-
Posts
3688 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
ყიდვას ვაპირებ მაგრამ 30 ფპს ნამდვილი კატასტროფა იქნება. მაინც მიღირს გარისკვად. ამ თვეში თამაშებისთვის გამოყოფილი ფინანსები ჩემი ბიუჯეტიდან ფაქტობრივად მივახარჯე და ალბათ მომავალ თვეში ვიყიდი.
-
activision-ის ფასდაკლებებია სთიმზე. starter pack დავააფგრეიდე სრულ თამაშამდე. აწი აღარანაირი შეზღუდვა არ მექნება <3 და შევუბერავ. ასევე modern warfare 2_ის DLC-ებზეა კიდე ფასდაკლება და ალბათ მაგათაც ვიყიდი. მართლა "სკაზკა" რუკები შედის. მმ როგორც ჩანს გადაიდო tomb raider-ის ყიდვა მაგრამ არ ვნანობ ^^
-
კაი რას ამბობ. რა advanced warfare-ს აქვს უკეთესი ვიზუალი. ორივე მაქვს და ვიზუალს რომ თავი დავანებოთ advanced warfare-საშინელი ოპტიმიზაცია აქვს(თუ რა აქვია არც ვიცი). 91 აქვს ფპს გაჭიმული და მომენტებში ისე ლაგავს რომ შეუძლებელია თამაში. vsync-იც ჩავურთე ცოტა გამოსწორდა სიტუაცია მაგრამ ჩავარნები მაინც აქვს თან ისეთი რომ მაზიზღებს თამაშს. black ops-ს კიდევ ვერაფერს დავუწუნებ. ჩემთვის პირადად ყველაზე ლამაზი შუთერია. უფრო ნათელი და მკვეთრი ფერები აქვს და გახუნებული არაა როგორც წინა ნაწილები. advanced warfare-ში კიდევ სერვერების ძებნას საუკუნე ჭირდება და რომ მოძებნის უკვე დაკარგული მაქვსხოლმე მუღამი. არ იფიქროთ რომ რადგანაც ახალი ნაწილი გამოვიდა იმიტომ ჭირს ფლეიერების მოძებნა. თავიდანვე ასე იყო. ამის გამოა რომ როცა ონლაინში ვინმეს ნახავ სტაბილურად ყველა ყველას ამატებს მეგობრებში )) "მოთამაშე გაიჩითაო" რომ მერე მოიწვიონხოლმე თამაშში. პ.ს. AW-ი გაცილებით ადვილია ონლაინში ვიდრე BO. და ხალხს სიმარტივე მოსწონს რატომღაც და ძულს ყველაფერი განსხვავებული.
-
იმედია ნორმალური გამოვა. წაუავატარებს რაღაც, თიზერიდან ასე ჩანს. პირველი ნაწილი ამოვწურე რასაც ქვია მეტს ვეღარ ვვითარდები. დაიმონდ რანკზე ავდივარხოლმე და უფრო მეტი არ აქვს მაგ თამაშს. რამდენიმე თვეა აღარ მითამაშნია და ახლა კი ვიქნები ბრინჯაოზე
-
MX200 ძალიან კარგი ვარიანტია ფასის მაგ დიაპაზონში. კმაყოფილი ვარ. თემას რაც შეეხება ძალიან კარგია. იმედია ბევრს ექნება შესაძლებლობა რომ ასე გაბენჩოს სხვადასხვა სისტემები და ფორუმი გამოაცოცხლოს.
-
ეს ბოლო განახლება ჯერ არ მიცდია მაგრამ წინა როგორღაც დამძიმდა. ვერ ვიწერ გეიმფლეის, საოცრად მიგდებს ფპს-სს. ადრე ასე არ იყო..
-
საქართველოში ხო პირატობით ცოცხლობს ხალხი და "იმედია ვერ გატეხავან" ეწყინებათ )) მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს ამ თამაშს გატეხავენ თუ არა. მაინც არაა ჩემი სტილი.
