Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5956
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    64

Everything posted by Power_VANO

  1. გადავამოწმე უფლებები. ბაგი ყოფილა თემების "სოფტ დილეითთან" დაკავშირებით, ნეტა ადრე გეთქვათ მოკლედ, ისევ დაგიბრუნეთ ვიპ-ებს და ნიუსჰანტერებს თემების და პოსტების Hard Delete-ის ფუნქცია. უბრალოდ, გთხოვთ, არა - სავალდებულოა, რომ ყოველ თქვენს წაშლილ ტოპიკს ან პოსტს ჩაუწეროთ წაშლის მიზეზი (წაშლისას გამოდის ხოლმე მიზეზის ჩასაწერი ფანჯარა). მაგალითად თუ დუბლიკატი პოსტია, მიაწერეთ რომ დუბლიკატი წაშალეთ. ვთქვათ ინფო განაახლეთ ახალ თემაში და ძველი წაშალეთ, მიაწერეთ რომ ძველი თემა წაშალეთ და განახლებული ინფო დევს და ა.შ. თუ ფლუდი ან ოფტოპიკი წაშალეთ, ეგეც მიაწერეთ და ა.შ. მოკლედ, წაშლის მიზეზი მიაწერეთ აუცილებლად ყველა პოსტს და ტოპიკს, რომელსაც წაშლით. ასევე, მოდერებთანაც მექნება თხოვნა რომ აღნიშნული პრაქტიკა დავნერგოთ ჩვენს საქმიანობაშიც. წაშლილ ინფორმაციას მიზეზიც მივაწეროთ ყოველთვის.
  2. გადავამოწმე. ბაგი ყოფილა თემების "სოფტ დილეითთან" დაკავშირებით, ნეტა ადრე გეთქვათ მოკლედ, ისევ დაგიბრუნეთ ვიპ-ებს და ნიუსჰანტერებს თემების და პოსტების Hard Delete-ის ფუნქცია. უბრალოდ, გთხოვთ, არა - სავალდებულოა, რომ ყოველ თქვენს წაშლილ ტოპიკს ან პოსტს ჩაუწეროთ წაშლის მიზეზი (წაშლისას გამოდის ხოლმე მიზეზის ჩასაწერი ფანჯარა). მაგალითად თუ დუბლიკატი პოსტია, მიაწერეთ რომ დუბლიკატი წაშალეთ. ვთქვათ ინფო განაახლეთ ახალ თემაში და ძველი წაშალეთ, მიაწერეთ რომ ძველი თემა წაშალეთ და განახლებული ინფო დევს და ა.შ. თუ ფლუდი ან ოფტოპიკი წაშალეთ, ეგეც მიაწერეთ და ა.შ. მოკლედ, წაშლის მიზეზი მიაწერეთ აუცილებლად ყველა პოსტს და ტოპიკს, რომელსაც წაშლით. ასევე, მოდერებთანაც მექნება თხოვნა რომ აღნიშნული პრაქტიკა დავნერგოთ ჩვენს საქმიანობაშიც. წაშლილ ინფორმაციას მიზეზიც მივაწეროთ ყოველთვის.
  3. მუშაობს მინუსების სისტემაც, შენს პოსტზე შევამოწმე ახლა და მუშაობს არ იფიქრო რომ სპეცომ გავაკეთე, გასატესტად მხოლოდ :)
  4. ვნახავ უფლებებს, სატესტო ნიუსჰანტერ და ვიპ იუზერს გავაკეთებ და დავადარებ უფლებებს ზუსტად ადრეც ვაპირებდი, მაგრამ მაშინ მითხარით OK არისო და შევეშვი.
  5. პროფილში რომ შეხვალ, Find my content-ს მიაჭირე და ყველაფერს იპოვნის. პოსტების და თემების ფუნქცია ბოლო 5-5-ს აჩვენებს ზუსტად. 5000 პოსტი მაქვს და ყველა მანდ როგორ გინდა გამოვაჩინო? აგერ სოსოს 10K აქვს საერთოდ. 10K პოსტი მანდ რანაირად გამოვუშვა? თან წარმოიდგინე, ბაზაში რომ მოთხოვნას გააკეთებს სოსოს 10000-ვე პოსტის გამოტანაზე და ეს მოხდება დღეში ვინ იცის რამდენჯერ.
