Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ინტერნეტ-გიგანტ Alibaba-ს მიერ მხარდაჭერილმა, ელექტრომობილების მწარმოებელმა Zhiji Auto-მ შექმნა აპლიკაცია, რომლის მეშვეობით მძღოლები შეძლებენ ციფრული ვალუტის გამომუშავებას გარკვეული კილომეტრაჟის დაფარვის შედეგად. ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ. IM Zhiji-ს აპლიკაცია განკუთვნილია მზადებაში არსებული IM ბრენდის ელექტრომობილების მფლობელებისთვის. მაინინგ-პულში შესასვლელად ავტომობილების მფლობელებმა უნდა შეიყვანონ ინფორმაცია თითოეულ გავლილ კილომეტრზე. ჯილდოს სახით ისინი მიიღებენ ციფრულ ვალუტა Stone-ს. თავდაპირველად კომპანია გეგმავს დღეში 114-ჯერ 500 მონეტის გამოშვებას. ლიკვიდურობის შენარჩუნებისთვის ემისია ორჯერ შემცირდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. აქტივის გაცვლა შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებზე ან კომპანიის სხვა სერვისებზე. როდესაც მანქანა გაივლის 5000 კმ-ს, მის მფლობელს შეეძლება შეიძინოს Lidar Fusion - ახალი თაობის ინტელექტუალური მართვის სისტემა მონეტებისთვის ან გაზარდოს ბატარეის სიმძლავრე 120 კვტ/სთ-მდე სამი წლის ექსპლუატაციის შემდეგ. ელექტრომობილი IM გაყიდვაში 2022 წელს გამოვა. მწარმოებლის თქმით, იგი Tesla-ს ღირსეული კონკურენტი უნდა გახდეს - მისი სვლის მარაგი 1000 კმ-ს აღწევს. ივნისის დასაწყისში კანადურმა მანქანათმშენებელმა კომპანია Daymak-მა განაცხადა, რომ უშვებს სამსაბურავიან ელექტრომობილ Spiritus-ს მაინინგის ფუნქციით. იმავე თვეში დაიწყო მან Bitcoin-ის, Ethereum-ის, Dogecoin-სა და სხვა კრიპტოვალუტების სატესტო მოპოვება პირდაპირ ეთერში. https://bit.ly/3ynYV9q
  2. Bloomberg-ის ცნობილი ჟურნალისტის მარკ გურმანის თქმით მრავალი წლის განმავლობაში პირველად Apple Watch-ის დიზაინში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ჟურნალისტის თქმით, Series 7 სმარტ-საათებს "ბრტყელი ეკრანები და კიდეები ექნება". theverge.com ცნობილია, რომ დისპლეები ოდნავ უფრო დიდი იქნება Series 6-ში გამოყენებულ დისპლეებთან შედარებით. შესაძლოა კორპუსის ზომაც უფრო დიდი იყოს, ვიდრე ადრე - ყოველი მოდელის ზომა იზრდება 1 მილიმეტრით, 41-45 მმ-მდე. გარდა ამისა, გურმანის თქმით, Apple წარადგენს მრავალრიცხოვან „სკინებს“ ეკრანებისთვის იმისთვის, რომ გაამართლოს მათი ზომაში გაზრდა. განახლებული დიზაინის გარდა Series 7 მოდელებს უფრო სწრაფი პროცესორები ექნება. სენსორების სისტემაში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, არ არის გამორიცხული, რომ Apple-მა შესაძლოა დაუმატოს სხეულის ტემპერატურის სენსორი ახალ მოდელებს. დიზაინის განახლება გახდება Apple-ის ციკლის გაგრძელება, რომელიც გულისხმობს სმარტ-საათების განახლებას ყოველ სამ წელიწადში, უფრო კონკრეტულად - უნდა შეიქმნას ამგვარი განახლების ტრენდი. პირველად და უკანასკნელად Apple-მა შეცვალა Apple Watch Series 4-ის კორპუსის დიზაინი, ძირითადი ელემენტები შენარჩუნდა მეექვსე სერიამდე. კომპანია ახალ სმარტ-საათებს ტრადიციულად სექტემბერში აანონსებს, ამიტომ ახალი სმარტ-საათის რელიზამდე სულ ცოტა დრო დარჩა. გასულ წელს Series 6 და SE სერიის სმარტ-საათების პრემიერა გახდა სექტემბრის მთავარი ღონისძიება, iPhone 12-ის წარდგენა კი ოქტომბერში შედგა. https://bit.ly/3ynN8rK
  3. ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Lenovo ამზადებს პორტატულ კომპიუტერ Yoga Slim 7 Pro-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება Cezanne სერიის ახალ პროცესორ AMD Ryzen 5000HS Creator Edition-ით. კერძოდ, მოხსენიებულ იქნა ორი ჩიპი - AMD Ryzen 7 5800HS Creator Edition და Ryzen 9 5900HS Creator Edition. ორივე მათგანს აქვს 8 ბირთვი ინსტრუქციის ერთდროულად 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. TDP-ის დონე 35 ვატს შეადგენს. მესამე დონის ქეშის მოცულობაა 16 მბ. Ryzen 7 5800HS და Ryzen 9 5900HS ჩიპებთან შედარებით Creator Edition ვერსიები ხასიათდება გაზრდილი საბაზისო სიხშირეებით. ორი პროცესორიდან პირველი მათგანის სიხშირე 2.8 გჰც-დან გაზრდილია 3.2 გჰც-მდე, მეორე მათგანისა - 3.0-დან 3.3 გჰც-მდე. ამასთან მაქსიმალური სიხშირე ტურბო-რეჟიმში უცვლელი დარჩა - 4.4 და 4.6 გჰც, შესაბამისად. tomshardware.com ცნობილია, რომ პორტატული კომპიუტერი Yoga Slim 7 Pro კონტენტის შემქმნელებისთვისაა განკუთვნილი. მომხმარებლები შეძლებენ არჩევანის გაკეთებას 2.8K (2880 × 1800 პიქსელი) და 2.2K (2240 × 1400 პიქსელი) დისპლეების მქონე მოდიფიკაციებს შორის. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტამდეა, მყარი დისკის მოცულობა - 1 ტბ-მდე. გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX450.  https://bit.ly/3gL7zc6
  4. აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ (SEC) დადო ხელშეკრულება ანალიტიკურ კომპანია AnChain.AI-სთან დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორის მონიტორინგისა და რეგულირების მიზნით, აცხადებს Forbes. კონტრაქტის საწყისი თანხა 125 ათას აშშ დოლარს შეადგენს. აგრეთვე გათვალისწინებულია თითოეული 125 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხუთი ცალეკული წლიური ოფციონი, ჯამური თანხა 625 ათას აშშ დოლარს შეადგენს. „SEC მეტად დაინტერესებულია იმის გაგებით, თუ რა ხდება სმარტ-კონტრაქტების საფუძველზე არსებული ციფრული აქტივების სამყაროში. ამიტომ ჩვენ მას წარვუდგენთ სმარტ-კონტრაქტების ანალიზისა და თვალყურის დევნებისთვის საჭირო ტექნოლოგიას“ - განმარტა AnChain.AI-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვიქტორ ფანგმა. ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სფეროებში მოქმედი სტარტაპი სპეციალიზებულია კრიპტო ბირჟებზე, DeFi-პროტოკოლებსა და ტრადიციულ ფინანსურ დაწესებულებებში უკანონო ტრანზაქციების გამორკვევაზე. DeFi-პროექტებში ტოკენების ჯამური კაპიტალიზაცია 122 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს (CoinGecko-ს თანახმად), უმსხვილეს დეცენტრალიზებულ ბირჟა Uniswap-ზე ვაჭრობის დღიური მოცულობა კი 1.8 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. ბევრ გარიგებაში მონაწილეობს მონეტები, რომლებიც შესაძლოა კვალიფიცირდებოდეს როგორც ფასიანი ქაღალდები, თავად სავაჭრო პლატფორმები კი ხდება სულ უფრო რთული, - აღნიშნა ფანგმა. რეალურად Uniswap წარმოადგენს „30 ათასი ცალკეული სმარტ-კონტრაქტების მიქსს, რომლებიც ასრულებენ კიდეც ტოკენების ფაქტობრივ გაცვლას“ - განაცხადა მან. აგვისტოს დასაწყისში SEC-ის ხელმძღვანელმა გარი გენსლერმა გაფრთხილება გასცა DeFi რეგულაციის გაძლიერების შესახებ. მოგვიანებით მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტების დეცენტრალიზებული ხასიათი არ იძლევა იმუნიტეტს სააგენტოს ზედამხედველობისგან. შეგახსენებთ, ადრე SEC-ის კომისარმა ჰესტერ პირსმა მოსაზრება გამოთქვა, რომ გაშვების მომენტიდან მხოლოდ სრული დეცენტრალიზაცია არის DeFi პროექტების ერთადერთი იმედი, რომ თავიდან აიცილონ რეგულირება. https://bit.ly/3Dr8xUG
  5. ცნობილმა ინსაიდერმა Kopite7kimi-მ ყურადღება გაამახვილა NVIDIA-ს მიერ ახალი თაობის გრაფიკული მოწყობილობების მომზადების თემაზე, რომელთა პირობითი დასახელებაა Ada Lovelace. წყაროს თანახმად ისინი გამოჩნდება მოსალოდნელზე ცოტა ადრე და წარმოებული იქნება TSMC-ის მიერ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. Ampere არქიტექტურაზე დამყარებული ამჟამინდელი პროდუქტები წარმოების ადგილის მხრივ შემდეგნაირადაა განაწილებული: სერვერულ ამაჩქარებლებს აწარმოებს TSMC 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, გეიმინგ დაფებს კი 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით უშვებს კომპანია Samsung. NVIDIA-ს გეიმინგ პროდუქტების დაბრუნება TSMC-ის კონვეირზე შესაძლოა ერთი მხრივ იყოს იმის მანიშნებელი, რომ NVIDIA უკმაყოფილოა Samsung-თან თანამშრომლობით, მეორე მხრივ კი შესაძლოა TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია უბრალოდ ბანალურად შეესაბამებოდეს NVIDIA-ს მოთხოვნილებას. ფოტოს წყარო: Twitter, Greymon55 კიდევ ერთი მედია ინსაიდერი ამტკიცებს, რომ Ada Lovelace გრაფიკული პროცესორების გამოშვება მომდევნო წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება. https://bit.ly/3ymw59j
  6. პოპულარულ ტესტ Geekbench-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Microsoft-ის ახალი პლანშეტის შესახებ, რომელიც Surface Go 2 მოდელს ჩაანაცვლებს. ფოტოზე: Microsoft Surface Go 2 სამომავლო მოწყობილობა ფიგურირებს კოდური დასახელებით OEMAL. კომერციულ ბაზარზე პლანშეტი სავარაუდოდ გამოვა სახელწოდებით Surface Go 3. ბენჩმარკზე გამოჩნდა ორი მოდიფიკაცია აპარატულ პლატფორმაზე Intel Amber Lake Y. კერძოდ, გაიტესტა ვერსიები პროცესორებით Pentium Gold 6500Y და Core i3-10100Y. ამ ჩიპებს აქვთ ორი ბირთვი მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერით და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD Graphics 615. პირველ შემთხვევაში ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.1-3.4 გჰც-ს, მეორე შემთხვევაში - 1.3-3.9 გჰც-ს. TDP-ის დონე მხოლოდ 5 ვატს შეადგენს. Geekbench ორი მოდელიდან უმცროს ვარიანტს აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, უფროს მოდიფიკაციას - 8 გბ. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro (64-bit). Surface Go 3-ს ოფიციალური პრეზენტაცია მოსალოდნელია Microsoft-ის ღონისძიებაზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. არაოფიციალური ცნობებით, ამავე ღონისძიებაზე უნდა დაანონსდეს დასაკეცი სმარტფონი Microsoft Surface Duo 2 ახალი კამერით, აგრეთვე ჰიბრიდული ლეპტოპი Microsoft Surface Book 4. თავად ტექნოლოგიური გიგანტი რედმონდიდან ინტერნეტში გავრცელებულ ცნობებზე კომენტარებს არ აკეთებს. https://bit.ly/3zujHW6
  7. Avanti იყო პირველი კრიპტო ბანკი, რომელმაც განაცხადი შეიტანა აშშ-ის ფედერალური რეზერევების სისტემის წევრობაზე. ამის შესახებ განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ქეითლინ ლონგმა. Avanti-ში აღნიშნეს, რომ ახალი განაცხადი განსხვავდება წინა თხოვნისგან, რომ კომპანიას წვდომა მიეცეს ფედერალური სარეზერვო სისტემის საგადახდო სისტემაზე master account-ის მეშვეობით. ეს თხოვნა შეტანილი იქნა 2020 წლის ოქტომბერში და ამ დრომდე განხილვაში იმყოფება. „Avanti ზუსტად შეესაბამება წევრობისა და საგადახდო სისტემაზე წვდომის მოთხოვნებს. ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მონაწილეობის განაცხადის შეტანით კომპანია იღებს იმას, რაც უკვე არაოფიციალურად არის მიღებული, კერძოდ იმავე კაპიტალის რეგულირებას, შესაბამისობას და ზედამხედველობის ექსპერტიზის სტანდარტებს, რაც ვრცელდება ტრადიციულ ბანკებზე. მიმართვის დამტკიცებით ფედერალური ბანკი გახსნის წვდომას რეგულაციებსა და ციფრული აქტივების ინდუსტრიის სხვა უფლებამოსილ პირებზე, ” - ნათქვამია პრეს-რელიზში. კომპანიამ განაცხადი შეავსო 2021 წლის 5 აგვისტოს, მაგრამ განცხადება გააკეთა მხოლოდ გასულ შაბათს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა The Wall Street Journal-ში. გაზეთმა აღნიშნა ბანკის ლობისტების ძალისხმევა, რომლებიც ცდილობენ ციფრული აქტივების კომპანიების დაბლოკვას გადახდის სერვისებზე პირდაპირი წვდომისგან. ამჟამად ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა Avanti და Kraken, თანამშრომლობა უწევთ ტრადიციულ ბანკებთან, რომლებიც მასტერ-ანგარიშებს ფლობენ ფედერალურ სარეზერვო სისტემაში. საბანკო ინდუსტრიის ზოგი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კრიპტო ინდუსტრია ძალიან ახალგაზრდაა და მისი მონაწილეები ვერ აკმაყოფილებენ ფულის გათეთრებისა და სხვა უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუციელებელ სტანდარტებს. „გონივრულია იმის მოლოდინი, რომ ასეთი განმცხადებლები წარმოადგენენ გაზრდილ რისკებს ფულის გათეთრების, კიბერუსაფრთხოების, მომხმარებელთა და რესურსების დაცვის, ასევე საიმედოობის თვალსაზრისით", - ნათქვამია საბანკო პოლიტიკის ინსტიტუტის წერილში, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის მსხვილი საკრედიტო ორგანიზაციების ინტერესს. ქეითლინ ლონგმა ბანკების პოზიციას ფარისევლური უწოდა. მისი თქმით, ინდუსტრიის ლობისტები „დაუღალავად იმეორებენ, რომ კრიპტო კომპანიები უფრო მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდნენ, ვიდრე ტრადიციული ბანკები“, თუმცა ეს უკანასკნელნი თავად სთავაზობენ მომხმარებლებს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ სერვისებს. ადრე ლონგმა ფედერალური რეზერვების სისტემა გააკრიტიკა კრიპტო კომპანიების მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაში. მისი აზრით გადახდის სერვისებზე პირდაპირი წვდომის უარყოფით მარეგულირებელი ორგანო ინდუსტრიის მონაწილეების საბანკო სისტემისგან გათიშვის რისკებს ქმნის. 