Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3686
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. მუსიკებზე სულ ვფიქრობდიამხელა თამაში იყო და ხმის აწევადაწევის ფუნქცია რატო არ ქონდა? (თუ მე არ მინახავს?! ) გოლფ კლუბი ვერ ვიყიდე და მაგაზე დამწყდა გული. 150 ლიმონი ღირს და მაგდენი როგორ უნდა დავაგროვო სინგლში? საუკუნეები უნდა ვითამაშო თუ როგორ? დიალოგები მაგარი ქონდა. არ მომბეზრებია მითუმეტეს რომ 2 ერთნაირი დიალოგი არ მომისმენია. ძალიან დიდია ეს თამაში მაგრამ რპჯ-ს ელემებტები რომ ქონოდა ამ მასშტაბის თამაშს გადაწყვეტილების მიღების კუთხით მემგონი კიდევ უფრო მაგარი იქნებოდა. მხოლოდ მინიმალისტური არჩევანი გაქვს.
  2. დავხურე. უდაოდ უძლიერესი თამაშია. მიუხედავად იმისა რომ ჩემი ჟანრი არაა ჩემ ტოპ 5 თამაშში შემყავს.
  3. ეგ ჰო კარგი სააშუალებაა. დაჟე ერთი მისია ტაქსის გამოყენების გარეშე ვერაფრით დავიწყე.
  4. ჰო ნუ თუ სავარაუდო დრო და რუკა არ გახსოვს და არც დაგიბუქმაქებია მაშინ სათითაოდ უნდა მიყვე და ნახო. ეგრე ძნელია. არაუშავს. ბევრი ეგეთი მომენტი გექნება კიდე. მაგარი მომენტების შექმნის საშუალებას იძლევა ეს თამაში
  5. არა, მე მეზიზღება ეგ თემა. განგსტერები, მაფია და მსგავი აუთლოუ თემები. არც ისეთი ბინძური ლაპარაკის მოსმენა მისწორდება. 2 ერთნაირი დიალოგი არ შემხვედრია რა. მცირე დეტალებიც კი განსხვავბულია. პატივისცემა როკსტარს. უდიდესი მასშტაბის სამუშაოა შესრულებული. არ ვნანობ რომ ვიყიდე. უნდა იდოს ოჯახში. მულტიფლეიერის თამაშს არც მე ვაპირებ ამასაც ამდენი ხნის მერე ძლის მოვადექი და სანამ შემდეგ ჯერზე არ ჩამოვალ სოფელში მანამდე აღარ ვითამაშებ.
  6. ვიდეო ფაილად კი არაა თუ ამას გულისხმობ. ლინკია თამაშის გეიმფლეის როგორც ზევით დავწერე. თამაშის მენიუში სანამ Multiplayer-ში შეხვალ(სულ თავიდან ანუ) არის მარცხენა მხარეს მგონი THEATER ჩანართი. მანდ ნახავ ბოლო თამაშების ჩამონათვალს(ნუ სადღაც ბოლო 80 თამაშის ლინკს რომ ინახავს ნაღდია, შესაძლოა უფრო მეტსაც). დააჭერ რომელიც შენთვის საინტერესოა და ჩამოიტვირთება ის თამაში. თითქოს მაშინ თამაშობ რა. უფრო მეტიც, სხვა ფლეიერის არჩევაც შეგიძლია და იმისი ხედით ნახავ თამაშს. ადვილად მიხვდები წესით რავი. რა მომენტსაც გინდა მერე ჩაიწერ სხვა რომელიმე პროგრამით რასაც იყენებ მოკლედ ვიდეოების ჩასაწერად. თუ დაბუქმაქებული არ გქონდა ძნელია ამოარჩიო რომელი იყო. BO3ში მაგალითად რომ მონიშნავდი რომელიმე ლინკს რა ანგარიშით დამთავრდა იმასაც გიწერდა და ადვილი იყო შედარებით სასურველის პოვნა. აქ არ ვიცი, არ მგონია რომ მაგას წერდეს. ისე აქ უფრო მეტი შესაძლებლობაა წერენ. ვიდეოების დამონტაჟება უკვე თამაშშივეა შესაძლებელი. რამდენად მოსახერხებელია არ ვიცი. არ გამიტესტია
