Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3688
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. ჩემთან ეგრე რომ შვრებოდა დაშლის და გაწმენდის შემდეგ ის იმის ბრალი იყო რომ კარგად არ იყო ჩამჯდარი ფანის კონექტორები.
  2. ჰო სხვადასხვა სტანდარტებია გეიმერებს შორის. მე მაგალითად მაქსიმალისტი ვარ. medium-ზე თუ დამჭირდა ჩამოწევა უკვე ვიმრიზები და ფპს 90% შემთხვევაში 60+ უნდა იყოს. ძაან ცოტაა ისეთი როცა 45 ფპს მისაღებია. ისე გაიაფდა კარტები რაც დამიგროვდა ყველაფრის გაყიდვა მენანება. gtx 560, gtx 750 და gtx 970 მაქ ახლებივით ისე რომ არ ვიყენებ. მერე ვაპირებ თარო გავაკეთო და შემოვდო თავისი ყუთებით საკაიფოდ(ყუთებსაც არ ვყრი ტექნიკის ) სოფლის კომპში rx 580 მიყენია და აქ რასაც ვთამაშობ არაფერზე მჭირდება დიდად ხელისშევლება პარამეტრებზე. GTA 5-ს რაც შეეხება ფპს არ ვიცი მაგრამ ადრე სოფელში ინტერნეტი არ მქონდა და მობილური ინტერნეტით ჩავრთე თავიდან ავტორიზაცია რომ გამევლო და მერე როცა ოფლაინ შევდიოდი ჩატვირთვით აშკარად უფრო სწრაფად იტვირთებოდა. ანუ ის ამბავი რომ ინტერნეტთან წვდომის გარეშე შესაძლოა უკეთესი ფპს ქონდეს სავსებით შესაძლებელია(ცხადია ლიცენზირებულზე ვსაუბრობ)
  3. თუ ამის ბრალი არაა და DP-ით გაქ მიერთებული მაშინ სავარადოდ PC ჩანართიდან არ არჩევ შესაბამის პარამეტრს და უბრალოდ მონიტორად გაქ მიერთებული. ავტომატურად მაგაზე დგება. ჩემთანაც ეგრე იყო.
  4. მე ვიყიდე game pass მაგრამ არაა ეგ საჩვენო. მათთვისაა ვისაც xbox-ზე აქ იგივე თამაში ისე არაფერს შვრება მაგის ყიდვა
  5. გადარჩნენ გინებას დაემატა ბიბლიოთეკაში
  6. ვიყიდე პირველი ნაწილის მსგავსად, ეგდოს ოჯახში მაგრამ ჯერ არ გამომიჩნდა ბიბლიოთეკაში. ბოდიშს გიხდით შეფერხებააო და მალე მოვაგვარებთო. დრის ბოლომდე დავაცდი და მერე მოვუკითხავ საახლობლოს
  7. დღეს გავიჭირვე და მოვიცალე ამ თამაშისთვის. ძაან ერთფეროვანია, მარტივი და არაფერი განსაკუთრებული არ აქ მაგრამ საბოლოოდ უკმაყოფილო არ დავრჩი მაინც. 7 საათში დავხურე სადღაც და ეგ დრო ისეთი არაა რომ დაგენანოს. ტექნიკურად, პერსონაჟი ძაან კარგადაა გაკეთებული, მიმიკებით და რეალიზმით მაგრაა რა. სხვა ისეთი არაფერი(ნუ ხმები სხვა თემაა მაგრამ ეგეც მობეზრებადია) ბოლო 15-20 წუთმა გაასწორა. მომენტალურად მივაშალე დავხურე თუ არა. ჰო რაღაც მომენტებში აშკარად 3d და რეალობაა ერთმანეთთან შერწყმული და საკმაოდ ეფექტურია. ანუ რაც ცვლადი არაა ის რეალური სამყაროს კადრებია და ამ თამაშის მოდელთანაა იტერაციაში. ნორმ რა. 7/10დან ჩემგან ესეც იმიტომ რომ დიდხანს არ გაგრძელდა და ძაანაც არ მომაბეზრა თავი. დავამატებდი რომ UE4-ის პერსონაჟის შოუქეისს მშვენივრად წარმოაჩენს. ძაან მაღალ დონეზეა შესრულებული, აი ძაან. რეალისტურთან ძალიან ახლოსაა. ეგეთ დონეზე არცერთ თამაშში არ მინახავს პერსონაჟი თუ სწორად მახსოვს. respect
  8. მე სთიმზე მაქ ლიცენზია ნაყიდი და ეგ დავხურე. ანუ გატეხილ ვერსიას შესაძლოა უკეთესი წარმადობა ქონდეს?
