Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3686
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. ჩემთან 11.x.x განახლებაზე დაემართა. ერთი ბილდი იყო არ მახსოვს რომელი დედა უტირა. ტელეფონს რომ დავტენიდი და ჩავრთავდი ჩემ თვალწინ ბატარეას აკლდებოდა და აკლდებოდა. მერე გასწორდა სხვა განახლებაზე. თუმცა ჩემმა ძველმა მეგობარმა ჩემთანერთად იყიდა იგივე მოდელი და შარშან ზაფხულს რომ ვნახე 92%-ზე იყო ბატარეის სიცოცხლისუნარიანობა. არადა ჩემზე მეტად ტვირთავს ტელეფონს. რიავი რიავი. გადავწყვიტე გამოვწერო ბატარეა და ჩემით შევცვალო
  2. მე მაქვს SE 3 წელიწადია თუ 4 როდის გამოვიდა არც მახსოვს. ვიზუალურად 10/10 ისევ , პროგრამულად საერთოდ არ ჭედავს ბოლო განახლებითაც კი. პროსტა ბატარეა დაიბრიდა 82%-ზეა და რაც ეს კარანტინობაა აღარ ვიყენებ სულ ტელეფონზე რომ ვარ ჩამოკიდებული. ბატარეაც იმიტომ გაფუჭდა ჩემ შემთხვევაში რომ mobile hotspot-ად ვიყენებდი ზაფხულობით სოფელში და ისეთ ადგილზე იჭერდა ინტერნეტს სადაც კომპთან ვერ ვაერთებდი კაბელით. მოკლედ ძალით გავაფუჭე. ძალიან კმაყოფილი ვარ მეც. SE 2-ს ველოდი მაგრამ სულ ტყუილად. ვიზუალზედაც კი ფული დაზოგეს და ეტყობა პირდაპირ 8-ის კორპუსში ჩაყარეს ჰარდი. არ მევასება ეს მომრგვალებული ფორმები და ახლა რა ვიყიდო აღარ ვიცი. არც არაფერს აღარ ვიყიდი, იყვნონ ეგრე (თუ მე ვიქნები "ეგრე" აღარ ვიცი)
  3. დღეს ნერვები რომ დამაგლიჯა modern warfare-ში gtx 970-მა(ძალიან დაეცა წარმადობა windows-ის განახლების მერე) გადავწყვიტე საქმე დამეკიდებინა რისთვისაც ნვიდია მჭირდებოდა და ისევ rx 580 ვაძგერე. ამოისუნთქა თამაშმა და მეც. ნორმალური ფპს მაქ. ამასთან შევნიშნე რომ 2.7 ვერსია ის რაღაც აყენია(gpu-z ასე წერს ყოველშემთხვევაში) ასევე ერთი პრობლემა შევნიშნე. რუსული ენის კლავიატურის განლაგება ჩაემატა და ცოცხალი თავით ვერ ვაშორებ. არაა ენის პაკებში არაა ჩამონათვალში და ვერ ვაშორებ. მანდ ნხოლოდ ინგლისური და ქართული ჩანს.
