Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. არამგონია რომ მოკვდეს, ეგ GDDR 5 არის უკვე მოძველებული ალტერნატივა და თუკი ვინმეს რაიმეში დაჭირდება იმ შემთხვევაში გამოიყენებენ. გავა კიდე რამდენიმე წელი და მერე შეიძლება საერთოდ გაქრეს თუ DDR 6 ან 7 არ მოიგონეს high-end კარტებზე ყველა ვარიანტში HBM იქნება, მაგრამ სადაც არაა მაგხელა გამტარობა საჭირო იქ დააყენებენ DDR5-ს ან DDR3-ს. ხელს არავის უშლის რაც მთავარია.
  2. Audio CD ფორმატით CD-ზე 80 წუთი ეტევა. DVD-ზე 120 წუთი. თუ მანქანისთვის გინდა, CD ჩეინჯერი უნდა იყიდო ან თუ აქვს სადმე 3.5 მმ-იანი AUX პორტი, რაიმე MP3 პლეიერიდან კაბელით გაუშვებ სიმღერებს. სხვა გზა არ არის.
  3. არა ეგ კორეული ჰინიქსის მიერ ჩაეყარა საფუძველი. გასაკვირი არცაა, მაგ პროფილით მუშაობს ეგ ფირმა და მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება.
  4. სურათები დადე ბიოსის OC-ში რაც კი არის და ნელ ნელა გამოვა რამე. ესე ზეპირად რომ ვთქვათ, უნდა გათიშო ტურბო, C6, Spread spectrum, cool n quiet და ა.შ. ეს ყველაფერი სტაბილურობაში უშლის ხელს. კიდევ ბევრი რაღაცის Auto-დან disable/enable-ზე გადაყვანა მოგიწევს რომ საბოლოოდ მოხსნა ავტომატური მუშაობა. cpu 1.4 ვოლტიდან 4 GHz-ს შემდეგ Gpu 1.2-1.3 ვოლტიდან 1000 MHz-ს შემდეგ დაახლოებითი საორიენტაციო მონაცემები ასეა. მერე დააყენებ ისე როგორც შენი სისტამა შეგიწყობს ხელს. p.s. მეც პარალელურად იგივეს გაკეთება შემიძლია სტოკი ქულერის ფარგლებში.
  5. ჩემთან ეგრე რომ არაა რა მაფიაა? ალბათ მხოლოდ ქრომის მომხარებლებს აქვთ ეგ "ბონუსად" მე firefox მაქვს. მეც არავთქვი სად გაქრა იუთუბის 60FPS-იანი ვიდეოები თქო აი დავაყენე ქრომი და გავუშვი მეც. 4K 60 FPS ჭედვა-ჭედვით აჩვენებს. დატვირთვა 85-95%-ს შორისაა. მერე 1440 60 FPS-ზე ჩავრთე და ჩვეულებრივ აჩვენა, დატვრთვა ცოტა მეუცნაურა სადაც კადრების ხშირი ცვლა იყო დატვირთვა 95%-ზე ადიოდა, ვიდეოს ბოლოს რომ შავ ფონზე ტექსტი გამოდის, მანდ საერთოდ დატვირთვა ეცემა. ანუ სადაც კადრის ცვლილება არაა იქ პროცესორი არ იტვირთება, როგორც ჩანს ეგ HTML5-ის გამოა, რადგან ფლეშ პლეიერში ესე არაა. მოკლედ GPU აქსელერაცია ჯერ-ჯერობით არააქვს და ამიტომაც ჭედავს, 4K 60 FPS-ზე. კომპში რომ გახსნა უპრობლემოდ გაეშვება, რადგან გაცილებით ნაკლები რესურსი ჭირდება. ცოტა კი გადავუხვიეთ თემას მაგრამ, მაინც შეიძლება ითქვას, DirectX12 ყველასთვის სასარგებლოა, ამაში ყველა მხარე მოგებულია. დეველოპერებით დაწყებული, მომხარებლით დამთავრებული.
  6. ეს ვიდეო Full HD არის. პირდაპირ 4K არ დევს იუთუბზე? მანდ კი წერია 4K გადმოსაწერი ლინკი მაგრამ 1.5 GB-ია და მეზარება გადმოსაწერად...
