Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3688
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. მოკლედ გამოსწორდა სიტუაცია საგრძნობლად. აფთერბარნერით დავარაზგონე . მერე ვიყიდე 3dmark თავისი ყველაფრით fire strike გავატარე. 1500/2000 ზე მეტი ქულა მომცა ვიდრე 1500/2100. ალბათ ძაბვა არ ყოფნის ან რავი ჯანდაბა. რატო ჯობია ეგ ამდენად ულაში ნეტა? პროცესორის გამო ალბათ.. ჰო ეს რაზგონი აშკარად არაა ამისი ზღვარი. ცოტას მოიმატებს კიდე.
  2. განათებას ვარეგულირებ წარწერის მაგისთვის დამჭირდა. რაზგონი არარ მიცდია. 1425-ზე power რეჟიმში ისედაც დგება. ვცდი აფთერბარნერით და დავწერ.
  3. შესაძლოა მაგრამ სხვას არც არაფერს აქ მსგავსი ფუნქცია. არ დავაჭერ ჩემი ნება არაა? გასწორდაა კიდევ ერთხელ რომ მივარესტარტე. აღარ თიშავს დაჭერის დროს. რა იცვლება აზრზე არ ვარ(power limit-ზე -5% ეწერება რომ ვრთავ. ენერგიას ზოგავს ალბათ თორე სიხშირეები ისევ ისეა) მაგრამ მოკლედ ყველაფერი მუშაობს.
  4. გადაფლეშე ბიოსი და არაფერი, როგორც იყო ისეა ყველაფერი. მოკლედ ესაა ამის ნორმა რა. აღარაფერია გასარკვევი. მოდერს ვთხოვ რომ მოაშთოს თემა. მადლობა გამოხმაურებისთვის
  5. ჰოო, არადა თავიდან კი აქ გამოჭენებული რეკლამა რაიზენ/რადეონის. ისე ბოლო ასასინიც ჩამოსატვირთი მაქ რომ გავტესტო. ადგილი არ მაქ...
  6. rx 580-ზე ჩავრთე dx12 რეჟიმი და საგრძნობი სხვაობა მომცა. ვიზუალიც თითქოს უკეთესია და ფპს-იც სტაბილური და უფრო მაღალი ვიდრე 11-ზე. ნებისმიერ შემთხვევაში 580 არ ყოფნის სტაბილურად 60 ფპს 1080პ-ზე მაგრამ ძირითადად 60-80 ფარგლებშია მაგრამ ზოგჯერ 51მდეც ჩამოდის ულტრა პრესეტზე. რავი ძაან ცუდი არაა ტექნიკურად თუმცა პირველი ნაწილი ბევრად უფრო ატმოსფერულია მგონი.
  7. სალამი ყველას! მოკლედ სხვა კარტა დამჭირდა და ვიყიდე saphire rx 580 nitro+ 8gb (ნამაინინგარი ცხადია). ვიზუალურად მშვენიერ მდგომარეობაშია, თერმობალიშებიც წესრიგში აქ, მოკლედ მოვლილი ბარათი ჩანს მაგრამ მაინც მაინტერესებს ბიოსი ხო არ აქ შეცვლილი ან რამე მსგავსი. არ დავინტერესებულვარ მაგით აქამდე და არ ვიცი, როგორ უნდა გადავამოწმო? (ვოლტაჟი ხო არ აქ მომატებული ან რამე) gpu-z ში სტანდარტულ სიხშირეებს მიწერს რაზეც უნდა იდგეს. 1411/2000 და ყველაფერი ნორმალურად მუშაობს. თერმოპასტა არ შემიცვლია და furmark-ში 73-74 გრადუსზე ადის თან თუ გავითვალისწინებთ რომ ახლა ცივა მაინცდამაინც არაა დაბალი ტემპერატურა. ასევე , თავისივე პროგრამიდან რაღაც სტელს რეჟიმი აქ და მაგას რომ ვაწვები, ეგრევე ითიშება. ასევე 1411-დან 1450-ზედაც არ დგება ეგრევე ითიშება. ერთი ისაა რომ power ჩანართს რომ დავაჭირე ამ პროგრამაში 1425-ზე დადგა თავისით და გადის ყველაფერ ტესტს და მუშაობს რა. ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ანუ ისეთი ფარჩაკია რომ 39მგჰსაც არ იმატებს და ითიშება თუ სხვა პრობლემა შეიძლება იყოს? აქამდე არ მქონია კარტა რომელიც 50-100მეგაჰერცს მაინც რომ არ იმატებდეს და კიდევ ის სტელსი რას ნიშნავს და თუ არ შეიძლება ჩართვა მაშინ რატო აქ საერთოდ? თამაშებში რაც ვნახე არანაირი პრობლემა არ აქ, ნორმალურად მუშაობს.
