-
Posts
5956 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
64
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Power_VANO
-
Reply-თი რაც კეთდება, იმაზე მოდის მეილი, როცა ხელით კეთდება Quote, იამზე იასნა არ მოვა :)
-
ლომსა, ლინკის ჩასმა დაგვიწყნია :)
-
ჰო რა, თან 90% ზუსტად იგივე ისტორია იქნება, რაც 920-ის შემთხვევაში მოხდა, ანუ ქვედა დონის E-ს, იგივე ფასის მიუხედავად, Ivy-ს ტოპ კლასი აჯობებს. ახლა 500 მწვანეს ვერ მივცემ პროცში და Ivy-ს ტოპ მოდელს კი გავწვდები. აჰაა, კარგია რომ სენდიში დაამატეს უკვე AVX, სადღაც მქონდა წაკითხული ადრე, რომ Ivy-ში უნდა ყოფილიყო და აღარ მიმიქცევია ყურადღება სამაგიეროდ 3D ტრანზისტორები იქნება და PCI-E 3.0. + დამატებითი PCI-E x4 აპლინკი პირდაპირ პროცთან SSD/HDD-დან. ეგ აპლინკი სენდიში არ დევს ხომ მგონი? და მაგაზე საბოლოოდ რა დადასტურდა, QPI-ს ათავისუფლებენ თუ ისევ ნუბ-ქლოქინგი რჩება? :D
-
არა, -E არ მინდა, იმიტომ რომ ქვედა მოდელის გარდა სხვას ვერ გავწვდები, 500 და 999 ეღირება ზედა ორი. + Ivy-ს ტოპ კლასი E-ს მაგ მესამე მოდელს აჯობებს წარმადობაში IMO, სტოკზეც და ოვერქლოქზე ხომ საერთოდ. + Ivy-ს თვითონ პროცსაც აქვს დამატებული ახალ-ახალი ტექნოლოგიები, AVX და ა.შ.
-
ვინ არის Wi-fi ში ღრმად ჩახედული ? დამეხმარეთ
Power_VANO replied to f-22raptor's topic in აპარატურული პრობლემები
ნუ აოფებთ! -
ოჰ, მე მაპატიეთ რომ 5.3 გიგას ჰაერზე ვერ ვდებ 2-3 სეტინგის შეცვლით :D ნუ ახლა რომ სენდიზე გადავიდე რა აზრი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აივი თავსებადი იქნება ახლანდელ მაზერებთან. ბარემ დავუცდი და ახალ ჩიპსეტზე ავიღებ უკვე ტოპ კლასის პროცს, ფინანსურადაც მექნება ზურგი გამაგრებული მაგ დროისთვის. თან როგორც იქნა ჩIპსეტშივე ჩადეს USB3.0-იც.
-
კარგია, ჩემი შემდეგი აპგრეიდიც Ivy-ზე იქნება ნუ ისიც ძალიან რომ არ ჩამოვრჩე ტექნოლოგიებს, თორემ რეალურად ახლდანდელი პროციც მშვენივრად ქაჩავს ყველაფერს :)
-
გამოიყენეთ http://bit.ly/ ან http://bmu.li/ FB გრძელ ლინკებს ამახინჯებს ხშირად, განსაკუთრებით CMS-ების ლინკებს.
-
ვაა, რა ეშველებოდა გაგრილების ინდუსტრიას Thermalright-ს Ultra 120 რომ არ გამოეშვა :D
-
მაგარ ზურა! მშვენიერი შედეგებია!
-
კი, ესაა ზუსტად: Intel Classmate PC E11IS2. აწყობილია დიდი ნაწილი Elitgroup-ის მიერ, საიტზეც უდევთ: http://www.ecs.com.tw/ECSWebSite/Product/Product_Detail.aspx?CategoryID=3&TypeID=48&DetailID=1146&DetailName=Feature&MenuID=27&LanID=0 მაგრამ მანდ სპეციფიკაციებში შეცდომებიც აქვთ გაპარული. სტატიაში AIDA64-ის სრული ჰარდვეა რეპორტი მიდევს და იქ ნახე ზუსტი ტექნიკური დეტალები.
