Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. ჰეჯ-ფონდების მმართველების დაახლოებით 31% და მათი კოლეგების 24%, რომლებიც ფოკუსირებული არიან ალტერნატიულ ინვესტიციებზე, გეგმავენ კრიპტოვალუტის დამატებას თავიანთ პორტფელებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ასეთი გამოთვლები მოცემულია „დიდი ოთხეულის“ წევრ კომპანია Ernst & Young-ის (EY) კვლევაში, Greenwich Associates-თან ერთად. 2021 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით გამოკითხვაში მონაწილეობდა 264 რესპონდენტი, რომელთა მენეჯმენტის ქვეშ მყოფი თანხა (AUM) 5 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია. ყველაზე დიდი ინტერესი ციფრული აქტივების მიმართ გამოავლინეს მართვის სტრუქტურებმა AUM-ით 2 მილიარდიდან 10 მილიარდ აშშ დოლარამდე (32%) და მის ზემოთ დიაპაზონში (36%). ანგარიშის მიხედვით, ამჟამად რესპონდენტთა მხოლოდ 7%-მა განახორციელა ინვესტიცია აქტივების ახალ კლასში. ციფრული აქტივების შეძენის გარდა (46%) კომპანიები განიხილავენ კრიპტოდერივატივების შეძენას (43%), კერძო ბლოკჩეინ-კომპანიების დაფინანსებას (37%), ინვესტიციებს ETF-სა (28%) და IPO-ების ინდუსტრიის მონაწილეების აქციებში (28%). მმართველები, რომლებმაც უარი განაცხადეს კრიპტოვალუტებში ინვესტირებაზე, მიუთითებდნენ ციფრულ აქტივებსა და ფონდის საინვესტიციო დეკლარაციებს შორის შეუსაბამობაზე (78%). სხვა მიზეზებს შორისაა არასტაბილურობა (35%), მარეგულირებელი გაურკვევლობა (33%) და აქტივების კლასის არასაკმარისი აღქმა (26%). „ციფრული აქტივებისადმი ინტერესის ზრდის კატალიზატორი იყო ინსტიტუციურ დონეზე კონტროლის მექანიზმების მეურვეებისა და Bitcoin-ის გაცვლის პირობების გაუმჯობესება. ამან აღმოფხვრა ზოგიერთი არსებული შეშფოთება კრიპტოვალუტების შენახვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა EY-ის ბლოკჩეინის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯო მაკკარნიმ Decrypt-თან ინტერვიუში. ამგვარ ინსტრუმენტებს შორისაა მულტი ხელმოწერა და დეტალიზებული ანგარიშების გენერაციის შესაძლებლობა, რაც მარეგულირებლების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ივლისში ჩატარებული გამოკითხვით კრიპტოფონდ Nickel Digital-მა გაარკვია, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორებისა და კერძო კაპიტალის მმართველების 82% 2023 წლისთვის გეგმავს პორტფელებში ციფრული აქტივების წილის გაზრდას. https://tinyurl.com/zd5wb7aj
  2. მიმდინარე თვეში ერთ წელი სრულდება Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფების გამოსვლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში დაფების ფასი არ გატოლებია და არც მიახლოებია სარეკომენდაციო ღირებულებას, იმავე სიტუაციაშია 2020 წლის სექტემბერში გამოსული GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფებიც. 3DCenter-ისა და HardwareUnboxed-ის უახლესი მონაცემებით მიმდინარე თაობის გრაფიკული ამაჩქარებლების თითქმის ყველა მოდელის ფასი 21 ნოემბრის მდგომარეობით ორჯერ მაღალია სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz ევროპაში, კერძოდ გერმანიასა და ავსტრიაში, რომელთა ბაზრებს იკვლევს 3DCenter, GeForce RTX 30 სერიის ვიდეო დაფები ოქტომბრიდან კიდევ უფრო გაძვირდა. ამავდროულად, Radeon RX 6000 მოდელების ფასები ოდნავ დაეცა. წყაროს ცნობით, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ საცალო მოვაჭრეებმა მიიღეს Radeon RX 6800 მოდელების ახალი პარტია, რამაც შეამცირა საშუალო ფასი მთელ სერიაზე. GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული დაფები ახლა საშუალოდ 95%-ით უფრო ძვირია, ვიდრე მწარმოებლის რეკომენდაცია. თუმცა, მაგალითად, GeForce RTX 3080-ის ღირებულება დაახლოებით 1500 ევროა, რაც ორჯერ მეტია რეკომენდებულ 719 ევროზე. GeForce RTX 30 და Radeon RX 6000 დაფების ფასები გერმანიასა და ავსტრიაში. წყარო: 3DCenter.org YouTube-არხ HardwareUnboxed-ის ამერიკული ბაზრის ფასების ახალი ანალიზი ასევე აჩვენებს GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფებზე ფასების ზრდას. თითქმის ყველა მოდელი შემოთავაზებულია სარეკომენდაციო ფასზე ორჯერ ძვირად GeForce RTX 3080 Ti მოდელის გარდა. იგი თავიდანვე გამოვიდა გაზრდილი სარეკომენდაციო ფასმაჩვენებლით. ამჟამინდელ პირობებში კი იგი სარეკომენდაციოზე 60%-ით ძვირია. საერთო ჯამში, GeForce RTX 30 სერია სავაჭრო პლატფორმა eBay-ზე შემოთავაზებულია საშუალოდ 113%-ით მეტ ფასად. ოქტომბრის შემდეგ მაჩვენებელმა 6%-ით მოიმატა. GeForce RTX 30-სერიის ფასი eBay-ზე. წყარო: HardwareUnboxed Radeon RX 6000-ის ფასები ასევე უფრო მაღალია, ვიდრე გასულ თვეში იყო. საშუალოდ, AMD გრაფიკული დაფები ორჯერ ძვირია. ოქტომბერთან შედარებით აშშ-ში ეს სერია 9%-ით გაძვირდა. Radeon RX 6000-ის ფასები eBay-ზე. წყარო: HardwareUnboxed ორივე წყარო აღნიშნავს, რომ ვიდეო დაფების რეალური ფიზიკური ხელმისაწვდომობა არ არის პრობლემა - ამაჩქარებლები მაღაზიებში მარაგშია. თუმცა, მათი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად, აგრეთვე კომპიუტერის სხვა კომპონენტების ნაკრების გარეშე, შეუძლებელი ამოცანაა. საცალო მოვაჭრეები არ აპირებენ მარჟის შემცირებას, რადგან დისტრიბუტორებს არ სურთ გრაფიკულ დაფებზე ფასის დაკლება. კრიპტოვალუტების მზარდი ღირებულება და მომავალი სადღესასწაულო სავაჭრო სეზონი ნამდვილად არ უწყობს ხელს ამაჩქარებლების სტაბილიზაციას და ფასების შემცირებას. https://tinyurl.com/vxdjhsyc
  3. ადამიანებს მთვარეზე ფეხი არ დაუდგამთ 1972 წლის Apollo 17-ის მისიის შემდეგ. დაახლოებით 2025 წლისთვის, როდესაც ადამიანები ჩვენს კოსმოსურ თანამგზავრზე დაბრუნდებიან, მთვარის კვლევასთან დაკავშირებული სიტუაცია სრულიად განსხვავებული იქნება უახლესი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით. NASA-ს სურს კიდევ უფრო დააჩქაროს იმ ტექნოლოგიების შემუშავება, რომლებიც მთვარის სამომავლო მისიებს ენერგიის წყაროებით უზრუნველყოფენ. ამისთვის მან ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კომპანიებს მოუწოდებს დაეხმარონ ბირთვული ენერგიის გადაწყვეტილებების შემუშავებაში. მარსზე ბირთვული ენერგეტიკის სისტემის მხატვრული ილუსტრაცია. წყარო: NASA NASA კერძო კომპანიებს სთხოვს დახმარებას მთვარისთვის ბირთვული ენერგეტიკის საკითხში კერძოდ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, რომ იგი „ამერიკულ კომპანიებს სთხოვს მოამზადონ საპროექტო გადაწყვეტილებები ბირთვული ენერგიის სისტემების შესახებ, რომლებიც მთვარეზე დემონსტრირებისთვის ათწლეულის განმავლობაში იქნება მზად“. NASA აღნიშნავს, რომ ელექტროსადგური ავტონომიურად უნდა მუშაობდეს მთვარეზე ან როვერის დასაფრენ პლატფორმაზე. კომპანიას სურს მთვარეზე ატომური რეაქტორების გამოცდა, რადგან თვლის, რომ ისინი საკმარისად სანდოა ნებისმიერ დროს, მათ შორის მთვარის ღამეების განმავლობაში მუშაობისთვის, რომლებიც კვირები გრძელდება. სისტემა, რომლის წაღებასაც NASA მთვარეზე გეგმავს, გამოიმუშავებს დაახლოებით 40 კილოვატ ენერგიას, რაც, ექსპერტების აზრით, საკმარისია ათი წლის განმავლობაში 30 საოჯახო მეურნეობის კვებისათვის. დასასრულს, NASA ასევე განმარტავს, რომ სისტემა უნდა იყოს საკმარისად მსუბუქი, რომ სამომავლოდ მარსზე ფრენებისას გამოიყენონ. „NASA და ენერგეტიკის სამინისტრო ერთად მუშაობენ ამ მნიშვნელოვან და