Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3688
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. 3700x მინდოდა თავიდანვე ამეღო მაგრამ გაწყდა რასაც ქვია. 3800 კიდე 200 ლარებით ძვირი ღირდა მე ვიყო პინგვინი თუ მაგ ორ პროცესორს შორის 200 ლარი სხვაობა გადავიხადო. ახლაც დავუსაფრდები და თუ ახალი თაობის გამოსვლის მერე დაიკლებს ფასები 3000 სერიაზე , მოვაგდებ 8/16 თუ არადა ამასაც არაუშავს
  2. ვერაფრით ხვდები 3700x და 3800x შორის რა სხვაობაა ისეთი რომ მაგეების გამოშვება იყო საჭირო(ორივესი). ორივე 8/16-ია და მხოლოდ გაზრდილი ენერგომოხმარების და რამდენი მეგაჰერცის გამო უნდა ვიყიდო 3800x? ქულებს დაახლოებით ერთნაირებს დებენ
  3. პირი ქვისკენ მიქნია და 7+ საათი მაქ ნათამაშები და სადღაც 13%-ზე ვარ და დიდად არ მომწონს. სანამ ვითამაშებდი gta 5-ზე ვფიქრობდი რომ არ მომწონდა ეგ ჟანრი და არც ეგ სერია მომეწონებოდა მაგრამ რომ ვითამაშე ხელები ავწიე. ძალიან მაგარი იყო. ამაზე პირიქით. მეგონა მომეწონებოდა და საერთოდ არ მომწონს. ძალიან მომბეზრდა უკვე. გრაფიკაც რომ ვთვა გადავირიე ისეთი აქვსთქო ნამდვილად არა. ასე რომ ვატყობ მეყოფა 1-2 თვე
  4. აქ ხელზე იყიდი ნორმალურ ფასებში. 550 ლარად ვიყიდე სრულიად ახალი აგვისტოს ბოლოს და კიდე უფრო იაფადაც იყო მანამდე.
  5. ჩემი ახლანდელი პროცესორიდან ამაზე აფგრეიდის აზრს ვერ ვხედავ იმდენი უნდა დავახარჯო, უფრო 3700x, 3800-ზე გადავალ ვიდრე ამაზე ისეთი ფასებია. და აფგრეიდი მერე ddr5-ზე უკვე დაღვინებული პროცესორები რომ იქნება. ახლა როცა ერთ წელიწადში ddr5-ს ველოდებით ხალხი რა სეგმენტი ააწყობს ამაზე სისტემას არ ვიცი. ვისაც შესაცვლელი აქ დაელოდებიან ალბათ ახალ თაობას. ამიტომ მგონია რომ ფასების დაგდება მოუწევთ. არ იქნება დიდი მოთხოვნა
  6. ფასებში ამათმაც აურიეს. 8/16 449$ და 12/24 549? რრრრანაირად? ზუსტად 4 ბირთვიანი პროცესორის ფასი გამოიყვანეს სხვაობა ან ერთია ძვირი ან მეორე იაფი
  7. ჩემთვის მხოლოდ ონლაინ შუთერებშია კლავიატურა მაუსი ძირითადი პერიფერია და მაგის ჩანაცვლებასაც ვცდილობ რომ კონტროლერით ვუბერო შუთერებშიც. ხალხი გიჟივით თამაშობ იგივე warzone -ს კონტროლერით pc-ზე. მათ შორის ის ჩვენი ქართველიც fazy-ს კლანიდან. ანუ შესაძლებელია რომ კარგად მოირგო და კლავიატურას არ გავარტყი? ამ თამაშში კიდე კონტროლერს რა უნდა დაუწუნო არ მესმის. დამიზნების პრობლემა რანაირად უნდა იყოს aim assist აქვს და რასაც და ვისაც გინდა დაასვავ თავზე. თან კიდე ვიბრაცია. რავიცი კაცია და გუნება
  8. არაფერი საჩალიჩო არაა უმეტესობა თამაშებს ხედავს დამატებითი პროგრამების გარეშე. ოღონდ: შეაერთებ , დააყენებს თავის დრაივერს. მერე შეხვალ სთიმის big picture mode-ში და კონტროლერის ტაბში დაინახავ playstation 3 controller- და იქედან გასაზღვრავ ლეიაუთს თუ არ ემთხვევა იმას რაც უნდა იყოს. ამას მხოლოდ ერთხელ აკეთებ. ამის მერე სთიმის თამაშებს ეგრევე ხედავს და პრობლემა არაა. სხვა თამაშებს რაც შეეხება უბრალოდ დაამატებ exe ფაილს non steam game-ად და მერე steam-ის ბიბლიოთეკიდაბ გაუშვებ სასურველ თამაშს და კონტროლერიც იმუშავებს. არაფერი ემულატორი არ ჭირდება მოკლედ. ამ თამაშს რაც შეეხება დავიწყე და ნუ ძალიან კარგი ხარისხია აშკარად. ნელნელა მივყვები.