2020 წლის ნოემბერში შტატ ვაიომინგის საბანკო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა Avanti-ს წესდება და ბიზნეს-გეგმა, რითაც მას ოფიციალური საფინანსო ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა. https://bit.ly/3gICmWT
  8. დისკრეტული გეიმინგ ვიდეო დაფა Intel Arc Alchemist-ის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი იქნება ინტელექტუალური მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS-ის (Xe Super Sampling) მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია ორჯერ გაზარდოს წარმადობა მაღალ გაფართოებაზე გამოსახულების ხარისხის თვალსაჩინო დაკარგვის გარეშე. იგი NVIDIA DLSS-ისა და AMD FidelityFX Super Resolution-ის ერთგვარი ანალოგი იქნება. როგორც ცნობილია, ზოგიერთ GeForce და Radeon ვიდეო დაფასაც ექნება XeSS ტექნოლოგიის მხარდაჭერა. Xe-HPG არქიტექტურაზე აგებულ Intel Arc Alchemist ვიდეო დაფაში XeSS ტექნოლოგია გამოიყენებს გრაფიკული ბირთვის შემადგენლობაში არსებულ მატრიცულ XMX-ძრავებს. ისინი შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების აჩქარებას და სწორედ მათ გამომთვლელ შესაძლებლობებზეა დაფუძნებული XeSS-ის ფუნქციონირება. სხვა გრაფიკული არქიტექტურის მქონე გრაფიკულ დაფებში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დაჩქარების ოპერაციები გადაეცემა DP4a ინსტრუქციის ნაკრებებს. ეს ინსტრუქციები გამოიყენება 8-ბიტიანი მთელი რიცხვების გამრავლებისა და 32-ბიტიანზე გადაყვანისთვის, რის შემდეგაც ისინი დამუშავდება გრაფიკული ბირთვის გამომთვლელი ბლოკების (ALU) მიერ. გარდა ამისა, DP4a ინსტრუქციები გამოიყენება ისეთი ოპერაციების დასაჩქარებლად, რომლებიც არ საჭიროებენ მაღალ სიზუსტეს, მაგალითად ღრმა სწავლებასთან დაკავშირებული ოპერაციების. ძველი GPU-ებისგან განსხვავებით, Microsoft Shader Model 6.4 სტანდარტის ყველა თანამედროვე გრაფიკულ პროცესორს აქვს DP4a ინსტრუქციის მხარდაჭერა. პორტალ ComputerBase-თან საუბრისას კომპანია AMD-მ დაადასტურა, რომ RDNA 2 არქიტექტურის მქონე მის ვიდეო დაფებში მხარდაჭერილია DP4a ინსტრუქციები. მხარდაჭერა რეალიზებულია ტექნოლოგია Rapid Packed Math-ის მეშვეობით, რომელიც თავდაპირველად გამოჩნდა Radeon RX Vega ვიდეო დაფებში, გრაფიკულ ბარათებს საშუალებას აძლევს უფრო ხშირად გამოიყენონ ნახევრად ზუსტი (FP16) გამოთვლები გამოსახულების ხარისხის დაკარგვის გარეშე. საინტერესოა, რომ Vega-ს არ აქვს DP4a ინსტრუქციების მხარდაჭერა. კომპანიამ აღნიშნა, რომ მასთან იმუშავებს მხოლოდ Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფები. თუმცა AMD-მ დაადასტურა, რომ ძველმა GPU-ებმა თეორიულად შესაძლოა იმუშაონ DP4a-სთან უფრო ნელი ერთჯერადი (FP32) და ნახევრად ზუსტი (FP16) გამოთვლების პირობებში. ფოტოს წყარო: PCGamer რაც შეეხება GeForce ვიდეო დაფებს, Ampere და Turing არქიტექტურაზე დამყარებულ მოწყობილობებსაც აქვთ DP4a ინსტრუქციების მხარდაჭერა. უფრო მეტიც, მათი მხარდაჭერა Pascal თაობის ვიდეო დაფებსაც აქვს. ეს ეს შესაძლოა შესანიშნავი სიახლე იყოს მე-10 სერიის GeForce GTX მოდელების მფლობელებისთვის, რადგანაც მათ არ გააჩნიათ DLSS ტექნოლოგიის მხარდაჭერა - იგი მხარდაჭერილია მხოლოდ 20-სერიის GeForce RTX და 30-სერიის GeForce RTX დაფებში. https://bit.ly/3yoVZJF
      • 1
      • Upvote
  9. კომპანია ASUS-მა წარადგინა თეთრი ფერის ოთხი მოწყობილობა Moonlight White სერიაში: კლავიატურა ROG Strix Scope NX TKL Moonlight White, მაუსი ROG Strix Impact II Moonlight White, აგრეთვე ყურსასმენები ROG Strix Go Core Moonlight White და ROG Cetra II Core Moonlight White. ფოტოების წყარო: ASUS კლავიატურა ROG Strix Scope NX TKL Moonlight White-ს კომპაქტური დიზაინი აქვს: მას არ გააჩნია ციფრული ღილაკების ბლოკი მარჯვენა ნაწილში. გამოიყენება მექანიკური გადამრთველები ROG NX Mechanical Switch. რეალიზებულია ღილაკების ინდივიდუალური განათება, კომპიუტერთან დაკავშირებისთვის კი განკუთვნილია USB 2.0 პორტი. ფუნქციები Anti-Ghosting და N-Key Rollover საშუალებას იძლევა კორექტულად მოხდეს ერთდროულად რამდენიმე ღილაკზე დაჭერის ამოცნობა. ROG Strix Impact II Moonlight White აღჭურვილია 6200 DPI ოპტიკური სენსორით. Omron-ის ძირითადი გადამრთველები გათვლილია 50 მილიონი ოპერაციისთვის. დანერგილია საფირმო ფერადი განათება ASUS Aura RGB. კავშირის ინტერფეისია USB. ჰედსეტი ROG Strix Go Core Moonlight White-ს 40-მილიმეტრიანი გამომსხივებელი აქვს ნეოდიმური მაგნიტებით, ხელმისაწვდომია მიკროფონი რეგულირებად ღერძზე. 3.5-მილიმეტრიანი კონექტორის წყალობით მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია კომპიუტერთან, გეიმინგ კონსოლებსა და მობილურ გაჯეტებთან. და ბოლოს, ყურსასმენ ROG Cetra II Core Moonlight White-ს “in ear” ტიპის კონსტრუქცია აქვს, მისი გამომსხივებლები 9.4-მილიმეტრიანია და სიხშირის დიაპაზონია 20-დან 40 კჰც-მდე. დაკავშირებისთვის განკუთვნილია 3.5-მილიმეტრიანი დამაკავშირებელი. https://bit.ly/3Bm2yP7