  9. 70gb იყო დაახლოებით განახლება. ბევრი სასიკეთო ცვლილებაა. ძაან მომეწონა. მულტიფლეიერისთვის ghost პერსონაჟი გაიხსნა. 100 თაიერია ამ ახალ სეზონში(ისევე როგორც პირველ სეზონში რომელიც ბოლომდე ვერ გავიარე) და გზადაგზა რამდენიმე იარაღი გაიხსნება, პროსტა ზოგიერთი რამ ფასიანია. ანუ თაიერებში არის ფასიანი კონტენტიც რომელიც თითოეული 100 cp ღირს. მე ვიყიდე ყველა ფასიანი კონტენტი, ახლა უბრალოდ გასახსნელია. ნუ იდეაში ფული არც გიჯდება. საორიენტაციოდ 1000 cp ღირს მთლიანი სეზონის ფასიანი კონტენტი რაც რეალურ ფულზე 10$-ია. ამასთან, ამ სეზონში არის 13 თაიერი სადაც 100-100 cp-ს გაძლევს. ანუ იხდი 1000cp-ს და უკან ამოიღებ 1300-ს. მე black ops 4 რომ ვიყიდე 1200 cp (cod point) მოყვა და იქ არ დამიხარჯია. აქაც გადმოყვა და იმით ვიყიდე. რაც შეეხება განახლებას სხვა დეტალებს. შეცვლილია თამაშის ფერები, ადრე გახუნებული რაღაც სეფია იყო ყველაფერი, ახლა გახასხასდა და კონტრასტულობა მოემატა, ასევე პერკები დაარედაქტირეს , ადგილები შეუცვალეს. რაღაც მომენტები გაასწორეს აშკარად თვითონ გეიმფლეის დროს. მოკლედ კარქია რა. თამაშიღა ჭირდება.. სოფელში rx 580 მაქ და სანამ დრაივერი არ განვაახლე ამ აფდეითზე ხშირად მეთიშებოდა თამაში. განვაახლე დრაივერი და ეგეც გასწორდა. მოკლედ კარქია რა.. რამე რომ არ გაეფუჭებინათ მასიურად ეგეთი განახლება ამათი ჯერ არ მახსოვს და ამ ბოლომ აზრი შემაცვლევინა
  10. მშვენიერია თუ მისაღებია ის შედეგი რასაც ეგ სისტემა დებს. მე პირადად არ გაჭედვას ვეძახი როცა კადრი 60-ს დაბლა არ ჩამოდის. ნუ თუ ულტრაბულტრა გრაფიკაზე მიყენია მაშინ მინიმუმ 45 უნდა ქონდეს(ისიც გააჩნია თამაშის ჟანრს). ეს თამაში რომ დავხურე სოფელში(ქალაქში ამაზე დროს არ დავკარგავდი როცა ონლაინები არსებობს)მაშინ quad core 9550 მქონდა 8გბ ოპერატიული და gtx 750 და ჰაი მედიმ პარამეტრებზე სადრაც 40-60 კადრს იძლეოდა 1280x1024 რეზოლუციაზე. ანუ ჭედავდა ჩემთვის მაგრამ მეტად ვერ დავუკლებდი გრაფიკას, ტეტრისი იქნებოდა ჩემთვის. თუმცა მინდა ავღნიშნო რომ დროთაგანმავლობაში ისე მივეჩვიე დისკომფორტს საერთოდ ვერ გრძნობდი და ვაღიარებ რომ ძალიან ხარისხიანი თამაშია მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მომწონს ეს ჟანრი. სხვა ნაწილები არასდროს მითამაშია
