ეტყობა არასწორად გაიგეთ - აქ მარტო სურათებზე არაა საუბარი. წინა ფორუმი ესთეტიურად სიმახინჯე იყო ეგეთ ხელმოწერებით. ლამის პოსტის ხელა ხელმოწერები უზარმაზარი სურათები... 1000-ჯერ მივუთითე ბევრს წესების წაკითხვაზე და ხელმოწერის, მაგრამ უმეტესობამ დაიკიდა
ჰოდა ახლა ნამდვილად არ მაქვს სურვილი ვ-ბან-ო ყველა.
+ დიზაინის მხრივ, ესთეტიურად დაიხვეწა ფორუმი. სურათები პოსტებში ჩასვით რამდენიც გინდათ, მაგრამ ხელმოწერაში არა.
+ თავისთავად უსაფრთხოების მხარეცაა ძალიან მნიშვნელოვანი. როცა მხოლოდ პოსტებშია ალაგ-ალაგ ისეთი საიტიდან რამე ჩასმული, სადაც ვთქათ მალვეირია, ეგ არაფერი. მაგრამ როცა ხელმოწერაშია ჩასმული ეს ბედნიერება და ამ წევრს აქვს 1000+ პოსტი... ხომ ხვდებით რაც ხდება?
გუგლი ეგრევე მასიურად მალვეირს პოულობს და საიტს ბლოკავს. მერე ერთი 5 დღე კი უნდა რომ ისევ ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაბრუნდე, ჰოდა არ ღირს ნამდვილად.
როგორც LEON-მა დაწერა, ხელმოწერებში BB კოდის აკრძალვა ფორუმის ინტერესებშია.