Jump to content

Sandy Bridge-E დეტალებში


Recommended Posts

Intel Sandy Bridge-E Performance Unveiled Somewhat http://guru3d.com/news/intel-sandy-bridgee-performance-unveiled-somewhat/

ამ სლაიდებზე დაყრდნობით ამბობენ 47 პროცენტით უფრო ძლიერი იქნებაო მაგრამ მანდ 47% სად შეამჩნიეს არვიცი

Link to comment
Share on other sites

  • Replies 283
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სოსო

უკვე ბევრ საიტზე განიხილება ინტელის მომავალი პროცესორები და ჩვენს საიტზეც განვიხილოთ ის ინფორმაცია რაც დღეისათვის არსებობს ამ "იდუმალებით" მოცულ პროცესორებზე. კოდური სახელი Sandy Bridge-E (SNB-E) იქნე

X-treme user

იქიდან გამომდინარე, რომ AMD უკვე არ მალავს FX პროცესორების აჩქარების შესანიშნავ პოტენციალს, Intel-ის თანდათან იწყებს 'ნიადაგის მზადებას' - Sandy Bridge-E CPU-ებისთვისაც, რომელთა გამოსვლაც მომდევნო კვა

X-treme user

სულ უფრო მცირე დრო რჩება ენთუზიასტებსა და თამაშების მოყვარულ, Sandy Bridge-E პროცესორების გამოჩენამდე, მაგრამ ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით არ ავრცელებენ ინფორმაციას მათი წარმადობის დონის შესახებ. თუ

Sandy Bridge-E May Launch in October 2011, Core i7-3930K Gets Priced http://guru3d.com/news/sandy-bridgee-may-launch-in-october-2011-core-i73930k-gets-priced/

Link to comment
Share on other sites

ეგ ნიუსი უფრო დაწვრილებით:

ერთ-ერთმა აზიურმა რესურსმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სლაიდი Intel-ის როადმაპიდან, რომელიც მიმდინარე თვის შუა რიცხვებით თარიღდება. ამ დოკუმენტის მიხედვით, პროცესორი Core i7-3960X Extreme Edition (3.3 გჰზ) გაყიდვაში ამ წლის IV კვარტალში უნდა გამოჩნდეს, ხოლო 2012-ის II-ში კი, მას კომპანიას გაუწევს უფრო სწრაფი მოდელი.

52540c2f21ad156ec52c254fc3137510.jpg

ბლოგ OBRovsky-ის ვერსიით, რომელიც ასევე ეყრდნობა გარკვეულ სლაიდებს, Core i7-3980X Extreme Edition შეიძლება გამოვიდეს ამა წლის IV კვ-ში, Core i7-3960X Extreme Edition-ის დებიუტიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. 2011-ის ოქტომბერში კი, წარდგენილ უნდა იქნას სისტემური ლოგიკის ნაკრები Intel X79, რომელიც უზრუნველყოფს LGA 2011-ში შესრულებულ პროცესორების მხარდაჭერას.

bf3de32d6f6922bbec65a148a9d469f4.jpg

შესაძლებელია, რომ Core i7-3980X Extreme Edition-ის შემოდგომის ანონსი, Intel-ისთვის თავისებურ 'გეგმა ბ'-ს წარმოადგენს - Zambezi CPU-ების წარმატებულ დებიუტის შემთხვევაში, რომლებიც განთავსებულნი არიან უფრო ხელმისაწვდომ ღირებულების სეგმენტში. თუმცა, Intel-ი შეიძლება ისწრაფოდეს კონკურენტებთან დაშორებული მანძილის კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდაზე.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

კაი რაღაც გამოვა ნამდვილად,და ივი ბრიჯი მარტო მაინსტრეიმ და P1 პრემიუმში იქნება? არ იქნება ექსტრემე? :D,არა რა,ინტელმა მოგვაყარა ეს პროცესორები რაც საკმაოდ კარგია და იხვეწება ყველაფერი,მარა,

არ შეიძლება ექტრემეც და მაინსტრეიმიც ერთ სოკეტზე იყოს ამის დედა ვატირე ნე მოგ თავშეკავება :mameda:

Link to comment
Share on other sites

კაი რაღაც გამოვა ნამდვილად,და ივი ბრიჯი მარტო მაინსტრეიმ და P1 პრემიუმში იქნება? არ იქნება ექსტრემე? :D,არა რა,ინტელმა მოგვაყარა ეს პროცესორები რაც საკმაოდ კარგია და იხვეწება ყველაფერი,მარა,