  7. რამდენიმე დღით სოფელში ვარ წამოსული და აქ ისეთი თამაშები ვითამაშე რასაც თბილისში არ/ვერ ვითამაშებდი. ერთერთი ეს თამაშია. დიდი ხანია მაქ ნაყიდი და ვერ მოვინდომე. ტექნიკურად არის უძლიერესი თამაში. ყველაფერი მაგარი აქ. უბრალოდ ჩემი ჟანრი არაა მართლა ასე უპონტობის დროს თუ ვითამაშებ. სხვა ნაწილები არასდროს მითამაშია მაგრამ ამის სიუჟეტი რაც გავიარე არაა უინტერესო. ტექნიკური რეალიზაცია კიდევ ერთხელ ვამბობ უმაღლეს დონეზეა. გაწელილი გეიმფლეი აქ ჩემი აზრით. ა პუნქტიდან ბ პუნქტში მისასვლელად მთელი გზის გავლა რომ გიწევს (ან მე ვერ მივაგენი ფასთ თრეველ ფუნქცია) რა საჭიროა? მაინცდამაიანც უნდა იბოდიალო მანქანით. ნუ კაი ჯანდაბას სახელი ისეთი აქ რომ ალბათ ეგ ბევრისთვის მთავარი მუღამია და გამართლებულია. რაც ყველაზე მეტად არ მომწონს არის მანიაკური, სადისტური მომენტები. მკვლელის. საერთოდ არ მისწორდება რომ ვინმე უნდა მოვკლა და ვაწამო. და ალტერნატივა არ არის. არამარტო ადამინების მიმართ. ცხოველებიც რომ უნდა დახოცო. რატოო? არ მინდა იქნება მოვკლა ხო? მოკლედ ეგ არ მომწონს. დაუცველი და უმწეო ხალხის მოკვლა რა პონტია? ტვინი წაიღო იმ ტრევორმა. ჩემი აზრით ბავშვები საერთოდ არ უნდა თამაშობდნენ ამას და საქართველოში ალბათ ყველაზე მეტად თინეიჯერობის ასაკში თამაშობენ ასეთ თამაშებს როცა უნდა ჩამოყალიბდნენ ვინ იქნებიან და ამის კონტროლი არაა უცხოეთის მსგავსად.
  8. წესით მალე მიეჩვევი. შენ თუ ძველი კოდები არ გითამაშია ჩათვალე ახლა იწყებ და გადაწყობა არ გიწევს. მე კიდე ძველიდან ამაზე გადმორთვა ცოტა გამიჭირდა. თან მე მაუსიც არ მქონდა ნორმალური თავიდან და აი დავიტანჯე. ეგრე ცხადად არცერთ სხვა თამაშში არ მიგრძვნია ნორმალური მაუსის საჭიროება. მაუსი რაც შევცვალე მომენტალურად გამიუმჯობესდა სტატისტიკა მაგის შესახებ ზევითაც დავწერე. ჯერ დაბალ ლეველზე ხარ და იარაღებიც არ გექნება გამოცდილი. შესაძლოა მერე გახსნილი იარაღები უფრო მოგეწონოს და დაამუღამო. ჯერ ვერ იმსჯელებ რა და როგორ. მე მე2 თუ მე3 პრესტიჟზე ვარ არ მახსოვს. ძემი ძმაკაცი კიდევ უფრო მაღალ ლეველზეა. სულ 10 პრესტიჟია თითოში 55 ლეველი და მეათე პრესტიჟის მერე გრძელდება ლეველების ათვლა და მაქსიმუმი 1000-ია. ძაან შორია ეგ რავი. ვინც ვმუშაობთ და მხოლოდ განტვირთვისთვის ვთამაშობთ 1000 ლეველი შორეული პერსპექტივაა. BO3 ალბათ 1000 საათამდე მაქ ნათამაშები 3 წლის მანძილზე და 800 ლეველზე ვარ თუ ცოტა მეტზე არ მახსოვს. დიდი ხანია არ ჩამირთავს. BF-თან შედარება ცხადია არ შეიძლება. ის საერთოდ სხვა თამაშია. თავისებურად კარგი. ეს სხვაა და სხვა მუღამი აქ. ორივეს თავისი მოთამაშე ყავს და ეს ჯობია და ის ჯობია არაა ჩემი აზრით სწორი. მე მაგალითად არ მომწოს და არ ვთამაშობ BF-ის სერიებს. მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე ნაწილი მაქ ნაყიდი. COD-ს კიდე ყველაფერი აქ რაც მომწონს. მაქსიმუმ 10 წუთში მთავრდება ერთი TDM თამაში და ჩემი აზრით ძალიან გონივრულია. ვისაც ცოტა ხნით გართობა უნდა. შევა უცებ ითამაშებს გამო და კმაყოფილია. საუკუუნეები რომ უნდა ველოდო როდის დამთავრდება თამაში ეგ არ შემიძლია.
