Jump to content

Sandy Bridge-E დეტალებში


Recommended Posts

1pw6v.gif

მეხსიერების კონტროლერს რა უქნეს? :D

3D მარკის ქულა საღოლ

5.0-ზე რომ ვატარებ 2600K-ს მაშინ ვიღებ 33000 CPU ქულას :)

მაშინ, როდესაც კომპანია AMD ჯერჯერობით გარკვეულ სირთულეების გამო, ვერ ახერხებს FX პროცესორების გამოშვებას, Intel-ი ცდილობს, რომ Sandy Bridge-E CPU-ები რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინოს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ამ სამაგიდო პლატფორმის მოდელს უკვე 2011 წლის დეკემბერში შევხვდებოდით, შემდეგ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი რელიზი 2012-ის პირველ კვარტლამდე არ შედგება.

Zfng2Wf7.jpg

ბოლო ცნობებით, ახალი პროდუქტების დებიუტი 15 ნოემბერს უნდა განხორციელდეს. პირველ ტალღაში შესული იქნება გახსნილი მამრავლის მქონე, 6-ბირთვიანი პროცესორები Core i7-3960X (3,3 გჰზ, 15 მბ კეშ-მეხსიერება) და Core i7-3930K (3,2 გჰზ, 12 მბ კეში), ასევე 4-ბირთვიანი Core i7-3820 (3,6 გჰზ, 10 მბ კეში). მათში ინტეგრირებულია DDR3 მეხსიერების ოთხარხიანი და PCI-Express 3.0 კონტროლერი. ნაწარმების წარმოება მიმდინარეობს 32 ნმ ტექ-პროცესის ნორმებზე.

მათთან ერთად, ბაზარზე გამოჩნდებიან Intel DX79SI და DX79TO სისტემური დაფებიც. შესაძლებელია, რომ სხვა მწარმოებლებმაც შეათანხმონ თავიანთი პროდუქტების გამოსვლის თარიღებიც. ისინი მიიღებენ რვა PCI-E ხაზს, 14-მდე USB 2.0 პორტს, ექვსამდე SATA 6 გბიტ/წმ და ოთხ SATA 3 გბიტ/წმ პორტს. ასევე, ჩაშენებულ ადაპტერ Gigabit Ethernet-ს და ექნება Rapid Storage Technology Enterprise (RSTe) ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

1155 სოკეტზე 6 ბირთვიანის გამოშვებას არ აპირებენ? :D

მაგრამ მე მაინც ივიზე გადავდივარ

თუ არ გადავდივარ? :D

არ ვიცი ვნახოთ :)

Link to comment
Share on other sites

  • Replies 283
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სოსო

უკვე ბევრ საიტზე განიხილება ინტელის მომავალი პროცესორები და ჩვენს საიტზეც განვიხილოთ ის ინფორმაცია რაც დღეისათვის არსებობს ამ "იდუმალებით" მოცულ პროცესორებზე. კოდური სახელი Sandy Bridge-E (SNB-E) იქნე

X-treme user

იქიდან გამომდინარე, რომ AMD უკვე არ მალავს FX პროცესორების აჩქარების შესანიშნავ პოტენციალს, Intel-ის თანდათან იწყებს 'ნიადაგის მზადებას' - Sandy Bridge-E CPU-ებისთვისაც, რომელთა გამოსვლაც მომდევნო კვა

X-treme user

სულ უფრო მცირე დრო რჩება ენთუზიასტებსა და თამაშების მოყვარულ, Sandy Bridge-E პროცესორების გამოჩენამდე, მაგრამ ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით არ ავრცელებენ ინფორმაციას მათი წარმადობის დონის შესახებ. თუ

ბოლო ცნობებით, ახალი პროდუქტების დებიუტი 15 ნოემბერს უნდა განხორციელდეს.

