fashisti Posted July 25, 2011 Share Posted July 25, 2011 Intel Sandy Bridge-E Performance Unveiled Somewhat http://guru3d.com/news/intel-sandy-bridgee-performance-unveiled-somewhat/ ამ სლაიდებზე დაყრდნობით ამბობენ 47 პროცენტით უფრო ძლიერი იქნებაო მაგრამ მანდ 47% სად შეამჩნიეს არვიცი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted July 25, 2011 Share Posted July 25, 2011 47 პროცენტი წარმოუდგენელია რეალურად ასე 20% საშუალოად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted July 27, 2011 Share Posted July 27, 2011 Sandy Bridge-E May Launch in October 2011, Core i7-3930K Gets Priced http://guru3d.com/news/sandy-bridgee-may-launch-in-october-2011-core-i73930k-gets-priced/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted July 28, 2011 Share Posted July 28, 2011 ეგ ნიუსი უფრო დაწვრილებით: ერთ-ერთმა აზიურმა რესურსმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სლაიდი Intel-ის როადმაპიდან, რომელიც მიმდინარე თვის შუა რიცხვებით თარიღდება. ამ დოკუმენტის მიხედვით, პროცესორი Core i7-3960X Extreme Edition (3.3 გჰზ) გაყიდვაში ამ წლის IV კვარტალში უნდა გამოჩნდეს, ხოლო 2012-ის II-ში კი, მას კომპანიას გაუწევს უფრო სწრაფი მოდელი. ბლოგ OBRovsky-ის ვერსიით, რომელიც ასევე ეყრდნობა გარკვეულ სლაიდებს, Core i7-3980X Extreme Edition შეიძლება გამოვიდეს ამა წლის IV კვ-ში, Core i7-3960X Extreme Edition-ის დებიუტიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. 2011-ის ოქტომბერში კი, წარდგენილ უნდა იქნას სისტემური ლოგიკის ნაკრები Intel X79, რომელიც უზრუნველყოფს LGA 2011-ში შესრულებულ პროცესორების მხარდაჭერას. შესაძლებელია, რომ Core i7-3980X Extreme Edition-ის შემოდგომის ანონსი, Intel-ისთვის თავისებურ 'გეგმა ბ'-ს წარმოადგენს - Zambezi CPU-ების წარმატებულ დებიუტის შემთხვევაში, რომლებიც განთავსებულნი არიან უფრო ხელმისაწვდომ ღირებულების სეგმენტში. თუმცა, Intel-ი შეიძლება ისწრაფოდეს კონკურენტებთან დაშორებული მანძილის კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდაზე. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted July 28, 2011 Share Posted July 28, 2011 კაი რაღაც გამოვა ნამდვილად,და ივი ბრიჯი მარტო მაინსტრეიმ და P1 პრემიუმში იქნება? არ იქნება ექსტრემე? ,არა რა,ინტელმა მოგვაყარა ეს პროცესორები რაც საკმაოდ კარგია და იხვეწება ყველაფერი,მარა, არ შეიძლება ექტრემეც და მაინსტრეიმიც ერთ სოკეტზე იყოს ამის დედა ვატირე ნე მოგ თავშეკავება :mameda: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted July 28, 2011 Author Share Posted July 28, 2011 კაი რაღაც გამოვა ნამდვილად,და ივი ბრიჯი მარტო მაინსტრეიმ და P1 პრემიუმში იქნება? არ იქნება ექსტრემე? ,არა რა,ინტელმა მოგვაყარა ეს პროცესორები რაც საკმაოდ კარგია და იხვეწება ყველაფერი,მარა, არ შეიძლება ექტრემეც და მაინსტრეიმიც ერთ სოკეტზე იყოს ამის დედა ვატირე ნე მოგ თავშეკავება კი შეიძლება AMD :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted July 29, 2011 Share Posted July 29, 2011 კაი რაღაც გამოვა ნამდვილად,და ივი ბრიჯი მარტო