Jump to content

Sandy Bridge-E დეტალებში


Recommended Posts

  • Replies 283
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სოსო

უკვე ბევრ საიტზე განიხილება ინტელის მომავალი პროცესორები და ჩვენს საიტზეც განვიხილოთ ის ინფორმაცია რაც დღეისათვის არსებობს ამ "იდუმალებით" მოცულ პროცესორებზე. კოდური სახელი Sandy Bridge-E (SNB-E) იქნე

X-treme user

იქიდან გამომდინარე, რომ AMD უკვე არ მალავს FX პროცესორების აჩქარების შესანიშნავ პოტენციალს, Intel-ის თანდათან იწყებს 'ნიადაგის მზადებას' - Sandy Bridge-E CPU-ებისთვისაც, რომელთა გამოსვლაც მომდევნო კვა

X-treme user

სულ უფრო მცირე დრო რჩება ენთუზიასტებსა და თამაშების მოყვარულ, Sandy Bridge-E პროცესორების გამოჩენამდე, მაგრამ ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით არ ავრცელებენ ინფორმაციას მათი წარმადობის დონის შესახებ. თუ

მოიცათ კაცო, სენდი-E-ს მამრავლები 1.25X და 1.66X ექნება 1X-ის მაგივრად? :)

Link to comment
Share on other sites

Sandy Bridge-E მოდელები ბირთვის ძაბვისთვის ექნებათ ორი მახასიათებელი: ერთი - ძირითადი ნაწილისთვის (გამომთვლელი ბირთვებისთვის), ხოლო მეორე კი - ე.წ. 'ბირთვს გარე' მხარისთვის. ამგვარი მიდგომა ჩვენ უკვე შეგვხვედრია Intel-ის პროცესორებში.

ანუ ცალკე იქნება core voltage და ცალკე uncore?

მოიცათ კაცო, სენდი-E-ს მამრავლები 1.25X და 1.66X ექნება 1X-ის მაგივრად?

ვანო მემგონი ვხვდები რაც არის ეგ

ადრე რომ იყო ლაპარაკი რომ BCLK სიხშირის გაზრდა შეიძლება კარგვეული ნახტომებითო

ხოდა ეგ გამყოფი განსაზღვრავს სწორედ მაგ BCLK ანუ reference clock ნახხტომებს

1X-ზე იქნება 100

1.25X-ზე 125

1.66X-ზე 166

ალბათ ესეთი რამე იქნება

Link to comment
Share on other sites

ეს არის 50%-ით ძლიერი იქნება გულფტაუნზეო? :chojinfc:

ვერ იქნება არ მგონია

ჰა ჰა 20% ით აჯობოს სუფთად

როდის აქეთაა რო ინტელი 50% იან ნახტომებს აკეთებს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ანუ ცალკე იქნება core voltage და ცალკე uncore?

ვანო მემგონი ვხვდები რაც არის ეგ

ადრე რომ იყო ლაპარაკი რომ BCLK სიხშირის გაზრდა შეიძლება კარგვეული ნახტომებითო

ხოდა ეგ გამყოფი განსაზღვრავს სწორედ მაგ BCLK ანუ reference clock ნახხტომებს

1X-ზე იქნება 100

1.25X-ზე 125

1.66X-ზე 166

ალბათ ესეთი რამე იქნება

იმ ნიუსში რაღაც ისე წერია რომ თითქოს თვითონ მამრავლი 1-იანიდაც იცვლება 1.25-ზე და 1.66-ზე, სტრანნია რაღაც :)

მაქსიმალური ბკლკ 125 მჰც უწერია.

Link to comment
Share on other sites

Sandy Bridge-E and MSI X79 preview http://www.guru3d.com/article/sandy-bridge-e-and-msi-x79-preview/

Link to comment
Share on other sites

ე.ი 980X ხო იყო და იყო მეფე,ხოდა ეხლა "Premium Performance P1" ის ოჯახის თუ ა.შ 2600K-მ ზოგ ტესტებში აჯობდა ზოგშიც დამარცხდა ზოგშიც ერთნაირი იყო შედეგები ანუ 2600K 980X დონისაა და ალბათ ივი ბრიჯზეც ეგრე იქნება რა ანუ "ივი ბრიჯის 2600K" 3960X დონის იქნება ჩემის აზრით

Link to comment
Share on other sites

ვერ იქნება არ მგონია

ჰა ჰა 20% ით აჯობოს სუფთად

როდის აქეთაა რო ინტელი 50% იან ნახტომებს აკეთებს

მართალი ხარ ისტორიულად ინტელი 20 პროცენტიან წარმადობის მატებას გვთავაზობ ყოველ ახალ თაობაში...