  9. თბილისში ამის თამაშს გემრიელად ვერ ვახერხებ რაც დრო მაქ გამოყოფილი თამაშისთვის ძირითადად online თამაშზე ვხარჯავ (modern warfare/warzone) ხოდა სოფლად მშვიდად წყნარად ჩავუჯდები როგორც გაქაჩავს აქ რა სისტემაც მაქ ეს. (i7 2600k @4.5, 16gb 2133mhz, rx 580) დავბუსტე ახლა ინტერნეტი და წესით 1-2 საათში მექნება უკვე ჩამოტვირთული.. ისე რა ამის პასუხია და xbox 360-ის კონტროლერი დამებრიდა. რომ გავხსენი რაღაც მიკროსქემა არ მომწონს თითქოს დამდნარია კონტაქტები. ამასწინად ამ დედადაფაზე ბიოსი დაიბრიდა და მაგ დროს მქონდა მიერთებული და ალბათ მაშინ გავიდა გაღმა. ძალიან დამწყდა გული.. ახლა dualshock 3 მაქ მიერთებული და მაგით ვთამაშობ ყველაფერს.
  10. ნუ ცხადია gta სხვა დონეა და არც შევადარებ თუმცა თავიდან მაგის კონკურენტად იყო ჩაფიქრებული ეს სერია. აი როგორც ცალკე აღებულ თამაშს ისე ვუყურებ და არა gta-სთან მიმართებაში.
  11. ბოლო რამდენიმე დღე ვთამაშეობდი და მივახურე ეს ნაწილიც. იმაზე უკეთესი აღმოჩნდა როგორსაც ველოდი. გრაფიკაც ნორმალურია. პროსტა ჰაკინგის მომენტები ძალიან პრიმიტიული და მარტივი აქ. პირველში ბევრად რთული იყო თუნდაც დროში რომ იწვებოდი იმ მომენტში. აქ არცერთხელ არ დავფეილებულვარ. მოკლედ მე 8/10 მივანიჭებდი.
  12. დიდი მადლობა ასეც და ისეც შენთვისაც მალე მომელოცოს. ქულერსაც რომ ჩავსვავ მერე დავდებ ფოტოებს რა გამოვიდა. ნორმალურია რა. მგონი ყველანაირი გაგრილების ჩატევა შეიძლება ქასთომ გაგრილების ჩათვლით.
  13. @nseries430 შენ გაუწიე ადრე მგონი TT S300 რეკომენდაცია. ხოდა ისე მოხდა რომ ჩემი ჭკუით corsair h100i rgb გამოვიწერე და h115i rgb ჩამოვიდა(სელერს აღწერა არასწორად ქონდა მითითებული) რომელიც 280მმ რადიატორიითაა და ჩემ ქეისში არ ეტეოდა ხოდა გავედი დღეს და ეგ ქეისი შევაკვეთინე ჩემ ძმაკაცს ელემენტ.გე-ში. ვიცნობ მანდ ხალხს და დამიკლეს 290 ლარის ნაცვლად 260 ლარად გამომატანეს. მანქანაში რომ ჩავდეთ ჯერ ხო უზარმაზარი ყუთი ქონდა. მეთქი რა დევს შიგნით ამხელა ყუთი რო აქ და სახლში რომ განვყუთე კიდე გამაკვირვა იმხელაა მიდ თაუერის კვალობაზე (full-ი რა ზომაა კიმაგრამ ეს რომ ამხელაა) საკმაოდ დიდია და შეუსაბამოდ მძიმე. გვერდითა შუშაც მართლა შუშაა მგონი და ეგეც კარგი მძიმეა. მოკლედ ზეკმაყოფილი ვარ ხარისხით და მეც შემოვუერთდი მაგ ქეისის მაქებართა რიცხვს პ.ს. გაგრილება მაინც ვერ ჩავსვი ჯერჯობით ამდ-ს სამაგრი გასაღებებს რომ გავს კაუჭების ფუნქციით არ მოყვა...
