Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5961
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    67

Everything posted by Power_VANO

  1. ძალიან კარგი თუ ეგრე სწრაფად აკეთებენ. დილით მივუტან და საღამოს გავუვლი. ფასიც ნორმალ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რემონტში და კვების გადამყვანში კი დაიხარჯება იმდენი, რომ ამ პრინტერის აქაურ ფასს მივუკაკუნებ :D
  2. აქვს ტრანსფორმატორიც. და ვროდე მთელია... როგორც მითხრეს სახლში, დაახლოებით 5 წუთი იმუშავა პრინტერმა, დრაივერი დააყენეს, ამოვბეჭდეთ 2 გვერდიო და მერე IDLE რეჟიმში იყო 1-2 წუთი და გაუშვა ბოლიო. ერთ-ერთ დიდი კონდენსატორს აქვს ფეიერვერკი მოწყობილი, გასხმული აქვს და ამობურცულია დარჩენილი. ან ამათი... არ ვიცი რა რა სიტყვა შეიძლება თქვა... ერთი უბრალო მცველის დაყენება რა იყო ბლინ რომ დამწვარიყო მხოლოდ ის 220-ზე შეერთებისას. ან ეს დედაგნომი, ამხელა პრინტერია და ამხელა ადგილია, რა გახდა ნორმალური კვების სისტემის რეალიზება? კომპის კვების ბლოკები მუშაობენ 110-დან 240 ვოლტამდე უპრობლემოდ, უნივერსალები არიან. ამ პრინტერის კვების პლატა ჯამში ორი კვების ბლოკის ფართობისაა და ასე იდიოტურადაა აწყობილი შენს პირს შაქარი, დიდი იმედი მაქვს. გაქვს მაგათთან პირადი გამოცდილება ეგეთ საკითხში? კი, კომბია. პრინტერი, სკანერი, ასლგადამღები, ფაქსი. 140$ ადგილზე და 140 ლარი ჩამოტანა. 395 ლარი რა. აქ იყიდება მაღაზიებში 540 ლარიდან ზემოთ. მაგრამ მე ახლა ავტომატურად მჭირდება 110-დან 220 ვოლტზე გადამყვანი ძაბვის. ნუ თუ მოხერხდა და იაფად 220 ვოლტზე გადავაწყობინე ხომ კარგი...
  3. მოკლედ, ამაზონიდან ჩამოვიტანე HP LaserJet Pro M1212nf პრინტერი. ამ დედამოხნულს იდიოტურად უწერია 110-127 და 220-240 ვოლტი, შესაბამისად, გავრისკე იქიდან ჩამოტანა. თან ვიფიქრე, ამხელა მოწყობილობაა და პრობლემა არ იქნება უნივერსალი კვების ბლოკი მეთქი. ნუ დღეს სახლში მიიტანეს ჩემთან, მე არ ვიყავი. ჩემებს კი უჩემოდ ჩაურთავთ. ნუ პრინტერმა 5 წუთი იმუშავა და მერე ბოლი გაუშვია, ქვემოდან "წვენიც". მოვედი სახლში, პლასტმასის გვერდი მოვხსენი კვების მხარეს და კონდენსატორს აქვს ფეიერვერკი მოწყობილი. დიდი იმედი მაქვს იმის გარდა სხვა არაფერია გაფუჭებული. პრინტერის მანუალში იგივე იდიოტურად 110-127 და 220-240 ვოლტი წერია, სამაგიეროდ თვითონ პრინტერს უკან მხოლოდ 110-127 აწერია. HP-ს დედას *&%*^()( მოკლედ, უნდა მოვაგვარო ეს პრობლემა სწრაფად. გეგულებათ ვინმეს ნორმალური სერვის ცენტრი სადაც გამიკეთებენ ამ პრინტერს? ხვალ მივალ orient-logic-ში და ugt-ში, საიტებზე უწერიათ რომ HP-ს ოფიციალური პარტნიორები არიან და სერვის ცენტრებიც აქვთ. ალტერნატივებიც მჭირდება. კიდევ ერთხელ HP-ს დედას U%&*&&()&)(, ესეთი იდიოტურად დაწერილი მანუალი არ მინახავს მეორე. კითხულობ და გიჩნდება აზრი რომ ორივე ძაბვაზე უნდა იმუშავოს. ის კი არ წერია რომ ამ რეგიონში ნაყიდი მხოლოდ ამ ძაბვაზე მუშაობს და იმ რეგიონში ნაყიდი მხოლოდ იმაზე. იდიოტურად ორივე ძაბვა უწერია.