-
ნამდვილად 720p HD ვიდეოს ამუშავებს გაჭედვების გარეშე, საოფისე საქმეს და ინტერნეტს უპრობლემოდ ქაჩავს, ინტეგრირებულ პროგრამებსაც მშვენივრად, Win 7 Pro-საც გაჭედვების გარეშე ამუშავებს. ყველას თავისი აზრი აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ მე ერთ ეგეთს სიამოვნებით ვიქონიოებდი, პირადი მოხმარებისთვის. ფაქტი ეგაა ზურა, საბითუმოშიც კი ამ ლეპებს 250-ზე იაფად არავინ მოგვცემს. იმისათვის რომ ფასი შემცირდეს, აქ ქარხანას აშენებენ, მოსკოვის პროსპექტზე. 60-70 ადამიანი იმუშავებს, ნაწილები ჩამოვა და მაგ ლეპებს აქ ააწყობენ ხოლმე. დღესდღეობით განათლების სისტემაში ძალიან დიდი ფული მიდის, განსაკუთრებით სკოლებში. წელს მე-12 კლასში კომპიუტერული გამოსაშვები გამოცდები დაინერგა და რეალურად ატესტატს ფასი დაედო. ნიშნების ნაცნობობით წერას აღარ აქვს აზრი. რამდენიმე წელიწადში ალბათ მივალთ იქამდეც რომ სკოლის ატესტატის ქულებს უკვე საკმაოდ სერიოზული გავლენა ექნება უნიში მიღებაზე. + დამამთავრებელ კლასებში სწავლის დონე გაიზრდება აუცილებლად. წელს ზღვარი დაბალი იქნება, მომავალი წლიდან აიწევს ნელ-ნელა. ამ წლიდან უკვე პირველკლასელებს ლეპები ურიგდებათ. სწორი ბიძგები, მასწავლებლების სწორად მომზადება და სუპერ პროექტია - პოტენციურად ყველა ბავშვს ძალიან მაღალ დონეზე ეცოდინება კომპის გამოყენება. + რამდენ ოჯახში გაჩნდება კომპი, როგორც მინიმუმ + შენახვაა იოლი ძალიან, მაქსიმალურ დატვირთვაზე 17-22 ვატს მოიხმარს "შტეფსელიდან" ეს ლეპი.
-
გასაგებად გითხარი მგონი წაიკითხე მეთქი სტატია, ეს ერთი. რომ დაგეჯერებინა ჩემთვის, მაგ კითხვებს არ დასვამდი. მეორე - ჰაერზე ლაპარაკობ ზუსტად იმიტომ რომ არ ხარ ამ საქმეში ჩახედული ადამიანი. მესამე - ეს მოწყობილობა ნეტბუქია, სრულყოფილი x86 ინსტრუქციების პროცესორით და სრულყოფილი ოპ. სისტემით. თუ შენ იმით აფასებ კომპს, ზედ GTA IV-ის თამაში და 3D რენდერინგი იყოს შესაძლებელი, ძალიან ცდები. მეოთხე - მინახავს, ხელშიც მჭერია და სექსიც მქონია მთელი ღამე ამ ნეტბუქთან. მე იმაზე არასდროს ვწერ, რაც პირადად არ გამიტესტავს მეხუთე - საცალო ფასი 300$-ზე მეტია თითოეული Intel Classmate PC-სი. წლის ბოლოს ბაზარზეც გამოუშვებენ და ყიდვაც იქნება შესაძლებელი. მეექვსე - შეგიძლია დამისვა უამრავი კითხვა. განათლების სისტემაში ვმუშაობ ამჟამად და ამ პროექტთანაც ახლოს ვარ, პასუხებს აუცილებლად მიიღებ. კიდევ ერთხელ გეუბნები, საცალო ფასი 300$-ზე მეტია თითო ნეტბუქის. დიდ პარტიაში 250$-იც რომ იანგარიშო, 60000-ზე უკვე 15 მილიონი გამოდის. იმის გამო, რომ საქართველო ხარ, არავინ არ გაჩუქებს არაფერს intel-დან დაწყებული microsoft-ით დამთავრებული. ეს აღარ იყო საჭირო უკვე.