  7. რათქმაუნდა მქონია რენდერთან შეხება, გარკვეული ტიპის ვიდეო თუ 3D პროგრამებში. ვხვდები რასაც ამბობ, რენდერი, ქრომი, მუსიკა ეს ყველაფერი ერთად რათქმაუნდა ძალიან დიდი დატვირთვაა პროცესორისთვის მაგრამ, ინტელი გაძლევს გარანტიას სტოკ სიხშირეზე 24/7-ზე 100% დატვირთვაზე არაფერი მოუვა პროცესორს. მაღალი ტემპერატურა რათქმაუნდა მოქმედებს დეგრადირებაში მაგრამ აგერ მარტივი მაგალითი ავიღოთ, 775 სოკეტის პროცესორები დღემდე მუშაობენ და კიდევ იმუშავებენ. შესაბამისად შენ პროცესორს კიდე უამრავი რესურსი დარჩა რაზედაც, ტყუილად დარდი არ ღირს. სხვათაშორის ტექნოლოგია იქითკენ მიდის რომ hardware აქსელერაცია ემატება უამრავ აუდიო/ვიდეო/3D სამონტაჟო თუ მედია პროგრამებს, სადაც უკვე არა პროგრამულად არამედ hardware დონეზე ხდება ინფორმაციის დამუშავება. თუნდაც აიღე აბა Media Player Classic, თუკი ვიდეო ჩაწერილია იმ ფორმატში, რისი hardware აქსელერაციის მხარდაჭერა შენ პროცესორს ან GPU-ს აქვს, მაშინ Media Player Classic-ს შეუძლია ვიდეოს რენდერისთვის, CPU, GPU ან ორივე ერთად გამოიყენოს. მერე ნახავ 4K კიარა 12K ვიდეოს გაუშვება არ გაუჭირდება სისტემას. მე მაქ ნანახი არაერთხელ ნაყურები პირდაპირ ეთერს ონლაინში სადაც მაღალ გრაფიკაზე ჰქონდა GPU აქსელერაცია. შესაბამისად ვიდეო სტრიმინგის დროს გამოიყენებს ვიდეო კარტის სიმძლავრეს და CPU აღარ გადაიტვირთება. ყველაფერი გაჩნდება ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა ერთი რაღაც განვითარდება, ავტომატურად მეორეც აყვება და ა.შ. მერე გამოვა განახლებული პროცესორი, ახალი Instruction set-ებით და ა.შ. რაც ძველია დროთა განმავლობაში მოჭამს თავისას როგორც ეხლა 775 სოკეტია. ეს ჩვეულებრივი რიგითი მოვლენაა, ასე ხდებოდა აქამდე და ასე იქნება მომავალშიც. აბა ის 4 K ვიდეო თუ გაქ ისევ, ჩაურთე hardware აქსელერაცია და მერე ნახე თუ საერთოდ გაგიჭედოს ვიდეო. ლინკი აქაა
  8. Legacy მაშინ უნდა ჩართო, თუკი არ გჭირდება ვინდოუსის დაყენება UEFI ფორმატში, მაგ დროს MBR ფორმატში იქნება ვინჩესტერი. UEFI ფორმატით როცა აყენებ, მაშინ ვინდოუსის ინსტალაციის დროს თვითონ მოგთხოვს ვინჩესტერის GPT სისტემაში დაფორმატებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დააყენებ. შენც დააყენე UEFI ფორმატში ეგ 32 ბიტიანი ვინდოუს 7, იყოს GPT ფორმატში, რა გიშლის ხელს? მე 64 ბიტიანზე ესე ვაყენებ და 32 ბიტიანზეც ასე იქნება სავარაუდოდ. თუ მაინცადამაინც UEFI-ს გარეშე გინდა დაყენება, მაშინ legacy enabled კარგად დაამახსოვრებინე, ეტყობა ბიოსიდან ისე გამოდიხარ რომ ვერ ინახავ. ეგეთი რამე არ არსებობს რომ შეინახო და რესტარტის მერე ძველ პარამეტრებზე დაგხვდეს. ეგეთი რამე Desktop pc-ზე ხდება მაშინ როცა მაზერის ელემენტი საერთოდ დამჯდარია.
