Jump to content

Noctua NH D14 მიმოხილვა

Recommended Posts

გამარჯობათ ფორუმელებო :ugly_wink:

გადავწყვიტე გამეკეთებინა მიმოხილვა, იმედი მაქვს ვინმეს მაინც დავეხმარები ამ თემით :)

ეს ქულერი რატომღაც არ მიზიდავდა, ვფიქრობდი რომ დიდი და მოუხერხებელი იყო.

ვინაიდან ჩემი ძველი გამაგრილებელის სამაგრები, ჩემი დედაპლატის და პროცესორის პლატფორმას არ ერგებოდა, გადავწყვიტე შემეძინა ახალი და უფრო მძლავრი. ბევრი ვიფიქრე, თავიდან Corsair ის Hydro სერიის, H50 ის ყიდვას ვფიქრობდი, რადგანაც პატარა იყო და ნებისმიერ დედაპლატაზე უპრობლემოდ ყენდებოდა, თუმცა ბევრი ტესტების/მიმოხილვების ნახვის შემდეგ გადავიფიქრე. შემდეგი ვარიანტი იყო Thermalright ის Silver Arrow, ყიდვას ვაპირებდი, როცა გავიგე რომ ჩემს დედაპლატაზე და ოპერატიულ მეხსიერებაზე ვერანაირად ვერ მოთავსდებოდა (აღარაფერს ვამბობ კეისზე :rolleyes: )

დიდი ფიქრის და ტვინის ჭყ ლ ე ტვის შემდეგ, გადავწყვიტე მეყიდა Noctua NH D14 :rolleyes: გადავხედე ოფიციალურ საიტს და შევამოწმე, თავსებადი იყო თუ არა ჩემს დედაპლატასთან და ოპერატიულ მეხსიერებასთან, გავარკვიე რომ მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დგებოდა, გავაგრძელე ფიქრი და ბოლოს გადავწყვიტე ყიდვა. ხო ბარემ აქვე ვიტყვი, ძალიან მოვიხიბლე Noctua ს ვებ-გვერდით, საკმაოდ გამართული და დახვეწილი საიტი აქვთ, ამომწურავი ინფორმაცია უწერიათ ყველა პროდუქტზე :)

შევედი ყველასათვის ნაცნობ Amazon.com ზე და შევუკვეთე. :)

Shipping მივუთითე უფასო (ნეტა არ მიმეთითებინა :D ) 10 დღეზე მეტი მალოდინეს, შემდეგ usa2georgia ს რეისებმა დაიგვიანეს, მოკლედ, ზუსტად 21 დღეში ჩამოვიდა.

ბევრს აღარ ვილაპარაკებ, პირდაპირ საქმეზე გადავალ :P

მისი შეფუთვა და ვიზუალური მხარე

7ifg2.jpg

yn0k2.jpg

sair7.jpg

z031s.jpg

vn6rn.jpg

ppxnx.jpg

u5snl.jpg

jq50m.jpg

7qd89.jpg

swnn9.jpg

მოყვება ორი საკმაოდ ეფექტური და ჩუმი, 120MM და 140MM პრემიუმ ხარისხის ვენტილატორები, NF-P12 (1300 RPM , 92 CFM , 19.8dB) და NF-P14 (1200 RPM , 110 CFM , 19.6dB). ასევე საკმაოდ ეფექტური თერმოპასტა - NT-H1 რომელიც ასევე ტესტირებისას იქნება გამოყენებული.

გამაგრილებელი საკმაოდ მძიმეა, მისი წონა გახლავთ - 1240 გრამი (ვენტილატორების ჩათვლით)

თავსებადია დღესდღეობით არსებულ ყველა სოკეტთან (LGA1366, LGA1156, LGA1155, LGA775, AM2, AM2+, AM3, AM3+, FM1)

ეხლა განვიხილოთ რადიატორის პარამეტრები

სიმაღლე - 10,8 (თავიდან ბოლომდე - 16სმ)

სიგანე- 14სმ

მინდა ავღნიშნო რომ გამაგრილებელი არც ისე დიდი და მოუხერხებელია. პრობლემა შემექმნა მხოლოდ ჩრდილოეთ ხიდის რადიატორთან, (მოგეხსენებათ E760ს საკმაოდ მაღალი რადიატორი აქვს) როგორც ოფიციალურ საიტზე ეწერა, მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაყენდა.