ეს თუ მართალია AMD-მ უკვე ძალიან მაგრად დააგვიანა ბულდოზერის გამოშვება ალბათ კაკრას იმ დროს გამოუშვებს როცა ეს პროცესორები გამოსული იქნება და მათ სიმძLავრეში კონკურენციას ვერ გაუწევს შედეგეად AMD კვლავ ბანძი ფირმა იქნება და ნომერი მეორე ასევე ფასების შედარებით უფრო დაკლებაც მოუწევს და მოკლედ ისეთ მოგებას ვერ ნახავს როგორიც უნდა ენახა რა

Link to comment
Share on other sites

MSI shows LGA 2011 Motherboards at IDF 2011 http://guru3d.com/news/msi-shows-lga-2011-motherboards-at-idf-2011/

Link to comment
Share on other sites

intel-ი ტრადიციულ სტილში გვთავაზობს pre-production Sandy Bridge-E sample benchmarks.

http://www.tomshardware.com/reviews/core-i7-3960x-x79-performance,3026.html

Link to comment
Share on other sites

Foxconn Quantum Force X79 photo http://guru3d.com/news/foxconn-quantum-force-x79-photo/

Link to comment
Share on other sites

Gigabyte Shows X79 Motherboard Lineup at IDF http://guru3d.com/news/gigabyte-shows-x79-motherboard-lineup-at-idf-/

Intel Desktop Board DX79SI Pictured http://guru3d.com/news/intel-desktop-board-dx79si-pictured-/

Link to comment
Share on other sites

რამდენიმე საათის წინ, IDF 2011 კონფერენციის დახურულ სესიაზე, Intel-მა აჩვენა Sandy Bridge-Е პროცესორის ტესტის შედეგები და გარდა ამისა, ცნობილი გახდა ზოგიერთი დეტალური ინფორმაცია ამ პროდუქტის შესახებ. ძირითადად კი, დაადასტურეს PCI Express 3.0.-ის მხარდაჭერა. კომპანიამ უკვე წარუდგინა პარტნიორებს PCI Express 3.0-ის წარმოებაში მისი ნიმუშები, მათ შორის AMD-ს, NVIDIA-ს და სისტემური დაფების მწარმოებლებს.

eft4cEwt.jpg

საცალო ბაზარზე, CPU მიწოდებულ იქნება გაგრილების სისტემის გარეშე. ეს გადაწყვეტილება კი მიიღეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ მხრივ, ასეთი პროდუქტების მყიდველები არჩევანს მაინც თვითონ გააკეთებენ.

UyCkiRJs.jpg

ესეც Sandy Bridge-E-ზე დაფუძნებული დემონსტრაციული სისტემა.

d9oTKr4a.jpg

მის კონფიგურაციაში შევიდა 6-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i7-3960X, რომელიც აღჭურვილია 4-არხიანი მეხსიერების კონტროლერით. წინასწარი მონაცემებით, მისი ქარხნული სიხშირე შეადგენს 3,3 გჰზ-ს, ხოლო Turbo Boost რეჟიმში კი, მას შეეძლება 3,9 გჰზ-მდე აჩქარება.

რაც შეეხება წარმადობას.. ის შესამჩნევად უფრო მაღალია, ვიდრე სიტყვაზე ამ მომენტისთვის Intel-ის 'ყველაზე-ყველაზე' საუკეთესო პროცესორი ენთუზიასტებისთვის - Core i7-990X. თუ გავითვალისწინებთ ინფორმაციას ტაქტურ სიხშირეებზე, კეშ-მეხსიერებასა და გაუმჯობესებებზე, რომლებიც განასხვავებენ Nehalem და Sandy Bridge-E არქიტექტურას, საორიენტაციოდ შეიძლება ახალი პროდუქტის უპირატესობა შეფასებულ იქნას 30-100%-ით - შესრულებულ დავალებისდა მიხედვით. ამას ადასტურებს SPEC CPU 2006 ტესტიც, რომლის მთელ რიცხვობრივ ამოცანებშიც, ამ მაჩვენებელმა შეადგინა 30%, ხოლო მოცურავე მძიმით კი - 60%. Sandra 2011b-ის მულტიმედიურ მონაცემების დამუშავებაში, დისტანცია გაიზარდა თითქმის 100%-მდე. თითქმის ასეთივე ზომით, ახალმა CPU-მ აჯობა თავის მეტოქეს - მეხსიერების ქვესისტემის ტესტში, SSE2 ბრძანებების გამოყენებით. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე სისტემას ჰქონდა მსგავსი memory-ს ოდენობა, მაგრამ Intel Core i7-3960X-ის შემთხვევაში, ის 4-არხიან კონფიგურაციაში მუშაობდა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სოსო, აი ცოტაოდენი ინფორმაცია მაგ ქულერის შესახებ:

Legit Reviews-ზე ახლოდან გაიცნეს ეს გაგრილების სისტემა და რამდენიმე ფოტოსურათიც გადაღებაც შეძლეს. ის თავსებადია LGA 2011, 1155, 1156, 1366 პლატფორმებთან და მიიღო სახელწოდება Intel Thermal Solution RTS2011LC. მისი ეტიკეტის სპეციფიკაციებიდან გამომდინარე, მას გააჩნია 130 ვ-მდე TDP-ს მქონე პროცესორების მხარდაჭერა. მის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო Asetek-მა, რომელმაც კარგად გაგვაცნო თავი დახურულ წგს-ების პროექტირებაში. იქიდან გამომდინარე, მან ძალისხმევა გააერთიანა Corsair-თან და Antec-თან, აღნიშნულ ნაწარმში შეინიშნება ამ კომპანიების პროდუქტების გარკვეული მოტივები. კერძოდ კი, წყ^ის ბლოკის ძირი პრაქტიკულად იგივეა, რაც Corsair H50-ში, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. ქულერის ბაზური დიზაინი დაფუძნებულია Corsair Hydro H70-ზე, თუმცა ცვლილება შეეხო რადიატორს, პომპასა და 120 მმ-იან ფენსაც. Intel ამტკიცებს, რომ RTS2011LC აღმოჩნდება Hydro H70-ზე მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური.

7e032e779385263113be677881caf4d1.jpg

7 ხრახნისგან შემდგარ ფენს, გააჩნია წყ^ის ბლოკის ლურჯი შუქდიოდური განათება - კომპანიის ლოგოტიპის სახით. ქულერის წარმოება უკვე დაწყებულია და LGA 2011 პლატფორმების გამოსვლის მომენტისთვის, ის გაყიდვაშიც გამოვა. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ცალკე და როგორც ჩანს, მისი ფასი 100-125$-ის ფარგლებში განთავსდება.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

. Intel ამტკიცებს, რომ RTS2011LC აღმოჩნდება Hydro H70-ზე მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური.

საინტერესოა

ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის?

Link to comment
Share on other sites

ECS High-End X79R-AX Black Series LGA 2011 Motherboard Photo's http://guru3d.com/news/ecs-highend-x79rax-black-series-lga-2011-motherboard-photos/

Link to comment
Share on other sites

არარა,ბულდოზერი აგვიანებს,ამდ ისევ ბანძი ფირმა იქნება არადა ბულდოზერზე რამხელა იმედი მქონდა

Link to comment
Share on other sites

eqsxp.gif

ეს არის 50%-ით ძლიერი იქნება გულფტაუნზეო? :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

საინტერესოა

ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის?

+43,5

ხმამაღალი თან ჩერეზ მეგაფონით :D

Link to comment
Share on other sites

Intel Core i7-3960X 5GHZ-მდე რაზგონდებაო ჰაერზე http://www.3dnews.ru/news/617396

Link to comment
Share on other sites

ვა 5.5 ჰაერზე?

მე შევძლებ...