-
ვითარდება ქვეყანა კაცო, ეგრე კი არაა თუ ჩავთვლით რომ თითო ლეპი 250-დან 300$-მდე ჯდება, მინიმუმ 15-18 მილიონი $ უკვე მხოლოდ ამ ლეპტოპების საყიდლადაა გადახდილი. + ოხრად შრომა. საერთოდ, ბოლო წლებია განათლების სისტემაში დიდი ფული ტრიალებს. აგერ მე-12 კლასელების გამოსაშვები, საატესტატო გამოცდები ჩავატარეთ ახლა, აბსოლუტურად ყველაფერი კომპის საშუალებით, 1520 სკოლა ერთდროულად იყო ჩართული სისტემაში მთელი საქართველოდან. ცალკე ამ სკოლებში ინტერნეტის გამართვა და ა.შ. მოკლედ, წინ მიდის განათლების სისტემა აქ. გმადლობ 18 მილიონი ჯიბეში გიდევს? ჯერ წაიკითხე, დასკვნები მერე და არა ჰაერზე :)
-
კი ზურა, წელს ყველა პირველკლასელს (60000-ზე მეტ ბავშვს) უფასოდ ურიგებენ ამ კომპებს უზარმაზარი პროექტია.
-
მოოკლედ, სკოლებში გამოცდების დასრულებასთან ერთად, როგორც იქნა დავაფინიშე "ბუკის" მიმოხილვის წერაც. წინ საინტერესო და გრძელი სტატია გელოდებათ სრულად: ბუკი - ისწავლე ხალისით! @ Compinfo.ge
-
აუ რა მაგარი რამეა! კამფეტი პროცა იქნება, 150$ ღირს და ღია მამრავლი, ძალიან მაგარია :)
-
+1 HTML-ს სამწუხაროდ ვერ ჩაგირთავთ. როცა დაგჭირდებათ, მიმართეთ მოდერებს. იმდენი არიან, ერთ-ერთი მაინც იქნება ონლაინში :D
-
გამოიყენეთ Watch this Topic ღილაკი თემის თავში. მერე კი პროფილის სეტინგებში > Forums ნახავთ მაგ თემებს.
-
კაი ბიჭობა თუ ტორტი ბრატ? :chojinfc:
-
პროცი Intel Core i7 აიღე, 4 ბირთვით და HT-თი ან AMD-ს თუ აიღებ, კაი 6-ბირთვიანი. ოპერატიული 4GB+ აიღე, ეცადე დაბალტაიმინგიანი იყოს, რამდენსაც გაწვდები ფინანსურად რომ არ გაიწეწო ძალიან. დაბალი ტაიმინგები ვიდეო დამუშავებაზე დადებითად მოქმედებს ძალიან დანარჩენი უკვე გემოვნებით, სიტყვაზე HDD რამდენიც დაგჭირდება, მაზერი დიდი სასწაული არაფერია საჭირო, არც ვიდეო კარტა და ა.შ. შეიძლება სიტყვაზე ვინმემ გითხრას, GPU-ს ძალებით დააკონვერტირე ვიდეოო, მაგრამ როცა სერიოზულ მონტაჟს ეხება საქმე, იქ GPU-ს კოვენრტერების გამოყენება არ შეიძლება, ხარისხი დაბალია x86-თან შედარებით. მთავარია კაი ძლიერი პროცი და კაი ოპერები მოკლედ :)
-
წყლის გაგრილების რეკომენდაცია
Power_VANO replied to westsider's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
ეგრე იმის შანსიცაა რომ კომპის რომელიმე ნაწილი გადაგეწვას კარგად თუ ააწყობ და ერთ 24 საათიან სტრეს ტესტს ჩაუტარებ, არ გაჟონავს არაფერი. -
