Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. კერძო კოსმოსური კომპანია SpaceX და აეროკოსმოსური სააგენტო NASA აცხადებენ, რომ კოსმოსური პილოტირებულია მისია Crew-4 ხომალდ Crew Dragon-ის გამოყენებით, რომელმაც ბორტის ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა წაიყვანოს, არ შედგება 2022 წლის 15 აპრილამდე. ხომალდი ორბიტალური სადგურისკენ უნდა გაემგზავროს რაკეტა Falcon 9-ს მეშვეობით ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის კოსმოსური საფრენი მოედნიდან. ფოტოს წყარო: NASA TV „საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მორიგი ეკიპაჟის გაგზავნას ვაპირებთ არაუადრეს 15 აპრილისა“ - ნათქვამია შეტყობინებაში. Crew Dragon-ით გაფრინდებიან NASA-ს ასტრონავტები Kjell Lindgren და Robert Hines, აგრეთვე ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი Samantha Cristoforetti. ეკიპაჟის მეოთხე წევრის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. "ეკიპაჟის მეოთხე წევრი ჯერ დამტკიცებული არ არის", - ნათქვამია შეტყობინებაში და მითითებულია, რომ სამანტა კრისტოფორეტი გახდება სკს-სკენ მიმართული 68-ე ექსპედიციის მეთაური. აგრეთვე აღინიშნა, რომ ეს მისია სადგურზე ნახევარი წელი გაგრძელდება. ამ დროისთვის SpaceX-ის ჩამონათვალშია Crew Dragon-ის სამი პილოტირებული გაშვება. 2020 წლის მაისში სკს-ზე გაფრინდა NASA-ს ორი ასტრონავტი. იმავე წლის ნოემბერში განხორციელდა პირველი ოფიციალური პილოტირებული მისია Crew-1, რომლის ხანგრძლივობა ნახევარი წელი იყო. მისი მონაწილეები დედამიწაზე მიმდინარე წლის მაისში დაბრუნდნენ. მისია Crew-2 ამავე წლის აპრილში დაიწყო. ექსპედიცია უკან 2021 წლის ნოემბერში დაბრუნდება. Crew-3-ის დაწყების თარიღად მითითებულია 2021 წლის 31 ოქტომბერი. მისია Crew-3-ის ამოქმედებამდე კომპანია SpaceX აპირებს Crew Dragon-ის კიდევ ერთ პილოტირებულ ფრენას. კერძო მისია Inspiration4-ის ფარგლებში, რომლის დაწყების თარიღია 15 სექტემბერი, ბიზნესმენი Jared Isaacman, მოსამართლე Hayley Arceneaux, გეოლოგი Sian Proctor და ინჟინერი Christopher Sembroski კოსმოსური ხომალდით გამგზავრებიან დედამიწის ორბიტაზე და 3 დღეში უკან დაბრუნდებიან. https://bit.ly/3yT6Onv
  2. გასულ კვირას New York Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში Bitcoin-ის მოპოვებისას ელექტროენერგიის გამოყენების შესახებ. ანგარიშში საუბარია, თუ რა გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის მოპოვება გარემოზე. NYT-მა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მოპოვებისას გამოყენებული ენერგიის მოცულობა დაახლოებით ათჯერ, 91 ტერავატი/სთ-მდე გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც მსოფლიოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 0.5 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ქვეყნების, მაგალითად ფინეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სიახლე. Bitcoin-ის გარემოზე ზემოქმედება მრავალი წლის განმალობაში ექცეოდა კრიტიკის ქვეშ, მისი მოწინააღმდეგეები კი აცხადებდნენ, რომ ციფრულ ვალუტაზე ამდენი ენერგიის ხარჯვა ფუჭად ხარჯიანია მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ენერგიის დიდი ნაწილი გამომუშავდება ნახშირწყალბადის ან ნახშირის წვის შედეგად. გასათვალისწინებელია გარემოზე ზემოქმედების სხვა ფაქტორებიც, მაგალითად სიჩქარე, რომლითაც მაინერებს მწყობრიდან გამოყავთ შესაბამისი აღჭურვილობა. NYT ამტკიცებს, რომ მაინინგის ელექტრო ნარჩენების შემცირება და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლაც კი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გამართლებულ იქნას ასეთი მოცულობის ენერგიის გამოყენება. თუმცა, ბოლო პერიოდში მაინინგში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მასშტაბი მუდმივად იზრდება. „მთელ მსოფლიოში მაინინგისას გამოყენებული აღდგენადი ენერგიის რესურსის მაჩვენებელი 40-დან თითქმის 75 პროცენტამდე მერყეობს“ - ნათქვამია New York Times-ის შეტყობინებაში. https://bit.ly/38OtRFB
  3. კომპანია Intel-მა წარადგინა საბაზისო დონის სერვერული პროცესორების სერია Xeon E-2300, რომლებიც განკუთვნილია C252 და C256 ჩიპსეტზე არსებული დედა დაფებისა და LGA 1200 კონექტორის მქონე პროცესორზე მომუშავე სისტემების შექმნისთვის. სულ წარდგენილ იქნა ჩიპის ათი მოდელი ოთხი, ექვსი და რვა ბირთვით, TDP-ის მაჩვენებელია 65-დან 95 ვატამდე. ფოტოს წყარო: Intel წარმოდგენილი სერიის ჩიპების ტაქტის სიხშირის დიაპაზონი 2.6-დან 5.1 გჰც-მდეა. კონფიგურაციის შესაბამისად ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 5-დან 16 მბ-მდე. კომპანიის თქმით Xeon E-2300 სერიის პროცესორები უზრუნველყოფენ წარმადობის 17%-ით ზრდას წინა თაობის Intel Xeon E-სთან შედარებით. Intel Xeon E-2324G და Xeon E-2314 ვერსიების გარდა ყველა მოდელს აქვს ტექნოლოგია Hyper-Threading-ის მხარდაჭერა. ყველა წარმოდგენილი მოდელი მუშაობს DDR4-3200 სტანდარტის ორარხიან ოპერატიულ მეხსიერებაზე, რომლის მოცულობაა 128 გბ-მდე, წარმოდგენილია 20-მდე PCIe 4.0. 24 PCIe 3.0, რვა USB 3.2 Gen 2 (10 გბ/წმ), სამი USB 3.2 Gen 2 (20 გბ/წმ) და რვა SATA III კონექტორი უზრუნველყოფილია Intel C250 სერიის ჩიპსეტებით. სერიის ყველა პროცესორი შემოწმებულია უახლეს სასერვერო ოპერაციულ სისტემებთან თავსებადობაზე, მათ შორისაა Windows Server 2022. მწარმოებელმა კომპანიამ ჩიპებში უზრუნველყო აპარატული ფუნქციები საიმედოობის დონის ამაღლებისთვის, მათ შორისაა ECC მეხსიერების მხარდაჭერა, აგრეთვე ადმინისტრირების ტექნოლოგიები Intel Server Platform Services და Intel Active Management Technology. https://bit.ly/3tpKsZD