რთულ პროექტზე, რომელიც, როგორც კი დასრულდება, მთვარისა და მარსის გრძელვადიანი კვლევისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იქნება“, - განმარტა NASA-ს გლენის სახელობის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა ტოდ ტოფილმა. – „ჩვენ გამოვიყენებთ ხელისუფლებისა და კერძო წარმოების უნიკალურ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველვყოთ საიმედო, უწყვეტი ენერგია, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მთვარის ზედაპირზე განთავსებაზე. ” მთვარის ბირთვული ტექნოლოგია შეძლებს ენერგიით უზურნველყოს დედამიწაც ატომური ენერგეტიკული სისტემა, რომელსაც NASA საბოლოოდ მთვარეზე გაგზავნის, სავარაუდოდ, კოსმოსური ტექნოლოგიის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც შეიძლება დიდი სარგებლის მომტანი იყოს დედამიწისთვისაც. მაგალითისთვის, SpaceX-ის ყოფილმა ინჟინერმა დააფუძნა კომპანია Radiant, რათა შეემუშავებინა პორტატული ბირთვული რეაქტორები დედამიწის შორეულ კუთხეებში გამოსაყენებლად, ეს რეაქტორები უპირველეს ყოვლისა მარსისთვის შემუშავებულ ტექნოლოგიებზეა დამყარებული. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ მთვარის ბირთვულ რეაქტორზე მუშაობა ასევე დაეხმარება ატომურ ძრავებზე მომუშავე ისეთ რაკეტებზე მუშაობის დაჩქარებას, როგორიცაა Ad Astra-ს მიერ შექმნილი რაკეტა, რომელსაც თეორიულად შეუძლია მიაღწიოს სიჩქარეს 123.000 მილი/ საათში (~ 198,000 კმ/სთ ) და მხოლოდ ერთი თვე დასჭირდეს მარსამდე მიღწევისთვის. მანამდე კი ასტრონავტები მთვარეზე უნდა დაბრუნდნენ 2025 წელს. მიმდინარე თვეში NASA-მ დაადასტურა, რომ მთვარის მისია Artemis გადაიდო (მისი დაწყების პირვანდელი თარიღი 2024 წელი იყო), რისი მიზეზიც გახდა კომპანია Blue Origin-თან გაჭიანურებული სამართლებრივი დავა იმის გამო, რომ კონტრაქტი SpaceX-მა მიიღო. https://tinyurl.com/3277temk
  4. სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ (Nayib Bukele) განაცხადა, რომ გეგმავს გამოუშვას მსოფლიოში პირველი სახელმწიფო Bitcoin-ობლიგაციები და ააშენოს Bitcoin-სიტი - შემოსავლის, ქონებისა და კაპიტალის მოგების გადასახადებისგან თავისუფალი ქალაქი. სალვადორი აპირებს Liquid Network-ის მეშვეობით გამოუშვას აშშ-დოლარში ნომინირებული ტოკენიზებული ათწლიანი ობლიგაციები 6.5%-ით. ეგრეთ წოდებული „ვულკანური ბონდებიდან“ თანხის ნახევარი დაკონვერტირდება Bitcoin-ში, მეორე კი გეოთერმული ენერგიის გამოყენებით მაინინგის ინფრასტრუქტურის ორგანიზებას მოხმარდება. ხუთწლიანი დაბლოკვის პერიოდის შემდეგ ხელისუფლება Bitcoin-ების გაყიდვასა და ინვესტორებისთვის დამატებითი დივიდენდების გადახდას დაიწყებს. ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვიდა კომპანია Blockstream-ის სტრატეგიული განვითარების საკითხების პრეზიდენტი Samson Mow, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტის ამოქმედებიდან ათი წლის შემდეგ ობლიგაციის წლიური სარგებელი 146 % იქნება Bitcoin-ის პროგნოზირებადი ზრდის გამო - კომპანიის პროგნოზით მომდევნო 5 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 1 მლნ აშშ დოლარამდე მიაღწევს. Mow-მ განმარტა, რომ დაბლოკვის პერიოდი განკუთვნილია Bitcoin-ების ბაზრიდან 500 მილიონი აშშ დოლარის გატანისთვის, რაც გაზრდის ობლიგაციების ღირებულებას. თვის დასაწყისში Bitcoin-მა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, მისი ფასი 68 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ მას შემდეგ შესამჩნევად დაკარგა ღირებულება. სალვადორის პრეზიდენტი ასეთ შემთხვევებში ინვესტორებს ყოველთვის ურჩევს კრიპტოვალუტის შეძენას. ოქტომბრის ბოლოსთვის ქვეყანა ფლობდა მინიმუმ 1100 ტოკენს. Samson Mow დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი სალვადორს „ლათინური ამერიკის სინგაპურად“ გარდაქმნის. პროექტში მონაწილე ინვესტორები მიიღებენ ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ასევე შეძლებენ მოქალაქეობის მიღებას დაჩქარებული პროგრამით. Bitcoin City აშენდება კონჩაგუას ვულკანის გვერდით, რომელიც ენერგიით უზრუნველყოფს მაინინგ ინფრასტრუქტურას, ხოლო ობლიგაციების გამოშვება დაიწყება 2022 წელს. ახალ ქალაქში ერთადერთი გადასახადი იქნება 10%-იანი დღგ, რომელიც საჭიროა მისი მშენებლობისა და მომსახურების დაფინანსებისთვის. https://tinyurl.com/mez5zm4z
  5. ინსაიდერ Moore’s Law Is Dead-მა ახალ ვიდეოში ისაუბრა სამომავლო დაბალბიუჯეტურ ვიდეო დაფა Intel Arc Alchemist-ზე DG2-128EU გრაფიკული პროცესორით, რომელსაც 128 გამომთვლელი ბლოკი აქვს. მიმდინარე სიტუაციაში ბაზრისთვის მოდელი მეტად საინტერესოა, დაბალბიუჯეტურ სეგმენტში ის შეიძლება გახდეს საუკეთესო არჩევანი და ამაში, ინსაიდერის თქმით, მას ხელს შეუწყობს 6 გბ მოცულობის 96-ბიტიანი GDDR6 16 გბ/წმ მეხსიერება. DG2-128EU-ს სხვა სავარაუდო დადებით მახასიათებლებს მიეკუთვნება მცირე, 75-ვატიანი ენერგომოხმარება და სარეკომენდაციო ფასი - დაახლოებით 179 აშშ დოლარი. წყარო: Moore’s Law Is Dead YouTube კონკურენტებს რაც შეეხება, Twitter-ინფორმატორმა @KOMACHI_ENSAKA-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზადდება AMD Radeon RX 6500 XT და RX 6400 მოდელები 4 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერებით. მეხსიერების სალტის სიგანე უცნობია, შეიძლება იყოს 64-ბიტიანი. NVIDIA GeForce RTX 30-სერიის დაბალბიუჯეტური დესკტოპ მოდელების დამზადების შესახებ ამჟამად ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს, ბაზარზე არსებული GeForce GTX 1050 და 1650 კი არც ისე კარგად გამოიყურება: მათ არ აქვთ DLSS მასშტაბირების მხარდაჭერა, Intel-ს კი გააჩნია მეტად საინტერესო და იმედისმომცემი XeSS. სხვათა შორის, შესაძლებელია, რომ NVIDIA-ს ახალი სივრცითი მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელიც არ საჭიროებს ტენზორულ ბირთვებს, წარმოდგენილი იყოს GTX მოდელების მუშაობის გაძლიერების მიზნით. ლეპტოპებისთვის განკუთვნილი DG2-128EU ვარიანტის მახასიათებლები შესაძლოა შემცირდეს გაიაფების, ენერგომოხმარებისა და სითბოს გამოყოფის დონის შემცირების მიზნით - ინსაიდერის აზრით მას ექნება 64-ბიტიანი 4 გბ 14 გბ/წმ ვიდეომეხსიერება. ლეპტოპების გამოსვლა მოსალოდნელია შეზღუდული რაოდენობით თებერვალში ან მარტში, შემდეგ გამოვა დესკტოპ ვიდეო დაფები. მიწოდება მეორე კვარტლის ბოლოს დარეგულირდება. https://tinyurl.com/yjy26vef
  6. ონლაინ გამოცემა 91Mobiles-მა ავტორიტეტულ ინსაიდერ სტივ ჰემერსტოფერის, იგივე @OnLeaks-ის ცნობებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა Google Pixel 6A სმარტფონის პირველი რენდერები. მოწყობილობა დამზადებულია Pixel 6 სერიის უფროსი მოდელების სტილში თუმცა, როგორც ჩანს, არ აქვს 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. ფოტოს წყარო: 91mobiles.com რენდერებზე გამოსახული Pixel 6A, რომელიც დაბალბიუჯეტურ Pixel A ხაზს ეკუთვნის, რეალურად სტანდარტული Pixel 6-ის თითქმის იდენტურია. უკანა მხარეს მოცემულია იგივე წინ გამოწეული შავი ბლოკი, რომელზეც განთავსებულია ორი კამერა და ფლეშ-განათება, დისპლეიზე მოცემულია ჭრილი ფრონტალური კამერისთვის. ქვედა ნაწილში არის USB-C პორტი, დინამიკი და მიკროფონი. როგორც ჩანს, კორპუსზე არ არის თითის ანაბეჭდის სენსორი - სავარაუდოდ, იგი განთავსებულია ეკრანის ქვეშ, როგორც Pixel 6 და Pixel 6 Pro მოდელების შემთხვევაში, რომლებისთვისაც Google-მა ახლახანს გამოუშვა განახლება მისი მუშაობის დაჩქარების მიზნით. Pixel 6A-ს ასევე არ აქვს ყურსასმენის 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. თუ რენდერები სწორია, ეს იქნება პირველი საშუალო დონის Pixel სმარტფონი, რომელიც მოკლებული იქნება ამ კონექტორს - Pixel 3A, 4A და 5A მოდელებს იგი ჰქონდათ შესაბამისი "სრული წონის" მოდელებისგან განსხვავებით. Pixel 6A ასევე შეიძლება იყოს უფრო კომპაქტური, ვიდრე Pixel 6 და Pixel 6 Pro: წინასწარი მონაცემებით, მისი ზომებია 152.2 × 71.8 × 8.7 მმ, ეკრანის დიაგონალი კი - 6.2 დუიმი. Pixel 6A-ს გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მით უმეტეს, რომ Pixel 6 და Pixel 6 Pro სულ ახლახანს გამოვიდა. https://tinyurl.com/hac44e8n