  9. მე რამდენადაც ვიცი, ზოგადად ელემენტს ჭირდება პირველი დატენვა და მერე ჩვეულებრივ უნდა იხმარო. უცხოურ რევიუებზე წამიკითხავს რომ, არარეკომენდირებულია ელემენტის დატენვა მაშინ როდესაც უკვე დატენილია 100%-ზე (ზოგს რომ მუდმივად სატენზე აქვს შეერთებული და ისე ხმარობს, უმჯობესია დახარჯო და მერე ისევ დატენო) ასევე ეწერა რომ, ელემენტის დიდხანს გასაძლებად, ყველაზე კარგი ყოფილა 80%-მდე დატენვა და არა 100%-მდე. თუკი ელემენტს ამუშავებ სიგრილეში და არ გადაახურებ, კიდევ უფრო მეტ ხანს გაგიძლებს. ისე კი, რაცარუნდა მოუარო, რამდენიმე წლის მერე, კარგავს ელემენტი ეფექტურობას და მაინც გამოსაცვლელი ხდება. ამიტომ, ძალიან ნუ გადაყვები ელემენტის გაფრთხილებას.
  10. NvidiaFan, რატომ გგონია რომ directx12-ის გამოსვლით, პროცესორი მოკვდება, რადგან ყველა ბირთვი დაიტვირთება? პირიქით, სწორედ დღევანდელი რეალობაა უაზრობა ანუ არაეფექტურობა. მეც გადავხედე არაერთ უცხოურ რევიუს სადაც კარგად იყო ახსნილი, directx11-ის უზარმაზარი მინუსები. პროცესორის პირველ ბირთვზე მოდის დატვირთვის უზარმაზარი ნაკადი, რომელსაც რათქმაუნდა 1 ბირთვი შეძლებისდაგვარად რისი რესურსიც ააქვს, იმდენს ერევა. ამ დროს მეორე ბირთვი პრაქტიკულად დასვენებულია, მესამე და მეოთხე ბირთვებს საერთოდ ძინავთ. ეხლა კეთილი ინებეს და ოთხივეს გაწურავენ directx12-ში. აი სწორედ აქ გამოჩნდნბა რეალური პროცესორის სიმძლავრე. იმაზე მეტ fps-ს მიიღებ გაკვირვებული დარჩები. არაფერ პროცესორს არ გადატვირთავს და არ გადაგიხურებს. ეგ ბირთვები დაიტვირთებიან დასაშვები დატვირთვის ფარგლებში. ასე რომ თამაშებში საერთოდ ახალი ეტაპი შემოდის, დეველოპერებს ფაქტიურად ხელ ფეხი გაუხსნეს და გრაფიკის ეკონომიას არავინ აღარ მოერიდება. მერე წავა 4K-ზე გეიმინგი და ა.შ. პროცესორის გამოყენებაზე რაზეც იუტუბი გიტვირთავს 80%-ით 60 კადრით 4K-ზე, ეს ყველაფერი ფარდობითია და შედარებითი, არ არსებობს პროცესორი ულიმიტო რესურსით. ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო, გექნება უფრო მეტი რესურსის გამიოყენების შესაძლებლობა "უფასოდ". ეგ იგივეა, ფერარი გყავდეს და უგზოობის გამო 60-ზე მეტით ვერ მიდიოდე. DirectX12 ამ შემთხვევაში ულიმიტო სიჩქარის სწორი ავტობანია, სადაც ბოლომდე გაწურავ მანქანას. (ის რომ მაქსიმალურ სიჩქარეზე ძრავი უფრო იტვირთება და უფრო მეტად ხურდება, დასაშვებ ტემპერატირაზე მეტად არ გახურდება, როგორც ეს პროცესორის ბირთვებზე თქვი)
  11. view tracking details რომ აჭერ რას გიჩვენებს მერე? ინექსზე არაფერს გიჩვენებს? აბა დაუკავშირდი მაინც მაგათ, იქნებ რამეში დაგეხმარონ. თუ არაფერი მიიღეს მაშინ საიდანაც იყიდე მაგათ მისწერე
  12. დიდი ალბათობით ვინჩესტერია დაზიანებული. ეგეთი შემთხვევა მქონდა, მეგობრის ძველი კომპი იყო, windows xp-ზე ამუშავებდა. რო დავიწყე დაყენება, დაფორმატებას ან ფართიშენის წაშლას ვერ აკეთებდა. მეც გავანულე ბიოსი, მაგრამ არაფერი შედეგი არ გამოუღია. საცდელთ თუ გაქ რაიმე ვინჩესტერი, შეგიძლია ცადო და დარწმუნდე რომ სხვა არაფრის ბრალი არაა
  13. ეგ ერთი ცალი ალბათ 10-15K ისე ეღირება როგორც არაფერი. მგონი ყველაზე ძვირი პროცესორი რაც კი ინტელს შეუქ!მნია ეს იქნება
  14. ეგ როგორი ნავიგაციაა? გუგლის რუკას იყენებს? P.S. OSM დავაყენე და უპრობლემოდ ვმოძრაობ ქალაქში თუ დასავლეთში. ინტერნეტი არ ჭირდება არაფრისთვის. მთავარია სატელიტებს უკავშირდებოდეს. გუგლის რუკას რაც შეეხება, მანდაც აჩვენებს გადაადგილებას უბრალოდ, რუკის ჩამოტვირთვა გააქრეს თუ რა უყვეს? ძველ ვერსიაზე ჩამოვტვირთავდი ხოლმე და ახალ ანდროიდზე, რატომღაც ვეღარ ვაკეთებ
  15. Memory/Device Support < ამაში უნდა ეწეროს მაგრამ რატომღაც ცარიელია. ახალ დედაპლატებს ექნებათ მარა შენი ეტყობა ძველია და აღარ შეიტანეს. შეიძლება user manual-ში ეწეროს.
