-
Posts
5943 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
60
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Power_VANO
-
მოკლედ, ამაზონიდან ჩამოვიტანე HP LaserJet Pro M1212nf პრინტერი. ამ დედამოხნულს იდიოტურად უწერია 110-127 და 220-240 ვოლტი, შესაბამისად, გავრისკე იქიდან ჩამოტანა. თან ვიფიქრე, ამხელა მოწყობილობაა და პრობლემა არ იქნება უნივერსალი კვების ბლოკი მეთქი. ნუ დღეს სახლში მიიტანეს ჩემთან, მე არ ვიყავი. ჩემებს კი უჩემოდ ჩაურთავთ. ნუ პრინტერმა 5 წუთი იმუშავა და მერე ბოლი გაუშვია, ქვემოდან "წვენიც". მოვედი სახლში, პლასტმასის გვერდი მოვხსენი კვების მხარეს და კონდენსატორს აქვს ფეიერვერკი მოწყობილი. დიდი იმედი მაქვს იმის გარდა სხვა არაფერია გაფუჭებული. პრინტერის მანუალში იგივე იდიოტურად 110-127 და 220-240 ვოლტი წერია, სამაგიეროდ თვითონ პრინტერს უკან მხოლოდ 110-127 აწერია. HP-ს დედას *&%*^()( მოკლედ, უნდა მოვაგვარო ეს პრობლემა სწრაფად. გეგულებათ ვინმეს ნორმალური სერვის ცენტრი სადაც გამიკეთებენ ამ პრინტერს? ხვალ მივალ orient-logic-ში და ugt-ში, საიტებზე უწერიათ რომ HP-ს ოფიციალური პარტნიორები არიან და სერვის ცენტრებიც აქვთ. ალტერნატივებიც მჭირდება. კიდევ ერთხელ HP-ს დედას U%&*&&()&)(, ესეთი იდიოტურად დაწერილი მანუალი არ მინახავს მეორე. კითხულობ და გიჩნდება აზრი რომ ორივე ძაბვაზე უნდა იმუშავოს. ის კი არ წერია რომ ამ რეგიონში ნაყიდი მხოლოდ ამ ძაბვაზე მუშაობს და იმ რეგიონში ნაყიდი მხოლოდ იმაზე. იდიოტურად ორივე ძაბვა უწერია.
-
მაჩვენეთ ჩემი პოსტი, სადაც მიწერია, რომ ნიკების ცვლილება დაშვებულია. არსებობს შესაბამისი თემა, სადაც წერია, რომ ნიკების ცვლილება მხოლოდ გაქართუელბის შემთხვევაშია დასაშვები. ანუ მაგალითად გქვია tamazi. დასაშვებია, რომ გადავარქვათ ამ იუზერს სახელი და დავარქვათ "თამაზი", "თაზო" და ა.შ. მაგრამ არ შეიძლება რომ დავარქვათ tazo ანუ ნიკის შეცვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ნიკის გაქართულებას ითხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არა, აკრძალულია წესებით. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ახალი სახელი დაარეგისტრიროთ. თუ ერთ პრეცედენტს დავუშვებთ, ლოგიკურად სხვაც მოითხოვს და მართალიც იქნება. ამიტომ წესი წესია. თუ ცვლილება უნდა მოხდეს, მაშინ გლობალურად უნდა დავუშვათ ნიკების ცვლილება, რაც იმ მიზეზით აიკრძალა, რომ ნიკიც ცვლილების მერე უცბად სხვა პიროვნება ჩნდებოდა ფორუმზე და ძალიან ბევრი ვერ ხვდებოდა რომელი წარსული მემბერი იყო ახალი სახელით :)
-
წაშლა არა, Unapprove/დამალვა უნდა გამოიყენოთ ხოლმე :)
-
აჰა, გასაგებია, გმადლობ ინფოსთვის :)
-
წაშლის ღილაკის მაგივრად Unapprove ღილაკი უნდა გამოიყენო ოღონდ. თემაზეც იგივე. წაშლა = Hard Delete - თემა/პოსტი მიდის ნაგვის ყუთში Unapprove = Soft Delete - თემა/პოსტი იმალება და მხოლოდ მოდერები ხედავენ.