-
როგორც მახსოვს არაფერი შეზრუდვა არ აქვს ეგეთი ტერიტორიების დაბყრობას. ჰარპურს რომ ესვრი უნდა მიემაგროს წესით და ჩამოანგრიო მაგით კარი. ან ნაღმტყორცნი დაუშვი კარს. ან უბრალოდ დაეტაკე მანქანით რამდენჯერმე და შეიმტვრევა. თუ არცერთი გაამართლებს მაშინ ბაგია..
-
wow მაგარია. youtube-ზე არ მიყვარსხოლმე ნახვა და არც ვიცი რა ხდება. ე.ი კიდევ ღირს ბევრჯერ დახურვად.
-
მაგ ჰეფი ენდის გამო დავხურე 3ჯერ. პირველად სასტიკობა იყო, მეთქი რაა დაგაკეელიიი. მეორედ ისეე რა. მესამედ ცოტა უკეთ. ჰეფი ენდის მესამე ტიპის დასასრული რა არის არ ვიცი.
-
საშუალო სირთულეზე 51 საათი მაქვს ნათამაშები. მისიები ყველაფერი შევასრულე ბოლომდე. 49 სტიმის ეჩივმენთიდან 41 მაქვს და ამ დღეებში კიდევ ვაპირებ განვაგრძო ძიება და ყველაფერი მოვნახო რომ ყველა ეჩივმენთი შევასრულო. თითქოს მოსაბეზრებელია სულ ერთნაირი მისიები მაგრამ როგორღაც კარგად მართობს პერიოდული თამაში.
-
ძაღლი უნდა წაიყვანო(ერთერთ მანქანაზე მაგრდება ძაღლის სათავსო) ხოდა როცა მიუახლოვდები დანაღმულ ველს ძაღლი დაიწყებს ყეფას და რომელ მხარესაც დაიწყებს ყურებას იქეთ არის ნაღმი. ადვილი საპოვნელია..
-
მოკლედ ჩემს ძველ სკაიპით გააქტიურებულ windows-ს მოაკითხა მიქელამ(გაუუქმდა აქტივაცია) ხოოდა გადავწყვიტე დამეყენებინა win 10 ბარემ. მეორე სსდ-ზე ისედაც მიყენია. დავაყენე (ოფიციალური) ყველაფერი გავმართე დავააუფდეითე და მოკლედ 2 სხვადასხვა სსდ-ზე მქონდა ერთიდაიგივე სისტემა. აღმოვაჩინე ეგეთი რამ რომ ახალ დაყენებულ 10-ზე black ops 3-ში მიგდებდა დაბლა ფპს-ს. მეორე სსდ-თი რომ ჩავიტვირთებოდი ისევ 10-ით იქ უპრობლემოდ უბრევდა ლაგების და ვარდნების გარეშე. ანუ ერთადერთი სხვაობა იყო ამ ორ სისტემას შორის სსდ. დავარესეტე, ახლიდანაც დავაყენე მაინც იგივე პრობლემა დარჩა და დღეს გადავწყვიტე 8.1 დამეყენებინა ისევ ამ ძველ სამსუნგის სსდ-ზე. ახლა რატო ვარ ამ თემაში. ჯერ არ გამიტესტია რას შვრება თამასებზე მაგრამ ოფიციალური გასაღები შევიყვანე და იმით გავააქტიურე და სიამაყის გრძნობა დამეუფლა ))) ორივე სისტემა მექნება ჯერჯერობით. 10-ზე ზოგიერთი თამაში საერთოდ არ მუშაობს და ზოგიერთი პირიქით 8.1ზე პერიოდულად იქრაშება და 10-ზე უპრობლემოდ მიდის(მაგ: ბოლო ბეტმენი)
-
დაბლა add an exclusion რომ წერია მანდ ჩაამატე პართიშენები და აღარ წაშლის . ისე არ ითიშება ეგ ანტივირი თუ მართლა ის პროგი არ გადაატარე ზევით რაც დადეს. (და მაგის გადატარების მერე რაა მამული)
-
ჩემი ცეცხლოვანი პერსონაჟი
-
ჰო მეც ისე ვითამაშე როდის დაიხურებოდა ერთი სული მქონდა. სუსტი სიუჟეტი ქონდა და მომბეზრდა. მეორედ თუ დავხურავ steam achievement-ების გამო . სხვა მხრივ ინტერესი 0. სამაგიეროდ ონლაინი მომწონს ძალიან. ძალიან კარგი გასართობია და სიამოვნებით ვითვისებ თავისუფალ დროს რომ გავერთო. . AW რამდენიხანია მაქვს და 50 საათი მაქვს სულ ნათამაშები. ეს კიდევ ალბათ სულ თვეზე ოდნავ მეტია რაც მაქვს და 43 საათი უკვე ნათამაშები მაქვს.