  4. მაჩვენეთ ჩემი პოსტი, სადაც მიწერია, რომ ნიკების ცვლილება დაშვებულია. არსებობს შესაბამისი თემა, სადაც წერია, რომ ნიკების ცვლილება მხოლოდ გაქართუელბის შემთხვევაშია დასაშვები. ანუ მაგალითად გქვია tamazi. დასაშვებია, რომ გადავარქვათ ამ იუზერს სახელი და დავარქვათ "თამაზი", "თაზო" და ა.შ. მაგრამ არ შეიძლება რომ დავარქვათ tazo ანუ ნიკის შეცვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ნიკის გაქართულებას ითხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არა, აკრძალულია წესებით. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ახალი სახელი დაარეგისტრიროთ. თუ ერთ პრეცედენტს დავუშვებთ, ლოგიკურად სხვაც მოითხოვს და მართალიც იქნება. ამიტომ წესი წესია. თუ ცვლილება უნდა მოხდეს, მაშინ გლობალურად უნდა დავუშვათ ნიკების ცვლილება, რაც იმ მიზეზით აიკრძალა, რომ ნიკიც ცვლილების მერე უცბად სხვა პიროვნება ჩნდებოდა ფორუმზე და ძალიან ბევრი ვერ ხვდებოდა რომელი წარსული მემბერი იყო ახალი სახელით :)
  5. წაშლა არა, Unapprove/დამალვა უნდა გამოიყენოთ ხოლმე :)
  6. აჰა, გასაგებია, გმადლობ ინფოსთვის :)
  7. წაშლის ღილაკის მაგივრად Unapprove ღილაკი უნდა გამოიყენო ოღონდ. თემაზეც იგივე. წაშლა = Hard Delete - თემა/პოსტი მიდის ნაგვის ყუთში Unapprove = Soft Delete - თემა/პოსტი იმალება და მხოლოდ მოდერები ხედავენ.
  8. ოკ, მოკლედ, ჰანტერებს და ვიპ-ებს ჩაგირთეთ ისევ "პწიჩკის" მოხსნის უფლება. ოღონდ თუ შევამჩნიე, რომ ვინმე კიდევ "ბოროტად" სარგებლობს მაგ ფუნქციით, გავაუქმებ ისევ დიდი ხნით ალბათ. ასევე, ჰანტერებს და ვიპ-ებს გაქვთ საკუთარი პოსტების და თემების რედაქტირების უფლება ულიმიტოდ. გაქვთ ასევე პოსტების და თემების ე.წ. Soft Delete-ის, ანუ Unapprove-ის საშუალება. რეალურად თქვენ შლით თემას, მაგრამ ნაგვის ყუთში არ გადადის ავტომატურად. ხდება უხილავი - დაინახავენ მხოლოდ მოდერები და ადმინები და მერე ისინი მიხედავენ. რაც შეეხება მემბერებს, მათ არ აქვთ "პწიჩკის" მოხსნის უფლება და პოსტების წაშლის უფლება. აქვთ მხოლოდ საკუთარი პოსტების ჩასწორების უფლება დაპოსტვიდან 15 წუთის მანძილზე. მოკლედ, მათთვის საკმაო მუღამი არსებობს რომ ნიუსჰანტერობას ან vip-ობას ესწრაფვონ ოკ, გასაგებია.
  9. IE-შიც და ოპერაშიც წესრიგია. ლინკი დამიდეთ სად გიგდებთ მაგას. რაც შეეხება თემების წაშლას, შეაწუხეთ მოდერები, ძალიან გთხოვთ იმდენნი არიან რომ... და "პწიჩკებზე" ამიხსენით რა ხდება და ვნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია. ვერ მივხვდი. უკეთ ამიხსენი რაშია პრობლემა. მემბერებს მეეკითხათ, ვეღარ მოხსნიან "პწიჩკას". "ბოროტად" იყენებს მაგ ფუნქციას ხალხი და იმიტომ გავთიშე. შენ გლობალის უფლებები ხომ გაქვს, ვერ ხსნი "პწიჩკას"? პოსტის ჩასწორების უფლება მემბერებს აქვთ დაპოსტვიდან 15 წუთის განმავლობაში მხოლოდ. ცალკე თემას გავხსნი და ჩამოვწერ იქ რომელ "კლასს" რა უფლებები აქვს.
  10. del გამარჯობა, Cisco 851w როუტერი რა დაჯდება თქვენთან?
  11. შენ გლობალ მოდერის უფლებები გაქვს ბიჯო :D
  12. როგორ იყო? უკონტროლოდ რომ იყო და არ ჩანდა შემსწორებელი? ვაწესრიგებ ფორუმს, გუშინ თU გუშინწინ გავასწორე ეგენი. უნდა ჩანდეს პოსტის შემსწორებელი, "ბოროტად" რომ არ გამოიყენოს არავინ ეგ უფლება.
  13. Unapprove მუშაობს ხომ ანუ? კარგია, მოდერებს ცოტა საქმე მიეცემათ :)
  14. ოკეი, ძალიან კარგი. ვხურავ მაშIნ თემას. საკითხი ამოწურულია.