  16. რატომ უნდა გამოიწერო უფრო ადვილი არაა აქ ნახო? იაფი დაგიჯდება წესით. თუმცა შენი საქმისა შენ იცი. ზუსტ პასუხს რაც შეეხება, შედი შენი მაზერის ოფიციალურ საიტზე, გადადი საპორტში და იქ უნდა იყოს სია ჩამოწერილი თავისი პარტ ნომრებით, რომელზეც გარანტირებულად იმუშავებს. ამაზონში ჩაწერე ეგ პარტ ნომრები და ნახავ მერე, აარჩიე შენ გემოზე. მე აქ მქონდა შემთხვევები თანაც არაერთი რომ, არ შეეწყო ან საერთოდ არ ჩართულა (ქულერები დატრიალდა მაგრამ გამოსახულება არ მოჰქონდა)
  17. უნდა იმუშაოს მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები რომ ვერ მუშაობენ. ყველაზე კაი ვარიანტია, ისე იყიდო ოპერატიული რომ, თუ წავა დაიტოვე, თუარადა დაუბრუნე.
  18. ვიდეო კარტას ხელს არ უშლის? ერთი თუ არ დაგეზარება მაინტერესებს რამხელა ადგილს იკავებს შენთან და რა დაშორებაა დარჩენი ქულერსა და ვიდეოს შორის. სწორედ მაგ ქულერის დამსახურებაა ეგ სტაბილურობა. მეც მინდა ეგეთი ან წყლის, თუარადა თერმალრაითს ავიღებ. p.s. მაგ ქულერის ტრანსპორტირება რა დაგიჯდა? მემგონი კიდევ შეგიძლია ჰერცების მომატება
  19. მანამდე რა ქულერი გქონდა? და მერე რომლით შეცვალე?
  20. უკვე იყიდე თუ ეხლა აპირებ ყიდვას? თუ არ გიყიდია მე გირჩევ რომ შემდეგ თაობას დაელოდო თუ ძალიან არ გეჩქარება. იმას უკეთესი GPU ექნება და მაგიტომ, ასევე ბირთვების სიმძლავრეც მოემატება, მართალია მიზერულად მაგრამ მაინც კაი იქნება. A10-7850K ამ APU-ს, L3 ქეშ მეხსიერება არააქვს, სავარაუდოდ იმიტომ რომ იაფი გამოსულიყო. ეხლა 150 $ ღირს თავისი BOX ქულერით. რაც შეეხება თვითონ GPU, შედგება 8 ასინქრონული გამომთვლელი ძრავისგან, ეს ზუსტად იგივე არქიტექტურაა რაც R9 290X-ს აქვს. აი ყველაზე დაწვრილებით ამ რევიუში წერია http://www.overclockers.com/amd-a107850k-kaveri-apu-review/ რაც შენ გაინტერესებს, კროსფაირი ამაზე არ გამოდის რამდენადაც მე ვიცი, ამას Dual ჰქვია. ანუ ამ APU-ზე high-end ვიდეო ბარათებს ვერ მიყენებ და დუალში ვერ ამუშავებ. ეს დუალ ტექნოლოგია გამიზნულია დაბალი და საშუალო დონის ვიდეო კარტებზე სამუშაოდ. ამის ერთადერთი პლიუსი ისაა რომ, რაც შეიძლება იაფად მიიღო მეტი GPU-ს პერფორმანსი. რაზგონს რაც შეეხება თავი ვერ დავადგი რომ კარგი ქულერი ვიყიდო. ბოქს ქულერით კი შორს ვერ წახვალ.
