-
Posts
5964 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
67
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Power_VANO
-
anzori88 ძალიან გუუდ. კაკრაზ ეგრეც უნდა იყოს, სლოგანი არ უნდა მოდიოდეს კონფლიქტში ლოგოტიპთან. მგონი საკმაო კარგი ვარიანტები დაიდო, გადავიტან ამ ლოგოტიპებს ადმინკაში და განვიხილავთ.
-
kashmir-მა მომაწოდა თავისი ჰიდერის ახალი ვარიანტი: ასევე ვთქხოვე, რომ კიდევ ერთი ვარიანტიც დაამზადოს, სადაც თეთრის ნაცვლად შეხამებული იქნება ლურჯი, საერთო ლურჯ ფონთან. გამოცდები მაქვს ამ კვირაში და დროს რომ გამოვნახავ, გავაკეთებო.
-
მართლა დაგარქმევთ მაგ სახელებს და რომ ვეღარ შეიცვლით იყავით მერე ეგრე :P
-
kashmir კარგია ნამდვილად ძალიან. ერთადერთი, თუ შესაძლებელია რომ მუქი ლურჯი, გადასვლისთვის რაცაა, ცოტა მარცხნივ რომ მოიწიოს? ცოტა რომ დაპატარავდეს სიგანეში ჰიდერი. და ლურჯი ზოლი, რაც ახლა ჰიდერს გასდევს, ეგეც რომ გავუკეთოთ დანარჩენში ძალიან კარგია. ფერები მშვენიერია :)
-
მოკლედ, გადავწყვიტეთ, სანამ ახალ მოდულს დავხვეწთ, დავაბრუნოთ ისევ ძველი სისტემა განყოფილება ჩართულია და შეგიძლიათ ესტუმროთ: http://www.overclockers.ge/index.php?/forum/36-%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%95%e1%83%90/
-
აი ძველი ჰიდერი: აიღეთ აქედან რაც გამოგადგებათ ან მოარგეთ ეს აქაურ ფერებს და 465 X 100 პიქსელს არაა აუცილებელი ანიმაციები.
-
აი ძველი ჰიდერი: აიღეთ აქედან რაც გამოგადგებათ ან მოარგეთ ეს აქაურ ფერებს და 465 X 100 პიქსელს არაა აუცილებელი ანიმაციები.
-
FC BARCELONA გადმოიტანე, რატომაც არა. შენი თემების ბატონ-პატრონი შენ ხარ. რასაც საჭიროდ ჩათვლი, გადმოიტანე ყველაფერი SainT პროსერვისში თანხას აღარ ვიხდით. როცა გათიშავენ ექაუნთს, გაითიშება ეგ ფორუმიც. ისე კიდევ, აღარც წყალს გვთხოვს და აღარც პურს. სადამდეც იქნება, იყოს :)
-
მოკლედ, ესაა ძველი ფორუმის ლინკი: http://www.overclockers.ge/old/ ან http://212.58.116.74/~overclocke/overclockers.ge/forum/ ძველი ფორუმი არის მხოლოდ წაკითხვის რეჟიმში, ვერაფერს დაპოსტავთ. თუ რამე თემას ან საინტერესო ინფოს მიაგნებთ, გადმოიტანეთ აქეთ :)
-
BB კოდი ხელმოწერებში აიკრძალა უსაფრთხოების გამო. იგივე უსაფრთხოების გამო ავკრძალე ავატარების გარე საიტებიდან ჩასმა. ყველა ავატარს ატვირთავთ ჩვენს სერვერზე. ამით თავიდან ვიცილებთ უსაფრთხოების უამრავ პრობლემას, უპირველესად სერჩ ენჯინების პრობლემას. ამ უაზრობის გამო აღარ დავიბლოკებით.
-
ვორნ ლოგის განულება - ამინისტია!