  7. ანალიტიკურმა კომპანია Campden Wealth-მა ისაუბრა კაცობრიობის უმდიდრესი წარმომადგენლების ინვესტიციებზე კრიპტოვალუტაში. როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ აქტივის წარმატებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს დროის ხაზის მითითება, რომელიც არის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში მომხდარი მოვლენების ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ორი გრაფიკი. პირველი აჩვენებს Bitcoin-ის კურსის ცვლილებას ერთი თვის განმავლობაში, ხოლო მეორე - 3 თვის განმავლობაში. როგორც ხედავთ, თუ საკითხს ვიწროდ მივუდგებით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კრიპტოვალუტა მძიმე პერიოდებს განიცდის, რადგან Bitcoin-მა იმაზე მეტი დაკარგა, ვიდრე მიიღო. მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დგება, როცა 3 თვის უფრო სრულ გრაფიკს ვუყურებთ. ცხადია, კატასტროფა არ მომხდარა, რადგან დღეს კრიპტოვალუტა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ფასის პოზიციაზე იმყოფება. როგორც ჩანს, ამ აზრებით ხელმძღვანელობენ Bitcoin-ის მსხვილი მფლობელები, როდესაც აგრძელებენ კრიპტოვალუტის ყიდვას ზოგიერთი ანალიტიკოსის გულდასაწყვეტი პროგნოზებისა და ჯიუტი დაღმავალი ტენდენციების მიუხედავად. თუ უკვე ცნობილი სტატისტიკით ვიმსჯელებთ, მაშინ Bitcoin-ის მსხვილი მფლობელების მხოლოდ 0.7%-მა მოიშორა თავიდან კრიპტოვალუტა კურსის მკვეთრი ვარდნის შემდეგ. როგორც გაირკვა, ეს ჩვეულებრივი ტრენდია არა მხოლოდ უცნობი კრიპტო-ვეშაპებისთვის, არამედ პლანეტის უმდიდრესი ოჯახებისთვისაც. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მილიონერები ელიან ეკონომიკის სწრაფ აღდგენას პანდემიის დასრულების შემდეგ. ეს მიუთითებს მთელ მსოფლიოში ადამიანების ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, რაც აუცილებლად გაზრდის ბრუნვას და მოგებას საქონლისა და მომსახურების გაყიდვიდან. იმის გამო, რომ ფული საბოლოოდ მოხვდება მილიარდერებისა და მილიონერების ანგარიშებზე, ამ უკანასკნელებს აინტერესებთ სად ჩადონ ის. ზოგი მიმართავს ტრადიციულ სექტორებს - მანქანათმშენებლობას და წარმოების გაფართოებას. სხვები ყიდულობენ აქციებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მსხვილი კომპანიების bubble-ს. ზოგმა კი 2022 წლისთვის კრიპტოვალუტაში დიდი ინვესტიციების ჩადება დაგეგმა. აღნიშნულია, რომ პლანეტის ყველა უმდიდრესი ოჯახის დაახლოებით 28%-ს უკვე აქვს ინვესტიცია კრიპტოვალუტებში, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს უფრო მაღალი ან დაბალი. მაგალითად, შეერთებულ შტატებში უმდიდრესი ოჯახების 31%-მა უკვე ჩადო Bitcoin-ში ინვესტიცია, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კი მათი მხოლოდ 19%-ია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ექსპერტები საუბრობენ კრიპტოვალუტების მზარდი პოპულარობისა და ციფრული აქტივების მიმართ ნდობის გაზრდაზე. აშშ-ში გამოკითხული ინვესტორების 43% განიხილავს Bitcoin-ის ყიდვას 2022 წელს, ევროპაში ეს მაჩვენებელი 33%-ია. მიუხედავად ასეთი მშვენიერი რიცხვებისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პლანეტის უმდიდრესი ოჯახები არასოდეს ინახავენ ფულს ერთ ადგილას. ცნობილია, რომ საშუალოდ ინვესტიციების მოცულობა არ აღემატება მთლიანი ქონების 1%-ს, ამიტომ ის არ არის კრიტიკული და აღიქმება თამაშად, რის შედეგადაც ზარალი უმნიშვნელო იქნება, მოგება კი - სასიამოვნო. https://tinyurl.com/bpwdatwz
  8. ბილ გეითსის მიერ დაფინანსებული კომპანია TerraPower რეაქტორ Natrium-ის პროექტთან ერთად მუშაობს კიდევ ერთ ექსპერიმენტალურ, გამდნარ ქლორიდზე მომუშავე რეაქტორზე (MCRE). პროექტ Natrium-ის მსგავსად MCRE რეაქტორი ენერგიას იღებს საწვავის რადიოაქტიური დაშლისგან სწრაფი ნეიტრონების შთანთქმით, მაგრამ MCRE-ს შემთხვევაში გამდნარი მარილი გამოიყენება როგორც გამაგრილებელი, ასევე რეაქტორისთვის საწვავის მიწოდების საშუალება და ეს მომგებიანი კომბინაციაა. ფოტოს წყარო: Southern Company რეაქტორ MCRE-ს აშენებითა და ექსპლუატაციით დაკავდება კომპანია Southern Company, აშშ-ში ფართო სპექტრის გენერირებული სიმძლავრის უმსხვილესი ოპერატორი. კომპანიამ ახლახანს გააფორმა შეთანხმება აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსთან, რათა დააპროექტოს, ააშენოს და აწარმოოს ექსპერიმენტული მდნარი ქლორიდის რეაქტორი (MCRE) აიდაჰოს ეროვნულ ლაბორატორიაში (INL). TerraPower-ის, Southern Company-სა და INL-ის გარდა პროექტში მონაწილეობენ Core Power, Orano Federal Services, Electric Power Research Institute და 3M Company. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო ამ პროექტისთვის ზედიზედ რამდენიმე წელია ათეულობით მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. TerraPower აგრეთვე ქმნის MCRE რეაქტორის საზღვაო ვარიანტსაც - m-MSR-ს, სავარაუდოდ აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალებისთვის. თანხა გამოიყოფა ხუთწლიანი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდებას საჩვენებელი რეაქტორის დიზაინის, ლიცენზირებისა და ექსპლუატაციის შესახებ. კომპანია TerraPower-ის ტექნოლოგია MCFR-ის მიხედვით გამოიყენება მდნარი მარილი, როგორც სითბოს მატარებელი და რეაქტორისთვის საწვავის მიმწოდებელი, რაც ფართო სპექტრის გამოყენების საშუალებას იძლევა, შედეგად გახლეჩვის რეაქცია უფრო ეფექტურია. მოწყობილობა მუშაობს უფრო მაღალ ტემპერატურაზე ჩვეულებრივ რეაქტორებთან შედარებით, უფრო ეფექტურად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, ასევე გააჩნია ტექნოლოგიური სითბოს გამოყენებისა და შენახვის (აკუმულირების) პოტენციალი შემდგომ წარმოებისთვის. https://tinyurl.com/54k7vpb6