8phub.jpg

fegdx.jpg

4yvrz.jpg

lgutt.jpg

q6zrv.jpg

Silver Arrow - ისგან განსხვავებით, იგი ორივე მდგომარეობაში (ვერტიკალური და ჰორიზონტალური) თავსებადია საშუალო ზომის რადიატორის მქონე ოპერატიულ მეხსიერებებთან.

გადავიდეთ ტესტებზე

გაიტესტა i7 920 ზე

პირველ ტესტში ყველაფერი Default ზეა.

მეორეში 20X200BCLK 1.25-26 ვოლტი

მესამეში 20X210BCLK 1.32 ვოლტი

პირველი ტესტი

rigmi.jpg

ჩემი აზრით მშვენიერი ტემპერატურაა, იმის გათვალისწინებით რომ ტესტირებისას სახლში საკმაოდ ცხელოდა... (დაახლოებით 35 გრადუსამდე)

მეორე ტესტი

nw4tg.jpg

მესამე ტესტი

xiq62.jpg

დადებითი მხარეები

- მოყვება საკმაოდ ეფექტური და ჩუმი ვენტილიატორები

- აჩქარებისას იდეალური ტემპერატურა უჭირავს

- ადვილი დასაყენებელია

უარყოფითი მხარეები

ვერტიკალურ მდგომარეობაში, არარის თავსებადი ყველა დედაპლატასთან და ოპერატიულთან.

ჩემი შეფასებაა 9.9/10

-0.1 იმის გამო რომ ჩემს დედაპლატაზე მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დადგა

დანარჩენი თავად შეაფასეთ

მადლობა ყურადღებისთვის :dabolili:

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

საღოლ, კარგი მიმოხილვაა :)

კარგი იქნებოდა სტრესს ტესტი ან ლინქსი ან პრაიმი ყოფილიყო და ასევე ოთახის ტემპერატურა მიგითითებინა, დაახლოვებით მაინც :)

ზუსტად მასე ვიყავი მეც, ბევრი მიმოხილვა ვნახე და საბოოლოდ მეც D14 ვარჩიე

კეისი არ მაქვს მე, არა კი მაქვს მაგრამ კეისი არ უნდა ერქვას ამას :D და ამაშიც კი ეტევა უპრობლემოდ, მაგრამ თუ CPU მოხსნა მინდა, მაშინ კვების მოხსნა მიწევს ცალკე.

ისე 5 წუთი ცოტაა დამიჯერე

ლინქსი მაქვს გატარებული ნახევარი საათი და პრაიმი საათზე მეტი, სხვაობა 5-6 გრადუსი იყო მგონი

P.S. გილოცავ შესანიშნავ შენაძენს, გამიხარდა სწორი არჩევანი რომ გააკეთე :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგ მქონდა :) ეხლა მაქ venomous x და სხვაობა 0

მაგრამ მაინც მაგარია რა :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

ეგ მქონდა :) ეხლა მაქ venomous x და სხვაობა 0

მაგრამ მაინც მაგარია რა :xelitavi:

სტქოზე თუ ამუშავე CPU ან მხოლოდ 25% ან თუნდაც 50% რაზგონზე, მაშინ ვერ ნახავ სხვაობას

უფრო მაღალ ტაქტზე იჩენს თავს

ვთქვათ მაქსიმალურ სიხშირის დაფიქსირებისას, D14 იქნება წინ and so on.

Link to comment
Share on other sites

4.4 გჰც ზე , 1.5 V ტზე ვნახე სხვაობა :) ერთი და იმავე თერმო პასტით

Link to comment
Share on other sites

4.4 გჰც ზე , 1.5 V ტზე ვნახე სხვაობა :) ერთი და იმავე თერმო პასტით

ეგ 950 ხომ ?