  6. ეგ ფუნქცია ჩართულია, მე მეილი აჭრელებული მაქვს მაგ ქვოთებით ამაში რა იგულისხმება ვერ მივხვდი. აი აქ შეხვალთ: http://www.overclockers.ge/index.php?app=core&module=usercp&tab=core&area=notifications და ჩართავთ რა ნოტიფიქეიშენიც გინდათ რომ მოგივიდეთ და სად.
  7. NEIRON მაგ ვარიანტზე არც ყოფილა საუბარი, შეგიLია ისევ ეგრე გააკეთო, მაგაზე არაა პრობლემა. პრობლემა ის იყო, ზემოთ რაც დავწერე. სტრანნა.. წესით უნდა გქონდეთ თემების დამალვის ფუნქციები, ჩართულია. დღეს გავაკეთებ რამე ექაუნთს მივცემ VIP-ის უფლებებს და შევამოწმებ ზუსტად :)
  8. NEIRON გეხუმრა სოსო კაცო, რა გჭირს შენ ნამდვილად არ იგულისხმებოდი მაგ წევრებში ბოროტად გამოყენებაში ეგ არ იგულისხმებოდა რაც შენ დაწერე. ზოგიერთი აკეთებდა ასე: დაპოსტავდა რაღაცას, მიუწერდნენ პასუხს. მერე ცვლიდა თავის პოსტს ნუ იდიოტობა გამოდიოდა რა. + ახლა ხომ მუშაობს რედაქტირების და წაშლის (unapprove) ფუნქციები შეუზღუდავად? ბოლოს რომ გითხარით გადაამოწმეთ მეთქი, ყველაფერი OK არისო და არეულია რამე კიდევ?
  9. არა, მაგ ფუნქციის რეალიზება რთულია ძალიან ტექნიკურად. ერთი 600-700 ლარს რომ მიხდიდნენ მაგაში ნოუ პრობლემ, მაგრამ ენთუზიაზმზე არ ვიჩალიჩებ ნამდვილად, ძალიან შრომატევადი იქნება მაგის გაკეთება :)
  10. ახლა ყველა მოდერს აქვს გლობალის უფლებები და ნებისმიერ განყოფილებაში შეუძლიათ საქმის კეთება. თუ დავანაწილებთ ისევ ეგრე ცალ-ცალკე მერე გაკეთდება.
  11. თემა დახურულია. ხელმოწერებში პროსტინებს ვერ გამოფენთ. სურათების ჩასმა იმისთვის არაა აკრძალული რომ სურათების მაგივრად ASCII კონვერტირებული ტექსტები ჩასვათ შეუზღუდავად. წესები არ და ვერ მოგერგებათ თქვენ. წესებს უნდა მოერგოთ იუზერები. ვისაც არ მოსწონს, როგორც ადმინი, თავისუფლებისკენ მოგიწოდებთ არავინ გაკავებთ ამ ფორუმზე. მომხმარებლებს რაც შეეხებათ, დღეში 700 უნიკალური მომხმარებელია და ზოგიერთი სხვა კომპიუტერული საიტის ნაყიდ ტრაფიკს 9 თავით სჯობს ;)
  12. წაიკითხეთ თემის დასაწყისი კარგად. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ძველი ფორუმიდან გადმოყოლილ ვორნებზე და არა იმათზე, რაც 2-3 დღის წინ მიიღეთ ახალ ვორნებს 1 თვე აქვს ვადა. მით უმეტეს, ფლუდ კონტროლი არ გეზრდებათ და არაფერი მაგის გამო. თან მხოლოდ თქვენ ხედავთ.
  13. არა ეგრე ვერ გაიგებ, ე.ი. სენსორი ურევს. ტესტერით უნდა გაზომო 12 ვოლტები. რამდენი არხიც აქვს, იმდენზე.
  14. ანუბ შიპინგი უფასოა თუ საიტზეა გასასწორებელი ტარიფები? ყველა ქალაქზე 0 ლარს მიწერს შიპინგის გამოთვლას რომ ვაჭერ.