Power_VANO replied to Power_VANO's topic in პორტალი Overclockers.GE
+ თხოვნა მაქვს ყველასთან: პროფაილ ფილდები ჩაატიეთ ერთ ხაზში. ანუ რაც მეორე ხაზზე გადმოდის, მოაკელით ზომა ისე რომ ერთ ხაზზე დაეტიოს. ზომებს შევზღუდავ მერე. -
ვისაც ქართული ნიკები გქონდათ, ან ნიკის გაქართულება გინდათ, ამ თემაში დამიწერეთ რა. არ მახსოვს ყველას ზუსტად რა სახელები გქონდათ :)
-
მოკლედ, ვისაც ვორნ ლოგი გაქვთ გასანულებელი, დაპოსტეთ აქ და ჩამოვყრი. ახალ ფორუმზე გადმოსვლასთან დაკავშირებით გლობალური ამინისტია გვაქვს :)
-
მოკლედ, ამ ტოპიკში დაპოსტეთ წასაშლელი თემების ლინკები, რაც თქვენი სახელით დადეთ და დუბლიკატი არსებობს უკვე ფორუმზე. ფლეიმის თემაში იკარგება ლინკები.
-
Mitsubishi Intros 120 Hz Interpolated
Power_VANO replied to lomsa's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ლომსა, პოსტი შეგისწორე. სურათს ნუ აბავ გვერდზე ტექსტებს, დააჭირე Enter-ს, რა იქნება :) -
RAM-ის ახალი რეკორდი რაზგონში: AMD-2368მგც, Intel – 3011 მგც
Power_VANO replied to NEIRON's topic in Die-hard Overclocking
ძალიან სექსუალურია! თან რა ტაიმინგია... -
Overclockers.ge Hall of Fame Editor By Davit Dvali დღეიდან ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ გაცილებით მარტივად დააფიქსირონ თავისი შედეგები ამა თუ იმ Ranking-ში HOF Editor-ის საშუალებით. HOF Editor-ი შექმნილია დავით დვალის მიერ (იგივე HANNIBAL) სპეციალურად Overclockers.ge-სთვის. აბსოლუტურად ყველა Ranking-ისთვის არის უნიკალური გენერატორი რომელიც დაამუშავებს თქვენს შედეგს. ამ სიახლის მეშვეობით ჩვენი Ranking-ები განახლდება უფრო ხშირად, შედეგების დაფიქსირება გამარტივდება, რანკინგში შეცდომები გამოირიცხება. Overclockers.ge-ს ადმინისტრაცია Rankings Supporting HOF Ed.: CPU Overclocking Database Random Access Memory Overclocking Database 3Dmark Ranking (FUTUREMARK) EVEREST - Bechmark Fritz Chess SuperPI & Wprime HD Tach
-
- 2
-
-
http://www.myvideo.ge/index.php?user_id=49083 პირველ ქართულ ვიდეო პორტალ MyVideo.Ge-ზე გაიხსნა OverClockers.Ge-ს არხი. არხსე განთავსებულია ვიდეო-ბითები სხვადასხვა პროდუქციის მიმოხილვის შესახებ და რაღა თქმა უნდა OC ვიდეობი რომელიც სხვასასხვაა Team-ის მიერ არის ჩატარებული. თუ გსურთ რომ თქვენი ვიდეო განთავსდეს არხზე, მაშინ ბითი აქაჩეთ რომელიმე ქართულ სერვერზე, ხოლო შემდეგ ყოველგვარი საავტორო უფლების დაცვით განთავსდება ჩენელზეც. (ვიდეოს ლინკი დაწერეთ ფორუმზე, ან მომწერეთ PM) © Dav1d_G
-
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ და პირდაპირ გადავალ საქმეზე. ჩვენმა ფორუმელმა და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა(achibachi-მ) მომაწოდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა Folding@Home-ის ქართული გუნდი. ATi-ს დრაივერის დაყენებისას, უმეტესობას ალბათ შეგიმძნევიათ Folding@Home, თუმცა არ მიგიქცევიათ ყურადღება მისთვის... მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, არც კი დავინტერესებულვარ რა იყო ეს და არასოდეს არ "ვახარებდი", სულ ვშლიდი. ჩვენგან განსახვავებით აჩი დაინტერესდა, აქტიურად ჩაერთო პროექტში