(შედარებისთვის mw2 650 საათი მაქვს სადღაც ნათამაშები და მგონია ცხოვრება გავიდა , არადა არაფერი ისეთი დრო არაა. ხალხს რამდენიმე ათასი საათი აქვთ სხვადასხვა თამაში ნათამაშები steam-ზე რომ ვხედავხოლმე პროფილებს ) ვინც რა უნდა ის თქვას მაგრამ ჩემთვის N1 შუთერი cod:mw2-ია და მერე მოდის ეს. და ვინც ამბობს რომ სულ ერთიდაიგივეა და ახალი არაფერია და მოგბეზრდათ ყოველწეს მსგავსი თამაშები ამაზე ნამდვილად ვერ იტყვი რომ იგივეა. იმდენად განსხვავებულია რომ თავიდან გამიჭირდა დამუღამება. ვისაც არ მოსწონს დარწმუნებული ვარ ნათამაშებიც არ აქვს ან უბრალოდ არ გამოსდის თამაში იმის გამო რომ ადვილი ნამდვილად არაა და ტუპად ვერ ითამაშებ. ბევრი რამეა გასათვალისწინებელი რომ წარმატებული მოთამაშე იყო. და როოოგორც იქნა online-დან ამოღებულია grenade launcher-ი. ყოვლად უაზრო იარაღი. რომლის გამოყენებასაც ინტელექტის ნატამალი არ ჭირდება. მხოლოდ ერთერთი სპეციალისტის სპეციალური იარაღია. ასევე ქემფერებისთვის ჯოჯოხეთური თამაშია ალბათ და ბევრს არ მოეწონება მაგის გამო. ვერ გადარჩები უბრალოდ თუ აქტიური არ იყავი და სწრაფად არ მიიღე გადაწყვეტილებები. შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს ფაქტობრივად. მიხარია რომ რიგითი რებრენდიგი არაა. (ჩემი დადებითი განწყობა ჩემი აზრია და არავის ვეუბნები რომ გაიზიაროს) უბრალოდ როცა ცუდს წერენხოლმე სულ მცირე ნათამაშები უნდა ქონდეს და არა youtube-ზე ნანახი და მითუმეტეს ვინმეს გადმოცემით მოსმენილი. შეჯამების სახით ვიტყვი რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია თამაშში. 1.სისწრაფე და გადაწვეტილების სწრაფად მიღების აუცილებლობა, 2. თამაშის ხანგრძლივობა (მაქს 10-15 წუთი, რაც მაძლევს საშუალებას ნებისმიერი რეჟიმის პირობებში გავერთო და მალევე მივხედო საქმეს) 3. თავისუფლება მოძრაობაში, თამაშის სტილში 4. გრაფიკა და ოპტიმიზა(არ მახსოვს სინგლში როგორ ჩანს მაგრამ MP-ში ძალიან ლამაზია) ნუ ახლა თუ ვინმეს უნდა რომ გტ 630-ზე ჩართას რათქმაუნდა არ გამოუვა. საშუალო დონის სისტემაზე (ისეთი როგორც ჩემია) 60 ფპს-ს უპრობლემოდ იჭერს ერთი რაც გათიშული მაქვს სახის რეალისტური ანიმაციაა რაც უაზრო პარამეტრი არაა თუნდაც ქილქამების დროს განმეორება რომ ხდება მომენტის. 5. killstreakeბი. რაც დამატებით მოტივაციას მაძლევს რომ ვითამაშო უშეცდომოდ . ამის გათვალისწინება პირდაპირპროპორციულად აისახება ქილების რაოდენობაზე. ისე არ ჩათვალოთ რომ მხოლოდ დადებითი მომენტები აქვს. რამდენიმე ფაქტორი არ მომწონს(მაგალითად სერვერებთან წვდომა ხშირად სასტიკი ლაგით ხდება და ვერ დაასტაბილურეს) და ნაწილობრივ სხვა პოსტებში მქონდა ამაზე საუბარი მაგრამ ყველაფერი ფარდობითია. რაღაცასთან მიმართებაში უნდა განსაზღვრო. რა მოთხოვნებიც მაქვს თამაშისადმი უმრავლესობა გააჩნია და ძალიანაც მომწონს იდეა თუ შემდეგი ნაწილი კოსმოსზე იქნება. რა არის კარგი ჟანგიან იარაღებში და მიწაზე ღოღიალში ?!