100%, პროფესიულ ფეხბურთში გაშლილი ფეხით ფეხზე წასვლა წითელია ნამდვილად. ერთადერთი მსაჯმა შეიძლება შეიწყალოს თუ სენტიმენტალურია და ა.შ. :D
-
კიდევ ვიმეორებ, გაშლილი ფეხით ფეხზე წასვლა ისჯება უმკაცრესად პროფესიულ ფეხბურთში. შეიძლება ყოველდღე ეზოში რომ ვთამაშობთ ქუჩის ფეხბურთს იქ მოსულა და პრობლემა არაა, მაგრამ დიდ ფეხბურთში ძალიან არაეთიკურ საქციელად ითვლება ეგ. უპირველესად დასჯადი პეპეს ქმედებაა მაგ სიტუაციაში და მერე შეეხო თუ არ შეეხო. მსაჯი იასნა ვერ დაინახავდა მილიმეტრებით აცდა პეპეს ფეხი ალვეშს თუ შეეხო, ეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ შეეხო თუ არა HD-ში რამდენიმე რაკურსით და გამეორებების შემდეგ, თორემ მსაჯისთვის იმ მომენტში პეპე 100% ფეხზე წავიდა და სახე გააძრო ალვეშს, მიუხედავად იმისა რომ გააფორმა კიდეც ალვეშმა შეიძლებოდა ალბათ ყვითელიც, უფრო სუბიექტურად თუ გადაწყვეტდა მსაჯი, მაგრამ მაშინ ადებაიორს გაისტუმრებდა 100% და მაინც 10-კაციანი რეალი დარჩებოდა. ჰო რა, და ახლა 5+ გბ-იან HD-ს ვერ გადმოვწერ პეპეს და ალვეშის გამო რომ ჩემით ვუყურო :D
-
ჯამბო ნუ სცოდავ ბიჯო ვალენსიას გაზრდილ-ჩამოყალიბებულია ვილა ისეთად, როგორიც ახლაა ჯერ სპორტინ გიჯონ B-ში თამაშობდა, მერე გიჯონში, მერე სარაგოსაში ორი წელი და 2005-დან ვალენსიაში უკვე. და ნუ შარშან გადავიდა ბარსელონაში. პეპეს რაც შეეხება, ვუყურე ვიდეოს და აზრი იგივეა - ჯერ ერთი მსაჯი იმ მილიმეტრებში აცელილ ფეხს ვერ დაინახავდა. მეორეც, ეგ მომენტი სანახავია HD-ში, მაგ პატარა გაფართოებაზე შეხების მომენტი ცუდად ჩანს და არაა ნათელი შეეხო თუ არა პეპეს ფეხი ალვეშის ფეხს (შეიძლება მართლაც არ შეეხო და ალვეშმა გააფორმა, არაა გასაკვირი ). მესამეც, შეხება მეორე ხარისხოვანია, დასჯადია თვითონ პეპეს ქმედება, გაშლილი ფეხით ფეხზე წასვლა. ყოველთვის უმკაცრესად ისჯება ეგ ქმედება ფეხბურთში, ძალიან სახიფათოა ეგეთი რამის გაკეთება. შეაფასეთ ობიექტურად! მე არც რეალის ფანი ვარ, არც ბარსელონასი, შესაბამისად, მეკიდა და მკიდია პეპეც სიტყვაზე, ან ბარსა გავა თუ რეალი ფინალში, შესაბამისად, ვაფასებ ობიექტურად - პეპემ რაც გააკეთა, ყველანაირ საფეხბურთო ეთიკას ეწინააღმდეგებოდა და დასჯადი იყო ყველანაირად. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იყო შეხება ალვეშის ფეხზე თუ 5 ან 10 მილიმეტრით ასცდა.