  15. არა, გადამრთველი არ აქვს. პრინტერს უკან აქვს სტიკერი სადაც აწერია 110-127 ვოლტი. მანუალში წერია იდიოტურად უბრალოდ, 110-127 და 220-240 ვოლტზე მუშაობსო. რეგიონების მიხედვით რომაა ეგ დაყოფილი, არ წერია. ჩემებსაც მანულაში უნახავთ და შეუერთებიათ. მოკლედ ტრუპენ. MBC-შიც ვიყავი ახლა, არ გვაქვსო მაგ პრინტერის კვების პლატებიო. მოკლედ, ისევ ორიენტის იმედად ყოფნა მიწევს. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მხოლოდ კონდენსატორი დაიწვა. უბრალოდ, ხომ არა არავინ დაზღვეული ეგეთი შემთხვევისგან, მცველი რა პონტში არ აქვს ჩაყოლებული? ერთი მარტივი მცველი რომ მდგარიყო კვების კაბელის შემდეგ, ყველაფერი ხომ გაცილებით უმტკივნეულოდ დასრულდებოდა?
  16. რაში მოვითხოვო ბიჯო რეფანდი, რა მივწერო მაღაზიას, 220-ზე შევაერთე და კონდენსატორმა გაასხა მეთქი? :D
  17. ჰო, მაგრამ სად შევიძინო ეგაა საქმე ახლა 1 საათში MBC-ში გავალ და გავარკვევ თუ გააკეთებენ მაგ ამბავს. იგივე პრინტერები აქვთ მაგათაც.
  18. პრინტერს უკან აწერია 110-127 ვოლტი, 5.5 ამპერი. ნუ ხრენოვა, იყოს თუნდაც 500 ვატიანი. ეს ვერ მივხვდი, იმავე 220 > 120 VAC გადამყვანზე მეუბნები? თუ საერთოდ კვების პლატა გამოვაცვლევინო პრინტერში? ისე მაგაზეც ვფიქრობ, MBC-ში აქვთ ეგ პრინტერები და იქნება დამთანხმდნენ ცოტა ფარას სანაცვლოდ 220 ვოლტიანის კვების პლატა რომ გადამიყენონ ჩემსაში. გადამყვანი და რემონტი კი დამიჯდება ალბატ მაინც მინიმუმ 100 გელა თუ მეტი არა...
  19. მოკლედ, დავტოვე პრინტერი ორიენტში, მაგრამ ორშაბათამდე არ იქნებაო, ბევრი საქმე გვაქვსო ახლა გადამყვანს ვეძებ. 700 ვატიანი მაინც უნდა იყოს. ხომ არ იცით ვინმემ, სად შეიძლება ვიყიდო ან ავაწყობინო?
  20. ძალიან კარგი თუ ეგრე სწრაფად აკეთებენ. დილით მივუტან და საღამოს გავუვლი. ფასიც ნორმალ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რემონტში და კვების გადამყვანში კი დაიხარჯება იმდენი, რომ ამ პრინტერის აქაურ ფასს მივუკაკუნებ :D
  21. აქვს ტრანსფორმატორიც. და ვროდე მთელია... როგორც მითხრეს სახლში, დაახლოებით 5 წუთი იმუშავა პრინტერმა, დრაივერი დააყენეს, ამოვბეჭდეთ 2 გვერდიო და მერე IDLE რეჟიმში იყო 1-2 წუთი და გაუშვა ბოლიო. ერთ-ერთ დიდი კონდენსატორს აქვს ფეიერვერკი მოწყობილი, გასხმული აქვს და ამობურცულია დარჩენილი. ან ამათი... არ ვიცი რა რა სიტყვა შეიძლება თქვა... ერთი უბრალო მცველის დაყენება რა იყო ბლინ რომ დამწვარიყო მხოლოდ ის 220-ზე შეერთებისას. ან ეს დედაგნომი, ამხელა პრინტერია და ამხელა ადგილია, რა გახდა ნორმალური კვების სისტემის რეალიზება? კომპის კვების ბლოკები მუშაობენ 110-დან 240 ვოლტამდე უპრობლემოდ, უნივერსალები არიან. ამ პრინტერის კვების პლატა ჯამში ორი კვების ბლოკის ფართობისაა და ასე იდიოტურადაა აწყობილი შენს პირს შაქარი, დიდი იმედი მაქვს. გაქვს მაგათთან პირადი გამოცდილება ეგეთ საკითხში? კი, კომბია. პრინტერი, სკანერი, ასლგადამღები, ფაქსი. 140$ ადგილზე და 140 ლარი ჩამოტანა. 395 ლარი რა. აქ იყიდება მაღაზიებში 540 ლარიდან ზემოთ. მაგრამ მე ახლა ავტომატურად მჭირდება 110-დან 220 ვოლტზე გადამყვანი ძაბვის. ნუ თუ მოხერხდა და იაფად 220 ვოლტზე გადავაწყობინე ხომ კარგი...