  8. სამსახურში გვაქ oculus და დღეს ჩავრთეთ ეს თამაში. ცოტახნით კაი გასართობია. ოკულუსის იმ ვერსიას რაც გვაქ 1080პ რეზოლუცია აქ და თამაშში ვიზუალი დიდად კარგი არაა. თუმცა საჭე რომ გვქონოდა ალბათ მაგ არც ისე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ახლა ps4-ის კონტროლერით გავტესტეთ. მერე საჭითაც ვნახავთ(ლექსო თუ გაინტერესებს მოდი მერე და გატესტე). მოკლედ დიდი აღფრთოვანება არ/ვერ გამოიწვია. თვითონ მანქანის დეტალიზაცია კარგადაა მაგრამ გარემო . მერე project carsის დემოც გადმოწერა მეგობარმა და ვიზუალი იმას ცოტა უკეთესი აქ თუმცა ეგ აღარ გამიტესტია.
  9. ითყუება ეგ პროგრამა. არაა ჩასართველი საერთოდ. შეიძლება სხვამაც ეგრე დაწეროს მაგრამ ბიოსში რომ ნახო იქ დაბალი იქნება. სანერვიულო არაფერია
  10. სტატისტიკურად და თუ წლებში სხვაობასაც გავითვალისწინებთ წინა ნაწილზე ცუდი არა. ულტრაზე არ მითამაშია და ვერ ვიტყვი ამ შაბათკვირას ვნახავ უფრო დეტალურად. ისე ულტრა პრესეტზე დავაყენე თავიდანვე და 2-3 წუთი ეგრე ვითამაშე 42-ზე ჩამოდიოდა მინიმუმ ჩემთან რაც შევნიშნე თუმცა უფრო მერე სავარაუდოდ კიდევ უფრო დაეცემოდა და თან მაგათი ულტრა პრესეტი ულტრა არაა. კიდე შეიძლება მომატება.
  11. არ ვიცი რა შეიცვლება ფინალურში მაგრამ აქ ჯერჯერობით პირველ ნაწილზე ცუდი ვიზუალია კაკ მინიმუმ და პერსონაჟების ანიმაციებიც smooth არაა, ხელი აქ შესავლები აშკარად. https://streamable.com/8c79h
  12. ამის private beta ტესტირებაზე დაშვება მომივიდა და ვისაც ნათამაშები აქ როგორია? განსხვავდება წინა ნაწილისგან თუ გადამღერებაა ისევ? ტყუილად არ გადმოვწერო მაინც არ მაქ თავზე საყრელი დრო )) მამენტ ვიწერ უკვე არც ისე დიდი ყოფილა ზომაში 42გბ-ია. პირველი ნაწილი ვერც კი დავხურე იმდენად მომბეზრდა მარტო.
  13. deep freeze არის პროგრამა რომელიც ვინც რა უნდა ის გააკეთოს გადატვირთის მერე დააბრუნებს რაც იყო მანამდე იმ მოცემულობაზე(შენს მიერ წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების გარდა). თავიდან კონფიგურაცია დაგჭირდება და მერე აღარეფერი. დაძებნე ვიდეოები და იქნება ახსნილი რა და როგორ. პროგრამას ტორენტებზე იპოვი სადმე. windows-ის განახლებებსაც წაშლის. ერთი ვარიანტია პერიოდულად გათიშო ეს პროგრამა, დააყენო განახლება და მერე ისევ ჩართო
  14. Anthem დესთინის გავს მაგრად ერთი შეხედვით რაც შემიძლია ვთქვა. ყიდვას არ ვაპირებ და ისედაც არ მეიმედება რაიმე ინოვაციური მანდ არაა და არაფერი. ვიზუალურად საწყისი ლეველი ლამაზია მაგრამ მერე მიფუჩეჩებული მეჩვენა.
  15. მათხოვრები არ არიან ახლა? აბა რა ქვია მაგ საქციელს და ის ხალხი ვინც ეგეთ მზეობებში იხდის ფულს და ახალისებს მიკროტრანზაქციებს ხო საერთოდ..
  16. გილოცავთ ახალ წელს, ბედობას. ყველაფერი საუკეთესო და დადებითი დაგბედებოდეთ!?
