Jump to content

Sandy Bridge-E დეტალებში


Recommended Posts

ბოლოსდაბოლოს რა გაარკვიეთ :ugly_confused2: რამდენი პროცენტით აჯობებს X990-ს 2011-ის ყველაზე ძლიერი პროცესორი?

ჯერ ინტელსაც არ გაურკვევია :D

Link to comment
Share on other sites

  • Replies 283
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სოსო

უკვე ბევრ საიტზე განიხილება ინტელის მომავალი პროცესორები და ჩვენს საიტზეც განვიხილოთ ის ინფორმაცია რაც დღეისათვის არსებობს ამ "იდუმალებით" მოცულ პროცესორებზე. კოდური სახელი Sandy Bridge-E (SNB-E) იქნე

X-treme user

იქიდან გამომდინარე, რომ AMD უკვე არ მალავს FX პროცესორების აჩქარების შესანიშნავ პოტენციალს, Intel-ის თანდათან იწყებს 'ნიადაგის მზადებას' - Sandy Bridge-E CPU-ებისთვისაც, რომელთა გამოსვლაც მომდევნო კვა

X-treme user

სულ უფრო მცირე დრო რჩება ენთუზიასტებსა და თამაშების მოყვარულ, Sandy Bridge-E პროცესორების გამოჩენამდე, მაგრამ ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით არ ავრცელებენ ინფორმაციას მათი წარმადობის დონის შესახებ. თუ

ECS X79R-AX photo surfaces http://www.guru3d.com/news/ecs-x79rax-photo-surfaces/

Gigabyte shows all its X79 motherboards http://www.guru3d.com/news/gigabyte-shows-all-its-x79-motherboards/

ASUS shows off their X79 motherboard lineup http://www.guru3d.com/news/asus-shows-off-their-x79-motherboard-lineup/

Link to comment
Share on other sites

Noctua gives free upgrade for Intel LGA2011 http://guru3d.com/news/noctua-gives-free-upgrade-for-intel-lga2011-/

ჰეჰ

მაგარია ნოქტუა :)

14-ში ველოდებით ამ ჩიპებს.

cool

Link to comment
Share on other sites

http://www.tomshardware.com/reviews/core-i7-3960x-x79-performance,3026.html

პრევიუა პერფორმანსის, გაუტესტავთ ტომსჰარდვეაზე. შეიძლება დაიდო ეს ლინკი აქ უკვე, არ ვიცი :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ცნობილი გახდა Sandy Bridge-E-ზე დაფუძნებული Xeon E5-2600 სერიის პროცესორების სპეციფიკაციები, რომლებიც ჩაანაცვლებენ Xeon 5600 ხაზს და დაიკავებენ Xeon E5-2400-ების ზედა საფეხურს. მისი ყველაზე იაფფასიანი წარმომდგენელი გახდება 4-ბირთვიანი Xeon E5-2600, რომლის ღირებულებაც 202$ იქნება, ხოლო ყველაზე ძვირი კი - Xeon E5-2690 - წინასწარი შეფასებით - 2057$. მთლიანი ჩამონათვალი შემდეგნაირია:

49a7e54d65368e4eaafa22904efe5397.png

შეგახსენებთ, რომ E5-1600 და E5-2600 სერიის CPU-ების გაყიდვები წესით, მომდევნო წლის I კვარტალში უნდა დაიწყოს.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