  4. კომპანია MSI-მ წარადგინა ახალი გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR, რომელიც საუკეთესოდ უნდა მოერგოს კომპაქტურ, Mini-ITX ფორმატის კომპიუტერებს. ვიდეო დაფის ზომებია მხოლოდ 172 × 125 × 43 მმ. ფოტოს წყარო: MSI ამ დრომდე Mini-ITX ფორმ-ფაქტორის GeForce RTX 3060 დაფები წარმოდგენილი აქვს მხოლოდ რამდენიმე კომპანიას. MSI კი აღმოჩნდა კომპანია, რომელმაც მეტად კომპაქტური GeForce RTX 3060 Ti გამოუშვა. ახალი დაფის გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 1695 მჰც-ს - ეტალონურ მაჩვენებელზე 30 მჰც-ით მეტს. კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა სტანდარტული ვერსიაც ქარხნული აჩქარების გარეშე ეტალონური სიხშირეებით. MSI მიუთითებს, რომ GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR დაფის ენერგომოხმარება 200 ვატს შეადგენს. დაფას აქვს ერთი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ვიდეო დაფას საკმაოდ უბრალო გაგრილების სისტემა აქვს ოთხი სითბური მილითა და ერთი ქულერით, ამიტომ მუშაობისას, განსაკუთრებით კი დიდ დატვირთვებზე, დაფას ჩუმს ვერ ვუწოდებთ. ისევე, როგორც GeForce RTX 3060 Ti დაფის ყველა სხვა ვერსიას, MSI-ს მოდელსაც ოთხი ვიდეოინტერფეისი აქვს - სამი DisplayPorts 1.4a და ერთი HDMI 2.1. თავად მწარმოებელ კომპანიას არ მიუთითებია GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR დაფის სარეკომენდაციო ფასი, თუმცა როგორც პორტალი Tom’s Hardware აცხადებს, დაფის ფასი იაპონიაში 71 000 იენია (დაახლოებით 650 აშშ დოლარი ბეგარის ჩათვლით). https://bit.ly/38VglzK
  5. სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა Bitcoin კანონიერ საანგარიშსწორებო საშუალებად ამერიკულ დოლართან ერთად. ეს მოხდა სამი თვის შემდეგ იმ მოვლენიდან, როდესაც შესაბამისი კანონი იქნა მიღებული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ საზოგადოებაში ორაზროვანი განწყობისა და გლობალური ფინანსური ინსტიტუტების მხირდან გაფრთხილების მიუხედავად. სალვადორის პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ საზოგადოებას Twitter-ის მეშვეობით მოუწოდა დაინგრეს წარსულის პარადიგმები და განმარტა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი: „ისევე, როგორც ნებისმიერი ინოვაცია, სალვადორში Bitcoin-ის დანერგვა ადაპტაციას საჭიროებს. მომავლისკენ მიმავალი ყველა გზა ასეთია, ყველაფერი ვერ იქნება მიღწეული ერთ დღეში ან ერთ თვეში. ” მიმდინარე კვირის ორშაბათს სალვადორის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 200 Bitcoin-ის შეძენა, ამჟამად ქვეყნის კრიპტო ხაზინაში 400 Bitcoin-ია. სამომავლოდ ეს რაოდენობა გაიზრდება. სალვადორის ყველა მაცხოვრებელმა უნდა მიიღოს 30 აშშ დოლარი Bitcoin-ში, რათა მოხდეს მოსახლეობის სტიმულირება კრიპტოვალუტების გამოყენებისთვის. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა სალვადორში ასევე მოიწვია მაინერები - მოიზიდა ისინი განახლებადი გეოთერმული წყაროებიდან მიღებული იაფი ენერგიით. https://bit.ly/3jQl38k
  6. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინსაიდერული ინფორმაცია, რომლის მიხედვით გასაჯაროვდა გრაფიკულ პროცესორ MI200-ის კონფიგურაცია. ROCm პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას ინფორმაციის გაჟონვის შედეგად მიიჩნევა, რომ ამაჩქარებელს ექნება 110 გამომთვლელი ერთეული. ბოლომდე არ არის გასაგები, ეს კონფიგურაცია ვრცელდება მთელ დაფაზე თუ მხოლოდ ერთ გრაფიკულ ჩიპლეტზე. მიიჩნევა, რომ გრაფიკულ პროცესორ GFX90A_110-ის იდენტიფიკატორის სტრიქონი აღწერს სრული MI200 ამაჩქარებლის ან მხოლოდ ერთი ჩიპლეტის კონფიგურაციას, რაც ნიშნავს 220 CU-ს (2x 110) ან 110 CU-ს (2x 55). წყარო, სახელად @ Kepler_L2 ადასტურებს ამ დრომდე გავრცელებულ ცნობებს, რომ MI300-ს ექნება ორჯერ დიდი GPU კრისტალი ვიდრე MI200-ს. ეს ნიშნავს, რომ CDNA არქიტექტურაზე დაფუძნებულ, AMD-ს სამომავლო ამაჩქარებლებში კვლავ გამოყენებული იქნება MCM დიზაინი GCD-ის (Graphics Complex Die) ან ჩიპლეტების გაზრდილი რაოდენობით. MI300 გრაფიკული პროცესორის კოდური დასახელება ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მიენიჭება მორიგი გიგანტური ვარსკვლავის სახელი, როგორებიცაა რიგელი ან ანტარესი. MI300 სავარაუდოდ კონკურენციას გაუწევს Intel-ისა და NVIDIA-ს მომავალი თაობის ამაჩქარებლებს, რომლებიც დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ Ponte Vecchio-ზე (Xe-HPC არქიტექტურა) ან გრაფიკულ პროცესორ Hopper GH100-ზე (NVIDIA H100). https://bit.ly/3l1KTFY
  7. Intel-ის შვილობილმა კომპანია Mobileye-მ წარადგინა ექსპლუატაციისთვის მზადყოფნაში არსებული ავტონომიური ელექტრომობილი Mobileye AV, რომელიც ექვს მგზავრზეა გათვლილი. 2022 წლიდან ახალი უპილოტო ელექტრომობილი გამოყენებული იქნება რობოტაქს MoovitAV-ის სერვისებში მიუნჰენსა (SIXT-ის ავტომობილების გაქირავების სერვისთან თანამშრომობით) და თელ-ავივში. ელექტრომობილს აქვს ავტონომიური მართვის სისტემა Mobileye Drive, რომელიც მოიცავს მეხუთე თაობის ერთკრისტალიან სისტემა EyeQ 5-ს. Mobileye „კომპანია Mobileye დიდი ენთუზიაზმით ქმნის უპილოტო სატრანსპორტო საშუალებებს მომხმარებლებისთვის. ახალი Mobileye AV, რომელიც სერვის MoovitAV-ის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანი მოვლენაა ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების სამყაროში“ - განაცხადა Mobileye-ს გენერალურმა დირექტორმა Amnon Shashua-მ. Mobileye Mobileye AV შექმნილია სხვადასხვა მიზნისა და რეგიონის გათვალისწინებით. მწარმოებლის თქმით, მასში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ეფექტურობა, ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება. ეს გახლავთ პირველი ავტონომიური ავტომობილი, რომელშიც Mobileye-ს ყველა ტექნოლოგიაა გამოყენებული: True Redundancy - რომელიც მოიცავს მონაცემების მოპოვების ორ დამოუკიდებელ სისტემას - კამერებით, რადარებით და ლიდარებით, აგრეთვე Mobileye-ს რუკა Roadbook და მართვის პოლიტიკა Responsibility-Sensitive Safety (RSS), რომელიც დამყარებულია Mobileye-ს მიერ შემუშავებულ უპილოტო ავტომობილების მათემატიკურ მოდელზე. ავტონომიური მართვის სისტემა Mobileye Drive შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებში ტვირთისა და ადამიანების გადაადგილებისთვის, რაც მას დღეს ყველაზე მრავალმხრივ ავტონომიური მართვის გადაწყვეტილებად აქცევს, თვლის კომპანია. Mobileye Mobileye გეგმავს Schaeffler-თან თანამშრომლობას, რათა ააწყონ თვითმართვადი შასი, რომელიც ავტონომიური ტრანსპორტის შექმნისას იქნება გამოყენებული. აგრეთვე, კომპანიამ ადრე განაცხადა Udelv-თან თანამშრომლობის წამოწყების შესახებ, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია Mobileye Drive სისტემის მიწოდება ელექტრო ფურგონ Udelv Transporter-სთვის, რომელმაც შეკვეთილი ამანათები უშუალოდ მომხმარებლებს უნდა მიუტანოს. ასევე მიღწეულია შეთანხმება Transdev-სა და Lohr-თან, რათა მოხდეს ავტონომიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმოება და მიწოდება საფრანგეთსა და გერმანიაში. https://bit.ly/2Vne1hY