და მოგვაწოდა იდეა რომ შეგვექმნა ქართული Folding@Home-ის გუნდი. ლოგიკურია, რომ ყველას გაგიჩნდებათ კითხვა თუ რას არის Folding@Home? Folding@Home არის პროექტი, რომლის საშუალებითაც თითოეულ ჩვენგანს, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია დაეხმაროს მეცნიერებს განუკურნებელი დაავადებების შესწავლასა და დამარცხებაში. Folding@Home-ში გაერთიანებულია მთელი მსოფლიო და ჩვენ, ერთად ჩვენი კომპიუტერის საშუალებით ვხდებით მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის ნაწილი, აქ ხომ მილიონობით სისტემაა გაერთიანებული... თუ დაინტერესდით პროექტით და თქვენმა "მემ" თუ გამოთქვა სურვილი იმის რომ კაცობრიობას დაეხმაროთ, მე პირადად დიდი იმედი მაქვს რომ ასეა, რადგან თითოეულ ადამიანს შინაგანად აქვს სურვილი რომ გახდეს გმირი და დამიჯერეთ ამ პროექტში ჩართული თითოეული ადამიანი გმირია, რადგან თქვენი დახმარებით ადრე თუ გვიან დავამარცხებთ დაავადებებს როგორიცაა Mad Cow (BSE), CJD, ALS, Huntington, Parkinson და ა.შ. ხოლო რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დამოკიდებულია თქვენზე - რაც მეტი ადამიანი შეუერთდება პროექტს, მით მალე ავისრულებთ სანუკვარ ოცნებას და დავამარცხებთ დაავადებებს, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზნი ხდებიან. მოდით ნუღარ დავაყოვნებთ, გადმოწერეთ ეს პროგრამა, დააინსტალირეთ თქვენს კომპიუტერში და თქვენთვის როგორც მოსახერხებელი იქნება ისე დააკონფიგეთ. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენ შევქმენით Overclockers.GE-ს გუნდი, რომელშიც გავერთიანდებით ქართველები (იმედი მაქვს) ჩვენი გუნდის სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ ხოლო რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ჩვენს ჯგუფს, ახლავე მოგახსენებთ. ამ პროექტში მონაწილე ყველა გუნდს აქვს თავისი კოდი, ჩვენი გუნდის კოდია 184425, რომელიც თქვენს მიერ გადმოწერილ და დაინსტალირებულ პროგრამის მენიუში Team Number-ის გასწვრივ უნდა ჩაწეროთ: სახელი უნდა ჩაწეროთ User name-ის გასწვრივ, ჩვენი გუნდის ნომერი - 184425 Team number-ის გასწვრივ, ხოლო თუ თქვენ იმდენად ზარმაცი ხართ, რომ გეზარებათ ამ მარტივი პროცედურის გავლა, შეიყვანეთ უბრალოდ Team number-ში ჩვენი გუნდის კოდი 184425 და დაკლიკეთ OK. თუ თქვენი სურვილისამებრ გინდათ პროგრამის დაკონფიგება დააწკაპუნეთ სათაურზე Advanced. პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ გრაფაში ავტომატურადაა დაყენებული რეკომენდებული მონაცემები, თუ მაინც ეჭვი გეპარებათ მათ სისწორეში, გთხოვთ რომ დატოვოთ ისე, როგორც არის. ახლა მოკლედ გაგაცნობთ ამ გრაფაში არსებულ დეტალებს: * Core priority: თუ თქვენ ჩართული გაქვთ რამოდენიმე კლიენტი ან კიდევ სხვა პროგრამა რომელიც "დამალულ" რეჟიმში მუშაობს, შეიძლება დაგჭირდეთ პრიორიტეტის დარეგულირება, რადგან ეს კლიენტი თავისუფალი ციკლების მოლოდინში არ გაჩერდება, თუმცა ეს არ არის Windows პრიორიტეტის მსგავსი და გთხოვთ ნუ შეუცვლით Windows პრიორიტეტს fah კლიენტს. * CPU Usage Percent: თუ თქვენ არ გსურთ, რომ პროგრამამ გამოიყენოს თქვენი პროცესორის თავისუფალი ციკლების უმეტესობა, მაშინ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ გაუნაწილოთ ამ პროექტს პროცესორის სიმძლავრე. * Disable highly optimized assembly code: თუ შეგექმნათ პრობლემა პროგრამის გაშვებასთან დაკავშირებით თქვენი პროცესორის პროგრამასთან შეუწყობლობის გამო უბრალოდ ერთხელ დაკლიკეთ Disable-ს მარცხნივ მდებარე კვადრატში. ამის შემდეგ პრობლემა მოგვარდება, თუმცა პროგრამის ეფექტურობა შემცირდება. * Checkpointing frequency : ამის საშუალებით შეგიძლიათ აუწიოთ ან ჩაუწიოთ შესრულებული სამუშაოს დაფიქსირების სიხშირეს. * Do NOT lock cores to specific CPU: თუ თქვენ გაქვთ ორი ან მეტ ბირთვიანი პროცესორი, ამ თვისების ჩართვა საშუალებას მისცემს პროგრამას მთლიანად გამოიყენოს თავისუფალი ბირთვი, თუ დატოვებთ ისე როგორც არის, აღარ დაუფიქრდება არის თუ არა რომელიმე ბირთვი დაუტვირთავი. * Pause work while battery power is being used: ეს გამოადგება ლეპტოპების მფლობელებს, ამას თუ ჩართავთ, ლეპტოპის კვების წყაროდან გამორთვის შემთხვევაში პროგრამა შეწყვეტს მოქმედებას, ანუ დაგიზოგავთ ენერგიას. * Additional Client Parameters: ეს არის ადგილი სადაც შეგიძლიათ შეინახოთ გამოყენებული ალამი, მაგალითად: -verbosity 9 ად -advmethods. * Machine ID: ეს არის პროგრამის ID(An identity document - ინდივიდუალურობის ნომერი(დოკუმენტი)) რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული თუ თქვენ იყენებთ ორ ან მეტ კლიენტს ერთსა და იმავე კომპიუტერში. ამით მორჩა პროცესორზე ოპტიმიზირებული ვერსიის დაკონფიგების შესახებ საუბარი. ახლა კი მოგახსენებთ იმის შესახებ თუ როგორ გაიგოთ თქვენი ან თქვენი გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედგები. მონიტორის მარცხენა კუთხეში, Taskbar-ში "ზის" Folding@Home-ის პროგრამის "ხატულა", რომელზეც მაუსის მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნების შემთხვევაში გამოვა ფანჯარა, ამ ფანჯარაში დავინახავთ "Status", მივიტანთ Status-თან თაგუნიას კურორს და გამოვა ახალი ფანჯარა რომელშიც უკვე ჩანს Team Statistic, User Statistic, My Folding და ა.შ. თითოეულზე დაწკაპუნებით მიიღებთ ინფორმაციას მის ქვეშ მოთავსებული ტექსტის შესაბამისად. თანამედროვე კომოპიუტერებისთვის კიდევ შექმნილია GPU კლიენტი, თუ გაქვთ კარგი კომპიუტერი - კარგი ვიდეო დაფით, მაშინ გადმოწერეთ Folding@Home-ის GPU-ზე ოპტიმიზირებული პროგრამა აქედან. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ეს მეორე პროგრამა გაცილებით მეტ სამუშაოს ასრულებს, ხოლო თუ რამდენჯერ მეტს - ეს უკვე თქვენ ვიდეო დაფაზეა დამოკიდებული ! სულ ეს არის ჩვენი Folding@Home-ის პროგრამა, ახლა კი გიპასუხებთ იმ კითხვაზე, რომელიც აუცილებლად გაგიჩნდებოდათ კითხვის დროს, თქვენ ალბათ გულში გაიფიქრეთ: კი, კარგია რომ ასე ერთობლივი ძალებით ვცდილობთ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ გამოდის რამე? მივაღწიეთ რამეს ამ პროგრამით? მინდა გითხრათ, რომ საკმაო წარმატებით მიიწევენ წინ მეცნიერები და რაც უფრო მეტი ხალხი გაერთიანდება ამ პროექტში, მით უფრო მალე მიაღწევენ მიზანს მეცნიერები და არამარტო მეცნიერები, ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი ჩვენგანს გაუხარდება უკურნებელი დაავადებების საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნა, რომელიც 100 %-ით განკურნავს ავადმყოფს. დღევანდლამდე რაც კი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს მეცნიერებმა ამ პროექტის დახმარებით შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ ამით მორჩა ჩემი დღევანდელი მონოლოგი, მგონი ყველასთვის გასაგებად ავხსენი, თუ როგორ უნდა შევუართდეთ პროექტს. იმედი მაქვს გავერთიანდებით და ერთობლივი ძალებით შევუტევთ დაავადებებს. © Overclockers.GE, გიგა ჩოხელი
-
დროებით აქ იყოს ჯიტეკის თემა და მერე იქნებ გადავიტანოთ სხვა უფრო შესაფერის ადგილას.
-
Gitec LTD საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: თამარაშვილის ქუჩა 13ა 0162 თბილისი,საქართველო ტელეფონი/ფაქსი: (99532)913456 / 913457 / 913458 / 913459 E-mail: [email protected] ვებ-საიტი: http://www.gitec.ge _________________________________ _________________________________ ამ ფორუმზე gITec-ის წარმომადგენლებს ვთხოვ, დღეიდან, ამ თემაში პოსტონ მაღაზიის სიახლეების, ახალი პროდუქტებისა და ა.შ. შესახებ.
-
სრულად: Windows Phone 7 @ Compinfo.ge
-
- 1
-
-
ფორუმის წესები ფორუმი: დააფასეთ ყველანაირი ნაშრომი; ასევე, პატივი ეცით სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას - დაიცავით საავტორო უფლებები; აკრძალულია დამცინავი/შეურაცხმყოფელი პოსტები; აკრძალულია ქართული პირატული ნაწარმის ფორუმზე გავრცელება; აკრძალულია პოლიტიკური თემების გარჩევა; აკრძალულია რელიგიური თემების გარჩევა; აკრძალულია პორნოგრაფიული და უცენზურო შინაარსის მქონე თემების გახსნა, პოსტების შემთხვევეაში შეეცადეთ ცენზურა დაადოთ, სპოილერში ჩასვათ და 18+ დააწეროთ; კომენტარის გაკეთება (პოსტი): სასტიკად იკრძალება გინება და ყოველგვარი უცენზურო გამონათქვამი/სურათი/ვიდეო. ამისათვის შეგიძლია გამოიყენოთ Skype, PM, FB ან სხვა ნებისმიერი, მაგრამ არა ფორუმი; უაზრო პოსტის გაკეთება არ შეიძლება, პოსტი უნდა შეიცავდეს დასრულებულ აზრს; აკრძალულია ზედიზედ პოსტვა (FLOOD); ნუ გამოიყენებთ ტექსტის დიდ ზომას და "ჭრელ" ფერებს; აკრძალულია რეკლამა; თემის გახსნა: ტოპიკი აუცილებლად უნდა გახსნათ სათანადო ადგილას, თუ მოგივათ შეცდომა მიწერეთ განყოფილების მოდერს და ის სათანადო მოქმედებებს განახორციელებს; არ უნდა შეიცავდეს რეკლამას; არ უნდა გახსნათ ისეთი ტოპიკი რომელიც უკვე არსებობს; თემის სათაური უნდა იყოს შინაარსიანი; არ გახსნათ თემა უაზრო და არაფრისმთქმელი სათაურით (მაგ: "დამეხმარეთ" და ა.შ.); კაბინეტი ავატარი/ხელმოწერა - აკრძალულია უცენზურო ავატარის/ხელმოწერის დაყენება ავატარში/ხელმოწერაში რეკლამა (რომელიმე ვებ-საიტის და ასე შ.) მოდერის/ადმინის ქმედება და წესების სტატუსი ზემოთ მოცემული წესები შეგიძლიათ ჩათვალოთ ზოგად ჩარჩოდ. კონკრეტულ შემთხვევებში მოდერებსა და ადმინებს აქვთ ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ მათი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ფორუმის საერთო წესებს. თუ კი მაღლა მითითებული წესები არ შესრულდება რომელიმე წევრის მიერ, მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები (გაფრთხილება (ვორნი), წვდომის შეზღუდვა (ბანი) და ა.შ.)