  4. თქვენი არ ვიცი მაგრამ მუდმივად რაღაცას ვთამაშობ, ყოველდღიურად, ონლაინ თამაშებს მეგობრებთან ერთად სამუშაო დღის მერე და საერთოდ არ ვფიქრობ ინტელი უნდა ავიღო. მაგის გარდა უამრავ საქმეში ამდ ჯობია და ამდენი წლის სინაგლის მერე ინტელის მხრიდან ერთი მაგის დედაცვატირე. ერთ დონეზეც რომ იყვნენ ფასითაც და ინტელი ჯობდეს ფპს-ით მაინც ამდ-ს ავიღებ რადგან მხოლოდ თამაში არაფერია. რენდერი მჭირდება, ვირტუალიზაცია მჭირდება პირდად მე და ქეციანი 100-ს ზემოთ 10-15 ფპს სხვაობისთვის რატო უნდა ვიყიდო დანარჩენ ყველა საქმეში უკან მყოფი ამდ. მე არაფერს მიწყვეტს ეგ 100-ს ზემოთ ფპს-ები. ისეთ ვიდეოს ვერ და არ ვიყიდი რომელიც 800-1000$ ჯდება და საშუალო დონის ვიდეოზე კიდე მაგხელა სხვაონაც არაა. სამაგიეროდ კანფეტივით 8/16 ბირთვიანი ამდ (r7 3700x მაგალითად) სადღაც 270$-ის ფარგლებშია. როცა სეკვეტრირებული(thread-ებს ვგულისხმობ) i7 9700k 100$-ით ძვირია მგონი(ის თემა არ მაინტერესებს სადღაც ვიღაცის ახლობელი ცხოვრობს და იაფად იყიდის და გამოაგზავნის. ვამბობ ახლა ამ წუთს რომ amazon-ზე შევიდე და ერთის ფასიც ვნახო და მერესიც). ჩემთვის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია საერთო ჯამში უფრო ცუდის ყიდვა უფრო ძვირად. ეგეც რომ არა კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მობეზრდა ხალხს ამ ღორი კომპანიის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება? ახლა ამდ-მაც წამოიწიოს ფინანსურად. ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის უკეთესი არაა? იმას ვეღარავინ იტყვის ტექნოლოგიურად ამდ უკანააო და აბა რაღა ჯანდაბა გვინდა ინტელთან. ჯიგრულ პონტში უნდა ვიყიდო თუ რა თემაა? მხოლოდ ერთის დომინირებას რაც მოყვა ბოლო 10-15 წლი კი ვნახეთ და რაღად გვინდა ეგეთი სიქაჯე?
  5. gtx 970-ზე დავაყენე გუშინ windows-ის განახლების მერე ეგ 450.99 დრაივერი. მაგრამ არაფერი გამიტესტია. modern warfare-ში(რასაც ყოველდღიურად ვთამაშობ) შეიდერების ინსტალაციაზე დაქრაშა. მეტი აღარც მიცდია ეგრევე ოფიციალური ბოლო დრაივერი დავაყენე. ძველ სერიაზე ისედაც არაფერს შეცვლის ალბათ თუმცა მუღამის გამო შეიძლებოდა მენახა.
  6. დააფდეითდა. ნელნელა გამოჩნდება რა აქვთ მიქარული. ამ კომპზე სოფლად ამ მომენტში gtx 970 მიყენია და 450.99 დრავივერმა ყოველშემთხვევაში ამ სისტემაზე ვერ იმუშავა ნორმალურად. modern warfare-ი შეიდერების ინსტალაციაზე ითიშებოდა(დრაივერის განახლების შემდეგ თავიდან აინსტალირებს შეიდერებს ეს თამაში). ისევ ოფიციალური გუშინგამოსული დრაივერი დავაყენე და ამაზე ნორმალურადაა.