  9. ეგ პრობლემას არ წარმოადგენს ბოლო cod-ებში. theater რომაა მენიუში მანდ ინახება ბოლო თამაშების (ალბათ 100 მაინც) გეიმფლეის ლინკი რომლის ჩამოტვირთვაც მოგვიანებით შეგიძლია. ასე რომ ძალიან მოსახერხებელია მაგ მხრივაც . უფრო მეტიც, შესაძლებელია ყველა თამაშის ბოლოს დაა bookmark-ო შენთვის სასურველი მატჩი და მოგვიანებით ჩამოტვირთო. სხვადასხვა რეჟიმით, ხედვის კუთხით, მოთამაშით და ასე შემდეგ. მიხარია რომ მოგწონს. სულ იმას ვამბობ რომ ჩემთვის ყველა სხვა ონლაინ თამაშზე მეტად გასართობია. ცოტა დროს მოითხოვს, ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და მოწყენილობით არ ვკვდები როგორც სხვაგანაა. scorestreak-ების სისტემა ალიან კარგია. მოტივაციას გაძლევს ისე ითამაშო არ მოგკლან და ბონუსად ახალ შესაძლებლობებს იღებ. ეგ არაა სხვაგან და ძალიან მოსაწყენია ჩემთვის. ასევე ბესთ ფლეი კადრი. იდეაში მატჩის საუკეთესო მომენტს გიჩვენებს განმეორებით. ეგეც ახალია ამ ნაწილში. overwatch-ში იყო ეგრე წლების უკან და აქაც გააკეთეს. სხვა ყველა cod-ში ბოლო კადრს გიჩვენებდა მარტო განმეორებით. მოკლედ მშვენიერი თამაშია. ასე რომ welcome to the club
  10. თუ 400-500 სერიის კარტები გეწვება ეგენი ისედაც იწვებოდნენ და არაა არაფერი განსაკუთრებულება მაგაში. მეც დამეწვა ერთი 560
  11. აჰა, მეც ვუყურებხოლმე mr.fruit-ის ვიდეოებს. ეგ MP-ს თამაშობს უფრო. shroud ბლექაუთ რეჟიმს სულ მაგრამ ტიპი სასწაულად თამაშობს. godmode აქ გეგონება )) ფრუითი უფრო ადამიანურია და ზოგადად უფრო კომუნიკაბელური, მხიარული მასტია. შრაუდა კიდე სფინქსის სიმშივიდეს ინარჩუნებსხოლმე, უემოციოდ თამაშობს ))
  12. მე თავიდანვე ვიყიდე და 1999 რუბლად
  13. კი, ნამდვილად კარგია. ისეთია მოტივაციას არ კარგავ რო მაგრად ითამაშო. საკმაოდ დაბალანსებული თამაშია ყველანაირად. იარაღებიც, სპეციალისტებიც. ბლექაუთ რეჟიმი მეც არ მითამაშია, სულ რამდენჯერმე მაგრამ კი მინდა სამომავლოდ მაგის დამუღამება ბოლოსდაბოლოს ერთი პერიოდი pubg-საც ვთამაშობდი ცოტახანი shroud როა სთრიმერი უამრავი გამომწერით ბოლოსდაბოლოს ის გადავიდა pubg-დან blackout-ზე კაკ მინიმუმ იმაზე ცუდი ხო არ იქნება ვიდრე ის ვაი თამაში. მოკლედ მშვენიერი პერსპექტივა აქ რა.
  14. titanfall თუ გითამაშია ცოტათი იმას გავს მექანიკით(უფრო სწორად ტიტაფოლი გაქვს ამას). თავიდან თუ გაგიჭირდება მიჩვევა არ უნდა დანებდე. ერთი ისაა რომ არ უნდა ელოდო COD-ისგან BF-ის მაშტაბებს. საერთოდ სხვადასხვა თამაშია და შედარებაც არ შეიძლება. სხვა მხრივ მიჩვევადია.