არ შეიძლება ექტრემეც და მაინსტრეიმიც ერთ სოკეტზე იყოს ამის დედა ვატირე ნე მოგ თავშეკავება :mameda:

კი შეიძლება

AMD :D

Link to comment
Share on other sites

კაი რაღაც გამოვა ნამდვილად,და ივი ბრიჯი მარტო მაინსტრეიმ და P1 პრემიუმში იქნება? არ იქნება ექსტრემე? :D,არა რა,ინტელმა მოგვაყარა ეს პროცესორები რაც საკმაოდ კარგია და იხვეწება ყველაფერი,მარა,

არ შეიძლება ექტრემეც და მაინსტრეიმიც ერთ სოკეტზე იყოს ამის დედა ვატირე ნე მოგ თავშეკავება :mameda:

არა რატომ? როგორც ახლა -E-ს სახით გამოდის სენდი ბრიჯის ულტრა-ჰაი-ენდ ვარიანტი, ისე გამოვა აივის ვარიანტიც მოგვიანებით :)

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

წინასწარი ინფორმაციით, Sandy Bridge-E LGA2011 ოჯახში შემავალი 6-ბირთვიანი Core i7-3960X Extreme Edition, Core i7-3930K და 4-იანი Core i7-3820 პროცესორები ბაზარზე გამოჩნდებიან ჩვეული 'ბოქს' გაგრილების სისტემის გარეშე. მათთვის განკუთვნილი ქულერები ცალკე იქნებიან გამოშვებულნი, თუმცა ფაქტი არ არის, რომ ენთუზიაზისტები სწორედ Intel-ის გადაწყვეტილებებს აირჩევენ და არა სხვა კომპანიების ანალოგიურ პროდუქტებს.

სანტა-კლარის კორპორაციის ასეთი ნაბიჯის ერთ-ერთ მიზეზად, შეიძლება ჩაითვალოს Core i7-3000-ის მაღალი სითბოს გამოყოფის დონე. როგორც ვებ-გვერდი VR-Zone იუწყება, მიუხედავად განცხადებულ 130 ვ-იან თერმოპაკეტისა, TDP-ს რეალური მაჩვენებელი აღწევს 180 ვ-ს, მუშაობის ქარხნულ რეჟიმში. სწორედ ამიტომ წარმოიქმნება გაზრდილი მოთხოვნილებები გაგრილების საშუალებებისა (აქ კი, აუცილებელი იქნება გაბარიტული 'ტაუერები') და კვების ბლოკების მიმართ. PSU-ების მწარმოებლებს უკვე შეატყობინეს იმის შესახებ, რომ Core i7-3000-ებმა კვება უნდა მიიღონ +12 ვ ხაზიდან, რომელიც გათვლილია მინიმუმ 23A დენის ძალაზე, ხოლო მოწყობილობების მარგი ქმედების კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს 80%-ს და მეტს.

რაც შეეხება თვითონ პროცესორებს, ამჟამად მათზე მიმდინარეობს დაყვანითი სამუშაოები - 'კოლდბაგის' გამო, რომელიც აღმოჩენილ იქნა C1 სტეპინგების ნიმუშებში. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ Sandy Bridge-E ხაზის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი Core i7-3820, გამოჩნდება თავის თანამოძმეებზე გვიან, რადგან არ გაართულოს შიდა კონკურენცია.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Sandy Bridge-E დესქტოპ-პროცესორების ფასების შესახებ აქამდე მხოლოდ მიახლოებითი წარმოდგენა გვქონდა. ვებ-საიტ VR-Zone-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია და უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ მხრივ, სიურპრიზებს ნაკლებად უნდა ველოდოთ:



  • Core i7-3960X Extreme Edition - ექვსი ბირთვი, Hyper-Threading-ის მხარდაჭერა, 15 მბ III დონის კეშ-მეხსიერება, ნომინალური სიხშირე 3.3 გჰზ, 3.9 გჰზ-მდე აჩქარება Turbo Boost-ის მეშვეობით, TDP არაუმეტეს 130 ვ-ისა, თავისუფალი მამრავლი, ღირებულება 999$;
  • Core i7-3930K - ექვსი ბირთვი, Hyper-Threading-ის მხარდაჭერა, 12 მბ III დონის კეშ-მეხსიერება, ნომინალური სიხშირე 3.2 გჰზ, 3.8 გჰზ-მდე აჩქარება Turbo Boost-ის მეშვეობით, TDP არაუმეტეს 130 ვ-ისა, თავისუფალი მამრავლი, 583$;
  • Core i7-3820 - ოთხი ბირთვი, Hyper-Threading-ის მხარდაჭერა, 10 მბ III დონის კეშ-მეხსიერება, ნომინალური სიხშირე 3.6 გჰზ, 3.9 გჰზ-მდე აჩქარება Turbo Boost რეჟიმში, TDP არაუმეტეს 130 ვ-ისა, 294$.

გარდა ამისა, თუ დაუკვირდებით Intel-ის ბოლო როადმაპს, შეამჩნევთ -ის მსგავს სიმბოლოს, რის მიხედვითაც ჩნდება ვარაუდი, რომ კომპანია ამ კვარტალში აპირებს უფრო სწრაფ Core i7 K პროცესორის გამოშვებასაც. შესაძლებელია, რომ ახალ მოდელს ექნება დამატებითი გახსნილი მამრავლები - Core i7-2600K-სთან შედარებით. ჯერჯერობით კი მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, თუმცა ამჟამად ეს სიახლე არც თუ დადებითად იმოქმედებს Core i7-3820-ზე, სანამ ის რეალურად არ შეძლებს LGA-1155-ზე უკეთესი შედეგის ჩვენებას გარკვეული თვალსაზრისით.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Core i7-3960X Extreme Edition

ესენი ბულდოზერებს ხომ აჯობებს ?

ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი, არავინ არ იცის.

მაგრამ როგორც ინტელს სჩვევია - აჯობებს.

Link to comment
Share on other sites

ანუ ისეთი მონსტრები იქნებიან რომ ბოქს ქულერები ვერ გააგრილებენ ხო? :D

რომც დამაძალონ მაგ სისტემას არანაირად არ ვიყიდიდი... ivy იქნება მემგონი გაცილებით უფრო საკაიფო

Link to comment
Share on other sites

ანუ ისეთი მონსტრები იქნებიან რომ ბოქს ქულერები ვერ გააგრილებენ ხო? :D

რომც დამაძალონ მაგ სისტემას არანაირად არ ვიყიდიდი... ivy იქნება მემგონი გაცილებით უფრო საკაიფო

აჰა, თუ არ ვცდები ბულდოზერსაც მასე ექნებაო @ჭორისდონე.

LGA2011 არის სუფთა workstation ტიპი.

Link to comment
Share on other sites

ხო კულერები ცალკეო გურუ3დ-ზეც დაიწერა Sandy Bridge-E to ship without CPU cooler http://guru3d.com/news/sandy-bridgee-to-ship-without-cpu-cooler/ ისე სწორიცაა მემგონი, ბოქს კულერი სუსტია მაინც მასეთი ძლიერი პროციკისთვის

Link to comment
Share on other sites

როგორც უკვე ითქვა, Sandy Bridge-E პროცესორები გაყიდვაში ჰითსინკისა და ფენის გარეშე გამოჩნდებიან, თუმცა საინტერესოა, ის რომ მათთვის, ცალკეულად Intel-ი მაინც შემოგვთავაზებს საკუთარ ბრენ-ქულერებს. E ხაზში (რაც გულისხმობს 'ენთუზიასტ'-ს) შესულნი იქნებიან Core i7 3820, 3930K და 3960K მოდელები, რომლებიც წესით, წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდნენ. გაზრდილ L3 კეშის (15 მბ-მდე!), ინტეგრირებულ 4-არხიან DDR3 მეხსიერების კონტროლერის, 32x PCI 3.0-ის გამო, აღნიშნულ CPU-ებს აგრეთვე დასჭირდებათ X79 ჩიპსეტით აღჭურვილი, ახალი LGA 2011 (სოკეტი R, სურათი ქვემოთ) სისტემური დაფა. სამივე მათგანი მუშაობს მსგავს სიხშირეებზე, მთავარი განსხავება L3-ის ზომაში იქნება (10,12 და 15 მბ შესაბამისად).

