-
Posts
5958 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
65
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Power_VANO
-
წყლის გაგრილების რეკომენდაცია
Power_VANO replied to westsider's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
ოოო, მაშინ ხოო, მაშინ ხოოო მაგ შემთხვევაში მეორე რად-ი კარგი იქნება ძალიან ასევე ძალიან საინტერესო იქნება არამარტო დასრულებული პროდუქტი, არამედ შექმნის პროცესიც :) -
იმენნა გაიძულებენ თხელი ტაუერ-ტიპის ქულერები იყიდო TRUE და მაგის ჯიშისები კიდევ. ისე, საინტერესო კია რა შედეგი ექნება პროცის ორივე მხარეს ოპერების არხები სგანლაგებას. სკიუს პრობლემა ყოველთვის არსებობდა ხოლმე და სხვადასხვანაირი "მოჭიმვა" სჭირდებოდა სხვადასხვა არხს. მაგრამ ჯერ ისიც არ ვიცით oc რა ვარიანტში გვექნეა -E-ზე.
-
წყლის გაგრილების რეკომენდაცია
Power_VANO replied to westsider's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
JAB-TECH-იდან იყიდე, ჩერეზ გუგლ-ჩეკაუტით იღებს ქართულ ბარათებს უპრობლემოდ თან ყველაზე იაფი მანდაა. FrozenCPU დაგიბლოკავს ბარათს 90%, დანმჯერ დენი არ ვიცი. -
წყლის გაგრილების რეკომენდაცია
Power_VANO replied to westsider's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
სოსო, აი ტესტები: http://skinneelabs.com/triple-radiator-comparison-v2/4/ მოკლედ, ხმაური თუ გკიდია, GTX360 აიღე მაშინ 1800 RPM-ის ზემოთ ხნავს სხვებს ყველა რეინჯში დაბალანსებული წარმადობა თუ გინდა, მაშინ Thermochill PA სერია. სხვებს შეეშვა შეგიძლია. საიტებს რაც შეეხება, Jab-Tech-ზე Google Checkout-ით შეგიძლია იყიდო, გუგლ ჩეკაუტს ჩვენი ბარათები ებმება. საიდვაინდერი იღებდა ჩვენს ბარათებს ადრე უპრობლემოდ, ახლა კაი ხანია არ დამიკვეთავს და არ ვიცი ნამდვილად. ადრე კი რასაც მაქედან ვეზიდებოდი შენ რაც გაქვს ახლა, ეგ სისტემა მთლიანად საიდვაინდერიდან მაქვს ჩამოტანილი ერთი ის ვერცხლის მავთული ვიყიდე Petrastechshop-ზე თუ მხოლოდ პროცს აგრილებ, 0 გრადუსიან ცვლილებას მოგცემს მეორე რადიატორი. როცა 3X120-იანი რადი გაქვს, მეორეს მუღამი მხოლოდ იმ დროს აქვს, თუ პროცის გარდა სხვა კომპონენტების გაგრილებაც ხდება. -------------- ------------- --------------- ჰო და სოსო, არ შეცდე და ის რაიზერი არ იყიდო ამაზონზე, ეგ შრაუდი არაა და არ მოგცემს ნორმალურ შედეგს ნაღდი შრაუდი თუ გინდა, არის მაგ მაღაზიებში რომლების ლინკებიც დადე. თერმოჩილს აქვს დიდი კარგი შრაუდები მაგალითად, სხვა რადიატორებზეც მიდის :) -
წყლის გაგრილების რეკომენდაცია
Power_VANO replied to westsider's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