-
- 40
-
-
PS Jailbreak - პირატული თამაშები PS3-ზე
Power_VANO replied to ბერო's topic in ყველაფერი კონსოლების შესახებ
კარგი რამეა ძალიან. მაგრამ ცოტა ძვირი კი ღირს. ერთ საიტზე ვნახე 89 ფუნტი ღირდა. -
www.vmware.com 1960-იანი წლებიდან მოყოლებული პრაქტიკაში ბევრი ვირტუალური პლატფორმა გამოიცადა - დაწყებული IBM System/370 და IBM M44/44X დამთავრებული Parallels Desktop for Mac-ით. დღეს დღეობით ერთ ერთი და მემგონი ყველაზე წარმატებული კომპანია არის vmware - რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ დაარსეს აშშ-ში, და დღეს მათი თანამშრომლების რაოდენობა უკვე 6000 კაცს აღემეტაბა - ხოლო წლიურ შემოსავალს 2 ბილიონ აშშ დოლარს ელოდებიან 2010-სთვის. vmware გვთავაზობს ავწიოთ ვირტუალური მანქანები როგორც დესკტოპზე ასევე სერვერებზე (Blade კლასტერზეც...) Desktop software VMware Workstation პროგრამის საშუალებით შეგიძლია გაუშვა რამდენიმე ინსტანცია x86 ან x86-64 თავსებად ოპერაციულ სისტემებზე ერთი ფიზიკური მანქანით (PC). VMware Fusion იგივეა რაც VMware Workstation მაგრამ MacIntel პლატფორმისთვის. VMware Player უფასო პროგრამაა რომ პირველი ორი ამუშაო – არ შეგიძლია შექმნა – მხოლოდ უკვე გააქტიურები მანქანების გაშვება. Server software VMware ESX იგივე "ESX Server" – უმაღლესის კლასის სოფტი – დამატებითი ედონიებით – VMotion (ვირტუალური ჰოსთის შეცვლა) - Sotrage VMotion (ვირტუალური მასივის შეცვლა) - DRS - Dynamic Resource Scheduler (იყენებს VMotions - დატვირთვის ბალანსის რეგულირებისთვის) - HA - High Availability (ავტომატურად დარესტარტებს სერვერს სხვა ჰოსტში კლასტერში, სერვერის დაცემის შემთხვევაში) VMware ESXi იგივე "VMware ESX 3i" - მოჭრილი ვერსიაა წინა მორბეიდის, Service Console შეცვლილია მარტივი BusyBox-ით და სერვერშიც მცირე სივცრეს იკავებს. ESXi შეგიძლია ფლეშ დისკიდან გაუშვა. VMware ESXi ჰოსტს არ შეუძლია მენეჯირება კონსოლიდან, ყველაფერი ხდება VirtualCenter Server-იდან. VMware Server იგივე "GSX Server" - უფასო პროგრამა, როგორც VMware Player, ოღონდ სერვერებისთვის, და ვ-მანქანის აწევა შეგიძლია.
-
- 1
-