როგორც ჩანს, კომპანია Intel არ თაკილობს თავისი პროდუქტების ახალ სტეპინგზე გადაყვანით - წინამორბედის ანონსიდან მოკლე დროში, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს. წინა კვირას, მიწოდებული სისტემური დაფების რაოდენობასთან დაკავშირებულ პროგნოზებში გაიელვა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციამ. როგორც ტაივანელი წყაროები იუწყებიან, რომ C2 სტეპინგზე დაფუძნებული Sandy Bridge-E პროცესორები, C1-ის დებიუტიდან შესაძლებელია უკვე რამდენიმე თვეში გამოჩნდნენ, შესაბამის ვადებში კი, წესით უნდა განახლდეს Intel X79 ჩიპსეტიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხედულების მომხრე სინგაპურის საიტი VR-Zone-იც არის, რომელიც დასახელებების სხვა იერარქიას ეყრდნობა. მისი აზრით, LGA 2011 CPU-ები თავდაპირველად იქნებიან C2-ზე, თვეების შემდეგ კი, გამოვლენ C3-ზე დაფუძნებული მოდელებიც. ოპტიმალურ შენაძენად კი, ისინი თვლიან სტეპინგ D-ს, რომელთა რელიზიც კიდევ უფრო მოგვიანებით შედგება. მათივე სიტყვებით, ნოემბრისთვის დამზადებული Sandy Bridge-E პროდუქტების რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასით შეიზღუდება, ამასთან ეს ეხება Core i7-3960X და Core i7-3930K პროცესორებს, ხოლო უმცროსი Core i7-3820, როგორც ადრე იტყობინებოდნენ, ბაზარს მომდევნო წლის I კვარტლის შუა პერიოდში მიაღწევს.

ბევრმა რესურმა წინა კვირას უკვე გამოაქვეყნა ცნობები LGA 2011 სოკეტის მქონე დაფების ფასები შესახებ. ყველაზე დიდ გაოცებას კი იწვევს ჩინური მარკეტები, სადაც თითქოსდა უკვე შესაძლებელია Intel X79-ზე აგებული აღნიშნული პროდუქტებისა და მათთან თავსებადი CPU-ების შეძენა. მაგალითად, MSI X79-GD65 8D, Core i7-3930K და Corsair H60-ის კომპლექტში, ისინი ითხოვენ დაახლოებით 1200$-ს, ამასთან მხოლოდ პირველი მათგანის ღირებულება 470$-ია. ამავე ქვეყანაში, EVGA X79 Classified ღირს 1100$, Asus-ის ზოგიერთი მოდელის ეს ნიშნული კი 900-1000$-საც უახლოვდება.

ევროპაში, ამ ჩიპსეტზე დამზადებული ბევრი დაფის პრე-ორდერი შედარებით უფრო ჰუმანურ ფასში, 300-400$-ის ფარგლებშია, ხოლო Foxconn-ის ნაწარმი Intel X58-ზე, ზოგიერთ მაღაზიაში 99$-ად იყიდება. როგორც ჩანს, LGA 1366 სოკეტის მქონე 'მაზერების' ფასდაკლებები უკვე დაიწყო, შესაძლოა ამგვარმა წინადადებებით ვინმე დაინტერესდეს. ხოლო, უნდა ველოდოთ თუ არა Intel X79-ის ახალ რევიზიასა და Sandy Bridge-E პროცესორების განახლებულ სტეპინგს, ამას დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის გაუმჯობესებებს შემოგვთავაზებენ ისინი - სისწრაფისა და ფუნქციონალურ თავისებურებების კუთხით.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ASRock X79 boards, including Micro-ATX model http://guru3d.com/news/asrock-x79-boards-including-microatx-model/

Gigabyte X79 Motherboard Bluetooth 4.0 & 802.11n Wi-Fi http://guru3d.com/news/gigabyte-x79-motherboard-bluetooth-40--80211n-wifi/

Link to comment
Share on other sites

ჰმ, საინტერესო შედეგია. 2 პროცესორიანი მაზერია(ალბათ ევგა) და ასუსის ვიდეოკარტები. ანუ ევგას ან ასუსის სასტავი ვერ იქნება. ნუ ნიკ შიში შეიძლება იყოს, რადგან არცერთ მწარმოებლის გუნდში არ არის თუ არ ვცდები

Link to comment
Share on other sites

მაგ პროცესორს ორ სოკეტიან მაზერზე რა უნდა?