  7. მე 4000 სერიის გამოსვლას დაველოდები და მერე ვიყიდი ფასდაკლებულ 3000 სერიას მინიმუმ 8/16 მოდელს ამასობაში 10 წელიწადიც შეუსრულდება ჩემ სისტემას და და მიმრგვალებულ ასაკზე საპატიო პენსიაზე გავუშვებ სოფელში სუფთა ჰაერზე
  8. ssd უნდა და მორჩა. ყოველთვის ახალ ვერსიას ვაყენებ windows-სიას და უკან არ ვბრუნდები და არც ვუჩივი არაფერს. თუ გინდა რომ მსუბუქი იყოს სისტემა და რესურსი არ დაგიხარჯოს ლინუქსი მაგრამ თამაშიც ეგრე არ გამოვა. xp>vista>7>8>8.1>10 ყველა გავიარე და არაფერს არ ვუჩიოდი. 16გბ რომ მაქვს ram უკვე წლებია წაიღოს და მოიხმაროს რას დავეძებ. სამაგიეროდ წინასწარაა ბევრი პროცესი უკვე შექმნილი და რომ გჭირდება უკვე სტარტზეა. ამიტომ ძალიან სწრაფია რავი. ან აღარ მახსოვს როგორი სწრაფი იყო 7. 775 სოკეტზე რომ მქონდა სოფლის კომპი იმაზედაც სსდ მეყენა და ბრაუზინგში და ჩვეულებრივ მოხმარებაში არაფერს არ აყოვნებდა. ram იმაზეც 10+ მქონდა. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ სსდ უეჭველი საჭიროა თუ 10 გინდა. სხვა მხრივ არაფერი ისეთი მოთხოვნა ამას არ აქ. დღეს რომ AAA თამაშის გაშვება 8გბზე აღარ შეიძლება მაგას ვერც 7 გამოასწორებს და ვერც 8. ეგრეა და მორჩა.იმდენი ინფორმაციაა უკვე ჩაკვეხებული რომ უბრალოდ ვერ დაძრავს ნაკლები მონაცემი. კონსოლი კიდე ძალიან შეკვეცილია. არაფერი ეგეთი ოპტიმიზაციის ამბავი არაა. სტაბილური ფპს მიიღწევა დეტალიზიაციის განახევრებით და რეზოლუციის აფსქეილით ვითომ 1080პ-ია ან უფრო მეტი. + თამაშები ძვირია. + კარგი მონიტორი გინდა და თან ცალკე რომ ოჯახის წევრებს ხელი არ შეუშალო. რომ დათვალო არც ისე იაფი და არც ისე გამართლებულია კონსოლის ყიდვა შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში.
  9. ფასში რა სხვაობაა ეგ თქვი თორე ეგ მხოლოდ მაღალი სიხშირეები არაა. მეხსიერებაც მეტი აქ, სალტის გამტარობაც გაზრდილია. მოკლედ უკეთესია არამხოლოდ სიხშირის ხარჯზე(ისეთი არც არაფერი აქ სიხშირე მომატებული)უბრალოდ თანხაში რამდენადაა გამოხატული ეგ სხვაობა ეგაა მნიშვნელოვანი. (2060 vs 2060s ვგულისხმობ) 2600k რომ ვიყიდე 2011 წელს 630 ლარი მივეცი ახალში და ლარის კურსი $თან მიმართებში 1.65 იყო. ახლაც რომ ეგრე იყოს კურსი 500 ლარი ეღირებოდა მეორადი 8700კ . ასე რომ ეკონომიკის სისუსტის ბრალია ამხელა სხვაობა თორე პროცესორები ისევ ის ღირს რაც ადრე
  10. თავისით შანსი არაა. ეტყობა რეშეიდი შენ დააყენე სხვა თამაშისთვის და შემთხვევით მაგ თამაშიც მიაყოლე. რეშეიდს ბევრი ჩითად აღიქვავს და ბლოკავენ. ფრთხილად. მიაშალე მაგ თამაშისთვის ჯობია. ნუ თუ ონლაინი უნდა აუცილებლად შესაძლოა აკონტროლებდნენ.