და გჭირდება სოსო ახალი რადიატორი? წარმადობა მაგ სვიფტეჩს თითქმის იგივე აქვს, რაც სქელ ჰაი-ენდ რადიატორებს, არაა ძალიან დიდი სხვაობა. უბრალოდ, ფლოუს მხრივ, ცოტა უფრო შეზღუდულია (პომპა ძლიერი გაქვს და ეგ არაა პრობლემა). თან სენდის ისედაც არ აქვს დიდი თბოგამოყოფა თუ პროცის გარდა სხვა კომპონენტის გაგრილებაც გინდა, მაშინ კი შეიძლება აპგრეიდზე დაფიქრდე აი ტოპ წარმადობა: http://www.sidewindercomputers.com/tahipera15.html ფლოუც კარგი აქვს და ზომაში და წარმადობაშიც ქილერია რა :) -
წყლის გაგრილების რეკომენდაცია
Power_VANO replied to westsider's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
საიდვინდერი ადრე ჩვენ ბარათებსაც იღებდა უპრობლემოდ ახლა კაი ხანია არ შემიკვეთია მანდ არაფერი და არ ვიცი კიდევ იღებს თუ არა. -
არა, არ ექნება, ეგ სეგმენტი ახლა სენდის უჭირავს და მერე Ivy ჩაჯდება მანდ. ისედაც პერფორმას სეგმენტი ექსტრიმის ნაწილობრივ გადაფარვას აკეთებს ხოლმე წარმადობის მხრივ, -E ებისთვის სიმძლავრის დაგდება არ იქნება კარგი ვარიანტი :)
-
KAV, NOD... Avira Free Edition +1 MSE-ს ჩემგანაც :)
-
კაი რამეა ნამდვილად 2500-იანი აკუ მაგარია ისე პიპალ, ახალი XPERIA X1 ჩვენთან/უცხოეთში რამდენად შეიძლება იყიდო?
-
+ ყველა ნორმალური კვების 80-90%-ში DC2DC გარდამქმნელები FSP-ს წარმოების დევს მოკლედ, უდიდესი OEM-ია PSU-ებში FSP :)
-
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
Power_VANO replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
არ იქთვა, მაგრამ თუ Ivy Bridge-მდე საკმაოდ გადაუსწრო AMD_მ ინტელს, მაშინ არაა გამორიცხული ვიხილოთ ეგენიც :) -
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
Power_VANO replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
აქვს ზურა, როგორ არა ეს ჩვენ ვუყურებთ მაქსიმუმს რისი გამოწურვაც პროციდან შეიძლება, თორემ ზოგადად, ვისი პროციც სტოკზე უფრო ძლიერია, იმისია გვირგვინი მაგისთვის იქნება საჭირო 2700 და 2800 რომ სტოკზე ინტელმა წინ წაიწიოს ისევ, თორემ ზედა წერტილი კი იგივე დარჩება, ეგ იასნა :) -
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
Power_VANO replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
ჰოო, ანუ ინტელი upper mid-end-ს ამოუდგა AMD გვერდით, კარგია ისე, რესურსი კი აქვს სენდის რომ მამრავლები გაიზარდოს და სიტყვაზე 2700 ან 2800 ვნახოთ, უფრო დიდი მამრავლებით, რომლებიც გაათანაბრებენ ან უფრო წინ გავლენ ისევ წარმადობაში. თუმცა, როგორც გამოჩნდა, ბულდოზერიც კარგად ქლოქავს ჰაერზე, ასე რომ, მგონი პერფორმანს სეგმენტში დააღუნავენ ერთმანეთს თავზე ყველაფერს აი ახლა AMD-ს რომ უკეთეს ტექნოპროცესთან ჰქონდეს წვდომა, კი დაატევდა მეტ ბირთვებს ერთ პროცში და აიწევდა უფრო ზემოთ წარმადობაში ჰაი-ენდი როგორც ჩანს ისევ ინტელს დარჩება ბულდოზერის გამოსვლისასაც და მერე სენდი-E კიდევ უფრო მაღლა აწევს მაჩვენებელს. -