Link to comment
Share on other sites

Intel Sandy Bridge-E to get C2 stepping after launch http://guru3d.com/news/intel-sandy-bridgee-to-get-c2-stepping-after-launch/

Intel X79 Chipset is $20 (€15) More Expensive than X58 http://guru3d.com/news/intel-x79-chipset-is-20-15-more-expensive-than-x58/

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Intel Confirms Bundling LGA 2011 CPUs with Own-Brand Liquid Coolers http://guru3d.com/news/intel-confirms-bundling-lga-2011-cpus-with-ownbrand-liquid-coolers/

Intel Xeon E5 Sandy Bridge-E CPUs Launch Schedule http://guru3d.com/news/intel-xeon-e5-sandy-bridgee-cpus-launch-schedule/

Link to comment
Share on other sites

სამი Sandy Bridge-E პროცესორის სპეციფიკაცია ინტელის წყლის გაგრილების სისტემაზე რომელიც ყენდება http://www.3dnews.ru/news/618185/

Link to comment
Share on other sites

Intel-ის პრეზენტაციის ერთ-ერთ სლაიდის მიხედვით, LGA2011 დესქტოპ-პროცესორების გამოსვლით, აჩქარების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო პარამეტრებთან მანიპულაციები კი გამარტივებდა.

1870bf8de7fb39cafdb51f80d297511b.jpg

Sandy Bridge-E CPU-ებში ბირთვისა და მეხსიერების სიხშირეები საბოლოოდ განცალკევდებიან და ამგვარად, მათი შეცვლა შესაძლებელი იქნება PCI Express-ისა და შეტანა-გამოტანის მუშაობაზე გავლენის მოხდენის გარეშე. BCLK მაჩვენებლის ზრდა-შემცირება კი მოხდება 1 მჰზ ინტერვალების ან 'უხეშად' - 1,25 და 1,67 მამრავლების საშუალებით. მსგავსი შესაძლებლობები რეალიზებული იქნება Ivy Bridge-ებში, LGA1155 სოკეტზე. მომდევნო ნაბიჯი ამ მხრივ, მოსალოდნელია 2013 წელს, როდესაც გამოჩნდებიან Haswell-ის 22 ნმ მოდელები. მომხმარებელს საშუალება მიეცემა, რომ დამოუკიდებლად გაუკეთოს კორექტირება CPU, GPU, Memory, PCI და DMI-ს აღნიშნულ მახასიათებლებს. ამასთან, BCLK-ის ბაზური სიხშირის ზუსტი მომართვა ხელმისაწვდომი იქნება Lynx Point ჩიპსეტზე.

ოდესღაც კი, Intel მთელი ძალისხმევით ეწინააღმდეგებოდა ოვერქლოქინგს და აპარატულად ბლოკავდა შესაბამის ფუნქციებს. ახლაც, გახსნილი მამრავლის მქონე პროცესორებს გააჩნიათ სპეციალური მარკირება და მათი ღირებულებაც შედარებით ძვირია.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Core i7-3960X EE, Core i7-3930K და Core i7-3820 პროცესორების პრემიერა, წინასწარი ინფორმაციით, 15 ნოემბერს უნდა შედგეს. სამივე მათგანი როგორც ჩანს, საკმაოდ 'ცხელი' იქნება - დატვირთვაზე სითბოს გამოყოფის დონე ბევრად გადააჭარბებს განცხადებულ თერმოპაკეტ 130 ვ-ს. ვებ-გვერდი VR-Zone ამტკიცებს, რომ Sandy Bridge-E კრისტალს, რომელიც საფუძვლად უდევს Core i7-3000 ხაზს, თავდაპირველად შეიცავს 8 ბირთვსა და 20 მბ III თაობის კეშ-მეხსიერებას. მათივე აზრით, x86-core-ების რაოდენობის ქარხნული შეზღუდვები (ექვსი ბირთვი - Core i7-3960X EE/Core i7-3930K-სთვის და ოთხი - Core i7-3820-სთვის) განპირობებულია ზემოაღნიშნული მახასიათებლით და არა მარკეტინგული თვალსაზრისით ან წუნდადებული პროდუქტების დიდი ოდენობით, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ.