მაინსტრეიმ და P1 პრემიუმში იქნება? არ იქნება ექსტრემე? ,არა რა,ინტელმა მოგვაყარა ეს პროცესორები რაც საკმაოდ კარგია და იხვეწება ყველაფერი,მარა, არ შეიძლება ექტრემეც და მაინსტრეიმიც ერთ სოკეტზე იყოს ამის დედა ვატირე ნე მოგ თავშეკავება არა რატომ? როგორც ახლა -E-ს სახით გამოდის სენდი ბრიჯის ულტრა-ჰაი-ენდ ვარიანტი, ისე გამოვა აივის ვარიანტიც მოგვიანებით :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted August 14, 2011 Share Posted August 14, 2011 წინასწარი ინფორმაციით, Sandy Bridge-E LGA2011 ოჯახში შემავალი 6-ბირთვიანი Core i7-3960X Extreme Edition, Core i7-3930K და 4-იანი Core i7-3820 პროცესორები ბაზარზე გამოჩნდებიან ჩვეული 'ბოქს' გაგრილების სისტემის გარეშე. მათთვის განკუთვნილი ქულერები ცალკე იქნებიან გამოშვებულნი, თუმცა ფაქტი არ არის, რომ ენთუზიაზისტები სწორედ Intel-ის გადაწყვეტილებებს აირჩევენ და არა სხვა კომპანიების ანალოგიურ პროდუქტებს. სანტა-კლარის კორპორაციის ასეთი ნაბიჯის ერთ-ერთ მიზეზად, შეიძლება ჩაითვალოს Core i7-3000-ის მაღალი სითბოს გამოყოფის დონე. როგორც ვებ-გვერდი VR-Zone იუწყება, მიუხედავად განცხადებულ 130 ვ-იან თერმოპაკეტისა, TDP-ს რეალური მაჩვენებელი აღწევს 180 ვ-ს, მუშაობის ქარხნულ რეჟიმში. სწორედ ამიტომ წარმოიქმნება გაზრდილი მოთხოვნილებები გაგრილების საშუალებებისა (აქ კი, აუცილებელი იქნება გაბარიტული 'ტაუერები') და კვების ბლოკების მიმართ. PSU-ების მწარმოებლებს უკვე შეატყობინეს იმის შესახებ, რომ Core i7-3000-ებმა კვება უნდა მიიღონ +12 ვ ხაზიდან, რომელიც გათვლილია მინიმუმ 23A დენის ძალაზე, ხოლო მოწყობილობების მარგი ქმედების კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს 80%-ს და მეტს. რაც შეეხება თვითონ პროცესორებს, ამჟამად მათზე მიმდინარეობს დაყვანითი სამუშაოები - 'კოლდბაგის' გამო, რომელიც აღმოჩენილ იქნა C1 სტეპინგების ნიმუშებში. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ Sandy Bridge-E ხაზის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი Core i7-3820, გამოჩნდება თავის თანამოძმეებზე გვიან, რადგან არ გაართულოს შიდა კონკურენცია. overclockers.ua 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 Sandy Bridge-E დესქტოპ-პროცესორების ფასების შესახებ აქამდე მხოლოდ მიახლოებითი წარმოდგენა გვქონდა. ვებ-საიტ VR-Zone-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია და უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ მხრივ, სიურპრიზებს ნაკლებად უნდა ველოდოთ: Core i7-3960X Extreme Edition - ექვსი ბირთვი, Hyper-Threading-ის მხარდაჭერა, 15 მბ III დონის კეშ-მეხსიერება, ნომინალური სიხშირე 3.3 გჰზ, 3.9 გჰზ-მდე აჩქარება Turbo Boost-ის მეშვეობით, TDP არაუმეტეს 130 ვ-ისა, თავისუფალი მამრავლი, ღირებულება 999$;Core i7-3930K - ექვსი ბირთვი, Hyper-Threading-ის მხარდაჭერა, 12 მბ III დონის კეშ-მეხსიერება, ნომინალური სიხშირე 3.2 გჰზ, 3.8 გჰზ-მდე აჩქარება Turbo Boost-ის მეშვეობით, TDP არაუმეტეს 130 ვ-ისა, თავისუფალი მამრავლი, 583$;Core i7-3820 - ოთხი ბირთვი, Hyper-Threading-ის მხარდაჭერა, 10 მბ III დონის კეშ-მეხსიერება, ნომინალური სიხშირე 3.6 გჰზ, 3.9 გჰზ-მდე