-
ოკ, მოკლედ, ჰანტერებს და ვიპ-ებს ჩაგირთეთ ისევ "პწიჩკის" მოხსნის უფლება. ოღონდ თუ შევამჩნიე, რომ ვინმე კიდევ "ბოროტად" სარგებლობს მაგ ფუნქციით, გავაუქმებ ისევ დიდი ხნით ალბათ. ასევე, ჰანტერებს და ვიპ-ებს გაქვთ საკუთარი პოსტების და თემების რედაქტირების უფლება ულიმიტოდ. გაქვთ ასევე პოსტების და თემების ე.წ. Soft Delete-ის, ანუ Unapprove-ის საშუალება. რეალურად თქვენ შლით თემას, მაგრამ ნაგვის ყუთში არ გადადის ავტომატურად. ხდება უხილავი - დაინახავენ მხოლოდ მოდერები და ადმინები და მერე ისინი მიხედავენ. რაც შეეხება მემბერებს, მათ არ აქვთ "პწიჩკის" მოხსნის უფლება და პოსტების წაშლის უფლება. აქვთ მხოლოდ საკუთარი პოსტების ჩასწორების უფლება დაპოსტვიდან 15 წუთის მანძილზე. მოკლედ, მათთვის საკმაო მუღამი არსებობს რომ ნიუსჰანტერობას ან vip-ობას ესწრაფვონ ოკ, გასაგებია.
-
IE-შიც და ოპერაშიც წესრიგია. ლინკი დამიდეთ სად გიგდებთ მაგას. რაც შეეხება თემების წაშლას, შეაწუხეთ მოდერები, ძალიან გთხოვთ იმდენნი არიან რომ... და "პწიჩკებზე" ამიხსენით რა ხდება და ვნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია. ვერ მივხვდი. უკეთ ამიხსენი რაშია პრობლემა. მემბერებს მეეკითხათ, ვეღარ მოხსნიან "პწიჩკას". "ბოროტად" იყენებს მაგ ფუნქციას ხალხი და იმიტომ გავთიშე. შენ გლობალის უფლებები ხომ გაქვს, ვერ ხსნი "პწიჩკას"? პოსტის ჩასწორების უფლება მემბერებს აქვთ დაპოსტვიდან 15 წუთის განმავლობაში მხოლოდ. ცალკე თემას გავხსნი და ჩამოვწერ იქ რომელ "კლასს" რა უფლებები აქვს.
-
del გამარჯობა, Cisco 851w როუტერი რა დაჯდება თქვენთან?
-
შენ გლობალ მოდერის უფლებები გაქვს ბიჯო :D
-
როგორ იყო? უკონტროლოდ რომ იყო და არ ჩანდა შემსწორებელი? ვაწესრიგებ ფორუმს, გუშინ თU გუშინწინ გავასწორე ეგენი. უნდა ჩანდეს პოსტის შემსწორებელი, "ბოროტად" რომ არ გამოიყენოს არავინ ეგ უფლება.
-
Unapprove მუშაობს ხომ ანუ? კარგია, მოდერებს ცოტა საქმე მიეცემათ :)
-
ოკეი, ძალიან კარგი. ვხურავ მაშIნ თემას. საკითხი ამოწურულია.
-
არა, არ გამოვა მაშIნ BB კოდი უნდა ჩავრთო. BB კოდის ჩართვით ფორუმისთვის ავტომატურად ცუდ საქმეს გავაკეთებ - ფორუმის უსაფრთხოება ეგრევე რისკის ქვეშ დგება + ვიზუალური მხარე მახინჯდება. საშინელება იყო წინა ფორუმზე რაც ხდებოდა ხელმოწერებში. კი, რა თქმა უნდა. იმის გამო,რომ ნელა მუშაობს ეგ ინტერნეტი, გვერდი ხშირად ბოლომდე არ იტვირთება - შესაბამისად, ქართული კლავიატურის სკრიპტი ხან ჩატვირთულია, ხან არა. შენც ხან წერ ქართულად, ხარ ვერა. + პროქსიდან გადიხარ ნეტში და არის შანსი რომ ჯავასკრიპტი იფილტრებოდეს.
-
აბა გადაამოწმეთ ახლა ნიუსჰანტერებმაც და ვიპებმაც - პოსტების და თემის შესწორება-წაშლის უფლებები.