  11. მე მქონდა სთიმზე და მეორედ ვხურავ gtaV-ს მაგრამ აქაც დავაგდე. კუპონი კარქია. კარგა ხანი შეიძლება გამოყენება და მერე დავითრევ RDR2_ს. სხვა არაფერი ისეთი. თამაშის ღირებულება უნდა იყოს 15$-ი და მეტიო რომ კუპონით ისარგებლო
  12. ბოლო განახლებამ ტვინი გაბურღა ჩემთან. გუშინ განახლებამდე (სანამ დაინსტალირდებოდა რომ ტვირთავდა) მაშინ დააბლუსქრინა. ჩართვის მერე ბრაუზრეშიდაც და battlenet-app-ზე პაროლები დაავიწყა. სინქრონიზაციას აღარ აკეთებდა. ძლივს მოვაბოდიალე სად რა პაროლი მქონდა. ბრაუზერმა არარ დაასინქრონიზა. მერე განახლება რომ გაკეტდა და გამოვრთე და ჩავრთე ისე ყველა პაროლის სინქრონიზაცია გათიშული იყო. დავიტანჯე ამდენი პაროლის ტავიდან შეყვანით. თან იმ სმარტფონზე მაქ აუტენთიფიკაციის აპები რომელსაც ახლა არ ვიყენებ და იქეთ აქეთ კონწიალი დამღლელია. კიდე რომ დაავიწყდეს პაროლები მოვისვრი სადღაც. windows live acc-ს მონაცემებიც დაავიწყდა.
  13. მე მაქ კარგახანია მაგრამ იშვიათად ვრთავ. ორი მონიტორი მაქ მიერთებული და ორივეზე ინდივიდუალურად შეიძლება ფონის განსაზღვრა. კარგი აპია ნამდვილად
  14. რაც ვიდეოშია კი არა ასი ათასობით იქნება სხვაც. მაგათ მომხმარებლები აკეთებენ და აზიარებენ. საბსქრაიბს გაუკეთებ რაც მოგეწონება და მერე იტვირთება შენთან. ზოგი 1 მბ-ია და ზოგი 300. https://prnt.sc/sa5x7u
  15. ეგ მხოლოდ დედამიწის თემაა. ანიმაციური ფონი თუ გინდა wallpaper engine უნდა იყიდო. რუსული სთიმი მაქ და 99რუბლი ღირს. ეგ რაც შენ დალინკე 82 რუბლი ღის.
  16. დააყენე ისევ სტანდარტულზე. დედადაფიდან ელემენტი ამოიღე და 10 წამის მერე ჩადე. კარგ შემთხვევაში ეგეც საკმარისი იქნება გასანულებლად. თუ არადა შესაძლოა ჯამპერების გადამოკლება დაგჭირდეს
  17. "დარაზგონებული" ხო არ გაქ მონიტორი? 75ჰერცი როგორ ქონდა მითითებული? რა მოდელია? დრიავერიდან ხო არ მოგიმატებია რეზოლუცია ან სიხშირე? რამდენიმე ხნის უკან დამჭირდა 32 ინჩიანი ტელევიზორის მიერთება მონიტორად რომელსაც ტექნიკურად 1366-768 რეზოლუცია აქ და პროგრამულად როგორღაც(არ ვიცი დეტალები) ვითომ full hd-ზე შეუძლია მუშაობა. თამაშში შეიძლია მაგ რეზოლუციის მითითება მაგრამ კაკრას ეგრეა რა. ქვრებოდა და ინთებოდა. მიუხედავად იმისა რომ მე არაფერი შემიცვლია. რაღაც პარამეტრების არევას გავს თუ ფიზიკურად არ დაებრიდა რაიმე კომპონენტი. დრაივერიდან პარამეტრები დაარესეტე ან წაშალე და სეთინგები არ დაამახსოვრებინო.
  18. gta თვითონ აღმოაჩინა რომ დაასკანერა და არაფერი exe არ მიმითითებია. ჩვეულებრივ მუშაობს. ლიცენზირებული მაქ მაგრამ ონლაინს არ ვთამაშობ ამისას მაგრამ მაინც არ გავრისკავდი.