ხო 1.5 უკვე სერიოზული ძაბვაა

მაგრამ Venomous-X ძალიან მაგარი რამეა

Link to comment
Share on other sites

ჩემი აზრით მაშინ ექნებოდა სხვაობა როცა, იმ ფან'ს მივამგრებდი ნოკტუას რაც venomous x ის უკეთია :D

ამ შემთხვევაშიც უმნიშვნელო სხვაობას მისცემს

Link to comment
Share on other sites

საღოლ, კარგი მიმოხილვაა :)

კარგი იქნებოდა სტრესს ტესტი ან ლინქსი ან პრაიმი ყოფილიყო და ასევე ოთახის ტემპერატურა მიგითითებინა, დაახლოვებით მაინც :)

ზუსტად მასე ვიყავი მეც, ბევრი მიმოხილვა ვნახე და საბოოლოდ მეც D14 ვარჩიე

კეისი არ მაქვს მე, არა კი მაქვს მაგრამ კეისი არ უნდა ერქვას ამას :D და ამაშიც კი ეტევა უპრობლემოდ, მაგრამ თუ CPU მოხსნა მინდა, მაშინ კვების მოხსნა მიწევს ცალკე.

ისე 5 წუთი ცოტაა დამიჯერე

ლინქსი მაქვს გატარებული ნახევარი საათი და პრაიმი საათზე მეტი, სხვაობა 5-6 გრადუსი იყო მგონი

P.S. გილოცავ შესანიშნავ შენაძენს, გამიხარდა სწორი არჩევანი რომ გააკეთე :)

დიდი მადლობა :)

LinX ით ან IntelBurnTest ით გატესტვას ვგეგმავდი 30-30 წუთი, მაგრამ დრო არ მქონდა ბევრი, თან შეიძლება 30 წუთი არ ყოფილიყო სტაბილური რაზგონზე

გპირდებით გავატარებ რომელიმეს და დავდებ, სავარაუდოდ ხვალ ალბათ :)

ისე LinX და IBT უფრო მაგრად ტვირთავს პროცესორს ვიდრე Everest ის ტესტი, ტემპერატურასაც საკმაოდ გაზრდის

მოკლედ ჩავუჯდები ხვალ და მოვახერხებ რამეს :D

ეგ მქონდა ეხლა მაქ venomous x და სხვაობა 0

მაგრამ მაინც მაგარია რა

მართალია FatalFighter, სტოკზე დიდი სხვაობა არ გექნებოდა

არც მე მქონდა ძველ ქულერთან შედარებით დიდი სხვაობა მაგრამ ის 4GHZ ზე 10 წამში 90 გრადუსზე იდგა :D

უპს დაგიპოსტავს უკვე :)

საინტერესოა ამათი შერკინება ისე

Link to comment
Share on other sites

სიტყვაზე მენდეთ, დავაჯახე უკვე ეგ ორი :D უბრალოდ სქრინები არ გადამიღია რა :(

i7 - 950 ზე 1.5V ზე თითქმის არანაირი სხვოაბა არ იყო :) ჩემი აზრით სხვობა იქნება თუ ნოკტუას უფრო ძლიერ ფანს დავუყენებთ

Link to comment
Share on other sites

გენდობით :D

Noctua ს რო ფენები უყენია მაგაზე ძლიერი რაღა გინდა :D

ერთადერთი მაღალ ბრუნიანებს თუ დაუყენებ

რა ფენი გეყენა Venomous ზე?

Link to comment
Share on other sites

აი დაახლოებით ესეთი ადევს ეხლა :) 2 ცალი, ერთი გამოწვად მუშაობს :D

http://www.amazon.com/Extreme-Cooling-Delta-AFB1212HHE-F00-130-80cfm/dp/B004CN3NLE/ref=sr_1_23?s=pc&ie=UTF8&qid=1311538734&sr=1-23

ისე რამდენი დაჯდა თუ საიდუმლო არაა :D მე რო ვიყიდე მაგარი დაბალი იყო კურსი და სადღაც 175 ლარი დაჯდა

p.s. +1 თემას. გილოცავ შენაძენს, მშვიდობაში :rolleyes: რაზგონში გაგეცვითოს :lol:

130 CFM ვენტილიატორით არარის გასაკვირი ეგეთი შედეგი :D საინტერესოა Noctua რას იზამს მაგ ვენტილიატორებზე :P

ისე რამდენი დაჯდა თუ საიდუმლო არაა :D მე რო ვიყიდე მაგარი დაბალი იყო კურსი და სადღაც 175 ლარი დაჯდა

ეგრე დაჯდა ესეც

ცოტა მეტი

ზუსტად არ დამითვლია, დაახლოებით 185-190 ლარი

p.s. +1 თემას. გილოცავ შენაძენს, მშვიდობაში :rolleyes: რაზგონში გაგეცვითოს :lol:

დიდი მადლობა :)

Link to comment
Share on other sites

ტაკს :D

ჯერ ერთი ძალიან საღოლ :)

და მადლობა მიმოხილვისთვის

ეხლა შენიშნვების ნაწილი :D

ზომები სახაზავით გაქვს მაგრამ მაინც მიგეწერა ზუსტად რამდენი გაზომე

ასევე საინტერესო იქნებოდა წონა მიგეწერა :)

და აუცილებლად ქულერის ბრუნების სიჩქარეც მართალია სურათზე ჩანს 1100 მაგრამ მაინც :D

ისე ტერმოპასტა რა გქონდა?

