-
Posts
3688 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
არაფერს აურევია. უპრობლემოდ მუშაობს მაგ თამაშზე
-
სხვა არაფერი ჩამირთავს. ნუ ყოველშემტხვევაში არ შემინიშნავს რომ რამე სხვა ურევდა. კონკრეტულად მაგ თამაშში გამაწამა.
-
19.3.3 მაგრა ურევდა ჩემთან black ops 4-ში. სულ მიქრაშავდა. ახლა 19.3.2 მიყენია და ვნახავ ამასაც აბა რა ხდება
-
ყველაზე მეტად ?
-
ლაზერები და ბლასტერები არა მაგრამ ძველებიც არ მომწონს. ხოა ჩვეულებრივი იარაღები. KN-47, ICR, HVK, Paladin და ასე შემდეგ. არალაზერული და არა მომავლის. BO3 და BO4 იდეალურთან მიახლოებული თამაშებია ჩემი გემოვნებისთვის. მესამე ნაწილი 1000 საათი მაქ ზუსტად ნათამაშები და მეგონა რომ მეოთხეში ორმაგი ნახტომები და კედლებზე სირბილი რომ ამოიღეს არ გამისწორდებოდა მაგრამ მაგრა მივეჩვიე. ზმანებიც, სპეციალისტები ზოგადად ისეტები არიან ხასიატით რომ დიდი შესაძლებლობაა მათი ვარიაციების. ვიზუალურად და ა.შ. მეორე მსოფლიო ომსი რა უნდა იყოს? სულ ერთნაირი ტანსაცმელი უნდა ეცვათ და მოსაწყენი უმიზნო იარაღებით დარბოდნენ. სწრაფიც არ გამოვა ეგეთი პერიოდის თამაში. პროგრესს და განვითარებას მივესალმები და ძალიან მომწონს ეგ ჟანრი ზოგადად. ასე რომ გემოვნების ამბავია. მე და მეგობარი ვთამაშობდით ახლა ბლექაუთს და დაერორდა ბოლო სტადიაში ჩემთან განახლების გამო. 16გბ განახლებას იწერს რაღაცას.
-
ჰოო. პეპეშას ტაშტივით ხმაზე ნერვები მეშლება თუნდაც
-
ხლაფუშკა იარაღებით სირბილს COD-შიდაც ვერ ვიტან. არასდროს მითამაშია. არადა კოდის თითქმის ყველა ნაწილი მაქ ნაყიდი მაგეების გარდა.
-
მეგობრებთან ერთად კარგად ვერთობი black ops 4-ით. არ მბეზრდება რასაც ქვია. მულტიფლეიერს ოღონდ. ბლექოუთს ვთამაშობ მაგრამ მანდ სხვა მექანიკაა, განსხვავებული ძალიან მულტიფლეიერისგან. მულტიფლეიერში 2ჯერ მეტს ქულას ვიღებ 80% შემთხვევაში უახლოეს მდევარზე მაგრამ ბლექაუთში სახეს მახევენ. დღეიდან ერთი თვეა უფასო მემგონი ბლექაუთი. ისედაც არ აკლდა მაგრამ კიდევ უფრო შემოვა ხალხი.
-
rpg-ები არცერთი სხვა არ მაქ დახურული მაგრამ ვიჩერი ალბათ 3ჯერ მინიმუმ. სხვა დონეა და კლასიკური რპგ არცაა ჩემი გაგებით და არც არასდროს ყოფილა. ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ერთი პერსონაჟია და არაა ისტორია აზელილი. მის გარშემო ვითარდება
-
iphone SE 2-ზე რა ისმის? გამოსვლის თარიღი ჯერ არაა ხო? რამდენიმე ვარიანტის მერე ისევ iphone SE-ზე ვარ და ბარემ SE 2-ზე გადავალ. მოზვინული მოდელები ვერ მოვირგე
-
უნდა გვახსოვდეს რომ ესა თუ ის მოსაზრება მხოლოდ ჩვენია და როგორღაც ვამყარებთ არგუმენტებით ჩვენ აზრს. არავის არ ვეკამათები ყველას თავისი აზრი აქ და არც მაქ ინტერესი შევუცვალო. ვერსუს თემაა და ვწერთ რა. მე ვფიქრობ რომ იმის ფონზე როცა ფული პრობლემაა , ინტელის ყიდვა იმის გამო რომ ჰიპოთეტური 144 ჰერციანი მონიტორი მექნება და 140 ფპს ნაცვლად 130 მექნება მაგრა არ მაინტერესებს. ახლა 1080პ-ზე ვარ და სამომავლოდ 2კ უფრო გადავალ ვიდრე 4-ზე ასე რომ მეტი ჰერციარამგონია პრიორიტეტი გახდეს ჩემთვის. ახლა ვიღაც შეძლებული გეიმერი სადრაც კანადაში თუ ი9ზე აწყობს სისტემას ეგ ცემთვის არგუმენტი არაა. ვყიდულობ მეტ ბირთვს უფრო იაფად და დაზოგილი ფულით ვიდეოკარტას ვიყიდი უფრო ძლიერს და ფპს-ში ეგ მომცემს სხვაობას უფრო მეტად ვიდრე პროცესორი. თუ ახლა ფული პრობლემა არაა წავალ და მეც ინტელს ვიყიდი სუპერბუპერ ედიშენს და როცა აღარ იქნება საკმარისი მერე ახალ ინტელს ვიყიდი იმიტომ რომ დღეს და ახლა ჯობია ამდ-ს იმ 10 ფპს-ით. მაგრამ ამას ამ ეტაპზე ვერ შევძლებ. შესაბამისად გრძელვადიანი პერსპექტივით ვყიდულობ და სულაც არაა მისაღები ინტელი. გინდა ი9 იყოს გინდ ი27 თუ ფასი არ ექნება ჩემთვის მისაღები არ გავარტყი?