  19. ანიმაცია ფონებსაც გამოვურევხოლმე wallpaper engine-დან. კარქი პროგრამაა. https://drive.google.com/file/d/18nMd0KzBNgjF0GY3U40PQcZGxx437hqH/view?usp=sharing
  20. კიდევ ერთხელ ვხურავ მაქსიმალურ გრაფიკაზე. ადრე gtx 750-ზე და 720P-ზე .. ეჰ. თუმცა ახლა რომ ვთამაშობ უბრალოდ გადარბენაზე ვარ. reshade-ით შევავლე ხელი გრაფიკას. საკმაოდ კარგად მოდიფიცირდება ზედმეტი მოდების გარეშე
  21. ეს თამაში nvidia-ზე ანძრევს. 970 მგონი rx 580- ჯობია. ზღაპარია ტექნიკურად
  22. ბიოსი თავიდან გადაფლეშე აბა. შესაძლოა ნამაინინგარს მოდიფიცირებული ბიოსი ქონდეს.
  23. დიდი ხნის მერე დამჭირდა arnold რენდერერის გამოყენება და ძაან ნელია, დამტანჯა. თუმცა GPU-ზე ჯერ ვერ გამოვიყენე AMD-ს კარტა მიდგას სოფელში მერე ჩავაყენებ gtx 970-ს და ვნახავ ერთი სხვაობას მომცემს arnold gpu-ზე. წლებია redshift-ს ვიყენებ მაგრამ ახლა სუფთად სასწავლო მიზნებისთვის მივუბრუნდი არნოლდს. ერთი პროექტისთვის დედამიწის შეიდერების გაკეთება მომიხდა და დიდად კმაყოფილი არ ვარ(სამწუხაროდ maya 2020-ში და უფრო ადრეულ ვერსიებშიც აღარაა mental rey-ს მხარდაჭერა არადა ამ საქმისთვის GI მისწრებაა თუმცა უფრო რთულიცაა და ნელიც).
  24. არ მგონია რომ დიდი იყოს იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც 2020-ში მხოლოდ SP-ს თამაშობენ. ასე რომ უფროდაუფრო აქტუალური გახდება (ჯერ თუ არაა) მრავალბირთვიან/ნაკადიანი სისტემები. მე როცა შევცვლი სისტემას ვფიქრობ მინიმუმ 8/16 რაიზენს მეტს თუ არა. ნუ ჯერ გამოცდილებით. 2011 წელს ავაწყე ახლანდელი სისტემა და არცერთი წამით არ მინანია რატო ვიყიდე i7-და არა i3 ან i5 რომელიც მაშინ სავსებით საკმარისი იყო. ვინაც ი5-ები იყიდა ჩემ გარშემო რამდენიმე წელიწადში მაინც შეცვლა მოუხდათ რადგან ვეღარ გათამაშებდა 4ბირთვი თამაშებს მაღალი ფპს-ით. საბოლოოდ უფრო ძვირი დაუჯდათ ვიდრე მე მაშინ ერთბაშად გადახდილი ნამატი თანხა. ცხადია დროის გასვლის მერე ფასები ნახევრდება და უფრო ნაკლებიც ხდება მაგრამ დასტოინნად რომ შემიძლია ვიყო რამდენიმე წელიწადი და ყიდვა და გაყიდვა არ დამჭირდეს ეგ უფრო კომფორტია ჩემთვის ვიდრე უფრო იაფში გამოსვლა. ნუ ამ ეტაპზე მუღამი მაქ რომ 2021 წლამდე მაინც გავაძლებინო ახლანდელ სისტემას რომ სრული 10 წელიწადი გამომივიდეს ყიდვიდან ყიდვამდე. იმას არ ვამბობ რომ პრობლემას არ მიქმნის. 60 ფპს მაინც იჭერს ყველგან მაგრამ მუტიფლეიერში ეგ საკმარისი არაა თან 144 ჰერციან მონიტორზე მაგრამ ვუძლებ რა
  25. ერთდროულად გაზიარებულს ვერ ითამაშებ. დაჟე ნებისმიერ სხვა თამაშს რომ თამაშობდეს გამზიარებელი მაინც ვერ ითამაშებ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.