  10. ტაივანური რესურსი DigiTimes მიმდინარე კვირაში საუბრობდა TSMC-ის სერვისებზე ფასების შერჩევით და ეტაპობრივ ზრდაზე 10-დან 20%-მდე, თუმცა მაინინგ ჩიპების ცნობილმა მწარმოებელმა Bitmain-მა ჩინური სოციალური ქსელის გვერდების მეშვეობით ისაუბრა ფასების უფრო ულტიმატუმის მსგავს მატებაზე. წყაროს განცხადების თანახმად 25 აგვისტოს TSMC-მ თავის ყველა მომხმარებელს აცნობა, რომ მის მომსახურებაზე ფასები 20%-ით იზრდება ტექნოპროცესების სრულ ასორტიმენტზე და ფასის მატება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. თავად Bitmain ისტორიულად დაინტერესებული იყო წვდომა მიეღო TSMC-ის მოწინავე ტექნოპროცესებზე, რადგანაც ისინი საშუალებას იძლეოდა ენერგომოხმარების დონე გონივრულ საზღვრებში შენარჩუნებულიყო გამოშვებულ ASIC-მაინერებში. Bitmain-ისთვის ძირითად პრობლემად რჩება არა ფასების მატება TSMC-ის მომსახურებაზე, არამედ მისი პროდუქციის გამოშვებაზე შეზღუდული კვოტები, რადგანაც ტაივანური მწარმოებელი კომპანიის კონვეირზე ადგილის მოპოვებისთვის კონკურენცია ძალიან მაღალია. https://bit.ly/3BlIDjn
  11. ღონისძიება Smarter Living 2022-ზე Xiaomi-მ წარადგინა Mi Notebook Pro და Mi Notebook Ultra. ეს ლეპტოპები მიმდინარე წელს გამოშვებული RedmiBook Pro 14-სა და RedmiBook Pro 15-ს მსგავსია. მოწყობილობების კორპუსი ალუმინის შენადნობითაა დამზადებული. Pro მოდელი იწონის 1.46 კგ-ს და მისი სისქეა 17.3 მმ, Ultra მოდელის მონაცემები კი არის 1.79 კგ წონა და 17.9 მმ სისქე. ორივე ლეპტოპი სამ ვარიანტად გამოვა. საბაზისო ვერსია აღჭურვილია მე-11 თაობის Intel Core i5-11300H პროცესორით, აქვს 8 გბ DDR4 3200 მჰც ოპერატიული მეხსიერება და 512Gb NVMe SSD. საშუალო ვერსიას იგივე კონფიგურაციაა გააჩნია, თუმცა ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტია. ტოპ ვარიანტს ექნება უფრო მძლავრი პროცესორი Core i7-11370H (მე-11 თაობა) და იმავე მოცულობის ოპერატიული მეხსიერება და SSD, რაც საშუალო მოდიფიკაციას. წარმოდგენილ ორ ლეპტოპს შორის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს დისპლეისა და ბატარეაში. Pro მოდელს აქვს 14-დუიმიანი LCD-დისპლეი გაფართოებით 2560 x 1600 პიქსელი, 215 PPI, გვერდების შეფარდება - 16:10. მხარდაჭერილია 100%-იანი sRGB ფერთა გამა, სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 ნიტი. ხელმისაწვდომია TÜV Rheinland ლურჯი გამოსხივების დაბალი დონე. Ultra მოდელის დისპლეის ზომა 15.6 დუიმია, გაფართოება შეადგენს 3.2K-ს (3200 x 2000 პიქსელი), გააჩნია 242 PPI და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. პორტებს რაც შეეხება, ლეპტოპებზე ხელმისაწვდომია 1 x USB Type-C, 1 x Thunderbolt 4, 1 x USB 3.2 Gen 1 Type-A, 1 x USB 2.0 Type-A, 1 x HDMI და 1 x 3.5 მმ აუდიო კონექტორი. დაკავშირებისთვის გამოიყენება Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1.  გარდა ამისა, ლეპტოპებს აქვთ სამდონიანი კლავიატურა განათებით, 1.3 მმ სვლისა და სპეციალური მაკრო-ღილაკებით. მოწყობილობებში გამოყენებულია ორი 2-ვატიანი სტერეოდინამიკი DTS Audio-ს მხარდაჭერით. სხვა მახასიათებლებში შედის HD 720p ვებ-კამერა და თითის ანაბეჭდის სკანერი Windows Hello-ს მხარდაჭერით. პროგრამულ უზრუნველყოფას რაც შეეხება, ლეპტოპები მუშაობენ Microsoft Windows 10-ზე, მოწყობილობებში წინასწარ დაყენებულია Microsoft Office 2019 და Mi SmartShare. შემდგომში შესაძლებელი იქნება განახლება Windows 11-მდე. და ბოლო, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი: ორ კომპიუტერს აქვს 65-ვატიანი fast charge-ის მხარდაჭერა, Pro მოდელს კი 56-ვატიანი ბატარეა აქვს. https://bit.ly/3mBvbDL
  12. გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების მიზნით მანქანათმშენებელი კომპანიები ერთი მეორეს მიყოლებით ასახელებენ შიდაწვის ძრავზე უარის თქმისა და ელექტროძრავებზე გადასვლის თარიღებს. ზოგიერთი ლუქს-ბრენდი მზადაა მსგავსი რამ 2030 წლამდე განახორციელოს, მასობრივი ბრენდები ხსენებული დროისთვის ელექტროძრავებზე პროდუქციის მხოლოდ ნაწილს გადაიყვანენ. Audi მზადაა შიდაწვის ძრავებზე უარი თქვას 2033 წლისთვის, დაახლოებით ასევე მოიქცევა Nissan-იც. ფოტოს წყარო: Electrek, Audi ორივე კომპანია მიმდინარე კვირაში შესაბამისი პრეს-რელიზებით წარდგა. კომპანია Nissan Motor ერთ-ერთი პირველია მსუბუქი ელექტრომობილების წარმოების სეგმენტში. მისი ბესთსელერი Nissan Leaf ბაზარზე ჯერ კიდევ 2010 წელს გამოვიდა და Tesla Model 3-ის გამოჩენამდე ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი მოხმარების ელექტრომობილი იყო. სამწუხაროდ, ფინანსურმა პრობლემებმა კომპანიას ხელი შეუშალა ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილების ასორტიმენტის გაფართოებაში, თუმცა Leaf-მა რამდენჯერმე განახლება მოასწრო. ამჟამად სერიოზული ფსონი იდება ელექტრო კროსოვერ Ariya-ზე, რომლის დებიუტი შეფერხდა კომპონენტების მიწოდების ხარვეზის გამო. როგორც პრეს-რელიზში აღინიშნა, Nissan აპირებს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში თავისი ყველა მსუბუქი მოდელი ელექტროძრავზე გადაიყვანოს ისეთ ძირითად ბაზრებზე, როგორებიცაა იაპონია, ჩინეთი, აშშ და ევროპა. აღსანიშნავია, რომ ეს ფორმულირება არ ნიშნავს Nissan-ის მკაცრ ვალდებულებებს - კომპანია უბრალოდ გვიზიარებს გეგმებს. კონცერნ Volkswagen-ში შემავალმა Audi-მ უკვე განაცხადა, რომ წყვეტს შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი მოდელების შემუშავებას. კომპანიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ავტომობილების წარმოებას სრულიად შეწყვეტს 2033 წლისთვის. რა საკვირველია, კომპანია შეინარჩუნებს შიდაწვის ძრავზე მოქმედი ავტომობილების საგარანტიო ვალდებულებებსა და მომსახურების სერვისებს მათი ექსპლუატაციის სრული ვადის განმავლობაში. 2025 წლისთვის პროგრამული პლატფორმა E3 2.0 მოიცავს Volkswagen-ის ყველა ავტომობილს, უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ქლაუდ-სერვისებით და მმართველი პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარულ განახლებას. https://bit.ly/3kw1ZLI