-
არ გავარტყი ინტელს?! ახლა რომ დაუკვირდე ქეციანი(პირობითად) ი5 9600კ და რაიზენ 2700 ლამის ერთიდაიგივე ფასი ღირს. რაიზენს +2 ფიზიკური ბირთვი და ჰიპერსრედინგი აქ. ფაქტია რომ ინტელი კონკრეტულად თამაშებში ცოტათი ჯობია ამდ-ს მაგრამ სხვა რამეში (იგივე რენდერში და სხვა გამოთვლებში) ახლოსაც ვერ მივა. ტამაშებშიც ეგ სხვაობა იმისთვის იქნება შესამჩნევი ვისაც ტოპ ვიდეოკარტა აქ და მე რომ სადრაც საშუალო სერიის კარტებს ვთრეულობ რაში მარგია ეგ ინტელი ვერ ვხდები. რომელიც რამდენიმე წელიწადსი უფრო მალე დაძველდება ცოტა ბირთვის გამოც თუნდაც ვიდრე ამდ. ამასთან ერთად ამდ-ზე ყოვე სერიასი დედადაფის შეცვა არ მიწევს და ასევე ის რომ ინტელის შემთხვევაში იცი რომ სერიაში ი5ზე წინ ი7-ია და ამდეზე იცი რომ მაგ სეგმეტში რაიზენ 2700ზე მაღალი ცპუ არ არსებობს. მოკლედ გავარტყი ინტელს თავისი პოლიტიკიანად. შემდეგ სისტემას აუცილებლად ამდ-ზე ავაწყობ რა დღეშიც არ უნდა იყოს. რაც არ უნდა იყოს ბევრი ბირთვია უფრო იაფად. რაზეა ლაპარაკი საერთოდ და რენდერსი სახეს აძრობს ინტელს. მე კიდე პროფესიიდან გამომდინარე მჭირდება ბევრი ბირთვი და რენდერი
-
13 ამპერი კაბელის გამტარუნარიანობა ვიგულისხმე. დენში შესაერთებლის. შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში საკმაოდ მენორმალურა. ეგ ბროზე გოლდი და ტიტანიუმი ენერგოეფექტურობაა მგონი თორე ისე კომპონენტები შეიძლება რომელიმე ფირმის გოლდს უფრო ნაგავი ქონდეს ვიდრე ამას.
-
სამსახურისთვის მჭირდებოდა ნორმალური კვება და აქ რომ გადავხედე მარკეტს და ფორუმებს 150-200 ლარის დიაპაზონში ძირითადად მეორადი კვებები იყო და ისიც საშუალო ბრენდის. ამიტომ გადავწყვიტე გამომეწერა და ჯერ ლამის არ გამოსული (ევროპაში 2019 წლის მესამე კვარტალში გამოჩნდება გაყიდვაშიო ეგრე უწერიათ) seasonic s12III 650 გამოვწერე. მოდულარი არაა მაგრამ ეგ დიდად არ მადარდებს. კვების კაბელი ამერიკული სტანდარტისაა და გადამყვანი დამჭირდა. იმსისქეა და ისე მძიმე რომ რავი. 13 ამპერი უწერია. ერთი შეხედვით ნორმალური კვებაა. არსად ამის რევიუ არ მოიპოვება არც ცუდი არც კარგი. მაგრამ სისონიკია და არამგონია ცუდი იყოს. ჩემ ძირითად სისტემაზე დავაყენე და fsp სამსახურში წავიღე. ისე ის ფსპ 8 წელიწადია მაქ და კი უწევდა ცოტა დასვენება. კიდე რაც მომეწონა ისაა რომ კომპაქტური შეფუთვა აქ და ტრანსპორტირება სულ რაღაც 50 ლარი დაჯდა
-
მივხდი რა რომ razer deathadder elite მეტისმეტად დიდი მაუსი იყო ჩემთვის გადავწყვიტე ჩემი დიდი ხნის სურვილი ამესრულებია და corsair m65 გამოვწერე. რატომრაც მეგონა რომ უფრო პატარა იქნებოდა და სასტიკად შევცდი. საერთოდ არააა [ატარა. უფრო მეტიც, ზომასთან ერთად იმსიმძიმეა რომ სადრაც ნახევარი საათის შემდეგ სხვა მაუსი რომ მოვირგე საერთოდ ვერ ვგრზნობდი მის სიმძიმეს. თუ სწორად მახსოვს რეიზერი 119 გრამია და ეს კიდე 164 წონებით. შეფუტვით და ყველანაირი ზიზილპიპილოთი რეიზერს ბევრად არემატება ერთი შეხედვით. თუმცა ტექნიკურად რეიზერი ჯობია (სენსორით და სიახლით ზოგადად). მოვკლედ ვნახავ რა თ არადა შემდეგი გაჩერება BENQ-ის რომელიმე მოდელი იქნება. იმედია ეგენი მაინც იქნებიან ზომით პატარები