  9. TSMC არის ჩიპების ყველაზე დიდი დამოუკიდებელი მწარმოებელი მსოფლიოში, ხოლო Apple მისი უმსხვილესი მომხმარებელია. აგვისტოში TSMC-მა გამოაცხადა ჩიპების ფასების 20%-იანი ზრდა, მაგრამ Apple-ისთვის ჩიპები მხოლოდ 3%-ით გააძვირა. ნახევრადგამტარი კომპონენტების გიგანტი ცდილობს მთავარი დამკვეთი შეინარჩუნოს საუკეთესო გარიგებისა და საწარმოო ობიექტებზე მაქსიმალური წვდომის შეთავაზებით. რესურს Guru3D-ის თანახმად ეს მდგომარეობა არ არის მისაღები AMD-სთვის, რომელიც დაფიქრდა TSMC-ის მთავარ კონკურენტ Samsung Foundry-ს სერვისებით სარგებლობაზე. ფოტოს წყარო: AMD ცნობილია, რომ TSMC-ის ძალისხმევა ორიენტირებულია Apple-ის სამომავლო 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის საკმარისი საწარმოო სიმძლავრის უზრუნველყოფაზე. როგორც ჩანს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ კომპანიას არ ჰქონდეს საკმარისი სილიკონის ფირფიტები AMD-ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც კომპანიისთვის სახარბიელო არ იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც საქმე შეეხება 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას, Qualcomm-ს მოუწევს არჩევანის გაკეთება TSMC-სა და Samsung-ს შორის. მიმდინარე დროისთვის მოსალოდნელია, რომ Qualcomm-ის სამომავლო ჩიპსეტს, რომლის სავარაუდო დასახელებაა Snapdragon 8 Gen1, დაამზადებს Samsung, მის გაუმჯობესებულ ვერსიას კი მომდევნო წელს TSMC გამოუშვებს. ფოტოს წყარო: Counterpoint Research Counterpoint Research-ის მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს Apple დაიკავებს TSMC-ის საწარმოო სიმძლავრის 53%-ს 5-ნანომეტრიანი ჩიპების გამოსაშვებად. შემდეგია Qualcomm 24%-იანი წილით. ამჟამად მხოლოდ TSMC-ს და Samsung-ს შეუძლიათ მიკროსქემების წარმოება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. თუკი Samsung-ს საკმარისი სიმძლავრე ექნება 3-ნანომეტრიანი წარმოებისთვის საიმისოდ, რომ AMD და Qualcomm მისი მომსახურებით სარგებლობაში დაარწმუნოს, ამან შეიძლება გამოიწვიოს Samsung Foundry-ის შემოსავლის უზარმაზარი ზრდა მომავალ წელს. აღსანიშნავია, რომ კითხვა - შეძლებენ თუ არა Samsung და Qualcomm 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას უახლოეს მომავალში, ღიად რჩება. TSMC-ის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ 3-ნანომეტრიანი წარმოების სირთულის გამო მასობრივი გამოშვება დაახლოებით ერთი წლით გადაიდება. მაგრამ Digitimes-ის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ TSMC დაუბრუნდა მომავალ წელს 3-ნანომეტრიანი წარმოების დაწყების გეგმას, თუმცა ვითარება შესაძლოა მაინც შეიცვალოს ამ ეტაპზე. https://tinyurl.com/5arcbcpa
  10. კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულმა ბრაუზერმა Brave-მა განახორციელა საკუთარი წარმოების არაკასტოდიალური საფულის ინტეგრაცია. მომხმარებლები შეძლებენ იყიდონ, გაყიდონ და გაცვალონ კრიპტოვალუტები გაფართოების დაყენების აუცილებლობის გარეშე. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ Brave Wallet ჩაშენებულია ბრაუზერში, რაც ამცირებს უსაფრთხოების რისკებს და მომხმარებლის მოწყობილობის რესურსების მოხმარებას. საფულე საშუალებას იძლევა განხორციელდეს EVM-თავსებადი ტრანზაქციები ციფრული აქტივებით, აგრეთვე შესაძლებელია სხვა საფულეებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან დაკავშირება. გარდა ამისა, მომხმარებლები შეძლებენ: იხილონ კოტირებების გრაფიკები CoinGecko-ს მონაცემებიდან; გაცვალონ ფიატი კრიპტოვალუტაზე პლატფორმა Wyre-ს მეშვეობით; განახორციელონ საფულის იმპორტი გაფართოებებიდან, როგორებიცაა MetaMask და აპარატული მოწყობილობები Trezor და Ledger; განახორციელონ ტრანზაქციები NFT-ით. Brave Wallet-ზე წვდომისთვის მომხმარებლებმა უნდა განაახლონ ბრაუზერი 1.32 ვერსიამდე. მათ ასევე შეუძლიათ გააგრძელონ თავიანთი ნაცნობი გაფართოებების გამოყენება, თუ მოისურვებენ. 2022 წელს საფულე მიიღებს Solana-ს ბლოკჩეინის მხარდაჭერას. ადრე დეველოპერებმა განაცხადეს, რომ ინტეგრაცია მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას შექმნან ანგარიშები, განახორციელონ crosschain swap-ები Solana DEX აგრეგატორის მეშვეობით, გაგზავნონ SPL ტოკენები და ასევე განახორციელონ ოპერაციები NFT-ებით ამ ქსელში. მიმდინარე წლის მარტში Brave-მა დააანონსა Binance Smart Chain-ის ეკოსისტემის მხარდაჭერა. https://tinyurl.com/3aew67ry
  11. ბილ გეითსის ბირთვულმა სტარტაპმა TerraPower-მა განსაზღვრა თავისი პირველი ექსპერიმენტალური რეაქტორის მშენებლობის ადგილი. GE-Hitachi-სთან ერთად შემუშავებული გაუმჯობესებული რეაქტორის მქონე სადგურის მშენებლობა დაგეგმილია შტატ ვაიომინგის ქალაქ კემერერში - აცხადებს CNBC. ეს პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა 3 ათასი ადამიანია, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე უარს იტყვის 2025 წელს, 2030 წლამდე კი იქ უკვე იმუშავებს სადგური TerraPower საბაზისო სიმძლავრით 345 მეგავატი, თუმცა მანამდე სტარტაპმა უნდა მიიღოს საბოლოო თანხმობა ფედერალური ორგანოებისგან. TerraPower რეაქტორებში, რომელთა დასახელებაა The Natrium, გამოიყენება თხევადი ნატრიუმის ბუნებრივი ცირკულაციით გაგრილების სისტემა. ნატრიუმის მაღალი სითბოს მოცულობა და დუღილის ტემპერატურა საშუალებას იძლევა რეაქტორში წნევა შემცირდეს და ეს არ არის მისი ერთადერთი უპირატესობა. ასეთი სადგურები მცირე ზომისაა, შენდება სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით, გამოყოფენ ნაკლებ ნარჩენებს და მუშაობენ გაღარიბებულ ურანზე¹ - აღნიშნავს TerraPower. ¹ - ბუნებრივი ურანიდან 235U და 234U-ის გამოყოფის შემდეგ, დარჩენილი მასალა (ურან-238) ატარებს „გაღარიბებული ურანის“ სახელწოდებას, რადგანაც ის გაღარიბებულია 235-ე იზოტოპით. გაღარიბებული ურანი ორჯერ უფრო ნაკლებად რადიოაქტიურია, ვიდრე ბუნებრივი ურანი, ძირითადად იქიდან 234U-ის მოცილების გამო. The Natrium™ რეაქტორი და ინტეგრირებული ენერგო სისტემა - დეტალები ნახეთ ბმულზე: https://tinyurl.com/4fjswhry სადგურის ექსპლუატაციის ვადა 60 წელია. მშენებლობა 4 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება, ამ თანხის დაახლოებით ნახევარი გამოყო აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ, როგორც მრეწველობის განვითარების გრანტის ნაწილი. TerraPower-ის აღმასრულებელ დირექტორ კრის ლევესკის თქმით აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია ბირთვული ენერგეტიკის განვითარების შეფერხებით. სამომავლოდ მშენებლობის ღირებულების 4-ჯერ შემცირება იგეგმება. https://tinyurl.com/82m66x8n
  12. Hyundai-მ წარადგინა ელექტრომობილის მორიგი კონცეპტი და უწოდა მას მასშტაბირებადი პლატფორმა დიდი ზომის ელექტრო კროსოვერების აგებისთვის. გიგანტური Hyundai Seven აწყობილია მოდულურ პლატფორმა Electric-Global Modular Platform-ზე (E-GMP), რომელიც საფუძვლად უდევს აგრეთვე სამომავლო Ioniq 5-ს, Kia EV6-სა და Genesis GV60-ს. ფოტოს წყარო: Hyundai ჩამოთვლილი ავტომობილებისგან განსხვავებით Hyundai Seven მხოლოდ კონცეფციაა და მის მასობრივ წარმოებაში გაშვებაზე ჯერ საუბარი არ არის. მიუხედავად ამისა, ქროსოვერების პოპულარობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, Seven საბოლოოდ მიაღწევს დილერების ცენტრებამდე ამა თუ იმ ფორმით, ისევე როგორც კონცეპტუალური Hyundai 45, რომელიც საბოლოოდ გახდა Ioniq 5. კონცეპტის ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, Hyundai აცხადებს, რომ 350 კვტ სიმძლავრის დამტენი მოწყობილობის გამოყენებისას Seven-ს შეუძლია 10-დან 80%-მდე დაიმუხტოს დაახლოებით 20 წუთში. ავტომწარმოებელი აგრეთვე აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალების გავლის მარაგი 500 კილომეტრს აღემატება. Seven სამხრეთკორეული მანქანათმშენებელი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონცეპტუალური ავტომობილია. მისი საბურავების ბაზა 3.2 მეტრს აღწევს, რაც Cadillac Escalade-ზე დიდია. Hyundai Seven-ის უკანა კარები ავტომობილის მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ იხსნება, აქვს მოძრავი სავარძლები და მართვის ელემენტები - ეს დიზაინი მიუთითებს, თუ როგორია ავტომწარმოებლის ხედვა სამომავლო ავტომობილებთან დაკავშირებით. Hyundai-მ განაცხადა, რომ Seven-ის შექმნისას შთაგონება თვითმფრინავის სალონისგან მიიღო. კონცეპტს დიდი ზომის დისპლეი აქვს, რომელიც პრაქტიკულად მთლიანი წინა პანელის სიგანეს იკავებს. სავარძლები ტრიალდება, რაც მეტ კომფორტს უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს ინტეგრირებული ულტრაიისფერი ნათურები, რომლებიც ახდენენ ავტომობილის სტერილიზებას მას შემდეგ, რაც მგზავრები მის სალონს დატოვებენ. Hyundai Seven-ის მომავალი ჯერჯერობით უცნობია. რთულია თქმა, არსებული კონცეპტის რამდენი ელემენტი იქნება წარმოდგენილი რეალურ სერიულ ავტომობილში. https://tinyurl.com/yx2ybs2m