  8. Bloomberg Intelligence-ის უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი თვლის, რომ Bitcoin-ის ფასი 100 ათას აშშ დოლარს მიაღწევს და გახდება გლობალური სარეზერვო აქტივი. სექტემბრის ანგარიშ Bloomberg Crypto Outlook-ში მაკგლოუნმა Bitcoin-ის 100 ათასი აშშ დოლარი და Ethereum-ის 5 ათას აშშ დოლარიანი დონე დაასახელა, როგორც „უმცირესი წინააღმდეგობის გზა“. „კრიპტოაქტივები შედიან წლის მეორე ნახევრის განახლებულ ხარულ ბაზარზე წინა მაქსიმუმებიდან სერიოზული ვარდნების შემდეგ“ - აღნიშნა Bloomberg-ის სტრატეგმა. მან დაუცველი უწოდა ისეთ საინვესტიციო პორტფელებს, რომლებშიც არ შედის პირველი კრიპტოვალუტა ან Ethereum.  „ჩვენ ვხედავთ Bitcoin-ის, როგორც ციფრული სარეზერვო აქტივის მომავალს, რომელიც დოლარს შეავსებს“ - განაცხადა მაკგლოუნმა. აგვისტოს დასაწყისში მან აღნიშნა პირველი კრიპტოვალუტისა და Ethereum-ის ძლიერი მხარდაჭერის არსებობა ბოლო თვეებში და ამ აქტივების ზრდის ფაზის დაწყება. იმ დროს მისი პროგნოზი იყო, რომ Bitcoin-ის კურსი მიაღწევს 100 ათას აშშ დოლარს, მოგვიანებით კი ამ მიზნის მთავარ დაბრკოლებად Ethereum დაასახელა. მაკგლოუნმა განაცხადა, რომ დოლარზე მიბმული Stablecoin-ებით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მატება ზრდის ამერიკული ვალუტის ღირებულებას. https://bit.ly/3jLPs7S
  9. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ფლაგმანურ მობილურ პლატფორმა Snapdragon 898-ს, Qualcomm-ის კონკურენტებსაც აქვთ საინტერესო გადაწყვეტილებები. ინსაიდერების ინფორმაციით MediaTek მალე დაიწყებს ფლაგმანური Dimensity 2000 ჩიპსეტების გაგზავნას პარტნიორი მწარმოებლებისთვის ტესტირებისა და ახალი სმარტფონების შემუშავებისთვის. gizchina.com ცნობილი ინსაიდერების, @DCS-სა და @Fertile-ის ცნობების თანახმად, რომლებმაც ინფორმაცია გამოაქვეყნეს ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე, ერთკრისტალიანი სისტემა Dimensity 2000 დამზადებულია TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და უზრუნველყოფს სტაბილურ, დაბალ ენერგომოხმარებასა და მაღალ წარმადობას. პროცესორში გამოყენებულია მოწინავე არქიტექტურა ARM V9. Dimensity 2000 ჩიპის პირველი მცირე პარტია პარტნიორ კომპანიებს მიმდინარე წლის ბოლომდე გაეგზავნებათ. უფრო მეტიც, მათგან რჩეული კომპანიები უკვე მუშაობენ უახლეს ჩიპზე. თუკი ყველაფერი ისე წავა, როგორც MediaTek გეგმავს, ახალ Dimensity ჩიპზე მომუშავე პირველი სმარტფონების გამოსვლა პრაქტიკულად დაემთხვევა ფლაგმანურ Snapdragon 898 ჩიპზე მოქმედი სმარტფონის პრემიერას. ამ დრომდე Qualcomm ყოველთვის წინ უსწრებდა კონკურენტს. Dimensity 2000-ში გამოყენებულია იგივე CPU, რაც Snapdragon 898-ში (არ არის გამორიცხული უფრო მაღალი წარმადობის ვარიანტი). კომპანიის თქმით, GPU უფრო მაღალი წარმადობისაა, ვიდრე Snapdragon 898-ში გამოყენებული, ენერგომოხმარება კი ნაკლები იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Dimensity 2000 უნდა იყოს უფრო ეკონომიური და მაღალი წარმადობის მქონე Snapdragon-ის აქტუალურ ფლაგმანთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ MediaTek-ის ახალ ფლაგმანურ ჩიპში გამოყენებული იქნება სუპერდიდი ბირთვები Cortex X2 - ისინი მინიმუმ 17%-ით მეტი წარმადობისაა, ვიდრე Cortex X1. ამასთან, ენერგომოხმარება 10%-ითაა შემცირებული. მაღალია სხვა ბირთვების წარმადობის დონეც. უნდა აღინიშნოს, რომ Snapdragon 898-შიც TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესია გამოყენებული. ცხადია, ახალი ტექნოლოგიის წყალობით ჩიპმეიკერებმა შეძლეს შეემცირებინათ სითბოს გამოყოფის მეტად მაღალი დონე, რაც დამახასიათებელი იყო წინა, Snapdragon 888 სერიისთვის. https://bit.ly/3DT4Wib
  10. მათთვის, ვისთვისაც ხელით მართვა, ტექსტური და ხმოვანი ბრძანებებიც კი უკვე მოძველებულად ითვლება, Mercedes-ის გუნდმა ალტერნატიული გადაწყვეტილება მოამზადა. გამოფენა IAA Mobility 2021-ზე, რომელიც მიუნჰენში 7-დან 12 სექტემბრამდე მიმდინარეობს, ბრენდმა წარადგინა სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ავტომობილი იმართოს გონების ძალით. techradar.com გერმანულმა კომპანიამ განახორციელა ინტერფეის „ტვინი-კომპიუტერის“ (BCI) ინტეგრირება კონცეპტ Mercedes-Benz Vision AVTR-ში - გამოფენაზე დამსწრეებს შეუძლიათ გატესტონ ავტომობილის ბორტ-კომპიუტერის აზრების ძალით მართვის ტექნოლოგია. პირველად Vision AVTR მოდელი წარდგენილ იქნა გამოფენა CES-ზე 2020 წელს. იმ დროს Mercedes-მა წარადგინა მძღოლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მისი გულისცემისა და სუნთქვის „პატერნების“ მიხედვით. აზრებით მართვა ინტეგრირებული გადაწყვეტილების მორიგი ეტაპია. ტექნოლოგია საჭიროებს, რომ მძღოლმა ატაროს ჰედსეტი არაინვაზიური ინტერფეისით, რომელიც აღჭურვილია თავის უკანა ნაწილზე მიმაგრებული ელექტროდებით. ინტერფეისი კითხულობს ტვინის აქტივობას, რომელიც ითარგმნება ბრძანებებად. Mercedes-ის განცხადებით "კალიბრაციის ხანმოკლე პროცესის შემდეგ", რომელსაც დაახლოებით ერთი წუთი ჭირდება, ნებისმიერს შეუძლია შეასრულოს გარკვეული ქმედებები მანქანაში ღილაკებზე ან მართვის სხვა ელემენტებზე შეხების გარეშე. მომხმარებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ციფრული პანელის კონკრეტულ განათებულ წერტილებზე, ხოლო სისტემა იყენებს ინტერფეისს იმის დასადგენად, თუ რომელზე ფოკუსირდება იგი. Mercedes-ის მონაცემების თანახმად მოწყობილობა ზომავს ნერვულ აქტივობას თავის ტვინის ქერქში რეალურ დროში. მონაცემთა ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს, რომელ წერტილებზე ამახვილებს მომხმარებელი ყურადღებას. რაც უფრო ძლიერია აზრების კონცენტრაცია, მით მაღალია ნეირონული აქტივობა. შედეგად სისტემაა ააქტიურებს კონკრეტულ წერტილთან დაკავშირებულ ფუნქციას. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის პროტოტიპი უკვე არსებობს, Mercedes აღნიშნავს, რომ კომერციული გამოყენების სისტემის შექმნამდე ჯერ კიდევ შორს არის. კომპანიის წარმომადგენლების თქმით დღეს-ხვალ გონებრივი კონტროლის გაჩენას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ეს ტექნოლოგია უკვე აღარ მიეკუთვნება სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს. https://bit.ly/3BMlU01