  15. არა, არ გამოვა მაშIნ BB კოდი უნდა ჩავრთო. BB კოდის ჩართვით ფორუმისთვის ავტომატურად ცუდ საქმეს გავაკეთებ - ფორუმის უსაფრთხოება ეგრევე რისკის ქვეშ დგება + ვიზუალური მხარე მახინჯდება. საშინელება იყო წინა ფორუმზე რაც ხდებოდა ხელმოწერებში. კი, რა თქმა უნდა. იმის გამო,რომ ნელა მუშაობს ეგ ინტერნეტი, გვერდი ხშირად ბოლომდე არ იტვირთება - შესაბამისად, ქართული კლავიატურის სკრიპტი ხან ჩატვირთულია, ხან არა. შენც ხან წერ ქართულად, ხარ ვერა. + პროქსიდან გადიხარ ნეტში და არის შანსი რომ ჯავასკრიპტი იფილტრებოდეს.
  16. აბა გადაამოწმეთ ახლა ნიუსჰანტერებმაც და ვიპებმაც - პოსტების და თემის შესწორება-წაშლის უფლებები.
  17. ცოტა ხანი მოიცათ. მიზეზი არსებობს რატომაც გავაკეთე ეგ, მაგრამ ღიაში დაწერა არ იქნება სწორი. ფორს-მაჟორი იყო შევათანხმებთ ადმინკაში ზუსტად დროებს და შევასწორებ :)
  18. ვაა კი არ წაიკითხავთ ახლა წინა გვერდებს და კი არ გაიგებთ ნორმალურად რა ხდება გასაგებად წერია, რომ ეს არის იძულებით გამოშვებული ვერსია, იმისთვის რომ დაფინანსება გაგრძელებულიყო და პროექტი არ მომკვდარიყო. ბევრი თქვენგანი შეიძლება ვერ ხვდება რას ნიშნავს საქართველოში გეიმ დეველოპინგის განვითარება. ესაა ძალიან კარგი შანსი, რომელსაც ბიჭები იყენებენ და ხელი უნდა შევუწყოთ თუ რამით შეგვიძლია. რეალურად ყალიბდება ქართული გეიმინგ სტუდია, რომელსაც სამომავლოდ დამოუკიდებლადაც შეეძლება მუშაობა. ის საბოლოო პროდუქტი რაც გამოვა 1.5-2 წლის მერე, დარწმუნებული ვარ საკმაოდ მაღალი დონის თამაში იქნება.
  19. ახლა ვითამაშე მე-15 ბილდი, ირაკლიმ რაც დადო. საკაიფოა პრე-ალფასთვის რას ერჩით? გრაფიკული პარამეტრები მაქსზე დავაყენე, ნატყვიარებიც ემჩნეოდა და 15 წუთიც საკაიფოდ ვიხალისე, პრე-ალფასთვის მე-15 ბილდი მშვენიერია :up:
  20. სტოპ პოლიტიკაზე, დაგასაჩუქრებთ უხვად ვორნებით. რეალური შანსი არსებობს ქართული გეიმ დეველოპინგის განვითარების და ხელია შესაწყობი ოფტოპიკი აღარ იყოს ამ თემაში. Abnormalia აბნო, გადავიკითხე 7-ვე გვერდზე პოსტები, ნამდვილად მაგარი შანსია. ვიცი შენთვის რამდენსაც ნიშნავს ეს, რამდენი ხნის ოცნების და შრომის რეალობად ქცევის შანსია. მაშინდელი დიდი პროექტის ჩავარდნაც მახსოვს, უკვე ტუტორიალებს რომ ვარჩევდით და ძალიან გამიხარდა რომ ამ პროექტზე დაფინანსება და ხელშეწყობა არის. ჩემის მხრივ თუ რამეში შემიძლია დაგეხმაროთ, გვერდით მიგულეთ :)
  21. გააჩნია სვიფტეჩი ყიდის აწყობილ სისტემებს ჰაი-ენდ ბლოკებით მაგალითად ნუ ისინი ძვირიც ღირს იასნა :)
  22. ცოტა კვლევა-ძიების მერე დავასკვენი, რომ სავარაუდოდ USB ქვესისტემის "ბრალია" რომ 25 მბ/წმ ვერ მივიღე. მაზერიდან მაზერამდე USB განსხვავებულად მუშაობს ცოტა, იქ ბიოსი, იქ სხვა რამე... მერე ბიოსსაც ბოლომდე დავააპგრეიდებ და კიდევ მივატესტავ :)
  23. სტოკ ვარიანტში დომინო ჰაიზე უნდა ამუშავო რომ ეგეთი დონის ქულერებს აჯობოს. სადღაც ტესტი უნდა იდოს დომინო VS TRUE. მაგრამ დომინოს თუ წყლის ბლოკს დაუაპგრეიდებ, გაცილებით უკეთესი წარმადობა ექნება :)
  24. კარგი ტესტია იაგო კერამიკა ნამდვილად უფრო გასაყინი თერმოპასტაა. სქელი კონსისტენციაა, უხეში ცოტა... Freeze ალეკოსაც მოსწონდა ძალიან, ადრე რომ ჩამოვიტანე. მე thermalright-ის თერმოპასტების მარაგი მაქვს დარჩენილი, ორი ტუბი, ცოტა MX-2-იც მაქვს და ცოტაც AS-5 :D
  25. DaViDieL ინტერნეტი რა გაქვს? ბილაინის ნეტს იყენებ?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.