  14. გენიალური ფილმია. ყველა დროს ეხება და ახლანდელს განსაკუთრებით ეჰ
  15. ხალი დიზაინი რაც ჩაირთო ტოპიკებში რომ შევდივარ ყველა შემთხვევაში პირველ გვერდზე მაგდებს(ადრინდელ ვერსიაში სადაც ბოლო ნახვა მქონდა იმ გვერდზე მიშვებდა და ძალიან კარგი იყო) და ასე უნდა იყოს თუ რაიმე ჩემთან არაა რიგზე. მოუხერხებელია ასე. ამ აპლიკაციას დავტესტავ აბა
  16. ახალი დიზაინი რაც ჩაირთო ტოპიკებში რომ შევდივარ ყველაზე პირველ გვერდზე მაგდებს(ადრინდელ ვერსიაში სადაც ბოლო ნახვა მქონდა იმ გვერდზე მიშვებდა და ძალიან კარგი იყო) და ასე უნდა იყოს თუ რაიმე ჩემთან არაა რიგზე. რა ჯანდაბად მინდა პირველი გვერდი ?!
  17. წლებია ვიყენებ ამ კონტროლერებს და არაფერი პრობლემა არ ქონიათ. შევაერთებდი თუ არა ეგრევე აღიქვავდა მომენტალურად მითუმეტეს windows 10-ზე. ახლა ბოქსის კონტროლერი აღარ მაქ სოფელში თბილისში დავტოვე მაგრამ dualshock 3 მაქ და ეგ დავაკავშირე. უბრალოდ watch dogs 2-ში ურევს. თამაშში რომ შევდივარ რაღაც მენიუს იძახებს და უკან ვერ გავდივარ თითქოს სულ დაჭერილია იმ ღილაკზე. სხვა თამაშებში პრობლემა არ აქვს. p.s. აზრზე არ ვარ კონტროლერის გარეშე ასეთი ტიპის თამაშებს როგორ უნდა დავუმუღამო როგორიცაა AC,watch dogs, rdr2, witcher და ა.შ. ნერვები დამაგლიჯა კლავიატურამ. სულ არ ვითამაშო მირჩევნია ვიდრე კლავიატურით
  18. ერთადერთი ახსნა ჩემი აზრით ასეთი ძლიერი კარტების შემოყრის ნვიდიას მხრიდან ისაა რომ გონიათ(ინფორმაცია აქვთ) რომ ამდ აპირებს რაიმე მონსტრის გამოშვებას და ასწრებენ წინასწარ. სხვა რა საჭიროება ქონდათ ასეთი ნახტომი გაეკეთებინათ. ინტელის არ იყოს 4/8 პროცესორებს რომ გვტენიდა წლების მანძილზე. თუ ჩემი ვარაუდი სწორია და მიზეზი ესაა მაშინ იმასაც ვივარაუდებ რომ ამდ-მ უბრალოდ დატროლა თორე ეგეთ ძლიერ კარტებს არამგონია აპირებდნენ/ შეეძლოთ. თუ ვცდები მაშინ ამდ-ს ძაან დარხეული აქვს. რა ფასი უნდა დაადოს თავის კარტებს რომ ნაკლები წარმადობით ამათ კონკურენციას გაუწიოს. ვნახოთ 2 თვე დარჩა სადღაც
  19. რესეტი არ აქ(ღილაკი). ისე გავანულე. ელემენტი ამოვიღე+ჯამპერი გადავამოკლე. შედეგი 0. win 10