  11. ყველა კრიპტოვალუტა და, მათ შორის, Stablecoin-ები, შეესაბამება სპეკულაციური აქტივების განმარტებას და მათი ვალუტებად აღიარება შეუსაბამოა - მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა. მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა საზოგადოებას მოუწოდა „ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“ და შეშფოთება გამოხატა უშუალოდ Stablecoin-ებთან დაკავშირებით. „Stablecoin-ები პოზიციონირებენ, როგორც ვალუტის ეკვივალენტი, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის - ისინი მხოლოდ მათთან არიან დაკავშირებული. მსგავსი აქტივების ემიტენტების ცოტა ხნის წინანდელმა ისტორიამ აჩვენა, რომ ისინი შესაძლოა სრულად არ იყვნენ ფიატით უზრუნველყოფილი, როგორც ამას აცხადებენ“ - აღნიშნა ლაგარდმა. მისი თქმით, Stablecoin-ები მთლიანად უნდა იყოს ფიატით უზრუნველყოფილი. "აუცილებელია დავრწმუნდეთ და გავაკონტროლოთ, რომ მომხმარებლები დაცული იყვნენ შესაძლო დეზინფორმაციისგან", - განმარტა ECB-ის პრეზიდენტმა. Stablecoin Tether-ის (USDT) ემიტენტმა ივლისის ანგარიშში მიუთითა, რომ იმ ფულადი რესურსებისა და საბანკო დეპოზიტების წილმა, რომელთა უკან გამოთხოვა ორ ან ნაკლებ დღეშია შესაძლებელი, 10 % შეადგინა. მიმდინარე წლის ზაფხულში კრიპტობირჟა Bitstamp-მა მომხმარებელთა მხრიდან მაღალი მოთხოვნის ფონზე გახსნა დეპოზიტები Tether-ისგან EURt Stablecoin-ისთვის 1:1-ში ევროთი უზრუნველყოფით. მანამდე საკუთარი Stablecoin-ის უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა კომპანია Circle-მა. ფულმა და ფულის ეკვივალენტებმა შექმნეს USD Coin-ის (USDC) რეზერვის 61%, დანარჩენი მონეტები გამყარებულია ობლიგაციებითა და სხვა მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებით. აგვისტოში Circle-მა განაცხადა, რომ Stablecoin-ების რეზერვებს მთლიანად გადაიყვანს დოლარსა და აშშ-ის სახაზინო ვექსელებში. შეგახსენებთ, აპრილში კრისტინ ლაგარდმა განააცხადა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა გამოუშვას საკუთარი CBDC ოთხ წელიწადში, თუ პოლიტიკოსები დაამტკიცებენ პროექტს. მოგვიანებით მარეგულირებელი ორგანო გადავიდა ციფრული ევროს კვლევის ეტაპზე. ივნისში ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამ აღნიშნა, რომ CBDC უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის უკეთ დაცვას, ვიდრე კერძო Stablecoin-ები. https://bit.ly/3yL1hiH
  12. ინდურ მარკეტფლეის Flipkart-ზე გამოქვეყნდა Realme პლანშეტის მახასიათებლები და ფოტოები, რომლებიც საშუალებას იძლევა წარმოდგენა შეგვექმნას ახალ მოწყობილობაზე. gizmochina.com ცნობილი გახდა, რომ Realme Pad-ს ექნება 10.4-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2000×1200 პიქსელი. მოდელს დისპლეის ირგვლივ წვრილი ჩარჩო აქვს, ეკრანის ფართობის ფრონტალურ პანელთან შეფარდება 82.5 %-ს შეადგენს. ადრე ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალ პლანშეტს AMOLED-ეკრანი ექნებოდა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია აღწერაში მითითებული არ არის. gizmochina.com ფოტოს მიხედვით მოწყობილობის უკანა მხარეს განთავსებული იქნება ერთი ძირითადი კამერა. პლანშეტი ძალიან თხელია, მისი სისქე მხოლოდ 6.9 მილიმეტრია. მოსალოდნელია, რომ მოწყობილობა გამოვა ოქროსფერ და ნაცრისფერ ვარიანტებად. Flipkart-ზე ზუსტი მახასიათებლები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. წინა ჯერზე გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად ახალი მოწყობილობა იმუშავებს ჩიპსეტ Helio G80-ზე, ექნება 4 გბ LPDDR4x ოპერატიული მეხსიერება და 64 გბ eMMC 5.1 შიდა მეხსიერება, აგრეთვე 7100 მა/სთ მოცულობის ბატარეა. gizmochina.com ფრონტალურ 8-მეგაპიქსელიან კამერას ექნება „ფიქსირებული“ ფოკუსი, უკანა კამერას კი - ავტოფოკუსი. გამოყენებული იქნება ოთხი დინამიკი, სივრცითი ხმის ტექნოლოგიები DTS HD და Hi Res-Audio, აგრეთვე მხარდაჭერილია Wi-Fi და LTE. შესაძლოა გამოვიდეს შედარებით ბიუჯეტური ვერსიაც 4G-ს გარეშე - სავარაუდოდ, ჩინური კომპანია გეგმავს მოდელის მთელი სერიის გამოშვებას. გაყიდვების დაწყების თარიღი, ფასი და ქვეყნების მიხედვით ხელმისაწვდომობა მოგვიანებით გამოცხადდება. https://bit.ly/3BNBIjg
  13. კომპანია Apple მუშაობს საფირმო ელექტრომობილ Apple Car-ზე, რომელიც გვევლინება, როგორც კომპანიის ყველაზე საიდუმლო პროექტი და ატარებს შიდა დასახელებას - Project Titan. როგორც ცნობილი გახდა, ელექტრონიკის ცნობილმა მწარმოებელმა საკუთარი საფირმო ავტომობილის შემუშავებაში მონაწილეობისთვის დაიქირავა ორი ინჟინერი, რომლებიც ადრე მუშაობდნენ გერმანულ კონცერნ „Daimler AG“-ის შემადგენლობაში არსებულ კომპანია Mercedes-ში. ერთ-ერთი მათგანი, გარდა იმისა, რომ იყო პროექტის ხელმძღვანელი, ასევე მუშაობდა ისეთი პრემიუმ ბრენდების მანქანების მართვის, პროგრამული უზრუნველყოფის და დინამიური მახასიათებლების გაუმჯობესებაზე, როგორებიცაა Mercedes და Porsche. იგი ამჟამად მუშაობს Apple-ში, როგორც დამპროექტებელი ინჟინერი. კალიფორნიული კომპანიის მეორე ახალი თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა. Apple აგრძელებს კადრების პოტენციალის მოზიდვას, თუმცა კომპანია მაინც კარგავს ღირებულ თანამშრომლებს. მაგალითად, ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანია დატოვა Project Titan-ში ჩართულმა რამდენიმე ტოპ-მენეჯერმა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა Apple-ის პირველი ელექტრომობილის გამოშვების ვადის გადაწევა. ამავე დროს, Apple არ კარგავს იმედს, რომ გააფორმებს კონტრაქტებს ყველაზე პერსპექტიულ სპეციალისტებთან. კომპანია აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა წამყვან მანქანათმშენებელ კომპანიასთან და მთავარ საწარმოო პარტნიორ Foxconn-თან. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ეს მცდელობები წარმატებული გარიგებებით არ დაგვირგვინებულა, ალბათობა იმისა, რომ Apple მიაღწევს თავის მიზანს თითქმის ასი პროცენტია: ძალიან დიდი ძალისხმევა და ფული იქნა ჩადებული ამ კონცეპტუალურ განვითარებაში. დრო ჯერ კიდევ არის, რადგანაც Apple Car-ის გამოშვება ხუთი წლის შემდეგაა დაგეგმილი. ამასთან, სწორედ Foxconn იქნება ელექტრომობილის კომპონენტების მთავარი მომწოდებელი, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა წილი უკავია ამ პარტნიორს iPhone-ების წარმოებაში. https://bit.ly/3zR0xKl