  13. ბოლო გადაანგარიშების შედეგების თანახმად პირველი კრიპტოვალუტის მოპოვების სირთულე გაიზარდა 13.24%-ით და შეადგინა 17.62 Т. წყარო: BTC.com აგვისტოს შუა რიცხვებში ციფრული ოქროს მოპოვების სირთულე 7.31%-ით გაიზარდა. ივლისის ბოლოს მაჩვენებელი პირველად გაიზარდა ორთვიანი პერიოდის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც მაისში პიკს მიაღწია, ის მუდმივად მცირდებოდა. Bitcoin-ის მოპოვების სირთულე განუყოფელად არის დაკავშირებული მისი ქსელის ჰეშრეითის მაჩვენებელთან, რომელიც შვიდდღიანი ცვლადი შუალედის გრაფიკის მიხედვით ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა. მაჩვენებელმა მიაღწია 112 EH/წმ-ს, რაც გაცილებით დაბალია მაისის მაქსიმუალურ 180 EH/s-ზე. Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეითის დინამიკა. წყარო: glassnode. 2021 წლის მეორე კვარტალში მაინინგ კომპანია BIT Mining Limited-ის შემოსავალი გაიზარდა 147-ჯერ, ხოლო Riot Blockchain-მა Bitcoin-ის მოპოვება 38%-ით გაზარდა იმავე პერიოდში. https://bit.ly/3yhxDBq
  14. CFRA-ს ანალიტიკოსებმა სცადეს დაედგინათ ვინ ისარგებლებს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაძაბულობით. ანალიტიკური ჩანაწერის ავტორების აზრით Intel-მა თავისი IDM 2.0 პროგრამით დროული გადაწყვეტილება მიიღო ნახევარგამტარი ჩიპების საკონტრაქტო წარმოების ბიზნესის განვითარებისათვის. დასავლურ ქვეყნებს ურჩევნიათ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება ჩინეთსა და მის მეზობელ ტაივანზე, შესაბამისად, დიდი ალბათობით მოისურვებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შეკვეთების კორპორაცია Intel-ის ობიექტებზე გადატანას, რომლებიც განთავსდება ზემოთხსენებული რეგიონის ფარგლებს გარეთ. დაახლოებით 2023 წლის შემდეგ Intel-ის ბიზნესის ეს ხაზი კარგი ტემპით განვითარდება. მეხსიერების მიკროსქემების დასავლური მწარმოებლებისთვის ჩინეთის სწრაფვა - შეიძინოს ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა - კარგს არაფერს მოასწავებს: ჩინური კომპანიები კარგად ვითარდებიან, ორიენტირდებიან შიდა ბაზრის საკმაოდ მოწინავე პროდუქტებით მომარაგებაზე. პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში HP და Dell დაკარგავენ პოზიციებს ჩინეთის ბაზარზე და პოზიციას ჩინურ Lenovo-ს დაუთმობენ, რომელიც ამჟამად უკვე მსოფლიო ლიდერია. კომპანია Apple, როგორც პროგნოზის ავტორები აღნიშნავენ, ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩინეთის ძვირადღირებული სმარტფონების ბაზარზე ლოკალური ბრენდების დიდი პოპულარობის გათვალისწინებითაც კი. https://bit.ly/3kuZVns
  15. Xiaomi-მ წარადგინა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიში და აღნიშნა შემოსავლის 64%-ით ზრდა, აგრეთვე განაცხადა, რომ შეიძინა კომპანია Deepmotion, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილებისთვის განკუთვნილი ავტოპილოტირების ტექნოლოგიების შექმნაზე. Xiaomi-მ სტარტაპი 77.37 მლნ აშშ დოლარად შეიძინა. ეს შენაძენი ჩინურ კომპანიას საშუალებას მისცემს გააძლიეროს პოზიცია უპილოტო ავტომობილების სფეროში, რომლის მიმართ იგი ბოლო დროს დიდ ინტერესს ამჟღავნებს. მარტში Xiaomi-მ განაცხადა, რომ აპირებს 10 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვას ელექტრომობილების ბაზარზე შესვლისთვის. დღესდღეობით ჯერ არ გახმაურებულა რაიმე დეტალი ამ გეგმასთან დაკავშირებით, თუმცა ცნობილია, რომ კომპანია აქტიურად აგროვებს ხსენებული სფეროს სპეციალისტებს. Xiaomi აგრეთვე მოლაპარაკებებს აწარმოებს ავტოინდუსტრიის ბევრ მონაწილესთან, მაგრამ ამ მიმართულებით ხელმძღვანელობისგან არაფერი კონკრეტდება. ფინანსურ ანგარიშს რაც შეეხება, Xiaomi-ს გაყიდვების მოცულობამ მეორე კვარტალში მიაღწია 13.56 მლრდ აშშ დოლარს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 8.27 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსების პროგნოზი 13.05 მლრდ აშშ დოლარი იყო. ამასთან, წმინდა მოგებამ შეადგინა 0.98 მლრდ აშშ დოლარი, მისმა ზრდამ - 87.4% გასული წლის ამავე კვარტალთან შედარებით და ეს შედეგი ანალიტიკოსების პროგნოზებს აღემატება. ასეთი შთამბეჭდავი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა აშშ-ის მიერ Huawei Technologies-ისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, რამაც ხელი შეუწყო Xiaomi-ს სმარტფონების მწარმოებელ ქვეგანყოფილებას, აგრეთვე დაეხმარა Oppo-სა და Vivo-ს საბაზრო წილის გაზრდაში. Canalys-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Xiaomi-ს წილი სმარტფონების გლობალურ ბაზარზე გაიზარდა 83%-ით მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კომპანიამ გამოუშვა 52.8 მილიონი სმარტფონი, გადააჭარბა Apple-ს და გახდა მსოფლიოში სიდიდით მეორე მწარმოებელი Samsung-ის შემდეგ. თუ ჩავთვლით მხოლოდ ივნისის მიწოდებებს, მაშინ Xiaomi გახდა მსოფლიო ლიდერი ზოგადად. თუმცა ჩინეთის ბაზარზე კომპანია კვლავ ჩამორჩება Oppo-ს და Vivo-ს მიწოდების მოცულობის თვალსაზრისით. კომპანიის შემოსავლის უმეტესი ნაწილი მოდის მობილური ტელეფონებიდან, ხოლო შემოსავლის სხვა წყაროებია ონლაინ რეკლამა და სხვა სამომხმარებლო პროდუქტები. Xiaomi-ს ინტერნეტ სერვისების ბიზნესმა, რომელსაც შემოსავალი აპლიკაციების შიდა რეკლამებიდან მოაქვს, ასევე დააფიქსირა 19.1%-იანი წლიური ზრდა. https://bit.ly/3mtXe8d