-
უფასო რამდენიმე საათითაა. ჩვეულებრივი სრული ვერსიაა უბრალოდ გაუვა თამაშის დრო.
-
დამთავრდა და OpTic gaming-მა მოიგო დაძაბულ ბრძოლაში. საოცრად მაგარი მოთამაშეები იყვნენ ორივე მხარეს. ეს კიდევ ბოლო რაუნდის ვიდეო კიდევ ამ არასათამაშო დროს მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის twich.tv-ზე cs:go-ზე წინ არის black ops 3 პიკურ დროს ისევ წინ გაიჭრება CS მაგრამ ცოტახნით ხომ მაინცაა პირველი შუთერი ))
-
ჩრთილოეთ ამერიკის ფინალს ვუყურებ ახლა. ძალიან დაძაბული ბრძოლაა. OpTic vs Rise Nation. FaZe-ის გუნდი გამოვარდნილა.. არადა ერთერთ ფავორიტად მიიჩნეოდა..
-
-
რამდენიმე იარაღია "კოსმოსური" ისიც სპეციალისტების. ჩვეულებრივი ავტომატებია არანაირი ლაზერები და ელექტროშოკები. სპეციალისტებს აქვთ ცეცხლმტყორცნი, ნანორობოტები, ელექტროშოკი. სხვა ისეთი არაამქვეყნიური არაფერი მახსენდება. აი ძალიან ჩვეულებრივი შუთერია. ერთადერთი არაამქვეყნიური ბიონიკური შესაძლებლობებია. მეტალის კიდურები აქვთ და სუპერ შესაძლებლობები მაგის გამო. საერთოდ თამაშის ისტორიაც მაგაზეა. ჯარისკაცებმა დაკარგეს სხეულის რაიმე ნაწილი ბრძოლის ველზე და მერე მაგათი რეაბილიტაცია მოხდა მომავლის ტექნოლოგიების გამოყენებით. მიკროკონტროლერი რომელიც მართავს მაგათ სხეულს გააფრენიებს მფლობელებს და მაგაზეა მთელი თამაში. არანაირად არაა ცუდი. ცუდი რომ იყოს twitch.tv -ზე მეორე შუთერი არ იქნებოდა (cs:go-ს შემდეგ) რომელსაც თამაშობენ და სთრიმავენ. მაგარი არ მაინტერესებს ვინ რა შეფასება დაუწერა. წინა ნაწილებს არც მე მოვყავდი აღფრთოვანებაში მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვგულშემატკივრობ ზოგადად ამ სერიას მაგრამ ამაზე ვერაფერს იტყვი. უბრალოდ 8/10 თამაშია სულ მცირე. ვიღაცას არ შეუძლია თამაში და ვერ ამუღამებს არ ნიშნავს რომ ცუდია. თუ titanfall-იც არ მოგწონს მაშინ კატეგორიულად გირჩევ რომ არ იყიდო ეს თამაში. მე titanfall_იც ძალიან მომწონს და იქაც არ ვარ მაინცდამაინც ცუდი მოთამაშე. საგრძნობლად ვჩაგრავხოლმე სხვა მოთამაშეებს p.s. twitch-ზე გადაიცემოდა ამ დილით (ახლაც) North America Stage 1 Finals - Official Call of Duty World League ძალიან ვისმიამოვნე. საოცრად ექშენია.