  14. Goldman Sachs-ის ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა და მაკროინვესტორმა რაულ პალმა Bankless-ის პოდკასტში ივარაუდა Ethereum-ის კურსის ზრდა 20 000 აშშ დოლარამდე. „ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ეს იყო გრაფიკების შედარება. ისინი იდეალურად ემთხვევა და პროგნოზირებენ Ethereum-ის ფასის 20 ათას აშშ დოლარამდე ზრდას. არც ისე რთული ანალიზია, თუმცა ჩემი აზრით საკმაოდ სარწმუნოდ გამოიყურება“ - განაცხადა პალმა. მისი თქმით, პროგნოზი ეფუძნება ამჟამინდელი გრაფიკების შედარებას 2017 წლის მაჩვენებლებთან. მაკროინვესტორმა აღნიშნა, რომ ETH-ის მხოლოდ 13% არის ამჟამად ბაზარზე მიმოქცევაში. დანარჩენი მონეტები ინახება გრძელვადიანი ინვესტორების საფულეებში, ან დაბლოკილია სტეიკინგისთვის. იგი დარწმუნებულია, რომ Ethereum-ზე მოთხოვნის ზრდა ხელს შეუწყობს დეცენტრალიზებული ფინანსების და არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) განვითარებას. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასმა გადალახა 4 ათას აშშ დოლარიანი დონე, ციფრული ოქრო კი დაუბრუნდა 50 ათას აშშ დოლარს ზემოთ დონეს. შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს პალმა „შავი ხუთშაბათის“ შემდეგ Bitcoin-ის კორექციას უწოდა „შესაძლებლობა და არა საფრთხე“. https://bit.ly/38EuKjZ
  15. კომპანია Asus-ის ყველა ახალი მობილური სამუშაო სადგური და ლეპტოპი, რომლებიც გრაფიკასთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი, ამიერიდან OLED-დისპლეებით იქნება წარმოდგენილი. ტაივანური კომპანია ელის, რომ ეს სიახლე გახდება მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ლეპტოპებისგან. ლეპტოპებში ფართოდ გავრცელებულ IPS-დისპლეებთან შედარებით OLED-მატრიცა უზრუნველყოფს უფრო ღრმა შავი ფერის გადმოცემას, კონტრასტულობისა და რეაქციის დროის საუკეთესო მაჩვენებლებს. აგრეთვე, OLED თავს უკეთ წარმოაჩენს HDR-კონტენტთან მუშაობისას. თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ამ ტექნოლოგით დამზადებულ მატრიცებს ახასიათებდა პიქსელების "გადაწვა" სტატიკური სურათის ან ინტერფეისის სტატიკური ელემენტების ხანგრძლივი ჩვენების დროს. ადრე OLED-დისპლეებით კომპლექტდებოდა ASUS-ის მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული მოდელები, ახლა კი ამ ტიპის დისპლეების ხილვა შესაძლებელი იქნება საშუალო ფასის სეგმენტშიც. ახალი მოდელებიდან ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობა იქნება StudioBook Pro 16, მისი ფასი 2500 აშშ დოლარიდან იწყება. მას ექნება პროფესიონალური ვიდეო დაფა Nvidia RTX A2000, ან A5000. პროცესორის სახით კი წარმოდგენილი იქნება - Intel Xeon ან 5000-სერიის Ryzen. უფრო დაბალბიუჯეტურ OLED მოდელებს შორისაა ZenBook Pro 15 და Vivobook Pro 14X, რომელთა საწყისი ფასებია 1470 $ და 1400 $, შესაბამისად. ორივე ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება დისკრეტული RTX 3050 Ti გრაფიკით და Intel Core i7 ან Ryzen 5000 სერიის პროცესორებით. https://bit.ly/3h3NPAC
  16. თანამშრომლებთან შეხვედრაზე Tesla-ს ხელმძღვანელმა ისაუბრა ახალი, ხელმისაწვდომი ელექტრომობილის გამოშვების პერსპექტივებზე, დაასახელა მისი ფასი 25 ათასი აშშ დოლარი და განაცხადა ახალი მოდელის ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებლის შესახებ. სამომავლო ბიუჯეტური მოდელის არაოფიციალური დასახელებაა Tesla Model 2. Tesla რომ ხელმისაწვდომი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებდა, მასკმა გასულ წელს ღონისძიება Tesla Battery Day-ზე განაცხადა. მისი თქმით, ამგვარი ფასის დადება შესაძლებელი იქნება ახალი ბატარეებისა და ახალი საწარმოო პროცესის გამოყენების შედეგად, რომელიც საშუალებას იძლევა ბატარეის ღირებულება 50%-ით შემცირდეს. არ არის გამორიცხული, რომ ელექტრომობილი, პირობითად Tesla Model 2, წარმოებულ იქნას შანხაის Gigafactory-ში არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ გლობალურ ბაზრებზე გაყიდვის პერსპექტივით. გასულ წელს კომპანიამ განაცხადა ჩინეთში ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების კვლევითი ცენტრის დაარსების შესახებ და გასულ ზაფხულს დაიწყო გუნდის დაქირავება მისი განვითარების მიზნით. electrek.co ამ დროისთვის კომპანიას გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ მცირე ზომის ჰეჩბეკის ესკიზი, არ არის გამორიცხული, რომ საუბარი სწორედ ამგვარ მოდელს ეხება. ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალი მოდელის წარმოება მალე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მასკმა კორპორატიულ შეხვედრაზე დაასახელა ზუსტი ვადა: მისი თქმით, 25 ათასი აშშ დოლარი ღირებულების ელექტრომობილის წარმოება 2023 წელს დაიწყება. უფრო მეტიც, მან გარკვევით აღნიშნა, როგორი იქნება ეს მანქანა თანამშრომლებთან მიმართვისას: „გვინდა კი, რომ ეს მანქანა საჭითა და სატერფულებით გამოვიდეს?“. - როგორც ჩანს, სწორედ ეს მოდელი იქნება წარმოდგენილი ხსენებული დეტალების გარეშე. 2019 წელს Tesla-მ უკვე გამოაქვეყნა მანქანის ფოტო საჭისა და მართვის სხვა ელემენტების გარეშე და განაცხადა, რომ მსგავსი მოდელის წარდგენას ორი წლის მანძილზე გეგმავდა. შეხვედრაზე მასკმა აღნიშნა, რომ კომპანია ფსონს დებს 25 ათასი აშშ დოლარი ღირებულების სრულიად ავტონომიურ ელექტრომობილზე. Tesla ამჟამად ცდილობს თვის ბოლომდე გამოუშვას „სრული ავტოპილოტის“ ბეტა-ვერსია Full Self-Driving Beta აშშ-ში არსებული საკუთარი მანქანებისთვის. როგორც კი დაიწყება სოფტის, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს მძღოლის დაკვირვებას, აქტიური ექსპლუატაცია, Tesla გააუმჯობესებს მას ყველა მანქანიდან მიღებული მონაცემების ნაკადის საფუძველზე და როგორც მოსალოდნელია, ავტონომიური ელექტრომობილები გახდება რამდენჯერმე უსაფრთხო მძღოლების მიერ მართულ მანქანებთან შედარებით. მსგავსი რამ აუცილებელია, რათა კომპანიამ მარეგულირებლისგან საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე უპილოტო მგზავრობის ნებართვა მიიღოს. ამ სფეროში პროგრესზე დიდწილადაა დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერა Tesla მართლაც გამოუშვას ახალი ელექტრომობილი საჭის გარეშე. https://bit.ly/3jHPei3