  16. Deloitte-ის მიერ გამოკითხული ფინანსური მომსახურების ინდუსტრიის 1280-დან 1037 ხელმძღვანელი პირი შეთანხმდა, რომ ბლოკჩეინი გახდა მეინსტრიმი. შემდგომი პროგრესის მთავარ დაბრკოლებად რესპონდენტებმა დაასახელეს კიბერუსაფრთხოების საკითხები. ბლოკჩეინის თემაზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორის გლობალურ კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის მენეჯერებმა ბრაზილიიდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, ჰონგკონგიდან, სინგაპურიდან, სამხრეთ აფრიკიდან, არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან. გამოკითხვა ჩატარდა 24 მარტიდან 10 აპრილამდე პერიოდში. გამოკითხვისთვის შეირჩა რესპონდენტები, რომლებიც ფლობენ წარმოდგენას ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე, ან უკვე განახორციელეს ტექნოლოგიის ინტეგრაცია თავიანთ ბიზნესში. გამოკითხულთა 73%-მა აღიარა, რომ ჩამორჩებოდნენ კონკურენტებს DLT-ის დანერგვაზე უარის თქმის შემთხვევაში. მათ შორის, ვინც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს, მხოლოდ 3%-ს ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეთი პროგრამები მათ ბაზრის წილის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა. წყარო: Deloitte. რესპონდენტებმა ყველაზე მიმზიდველ ნიშად დაასახელეს კასტოდიალური (სამეურვეო) საცავები (45%), საანგარიშსწორებო სერვისები (42%), დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელები (41%), DeFi-ზე წვდომის უზრუნველყოფა (39%) და აქტივების ტოკენიზაცია (39%). ტექნოლოგიის სამომავლო დანერგვა-გავრცელებისთვის არსებულ ბარიერებს შორის კიბერუსაფრთხოების საკითხების პარალელურად კვლევის მონაწილეებმა დაასახელეს მარეგულირებელი ბარიერები (63%) და მოძველებული ფინანსური ინფრასტუქტურა (62%). ”2020 წელს ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი ცვლილება ციფრული აქტივების საფუძველზე ახალი ბიზნეს-მოდელების მიღებაში. უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ საბანკო საქმიანობის საფუძვლები მორალურად მოძველებულია. ფინანსური მომსახურების მოთამაშეებმა უნდა შეიცვალონ პოზიცია და იპოვონ ინოვაციური გზები ეკონომიკური ზრდის შესაქმნელად, ” - განაცხადა Deloitte-ს სპიკერმა ლინდა პავჩუკმა. Crunchbase-ის თანახმად 2021 წელს კრიპტოკომპანიებზე მოდიოდა გლობალური ვენჩურული ინვესტიციების 3%. ადრე The Block-ის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს დაფინანსების მოცულობა ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში მეორე კვარტლის შეჯამებით. მათი შეფასების თანახმად მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა და მიაღწია რეკორდულ 6.2 მლრდ აშშ დოლარიან მაჩვენებელს. https://bit.ly/2Wn51cE
  17. კორპორაცია IBM-მა ისაუბრა მომდევნო თაობის ჩიპ Telum-ზე, რომელიც შევა Z პროცესორების სერიაში. ჩიპი Telum გამოირჩევა სრულიად ახალი არქიტექტურით, რომელიც ორიენტირებულია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანების აჩქარებაზე. IBM-ის განცხადებით ოპტიმიზებული Z ბირთვი ახალი ქეშ-მეხსიერებითა და მრავალჩიპიანი იერარქიით საშუალებას იძლევა წარმადობა ერთ სოკეტზე 40%-ზე მეტით გაიზარდოს. ჩიპი Telum შედგება 8 ბირთვისგან მეორე დონის ქეშით. მას აქვს SMT2 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ჩიპზე 16 ნაკადს იძლევა. მაქსიმალურ კონფიგურაციაში მოცემულია 32 ბირთვი და 64 ნაკადი. პროცესორის ტაქტის სიხშირე შეადგენს 5 გჰც-ზე მეტს, ამავე დროს L2 ქეშის მოცულობაა 32 მბ და დაყოვნება - დაახლოებით 3.8 ნწ. L3 და L4 დონეების ქეში ბირთვებისთვის საერთოა. IBM Z Telum-ში გაერთიანებულია 256 მბ მოცულობის ვირტუალური შიდა L3 ქეშ-მეხსიერება დაყოვნების საშუალო მაჩვენებლით - 12 ნწმ და ვირტუალური ქეშ-მეხსიერება L4 მოცულობით - 2 გბ. L2 ქეში იყენებს ურთიერთკავშირის ორმხრივ წრიულ ტოპოლოგიას სიჩქარით 320 გბ/სმ. AI Acceleration-ში წარმადობა შეფასებულია 6 ტერაფლოპსის დონეზე ერთი ჩიპის შემთხვევაში და 200 ტერაფლოპსზე მეტად - სისტემის პირობებში, რომელიც შეიცავს ოთხ IBM Z ჩიპს. IBM Z Telum ჩიპი შედგება 22.5 მლრდ ტრანზისტორისგან, დამზადდება Samsung-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და ექნება 530 მმ2 ზომის კრისტალი. https://bit.ly/3guc8aJ
  18. კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მაკსმა განაცხადა, რომ მისმა აეროკოსმოსურმა კომპანიამ უკვე წარადგინა თანამგზავრული კავშირის 100 ათასი ტერმინალი 14 ქვეყნის მოქალაქეების სწრაფი უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფისთვის. სხვა ქვეყნებში კომპანიამ განაცხადები შეიტანა მომსახურების გაწევისთვის ლიცენზიის მიღების შესახებ. SpaceX-ის ხელმძღვანელის თქმით ბოლო სამი კვირის განმავლობაში Starlink-ის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა 10 ათასით - ივლისის ბოლოს ამ სერვისს 90 000 მომხმარებელი ჰყავდა. Starlink არის ილონ მასკის ცნობილი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ათიათასობით თანამგზავრისგან შემდგარი ქსელის შექმნას, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი. სერვისის საცდელი ბეტა ვერსია ამოქმედდა 2020 წლის ბოლოს, მისი ღირებულება იყო 99 აშშ დოლარი თვეში მიწოდების საფასურის, საკომისიოს, დამონტაჟების ღირებულების გარეშე. თავად ნაკრები Starlink Kit მოიცავს თანამგზავრულ „თეფში-ანტენას“, სადგამს, კვების წყაროსა და Wi-Fi როუტერს. SpaceX-მა ახლახანს გამოაქვეყნა ინტერნეტის მობილური ვერსიების გავრცელების გეგმები - თვითმფრინავებისთვის, გემებისთვის და სატვირთო მანქანებისთვისაც კი. SpaceX-ის პრეზიდენტ Gwynne Shotwell-ის თქმით უახლოეს წლებში იგეგმება Starlink-ის ცალკე კომპანიად გადანაწილება და შემდგომში IPO-ზე გასვლა. შოთველი პროგნოზირებს, რომ სატელიტური ქსელის შექმნა დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება. გასულ კვირაში გაჩნდა ცნობა, რომ SpaceX აპირებს რაკეტა Starship-ის, როგორც ძირითადი საშუალების გამოყენებას, რათა ორბიტაზე გაიყვანოს ახალი თაობის თანამგზავრები Starlink Gen2. კოსმოსში უკვე იმყოფება სერვისის 1740 თანამგზავრი, ახალი სისტემის ფარგლებში იგეგმება კიდევ 30 ათასი თანამგზავრის დამატება. https://bit.ly/3guPL4P