შევძლებ რომ ივიმდე არაფერი ვიყიდო :mad:

შეძლებ შეძლებ მაგრამ გააჩნია ბულდოზერი როგორი იქნება :D

Link to comment
Share on other sites

2700K ს და 980X ს უტოლდებაო ,ნახე თემაში

ნეტა ეგრე იყოს მაგრამ რაც ვნახე ესაა და ჯერ ჯერობით არაა დამაიმედებელი

116c.jpg

Link to comment
Share on other sites

იქიდან გამომდინარე, რომ AMD უკვე არ მალავს FX პროცესორების აჩქარების შესანიშნავ პოტენციალს, Intel-ის თანდათან იწყებს 'ნიადაგის მზადებას' - Sandy Bridge-E CPU-ებისთვისაც, რომელთა გამოსვლაც მომდევნო კვარტალშია დაგეგმილი. როგორც ცნობილია, LGA 2011 პროდუქტები ოვერქლოქინგის მოყვარულებს შესთავაზებენ ბაზური სიხშირის ზრდადი მამრავლების გარკვეულ ნაკრებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მათი 'რაზგონი', იმ მოდელებისთვისაც კი, რომლებსაც ეს მაჩვენებელი შეზღუდული აქვთ. კომპანიამ ვებ-საიტ Bit-Tech-ის თანამშრომლებს გააცნო ნიუანსები ამ კუთხით:

cb836d4c1c7c72cf095dc4e93aaf1c0e.jpg

მაშ ასე, Sandy Bridge-E პროცესორები მართლაც მიიღებენ ზრდად მამრავლებს. მომატება იმუშავებს მხოლოდ თვითონ CPU-ს სიხშირისთვის და ოპერატიული მეხსიერებისთვის, სისტემის სხვა ელემენტები თვითონ განსაზღვრავენ ამ მახასიათებელს - 100 მჰზ-თან მიახლოებულ, სტანდარტულ მაჩვენებელთან შედარებით. ამგვარად, მონაცემთა მყარ დისკებზე საიმედოობის მიზნით, აღნიშნული კომპონენტის აჩქარება ნაკლებ საფრთხესთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე ეს LGA 1155-ზე დაფუძნებულ, Sandy Bridge მოდელებზე იყო.

ზემოთ მოცემულ სკრინშოტზე, გამოყენებლია CPU-ს მამრავლი 40х და 1.25х გამყოფი. ბაზური სიხშირე შეადგენს 95.08 მჰზ-ს. სწორედ მათი დაყენების შედეგად, სახეზე გვაქვს 4754 მჰზ. მეხსიერება მუშაობს 18.66х-ზე, რაც შეესაბამება DDR3-2218 რეჟიმს. ოვერქლოქინგის დროს, მომხმარებელმა ასევე დიდი მარაგით უნდა მიუთითოს TDP-ს მნიშვნელობა, ტექნოლოგია Turbo Boost-ის მხედველობაში მიღებით, ამ შემთხვევაში ის უდრის 300 ვ-ს. ასეთ პირობებში, 'ავტომატიკა' აჩქარებას ხელს არ შეუშლის.

მოყვანილია აგრეთვე სხვა მაგალითიც, რომელშიც მამრავლის მნიშვნელობა 30х-ა - ეს სავსებით რეალური მაჩვენებელია იმ მოდელისთვის, რომელსაც ეს მახასიათებელი ჩაკეტილი აქვს. 1.66х-ის გამოყენებით, უნდა დავკმაყოფილდეთ 100.4 მჰზ ბაზურ სიხშირეს, იმისათვის, რომ მივაღწიოთ 5 გჰზ დონეს პროცესორის ოვერქლოქინგისას. იქნება თუ არა უფრო აგრესიული გამყოფები, არ ზუსტდება, მაგრამ მეხსიერების დონე კვლავინდებურად შეიცვლება 266 მჰზ-იანი ინტერვალებით. მაგალითისთვის, Ivy Bridge CPU-ები, ამ ნაბიჯს შეამცირებენ 200 მჰზ-მდე. გარდა ამისა, Sandy Bridge-E მოდელები ბირთვის ძაბვისთვის ექნებათ ორი მახასიათებელი: ერთი - ძირითადი ნაწილისთვის (გამომთვლელი ბირთვებისთვის), ხოლო მეორე კი - ე.წ. 'ბირთვს გარე' მხარისთვის. ამგვარი მიდგომა ჩვენ უკვე შეგვხვედრია Intel-ის პროცესორებში.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.