  17. დოლარზე მიმაგრებული Stablecoin-ები ზრდიან ამერიკული ვალუტის ფასეულობას - ამის შესახებ ისაუბრა Bloomberg Intelligence-ის ნადლეული პროდუქტების უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა. ”ციფრული დოლარით ვაჭრობა მხოლოდ დროის საკითხია. დროა აშშ-ის ხელისუფლებამ დაიწყოს ამ ბაზრის რეგულირება და შემდეგ ჩვენ დავამარცხებთ ჩინეთს, ” - განაცხადა მაკგლოუნმა. მისი თქმით, დოლარით გამყარებული Stablecoin-ები დომინირებენ სხვა მსგავს აქტივებს შორის. „Bitcoin თავდაჯერებულად მიდის მიზნისკენ, რომ გახდეს გლობალური ციფრული სარეზერო აქტივი. დოლარზე მიბმული Stablecoin-ები, როგორიცაა Tether, ზრდიან დოლარის ღირებულებას. ამჟამად უკვე ყველაზე კარგად გაყიდვადი მონეტებია დოლარის ციფრული ვერსიები“ - დარწმუნებულია მაიკ მაკგლოუნი. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად USDT-ის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია 65.77 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხუთჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. Bitcoin-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2020 წლიდან 2021 წლამდე 1.2 მლნ BTC-ით გაიზარდა - 1.38 მლნ BTC-მდე. მაკგლოუნის განცხადებით, გამოშვების მომენტიდან Tether-ის კაპიტალიზაცია იზრდებოდა და გრძელვადიან პერსპექტივაში კორელირებდა Bitcoin-ის ფასის ზრდასთან. ადრე მაკგლოუნმა Ethereum-ს უწოდა Bitcoin-ის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდისთვის დაბრკოლება. https://bit.ly/3jDCMQp
  18. iPhone 12 სერიის სმარტფონების წარმატების წყალობით ბოლო წლებში გაიზარდა Apple-ის წილი მობილური პროცესორების ბაზარზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამერიკულმა კომპანიამ უკან ჩამოიტოვა მთავარი კონკურენტი Samsung, მაგრამ შესამჩნევად ჩამორჩება ორ ლიდერს. კომპანია Counterpoint Research-ის მეორე კვარტლის მონაცემები აჩვენებს, რომ Apple-ის პროცესორის წილი ბაზარზე 15%-ია. ამავე პერიოდში Samsung-ის წილი - 7%. ერთი წლის წინ Apple-ის წილი იყო 13%, წინა კვარტალში კი - 17%. A14 Bionic ჩიპზე დაფუძნებული სმარტფონების შესანიშნავი გაყიდვების მიუხედავად Qualcomm და MediaTek კვლავ განაგრძობენ ლიდერობას. პირველი მათგანი ორჯერ აჭარბებს Apple-ს უპირატესობით, რადგან Android-სმარტფონების თითქმის ყველა მწარმოებელი მის პროცესორებს იყენებს. შესაძლოა, მომხმარებლები iPhone 13-ს ელოდებიან და ამიტომ შემცირდა ოდნავ Apple-ის წილი მეორე კვარტალში. ამ მოწყობილობებში გამოყენებული იქნება ახალი პროცესორები A15 Bionic, TSMC-ისთვის შეკვეთილია ამგვარი 100 მილიონი ერთეულის წარმოება. ეს 20%-ით მეტია იმ ჩიპების რაოდენობაზე, რომლებიც წარმოებულ იქნა iPhone 12 სერიისთვის. მომავალ წელს შესაძლოა გამოვიდეს მორიგი მოდელი iPhone SE შედარებით დაბალ ფასად, რაც ხელს შეუწყობს პროცესორების ბაზარზე წილის გაზრდას. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, Qualcomm-სა და MediaTek-ზე დაწევა შეუძლებელი იქნება მათ მიერ მიღებული შეკვეთების დიდი მოცულობის გამო. https://bit.ly/3yDP4fT
  19. Hyundai-ს კუთვნილმა პრემიალურმა ბრენდ Genesis-მა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ყველა ახალი მოდელი ელექტრო იქნება - კლასიკური აკუმულატორებით ან წყალბადის საწვავზე მომუშავე ელემენტებით. 2030 წლიდან Genesis დაამზადებს მანქანებს მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვით, შიდაწვის ძრავზე მომუშავე ყველა ავტომობილი ხსენებული დროისთვის საბოლოოდ მოიხსნება წარმოებიდან. წყარო: cnet.com ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით ასორტიმენტი მოიცავს ელექტრო მანქანების რვა მოდელს. 2030 წლისთვის Genesis გეგმავს წელიწადში დაახლოებით 400 ათასი მანქანის გაყიდვას. სულ რაღაც ორი კვირის წინ კომპანიამ დააანონსა თავისი სადებიუტო ელექტრომობილი GV60, რომელიც აწყობილია Hyundai E-GMP პლატფორმაზე. ბევრი არაფერია ცნობილი მანქანის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, მაგრამ ავტომწარმოებელმა დააკონკრეტა, რომ მას ექნება მძლავრი უსადენო დამუხტვა WiTricity-ს მხარდაჭერა და სვლის მარაგი - 430 კმ. ფოტოზე: GV60 Genesis Genesis ნამდვილად არ შეჩერდება აქ. ავტომწარმოებელი წყალბადის საწვავის ელემენტებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს ერთ-ერთ პერსპექტიულ სფეროდ მიიჩნევს. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, მისი ნარჩენი პროდუქტი წყალია. Genesis-მა პირობა დადო, რომ წყალბადის მანქანები უფრო მძლავრი გახდება, ვიდრე ამჟამინდელი მოდელებია. ტექნოლოგია ბაზარზე ერთ წელზე მეტია არსებობს, მაგრამ მის განვითარებას აფერხებს თანმხლები ინფრასტრუქტურის თითქმის სრული არარსებობა - მანქანების საწვავით გასამართი სადგურები ხელმისაწვდომი არ არის. წყალბადზე მომუშავე მანქანებს აქვთ მინიმუმ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა კლასიკურ ელექტრომობილებთან შედარებით: ეს გახლავთ საწვავის შევსების დრო, იგი მხოლოდ 5-6 წუთს შეადგენს, რაც ბევრად მოკლე დროა, ვიდრე ელექტრო ბატარეის დამუხტვისთვის საჭირო დრო, თუნდაც მუდმივი ძაბვის მქონე მძლავრი დამტენი სადგურის გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, Genesis ამჟამად ასევე მუშაობს ლითიუმ-იონური ბატარეების და ელექტროძრავების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე. მომდევნო წელს Genesis GV60-ს დაემატება ელექტრო სედანის ვერსია G80, გარდა ამისა მოსალოდნელია ელექტრო კროსოვერ GV70-ის დებიუტი. მოდელი GV60 მუშაობს Hyundai Motor Group-ის პლატფორმა E-GMP-ზე, უახლოეს დროში მას დაემატება კიდევ ერთი ან ორი ელექტრო პლატფორმა, რომლებიც საფუძვლად დაედება უფრო დიდი ზომის და სპორტულ მოდელებს. https://bit.ly/38z15sa