და ბოლოს ორგანიზაციული საკითხი

ამას პორტალზე გავიტან მაგრამ ასევე შემიძლია გადავიტანო ამ განყოფილებაში

http://www.overclockers.ge/index.php?/forum/5-overclockersge-%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98/

თუ ავტორის სურვილი იქნება :)

Link to comment
Share on other sites

130 CFM ვენტილიატორით არარის გასაკვირი ეგეთი შედეგი :D საინტერესოა Noctua რას იზამს მაგ ვენტილიატორებზე :P

ხო მეც მაგას ვამბობ :) დიდი სხვაობა არ იქნება მაგრამ მაინც ნოკტუა მამრია :D მე იმიტომ შევადარე ეგ ორი რო ნოკტუას გამო ოპერებს ვერ ვატევდი, ოპერატიულების ქულერზე აღარ მაქ ლაპარაკი :D, + მაზერს მთლიანად ფარავდა და სილამაზე რაც აქ სუ მიჩუჩა = )) მოკლედ მაგარი ცხოველია რა კიდევ ერთხელლ გილცოავ :miyvarxar:

Link to comment
Share on other sites

მართლა ზვერია რა, ფარავს მთელ დედიკოს :D

Link to comment
Share on other sites

კარგი მიმოხილვაა, +1 და OC-ით გაცვითე :dabolili:

მადლობა გაიხარე

ტაკს :D

ჯერ ერთი ძალიან საღოლ :)

და მადლობა მიმოხილვისთვის

ეხლა შენიშნვების ნაწილი :D

ზომები სახაზავით გაქვს მაგრამ მაინც მიგეწერა ზუსტად რამდენი გაზომე

ასევე საინტერესო იქნებოდა წონა მიგეწერა :)

და აუცილებლად ქულერის ბრუნების სიჩქარეც მართალია სურათზე ჩანს 1100 მაგრამ მაინც :D

ისე ტერმოპასტა რა გქონდა?

პირიქით, მადლობა ესეთი შეფასებისთვის :)

თემის დაწერისას ცოტა ვჩქარობდი და გამომრჩა რაღაცეები

დავამატე მემგონი რაც აკლდა, გავითვალისწინე შენიშვნები ასე თუ ისე, მაგრამ მე ვეღარ "ვაედითებ" თემას და იქნებ შენ შემისწორო, მოგწერ PM ში

და ბოლოს ორგანიზაციული საკითხი

ამას პორტალზე გავიტან მაგრამ ასევე შემიძლია გადავიტანო ამ განყოფილებაში

http://www.overclockers.ge/index.php?/forum/5-overclockersge-%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98/

თუ ავტორის სურვილი იქნება :)

კი, არაა პრობლემა, არანაირად არ ვარ წინააღმდეგი :)) პირიქით

ხო მეც მაგას ვამბობ დიდი სხვაობა არ იქნება მაგრამ მაინც ნოკტუა მამრია მე იმიტომ შევადარე ეგ ორი რო ნოკტუას გამო ოპერებს ვერ ვატევდი, ოპერატიულების ქულერზე აღარ მაქ ლაპარაკი , + მაზერს მთლიანად ფარავდა და სილამაზე რაც აქ სუ მიჩუჩა = )) მოკლედ მაგარი ცხოველია რა კიდევ ერთხელლ გილცოავ

ხო, შეიძლება 1-2 გრადუსით მოუგოს ნოქტუამ აჩქარებისას

Venomous X იც უძლიერესია

კიდევ ერთხელ მადლობა :miyvarxar:

Link to comment
Share on other sites

დამატებულია ახალი მონაცემები

პორტალზე გატანილია

და გადადის შესაბამის განყოფილებაში :)