-
Windows 10 სმარტფონებისთვის
MaKaSaRa replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
8.1ში პირდაპირ settingებშია მაგ სახელით. -
მადლობა მაგრამ ჯერ სუსტი ვარ. modern warfare 2_ს ვთამაშობ დიდი ხანია და იქ რომ შემიძლია მარტო მოვიგო თამაში თითოეულ მოთამაშეზე 2X-ზე და მეტჯერ მეტი ქილით აქ ახლოსაც ვერ მივდივარ იმ შედეგთან. ყველაზე რთული killstreake-ების სისტემაა. ისეა გადანაწილებული რომ ოპტიმალური რომელია ჯერ ვერ დავამუღამე. ასევე melee არ აქვს ნორმალური (2ჯერ უნდა დაარტყა ტიპს რომ მოკვდეს, აქამდე ყველა ნაწილში ერთი დარტყმით კვდებოდა). კარგი ისაა რომ კედლებზე გადაადგილდები, სრული თავისუფლება გაქვს მოძრაობაში. ასევე სპეციალისტების სისტემაა შემოტანილი. სხვადასხვა უნარები აქვთ პერსონაჟებს და შენთვის რომელია მოსახერხებელი იმას ირჩევ რა. რაც შეეხება ღირს თუ არა ყიდვა ეგ საკითხი ალბათ ინდივიდუალურია. bf-ის მსგავის თამაშები თუ მოგწონს არ ღირს. თუ თავისუფლება, სისწრაფე, ინდივიდუალიზმი მოგწონს თამაშებში მაშინ ნამდვილად ღირს. მითუმეტეს რომ ფასდაკლებები რომ იყო სთიმზე ონლაინ ვერსია 9.99$ად ვიყიდე და ეს ფასი აბსოლუტურად გამართლებულია. მერე აფგრეიდიც შეიძლება და მაგას ვაპირებ შემდეგ სეილებზე )) იმიტომ რომ მარტო ონლაინ ვერსიაზე პრესტიჟებზე ვერ გადადიხარ და მაქსიმალური ლეველი 55-ია შესაბამისად. მე კიდე ყველაფერი გახსნილი მაქვს უკვე და მჭირდება ახალი პრესტიჟი. ასევე ძალიან მუღამიანია მსოფლიო რეიტინგში შენი ადგილის გაუმჯობესება სხვადასხვა game mode-ის მიხედვით. და კიდევ ვინც bf-ს თამაშობს იმათთვის საგრძნობლად რთული იქნება, სხვა სისტემაა საერთოდ. call of duty-ს მოთამაშეები უფრო კარგად ითამაშებენ bf-ს ვიდრე პირიქით. პ.ს. კარგი იქნება ვინმე აქაური რომ იყიდდეს და შემომიერთდებოდეს. ჩემს ერთ მეგობარს აქვს მაგრამ მოუცლელობის გამო ისვიათად ვახერხებთ ერთად თამაშს. ერთიც კიდე ამ თვის ბოლოს იყიდის და შევუბერავთ ^^
-
კარგი გასართობი თამაშია. ინტერნეტი რომ მიწყობდეს ხელს საერთოდ შესანიშნავი იქნებოდა. დსლ მაქვს 21 საუკუნეში(ისიც wifi -ის საშუალებით) და მაქსიმუმ 300კბ/წ სიჩქარით იწერდეს. თამაშში აბსულუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში სულ მცირე 2ჯერ მაღალი პინგი მაქვს :| და უფრო მეტჯერ. ტიპებს ორნიშნა პინგი აქვთ როცა მე110-150 შორის რომ მაქვს მიხარია ))
-
ეჰ. მართლა ახლოვდება სამყაროს დასასრული ..