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
MaKaSaRa replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ახალი ბინადარი შეემატა ჩემ სათაგვეთს corsair m65 pro rgb white- 1469 replies
-
- 1
-
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სალამი ყველას. თემის ავტორს თუ არ ეწყინება აქვე დავწერ მეც. იგივე სინაარსის კითხვა მაქ და ცალკე თემა რომ არ გავხნა. მოკლედ მჭირდება რაიმე მაქსიმალურად ოპტიმალური კვება რაც ამუშავებს gtx 970-ს(1x6pin+1x8pin). სხვა კომპონენტები არაფერი მნიშვნელოვანი. მაქსიმუმ 80ვატი მოხმარების ქსეონი 1ჰდდ+1სსდ. სამსახურში მჭირდება და დიდი თანხის გადახდა არ მინდა. რა შეიძლება აირჩეს 150 ლარის ფარგლებში? საქართველოში რომ იყოს (ახალი, მეორადი (ოღონდ არა 10 წლის უკანდელი) არ აქ მნიშვნელობა). ჩემი ძირითადი კომპისთვის რომ ვყიდულობდე seasonic-ს ან fsp-ს ავარჩევდი (ამათთან მქონია შეხება და კმაყოფილი ვარ კონკრეტული სერიების) მაგრამ როგორც უკვე ვთქვი მინდა სამსახურისთვის და ბიუჯეტი შეზღუდული მაქ. უბრალოდ 80plus კვებებზე რას ფიქრობთ? არასერთიფიკატიანებზე. მაგალითად ასეთი fsp. ამართლებს მაგ ფასს?
-
სიამოვნებით ვითამაშებ კოოპს სთორის დახურვაზე, მარტო ძნელია მაინც. პირველ ნაწილშიდაც გაჭედილივარ მაგის გამო. უფრო უმუღამობის გამო. მარტო მეზარება
-
SLI არ მუშაობს და gtx 1080ზე 2კ-ზე თამაშებადია რა. რაიმე სასწაული ვერ შევნიშნე თუმცა ცუდი არაა ნამდვილად. როგორც წინები რა
-
SLI-ს მხარდაჭერა აქ ნეტა? სამსახურში მეგობარს აქ 1080-ების sli და 4კ მონიტორი. გუშინ იწერდა და ვნახავ დღეს აბა რას იზავს. რაღაც რეპაკი იყო და 4 საათამდე დაწერა ინსტალაციის დრო
-
-
ტექნიკურად შესაძლებელია ანუ ეგ მაინტერესებს თორე ისე არაფერში მჭირდება.
-
SE-ის ბიოსი ჩაიწერება ამაზე? ცოტა მეტი სიხშირეები აქ იმას. სიტყვაზე ეს
-
დახურული ტესტირება იყო 7-11 თებერვლის ჩათვლით(თავიდანვე უნდა ყოფილიყავი დარეგისტრირებული და შესაძლებელი იყო ამოერჩიეთ. ან პრეორდერი გქონოდა გაკეთებული. მე შემტხვევითი ხალხიდან ამომარციეს როგორც ჩანს და კიდე 3 მეგობარს მივეცი მოსაწვევი). მორჩა უკვე. ალბათ გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მართლა ყველასთვის გახდიან ხელმისაწვდომს გატესტვას.
-
ვოლტაჟის მომატების გარეშე 1500-ზე ზევით არ/ვერ მიდის. 1515ზეც ტესტს არ ამთავრებს ბოლომდე. გავუზრდი ფოვერ ლიმიტს და მერე ვნახავ. ტავარია რომ 1500ზე უპრობლემოდ აიწია და უმურამოდ არ დამტოვა თორე გუშინ გავგიჟდი ოდნავ მომატებაზეც ქრაშავდა