  22. მოკლედ, ამაზონიდან ჩამოვიტანე HP LaserJet Pro M1212nf პრინტერი. ამ დედამოხნულს იდიოტურად უწერია 110-127 და 220-240 ვოლტი, შესაბამისად, გავრისკე იქიდან ჩამოტანა. თან ვიფიქრე, ამხელა მოწყობილობაა და პრობლემა არ იქნება უნივერსალი კვების ბლოკი მეთქი. ნუ დღეს სახლში მიიტანეს ჩემთან, მე არ ვიყავი. ჩემებს კი უჩემოდ ჩაურთავთ. ნუ პრინტერმა 5 წუთი იმუშავა და მერე ბოლი გაუშვია, ქვემოდან "წვენიც". მოვედი სახლში, პლასტმასის გვერდი მოვხსენი კვების მხარეს და კონდენსატორს აქვს ფეიერვერკი მოწყობილი. დიდი იმედი მაქვს იმის გარდა სხვა არაფერია გაფუჭებული. პრინტერის მანუალში იგივე იდიოტურად 110-127 და 220-240 ვოლტი წერია, სამაგიეროდ თვითონ პრინტერს უკან მხოლოდ 110-127 აწერია. HP-ს დედას *&%*^()( მოკლედ, უნდა მოვაგვარო ეს პრობლემა სწრაფად. გეგულებათ ვინმეს ნორმალური სერვის ცენტრი სადაც გამიკეთებენ ამ პრინტერს? ხვალ მივალ orient-logic-ში და ugt-ში, საიტებზე უწერიათ რომ HP-ს ოფიციალური პარტნიორები არიან და სერვის ცენტრებიც აქვთ. ალტერნატივებიც მჭირდება. კიდევ ერთხელ HP-ს დედას U%&*&&()&)(, ესეთი იდიოტურად დაწერილი მანუალი არ მინახავს მეორე. კითხულობ და გიჩნდება აზრი რომ ორივე ძაბვაზე უნდა იმუშავოს. ის კი არ წერია რომ ამ რეგიონში ნაყიდი მხოლოდ ამ ძაბვაზე მუშაობს და იმ რეგიონში ნაყიდი მხოლოდ იმაზე. იდიოტურად ორივე ძაბვა უწერია.
  23. მაჩვენეთ ჩემი პოსტი, სადაც მიწერია, რომ ნიკების ცვლილება დაშვებულია. არსებობს შესაბამისი თემა, სადაც წერია, რომ ნიკების ცვლილება მხოლოდ გაქართუელბის შემთხვევაშია დასაშვები. ანუ მაგალითად გქვია tamazi. დასაშვებია, რომ გადავარქვათ ამ იუზერს სახელი და დავარქვათ "თამაზი", "თაზო" და ა.შ. მაგრამ არ შეიძლება რომ დავარქვათ tazo ანუ ნიკის შეცვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ნიკის გაქართულებას ითხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არა, აკრძალულია წესებით. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ახალი სახელი დაარეგისტრიროთ. თუ ერთ პრეცედენტს დავუშვებთ, ლოგიკურად სხვაც მოითხოვს და მართალიც იქნება. ამიტომ წესი წესია. თუ ცვლილება უნდა მოხდეს, მაშინ გლობალურად უნდა დავუშვათ ნიკების ცვლილება, რაც იმ მიზეზით აიკრძალა, რომ ნიკიც ცვლილების მერე უცბად სხვა პიროვნება ჩნდებოდა ფორუმზე და ძალიან ბევრი ვერ ხვდებოდა რომელი წარსული მემბერი იყო ახალი სახელით :)
  24. წაშლა არა, Unapprove/დამალვა უნდა გამოიყენოთ ხოლმე :)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.