  15. ვაჰ ძაან კაი. გილოცავ! მე რადენიმე დღით გასული ვარ ქალაქიდან. მომდევნო კვირაში ჩამოვალ და ვითამაშოთხოლმე. battlenet-ზე მყავხარ ხო? თუ რაიმეს გარკვევა დაგჭირდება მკითხე. call of duty-ში შემიძლია დისერტაცია დავიცვა(ოღონდ MP ში და არა blackout-ში. ეს უკანასკნელი ჩემთვისაც ახალია)
  16. სოფელში კომპისთვის არ მინდოდა ზედმეტრაღაცეებიანი windows და LTSC ვერსია დავაყენე. რატო არ იყენებს ამ ვერსიას ისეთი ხალხი რომელსაც ზედმეტი რაღაცეები არ ჭირდება არ მესმის. ჯერ არაფერი შემინიშნავს ისეთი აკლდეს რაც აქ დამჭირდებოდა. ფოტო ვიუერი არ აქ მაგრამ მაინც პიკასას ვიყენებ. კიდე კორტანა, მეტრო აპები და მასთან დაკავშირებული სერვისები. გააქტიურებითაც ჩვეულებრივი kms-ით გააქტიურდა 2038 წლამდე და მერე რამეს მოვიფიქრებ ))
  17. მეგობართან ერთად ვთამაშობხოლმე როცა მაქ დრო თუ იყიდი კაი იქნება. ერთად მოვცხებთ. რამდენიმე ქართველიც შემხვდა თამაშში მაგრამ ადრე ხშირად ითიშებოდახოლმე კავშირი და ვერ მოვასწარი მეგობრებში დამატება. ამ ფასდაკლებებზე დიდ დათმობებზე წავიდა ისე ბლიზარდი. არ ჩვევია მაგას. overwatch 600 rub-ად იყო ნაცვლად 2000-სა. უკვე ნაყიდი რომ არ მქონოდა ვიყიდდი. საშობაოდ შესაძლოა კიდე ქონდეთ ფასდაკლებები
  18. ძაან კაი თამაში გამოვიდა საბოლოოდ. მშვენივრად მოვირგე. ოპტიმიზაცია ძალიან კარგი აქ (იმ ქეციან PUBG-ს კი არ გავს თამაშის მინამგვანს : ) ბლექაუთ რეჟიმს ვგულისხმობ თუმცა მე არ ვთამაშობ მაგას მხოლოდ MP-ს) ხშირად აკეთებენ განახლებებს, ახალი რუკებიც დაემატა და მოკლედ იმდენს იზავენ მართლა კაი თამაში გამოუვათ :D ) ამ ფასდაკლებებზე ახალი მაუსიც გამოვიწერე. რაიმე სადა მინდოდა ზედმეტი გამოშვერილების გარეშე და razer deathadder elite ვიყიდე. ჯერ არ ჩამოსულა მაგრამ წესით არ უნდა იყოს ცუდი ბრაკი თუ არ გამომადგა. მონაცემები შთამბეჭდავი აქ ფასის მაგ დიაპაზონში არსებულ თაგვებს შორის. ახალი სენსორი და რამე რუმე. m65 და g502 დავიკიდე.