  19. ჩინეთის ნედლეულის სავაჭრო ბირჟაზე პირველად იქნა გამოყენებული ციფრული იუანი ფიუჩერსული გარიგების მიხედვით საქონლის მიწოდების საკომისიოს გადახდაში. ამის შესახებ წერს China Securities Journal. გარიგებებში მონაწილეობა მიიღეს Bank of Communications-ისა და Bank of China-ს ადგილობრივმა ფილიალებმა. ციფრული იუანის გამოყენება ფიუჩერსულ ბაზარზე "გახდა ეფექტური, ხელმისაწვდომი და ანგარიშსწორების უსაფრთხო ალტერნატივა რეალურ დროში", - აღნიშნეს გამომცემლობის წყაროებმა. ”DCEP-ით გადახდა არ გულისხმობს საკომისიოებს და არ შემოიფარგლება მხოლოდ საგადახდო სისტემის მუშაობის პერიოდით. ბაზრის მონაწილეებმა შესაძლებლობა მიიღეს, დაინახონ გარიგებების მიმდინარეობა რეალურ დროში, ” - განმარტა ბირჟის წარმომადგენელმა. DCE-ში გეგმავენ ციფრული იუანის გამოყენების გაფართოებას. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის დედაქალაქის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ სრულად მოახდინა ციფრული იუანის ინტეგრირება გადახდის ეკოსისტემაში, როგორც DCEP-ის ტესტირების გაუმჯობესების ნაწილი. ჩინეთში ადრე გამოიცადა ციფრული იუანი გამოყენების დაპროგრამებული ვარიანტების მიხედვით, ჩინეთის ბანკმა ICBС-მ პეკინში ბანკომატებს დაუმატა ეროვნული ვალუტის DCEP-ში კონვერტირების ფუნქცია. https://bit.ly/3sDPem6
  20. ღონისძიება Hot Chips 33-ზე კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ შექმნა მსოფლიოში პირველი ოპერატიული მეხსიერების მოდული DDR5-7200 მოცულობით 512 გბ. სამხრეთკორეული კომპანიის განცხადების თანახმად ახალი მოდული გვთავაზობს მნიშვნელოვნად მაღალ წარმადობას და სიჩქარეს, აგრეთვე ორჯერ მეტ მოცულობას DDR4 მეხსიერებასთან შედარებით. ფოტოს წყარო: Samsung 512 გბ მოცულობის მქონე DDR5-7200 მოდულის წარმოებისას Samsung-მა გამოიყენა DDR5 კრისტალების რვაფენიანი სტეკი, რომლებიც ერთიანდება 3D TSV (through-silicon via) ტექნოლოგიის მეშვეობით. DDR5 ჩიპების რვაფენიანი სტრუქტურის მიუხედავად პაკეტში მზა მიკროსქემის სიმაღლე მხოლოდ 1.0 მმ-ია, DDR4-ის - 1.2 მმ. ფენების დადების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიამ შეძლო მეხსიერების კრისტალებს შორის სივრცის 40%-ით შემცირება, რამაც შეამცირა მთლიანი სტეკის სიმაღლე. პრეზენტაციის დროს Samsung-მა ასევე განაცხადა, რომ მან გამოიყენა Same Bank Refresh ტექნოლოგია DDR5-7200 მეხსიერების მოდულის წარმოებაში. მისი თავისებურება ის არის, რომ იმ დროს, როდესაც მეხსიერების ზოგ საცავს შეუძლია განახლების შესრულება, სხვა საცავები რაიმე სხვა ოპერაციებით იქნება დაკავებული. გარდა ამისა, კომპანიამ აღნიშნა, რომ მეხსიერების სალტის წარმადობა 10%-ით გაიზარდა და განაცხადა, რომ მხარდაჭერილია დამატებითი სქემები Decision Feedback Equalization (DFE), რომელიც სიგნალების ხარისხს აუმჯობესებს - მცირდება მაღალ სიხშირეებზე მეხსიერების არხებში ასახული ხმაური, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით DIMM-ისა და DDR5 არხების გამოყენებისას. ახალი მოდული DDR5-7200 მუშაობს მხოლოდ 1.1 ვოლტ ძაბვაზე იმ დროს, როდესაც DDR4-ის სტანდარტული ძაბვა 1.2 ვოლტია. მეხსიერების ენერგოეფექტურობის გაზრდა შესაძლებელი გახდა დაფაზე კვების მართვის ინტეგრალური სქემების (PMIC), ძაბვის სტაბილიზატორის, აგრეთვე High-K Metal ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად. ასევე აღინიშნება, რომ DDR5 მეხსიერებას გააჩნია შეცდომების გასწორების ტექნოლოგია On-Die Error Correction Code-ის (ODECC) მხარდაჭერა. Samsung-ის მიერ წარმოდგენილი DDR5 მეხსიერება განკუთვნილი იქნება მონაცემთა ცენტრებისთვის. სამომხმარებლო DDR5 მოდულები სავარაუდოდ უფრო მცირე - 64 გბ-მდე მოცულობის იქნება. Samsung გეგმავს მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს 512 გბ მოცულობის DDR5-7200 მეხსიერების მოდულის მასობრივი წარმოება. კომპანია მიიჩნევს, რომ ოპერატიული მეხსიერების ახალ სტანდარტზე მასიური გადასვლა მოხდება არა უადრეს 2023-2024 წლებში. https://bit.ly/3yaFEYU
      • 1
      • Thanks
  21. 2025 წლისთვის Intel აპირებს მასობრივი წარმოების დაწყებას 18A ტექნოპროცესით. ჩვეულებრივ ნანომეტრებში კონკრეტულად რომელ ნორმებს შეესაბამება იგი - ჯერჯერობით უცნობია. ასეა თუ ისე, ამ ტექნოლოგიურმა ნორმამ უკვე მიიპყრო გარე დამკვეთების ყურადღება და ამ სფეროში Intel ითანამშრომლებს არა მხოლოდ Cadence-სა და Synopsys-სთან, არამედ IBM-თან. ამ ინიციატივაში ყველაზე მთავარია Intel-ის მზადყოფნა - განახორციელოს ჩიპების მასიური წარმოების ორგანიზება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ფოტოს წყარო: Intel პრეს-რელიზის ტექსტის მიხედვით შესაბამისი მზადება განხორციელდება არიზონაში, სადაც Intel უკვე უშვებს 10-ნანომეტრიან პროდუქტებს, უახლოეს დროში კი მზად იქნება ორი ახალი ქარხანა ჯამური ღირებულებით - 20 მლრდ აშშ დოლარი. ისინი მოემსახურება არა მხოლოდ Intel-ის ინტერესებს, არამედ პროდუქციას გარე დამკვეთებს შესთავაზებს. IBM იქნება Intel-ის ტექნოლოგიური პარტნიორი, რადგანაც მან უკვე მოახდინა 2-ნანომეტრიანი ჩიპის სატესტო სილიკონის ფირფიტის დემონსტრირება. არსებობს ვარაუდი, Intel 18A ტექნოპროცესი გეომეტრიით IBM-ის ამ ნამუშევართან ახლოს იქნება, ამიტომ მათთვის უფრო ადვილი იქნება ერთობლივად გაიტანონ საჭირო პროდუქტები კონვეირზე. 18A ტექნოპროცესი წინამორბედებს ინოვაციებს დაუმატებს, რაც მოიცავს RibbonFET ტრანზისტორების სტრუქტურას და PowerVia ენერგიის განაწილების ტექნოლოგიას კრისტალის უკანა ნაწილზე, ლითოგრაფიულ ტექნოლოგიას მაღალი რიცხვითი დიაფრაგმით (High NA). კომპანია ASML ხსენებულ ტექნოლოგიაზე მომუშავე პირველ სკანერებს სწორედ კომპანია Intel-ს მიაწვდის. სახელმწიფო სტრუქტურების სახით პროექტს ზედამხედველობას გაუწევს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ინიციატივა Rapid Assured Microelectronics Prototypes – Commercial-ის (RAMP-C) ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მიკროელექტრონული პროდუქტის პროტოტიპების სწრაფ და საიმედო გარდაქმნას სერიულ ნიმუშებად. საიმედოობა უზრუნველყოფილი იქნება პროცესში ამერიკული კომპანიების ჩართვით ამერიკისავე მიწაზე. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა ვადებში დაიწყებს Intel პროდუქციის დამზადებას 18A ტექნოპროცესით თავდაცვითი დამკვეთებისთვის და რა მოგებას მოუტანს ეს კომპანიას. სავარაუდოდ, ასეთი ნაბიჯი აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ახალი საწარმოების მშენებლობისთვის სუბსიდირების გათვლით. https://bit.ly/3D9MTnG