  13. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონპროექტს ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 1.2 ტრილიონი აშშ დოლარის მოზიდვის შესახებ კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების სასარგებლოდ ცვლილებების გარეშე. დოკუმენტი შეიცავს „ბროკერის“ ცნების გაფართოებულ განმარტებას. ინტერპრეტაციიდან გამომდინარე, მაინერებსა და ბლოკჩეინებზე ნოუდების ოპერატორებს, საფულეების დეველოპერებს, DeFi პროტოკოლებში ლიკვიდურობის პროვაიდერებს და სხვა არაკასტოდიალურ მონაწილეებს შეიძლება მოეთხოვოთ საგადასახადო სამსახურისთვის ანგარიშის ჩაბარება მათი მომხმარებლების აქტივობების შესახებ. კანონპროექტის მოთხოვნები ამ ფორმით ტექნიკურად მიუღებელია, რისთვისაც დოკუმენტი არაერთხელ გააკრიტიკეს კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლებმა, მათ შორის ილონ მასკმა და ჯეკ დორსიმ. სენატორებმა რონ უაიდენმა, სინტია ლუმისმა და პეტ ტუმიმ შესთავაზეს კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეების გამორიცხვა ორპარტიული გეგმიდან. მათმა კოლეგა რობ პორტმანმა წამოაყენა საპირისპირო შესწორება, რომელიც ათავისუფლებს მხოლოდ მაინერებსა და აპარატურის ან პროგრამული უზრუნველყოფის გამყიდველებს საგადასახადო ანგარიშგებისაგან, მაგრამ გაურკვეველი რჩება PoS-ვალიდატორების სტატუსი. ბაიდენის მიერ ინფრასტრუქტურის გეგმის ხელმოწერის პარალელურად სენატორებმა რონ უაიდენმა და სინტია ლუმისმა კვლავ შესთავაზეს მასში არსებული კრიპტოვალუტების საგადასახადო ანგარიშგების ზოგიერთი წესის შეზღუდვა. ისინი ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვრიდან. „კანონპროექტში ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ახალი ანგარიშგების მოთხოვნები არ ვრცელდება მათზე, ვინც ავითარებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას და საფულეებს“, - განმარტა ვეიდენმა. სააგენტო Bloomberg-მა განაცხადა, რომ გაურკვეველი რჩება, როდის გავა დოკუმენტი განხილვაზე და არსებობს თუ არა მასში სხვა ინიციატივების ჩართვის შესაძლებლობა წლის ბოლომდე. CNBC ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ სააგენტო არ აპირებს "ბროკერის" განმარტების ფართო ინტერპრეტაციას ინდუსტრიის მონაწილეებისთვის. https://tinyurl.com/5634jbjh
  14. Huawei-ს ამჟამად არ შეუძლია პროდუქციის გაყიდვა აშშ-ის ბაზარზე ვაჭრობის აკრძალვის გამო, რომელიც ბაიდენმა თანამდებობის დაკავების შემდეგ გადაწყვიტა. დაკისრებული სანქციები უმსხვილეს ჩინურ კომპანიას ხელს უშლია შეიძინოს კომპონენტები და ინტელექტუალური საკუთრება, რაც მისი პოპულარული სმარტფონების წარმოებისთვის არის საჭირო, რომ აღარაფერი ვთქვათ Kirin ჩიპსეტზე, რომლებიც თავად შექმნა. სანქციებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა Huawei-ის მობილურ ბაზარზე. კომპანიამ მოახერხა უმაღლესი დონის Snapdragon პროცესორების მიღება მისი უახლესი ფლაგმანური P50 სერიისთვის, თუმცა მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირების შესაძლებლობის გარეშე. მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიძლება Huawei-სთვის სასიკეთოდ შემოტრიალდეს, რადგან ის განიხილავს სხვა გზას აშშ-ში ვაჭრობის აკრძალვისთვის გვერდის ავლით - აცხადებს Bloomberg. აკრძალვებისთვის გვერდის ავლა გულისხმობს იმ პროექტების ლიცენზირებას, რომლებზეც Huawei მუშაობდა სხვა კომპანიებთან საკუთარი სმარტფონებისთვის. ცნობილია, რომ მათ რიცხვში შედის ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპონენტების მწარმოებლები TD Tech Ltd და PTAC, აგრეთვე ცნობილი, როგორც China Postal and Telecommunications Appliances Company. ბოლო მათგანი უკვე ყიდის Huawei-ს Nova სერიის სმარტფონებს საკუთარ ბრენდ Xnova-ს სახელით. Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით იდეაში იმაში მდგომარეობს, რომ სავარაუდო ლიცენზიანტები შეძლებენ სმარტფონებში მუშაობისთვის აუცილებელი კომპონენტების განთავსებას, რადგანაც მათ არ შეექმნებათ პრობლემა ისეთი კომპანიებისგან შეკვეთის მიღებაში, როგორებიცაა Qualcomm, TSMC ან ARM. https://tinyurl.com/mt2hjru5
  15. Qualcomm ემზადება სიტუაციისთვის, რომ Apple გამოუშვებს ფიჭური კავშირის საკუთარ მოდემებს, რომლებიც 2023 წელს Qualcomm-ის ჩიპებს ჩაანაცვლებენ. ინვესტორებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე Qualcomm-ის ფინანსურმა დირექტორმა Akash Palkhiwala-მ განაცხადა, რომ Qualcomm გეგმავს 2023 წელს Apple-ს მიაწოდოს მოდემების 20%. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, Qualcomm-ის ჩიპები გამოყენებული იქნება iPhone-ების მხოლოდ 20%-ში. ფოტოს წყარო: MacRumors როგორც ჩანს, 2022 წელი იქნება ბოლო, როდესაც Qualcomm iPhone-ებისთვის განკუთვნილი მოდემების ერთადერთი მომწოდებელი იქნება. Apple უკვე ბევრი წელია მუშაობს ფიჭურ ქსელებთან დაკავშირებისთვის განკუთვნილ საკუთარ ჩიპებზე და გავრცელებული ხმების თანახმად კომპანია მოდემების გამოსაშვებად მზად 2023 წლისთვის იქნება. ჯერ კიდევ მაისში ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ თქვა, რომ 5G კავშირისთვის განკუთვნილი ჩიპების დებიუტი შედგება iPhone-ებში 2023 წელს, რაც შეესაბამება Qualcomm-ის მონაცემებს. თუ ეს მოხდება, Apple სავარაუდოდ გამოიყენებს საკუთარ ჩიპებს უმეტეს ქვეყნებში და Qualcomm-ს დაეყრდნობა მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში. ასევე შესაძლებელია, რომ Apple-ის საკუთარი მოდემები გამოიყენებოდეს ახალ ფლაგმანურ მოდელებში, ხოლო Qualcomm-ის პროდუქტები გამოყენებული იქნება ძველ გადაწყვეტილებებში, ასევე შედარებით ხელმისაწვდომ სმარტფონებში, როგორიცაა iPhone SE. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Apple ცდილობს უარი თქვას Qualcomm-ის მოდემების გამოყენებაზე. კომპანიას სურდა iPhone 12-ის Intel-ის 5G ჩიპებით აღჭურვა, მაგრამ „ლურჯმა“ პროდუქციამ Apple-ის მოლოდინი ვერ გაამართლა. https://tinyurl.com/y2r4jbsv