  19. მოკლედ პერიფერიის შეცვლის მერე რადიკალურად სხვა სიტუაცია მაქ(თუმცა ახალ მაუსზე ვფიქრობ მაინც. corsair M65 rgb ან logitech g502 ი მინდა. ლოჯიტეკს შედარებით ცუდი პროგრამა აქო წერენ თუმცა m65 ხშირად უფუჭდებათ. სენსორი ამ უკანასკნელს უფრო ახალი აქ. ვნახავ რა მაინც m65 მინდა ან როკატის რომელიმეც ავირებ, ფორმა ძაან მომწონს) . ჩვეულებრივ ვიღებ ბევრ ქილს. "დავამუღამე" და არც ისე ცუდია თუმცა სერვერები ხშირად გაგდებს და ეგ ცუდია. სულ განახლებებია რა. ჰო კიდევ რაებიც არ მომწონდა უმეტესი ნაწილი გაასწორეს ბოლო დიდ განახლებაში(4გბ-ზე მეტი იყო). მოკლედ ესეც შემომემუღამა რა )) ჰო წეღან ერთი სასაცილო მომენტი გაიჩითა და gif-ად გადავაკეთე. ტიპს ხიშტი ჩავცხე და ნაცვლად იმისა რომ მომკვდარიყო რუკიდან გაიტყორცნა კი ხშირია ეგეთი ბაგები თამაშებში მაგრამ cod-ში არ შემხვედრია https://i.imgur.com/8hMhQql.gifv
  20. მოკლედ ერთი კვირის დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა რომ ნორმალური პერიფერიის არ არსებობა მიშლიდა ხელს. ძმაკაცმა მომიტანა ჩემ 5 ლარიან ჯენიუსის მაუსზე უკეთესი A4tech X7 f3 თაგუნია და გადავანაწილე ღილაკებზე ყველაფერი რაც მჭირდებოდა. აშკარად გამიუმჯობესდა შედეგები. უკვე სხვა ნაკლებზე თვალის დახუჭვაც დავიწყე. k/d ფარდობაც გამიუმჯობესდა. მომენტალურად გავედი პლიუსში. მე და ჩემი მეგობარი ვთამაშობთ თითქმის ყოველდღე თითო საათით მაინც და უკვე ძალიან არ მაღიზიანებს. ფსიქოლოგის დახმარება აღარ მჭირდება. ოპტიმიზაციაც ნორმალური აქ და კიდე ფიქსავენ სტაბილურობას. კიდე ერთი მინუსი ისაა რომ სინქრონიზაციის გარეშე ძაან ცანცარებს კადრი და უხეში გადასვლებია. სინქრონიზაცია ჩავურთე მაგის გამო და ძაან გლადკია ახლა თუმცა ვგრძნობ რომ კადრი აგვიანებს დარენდერებას ,ელოდება და ეგეც მიფუჭებს შედეგებს. თუ ვინმეს გაქვთ ნაყიდი დაწერეთ და ვითამაშოთ
  21. წლები გადის და არაფერი იცვლება ჩემ კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე. 2013 წლიდან ეს ფონი მიყენია..
  22. ნუ 80% ნორმალური შეფასება იქნებოდა ჯამში თუმცა მე რადგანაც მულტიფლეიერი მაინტერესებს მხოლოდ და ბლექაუთი და ზომბები მკიდია იმიტომმაქ ასეთი რეაქცია. პრაქტიკა უნდა და მიცვევადია მაგრამ საერთოდ შეცვლილია კოდის მექანიკა. პირველ ადგილზე ხშირად გავდივარ ისედაც მაგრამ აი bo3-ში რომ 2ჯერ და მეტჯერ მეტ ქილს ვაკეთებ უახლოეს მდევართან შედარებით ეგრე ვერ ვარ ))
  23. რაშიც მაღალი შეფასება აიღო არცერთი რეჟიმის თამაშს ვაპირებ. ბლექაუთი არა შაშვი. მეზიზღება ბეთლ როიალ თემა სხვაგანაც და ახლა აქ შემოტენეს კიდე. ზომბები ხო საერთოდ არცერთ კოდში მითამაშია. პვპ თუ არაა ისე ვერ ვხედავ ტამაშის აზრს. ალბათ ჯამში 2-3 საათი ვითამაშე და ფსიქოლოგს ვეძებ რომ გამამართლებიოს ამისი ყიდვა სრული კოშმარია ჩემთვის. ძალიან მდორე თამაშია წინა ნაწილთან შედარებით. აშკარად სტანდარტული მაუსის ღილაკები არაა საკმარისი იმდენი რაღაცის გაკეთება გიწევს იძულებით. იგივე მანუალური დაჰილვა. კოშმარი. შიგ ხომ არ აქვთ? გასართობად მინდა თამაში და არა დისერტაციის დასაცავად. მაგის გამო სულ რაღაც ღილაკის ძებნა მიწევს. სპეციალისტს ჯამში 3 შესაძლებლობა აქ რაც ნერვების მომშლელია. 