  22. მობილურ აპლიკაცია Vine-ის თანადამფუძნებელმა დომ ჰოფმანმა დააანონსა ბლოკჩეინ-კონსოლი Supdrive, რომელიც იყენებს არაურთიერთჩანაცვლებად ტოკენებს (NFT) ვირტუალური კარტრიჯებისა და თამაშების სახით. პროექტის Discord-არხზე ჰოფმანმა განაცხადა, რომ Supdrive ორიენტირებულია „ძველი სტილის ისეთ არკადულ თამაშებზე“, როგორებიცაა Galaga, Pacman და Asteroid. ბლოკჩეინ-კონსოლის გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის. „Firmware-ის განახლებებით თამაშები უფრო რთული ხდება. შესაძლოა, ერთ დღეს ვიხილოთ Super Supdrive ან Supdrive 64“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა. Supdrive-ზე პირველ თამაშს ეწოდება Origin. მისი შექმნით უშუალოდ ჰოფმანი დაკავდება. თუკი საქმე კარგად წავა, იგი გეგმავს პლატფორმის ამოქმედებას, რომელზეც გარე გუნდები შეძლებენ კონსოლისთვის საკუთარი პროექტების განთავსებას. რადგანაც Supdrive-ის კარტრიჯები NFT-ის სახით გამოვა, მათი ტირაჟი შეზღუდულია. The Verge-თან საუბრისას ჰოფმანმა აღნიშნა, რომ თამაშის თითოეული ასლი უნიკალური იქნება - მომხმარებლები მიიღებენ სხვადასხვა ვიზუალურ პარამეტრს და სირთულის განსხვავებულ დონეებს. პროექტის დამფუძნებლის თქმით, ამ მხრივ Supdrive იქნება პლატფორმა Art Blocks-ის მსგავსი, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას პროგრამები NFT-ის პროცედურული გენერაციისთვის. შეგახსენებთ, აგვისტოში NFT-თამაშ Axie Infinity-ს ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. https://bit.ly/3kfCzSv
  23. კომპანია AMD-მ აამოქმედა Infinity Hub, ახალი პორტალი პროექტებისთვის ღია კოდით, რომლებიც HPC-ში გამოიყენება. ეს არ არის კომპანიის პირველი ინიციატივა ამ სფეროში, თუმცა, როგორც ჩანს, იგი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულია. Infinity Hub ორიენტირებულია მაღალი წარმადობის გამომთვლელ გადაწყვეტილებებზე (HPC), რომლებიც იმუშავებს პირველ რიგში AMD Instinct ამაჩქარებლებზე და არა Radeon-ზე. პორტალის იდეაა არსებული პროგრამული უზრუნველყოფების გადატანა პლატფორმა Radeon Open Compute-ზე (ROCm) და არა - ახალი გადაწყვეტილებების შემუშავება ნულიდან. ამჟამად პორტალზე ხელმისაწვდომია ინსტრუქციები, როგორ უნდა მიიღოს და გამოიყენოს მომხმარებელმა ROCm-ზე ოპტიმიზებული AMBER, Chroma, CP2K, GROMACS, NAMD, OpenMM, PyTorch, SPECFEM3D და TensorFlow პაკეტების ვერსიები. ზოგიერთ ამ პროექტს უკვე აქვს ROCm-ის მხარდაჭერა, ასე რომ ასეთ შემთხვევებში უბრალოდ აღწერილია ტექნიკური ასპექტები. ROCm-ს შეუძლია მუშაობა ზოგიერთ სამომხმარებლო ამაჩქარებელ Radeon-ზე, თუმცა მეტი ყურადღება სწორედ Instinct-ს ეთმობა. როგორც აღინიშნა, AMD ცდილობს Infinity Hub აქციოს ისეთ რესურსად, რომელიც გაამარტივებს HPC-ის სამუშაო დატვირთვის ამოქმედებას გამომთვლელ ამაჩქარებლებზე. ეს ინიციტივა აგრეთვე საშუალებას იძლევა გაერთიანდეს ყველა აუცილებელი მონაცემი ერთ სივრცეში. https://bit.ly/3B5gSeS
  24. კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაცხადა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთის მომდევნო გაგზავნის თარიღი. ხელსაყრელი ამინდის პირობებში და გაუთვალისწინებელი შეფერხების არარასებობის შემთხვევაში სატვირთო ხომალდი SpaceX Dragon კოსმოსური სადგურისკენ 28 აგვისტოს გაემგზავრება. ხომალდის გაშვება მოხდება კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის 39A პლატფორმიდან. გაშვებიდან დაახლოებით 12 წუთის შემდეგ Dragon გამოეყოფა რაკეტა Falcon 9-ს მეორე დონეს და სკს-სკენ გაემართება. სადგურზე ხომალდის მიღწევის დროდ 29 აგვისტოა გათვლილი. Dragon ავტონომიურ რეჟიმში მიუერთდება მოდულ Harmony-ს, ოპერაციის მონიტორინგი განხორციელდება 65 ექსპედიციის ბორტინჟინრების, Shane Kimbrough-სა და Megan McArthur-ის მიერ. ხომალდი სკს-ზე მიიტანს სხვადასხვა სახის ტვირთს და მასალას, მათ შორის სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას. კოსმოსურ სადგურზე აგრეთვე წაღებული იქნება რობოტიზებული მანიპულატორი, რომელიც საბოლოოდ დედამიწაზე იქნება გამოყენებული სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისას. კოსმოსური ორგანიზაციის თხოვნის მიხედვით ასტრონავტები ჩაატარებენ მთელ რიგ ექსპერიმენტებს, რომლებიც ეხება მიკროგრავიტაციის პირობებში მცენარეების, ჭიანჭველებისა და კრევეტების შესწავლას. მოსალოდნელია, რომ Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაახლოებით ერთი თვე გაჩერდება, შემდეგ კი დაუბრუნდება დედამიწას განხორციელებული ექსპერიმენტების შედეგებითა და სხვა ტვირთით. ხომალდი ფლორიდას ნაპირებზე დაეშვება. გაშვებისთვის პირდაპირ ეთერში თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება NASA TV პლატფორმაზე, ტრანსლაციის დაწყება დაგეგმილია ადგილობრივი დროით 3:15 საათზე. https://bit.ly/3z8Fjap
  25. აგვისტოს დასაწყისმა გეიმერებს იმედგაცრუება მოუტანა: ვიდეო დაფების გაიაფების იმედმა ივლისთან ერთად გაიარა. კრიპტოვალუტა თავს თავდაჯერებულად გრძნობს, BTС მუდმივად ცდილობს 50 ათას აშშ დოლარიან დონეს მიაღწიოს და ჩანს, რომ ეს ბარიერი შორს აღარ არის. Ethereum Bitcoin-ის მსგავსად კურსის დროებითი ვარდნის მიუხედავად პოზიციის დათმობას არ აპირებს. თუმცა საინტერესო ინფორმაციები ხდება ცნობილი. ცნობილი სავაჭრო ბირჟა Coinbase, როგორ აღმოჩნდა, ახდენს 4 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის თანხის აკუმულირებას. The Wall Street Journal-თან ინტერვიუში Coinbase-ის ფინანსურმა დირექტორმა ალესია ჰაასმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ხდება ბირჟის ფინანსური სისტემის სტრეს-ტესტების ფარგლებში. როგორც მან განმარტა, ეს ყველაფერი გათვლილია კრიპტო ზამთრის დადგომაზე - ისეთი შემთხვევისთვის, თუკი სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან გამკაცრდება ბაზრის რეგულირება. „ჩვენ გვსურს დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ვფლობთ ინვესტირებისა განვითარებისთვის აუცილებელ ფულად რესურსებს კრიპტო ზამთრის დადგომის შემთხვევისთვის“. https://bit.ly/382LfWD
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.