1d15a199042781eb666f53bc43f200cd.jpg

მაშინ, როდესაც Sandy Bridge-E-ის ტოპ დესქტოპ-პროცესორი მუშაობს 3,3 გჰზ სიხშირეზე, Sandy Bridge-EP/Xeon E5 სერვერული ოჯახის ფლაგმანი, TDP-ს ანალოგიური დონით, ფუნქციონირებს მხოლოდ ნომინალურ 2,7 გჰზ-ზე, რადგანაც სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ვერ მოახერხებს პასპორტში მითითებულ 130 ვ-ში მოთავსებას. აქედან გამომდინარე, პირობითად III თაობის Core i7 CPU-ების ხაზი შეიძლება ასეთი მიმართულებებით გაგრძელდეს:



  1. Intel გეგმაზომიერად ანვითარებს D სტეპინგის ბირთვს, გამოაქვს ისინი ბაზარზე, რამაც უნდა გამოიწვიოს სიხშირეების მატება იდენტური TDP-ს შენარჩუნებით, მაგრამ ეს არც თუ ისე მცირე დროში მოხდება.
  2. მწარმოებელი ოფიციალურად ზრდის თავის ყველაზე მძლავრი პროცესორების TDP-ს დონეს დაახლოებით 150 ვ-მდე და უშვებს CPU-ებს - ენთუზიასტ-კლასის გეიმერულ კომპიუტერებისა და სამუშაო სადგურებისთვის - მინიმუმ 3 გჰზ სიხშირით და სრულფასოვანი 8-ბირთვიანი კრისტალით.

ამგვარად, თუ სანტა-კლარის კორპორაციის ტოპ-მენეჯერები საჭიროდ მიიჩნევენ TDP-ს ნიშნულების გაზრდას - დესქტოპ-CPU-ებისთვის, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ AMD-ც არ დარჩება ვალში და თავის მხრივ, წარმოადგენს რამდენიმე 'ცეცხლისმფრქვეველი ბულდოზერს'.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

წესით სულელური ნაბიჯი უნდა იყოს TDP-ს გამო 2 ბირთვის მოჭრა ან ამ 130 ვატზე ჯვარი აქვთ დაწერილი თუ რა მოკლედ ჯერ ალბათ 6 ბირთვიანები გამოვა გაიყიდება რამე რუმე მერე კი სიახლის კუთხით გამოვლენ 8 ბირთვიანი მოდელები რომელიც 6-იანებს ჩაანაცვლებენ ფასში

Link to comment
Share on other sites

წესით სულელური ნაბიჯი უნდა იყოს TDP-ს გამო 2 ბირთვის მოჭრა ან ამ 130 ვატზე ჯვარი აქვთ დაწერილი თუ რა მოკლედ ჯერ ალბათ 6 ბირთვიანები გამოვა გაიყიდება რამე რუმე მერე კი სიახლის კუთხით გამოვლენ 8 ბირთვიანი მოდელები რომელიც 6-იანებს ჩაანაცვლებენ ფასში

ჯვარის დაწერაზე არ არის

გარდა იმისა რომ კვების ბლოკი გჭირდება უფრო მძლავრი

გაგრილებაც ბევრად უკეთესი გჭირდება

150 ვატი სტოკზე და რაზგონზე სად მიარტყავს?!

არ არის ეგრე ადვილი

აქამდე მაზერის გამოცვლასაც და მამენტ ოპერების ცვლასაც გვაიძულებდა ინტელი

და ეხლა რა გამოვა

კვებაც უნდა გამოცვალო და გაგრილებაც მხოლოდ ჰაი ენდ

თან გაითვალე რომ თუნდაც ამ ფორუმზე 90%-ზე მეტს ბენჩები და რაზგონი საერთოდ ჰკიდიათ

მოკლედ წავლენ და ძველ სენდის იყიდიან

და სენდი E-ს კლიენტი 30 კაცი იქნება :chojinfc:

მსოფლიო მაშტაბით თორემ ჩვენს ფორუმზე მეც კი არ ვაპირებ :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კაცო ახლა რომ გამოვა 6 ბირთვი და 999 დოლარი რომ ეღირება ეგ რაციონალური ფასია? :D ხოდა მაგ თვალსაზრისით თავისი რეპუტაცია რომ გაამყაროს (ანუ საუკეთესო პროცესორები და რამე) გამოუშვებს ალბათ მერე მაგ 8 ბირთვიანს 999 დოლარად და ვინც ეგეთ ფასს გადაიხდის მას ნორმალური კვებაც ექნება და გაგრილებას რამეს მოუხერხებს რა თორე ფართო მასებისთვის რომ არ იქნება ინტელის 8 ბირთვი ეგ გასაგებია (ჯერ ჯერობით ყოველ შემთხვევაში :))

Link to comment
Share on other sites

მომავალი წლის II კვარტალში Intel-მა უნდა მოახდინოს სერვერულ პროსორების Xeon E5-2400-ების წარდგენა, რომლებიც დაფუძნებულნი იქნებიან Sandy Bridge-Eარიქიტექტურაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ თარიღამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, ინფორმაციულმა წყარომ მაინც გამოაქვეყნა დაწვრილებითი სპეციფიკაციები.