  20. რამდენიმე დღის უკან შემემთხვა ასეთი რამ და გაგიზიარებთ. რადგანც თბილისში ძირითადი სისტემა განვაახლე რაც მქონდა ის სოფელში წამოვიღე. P8P67-M+i7 2600k@4,5+16gb 2133-იანი. სოფელში კიდე ძველ სისტემაზე მქონდა rx 580 ვიდეოკარტა. ნუ რომ ავაწყე ქეისში ეს ყველა ნაწილი რამდენჯერმე დამიწერა oc-ი არ განხროციელდა წარმატებითო. ნუ წლებია ამ სისტემას ვამუშავებ დარაზგონებულს და პრობლემა არ ქონია. ნიტო იყო რაღაც. ერთ მომენტშიდაც გაითიშა კომპი და აღარ ჩაირთო. იწყებდა ქულერები ტრიალს და არაფერი. წითელი ნათურა ენთო დედადაფაზე ოპერატიულების პრობლემის დროს რომ ანათებსხოლმე. არც ფიქრობდა პოსტზე ეგრევე წითელი და ვსო ასე უსასრულოდ.ნუ ვივარაუდე რომ ბიოსი დაზიანდა მაგრამ არც პროგრამატორი მქონდა აქ და სოფელშიც არავის აღმოაჩნდა 1155 სისტემა რომ დამეტესტა ცალკეული კომპონენტი ასე რომ ისევ თბილისში მომიხდა ჩამოსვლა და გავტესტე. პროცესორი და ოპერატიული მუშაობდა. პოსტ კარტა გაგიჟდა ისე სწრაფად ცვლიდა კოდებს. ვერაფერი დაწერა საერთოდ. დედადაფა დარჩა. ბიოსის მიკროსქემა ძვრება. ამოვიღე და მარტივად მივაპროგრამე თავიდან პროგრამატორით. ჩიპიც ისეთი იყო რომ გამიმართლა, უპრობლემო. ამის მერე ეგრევე ჩაირთო. მოკლედ ჩემი დასკვნით რადგანაც სულ nvidia-ს კარტებს ვამუშავებდი ამ სისტემაზე და ბიოსიც კარგა ხანი იყო არ მქონდა გადაფლეშილი რაღაცამ აურია amd-ს კარტის ჩაყენების შემდეგ რამაც დაზიანება გამოიწვია. ახლა კი მუშაობს ამავე კარტით ხოშიანად მაგრამ დიდად არ გამიხარდა ამის გამო თბილისში წასვლაწამოსვლა უნდა გეგდოს სახლში ადამიანს ერთი პროგრამატორი. რაღაც 4$-იანი ჩინურით მშვენივრად დაპროგრამდა. ახლა ბარემ პრობლემასაც დავწერ. xbox 360_ის კონტროლერს რომ ვაერთებ სისტემა ვერ აღიქვავს. ნუ ერთი საერთოდ შეერთების მომენტში ინთებოდა და ეგრევე ითიშებოდა მეორე კიდე მიწერდა დრაივერი ვერ მოიძებნა შესაბამისი მოწყობილობისთვისო. ნუ პირველი სხვა კომპზეც ასე შვრებოდა და მეთქი დაერხა აი მეორე კი მაფიქრებს. მოკლედ ეს windows კი ამ სისტემაზე დავაყენე თბილისში მაგრამ მერე სანამ m.2 ს ვიყიდდი ახალი სისტემისთვის იმაზეც მივაერთე და თავისებურად გადააკეთა. მერე ისევ ამ სისტემაზე დავაერთე და ამან ისევ გადმოაკეთა. ვფიქრობ ამ 1000 დედადაფაზე გადახტომაში აურია. ჯერ მეზარება ვინდოსის დაყენება სხვა ყველაფერი მუშაობს მაგრამ წესით უნდა გამოსწორდეს. თქვენ რას ფიქრობთ? ხო არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ნუ სხვა რავიცი კლავიატურა მაუსი და ფლეშკები მუშაობს ამ usb პორტებში. მარტო ეს კონტროლერები ურევს