  16. კიდევ ერთი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 4.69%-ით - 22.67 ტრილიონ ჰეშამდე (T). წყარო: BTC.com. მაჩვენებელი იზრდება მეცხრე პერიოდია ზედიზედ ჩინეთში მაინინგის აკრძალვით გამოწვეული ვარდნის შემდეგ. სირთულემ მაქსიმალურ მაჩვენებელს, 25.05 Т-ს მიაღწია მაისის შუა პერიოდში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების მოქმედებამ გამოიწვია ჰეშრეითის შემცირება ქვეყანაში მაინინგ-აღჭურვილობების მასიური გათიშვის შედეგად. ვარდნის მაჩვენებელი რეკორდული გახდა ივლისში, როდესაც სირთულე თითქმის 28%-ით შემცირდა. მომდევნო გადაანგარიშების შედეგად მაჩვენებელი შემცირდა კიდევ 4.8%-ით, ხოლო შემდეგ დაიწყო ზრდა ჰეშრეითის აღდგენის ფონზე. შეგახსენებთ, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის ცნობით აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი ჩაანაცვლა ლიდერის პოზიციაზე Bitcoin-ის ჰეშრეითში წილის მხრივ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაინერების დომინირება ჯერ კიდევ მარტში დასრულდა - ქვეყნიდან მათი გასვლის შემდეგ. https://tinyurl.com/xds3byv2
  17. გერმანული რესურსი 3Dcenter რეგულარულად დემონსტრირებს კომპონენტების მწარმოებელების არაოფიციალური ინფორმაციის ანალიზისა და სისტემატიზაციისადმი მიდრეკილებას, ამიტომ მის ვებ-გვერდზე პერიოდულად ჩნდება ინფორმაციული ცხრილები. ეს ასევე ეხება Intel-ის სამომავლო სამომხმარებლო პროცესორების გეგმებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ფოტოს წყარო: 3DCenter მაგალითად, Meteor Lake პროცესორები დაახლოებით 2023 წლის პირველ ნახევარში გამოვა და წარმოდგენილი იქნება LGA 1700 შესრულებითა და ე.წ. Intel 4 ტექნოპროცესით, რომელსაც ადრე 7-ნანომეტრიანი ეწოდებოდა. წინა თაობის მოდელებთან შედარებით არქიტექტურულად გაუმჯობესდება მხოლოდ P სერიის მაღალი წარმადობის ბირთვები, ეკონომიური ბირთვები კი Gracemont არქიტექტურის დონეზე დარჩება. სამაგიეროდ გრაფიკა გაუმჯობესდება Gen 12.7 ვერსიამდე. Arrow Lake სერიის პროცესორები, რომლებიც 2023 ან 2024 წელს უნდა გამოვიდეს, წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ 8 მაღალი წარმადობის Lion Cove და 32 ეკონომიური Skymont ბირთვით, არამედ TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ყოველ შემთხვევაში, ამ პროცესორებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ კრისტალს Intel საკუთარი ძალებით არ დაამზადებს. მხოლოდ Lunar Lake სერიის ჩიპები გადავა 2024 ან 2025 წელს Intel-ის საწარმოო კონვეირზე და შემოგვთავაზებენ TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ანალოგს. როგორც ჩანს, მათ ექნებათ Gen 13 თაობის გრაფიკა, თუმცა შენარჩუნდება არქიტექტურის იგივე კომბინაცია. და ბოლოს, ათწლეულის დასასრულს Intel გამოუშვებს საკუთარი 20A ტექნოლოგიის პროცესორების სერია Nova Lake-ს, რომლებშიც არქიტექტურების ახალი კომბინაცია იქნება წარმოდგენილი - Panther Cove + Darkmont. ჯერჯერობით რთულია პროგნოზირება, ექნება თუ არა ამ სერიას DDR5 სტანდარტის მხარდაჭერა. გაურკვეველია გამომთვლელი ბირთვების კონფიგურაციაც Lunar Lake-ის შემთხვევაში. https://tinyurl.com/rhapnxnr
  18. IBM-მა განაცხადა, რომ შეიმუშავა ახალი კვანტური გამოთვლითი ჩიპი, რომელიც, მისი აზრით, საშუალებას მისცემს კვანტურ სისტემებს გაასწრონ კლასიკურ კომპიუტერებს ზოგიერთი დავალების შესრულებისას მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ფოტოს წყარო: Reuters/Chris Helgren IBM-მა განაცხადა, რომ მის ახალ ჩიპ Eagle-ს აქვს 127 კუბიტი, რაც მას ყველაზე მძლავრ კვანტურ პროცესორად აქცევს მსოფლიოში. შედარებისთვის, არც ისე დიდი ხნის წინ ჩინეთში წარადგინეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პროგრამირებადი კვანტური კომპიუტერი და მას მხოლოდ 56 კუბიტი აქვს. IBM-ს ახალი ჩიპის შესახებ ჯერ ბევრი დეტალი არ გაუხმაურებია და იგი არ შეუდარებია სხვა სისტემებისთვის. IBM-ის თქმით, ახალი მეთოდები, რომელიც მან ისწავლა Eagle-ის შექმნისას, საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ბევრად უფრო ეფექტური ჩიპების შექმნას. კომპანია 2022 წელს აპირებს გამოუშვას კვანტური ჩიპები Osprey 433 კუბიტით და Condor - 1121 კუბიტით. IBM დარწმუნებულია, რომ ეს დააახლოებს მას ეგრეთ წოდებულ "კვანტურ აღმატებულებასთან" - იმ წერტილთან, როდესაც კვანტურ კომპიუტერებს შეეძლებათ გადააჭარბონ ტრადიციულ სისტემებს. IBM-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და კომპანიის კვლევის ხელმძღვანელმა დარიო გილმა განაცხადა, რომ კვანტური გადაწყვეტილებების წარმატება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩაანაცვლებენ ტრადიციულ ჩიპებს. ამის ნაცვლად IBM წარმოიდგენს სამყაროს, რომელშიც კომპიუტერული აპლიკაციის ზოგიერთი ნაწილი მუშაობს ტრადიციულ, ზოგი კი - კვანტურ ჩიპებზე იმის მიხედვით, რომელიც საუკეთესო იქნება შესასრულებელი ამოცანისთვის. გილი ამბობს, რომ IBM შეძლებს კვანტური აღმატებულობის დემონსტრირებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში. https://tinyurl.com/cxrst434
  19. კრიპტო ბირჟამ Binance-მა გამოაცხადა მაინინგ-პულის ამოქმედების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს Litecoin-ისა და Dogecoin-ის მაინინგს. პულში გამოიყენება PPS (Pay Per Share) მოდელი Litecoin-თან მიმართებაში. ამგვარი სქემის თანახმად მონაწილე იღებს ფიქსირებულ თანხას ყოველი გაგზავნილი „წილისთვის“. „წილი“ - ეს არის ჰეში, რომელიც თითოეულილ მაინერის მუშაობაზე თვალყურის დევნებისთვის გამოიყენება. Dogecoin-თან მიმართებაში შემოთავაზებულიი მეთოდი PPLNS (Pay Per Last N Shares). ჯილდო ანაზღაურდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც პული წარმატებით მოიპოვებს ბლოკს. მისი მოცულობა, მორგებული ოპერატორის საკომისიოზე, ნაწილდება მაინერების მიერ გაგზავნილი „წილების“ თანაფარდობის მიხედვით პულის ფარგლებში მათ მთლიან ინდიკატორთან. BTC.com-ის თანახმად სტატიის წერის მომენტისთვის Binance Pool არ შედის Litecoin-ის ჰეშრეითის ტოპ 10 პულში. Bitcoin-ის ქსელში გამოთვლითი სიმძლავრის ოდენობის თვალსაზრისით სტრუქტურა იკავებს მეექვსე ხაზს 12.2 EH/წმ მაჩვენებლით. წყარო: BTC.com შეგახსენებთ, Binance Pool-მა მხარი დაუჭირა Taproot-ის 14 ნოემბრის მოახლოებულ განახლებას Bitcoin-ის ქსელში. https://tinyurl.com/9y3afsw9
  20. ჩინური კომპანია Xiaomi მიმდინარე წელს ახალი თაობის მინიმუმ ორ ფლაგმანურ სმარტფონს წარადგენს. ერთ-ერთი მათგანია კომპაქტური Xiaomi 12 mini. ამჟამად სმარტფონის შესახებ თითქმის ყველაფერი ცნობილი. სამომავლო სმარტფონი აგებული იქნება 7-ნანომეტრიან მობილურ პროცესორ Qualcomm Snapdragon 870-ზე, რომლის შემადგენლობაში შედის ბირთვები მაქსიმალური 3.2 გჰც სიხშირით და გრაფიკა - Adreno 650. მეხსიერების მხრივ საბაზისო მოდიფიკაციას ექნება 8 გბ LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერება და 128 გბ მოცულობის UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება. კომპაქტური ფლაგმანი აგრეთვე წარმოდგენილი იქნება 256 გბ მეხსიერების მქონე ორ მოდიფიკაციად. Xiaomi 12 mini-ში წარმოდგენილი იქნება ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა, რომელშიც შედის Samsung-ის სენსორის ბაზაზე აგებული 108-მეგაპიქსელიანი სენსორი. დანარჩენი სამი მოდულის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ დაზუსტებულა. ასევე უცნობია სელფი კამერის პარამეტრებიც. სმარტფონის ერთ-ერთი განსხვავებული მახასიათებელი იქნება დისპლეი. მოდელის დასახელებიდან გამომდინარე ლოგიკურია ვარაუდი, რომ მას მცირე ზომის ეკრანი ექნება. მაგალითად, iPhone 13 mini-ს დიაგონალი 5.4 დუიმს შეადგენს, ASUS ZenFone 8-ს დიაგონალი, რომელიც თავდაპირველად ფიგურირებდა, როგორც ZenFone 8 mini – 5.9 დუიმია. Xiaomi-ს მინი-ვერსიის დისპლეის ზომა კი 6.28 დუიმს