  11. დიდი ხანი არაა რაც 144 ჰერციან მონიტორზე გადავედი მაგრამ სასწაული სხვაობაა იგივე ბრაუზინგში როგორც მამუკამ თქვა. თამაშებში ხო საერთოდ ცა და დედამიწა. მე ვფიქრობ რომ 600 ლარი 2020-ში 60 ჰერციან მონიტორში არ უნდა მისცე. ნუ ხედვის კუთხე არის ნამდვილად პრობლემა IPSსთან შედარებით მაგრამ გვერდიდან რატო უნდა უყურო ისედაც? თან 23-27 ინჩი იმხელა არაა რომ შორს ჯდომა გჭირდებოდეს. მოიცა, ახლა შევნიშნე ამ სამსუნგს g-sync უწერია? რამე შეცდომაა? საღოლ ამას. ჩემი AOC ფრისინქიანია მაგრამ მუშაობს ნვიდიაზე. ეს რომ ადრე მენახა არ გამოვიწერდი არანაირად და ამას ვიყიდდი
  12. https://ultra.ge/მონიტორები_და_ტელევიზორები/მონიტორები/Monitor: Samsung C24RG50FQI 23.5" FHD VA 144Ghz 4ms 3000:1 2xHDMI DP Black - LC24RG50FQIXCI აა ბოდიში, ალტაშიო გიწერია.
  13. ისე ცოტა ხნით ვთამაშობ ამას რომ პირველი სეზონიც ვერ გავიარე, ნახევრამდე ვარ სადღაც. 60 ჰერციან მონიტორზე კოშმართან მიახლოებული იყო.. ბეთლროიალ რეჟიმს დაგვპირდნენ თავიდან ასე მახსოვს, მოგვიანებით დაემატებაო და არსად ჩანს ჯერ.. მაინტერესებს საკმაოდ
  14. ჰო ჩვეულებრივ მომხმარებელს არაფერში ჭირდება ამდენი ბირთვი. დაჟე გრაფიკაზე მომუშავე ფრილანსერი ტიპიც არ იყიდის ასეთ მონაცემებს. მე მირჩევნია რაიმე 16-32- ბირთვიანი ვიყიდო და დაზოგილი ფულით რაიმე მაგარი GPU რენდერისთვის. ერთიდაიგივე ფასში GPU რენდერი უფრო სწრაფია ვიდრე CPU. ანუ თუ ვხარჯავ ცპუ-ზე2კ-ს და მეორე მხრივ მთლიან სისტემაზე 2კ(cpu-gpu+ყველაფერი) ეს მეორე უფრო მაგარ შედეგს გიჩვენებს. მაგრამ ეს სუფთად რენდერში და თან მაშინ როცა შედარებით ბიუჯეტურ სისტემებზე გვაქ საუბარი. 10კ -სისტემა თუ მაქ აზრი ეკარგება უკვე ვიდეოკარტაზე გექნება რენდერი თუ პროცესორზე. ამასთან ერთად როცა პროცესორი მაგარია სხვა რამეშიც გამოიყენებ(თამაშს არ ვგულისხმობ, ვირტუალური მანქანები, სერვერები და ა.შ)
  15. კარგ კვებაზე ups ზედმეტი ხარჯი მგონია. უკვე წლებია აღარ ვიყენებ. რამდენიმე მიზეზია. დენის თამაშს კვებაც ასწორებს და წასვლის შემთხვევაში ჩემ ვერცერთ კომპს ვერ უძლებს ბიუჯეტური ups. 100-150 ლარამდე ღირებულების. თბილისში გტხ 1080 და მირაზგონებული i7 2600k მაქ და სოფელში rx 580 თავისი სიყვარულობებით. ამიტომ საბოლოოდ მიმაჩნია ის თანხა რაც ups-ს უნდა დაახარჯო კარგი კვების საყიდლად გამოიყენო და უფრო მეტად დაცული იქნება შენი სისტემა ვიდრე ნაგავ კვებაზე და ups-ზე