  20. Chainalysis-ის სპეციალისტებმა გააანალიზეს 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისამდე განხორციელებული კრიპტო ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია არალეგალურ საქმიანობასთან. ექსპერტების მონაცემებით, აღმოსავლეთი ევროპა მეორე რეგიონია არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებულ მისამართებზე გაგზავნილი კრიპტოვალუტების მთლიანი ღირებულების მხრივ. ყველაზე დიდი ნაწილი მოდიოდა თაღლითურ პროექტებზე. წყარო: Chainalysis. ამ რეგიონში მცხოვრები მომხმარებლები აგრეთვე შეადგენენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითური ვებ-გვერდების ტრაფიკის დიდ ნაწილს. წყარო: Chainalysis. ამ მაჩვენებლის მხრივ უკრაინის მაცხოვრებლები ლიდერობენ. წყარო: Chainalysis. ამავდროულად, აღმოსავლეთ ევროპის მისამართები იღებენ უამრავ თანხას თაღლითური მისამართებიდან. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ თაღლითური პროექტების ბევრი ოპერატორი ამ ქვეყნებში იმყოფება, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. Chainalysis-მა მიუთითა, რომ ეს არის ერთადერთი რეგიონი, რომლის ტრანზაქციების მთლიანი მოცულობა 400 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, სადაც გადაცემული კრიპტოვალუტების მთლიანი ღირებულების 0.5%-ზე მეტი დაკავშირებულია არალეგალურ საქმიანობასთან. აღმოსავლეთ ევროპელი მომხმარებლები ყველაზე მეტ კრიპტოაქტივს გზავნიან დარქნეტ-ბაზრებზე. ეს მოვლენა დიდწილად დამოკიდებულია მარკეტფლეის Hydra-სთან, რომელიც ამ რეგიონზეა ორიენტირებული - აღნიშნავენ სპეციალისტები. აღმოსავლეთ ევროპიდან მომხმარებლების მიერ თაღლითურ მისამართებზე გაგზავნილი თანხის ნახევარზე მეტი მოდიოდა პირამიდა „ფინიკოზე“. მითითებული პერიოდის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის მისამართებზე შევიდა 46 მლნ აშშ დოლარი გამომძალველ ვირუსებთან დაკავშირებული მისამართებიდან. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს თანხა რეალურად შესაძლოა უფრო მეტი იყოს. ერთ-ერთი მიზეზია მავნე პროგრამის მრავალი ვერსიის კავშირი ჰაკერულ ჯგუფებთან, რომლებიც, ექსპერტების აზრით, დაფუძნებულია რუსეთის ფედერაციაში. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან დაკავშირებული სხვადასხვა გამომძალველისთვის გადახდილი თანხა შეადგენდა მსგავსი პროგრამების მთლიანი გადასახადის 90%-ს. ”ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან მუშაობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამოსასყიდის წინააღმდეგ საბრძოლველად,” - განაცხადა Chainalysis-მა. https://bit.ly/3DFVj6m
  21. აგვისტოს დასაწყისში Google-მა დააანონსა Pixel 6 სმარტფონების ხაზი საკუთარი წარმოების Tensor ჩიპსეტით, რომელიც ასევე ცნობილია კოდური დასახელებით Whitechapel. როგორც ჩანს, Google აგრძელებს მუშაობას სხვა პროდუქტების კომპონენტებზეც, რათა აამაღლოს საკუთარი მდგომარეობა კონკურენტებს შორის. ფოტო: Brooke Cagle, Unsplash კომპანიის უახლოესი გეგმები ცნობილი გახდა Nikkei Asia-სთვის. წყაროს თანახმად 2023 წლისთვის Google-ს მზად უნდა ჰქონდეს ახალი ჩიპი საფირმო ლეპტოპებისა და პლანშეტებისთვის. Google-ზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა გასულ წელს Apple-ის მიერ უარის თქმა Intel-ის ჩიპებზე საკუთარი წარმოების Arm-ჩიპ M1-ის სასარგებლოდ. Nikkei Asia-ს ინფორმაციით, Google იმედოვნებს Pixel 6-ის წარმატებას და დიდი მოცულობის სიმძლავრეს ჯავშნის მისი წარმოებისთვის. დიდი ალბათობით, კომპანიის სამომავლო სტრატეგია დიდწილად დამოკიდებული იქნება ახალი სმარტფონების გაყიდვაზე. Pixel 6-ის პრეზენტაცია უახლოეს თვეშია მოსალოდნელი, მანამდე კომპანია არ ასაჯაროვებს მოწყობილობის დეტალურ მახასიათებლებს. ცნობილია, რომ Tensor ჩიპსეტი აღჭურვილია სპეციალურ ბლოკ TPU-ით (Tensor Processing Unit), რომელიც განკუთვნილია მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებული ამოცანების აჩქარებისთვის, აგრეთვე გააჩნია ბლოკი Titan M2 უსაფრთხოებისთვის. სმარტფონებში აქტიურად იქნება გამოყენებული TPU ფოტოებისა და ვიდეოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საუბრის ამოცნობისა და თარგმნისთვის, აგრეთვე სხვა ამოცანებისთვის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთანაა დაკავშირებული. https://bit.ly/3BrChPe
  22. კომპანია Samsung მუშაობს მორიგ დრეკად მობილურ მოწყობილობაზე. გახსნისას იგი გარდაიქმნება სამი ცალკეული ეკრანის მქონე პლანშეტად, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციაში იმუშაოს. ამგვარი რამ შესაძლებელი გახდება, თუკი კონცეფცია რეალურ მოწყობილობად გარდაიქმნება. მოწყობილობა, სახელად Flex In & Out დაკეცილ მდგომარეობაში ჩვეულებრივ სმარტფონს გავს, თუმცა გაცილებით გრძელი და სქელია. ეკრანის დიაგონალი ამ მდგომარეობისას 7.2 დუიმია და საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ატაროს ჩანთით ან დიდი ჯიბით. Samsung სტანდარტული და დრეკადი ეკრანების წამყვანი მწარმოებელია. მისი წარმოების დისპლეებით სარგებლობენ კონკურენტებიც, მაგალითად Apple. Samsung-ის ეკრანებზე იქნება დამყარებულია ახალი iPhone 13 სმარტფონები 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. სამმაგად დაკეცვის ფუნქციის მქონე სმარტფონი გაყიდვაში უახლოეს დროში არ გამოვა. Samsung-მა ჯერ სულ ახლახანს დაიწყო Galaxy Z Fold 3 და Galaxy Z Flip 3 მოდელების გაყიდვა. https://bit.ly/3yz2kST
  23. მოსამართლე სარა ნეტბერნმა დაადგინა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია SEC-მა უნდა წარადგინოს Ripple-ის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტები „დახურულ კარს მიღმა“ განხილვისთვის. ამის შესახებ განაცხადა ადვოკატმა ჯეიმს ფილანმა. 