Overclockers.GE წარმოადგენს მშვენიერ სარეკლამო ადგილს - ყოველდღიურად ჩვენს ვებ-გვერდს სტუმრობს უამრავი ხალხი, რომელიც დაინტერესებულია კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და სიახლეებით, ასევე გეიმინგით. თუ თქვენი ინტერესები ეხება იგივე სფეროს, შეგიძლიათ გამოთვალოთ თუ რამდენად მიზანმიმართული იქნება თქვენი რეკლამა ჩვენს ვებ-გვერდზე - ჩვენთან შემოდის მომხმარებლის მხოლოდ ის კატეგორია, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული სფეროთი. გთავაზობთ სამი ტიპის რეკლამას: 1) კომპანიის/მაღაზიის/ფიზიკური პირის სარეკლამო/PR ტოპიკი რომელიმე განყოფილებაში მაგ: კომპიუტერული მაღაზიის სარეკლამო თემა "ყიდვა-გაყიდვის" განყოფილებაში ერთი თვით თემის განთავსების ფასი: 100 ლარი 2) ფორუმის პირველ გვერდზე, კონკრეტული განყოფილებების გასწვრივ, 240x50 პიქსელი ზომის ბანერები ბანერის ზომა: 240x50 პიქსელი ერთი თვით ბანერის განთავსების ფასი: სტატიკური - 50 ლარი ანიმაციური - 60 ლარი (GIF ანიმაცია, არაუმეტეს 100 კბ-სა) 3) Custom რეკლამა, მოლაპარაკების საფუძველზე. გრძელვადიანი დაკვეთებისას განიხილება ფასდაკლებებიც. რეკლამის განთავსების მსურველები დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: advertisement(ცუგა)overclockers.ge ან მომწერეთ მე, @Power_VANO-ს PM. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ სარეკლამო ადგილების საპრეზენტაციო სქრინშოტი.
-
- 15
-
-
ოპერას ბრალია, ხო :)
-
კარგია რომ გამახსენეთ, გავაკეთებ მაგას :)
-
PowerColor ის 2 ბირთვიანი Radeon HD 6870 - მიმოხილვა
Power_VANO replied to Barca's topic in AMD (ვიდეო დაფები)
კარგი თემაა ბარსა, ოღონდ დიდი სურათები IMG ტეგში გაუშვი, რომ ფორუმმა დააპატარავოს თავისით. ავტომატური პარსინგისას ჯერჯერობით არ მუშაობს ავტო-რესაიზი. -
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
Power_VANO replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
ყოჩაღ AMD-ს, ყოჩაღ 5.1 ჰაერზე მაგარი შედეგია მთავარია წარმადობაც ეგეთივე ჰქონდეს, როგორც იქლოქება და იქნება მერე კანფეტი :) -
განყოფილებაში რომ შედიხარ, შიგნით წერია ახლა. რა გელა, ვინ გელა? :)
-
ჯერჯერობით არაფრისთვის :)
-
საინტერესო ვიდეოა, ვისაც გაინტერესებთ ინტელის წარმოების ხაზი:
-
იხსნება, უბრალოდ ცოტა ხანი დაცდა უნდა ხოლმე, მაგის კეშირებას არ აკეთებს და ბაზიდან იღებს დიდ ინფოს. ლინკი ესაა რაზეც ეგ Members გადის: http://www.overclockers.ge/index.php?app=members§ion=view&module=list
-
არაა მომენტ დასამალი. იცოდნენ რატომაც ვერ და არ ვრთავთ HTML-ს. HTML-ის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ძალიან მარტივად შეიძლება ფორუმისთვის ზიანის მიყენება. მაგ: SQL ინექციების და მავნე სკრიპტების გაშვება, პაროლების ჰეშების მოტეხვა და ა.