  17. დაზიანების მერე შეკეთებულზე მუშაობა სხვა თემაა მაგრამ ეგ საკმაოდ კარგი კვებაა და მაგ სისტემას ეყოფა ყველანაირად. ამ თემას არ ეხება და თემის ავტორთან ბოდიში. ერთი პერიოდი ვფიქრობდი ჩემ კვებასაც დაერხათქო მაგრამ სინამდვილშეი ups-სის ბრალი იყო. ის ვერ აწვდიდა სწორ ძაბვას და კვება არ რთავდა სისტემას. ახლა პირდაპირ "შტეფსელში" მაქ მიერთებული და პრობლემა არ აქ. უპრობლემოდ მუშაობს. კვებები საკმაოდ მძიმეა და გამოწერაც არ დაჯდება იაფი. ვფიქრობ მაინც აქ ყიდვა ჯობია. ფორუმ.გე-ზეც აქვთხოლმე კარგი კვებები და მაღაზიებშიდაც შეიძლება წააწყდე. მთავარია 600 ვატზე ზევით იყოს სერთიფიკატიანი კვება და 99% შემთხვევაში ნებისმიერ ერთკარტიან სისტემას მოერევა. თუ არ გჭირდება დიდი სიმძლავრე სულ არაა საჭირო მაღალვატიანი კვება
  18. facebook- რა არის? წლებია არ გამომიყენებია. იდაონ და იკითხონ რამდენიც უნდათ.
  19. k70 კი მაგარია და ხარისხიანი მაგრამ დიზაინი დიდად არ მომწონს. ხმის ასაწევდასაწევი, განათების ჩართვა გამორთვის ღილაკი და მსგავსი რაღაცეები აქ ცალკე გამოტანილი. არც ხელის დასადები მჭირდება თუმცა ეგ ეხსნება ალბათ და პრობლემა არაა. ვიცი რომ ხარისხიანი ბრენდია ყველა კომპონენტში, მაგაზე არ მაქ საუბარი. უბრალოდ დიზაინი მინდა ბოლომდე მისაღები იყოს თორე ტექნიკურად ნებისმიერი მისაღები იქნება ჩემთვის 15 ლარიანი გენიოსას კლავიატურის შემდეგ
  20. ზედმეტად დიდი არჩევანია ზოგადად ბოლოს თვალებს დავხუჭავ და ისე ამოვირებ ყუთიდან სახელებს. რომელიც ამოვა ვიყიდი რა ))
  21. თქვენი რჩევა მჭირდება მეგობრებო. კლავიატურის შეცვლას ვაპირებ. მექანიკური მინდა თითქოს. სვიჩებს მნიშვნელობა არ აქ, ხმაურიანი იქნება თუ ნაკლაბად ხმაურიანი. დიზაინით მინდა რომ მინიმალისტური იყოს. ზედმეტი კლავიშების გამოშვერილების და მაიმუნობების გარეშე. რამდენიმე ვარიანტი შევარჩიე პირადი სიმპატიით. აზრზე არავარ როგორებია. ჰო კიდე სასურველია RGB განათება ქონდეს. 1. Roccat Suora FX 2.Steelseries Apex m750 RGB მაგრამ ძვირია ჩემთვის და ალბათ არ გადავიხდი მაგდენს თან დიზაინიც არ მომწონს დიდად. უფრო m400 მოდელი მომწონს დიზაინით მაგრამ იმას RGB არ აქ. 3. HyperX Alloy FPS RGB ფასიც მისაღებია და ისეც მომწონს დიზაინი. ნუ Mionix-Wei ძალიან მომწონს მაგრამ ძვირია ესეც ჩემთვის :S და ბოლოს არამექანიკური razer-cynosa-chroma-pro ამაზე რას ფიქრობთ? დიზაინი მისაღებია და ამ ეტაპზე მაუსიც რეიზერის მაქ. ბევრი არ აქებს ამ ფირმას მაგრამ ეგ არ მაბრკოლებს, გავრისკავდი მაინც. ჰო მართლა ROSEWILLიც მომწონს მოკლედ იმხელა არჩევანია მოდი და გაიგე რა მინდა ფასსაც ტავისთავად აქ მნიშვნელობა. 100$ ფარგლებში ვეძებ. რაც ნაკლები მით უკეთესი
  22. ჩემი აზრით ძალიან კარგია და დასაფასებელია ახალი ამბები რომ იდება. ყველას ერთნაირი ინტერესი ვერ გვექნება. ზოგი სად ვპოსტავთ ზოგი სად. ლამის დაარსების დღიდან აქ ვარ დარეგისტრირებული და ყოველდღიურად შემოვდივარ რამდენჯერმე მაგრამ დიდად სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ და არ ვაქტიურობ. ბევრი დრო არავის გვაქ ალბათ ყველაფერს თვალი ვადევნოთ. ვინც ამას აკეთებს პატივსაცემი ამბავია სხვა არაფერი.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.