Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. ამ დრაივერის დაყენების მერე ჩემთან CCC ითიშება და წერს Catalyst control centre host application has stopped working დავგუგლე, რამდენიმე მეთოდია, ერთი C:Users ფოლდერზე ატრიბუტების შეცვლა Hidden-ზე და მერე ისევ მოშორება, თუ ამან არ გაამართლა, 14.9.1 beta დააყენეთ
  2. Windows 8 თუ გიყენია აქვს Metro აპლიკაცია Camera და იქ ჩანს თუ არც Skype-ში, ან მსგავსში არ მუშაობს, ზოგჯერ კამერის დრაივერის გარდა KBr Filter ან Virtual Camera დრაივერი სჭირდება ხოლმე, მწარმოებლის საიტზე ნახავ
  3. არ იწერება ფლეშკაზე (ან DVD-ზე) მაგ პროგრამით, თვითონ პროგრამასაც Windows 7 USB/DVD Download Tool ქვია ფლეშკაზე ჩაწერა თუ გინდა, RUFUS ან SARDU გამოიყენე ISO ფაილს პრობლემა არა აქვს
  4. თვითონ Windows Update-ები გამოდის რა თქმა უნდა, ისე, არაა გამორიცხული კიდევ ერთი განახლებული ISO გამოვიდეს, თუმცა რაც ახლაა იმისგან დიდად განსხვავებული არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ახალ განახლებასაც "ძველ" სისტემაზე უპრობლემოდ მიიღებ
  5. არც ისე ადვილი გასაკეთებელია მაგ, თუ გინდა დაძებნე ისე გუგლში ბლომადაა Pre avtivated windows 7 iso
  6. გადადის ყიდვა/გაყიდვაში რა უნდა პროგრამებში ამ თემას?
  7. დავხურო ეს თემა?
  8. ერთი უხერხული მომენტი აქვს: ყველა პორტი მონიტორის უკანა მხარესაა, რაც საკმაოდ არაკომფორტული გამოსაყენებელია, სხვა მხრივ მართლაც უძლიერესი რამეა
  9. ეჰ მე Win95-დან მოყოლებული ყველა მთავარი რილიზის Windows-ები მაქვს ვირტუალური თუმცა XP ზოგჯერ სამსახურის პონტში მჭირდება ხოლმე, ზოგიერთი ძველი პროგრამა ახალ OS-ებზე არ მუშაობს, ხოლო ახალი პროგრამა ძველ აპარატურას არ მართავს
  10. მონაცემები შთამბეჭდავია, ეკრანიც ძალიან კარგი ჩანს, თუმცა ვიდეოში რეკლამაა და რევიუერები რას იტყვიან ვნახოთ, მაგრამ მგონი მართლა მაგარი რამ იქნება რა მაინტერესებს, AIO PC ნიშნავს სისტემური ბლოკის გარეშეა ხო? და სად ეტევა ამ მონიტორში ამდენი რამე?
  11. პრობლემაში რას გულისხმობ გაჩნია, აპარატურას არაფერ პრობლემებს არ შეუქმნის, მაგრამ წარმადობის ნახევარზე მეტს დაკარგავ (ვერ აღიქვამ 3,5გბ-ზე მეტ RAM-ს, არ აქვს DX9-ზე მეტის მხარდაჭერა, ასევე მრავალბირთვიან პროვესორებს ვერ იყენებს ისე ეფექტურად როგორც თანამედროვე OS-ები) თუმცა ერთი შეხედვით ძალიან სწრაფი იქნება რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სისტემა Out Of Support-ია უკვე და არც უსაფრთხოების და არც წარმადობის განახლებები აღარ გამოდის. გირჩევ გამოიყენო რაიმე RAMDisk სოფტი და დარჩენილი ოპერატიულიც გამოიყენო (ნახავ თემას ინსტრუქციების ქვეგანყოფილებაში) თუკი ნოსტალგიის გამო გინდა, დააყენე ვირტუალურ კომპზე, გამოუყავი 2გბ RAM და 2 ბირთიანი პროცესორი და იმუშავებს მშვენივრად, VMWare-ს 3D გრაფიკის აქსელერაციაც აქვს და შეგიძლია ძველი თამაშებიც გაუშვა (ასე 2002 წლამდე გამოშვებული)
  12. საკმაოდ სრული თემაა უკვე და დავხურავ მაშინ ხო, ფრეიმვორქებს აპდეითებიდანაც აყეებს, ამიტომ აუცილებელი არაა, მაგრამ მაგალითად AMD-ს ვიდეოკარტის დრაივერის კონტროლ ცენტრს CCC-ს სჭირდება 4.5 ვერსია, ასევე GeForce Experience-ს ისე, რაც ნაკლებად დატვირთავ მით უკეთესია, ასევე ყურადღებას თუ მიაქცევ პროგრამების დაყენებისას დამატებით ოპციებს (Advanced ან Custom ინსტალს თუ გააკეთებ) მაგალითად ოფისის დაყენებისას 99% Home მომხმარებლებისა იყენებენ Word, Excell, PowerPoint, შესაძლოა Outlook-საც, ამიტომ მთლიანი პაკეტის დაყენება საჭირო არაა ხოლმე, ტყუილად ტვირთავს სისტემას, ასევე პროგრამების ინსტალაციისას რეკომენდირებულია სხვადასხვა თულბარებისა და დამატებითი პროგრამების დაყენების გათიშვა (განსაკუთრებით უფასო პროგრამებზე) კიდევ Office 2007-ის ნაცვლა 2010-ს გირჩევ სხვა, რაც ბარსელონამ ჩამოგიწერა საკმარისია უმეტესობა მომხმარებლითვის დავხურავ თემას