2eeff71a387ad29154e0e647453d88e4.jpg

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამივე პროცესორი მიიღებს უზარმაზარ, 130 ვ დონის TDP-ს, ხოლო VR-Zone-ის მიხედვით, მან შესაძლოა მიაღწიოს 180 ვ-მდე და მოიხმაროს 23 ამპერი - 12V2 კვების ბლოკის რეილზე. ენთუზიასტებს და ოვერქლოქერებს გაუხარდებათ იმის გაგება, რომ ახალი 2011-პინიანი CPU სოკეტი თავსებადია LGA 1366 გაგრილების საშუალებებთან - თუმცა ამ შემთხვევაში, 180 ვ TDP-სთვის, აუცილებელი იქნება წყლის ან საუკეთესო ჰაერის ქულერი და ეს აჩქარების გარეშე!

პირველი შეხედვით, შესაძლოა ჩანდეს, რომ Intel-ი ამ CPU-ებს არ აყოლებს ჰითსინკებსა და ფენებს ექსტრემალური TDP-ს გამო და მართლაც, ისეთივე ცხელი, Gulftown-ზე დაფუძნებული Xeon ჩიპები, წინა წლიდან მოყოლებული, ქულერების გარეშე გამოდიან. არ არის გამორიცხული, რომ Intel-ს არ გააჩნია ტექნოლოგია, რომ ადეკვატურად მოახდინოს ამ მონსტრების გაგრილება, მაგრამ თუ საქმე ამაშია, რატომ განაგრძობს ის თავის ბრენდ, ჰაერის ჰითსინკების ცალკეულად გაყიდვას? შეიძლება თუ არა, რომ ეს იყოს საშუალება შეფუთვისა და შიპინგ-ხარჯების შემცირებისათვის? თუ კომპანიას სურს გააფართოვოს ქულერების საკუთარ ხაზი? ამის გასარკვევად, ჩვენ მოგვიწევს მოცდა ახალი ხაზის პროცესორების გამოჩენამდე.

უფრო დამაჯერებლად კი ჟღერს შემდეგი: Intel-მა უბრალოდ იცის, რომ მომხმარებელი, რომელიც იხდის 1,000$-ს პროცესორისთვის, ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყენებს ქარხნულ ჰაერის ქულერს (და დასანანი არ არის, როდესაც ხედავ ულამაზეს გეიმინგ-სისტემას ოთხი გრაფიკული ბარათით და Intel-ის ჰითსინკს?). ენთუზიასტები მის ნაცვლად, დიდი ალბათობით აირჩევენ საკუთარ წყლის (ან LN2) გაგრილებას და ამგავარად, CPU-ების შიპინგი სტოკ-ჰითსინკის გარეშე, უბრალოდ ხარჯების შემცირების და ყველასთვის სასიხარულო გზაა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ფორუმ HWBot-ის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახლანდელ 32 ნმ Sandy Bridge-E (LGA2011) პროცესორებს ისეთივე შეზღუდული სიხშირული პოტენციალი გააჩნიათ, როგორიც მათ წინამორბედ Sandy Bridge-ებს 1155 სოკეტზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ~5,2 გჰზ-ზე ზევით, სტაბილური დონის მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თხევადი ან ექსტრემალური გაგრილების გზით. მანვე თქვა, რომ Sandy Bridge-E ნიმუშებს ახასიათებთ აჩქარების იგივე ზღვარი, მხოლოდ გაზრდილია ბირთვების რაოდენობა და ერთნაკადიან დავალებების დროს, 15%-ით მეტია წარმადობა.

ამ თვალსაზრისს ეთანხმება საიტ Massman-ის ადმინისტრატორიც და გვამცნობს თავის მოსაზრებებს Core i7-3000-ების ოვერქლოქინგის პროცედურების შესახებ. Ivy Bridge-ის მსგავსად, LGA2011 სისტემური დაფების UEFI-ში ხელმისაწვდომი იქნება საყრდენი სიხშირის რამდენიმე ვარიანტი, სავარაუდოდ 100 (ნომინალური), 133, 166, 200 და 250 მჰზ. PCI-E სალტის ამ მახასიათებლის მომართვის გზით, შესაძლებელი გახდება მიღებული CPU-სიხშირის უფრო დარეგულირება. ეს კი ახდენს იმ უხერხულობის კომპენსირებას, რომ Sandy Bridge-E-ის უმცროს მოდელებზე დაბლოკილია მამრავლის გაზრდის გზა.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

xeon-ია მაგრამ მაინც

სიხშირე 2.2ghz

SBEP_22GHz.jpg

Link to comment
Share on other sites

133, 166, 200 და 250 მჰზ. PCI-E სალტის ამ მახასიათებლის მომართვის გზით,

აუ ერთი ეს მანახა როგორ მოხდება

დავიჯერო 200 BCLK-ს დადებს?