b3a38eeee174.jpg

აბა მსოფლიო რეკორდია ეგ შედეგი და 2000 ქულით უგებს ახლანდელ შედეგს, რომელიც EVGA-ს SR2-ზეა დადებული და არამგონია 1 ბირთვიანი 2011 სოკეტის პროცესორი მასეთი ძლიერი იყოს :)

Link to comment
Share on other sites

Socket 2011 uses QPI to connect the CPU to either additional CPUs in a dual socket system, or to add-in chipsets.

http://en.wikipedia.org/wiki/LGA_2011

რა ვიცი იაგო ეს რაღაც ახალია

აქამდე ორი პროცესორის საფორთი მხოლოდ სერვერულებზე ჰქონდა ინტელს

Link to comment
Share on other sites

ამ სოკეტზე შესაძლებეია ასუსის მაზერიც ვიხილოთ 2 CPU-ს მხარდაჭერით.

http://www.overclockers.ru/hardnews/44367/ASUS_vypustit_materinskuju_platu_s_dvumya_razemami_LGA_2011.html

Link to comment
Share on other sites

Noctua NH-D14 SE2011 for LGA2011 http://guru3d.com/news/noctua-nhd14-se2011-for-lga2011/

Foxconn Quantum Force X79 motherboard http://guru3d.com/news/foxconn-quantum-force-x79-motherboard/

Biostar TPower X79 motherboard http://guru3d.com/news/biostar-tpower-x79-motherboard/

Intel eight-core Atom for servers? http://guru3d.com/news/intel-eightcore-atom-for-servers/

Intel has 80.6% percent of x86 market http://guru3d.com/news/intel-has-806-percent-of-x86-market/

ბოლო ორი ნიუსი არაფერ კავშირში არაა ამ თემასთან მაგრამ მაინც იდოს, ბევრს დააინტერესებს

Link to comment
Share on other sites

22 ნანომეტრიანი ინტელის 8 ბირთვიანი ატომი 2013 წლისთვის შეიძლება გამოვიდესო ისე http://www.ferra.ru/ru/system/news/2011/11/03/Intel-Plans-22nm-8-Core-Atom/

Link to comment
Share on other sites

Sandy Bridge-E პროცესორების ოფიციალურ რელიზამდე კვირაზე ოდნავ მეტი დრო დარჩა, მაგრამ ყველაზე მოუთმენელ ენთუზიასტებს უკვე შეუძლიათ შეკვეთის გაფორმება სასურველ ჩიპზე - ახალზელანდიურ ინტერნეტ-მაღაზია PB Technologies Ltd.-ში. საქონლის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მათ საწყობებში აქვთ ათი ცალი Intel Core i7-3930K, რომლის ღირებულებაც გახლავთ 849$ ამ ქვეყნის ვალუტით, რაც 674 აშშ დოლარს უდრის.

1bc7390dcd6d3416b74bbee8de970b13.png

შეგახსენებთ, რომ ეს მოდელი მოსალოდნელ ტრიოში 'საშუალოა', გააჩნია C1-სტეპინგი (მარკირება SR0H9), ექვსი ბირთვი, 3.2-3.8 გჰზ, 12 მბ მესამე დონის კეშ-მეხსიერება და მაქსიმალური მამრავლი 57х. ბაზური სიხშირის ამ ზრდად მაჩვენებლებთან ერთად, აღნიშნულ CPU-ს თეორიული აჩქარების პოტენციალი იმყოფება 9.5 გჰზ ნიშნულზე (1.66х), თუმცა შესაძლებელია იქნება თუ არა ეს პრაქტიკაზე, ამას ოფიციალური რელიზის შემდეგ შევიტყობთ.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