-
ცოტა ხანი მოიცათ. მიზეზი არსებობს რატომაც გავაკეთე ეგ, მაგრამ ღიაში დაწერა არ იქნება სწორი. ფორს-მაჟორი იყო შევათანხმებთ ადმინკაში ზუსტად დროებს და შევასწორებ :)
-
წყლის გაგრილების რეკომენდაცია
Power_VANO replied to westsider's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
გააჩნია სვიფტეჩი ყიდის აწყობილ სისტემებს ჰაი-ენდ ბლოკებით მაგალითად ნუ ისინი ძვირიც ღირს იასნა :) -
ცოტა კვლევა-ძიების მერე დავასკვენი, რომ სავარაუდოდ USB ქვესისტემის "ბრალია" რომ 25 მბ/წმ ვერ მივიღე. მაზერიდან მაზერამდე USB განსხვავებულად მუშაობს ცოტა, იქ ბიოსი, იქ სხვა რამე... მერე ბიოსსაც ბოლომდე დავააპგრეიდებ და კიდევ მივატესტავ :)
-
წყლის გაგრილების რეკომენდაცია
Power_VANO replied to westsider's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
სტოკ ვარიანტში დომინო ჰაიზე უნდა ამუშავო რომ ეგეთი დონის ქულერებს აჯობოს. სადღაც ტესტი უნდა იდოს დომინო VS TRUE. მაგრამ დომინოს თუ წყლის ბლოკს დაუაპგრეიდებ, გაცილებით უკეთესი წარმადობა ექნება :) -
კარგი ტესტია იაგო კერამიკა ნამდვილად უფრო გასაყინი თერმოპასტაა. სქელი კონსისტენციაა, უხეში ცოტა... Freeze ალეკოსაც მოსწონდა ძალიან, ადრე რომ ჩამოვიტანე. მე thermalright-ის თერმოპასტების მარაგი მაქვს დარჩენილი, ორი ტუბი, ცოტა MX-2-იც მაქვს და ცოტაც AS-5 :D
-
DaViDieL ინტერნეტი რა გაქვს? ბილაინის ნეტს იყენებ?
-
ATTO DISK BENCHMARK 2.34 ვერსია, NTFS: არადა აქვეა ზუსტად იგივე ვერსიაზე გატესტილი ტვიკთაუნის მიერ, 32 გბ-იანი ვერსია: http://www.tweaktown.com/reviews/3593/patriot_xporter_xt_rage_usb_2_0_32gb_quad_channel_flash_drive/index3.html ესენი იღებენ 25 მბ/წმ, მე 22 მივიღე ATTO 2.34, FAT32:
-
არა, დიდი სხვაობა არაა ნამდვილად. ოოოდნავ ნელია XT Boost-ი XT Rage-თან შედარებით, უცხოურ საიტებზე რა ტესტებსაც გადავხედე იმათი მიხედვით.
-
ხარისხი კარგია ძალიან. შავი "მატოვი" ფერის რეზინანარევი პლასტმასია. რაღაც "რბილი პლასტმასის" ეფექტივით აქვს ხელსაც რომ უსვამ ზედ, არც სუფთა პლასტმასის შეგრძნებაა, არც სუფთა რეზინის. ფრჩხილიც გავუსვი და არ იკაწრება, გამძლე ჩანს. ორშაბათს გამოგივლი დილით სამსახურში და გაჩვენებ ლაივში.
-
მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო! ზოგმა იცით, ზოგმაც არა - ამასწინათ ჩემი 8 გბ-იანი OCZ ATV მოკვდა, გულის შეტევით. რაც მთავარია, პირნათლად მემსახურა დაახლოებით ორი წელიწადი და ახლა ჩემს უჯრაში განისვენებს. საჭირო იყო შემცვლელის მოძებნა. რამდენიმედღიანი ძებნის, ტესტების ქექვის და ჩვენი თანაფორუმელების რჩევების გათვალისინებით, შევჩერდი Patriot Xporter XT Rage-ზე, 16 გბ-იან ვარიანტზე. პროდუქტი შევიძინე ამაზონზე, 33 მარადმწვანედ (ახლა 29 ღირს): http://www.amazon.com/Patriot-Xporter-Flash-Drive-PEF16GRUSB/dp/B003WUX6QK/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1296846069&sr=8-1 სამწუხაროდ, დრაივი დაზიანებული ჩამოვიდა - ძვირფასმა USPS-მა როგორც ჩანს ავტომატურ შესაფუთ მანქანაში მოაყოლა საწყალი ფლეშკა, დალეწილი ჩამოვიდა, ჭუჭყიან შეფუთვაში. გადავუგზავნე სურათები მაღაზიას და მათაც ახალი გამოგზავნეს. როგორც იქნა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ჩამოვიდა ნანატრი ფლეშ დრაივი, დღეს მივიღე ამანათი მწარმოებლის ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება - 4-არხიანი დიზაინი, 27 მბ/წმ-მდე წაკითხვა და 25 მბ/წმ-მდე ჩაწერის სიჩქარე, კომპაქტური ზომები, ლამაზი და გამძლე დიზაინი... მოკლედ, კარგი რამე ჩანს თუმცა, საინტერესო იყო დრაივის რეალური შედეგები - საინტერესოა თუ მივიღებთ მწარმოებლის დანაპირებ სიჩქარეებს. პირველ რიგში, სინთეთიკური ბენჩები - ტესტირება ჩატარდა როგორც FAT32, ასევე NTFS ფაილურ სისტემებზე - ოპ. სისტემა Windows 7 Ultimate 64 ბიტი: ATTO DISK BENCHMARK 2.46 CRYSTAL DISK MARK 3.0.1a EVEREST DISK BENCHMARK სინთეთიკური ტესტები გასაგებია, ახლა ვნახოთ რა ხდება ლაივში. ამ შემთხვევაში სკრინები აღარ მაქვს, ტაიმერით ვზომავდი გადაწერის დროებს და შემდეგ ვთვლიდი სიჩქარეს. რეალური, ე.წ. Read World ტესტები ჩაწერა - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (კოპირება HDD-დან ფლეშ დრაივზე) NTFS - 21.2 მბ/წმ FAT32 - 18.4 მბ/წმ წაკითხვა - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (კოპირება ფლეშ დრაივიდან HDD-ზე) NTFS - 28.7 მბ/წმ FAT32 - 28.6 მბ/წმ კოპირება - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (ფლეშ დრაივიდან ფლეშ დრაივზე, ანუ CTRL+C > CTRL+V) NTFS - 10.9 მბ/წმ FAT32 - 11 მბ/წმ ჩაწერა - 515 მბ მუსიკალური ფაილები, MP3 ფორმატში (საშუალოდ ზომის ფაილები)(HDD-დან ფლეშ დრაივზე კოპირება) NTFS - 11.7 მბ/წმ FAT32 - 9.9 მბ/წმ ჩაწერა - Adobe Photoshop CS5-ის ინსტალირებული ფოლდერები 32 + 64 ბიტი, 784 მბ (შერეული, უმეტესად მცირე და საშუალო ზომს ფაილები) (HDD-დან ფლეშ დრაივზე კოპირება) NTFS - 6.1 მბ/წმ FAT32 - 3.19 მბ/წმ ამ შედეგების მიღების შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედე სინთეთიკურ ბენჩებს. დააკვირდით ATTO Disk Benchmark-ში მიღებულ შედეგებს - დრაივი მაქსიმალურ სიჩქარეებს ავითარებს 64 კილობაიტიანი პაკეტების გადაწერისას. შესაბამისად, ავდექი და მივაფორმატე XT Rage-ი 64 კბ-იანი სექტორებზე (ტესტირება ჩატარებულია 8 კბ-იან სექტორებზე FAT32-ისთვის და 4 კბ-იან სექტორებზე NTFS-ისთვის. ამ ზომებს ვინდოუს 7 სტანდარტულად იძლევა ფორმატირებისას). ესეც იმავე ფოტოშოპის ფოლდერების კოპირების შედეგები, 64 კბ-იანი ფორმატირებით: NTFS - 6.2 მბ/წმ FAT32 - 4.3 მბ/წმ როგორც შედეგებიდან ხედავთ, დრაივი სწრაფია, ნამდვილად სწრაფია. წაკითხვის სიჩქარეები აჭარბებს მწარმოებლის მიერ დაპირებულს, აი ჩაწერის სიჩქარეები კი 25 მბ/წმ-მდე ვერ მივიყვანე სამწუხაროდ. ასევე აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყველა ტესტში NTFS ფაილური სისტემა FAT32-თან შედარებით სწრაფი აღმოჩნდა. მოკლედ, ფლეშკა რეკომენდიდ, ფასს ამართლებს - ლამაზია, ხარისხიანია, კომპაქტურია და სწრაფია. მე კიდევ ვეცდები ჩაწერის ბენჩებზე წამუშავებას, მაინტერესებს უფრო მაღალ სიჩქარეებს თუ მივიღებ. 25 მბ/წმ-ის მუღამი მაქვს :)
- 50 replies
-
- 13
-
-
დასვი სიდი რომი სატა 2-ზე უპრობლემოდ მაგას მაინც იშვიათად იყენებ. 2 წელი კი არა, მეტსაც გაძლებს და არაფერი მოუვა. ინტელმა თქვა, 3 წლის განმავლობაში ჩიპსეტების დაახლოებით 5%-ს გამოაჩნდება ეგ დაავადებაო დანარჩენი თქვენით განსაჯეთ, მაინცდამაინც თქვენი ჩიპსეტი რატომ უნდა მოხვდეს იმ 5%-ში, 3 წელიწადში თან გაითვალისწინეთ, 8 მილიონ ჩიპსეტზეა საუბარი :)