Link to comment
Share on other sites

ვინაიდან ჩემი ძველი გამაგრილებელის სამაგრები, ჩემი დედაპლატის და პროცესორის პლატფორმას არ ერგებოდა, გადავწყვიტე შემეძინა ახალი და უფრო მძლავრი. ბევრი ვიფიქრე, თავიდან Corsair ის Hydro სერიის, H50 ის ყიდვას ვფიქრობდი, რადგანაც პატარა იყო და ნებისმიერ დედაპლატაზე უპრობლემოდ ყენდებოდა, თუმცა ბევრი ტესტების/მიმოხილვების ნახვის შემდეგ გადავიფიქრე. შემდეგი ვარიანტი იყო Thermalright ის Silver Arrow, ყიდვას ვაპირებდი, როცა გავიგე რომ ჩემს დედაპლატაზე და ოპერატიულ მეხსიერებაზე ვერანაირად ვერ მოთავსდებოდა (აღარაფერს ვამბობ კეისზე :rolleyes: )

დიდი ფიქრის და ტვინის ჭყ ლ ე ტვის შემდეგ, გადავწყვიტე მეყიდა Noctua NH D14 :rolleyes: გადავხედე ოფიციალურ საიტს და შევამოწმე, თავსებადი იყო თუ არა ჩემს მ ხარისხის

რას ამბობ

სილვერ ეროუ უფრო არაპრობლემატურია მაგ მხრივ :)

ოდნავ დაბალია და მაგის ტაუერები უფრო სქელია

ძალიან ზალიან ხარისხიანი და აკრგი რევიუა

დიდი მადლობა :)

მაგას და სილვერ ეროუს შორის აგდაწყვეტა უნდა მიანდოს კაცმა ამრტო ფასს

რომელიც იაფია ის უნდა იყიდო :)

თუ თანაბარად ჯდება მაშინ რომელიც მოგწონს ის

იმიტომ რომ შედეგებში 99.9% იგივეა და ის 0.01% ხან ერთი ჯობნის და ხან მეორე

Link to comment
Share on other sites

მომეწონა მიმოხილვა ლედზეპელინ, ყოჩაღ და დიდი მადლობა! :thumbsup:

გაიხარე მიშA, დიდი მადლობა :)

რას ამბობ

სილვერ ეროუ უფრო არაპრობლემატურია მაგ მხრივ :)

ოდნავ დაბალია და მაგის ტაუერები უფრო სქელია

ძალიან ზალიან ხარისხიანი და აკრგი რევიუა

ძალიან დიდი მადლობა :)

ხო Silver Arrow ს ცოტა დაბალი თაუერები რომ აქვს ჩემს ოპერატიულთან პრობლემა ექმნებოდა, :( ფორუმებზეც ამას წერდნენ.

თან ოფიციალურ საიტზე ეწერა რომ ჩემს დედაპლატასთან არარის თავსებადი

მაგას და სილვერ ეროუს შორის აგდაწყვეტა უნდა მიანდოს კაცმა ამრტო ფასს

რომელიც იაფია ის უნდა იყიდო :)

თუ თანაბარად ჯდება მაშინ რომელიც მოგწონს ის

იმიტომ რომ შედეგებში 99.9% იგივეა და ის 0.01% ხან ერთი ჯობნის და ხან მეორე

გეთანხმები

კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებო ესეთი შეფასებისთვის

Link to comment
Share on other sites

გაიხარე მიშA, დიდი მადლობა :)

ძალიან დიდი მადლობა :)

ხო Silver Arrow ს ცოტა დაბალი თაუერები რომ აქვს ჩემს ოპერატიულთან პრობლემა ექმნებოდა, :( ფორუმებზეც ამას წერდნენ.

თან ოფიციალურ საიტზე ეწერა რომ ჩემს დედაპლატასთან არარის თავსებადი

გეთანხმები

კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებო ესეთი შეფასებისთვის

პირიქით კაცო :)

თიმ იქსტრიმები დავატიე სილვერ ეროუს დაბლა და 1 მილიმეტრი დარჩა კიდე

53 მილიმეტრია ზუსტად ადგილი

Link to comment
Share on other sites

მშვენიერი რევიუ გამოგივიდა ლედ

ერთადერთი ჩემი აზრით კარგი იქნებოდა რამე ქულერთან რომ შეგედარებინა ტემპერატურის მხრივ

მადლობა და მშვიდობაში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.