გენერალური დირექტორი მაიკლ სეილორი ოპტიმისტურად განწყობილი რჩება და პროგნოზირებს Bitcoin-ის, როგორც დაგროვების საშუალების, მასობრივ გამოყენებას. CNBC- სთან ინტერვიუში სეილორმა გამოხატა მოლოდინი, რომ საბოლოოდ 7-8 მილიარდ ადამიანს სმარტფონებში ექნება "ციფრული ოქროს ზოდი", რომელსაც ისინი დანაზოგის სახით გამოიყენებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში Twitter-ზე კრიპტოვალუტების სეგმენტში გარკვეული ნეგატიური განწყობები ვრცელდებოდა Bitcoin-თან დაკავშირებით, რისი მიზეზიც იყო მისი ფასის კლების ტენდენცია. გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა ბევრ პრობლემას ქმნის. იგი Bitcoin-ს მიიჩნევს უკიდურესად სპეკულაციურ აქტივად, თავად კრიპტოვალუტა მისი აზრით ძალზე არაეფექტურია ტრანზაქციების განსახორციელებლად. გარდა ამისა, ბილ გეითსმა აღნიშნა, რომ მას ნამდვილად არ სჯერა Bitcoin-ის ფასის ზრდის, ასევე აშფოთებს კურსის არასტაბილურობა და შეუქცევადი ანონიმური ტრანზაქციები. სეილორის თქმით ხალხმა არ იცის, რომ Bitcoin-ი თანასწორუფლებიანი, პროგრესული ტექნოლოგიაა. მან აღნიშნა, რომ აქტივმა 12 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი აშშ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწია, რაც აჭარბებს რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიის კაპიტალიზაციას, რომელთა მიღწევასაც უფრო დიდი დრო დასჭირდა. მისი აზრით, მსოფლიოს სჭირდება Bitcoin-ი და ელოდება, რომ ხუთი წლის განმავლობაში მილიარდი ადამიანი შეინახავს აქტივს დაზოგვის საშუალების სახით თავიანთ სმარტფონებში: „ისინი მოისურვებენ გამოიყენონ ისეთი რამ, როგორიცაა Bitcoin-ი. ამჟამად იგი არის დომინანტი ციფრული ვალუტის ქსელი“. http://bit.ly/2ZHusEo
-
ტექნოლოგიურმა გიგანტმა გააზიარა მომდევნო თაობის PlayStation VR სისტემისა და მისი გამოსვლის შესახებ ცნობები. Sony-მ გასულ წელს დააანონსა PlayStation 5 კონსოლი, ასევე მრავალი ახალი აქსესუარი, როგორებიცაა Pulse 3D უსადენო ყურსასმენი, დისტანციური მართვის პულტი PS5 Media Remote, DualSense დამტენი სადგური და HD კამერა. თუმცა იმ დროს ახალი VR სისტემა არ დაანონსებულა. Sony-მ განაცხადა, რომ მომდევნო თაობის VR სისტემა გამოჩნდება PlayStation 5-ში. ახალი სისტემა მომხმარებლებს უზრუნველყოფს წინა თაობის მოწყობილობებთან შედარებით უფრო მეტად შთამბეჭდავი გამოცდილებით. ახალ PlayStation VR-ს ექნება გაუმჯობესებული გრაფიკა და ხედვის კუთხე, ისევე როგორც მრავალი სხვა ფუნქცია. VR დაუკავშირდება PlayStation 5-ს ერთი სადენით, რაც ძალიან კარგია, რადგან ამჟამინდელი PS VR სისტემის დაყენება ადვილ ამოცანას არ წარმოადგენს. კიდევ ერთი სიახლე, რაც მომავალი თაობის VR სისტემას ექნება - ეს არის ახალი კონტროლერი. მოსალოდნელია, რომ მას ექნება იმერსიული ტაქტილური უკუკავშირი და PS5 კონტროლერის ანალოგიური ადაპტირებული ტრიგერები. Sony-მ ასევე აღნიშნა, რომ ახალი სისტემის შემუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და წელს არ უნდა ველოდოთ მის გამოსვლას. PlayStation 5-ის მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ PS VR ამჟამად არსებული სისტემა. ახალი კონსოლი თავსებადია PS VR ზოგიერთ თამაშთან, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებლებს დასჭირდებათ კამერის ახალი ადაპტერის შეძენა, რათა გამოიყენონ PS VR კონსოლ PS5-ზე. http://bit.ly/3bya5yT
-
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა დანერგეს ადამიანის ჩარევის გარეშე მარტივი თვითმფრინავების და რობოტების სრულად ავტომატიზირებული წარმოების კონცეფცია. მათ ქმნილებას LaserFactory ეწოდება და ის აერთიანებს 3D პრინტერისა და ამწყობი მექანიზმის პრინციპებს. რობოტის შექმნისას სისტემა თავად აწყობს კვანძებსა და ნაწილებს, ბეჭდავს მათი ელექტრონული მართვის სქემებს და ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს. ამჟამინდელ ვერსიაში LaserFactory-ს აქვს ერთი ფუნდამენტური შეზღუდვა: სისტემას შეუძლია შექმნას მხოლოდ ორგანზომილებიანი ფუძის მქონე რობოტები. სამომავლო დიზაინის კონტურები ასახულია პლასტმასის ფირფიტაზე, ნახაზის მიხედვით მზა კომპონენტები მოთავსებულია შესაბამის სივრცეებში, მაგალითად, ფრენის მართვის კონტროლერი და კვადროკოპტერის ძრავები. მათ შორის გადის საკონტროლო გამტარი არხები სიგნალების მართვისთვის, რომლებიც დამზადებულია თხევადი ვერცხლის შენადნობისგან. როდესაც ყველა დეტალი დამონტაჟდება, ლაზერი აცხელებს არხებს გამყარებამდე, შემდეგ კი პლასტმასის ფირფიტიდან გამოიჭრება მზა რობოტი. პროცესი არის სწრაფი, მარტივი და ეფექტური, დემო ვიდეოში ჩანს, რომ პატარა დრონმა ფრენა შეძლო აწყობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ეს არის მთავარი მომენტი - ტექნოლოგია გამიზნულია უმარტივესი რობოტების მასიური წარმოებისთვის, მაგალითად, საგანგებო ვითარების დროს შეიქმნება მფრინავი კამერების დაჯგუფება ვრცელი გარე ფართობის შესწავლის მიზნით, ასევე რობოტების ასაწყობად და ლაბორატორიებში მრავალი პროტოტიპის იაფად შესაქმნელად. შემდეგ ეტაპზე LaserFactory-ს შემქმნელებს სურთ მოამზადონ რთული დიზაინის სისტემა ამჯერად უკვე სამგანზომილებიანი ობიექტების წარმოებისთვის. ასევე აუცილებელია გაუმჯობესდეს დამაკავშირებელი არხების ბეჭდვის პროცესი და გახდეს ისინი უფრო თხელი, სქემების განლაგება კი - უფრო რთული, რათა შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ მარტივი, არამედ სხვადასხვა დანიშნულების მქონე მრავალფუნქციური ეფექტური რობოტების აწყობა. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3aOs9FP http://bit.ly/3aP85U4