  16. Black Ops 4-ის მულტიფლეიერში ავედი 1000lvl-ზე. ამისთვის თითქმის თამაშის 26 დღე დამჭირდა. 622 საათი. ვინც მყავს ლიდერბორდში დამატებული მათ შორის მხოლოდ ერთი "მეგობარი" მისწრებს ქულებით (ისიც იმიტომ რო ჩეთერია ? ბულგარეთიდან თუ რაღაც მაგ არეალიდანაა) . ვერ ვიტყვი რომ თავგადამკვდარი ვთამაშობ, თვეები გასულა არ მითამაშია, ზაფხულში მაგალითად 2-3 თვე. თავიდან 55 ლელევზე ადიხარ და ასე 10ჯერ აკეტებ, არესეტებ და მერე ისევ ტავიდან იწყებ. ანუ გამოდის რომ სულ გავლილი მაქ 10x55+945. ისე გამოსვლის დღიდან ვთამაშობ. modern warfare-ში ლეველების ასეთი სისტემა არაა. 155 ლეველია სულ. ყოველი ახალი სეზონის გამოსვლისას რესეტდება 55 ლეველზე და ისევ 155 ადიხარ. ნუ მე ჯერ არც დამიწყია მაგის ნორმალურად თამაში 10 საათი მაქ მგონი და 50 ლეველზე ვარ. ნელნელა გადავბარგდები იქეთ. აქ ახალი სკინების და რამდენიმე იარაღის გახსნის გარდა მუღამი აღარ დამრჩა.
  17. მაგ კარტას ანალოგური სიგნალის გამოტანა არ შეეძლება(ანუ გადამყვანით არ უნდა იმუშაოს წესით DVI>VGA). რაღაც ძაან მეეჭვება იმ სხვასთანაც გადამყვანით იყო შეერთებული და არა პირდაპირ DVI კაბელით(ციფრულით). ნუ ერთი კიდე ბიოსის განახლებაა ვარიანტი მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა.
  18. საქართველოს ბანკის ბარათით ადრეც იყიდიდი. 3D დაცვა აქ რაღაც მაგათ ბარათებს. TBC-ით ვერ ვყიდულობდი ადრე ჩვეულებრივი ვიზა ელექტრონით მაგრამ TBC GOLD-ით მაშინაც ვიყიდე როცა ელექტრონი არ ყიდულობდა ასე რომ არჩევანი დიდია. საიდანაც გინდა იყიდე. ვებმანი გთხოვს ანგარიშის ნომერს რომელიც Z-ით იწყება და არა ჩვეულებრივს. ეგ ხო გათვალისწინებული გაქ/.
  19. ეს სულ გადამავიწყდა რომ მეყიდა. არაუშავს უნდა იყოს წესით
  20. განსხვავება იმაშია თუნდაც ერთნაირ ფპს-ზე რომ ბევრ ბირთვზე და ახალ თაობაზე უფრო სტაბილურია და წამიერი ჩავარდნები არ აქ. BF არ ვიცი არ ვთამაშობ მაგრამ BO4-ს და MODERN WARFARE-ს ვთამაშობ ონლაინ და იქ მშვენივრად გრძნობს თავს ჩემი მირაზგონებული სენდის i7. RAM 2133. ანუ 100+ფპს მაქ მაგრამ პროცესორი ძალიან იტვირთება. ჩემ მეგობარს აქ რაიზენ 2700x და gtx 1080ti. ფპსში ერთნაირ პარამეტრებზე დიდი განსხვავება არ გვაქ რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს. BF-ი როგორც ვიცი პროცესორის ბირთვებს ითხოვს ასე რომ მაგ თამაშში იქნება სხვაობა . ნუ მე პირადად რომ მეგრძნო აი ვსო უკვე მჭირდება CPU-ს შეცვლა თორე ვეღარ ვთამაშობთქო ჯერ არ მქონია რა ეგ მომენტი. ერთი TOMB RAIDER იყო ახალი სადაც 100%-ზე იხეოდა და 60-ფპს მაინც ვერ იჭერდა. fullHD რეზოლუციას ვგულისხმობ ცხადია.