  21. ესეთი რეზულტატი ძალიან მაგარია. ეხლა ეგ საშუალებას მისცემს მომავალში კიდევ უფრო ძლიერი GPU შექმნან რათა ბოლომდე გამოწურონ მაგ მეხსიერების შესაძლებლობები. ფაქტიურად ვიდეო კარტების ისტორიას რომ გადავხედოთ, სიახლის და არქიტექტურის თვალსაზრისით, უზარმაზარი ნახტომი გამოდის აქამდე არსებულ ვიდეო კარტებსა და მომავალ ვიდეო კარტებს შორის. რამდენი ვიდეო კარტა გამოვიდა gddr5-ზე და ტექნიკურად ახალი არაფერი იყო, იცვლებოდა მხოლოდ წარმადობა. ეხლა უკვე ახალი თაობა წამოვიდა. მოვლენებს რომ გავუსწროთ და წინასწარ რომ ვივარაუდოთ, GEN 2 HBM მეხსიერება კიდევ უფრო ჩქარი გამოვა და ვიდეო კარტის GPU-ს სიმძლავრე პარალელურად უნდა გაყვეს. მემგონი ამ მეხსიერებას პროფესიონალურ ბარათებშიც ჩადებენ როცა ახალი მოდელი გამოვა.ძალიან საინტერესო მოვლენები გველის წინ
  22. აი ჰინიქსის ოფიციალური სტრუქტურული პროექტი, შედარებები და ა.შ. ყველაფერი გარკვევით, თვალნათლივ და დასაბუთებულად წერია 14-ე გვერდზე მოყვანილ ცხრილში http://www.hotchips.org/wp-content/uploads/hc_archives/hc26/HC26-11-day1-epub/HC26.11-3-Technology-epub/HC26.11.310-HBM-Bandwidth-Kim-Hynix-Hot%20Chips%20HBM%202014%20v7.pdf მემგონი ყველაფერი ნათელია. რა უპირატესობები გააჩნია მაარტივად ჩანს. GDDR5-თან შედარებით 42%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს (ეს საკმაოდ დიდი პლიუსია მიკროარქიტეტურაში და არა იმიტომ რომ თვეში 10 თეთრით ნაკლები მოგვივა გადასახადი. ნაკლები დენი, ნაკლებ სითბოს ნიშნავს, შესაბამისად მეხსიერების ჩიპები უფრო გრილი იქნება GDDR5-თან შედარებით). ასევე ჩანს რომ GDDR5-თან შედარებით 65%-ით მეტი პერფორმანსი აქვს ასეთი ტიპის მეხსიერებას https://www.skhynix.com/gl/products/graphics/graphics_info.jsp მოცულობაც პატრა აქვს, ენერგო ეფექტური, ჩქარი და შემდეგ თაობაში გაუმჯობესებული მონაცემები, პერსპექტივის სახით. ფაქტიურად, სიახლე ამას ჰქვია. სულ სხვა არქიტექტურაა გამოყენებული ამ კარტაში და შესაბამისად ამ სიახლით "მანიპულირება" არც თუ ისე იაფი უნდა იყოს... ეს ასე თუ ისე, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სიახლისკენ. მანდ ასევე ნაჩვენებია "მოცულობის" ლიმიტი, ადრე ვიდეო კარტები თუ 64 MB, 128 MB-ები იყო, ეხლა უკვე 8 GB, 12 და 16 GB-ები გამოდის. ტენდენცია აღარ მიდის იქეთკენ რომ ამაზე მეტი გამოუშვან. ასევე ინტელის nm ტექპროცესებიც უახლოვდება ლიმიტს. საინტერესოა მერე 1 nm-მდე რომ მივლენ რას მოიგონებენ...
  23. თუ პლანშეტის ელემენტი ბოლომდე დასვი 0-ზე, რამდენიმე ათეული წუთი ჭირდება რომ "გამოფხიზლდეს" დატენვის რეჟიმში. ერთხელ სანამ თავისით არ გამოირთო მანამდე არ გამოვრთე, ახლიდან ჩართვა ვცადე დამჯდარზე, და არ ჩაირთო. 1 საათი გქონდეს შეერთებული და მერე უპრობლემოდ ჩაირთვება
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.