Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5956
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    64

Everything posted by Power_VANO

  1. აი ეგ არის იმ საილენX-ის პონტი. ფენი არის 2000 ბრუნიანი და უწერია 19 დბ ეგ პირველი ტყუილი. ეგ 35+ დბ-ს დადებს თავისუფლად და გააყრუებს ადამიანს. 3.04 მმ h2o-ც ძალიან არარეალისტურად ჩანს ისე, 38 მმ-იან ფენებს თუ იყიდი, იმათ წნევა გაცილებით დიდი აქვთ მაგრამ ხმაურიც იგივე ბრუნზე მეტია 25 მმ-იანთან შედარებით. სოსო ეს სჯობს: http://www.sidewindercomputers.com/de12tfexhisp.html :D
  2. ოო ეგენი სასტიკი რამეებია მაგათ "ცხაურებიც" უყიდე, თორემ შემთხვევით თითი რომ მოგიხვდეს, ოოო თიმის კეიზები არ გაქვს ნანახი შენ? ეგეთები გვაქვს 2 ცალი, ერთი მგონი ავთოსთანაა. გამარჯობა ეგენი იდეაში კარგი ფენებია, ცუდი არაა. ფასი ძალიან კარგი აქვს, მაგრამ: 1) ნუ ფასი მაგარი აქვს, ადრე ეგ ფენები 4-4$-ში მაქვს ნაყიდი საიდვაინდერიდან, 10 ცალი. 2) ხმაურიანია ცოტა სხვებთან შედარებით (იგივე ნოქტუა, სკაიტე ს-ფლექს, აკასა... უფრო ჩუმები არიან იგივე ბრუნებზე) 3) Sleeve Bearing-ებია, ანუ თუ ვერტიკალურად არ აყენია ეგ ფენი, დროთა განმავლობაში ხმაურს იკიდებს, ცუდი შეზეთვის გამო (ეგეთი საკისრები რასაც აქვს, 90% ფენებისას ეგ დაავადება აწუხებს, ვერტიკალში ყველაფერი OK, ჰორიზონტალში ვერ იზეთებიან კარგად და ხმაურს იწყებენ). სამაგიეროდ, იაფი ღირს ეგეთი ფენები. თუმცა ეს "დროთა განმავლობაში" ცოტა დრო არაა მე ეგ ფენები მაქვს 6-7 ცალი. რამდენიმეს სახლის მეორე კომპისთვის ვიყენებ. მოკლედ, კარგი ფლოუ აქვთ, საკმაოდ კარგი ფენებია, ოღონდ ვერტიკალში უნდა იდგნენ დიდხანს რომ გაძლონ. ფასი/ხარისხი მაგარი აქვთ რადზეც ცუდები არ იქნებიან. უკეთესებიც არსებობს რა თქმა უნდა, მაგრამ ეგენი სადღაც Above Average ფენაში დგანან, მაღალი კლასის ქვემოთ.
  3. ვაა სად იყიდება ენერმაქსები 8$-ად? ჯენტლ ტაიფუნი ძვირი სიამოვნებაა, თითქმის ნოქტუას ფასი ღირს ნუ მართლა კარგები კია ისე ქულერზე მიყენია და კეისზე, შემწოვად ერთი ცალი. ადრე რადიატორზე ვიყენებდი სანამ წყალი მქონდა.
  4. ოღონდ სერიოზულ მწარმოებლებს ენდე მარტო. არის ეგეთი ფირმა SilenX, რაღაც გასაოცარი მონაცემები უწერია ხოლმე ფენებზე. რეალურად არის ნაგავი ანუ ტყუილს წერენ. ნოქტუა და სკაიტე სუპერ სანდოები არიან. ასევე ენერმაქსი, აკასაც კარგი ბიჭები არიან. ქულერ მასტერი ცოტა ისეთი პონტია, ხან ისეა, ხან ასე, მიუხედავად იმისა, რომ რესპექტაბელური ფირმაა. როგორც ჩანს სხვა კომპანია უმზადებს ფენებს. თერმალთეიქის ფენები შავი TR-FDB-ები იგივე Scythe S-FLEX-ებია, 1:1-ზე ემთხვევიან წარმადობაში. ისე მაგათთან ერთად რაც ზურამ დაგიწერა Scythe-ს Gentle Typhoon-ებიც ნახე წარმადობა/ხმაურის დონე ძალიან კარგი აქვთ. თან მაღალ ბრუნზე უფრო "სასიამოვნოდ ხმაურობენ". ბევრი ფენი ზუზუნებს სასტიკად მაღალ ბრუნებზე, მაგათ დიდი მოტორის და სიმძიმის გამო სტაბილური ხმა აქვთ უფრო.