სამწუხაროდ დროებით პორტალზე ნიუსებს ვეღარ გავიტანთ ჰოსტინგის შეცვლის გამო

ინფოსთვის მადლობა

მე ამის ყიდვაზე ხელები მექავება მაგრამ კიდევ კარგი ეხლა ფული ვაბშე არა მაქვს :D

Link to comment
Share on other sites

კონკრეტულად რა რიცხვში გამოდის? იმედია ამის გამოსვლა არ დაემთხვევა ჰოსტინგის შეცვლის პერიოდს და საიტის გათიშვას

Link to comment
Share on other sites

მიუხედავად იმისა, რომ Sandy Bridge-E პროცესორების წარმადობის დონე Core i7-9xx (Westmere)-ებთან შედარებით სულ მცირედით გაიზრდება, DIMM DDR3 მეხსიერებასთან ისინი გაცილებით უკეთესად იმუშავებენ. ამის დასამტკიცებლად, ფორუმ HWBot-ის ერთ-ერთ წევრ Sam OCX-მა გამოაქვეყნა სკრინშოტი:

b27670b1799fbf21bf09ea11d18ee116.jpg

CPU-Z-ის მთავარი ფანჯარა შეიცავს ინფორმაციას 6-ბირთვიან პროცესორის ნიმუშის შესახებ, რომლის სიხშირეც, ნომინალური 3,3 გჰზ-დან გაიზარდა 4,5 გჰზ-მდე - 1,384 ვ ძაბვაზე. მესამე თაობის კეშ-მეხსიერებითა (15 მბ) და მონაცემთა დამუშავების თორმეტი ნაკადის მხარდაჭერით, შეგვიძლია ზუსტად ამოვიცნოთ მოდელი Core i7-3960X Extreme Edition. მიღებული შედეგი მიღწეულ იქნა CPU-მამრავლის 33x-დან 36x-მდე აწევის გზით და 1,25x დამხმარე მაჩვენებლის გამოყენებით.

გვერდზე მოცემულია RAM-ის მონაცემები. დაფიქსირდა ეფექტური ნიშნული 2674,6 მჰზ, რაც უდავოდ შთამბეჭდავია, რის თქმაც ძნელია ტაიმინგებზე - 10-12-11-28. ქვევით, მარჯვენა მხარეს ვპოულობთ სისტემურ დაფა Asus Rampage IV Extreme (X79 ჩიპსეტი)-ის სახელწოდებას, რომელიც საფუძვლად ედო ამ ექსპერიმენტულ სტენდს. Windows-ის დავალებათა დისპეჩერში ჩანს 12 ვირტუალური ბირთვის დატვირთვის რეჟიმი.

ფიზიკური მეხსიერება DDR3, საერთო ოდენობით 16 გბ, როგორც ჩანს, დაგროვილ იქნა ოთხ ცალ 4 გბ-იან ან რვა 2 გბ-იან მოდულის მეშვეობით, რადგანაც 2674 მჰზ-ზე, 8 გბ-იან ერთეულებს ჯერჯერობით მუშაობა არ შეუძლიათ.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

2674,6 მჰზ, რაც უდავოდ შთამბეჭდავია, რის თქმაც ძნელია ტაიმინგებზე - 10-12-11-28. ქვევით,

მაგ სიხშირეზე მისაღები ტაიმინგებია

თან 16GB საკმაოდ მძიმე ტვირთია

Link to comment
Share on other sites

მაგ სიხშირეზე მისაღები ტაიმინგებია

+1 2674მჰზ ოპერები?

Link to comment
Share on other sites

Cooler Master gives free LGA2011 upgrade for Hyper 212 Plus/EVO http://guru3d.com/news/cooler-master-gives-free-lga2011-upgrade-for-hyper-212-plusevo/

Intel Core i7-3930K and i7-3960X Pre-Order in the US http://guru3d.com/news/intel-core-i73930k-and-i73960x-preorder-in-the-us/

ASUS X79 Sabertooth Photo's http://guru3d.com/news/asus-x79-sabertooth-photos/

MSI Big Bang XPower II photo's leaked http://guru3d.com/news/msi-big-bang-xpower-ii-photos-leaked/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.