  13. იმედია მართლა ბიოს-ს გულისხმობ BIOS არის აბრივიატურა: Basic Input Output System ანუ ქართულად შეტანა-გამოტანის საბაზისო სისტემა, ქართული აბრივიატურა შგსს არც ისე კარგად ჟღერს და ამიტომ ვიყენებთ ინგლისურ აბრივიატურას თვითონ BIOS რა არის, რას წარმოადგენს და როგორ შეიძლება მისი განახლება (ჩაწერა არ გჭირდება, რადგან უკვე ჩაწერილია კომპის ფაქტიურად ყველა პლატაზე) შეგიძლია წაიკითხო ამ თემებში: ასევე გადახედე ამ თემების წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტე თუ რისი ბიოსის ჩაწერა გინდა და გინდა თუ არა საერთოდ სამომავლოდ გაითვალისწინე და დაპოსტვამდე გადახედე ფორუმის და ქვეგანყოფილების წესებს, ასევე გამოიყენე ძებნის ფუნქცია, შესაძლოა შენს კითხვაზე უკვე იყოს პასუხი გაცემული
  14. კი, წესით დღეს უნდა გაასაჯაროონ, გაიხსნა უკვე თემა
  15. რომელიმე დრაივერის ბრალია სავარაუდოდ გასაგებდ, ახალ გადაყენებულ ვინდზე უნდა დააკვირდე თანდათან დააყენო დრაივერები და გააკეთო გადატვირთვა ყოველ ჯერზე, როცა შენელდება, მისი ბრალი იქნება
  16. ან TWRM-ში გაუთიშე MD5 Check, ან კიდევ Gapps-თან ერთად გადმოწერე MD5 ფაილი (რამდენიმე KB-ია)
  17. ვხურავ და ყიდვა გაყიდვაზე თემა პროგრამების დახმარებაში არ უნდა გაგეხსნა
  18. 7-ისთვის SP2 რომ გამოუშვან რაც განახლებებია ინტეგრირებული რომ ჰქონდეს ურიგო არ იქნება ისე მარა არაო გინდათ თუ არა ახალი სისტემაო, სახლის მომხმარებლებისთის დიდი არაფერი პრობლემაა, მაგრამ კორპორატიული სეგმენტისთვის დიდი ტვინის ბურღვაა, (IT დეპარტამენტებისთის) ჯერ კიდევ კარგი იყიდება ლიცენზირებული Win7-ები, თორემ იყო შემთხვევა, როცა სპეციფიური სოფტი მხოლოდ XP-ზე მუშაობდა, ხოლო XP-ს ლიცენზიებს აღარ ყიდდა Microsoft და საჭიროების შემთხვევაში ძველი ბრენდ კომპები უნდა გეძებნა საწყობებში შემორჩენილი დაინსტალებული XP-თი იყო Developer Preview Win8-ისთვისაც, მეტრო მართლა რადილაკური სიახლე იყო და თავიდან არც მე მომწონდა, თუმცა ახლა მაგრად მივეჩვიე, განსაკუთრებით 8.1-ში, 10-ში კი კიდევ უფრო დახვეწილია "ტრადიციულ" დესკტოპებთან სამუშაოდ ისე 9-ს რას ერჩოდნენ პირდაპირ 10-ზე რომ გადავიდნენ? რა სისტემით ითვლიან Microsoft-ში ვერ გამიგია XBox,Xbox360, XBox One Windows 7, Win8, WIn8.1 და WIn10 P.S: მალე გაიხსნება ამ ქვეგანყოფილებაში თემა WIn10-ზე და იქ გავაგრძელოთ მასზე საუბარი
  19. ROM-ს (Android-ის ვერსია 4.4.4, კამერის ვერსია 2.3) სტოკ კამერად მოყვა Google Camera სურათებს ინახავს ავტომატურად ტელეფონის მეხსიერებაში მე კი მინდა ExternalSD-ზე შეინახოს, მაგრამ ვერსად ვუპოვე ფუნქცია Nexus-საც ეს კამერა აქვს დეფაულტად, მაგრამ იქ ExternalSD არც არის რომ შეცვალო და საერთოდ ამოიღო გუგლმა ეს ფუნქცია თუ ჩემთან ვერ ვხედავ (Galaxy Note GT-N7000, C-Rom)
  20. როგორც წესი ჯეილი იკარგება ხოლმე, თუმცა დაელოდო რას დაწერენ ახლა
  21. კარგი, დავხურავ თემას მაშინ, მეც კარგა ხანი მაგას ვიყენებდი, ახლა ახალ ROM-ს QuickOffice მოყვა და ეგეც მშვენივრად მუშაობს
  22. iOS 8-ზე ეს მეთოდი აღარ მუშაობს, თუმცა შეგიძლიათ 3rd party keyboard-ის დაყენება, მაგალითად Georgian Keyboard (მადლობა FC BARCELONA-ს)
  23. სეთინგებში აქვს სენსორების კალიბრაცია ეგ არ გიცდია?
  24. ჩემთან Free Download Manager უპრობლემოდ იწერს Allshare-დან (ბოლოს რომ ვნახე ყოველ შემთხვევაში)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.