3 სხვადასხვა ღილაკი გჭირდება. რატოო? რის გამო? bo3-ში მხოლოდ ერთი ღილაკით შეგეძლო გააქტიურება. ჯერ "გრანატები" არ მაქ გახსნილი მაგრამ ეგეც რომ გამოჩნდება მერე რამდენი ღილაკი დამჭირდება ერთად კაცმა არ იცის. ანუ. მოძრაობისთვის სტანდარტული 4 ღილაკი. დაჰილვა +1, სპეციალისტის 2 შესაძლებლობა +2, რაიმე მოქმედება, იარაღის აღება ან რამე +1, ძირითადი და მეორადი გრანატები +2, დაწოლა/ ჩაკუზვა +2, სირბილი და კიდევ ცალცაკე ღილაკი თითოეული ქილსთრიქისთვის +3. შუთერია თუ რპგ რამე ვეღარ გავიგე. რაღაც სასწაულად იმენნა მასწრებენ რეაგირებას. როცა ყველა აქამდე არსებულ კოდს შეიძლება ითქვას რომ მაგრად ვთამაშობ. ტიპი ისეთი ნელია ნერვები მეშლება. დაღოღავს. მოკლედ იმედგაცრუებული ვარ. ერთი ამათი დებილი დედავატირე. ძალიან უაზრო სპეციალისტები და დასწრებაზეა არჩევა მე სსდ-ზე მიყენია და მალე იტვირთება და ცხადია ყველას ვასწრებხოლმე რომელიც მინდა ავირჩიო მეგობარს HDD-ზე აქ და ან ვერ ასწრებს არჩევას თამაშის დაწყებამდე და ავტომატურად ვინმეს ურჩევს თამაში ან ისეთ დროს შემოდის უკვე იძულებულია რაც დარჩენილია იქედან აირჩიოს. ნუ თამაშის განმავლობაში ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გადართვა სხვა სპეციალისტზე მაგრამ თუ სხვამ დაგასწრო ცხადია გებლოკება. რატო გააკეთეს ასეთი დებილობა არ მესმის. ოვერვოჩია რა )) ჩემი პირადი აზრით და მეგობრების გამოცდილებითაც საუკეთესო კოდი MW2-ია , და მერე BO3. ამ შემთხვევაში ონლაინზე ვაკეთებ აქცენტს და მაგას ვგულისხმობ. როგორც infinite warfare და WW2 დაიკიდა ხალხმა მალევე ისე დაიკიდებს ამასაც დარწმუნებული ვარ ვისაც პროსტა MP აინტერესებს. ბლექაუთ რეჟიმს თუ ითამაშებენ არ ვიცი. BO3 ში დღემდე ბევრი მოთამაშეა და არ ჭირს მოძებნა სერვერების. აი არცერთხელ არ მქონია პრობლემა. არ ვიცი გითამაშიათ თუ არა მაგრამ advanced warfare-ს გავს და იმასაც დიდი ხანია აღარ ყავს მოთამაშეები სიდებილის გამო. . ეგეთი უმარილო თამაშია. საშინელი მართვა აქ საშინელი. ან ჩემი სტანდარტული კლავიატურა და მაუსი აღარაა საკმარისი. ვისაც მოსწონს სასიამოვნო თამაშს ვუსურვებ მაგრამ მე პას )) ემოციის გარეშე ვერ ვსაუბრობ ამ თამაშზე(ცხადია ნეგატიური). მე 6/10 დან მივცემდი შეფასებას. ყველაფერი ცოტაა თამაშში. იარაღიც და შესაძლებლობაც. mw2 11/10-დან )) BO3 9,5/10. ჰო რუკებზე არ მითქვამს, დებილობა ეგეც. და რამდენიმე ძველი ბლექოფსებიდან. პირველი და მეორე ნაწილიდან. მოკლედ სერიოზულად გაახალტურეს ეს თამაში. ნაგლები. სპეციალისტებიც კი იგივეა რაც წინა ნაწილში (facepalm) კიდევ კარგი თამაშისთვის დრო არ მაქ და მამენტ დიდად არ მაინტერესებს რას იზავენ მაგრამ პროსტა ასეთი დაუნგრეიდი მაგრა ტეხავს კოდის გულშემატკივარისთვის. მარაზმი.