31 აგვისტოს მოსმენაზე, რომელიც ტელეკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, მხარეებმა განიხილეს SEC-ის სათათბირო პროცესის პრივილეგიები (deliberative process privilege). ეს არის უფლების პრინციპი, რომელიც მარეგულირებელ ორგანოს ნებას რთავს უარი თქვას დოკუმენტების გასაჯაროებაზე ან ჩვენების მიცემაზე მონაცემებისა და წყაროების კონფიდენციალურობის საბაბით. ნეტბერნმა განაცხადა, რომ Ripple-მა მოიყვანა მეტად წონადი არგუმენტები საკუთარი მოთხოვნის სასარგებლოდ, რომ მისთვის აუცილებელია გაეცნოს დოკუმენტებს, რათა დადგინდეს, აუცილებელია თუ არა მათი გამჟღავნებისგან დაცვა. ნეტბერნის მიერ ნახსენები ტერმინი „review in camera“ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოპასუხეები ვერ შეძლებენ SEC-ის მიერ მოწოდებული მონაცემების გადახედვას. თუ მოსამართლე მათ პროცესისთვის მნიშვნელოვნად ჩათვლის, მონაცემები განხილვისთვის საჯარო გახდება. კომისიის წარმომადგენელმა სცადა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და მიზეზად მოიყვანა „მოპასუხე მხარისადმი განსაკუთრებული მოპყრობა“ და მარეგულირებლისთვის „სახიფათო“ პრეცედენტის შექმნა, თუმცა ნეტბერნმა ეს არგუმენტები გააქარწყლა: მისი თქმით Ripple არ მიიღებს პრივილეგიებს, ვინაიდან კომპანიის იურისტები არ ნახავენ დოკუმენტებს, სანამ საპირისპირო არ გადაწყდება. ნეტბერნმა უნდა გადახედოს SEC-ის ინფორმაციას 28 სექტემბრამდე, რის შემდეგაც მან უნდა გადაწყვიტოს გამართლებულია თუ არა მისი დამალვა. მარეგულირებელს დაევალა წარმოადგინოს დოკუმენტები მინიმალური რაოდენობის ცვლილებებით. სხდომის მსვლელობისას არ დაისვა SEC-ის Slack მესინჯერში Ripple-ის თანამშრომლების მიმოწერაზე წვდომის უზრუნველყოფის საკითხი. https://bit.ly/3mRG4l0
  24. დედამიწისთვის ჩვეული ქსელური პროტოკოლები და ტექნოლოგიები დედამიწის გარეთაც კარგად მუშაობს. თუმცა როდესაც საუბარი ეხება პლანეტის გარეთ მონაცემთა გადაცემას, მთელი რიკი კითხვები ჩნდება. ზოგიერთ მათგანს გადაჭრის მთვარის სამხრეთკორეული სადგური Korea Pathfinder Lunar Orbiter (KPLO), რომლის ბორტზე იმყოფება აღჭურვილობები კავშირისთვის ქსელის პროტოკოლ DTN-ის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა კოსმოსურ სივრცეებში გამოყენების მიზნით. როგორც ცნობილია, თანამედროვე ქსელებში შეფერხებები ხდება არა მხოლოდ პროგრამული ან აპარატული მახასიათებლების გამო - დიდ ტრანსკონტინენტურ სადენების სიგრძეს თავის წვლილი შეაქვს შეყოვნებაში, რადგან სიგნალის გავრცელების სიჩქარე შეზღუდულია და ვერ აღემატებს სინათლის სიჩქარეს. დედამიწასთან უახლოესი ციური სხეული, მთვარე მდებარეობს დაახლოებით 400 ათასი კილომეტრის დაშორებით და ქსელის რეაგირების დრო, რა თქმა უნდა, წამზე მეტი იქნება. მარსის შემთხვევაში ბანალურ "პინგზე" ორ ათეულ წუთამდე დაიხარჯება. დედამიწისთვის ჩვეული ქსელის ტექნოლოგიები არ არის შესაფერისი კოსმოსურ დისტანციებზე გამოსაყენებლად და სწორედ აქ იხმარება DTN (Delay-Tolerant Networking, შეყოვნებისადმი მდგრადი ქსელი). მასში გათვალისწინებულია მონაცემთა მსხვილი ნაკრებების შენახვა ქსელის შუალედურ კვანძებში. DTN-ის ერთ-ერთი ვარიანტი Bundle Protocol მუშავდება NASA-ს მიერ და სწორედ ეს ვარიანტი უნდა აიქნას მოსინჯული KPLO-სგან მონაცემთა გადაცემისთვის, მისი ამოქმედება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. ეს მოვლენა პროექტ Artemis-ის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება, რომლის მიზანია ადამიანის დაბრუნება მთვარეზე. NASA-ს ხედვა, თუ როგორი იქნება სამომავლო „პლანეტათშორისი ინტერნეტის“ სტრუქტურა მიუხედავად იმისა, რომ მთვარე დედამიწიდან ყოველთვის ხილვადია, სიგნალის გადაცემისას პრობლემები ცოტა არ იქნება - ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ბნელი მხრიდან სიგნალის გამოგზავნა დიდი კრატერების გამო საჭიროებს შუალედურ რელე-სადგურს. სამხრეთკორეული აპარატი ექსპერიმენტის ფარგლებში გახდება პირველი ამგვარი სადგური, რომელიც სხვა ამოცანებთან ერთად გადასცემს მონაცემებს სპეციალურ კამერა ShadowCam-ის მეშვეობით. ეს კამერა განკუთვნილია მთვარის ბნელი რეგიონების გამოკვლევისთვის. კოსმოსურ მისიებში გამოსაყენებელი ქსელური პროტოკოლების შემუშავება დიდი ხანია, დაახლოებით 1998 წლიდან მიმდინარეობს. DTN-ის ადრეული ვერსია CFDP შემუშავდა მარსმავლების, Spirit-ისა და Opportunity-ს კავშირით უზრუნველყოფისთვის, ტექნოლოგია Bundle Protocol კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დაკავშირებისთვის 2016 წლიდან გამოიყენება. თუმცა, განვითარება საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და როგორც DTN პროექტის ერთ-ერთმა დეველოპერმა ვინტ სერფმა აღნიშნა, პროგრამა Artemis უნდა გახდეს კატალიზატორი, რომელიც დააჩქარებს პლანეტათშორისი გამოყენებისთვის შესაფერისი ქსელური ტექნოლოგიების შექმნას. https://bit.ly/2WCLNA3
  25. წყლისადმი სიფრთხილე არ არის ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი თვისება მიუხედავად იმისა, რომ მათი ძრავები შეიცავს მაღალ ძაბვაზე მომუშავე ელემენტებს. ელექტრომობილების მწარმოებლები თავიდანვე ანიჭებენ მანქანებს წყლის დაბრკოლებების გადალახვის შესაძლებლობას. ჩინური წარმოების Tesla-ს არ ეშინია დატბორილ ქუჩებში მოძრაობის, Jaguar I-Pace-ს შეუძლია ნახევარმეტრიანი გუბის გადალახვა, პიკაპი Rivian R1T კი მას თითქმის ორჯერ აღემატება ამ მაჩვენებლით. ფოტოს წყარო: Twitter, RJ Scaringe Rivian-მა სექტემბრიდან უნდა დაიწყოს მომხმარებლებისთვის პიკაპ R1T-ის პირველი ეგზემპლარების მიწოდება. მანამდე კი, როგორც electrek აღნიშნავს, ახალგაზრდა ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია საზოგადოებას უზიარებს ახალი სატრანსპორტო საშუალების შესაძლებლობებს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში Rivian R1T გადის წყლით სავსე არხში. გარკვეულ მომენტში წყალმა თითქმის დაფარა ელექტრომობილის წინა ოპტიკა, რომელიც განთავსებულია ძრავის განყოფილების ხუფზე (კაპოტზე). ჯერჯერობით Rivian არ ასახელებს წყლის არხის ზუსტ სიღრმეს, თუმცა კომპანიის მიერ მითითებულია მანქანის გაბარიტული სიმაღლე ანტენის ჩათვლით - 1923 მმ. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინა ოპტიკის ხაზი დაახლოებით 900 მმ სიმაღლეზეა განთავსებული, წყლის სიღრმის მაჩვენებელი სერიოზულია. ცნობილია, რომ შიდაწვის ძრავზე მომუშავე მანქანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს სითხის მოხვედრა ცილინდრის ღრუში ჰიდროდარტყმის საშიშროების გამო, რაც ძრავს მწყობრიდან გამოიყვანს. ელექტრომობილებს არ აქვს ეს სისუსტე, მაგრამ ბორტის ქსელში გამტარების იზოლაცია მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სითხეში დიდხანს გაჩერება ელექტრომობილს დადებითად ნამდვილად არ წაადგება, ასე რომ წყალში მოძრაობა მოკლე დროით - ეს არის გონივრული მაქსიმუმი, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს ელექტრომობილის მფლობელი. https://bit.ly/3zyxg6V
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.