  5. westsider George მადლობა ბიჭებო 2.1 სისტემა მინდა ოღონდ მე, 5.1-ს ვერ დავატევ, მეც მაგიდაზე ხომ არ დავილაგებ ყველა დინამიკს ე.ი. ჯამში ლოჯიტეკი ან ქრეატივი ხომ? აი ეს მაგალითად ცუდი ბიჭი არ იქნება არა? http://www.logitech.com/en-us/speakers-audio/home-pc-speakers/devices/5862 თუ Creative Inspire 3100 მაგალითად? ისე ახლა მაქვს Logitech X-140 და უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მშვენიერია. ნუ რასაც ინტეგრირებული საუნდი ქაჩავს :D
  6. Creative-ის დინამიკებს ვინ ყიდის ჩვენთან? ასევე ვისაც გამოგიცდიათ, მაინტერესებს მიკროლაბები როგორია? ვთქვათ იგივე ლოჯიტეკთან და ქრეატივთან შედარებით როგორია პრაქტიკაში?
  7. მოდერებო, რატომაა ეს თემა აქ? წავიდა ფლეიმში.
  8. წაიკითხე წინა გვერდები, ნახე სკრინები. ის რაც ახლა გამოდის, აბსოლუტურად სხვა პროდუქტია :)
  9. კაცო ჯოსტიკი ვს კლავა+მაუსი სხვა თემაში განიხილეთ, ნუ აოფებთ ამ თემას.
  10. Abnormalia ოხრად შრომა და პროგრესი ეტყობა თამაშს სკრინებიდან საკმაოდ ლამაზი და კარგად დამუშავებული გარემოა სხვებს ვისაც არ გითამაშიათ ის პირველი პრე-ალფა რელიზი, აუცილებლად ითამაშეთ, სულ 10 თუ 15 წუთია. სამაგიეროდ, ნახავთ, რა სხვაობაა 2 კვირაში დამზადებულ თამაშსა და წელიწადნახევრის შრომას შორის :)
  11. არაა მიზანშეწონილი. ერთი რომ სხვაობას არ მოგცემს არანაირს ტემპერატურაში, მეორეც საშინლად ძვირია ისედაც რომ გაზომო, წყლის ბლოკში შემავალი (გრილი) და ბლოკიდან გამომავალი ("ცხელი") წყლის ტემპერატურები, სხვაობა ჰა-ჰა 1-2 გრადუსი იყოს არ გამოვა, სუსტია მაგის გაგრილების სისტემა. წყლის გაგრილებაში 150+ ვატს ვეთამაშებით ხოლმე ძირითადად და 150 ვატს ეგ პატარა სისტემა ვერ გააგრილებს, ადუღდება წყალი :)
  12. ოკეი ძალიან გუუდ :)
  13. მე თანახმა ვარ აბნო, ძალიან მაინტერესებს :)
  14. ლოლ: http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1598075 არადა მე-4 ადგილზე წერია ვალიდაციებში :)
  15. არა რატომ? როგორც ახლა -E-ს სახით გამოდის სენდი ბრიჯის ულტრა-ჰაი-ენდ ვარიანტი, ისე გამოვა აივის ვარიანტიც მოგვიანებით :)
  16. 1 კილო მოდერატორი უფრო მძიმეა თუ 1 კილო ადმინი?