შ. უამრავი ცუდი რაღაცის გაკეთება შეიძლება. HTML ამწუთას ჩართული აქვთ მხოლოდ მოდერებს და ისიც მხოლოდ 3 თუ 4 განყოფილებაში, გეიმებში. ნიუსჰანტერებს რომ ჩაგირთოთ, შესაბამისად, ყველგან უნდა ჩავრთო. ფორუმზე კიდევ უკვე 40-მდე განყოფილებაა, თუ მეტი არა მეორეს მხრივ, სწორად გამიგეთ, ღმერთმა არ ქნას და რამე რომ მოხდეს მაგ HTML-ის გამო, ეჭვმიტანილების სიაში მოხვდებით ავტომატურად. ერთია რომ თუ თქვენი ბრალი არ იქნება, რატომ უნდა იყოთ ეჭვის ქვეშ და მეორეს მხრივ, ჩემთვის რთულდება ძალიან ეგეთი შემთხვევის სწორი ანალიზი. უდნა ვეძებო დამნაშავე მთელი ფორუმის მასშტაბით. შეიძლება თქვენ არ იმაიმუნოთ, მაგრამ თქვენი ექაუნთით იმაიმუნოს სხვამ. ანუ თქვენთვისაც დიდი პასუხისმგებლობაა HTML-ი. მოკლედ, ყველასთვის უარყოფითი შედეგის მომტანია ეგ ფუნქცია. ფორუმისთვის - იმიტომ რომ 3-4-დან 40 განყოფილებამდე იზრდება საფრთხის წყარო. თან ყველაზე უარესი საფრთხის, რაც შეიძლება დაშვებული იყოს. თქვენთვის - რაღაცის HTML-ის გამო არევის შემთხვევაში ავტომატურად ეჭვმიტანილები ხდებით, ანუ პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჩემთვის - ფორუმს ვდირკავ 40 ხვრელიდან, შესაბამისად ჩემი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დგება ასევე მიწევს ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე არასასიამოვნო რაღაცების კეთება, არამარტო ჩემთვის, არამედ თქვენთვისაც. კონტროლის და ზედამხედველობის მექანიზმს ვგულისმობ. შესაბამისად, იმისთვის რომ ფორუმი არ ჩავაგდოთ საფრთხეში, იმისთვის რომ თქვენ არ დაგიმატოთ დამატებითი დიდი პასუხისმგებლობა ფორუმის უსაფრთხოების წინაშე, იმისათვის რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ვიყო მე და არ ჩაგაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში თქვენ, უარი ვთქვი HTML-ის მასიურად ჩართვაზე. როგორც ვთქვი 3-4 განყოფილებაშია HTML ჩართული და გეგმაში არცაა გაზრდა ნამდვილად, არანაირად. ანუ იმავე მოდერებს ვერ ვურთავ HTML-ს ყველა განყოფილებაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შეიძლება სულ არ გქონდეს ცუდი გაზნრახვა, მაგრამ დააკოპირო რაღაც, რაც როგორც მინიმუმ შეიძლება არათავსებადი აღმოჩნდეს ფორუმის კოდთან და აირიოს რაღაც. მოკლედ, იმედია გამიგეთ სწორად :)
-
ურთულესია ეგ ბექა შენი PM-იც რომ ვნახე, ვეძებე საღამოს და არც არსებობს მსგავსი მოდი. არც არსად შემხვედრია ფორუმებზე. + რომც არსებობდეს, უბრალოდ იმხელა შრომაა ჩასადები შიგნით მაგ სისტემის მუშა მდგომარეობამდე მისაყვანად, რომ არ ღირს ნამდვილად. ქართულის სპელჩეკერი ერთი არსებობს საერთოდ ვორდისთვის და კაი ფასიც ღირს + მთლად კარგად მაინც ვერ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ოხრად შრომა დევს შიგნით და არა ერთი და ორი ადამიანის თან.
-
ისე, AMD-მ სწორი გააკეთა რომ Fusion-ში GPU-ზე გააკეთა აქცენტი. CPU-ში მაინც ვერ გაუწევდა სენდის კონკურენციას და GPU-ზე პრიორიტეტის გადატანით მომხმარებელს რეალურად არჩევანის საშუალებას აძლევს. დისკრეტული GPU ყველას არ უნდა, მაგრამ შეიძლება ინტელის ინტეგრირებულიც არ აკმაყოფილებდეს მაგ შემთხვევაში კლიენტი წავა AMD-სკენ. თან ეგეთი კლიენტები ცოტაც არაა :)