  24. ჩისტად გემოვნების ამბავია. ნაყიდი მაქ მეც. ჯერ ვერ მოვიცალე სათამაშოდ 1-2 TDM ვითამაშე მხოლოდ. ჩემთვის ბოლო დროის (7-8 წლის) საუკეთესო cod-ად BO3-ია. ყველანაირად იდეალურია. ვგრძნობ რომ მემორჩილება და რასაც მინდა იმას ვაკეთებ, სრული თავისუფლება და შესაძლებლობების ფართო შესაძლებლობა. 1000 საათამდე მაქ ნათამაშები და არცერთხელ არ მომბეზრებია(თუმცა სხვა მიზეზების გამო თითქმის ერთი წელიწადი არ მითამაშია არაფერი და მათშორის ესეც) BO4 ს რაც შეეხება ჯერ ის არ მომწონს რომ battlenet-ზეა, მეზიზღება ეგ პლატფორმა(). ერთადერთი პლიუსი შეიძლება ის იყოს რომ უფრო მეტად მიეხედოს cheater-ებს. თუმცა დღეს დილით ერთი უკვე შემხვდა კიდევ უარყოფითი ისაა ჩემთვის რომ კამპანია არ აქ. კიდევ ის რომ მიწაზეა მიჯაჭვული და ძალიან ნელია ჩემთვის. კიდევ ის რომ პერსონაჟი არ მემორჩილება, აგვიანებს რეაგირებას როცა bo3-ში ასე მგინია ჩემი ხელის გაგრძელებაა და ზუსტად ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. სპეციალისტებიც ვითომ დააბალანსეს აქ რა მიმოხილვებიც ვნახე იმის გათვალისწინებით. თუნდაც ის რომ ერთიდაიგივე პერსონაჟს ბევრი ვერ აირჩევს ძალიან დებილობაა. ყველას თავისი ფუნქცია მიანიჭეს და ვითომ საჭიროა. კოდ იმით იყო მაგარი რომ უფრო ინდივიდუალური თამაშია ვიდრე გუნდური აქ გაიძულებენ თიმზე იყო დამოკიდებული. რა ჯანდაბად უნდათ ამით bf-ს რომ ამსგავსებენ. მოკლედ 2 თამაშში ჯერ დადებითი ვერაფერი ვნახე როგორც cod- სერიის გულშემატკივარმა. titanfall-ის ელემენტებიც აქ მაგრამ ჯერ თავს შევიკავებ შედარებისგან. ამ უკანასკნელს კიდევ იმით გავს რომ ძალიან ცოტა იარაღია და მომავალში თუ დაამატებენ როგორც ბლიზარდს ჩვევია შესაძლოა მაგაშიც ფული გამოგვართვას ფეი თუ ვინ რომ გააკეთოს არ გამიკვირდება.. ოპტიმიზაციას რაც შეეხება ნორმალურია. ბლექაუთ რეჟიმი არ ჩამირთავს და მანდ ალბათ მოკვდება მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩემ სისტემაზე მაქსიმუმზე(თითქმის) (1080p)60+ უჭირავს. ერთი რაღაც მაქ ჩაწეული ორდერ ინდიფენდეს ტრანსფერენსი მედიუმზე და 90-110 ფპს აქ. გრაფიკა დიდი არაფერი, რაც ამის წინა ბლექოფსი ისეა ესეც. ქი ლეიაუთიც დებილურად აქ ჩემთვის, ეგეც მოსარგები მაქ. მოკლედ ვნახავ რა. ჯერჯერობით იმას ვხედავ რომ შედარებით დააბალანსეს, არჩევანიც არ გაქ და ყველა დაახლოებით თანაბარ სიტუაციაშია. რა შტერობაა. მე თუ მაგარი ვარ რატო უნდა შემზღუდონ იმის გამო რომ სხვა ძალიან არ დაიჩაგროს. ივა თუ აპირებ თამაშს მომწერე როგორ დაგამატო ბეთლნეტზე და ზოგჯერ მაინც ვცდით. ჩემ მეგობარსაც ნაყიდი აქ და ანუ ჯამში 3 უკვე ვიქნებით. კიდე სხვებიც აპირებენ ყიდვას. ჯერჯერობით არ ვიცი რამდენად მოვიცლი თამაშისთვის მაგრამ ყიდვით უნდა მეყიდა )) სადაც 18$ იმ დებილობა pubg-ში გადავყარე თავის დროზე კოდი ნამდვილად ღირდა ამდენად
  25. ლეპტოპი დააერთე მონიტორზე და მიხვდები. თუ გამოიტანა გამოსახულება ხარვეზების გარეშე ე.ი ლეპტოპის მონიტორის ან შლეიფის ბრალია. თუ იგივე გამოსახულება მოგცა მაშინ ვიდეოკარტის
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.