  21. მე თუ მკითხავ ამდ-ს ბევრად კარგი ფერები აქ სტანდარტულ პარამეტრებზე ვიდრე ნვიდიასს. ორივე ფირმის კარტა მაქ და ამდ-ს დიდი ხნის გამოყენების შემდეგ ნვიდიაზე რომ გადავედი მეთქი რა ბაცი, მკრთალი ფერებია. ასე რომ გულს არ დაგწყვეტს
  22. ამ ახალი cod-ის შესახებ მინდა ვთქვა. ნაყიდი მაქ კარგა ხანია და მაინც black ops 4-ს ვთამაშობ უფრო ხშირად 2 მიზეზის გამო. ერთი ის რომ 1000 ლეველზე მინდა ასვლა და 955-ზე ვარ მეორე ის რომ ახალ კოდში რაღაც ისე ვერ იყო, ცუდი მოთამაშე არ ვარ cod-ების, შეიძლება ითქვას ძალიან კარგადაც ვთამაშობ მაგრამ ამას ვერ ვთამაშობდი. ყველა მასწრებდა თითქოს რეაქციას. ნუ მე თუ საგრძნობლად არ ვჯაბნი მოწიბააღმდეგეს მაგას თამაშს არ ვეძახი მაგრამ აქ ძაან მიჭირდა. ხოდა რაღაც მიზეზების გამო მომიხდა მონიტორის შეცვლა და 144 ჰერციანის ყიდვა. საერთოდ სხვა სიტუაცია დამხვდა. ამჯერად რასაც მინდა იმას ვაკეთებ. ძალიან შეიცვალა სიტუაცია. იმის თქმა მინდა რომ თუ ვინმე აპირებთ თამაშს 60 ჰერცზე არ დაიწყოთ ნერვების მოშლა. როგორღაც ისე ქნეს რომ აშკარად მაღალი ჰერცის მონიტორია საჭირო. black ops 4-ში ეგრე დამოკიდებული არ ხარ. თუმცა ამ უკანასკნელმა თავის დროზე 5 ლარიანი მაუსიდან გეიმერულ მაუსებზე გადასვლა მაიძულა. ყოველ ახალ ვერსიაში რაიმე პერიფერიის განახლებას მაიძულებენ. მომავალში ალბათ კლავიატურა იქნება თუმცა მაგისთვის მზად ვარ უკვე, ნორმალური მექანიკა მაქ
  23. ვიყიდე ეს თამაში იმდენისგან გავიგე რომ აქებდნენ. ნუ ვერაფერს ვიტყვი. მომბეზრდა უკვე ყურებში ხმების ჟუილი. ჯერ მხოლოდ ნახევარი საათი ვითამაშე მაგრამ მაინც. ნორმალურად მიაქ ჩემი სოფლის სისტემას. i5 3350p, rx 580, 16gb. მომენტებში 60 ფპს დაბლა ეცემა მაგრამ 95% შემთხვევაში 60+-ია. რავი ვნახოთ რა. ისევ ძველ ბეტმენს დავხურავ მეორედ ალბათ ))
  24. სცხვა პროგრამით შეამოწმე. cpu-z მაგალითად. task manager არაა სანდო მაგ მხრივ
  25. კი ეგრეა. მე დაჟე იმას ვფიქრობ აქამდე როგორ ვერ ვხდებოდი რომ ჭედავდა ვაჰ, ეგ მონიტორი მართლა მიმზიდველი ჩანს. აქამდე რომ მენახა არ გამოვიწერდი ამას. მაგაზე იაფი კი დამიჯდა მაგრამ რისკია რა . აქ ნაყიდს გარანტია მაინც აქ. თან სამსუნგის ეკრანია ბოლოსდაბოლოს ეგ და ამაშ რა დევს არ ვიცი.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.