მოსალოდნელია, რომ ხაზში შესული იქნება ცხრა მოდელი: ორი 4-ბირთვიანი, ოთხი 6-იანი და სამი 8-იანი. ყველა მათგანი აღჭურვილია ინტეგრირებული 3-არხიანი ოპერატიული მეხსიერების კონტროლერით და QPI-სალტით, იძლევიან დაპირებას Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერის შესახებაც.



  • Xeon E5-2403: 4 ბირთვი, 1,8 გჰზ, 10 მბ კეშ-მეხსიერება, DDR3-1066 მჰზ მოდულების მხარდაჭერა, TDP – 80 ვ;
  • Xeon E5-2407: 4 ბირთვი, 2,2 გჰზ, 10 მბ კეშ-მეხსიერება, DDR3-1066 მჰზ მოდულების მხარდაჭერა, TDP – 80 ვ;
  • Xeon E5-2420: 6 ბირთვი, 1,9 გჰზ, 15 მბ კეშ-მეხსიერება, DDR3-1333 მჰზ მოდულების მხარდაჭერა, TDP – 95 ვ;
  • Xeon E5-2430: 6 ბირთვი, 2,2 გჰზ, 15 მბ კეშ-მეხსიერება, DDR3-1333 მჰზ მოდულების მხარდაჭერა, TDP – 95 ვ;
  • Xeon E5-2430L: 6 ბირთვი, 2,0 გჰზ, 15 მბ კეშ-მეხსიერება, DDR3-1333 მჰზ მოდულების მხარდაჭერა, TDP – 60 ვ;
  • Xeon E5-2440: 6 ბირთვი, 2,4 გჰზ, 15 მბ კეშ-მეხსიერება, DDR3-1333 მჰზ მოდულების მხარდაჭერა, TDP – 95 ვ;
  • Xeon E5-2450: 8 ბირთვი, 2,1 გჰზ, 20 მბ კეშ-მეხსიერება, DDR3-1600 მჰზ მოდულების მხარდაჭერა, TDP – 95 ვ;
  • Xeon E5-2450L: 6 ბირთვი, 1,8 გჰზ, 20 მბ კეშ-მეხსიერება, DDR3-1600 მჰზ მოდულების მხარდაჭერა, TDP – 70 ვ;
  • Xeon E5-2470: 6 ბირთვი, 2,3 გჰზ, 20 მბ კეშ-მეხსიერება, DDR3-1600 მჰზ მოდულების მხარდაჭერა, TDP – 95 ვ.

ამგვარად, ყველაზე საინტერესო ამ ხაზის შესახებ, მხოლოდ ფასების საკითხი რჩება.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Intel Sandy Bridge-E limited to 6 cores due to TDP http://guru3d.com/news/intel-sandy-bridgee-limited-to-6-cores-due-to-tdp/

Xeon E5-2400 CPUs Specifications http://guru3d.com/news/xeon-e52400-cpus-specifications-/

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ამგვარად, ყველაზე საინტერესო ამ ხაზის შესახებ, მხოლოდ ფასების საკითხი რჩება.

TDP-ც საკმაოდ საინტერესოა

Link to comment
Share on other sites

Noctua gives free upgrade for Intel LGA2011 http://guru3d.com/news/noctua-gives-free-upgrade-for-intel-lga2011-/

Link to comment
Share on other sites

აი ეგ არის კიდე რა

ამ სოკეტების ცვლამ და ახალი სამაგრების გამოსვლამ უნდა მომკლას მე :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

Intel Core i7-3930K and Core i7-3960X Listed in EU http://guru3d.com/news/intel-core-i73930k-and-core-i73960x-listed-in-eu/

Link to comment
Share on other sites

EVGA teases with a new dual-socket motherboard http://guru3d.com/news/evga-teases-with-a-new-dualsocket-motherboard/

Link to comment
Share on other sites

ბოლოსდაბოლოს რა გაარკვიეთ :ugly_confused2: რამდენი პროცენტით აჯობებს X990-ს 2011-ის ყველაზე ძლიერი პროცესორი?

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.