შეადგენს. რა ტიპის მატრიცა იქნება გამოყენებული Xiaomi 12 mini-ში, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, მაგრამ ცნობილია სხვა ძირითადი მახასიათებლები. კერძოდ, ეკრანის კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი - 1500 ნიტი, მხარდაჭერილია Dolby Vision და HDR10+. სმარტფონს ექნება ბრტყელი პანელი გადახრილი გვერდების გარეშე და ფრონტალური კამერისთვის განკუთვნილი ჭრილი ზედა ნაწილში. კომპლექტში არსებული ბატარეის მოცულობა 4200 მა/სთ-ს შეადგენს. კომპაქტურ სმარტფონს აქვს 67-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. მოწყობილობა დაცული იქნება წყლისა და მტვრისგან IP68 სტანდარტის შესაბამისად. ჯერჯერობით მსგავსი მახასიათებელი აქვს Xiaomi-ს მხოლოდ ორ სმარტფონს - Mi 11 Pro-სა და Mi 11 Ultra-ს. Xiaomi 12 mini-ს ექნება სტერეოდინამიკები Dolby Atmos-ის მხარდაჭერით, Wi-Fi 5.8 გჰც სიხშირით და Bluetooth 5.2. სმარტფონის წონაა 176 გრამი, კორპუსის სისქე - 7.96 მმ. მოწყობილება გაყიდვაში გამოვა ოპერაციულ სისტემა Android 11-ითა და საფირმო MIUI 12.5-ით, მომხმარებელს დიდხანს არ მოუწევს ლოდინი Android 12-სა და MIUI 13-სთვის. 8/128 გბ ვერსიის ფასია 565 აშშ დოლარი, 8/256 გბ ვერსიისა - 610 აშშ დოლარი. 12 /256 გბ მოდიფიკაციის ღირებულება კი 675 აშშ დოლარი იქნება. სმარტფონის პრეზენტაცია 21 დეკემბერს შედგება. https://tinyurl.com/3nh9b6zu
  21. კომპანია Tesla-მ დაიწყო ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის, Supercharge-ის აღჭურვა თანამგზავრულ ინტერნეტ SpaceX Starlink-ის ტერმინალებით. ინტერნეტის ანტენები უკვე გამოჩნდა ზოგიერთ სადგურზე ფლორიდაში. შეგახსენებთ, რომ Tesla-ს და SpaceX-ს ილონ მასკი აერთიანებთ, რომელმაც ეს ორივე კომპანია დააფუძნა. ფოტოს წყარო: Blomst/pixabay.com მიუხედავად იმისა, რომ თავად Tesla ჯერჯერობით დუმს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტერმინალები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, დამუხტვის სტატუსის უსადენოდ შესამოწმებლად და საბანკო გადახდების განსახორციელებლად. სიახლის წყალობით შესაძლებელი გახდება სადგურების უფრო სწრაფი მუშაობის ორგანიზება დასახლებული ზონებიდან მოშორებულ ლოკაციებზე. გაფართოებული ფუნქციონალურობა მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია აპირებს დაამატოს სხვა ბრენდის ელექტრომობილების დამუხტვის მხარდაჭერა და გაასამმაგოს დამტენი სადგურების რაოდენობა. ფოტოს წყარო: Reddit.com უნდა აღინიშნოს, ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ არცერთ სადგურს არ დასჭირდება ასეთი გამტარობა უმარტივესი ოპერაციების ორგანიზებისთვის - "მედიანური" კავშირის სიჩქარე Starlink-ის გამოყენებით აშშ-ში 97 მბ/წმ-ს შეადგენს. დიდი ალბათობით, კომპანია აპირებს მომხმარებელს მიაწოდოს დამატებითი სერვისები - მაგალითად, Wi-Fi-თ უზრუნველყოს სადგურის ვიზიტორები. როგორც წესი, ელექტრომობილის მფლობელს დამტენ სადგურზე საკმარისი დროის გატარება უწევს იმისთვის, რომ შეძლოს სატელევიზიო შოუს რამდენიმე მოკლე ეპიზოდის ყურება. ხელმისაწვდომი Wi-Fi-ს პირობებში სადგურზე დროის გაყვანა ბევრად კომფორტული გახდება დამატებით გიგაბაიტებში ფულის გადახდისა და საერთოდ სმარტფონის გამოყენების გარეშე. ამის ნცვლად ელექტრომობილების მფლობელები მანქანის მედიასისტემას გამოიყენებენ. https://tinyurl.com/tzds4ts7
  22. შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებული ეკონომიკური კომიტეტი (JEC) გამართავს მოსმენას ხელისუფლების როლის შესახებ ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით. ამის შესახებ JEC-ის ვებ-გვერდზეა ნათქვამი. სხდომა თემაზე „კრიპტოვალუტების დემისტიფიკაცია: ციფრული აქტივები და ხელისუფლების როლი“ 17 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. მასზე სიტყვით გამოვლენ CFTC-ის ყოფილი ხელმძღვანელი ტიმოთი მასადი, ანალიტიკურ ცენტრ Open Market Institute-ის ფინანსური პოლიტიკის დირექტორი ალექსის გოლდშტეინი, Coin Center-ის კვლევის განყოფილების დირექტორი პიტერ ვან ვალკენბურგი და პენსილვანიის უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნეს-ეთიკის პროფესორი კევინ ვერბახი. კომიტეტის თავმჯდომარეა დემოკრატი შტატ ვირჯინიადან დონ ბეიერი - ივლისში მან წარმომადგენელთა პალატაში განხილვისთვის შეიტანა კანონპროექტი ინდუსტრიის რეგულირების მიზნით „ყოვლისმომცველი ნორმატიული ბაზის“ შექმნის შესახებ. JEC-ის შემადგენლობაში აგრეთვე შედის რობ პორტმანი, რომელიც მხარს უჭერდა გარკვეული ტიპის კრიპტო ბიზნესის ინფრასტრუქტურის გეგმიდან გამორიცხვას და ტედ კრუზი. 10 აგვისტოს სენატმა მხარი დაუჭირა ორპარტიულ 1 ტრილიონ აშშ დოლარიან გეგმას გზების, ხიდების, აეროპორტების, სკოლებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისთვის. დოკუმენტი გულისხმობს დამატებითი დაფინანსების მოზიდვას გადასახადების სახით კრიპტოვალუტებით განხორციელებული ოპერაციებიდან 28 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კრიპტო-ქომიუნითიმ გააკრიტიკა კანონპროექტი „ბროკერის“ გაფართოებული განმარტების გამო, რომელიც კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეებს მოიცავს. ის ავალდებულებს მაინერებს, ნოუდების ოპერატორებს, საფულეების დეველოპერებს, ლიკვიდობის პროვაიდერებს DeFi პროტოკოლებში და სხვა არაკასტოდიალურ მონაწილეებს - საგადასახადო ორგანოებს მომხმარებლის ტრანზაქციების შესახებ მოახსენონ. მოგვიანებით საზოგადოების წევრებმა შეშფოთება გამოხატეს ინფრასტრუქტურის გეგმის კიდევ ერთი შესწორების გამო, რომელიც ავალდებულებს 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივების მიმღებებს - გადაამოწმონ გამგზავნის პირადი ინფორმაცია. ოქტომბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების სასარგებლოდ ცვლილებების შეტანის გარეშე კანონპროექტის მიღებას. ნოემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. სამი სენატორი - შეროდ ბრაუნი, პეტ ტუმი და სინტია ლამისი - არ დაეთანხმა დოკუმენტს. https://tinyurl.com/2df9vtep
  23. NVIDIA აგრძელებს ციფრული ორეულების პლატფორმა Omniverse-ის შესაძლებლობების განვითარებას მასშტაბური ობიექტების, საწარმოების შემგროვებელი ხაზების, ქარხნების, რთული ენერგეტიკული ობიექტებისა და მთლიანი ქალაქების მოდელირებისთვის. თუმცა ეს ყველაფერი ვერ შეედრება ახალ პროეტს: NVIDIA ქმნის ყველაზე მასშტაბურ მოდელს, ჩვენი პლანეტის ციფრულ ასლს. „ყველა ტექნოლოგია, რაც ამ დრომდე შეგვიქმნია, საჭიროა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს დედამიწა-2-ის რეალიზაცია. ვერაფერს წარმოვიდგენ ამაზე უფრო დიდს და გამოყენებისთვის უფრო მნიშვნელოვანს“ - განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა კონფერენცია GTC 2021-ზე. დედამიწის ციფრული ასლი საჭიროა კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან - გლობალური კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. მომავალი ათწლეულების განმავლობაში კლიმატის ცვლილების ზუსტი პროგნოზირებისთვის და დაძლევისა და ადაპტაციის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისთვის საჭიროა კლიმატის მოდელები პლანეტარული მასშტაბით და მეტრიკული სიზუსტით წყლის ციკლის სიმულაციისთვის. ეს კი მოითხოვს მილიონჯერ და მილიარდჯერ მეტ გამომთვლელ წარმადობას იმასთან შედარებით, რაც ამჟამადაა ხელმისაწვდომი. მურის კანონის თანახმად ამას ათწლეულები დაჭირდება. თუმცა NVIDIA შეძლებს წარმადობის მილიონჯერ გაზრდას ახლავე, გრაფიკული პროცესორების, ნეირონული ქსელების, ღრმა მანქანური სწავლების, სუპერკომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტის გაერთიანების შედეგად დიდი მოცულობის მონაცემთა დასამუშავებლად. კლიმატის ცვლილების მოდელირებისთვის NVIDIA აწყობს ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერს, სახელად Earth-2 ან Е-2, იგი სიმძლავრით მეორე იქნება Cambridge-1-ის შემდეგ, რომელიც უკვე გამოიყენება ჯანდაცვის სფეროში. ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ Earth-2 მთლიანად NVIDIA-ს მიერ დაფინანსდება. სუპერკომპიუტერის არქიტექტურა და განთავსების საკითხი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. აღსანიშნავია, რომ Earth-2 უნდა იყოს ყველაზე ენერგოეფექტური სუპერკომპიუტერი მათ შორის, რაც ამ დრომდე შექმნილა. შესაძლოა მისი წარდგენა მოხდეს მომდევნო GTC 2022 კონფერენციაზე ახალ გამომთვლელ ამაჩქარებლებთან ერთად. https://tinyurl.com/an68xw55
      • 1
      • Upvote
  24. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩრილოეთ ამერიკულმა კომპანიებმა მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ექსპლუატაციაში შეიყვანეს რობოტების რეკორდული რაოდენობა. ამას ხელი შეუწყო ბიზნესის სურვილმა - გაიზარდოს საწარმოო შესაძლებლობები მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე. წყარო: CNN ინდუსტრიულ ჯგუფ Association for Advancing Automation-ის მონაცემებით ქარხნებმა და სხვა საწარმოო მომხმარებლებმა შეუკვეთეს 29 ათასზე მეტი რობოტი, რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთო ჯამში კომპანიებმა ამ მიზნისთვის დახარჯეს 1.48 მლრდ აშშ დოლარი, რამაც გადააჭარბა 2017 წლის ანალოგიურ ცხრა თვეში დაფიქსირებულ წინა რეკორდულ ღირებულებას, სანამ COVID-19-ის პანდემია უარყოფითად იმოქმედებდა ეკონომიკაზე. რობოტიზებული ტექნიკის სწრაფი დანერგვა არის უფრო ფართო ინვესტიციების ზრდის ნაწილი, იგი გამოწვეულია ისეთი კომპანიების მიერ, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ მოთხოვნა, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია ძირითადი პროდუქტის დეფიციტი. ბევრი კომპანია ასევე ცდილობდა დაებრუნებინა მუშები, რომლებიც დაითხოვეს პანდემიის დროს და განიხილავდნენ რობოტებს, როგორც ცოცხალი ძალის ალტერნატივას. ”კომპანიები უბრალოდ ვერ პოულობენ საჭირო ადამიანებს, რის გამოც ისინი ისწრაფვიან ავტომატიზაციისკენ,” - განაცხადა Jeff Burnstein-მა, Association for Advancing Automation-ის ხელმძღვანელმა. ასევე აღინიშნება, რომ რობოტები აგრძელებენ ადამიანის საქმიანობის ბევრ სფეროში შეღწევას. საავტომობილო კომპანიები დიდი ხანია ლიდერობენ სამრეწველო რობოტიზებული ხაზების გამოყენებაში. თუმცა 2020 წელს ბიზნესის სხვა წარმომადგენლების ჯამურმა გაყიდვებმა პირველად გადააჭარბა საავტომობილო ინდუსტრიის რობოტების რაოდენობას. მიმდინარე წლის მონაცემებით პირველ ცხრა თვეში ჩრდილოეთ ამერიკაში მანქანათმშენებელმა კომპანიებმა გააფორმეს 12544 შეკვეთა რობოტიზებული აღჭურვილობის შესაძენად, ხოლო სხვა ინდუსტრიებში ასეთი შეკვეთების რაოდენობა იყო 16355, რაც 53%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. „ეს არ ნიშნავს, რომ მანქანათმშენებლობა შენელდა, იგი ზრდას აგრძელებს. თუმცა სხვა საწარმოო სფეროები - მეტალურგიიდან კვების პროდუქტების წარმოებამდე - კიდევ უფრო სწრაფად იზრდება“ - მიიჩნევს Jeff Burnstein. https://tinyurl.com/2bdchywc
  25. ბოლო წლებში კაცობრიობამ მოახერხა ფულის გადახდისა და მიღების ციფრულ მეთოდებზე გადასვლა. ერთი მხრივ ეს არის მეტად პოზიტიური და ინოვაციური მოვლენა, რომელიც ბევრი ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური განვითარების დონის ამაღლებას მოწმობს. მაგრამ სიახლემ გამოიწვია მთელი რიგი უსიამოვნო შედეგები: თაღლითებს შეუძლიათ ფულის დისტანციურად მოპარვა, ხოლო უნაღდო გადახდის მეთოდი ამცირებს კონტროლს პირად ფინანსებზე, რის შედეგად ადამიანები ახორციელებენ ნაჩქარევ დანახარჯებს, რაც შესაძლოა სამომავლოდ ინანონ. კრიპტო ბირჟები, რომლებიც გახდნენ ნებაყოფლობითი შუამავლები ციფრული ფულის მფლობელებს შორის, დასახელებულია ციფრული ინოვაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ფაქტორად. ვინაიდან მსგავსი სტრუქტურებიდან უდიდესია Binance, იგი ხშირად ერევა უსიამოვნო და კონფლიქტურ სიტუაციებში. ამჟამად სწორედ ასეთი შემთხვევაა, რაც იმას მოწმობს, რომ ბირჟა თავისუფალია რაც უნდა მოიმოქმედოს და ამაზე პასუხისმგებელი მომხმარებლები იქნებიან. მაშ ასე, Binance-მა შეცდომით განახორციელა განმეორებითი გადარიცხვების მთელი სერია უცნობ ანგარიშებზე. დავუშვათ, 2019 წლის თებერვლიდან 2020 წლის თებერვლამდე მომხმარებელმა თავისი ექაუნთიდან ბირჟაზე Dogecoin გადარიცხა ნაცნობი პიროვნების მისამართზე. და აი, Binance-მა კვლავ განახორციელა გადარიცხვის დუბლირება. კარგია, თუ მომხმარებელს ემახსოვრება ვის და რამდენი გაუგზავნა, ხოლო თუკი ესენი იყვნენ გადამცვლელები, რომლებიც დიდი ხანია გაუჩინარდნენ უცნობი მიმართულებით, მაშინ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. საქმე ის არის, რომ Binance-ის წარმომადგენლები თანხის დაბრუნებას მოითხოვენ მათგან, ვინც ადრე მსგავსი გადარიცხვები გააკეთა. მარტივად რომ ითქვას, თუკი 2019 წელს 1 მონეტა 0.0026 $ ღირდა, დღეს კი - 0.26 $, ანუ ასჯერ უფრო ძვირი - ის მომხმარებლები, რომელთა ხარჯზეც მოხდა ტრანზაქციების დუბლირება, მინუსში აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული წერს, 2019 წელს 30 ათას მონეტაზე მიიღო 78 აშშ დოლარი, დღეს კი ბირჟისთვის 7 ათას აშშ დოლარზე მეტის გადახდა უწევს. თანაც მას ჰქონდა ორი მსგავსი გადარიცხვა, შედეგად მისი ვალი 15 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. Binance-ზე საფულე დაბლოკილია და ასე დარჩება მანამ, სანამ მომხმარებელი არ გადაიხდის 15 ათას აშშ დოლარს. დაზარალებულის თქმით მას 12700 დოლარი წაართვეს და ტექნიკური მხარდაჭერის სერვისთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან კომპრომისის გაგონებაც კი არ სურთ. ინსაიდერები ამბობენ, რომ დაზარალებული ბევრია და ისინი იძულებულნი არიან დამოუკიდებლად ებრძოლონ Binance-ის მხრიდან არსებულ უკანონობას. სავარაუდოდ, მათ საბოლოოდ დაკარგეს წვდომა ფულზე და ვეღარასოდეს იხილავენ მას. უნდა აღინიშნოს, რომ Binance-ს არ აქვს ოფისი, ამიტომ პასუხისმგებლობა ვერავის ეკისრება. ბოლო დროს მომხმარებლებისგან სხვადასხვა მიზეზით თანხის ამოღების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა შემთხვევას თან სდევს Binance-ის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება. კომპანია დარწმუნებულია საკუთარ დაუსჯელობაში და აგრძელებს ფულის ამოღებას რიგითი მომხმარებლებისგან. სხვათა შორის, Dogecoin-ის დეველოპერები წერენ, რომ მათ Binance შესაძლო პრობლემის შესახებ გააფრთხილეს ერთ წელზე მეტი ხნის წინ, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეუძლია ბირჟას თავიდან აიცილოს ასეთი სცენარი. როგორც ხედავთ, მათ არავინ მოუსმინა და შეცდომის საფასურის გადახდა რიგით მომხმარებლებს მოუწევთ. https://tinyurl.com/kfcvs2y9
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.