  17. ეგ იქით იყოს და ეს ტროპიკული ამინდები რომ გვაქვს WTF? გაიხედავ, ტამ მზეა, 5 წუთშI ამოვარდება ქარი, უცბად მოიღრუბლება, დაასხავს სასტიკად, მერე ისევ ისე უცბად გადაიღებს და რამდენიმე საათში ვითომც არაფერი ყოფილა აგერ გუშინ დამირეკა ძმაკაცმა, გამოდიო. გავიხედე გარეთ, მზეა. სანამ მოვემზადე, ჩავისცვი, 10-15 წუთში, უკვე მოღრუბლული იყო და წვიმდა სასტიკად დღეს დილით კიდევ ვითომც არაფერი ყოფილა, არადა დაალპო გუშინ ყველაფერი, ჩემი ტალახიანი მანქანა ბზინავდა დღეს :D
  18. კაცო, მე ვთქვი აჩქარებაა იგივე მეთქი, ანუ g=9.81 მ/წმ, ინდეპენდენტ ოფ მასს (არ მაპატიო მაინც, დამტროლე ან მგელე პოსტი დამიწერე ან დამჭიპე ან რამე მიქენი ) ისე, აიფოუნი კუთხით/კიდით არ უნდა დაცემულიყო ძირს? ბრტყელია, ჰაერის წინააღმდეგობის გამო ვერტიკალურად უნდა გასწორებულიყო ვარდნისას. ვერტიკალით დაცემისას კი თუ მართლა ბალიშზე არ დაეცა ან ვთქვათ ქვიშაში არ ჩაეჭო, უნდა გადახსნილიყო შუაზე, არა? მაგრამ მეორეს მხრივ, 137 გრამია სულ აიფონ 4, ჰაერის მასებისგან მაგის აქეთ-იქით თამაში არცაა გასაკვირი :)
  19. პიპალ, რა მნიშვნელობა აქვს 4 კმ-დან ჩამოვარდა თუ 50 მეტრიდან აჩქარება ერთი და იგივეა თავისუფალი ვარდნისას 4 კმ-ზეც და 50 მეტრზეც ასე რომ, სხვაობა 0-ია. ჰო, 10 მეტრზეც იგვიეა აჩქარება და 5-ზეც ასე რომ, პიარია ეგ, მეტი არაფერი.
  20. ჰო მაგრამ ინტელი ხომ აღარ აწარმოებს QX-ებს? ეგ უბრალოდ საწყობში აქვს შემორჩენილი ვიღაცას და ყიდის. ეგ სლაიდებში ის პროცებია, რომლებიც ამ ეტაპზე იყიდება და აწარმოებს ინტელი. თორემ ეგრე ლინფილდი რომ გამოვიდა პირველად, დაურაზგონებლად 860 ხნავდა 920-ს 9-იან სერიას თავის + ები ჰქონდა რა თქმა უნდა და იყო რაღაცები, როცა სჯობდა 8-ს, მაგალIთად SLI/კროსი. იგივეა ახლაც და იგივე იქნება მერეც. სენდი 1155-მა ეგ ურთიერთგადაფარვა უფრო საგრძნობი გახადა, იგივეს იზამს აივი ბრიჯი გამოსვლისას, 90% წარმადობაში i7-3820-ზე უკეთესი იქნება მიუხედავად იმისა, რომ კლასით i7-3820 უფრო მაღლა იდგება :)
  21. ეგ სლაიდები უფრო ფასის მიხედვით დგება ხოლმე ყოველთვის, ვიდრე წარმადობის :)
  22. კარგი ტესტია, მადლობა ვესტ მაგარი მონსტრი კი ყოფილა შამანი დიზაინიც კარგადაა თან მოფიქრებული, ფაზების ქულერი სილვერ ეროუსაც კი არ უშლის ხელს :)
  23. ოოო, მაშინ ხოო, მაშინ ხოოო მაგ შემთხვევაში მეორე რად-ი კარგი იქნება ძალიან ასევე ძალიან საინტერესო იქნება არამარტო დასრულებული პროდუქტი, არამედ შექმნის პროცესიც :)
  24. იმენნა გაიძულებენ თხელი ტაუერ-ტიპის ქულერები იყიდო TRUE და მაგის ჯიშისები კიდევ. ისე, საინტერესო კია რა შედეგი ექნება პროცის ორივე მხარეს ოპერების არხები სგანლაგებას. სკიუს პრობლემა ყოველთვის არსებობდა ხოლმე და სხვადასხვანაირი "მოჭიმვა" სჭირდებოდა სხვადასხვა არხს. მაგრამ ჯერ ისიც არ ვიცით oc რა ვარიანტში გვექნეა -E-ზე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.