  21. როგორც ზემოთ დავწერე იგივე პროცესორზე უფრო სუსტ ქულერზე ჩემთანაც მემაღლება ტემპერატურები ინტელზე რომ ვიყავი მიჩვეული შედარებით დაბალს დატვირთვის გარეშე თუმცა ამ პროცესორებისთვის ეგ ნორმაა და არაფერია სადარდებელი. ვოლტი კი მართლა ხელით გაწერო ჯობია. და ყველა ბირთვზეც ხელით გაუწერო სიხშირე. ბევრად კარგ წარმადობას და უკეთეს ტემპერატურებს მიიღებ. მოკლედ არაა სანერვიულო რა მითუმეტეს დახურულ ქეისში. მეგონა b450 ჩიფსეტი შედარებით სუსტი იქნებოდა რაზგონში მაგრამ სულაც არა თან ტემპერატურებიც ნორმალური უჭირავს დედადაფას. 35-40 გრადუსი. ოპერატიულები 1.36 ვოლტით 3800-ზეც უპრობლემოდ დადგა 3800-იანის სტანდარტული ტაიმინგებით(თუმცა 3600ზე მიყენია მე 24/7 სამუშაოდ). ასე რომ ახლა ნამდვილად აღარ ვაპირებ დედადაფის შეცვლას და მითუმეტეს ბ550 რომ მქონდეს.. ხელს შეავლებ პარამეტრებს ბიოსში და ეგაა. უამრავი რესურსია ინტერნეტში. ჩემთან 1.3620-ზე 4,1 გჰზ-ზე კომფორტულად გრძნობს თავს და ბენჩებსაც მშვენიერი ქულებით გადის ჰო თამაშებში 76 მაქსიმუმ რაც დაფიქსირებულა ისე 69-70 ფარგლებშია საშუალოდ
  22. ტყუილად ერთი ადგილის თამაშს გავს ამის რემასტერდ ვერსიის გამოშვება
  23. იფ იფ მშვენიერი სისტემაა. გილოცავ!! მშვიდობაში! ტემპერატურებს რაც შეეხება მაგ ქულერზე მეც ვფიქრობ რომ ბევრია. მეც მაგ პროცესორზე ავაწყე ერთი კვირა იქნება და დამაფიქრა ტემპერატურებმა და ვოლტმა ხო საერთოდ. ჩემთან ავტოზე 1.475-საც კი აძლევსხოლმე. საგიჟეტია. ხელით დავასტაბილურე და 4,1 გჰზ ყველა ბირთვზე 1,362 აქ ახლა და შედარებით მშვიდად ვარ თუმცა უფრო დაბალიც შეიძლება კარგ შემთხვევაში. ტემპერატურები კიდე მაინც მაღალია. მერე დავიკიდე და საილენთ რეჟიმზე დავაყე ქულერი ზოგჯერ 270 რპმ-საც წერსხოლმე (amd prism rgb ქულერია ისედაც ხმაურიანი) და სტოკზე საშუალოდ 45-60 ფარგლებშია სამაგიეროდ ჩუმია. h100i rgb გამოვიწერე და იმაზედაც თუ ვერ დავწიე ტემპები მერე აღარ ვიცი რა ვქნა. 80 გრადუსს ჩემთანაც უკაკუნებს თამაშის დროს თუმცა უმეტესად 76-ია მაქსიმუმი. ტემპერატურის 10 გრადუსით უცებ მომატება მოკლებას ჩემთანაც ვამჩნევ და მეგობარმაც მითხრა 2700x-ი აქ h100i rgb platinium-ზე. ასე რომ მგონი amd-ს მახასიათებელია ეგ და ვერაფერს ვუზავთ
  24. დამიწების პრობლემა ხო არაა? განმუხტვა ჭირდება როგორც ჩანს. ოპერატიულებიცამოაძრე ჩაარჭე ან თუ ორი გაქ ერთი დატოვე და ისე სცადე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.