ან თუნდაც 166-ს? :chojinfc:

xeon-ია მაგრამ მაინც

სიხშირე 2.2ghz

ბირთვი 8

ნაკადები 16

ტრანზისტორები უამრავი მილიარდი... :D

ისე TDP 95 ფრიად საინტერესოა :)

Link to comment
Share on other sites

საიტი CPU World იუწყება, რომ მე-4 კვარტალში Intel ასევე აპირებს LGA 2011-ის მიხედვით აგებულ სერვერული CPU-ების გამოშვებასაც, რომელთაც შეეძლებათ ერთ სისტემურ დაფაზე მუშაობა თავის მსგავსთან ერთად. ამ მხრივ, ორპროცესორიან სეგმენტში წარმოდგენილი იქნება Xeon E5-2600 სერია, რომლის მახასიათებლებიც ქვედა ცხრილშია მოყვანილი:

21ed1024403e882adb1bce2494408acf.png

უნდა აღინიშნოს, რომ აქ ჩვენ პირველად ვხვდებით 8-ბირთვიან პროცესორებს LGA 2011-ზე. ზოგიერთი ვარაუდით, Intel-ის უფროსი დესქტოპ-CPU-ც ამ პლატფორმაზე ამდენივე Core-ს მიიღებს. იგივე ალბათობით, ეს რაოდენობა შეიძლება 6-იც იყოს, თუმცა თანამორბედებთან შედარებით, მისი სიხშირე უფრო მაღალი იქნება.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

დესკტოპშიც უეჭველი იქნება უკვე 8 ბირთვი... შეიძლება თავიდანვე არ გამოუშვან მაგრამ მერე ინტერესის გაღვივების პონტში და რამე 2011 სოკეტზე უეჭველი იქნება 8 ბირთვი

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

44a.jpg

Intel will begin the Sandy Bridge-E platform with Core i7-3960X Extreme Edition 6-core Unlocked processor, Core i7-3930K 6-core Unlocked processor, and Core i7-3820 4-core processor. Intel X79 Express is the De facto desktop chipset. The first compatible Intel Desktop Board products include DX79SI, and DX79TO.

Link to comment
Share on other sites

მაშინ, როდესაც კომპანია AMD ჯერჯერობით გარკვეულ სირთულეების გამო, ვერ ახერხებს FX პროცესორების გამოშვებას, Intel-ი ცდილობს, რომ Sandy Bridge-E CPU-ები რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინოს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ამ სამაგიდო პლატფორმის მოდელს უკვე 2011 წლის დეკემბერში შევხვდებოდით, შემდეგ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი რელიზი 2012-ის პირველ კვარტლამდე არ შედგება.

Zfng2Wf7.jpg

ბოლო ცნობებით, ახალი პროდუქტების დებიუტი 15 ნოემბერს უნდა განხორციელდეს. პირველ ტალღაში შესული იქნება გახსნილი მამრავლის მქონე, 6-ბირთვიანი პროცესორები Core i7-3960X (3,3 გჰზ, 15 მბ კეშ-მეხსიერება) და Core i7-3930K (3,2 გჰზ, 12 მბ კეში), ასევე 4-ბირთვიანი Core i7-3820 (3,6 გჰზ, 10 მბ კეში). მათში ინტეგრირებულია DDR3 მეხსიერების ოთხარხიანი და PCI-Express 3.0 კონტროლერი. ნაწარმების წარმოება მიმდინარეობს 32 ნმ ტექ-პროცესის ნორმებზე.

მათთან ერთად, ბაზარზე გამოჩნდებიან Intel DX79SI და DX79TO სისტემური დაფებიც. შესაძლებელია, რომ სხვა მწარმოებლებმაც შეათანხმონ თავიანთი პროდუქტების გამოსვლის თარიღებიც. ისინი მიიღებენ რვა PCI-E ხაზს, 14-მდე USB 2.0 პორტს, ექვსამდე SATA 6 გბიტ/წმ და ოთხ SATA 3 გბიტ/წმ პორტს. ასევე, ჩაშენებულ ადაპტერ Gigabit Ethernet-ს და ექნება Rapid Storage Technology Enterprise (RSTe) ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.