აჩქარება Turbo Boost რეჟიმში, TDP არაუმეტეს 130 ვ-ისა, 294$. გარდა ამისა, თუ დაუკვირდებით Intel-ის ბოლო როადმაპს, შეამჩნევთ ≥-ის მსგავს სიმბოლოს, რის მიხედვითაც ჩნდება ვარაუდი, რომ კომპანია ამ კვარტალში აპირებს უფრო სწრაფ Core i7 K პროცესორის გამოშვებასაც. შესაძლებელია, რომ ახალ მოდელს ექნება დამატებითი გახსნილი მამრავლები - Core i7-2600K-სთან შედარებით. ჯერჯერობით კი მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, თუმცა ამჟამად ეს სიახლე არც თუ დადებითად იმოქმედებს Core i7-3820-ზე, სანამ ის რეალურად არ შეძლებს LGA-1155-ზე უკეთესი შედეგის ჩვენებას გარკვეული თვალსაზრისით. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 Core i7-3960X Extreme Edition ესენი ბულდოზერებს ხომ აჯობებს ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 Core i7-3960X Extreme Edition ესენი ბულდოზერებს ხომ აჯობებს ? ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი, არავინ არ იცის. მაგრამ როგორც ინტელს სჩვევია - აჯობებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 ანუ ისეთი მონსტრები იქნებიან რომ ბოქს ქულერები ვერ გააგრილებენ ხო? რომც დამაძალონ მაგ სისტემას არანაირად არ ვიყიდიდი... ivy იქნება მემგონი გაცილებით უფრო საკაიფო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 ანუ ისეთი მონსტრები იქნებიან რომ ბოქს ქულერები ვერ გააგრილებენ ხო? რომც დამაძალონ მაგ სისტემას არანაირად არ ვიყიდიდი... ivy იქნება მემგონი გაცილებით უფრო საკაიფო აჰა, თუ არ ვცდები ბულდოზერსაც მასე ექნებაო @ჭორისდონე. LGA2011 არის სუფთა workstation ტიპი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 ხო კულერები ცალკეო გურუ3დ-ზეც დაიწერა Sandy Bridge-E to ship without CPU cooler http://guru3d.com/news/sandy-bridgee-to-ship-without-cpu-cooler/ ისე სწორიცაა მემგონი, ბოქს კულერი სუსტია მაინც მასეთი ძლიერი პროციკისთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted August 17, 2011 Share Posted August 17, 2011 როგორც უკვე ითქვა, Sandy Bridge-E პროცესორები გაყიდვაში ჰითსინკისა და ფენის გარეშე გამოჩნდებიან, თუმცა საინტერესოა, ის რომ მათთვის, ცალკეულად Intel-ი მაინც შემოგვთავაზებს საკუთარ ბრენ-ქულერებს. E ხაზში (რაც გულისხმობს 'ენთუზიასტ'-ს) შესულნი იქნებიან Core i7 3820, 3930K და 3960K მოდელები, რომლებიც წესით, წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდნენ. გაზრდილ L3 კეშის (15 მბ-მდე!), ინტეგრირებულ 4-არხიან DDR3 მეხსიერების კონტროლერის, 32x PCI 3.0-ის გამო, აღნიშნულ CPU-ებს აგრეთვე დასჭირდებათ X79 ჩიპსეტით აღჭურვილი, ახალი LGA 2011 (სოკეტი R, სურათი ქვემოთ) სისტემური დაფა. სამივე მათგანი მუშაობს მსგავს სიხშირეებზე, მთავარი განსხავება L3-ის ზომაში იქნება (10,12 და 15 მბ შესაბამისად). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამივე პროცესორი მიიღებს უზარმაზარ, 130 ვ დონის TDP-ს, ხოლო VR-Zone-ის მიხედვით, მან შესაძლოა მიაღწიოს 180 ვ-მდე და მოიხმაროს 23 ამპერი - 12V2 კვების ბლოკის რეილზე. ენთუზიასტებს და ოვერქლოქერებს გაუხარდებათ იმის გაგება, რომ ახალი 2011-პინიანი CPU სოკეტი თავსებადია LGA 1366 გაგრილების საშუალებებთან - თუმცა ამ შემთხვევაში, 180 ვ TDP-სთვის, აუცილებელი იქნება წყლის ან საუკეთესო ჰაერის ქულერი და ეს აჩქარების გარეშე! პირველი შეხედვით, შესაძლოა ჩანდეს, რომ Intel-ი ამ CPU-ებს არ აყოლებს ჰითსინკებსა და ფენებს ექსტრემალური TDP-ს გამო და მართლაც, ისეთივე ცხელი, Gulftown-ზე დაფუძნებული Xeon ჩიპები, წინა წლიდან მოყოლებული, ქულერების გარეშე გამოდიან. არ არის გამორიცხული, რომ Intel-ს არ გააჩნია ტექნოლოგია, რომ ადეკვატურად მოახდინოს ამ მონსტრების გაგრილება, მაგრამ თუ საქმე ამაშია, რატომ განაგრძობს ის თავის ბრენდ, ჰაერის ჰითსინკების ცალკეულად გაყიდვას? შეიძლება თუ არა, რომ ეს იყოს საშუალება შეფუთვისა და შიპინგ-ხარჯების შემცირებისათვის? თუ კომპანიას სურს გააფართოვოს ქულერების საკუთარ ხაზი? ამის გასარკვევად, ჩვენ მოგვიწევს მოცდა ახალი ხაზის პროცესორების გამოჩენამდე. უფრო დამაჯერებლად კი ჟღერს შემდეგი: Intel-მა უბრალოდ იცის, რომ მომხმარებელი, რომელიც იხდის 1,000$-ს პროცესორისთვის, ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყენებს ქარხნულ ჰაერის ქულერს (და დასანანი არ არის, როდესაც ხედავ ულამაზეს გეიმინგ-სისტემას ოთხი გრაფიკული ბარათით და Intel-ის ჰითსინკს?). ენთუზიასტები მის ნაცვლად, დიდი ალბათობით აირჩევენ საკუთარ წყლის (ან LN2) გაგრილებას და ამგავარად, CPU-ების შიპინგი სტოკ-ჰითსინკის გარეშე, უბრალოდ ხარჯების შემცირების და ყველასთვის სასიხარულო გზაა. ExtremeTech 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted August 26, 2011 Share Posted August 26, 2011 ფორუმ HWBot-ის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახლანდელ 32 ნმ Sandy Bridge-E (LGA2011) პროცესორებს ისეთივე შეზღუდული სიხშირული პოტენციალი გააჩნიათ, როგორიც მათ წინამორბედ Sandy Bridge-ებს 1155 სოკეტზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ~5,2 გჰზ-ზე ზევით, სტაბილური დონის მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თხევადი ან ექსტრემალური გაგრილების გზით. მანვე თქვა, რომ Sandy Bridge-E ნიმუშებს ახასიათებთ აჩქარების იგივე ზღვარი, მხოლოდ გაზრდილია ბირთვების რაოდენობა და ერთნაკადიან დავალებების დროს, 15%-ით მეტია წარმადობა. ამ თვალსაზრისს ეთანხმება საიტ Massman-ის ადმინისტრატორიც და გვამცნობს თავის მოსაზრებებს Core i7-3000-ების ოვერქლოქინგის პროცედურების შესახებ. Ivy Bridge-ის მსგავსად, LGA2011 სისტემური დაფების UEFI-ში ხელმისაწვდომი იქნება საყრდენი სიხშირის რამდენიმე ვარიანტი, სავარაუდოდ 100 (ნომინალური), 133, 166, 200 და 250 მჰზ. PCI-E სალტის ამ მახასიათებლის მომართვის გზით, შესაძლებელი გახდება მიღებული CPU-სიხშირის უფრო დარეგულირება. ეს კი ახდენს იმ უხერხულობის კომპენსირებას, რომ Sandy Bridge-E-ის უმცროს მოდელებზე დაბლოკილია მამრავლის გაზრდის გზა. Overclockers.ua 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ailamo Posted August 28, 2011 Share Posted August 28, 2011 xeon-ია მაგრამ მაინც სიხშირე 2.2ghz Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted August 29, 2011 Author Share Posted August 29, 2011 133, 166, 200 და 250 მჰზ. PCI-E სალტის ამ მახასიათებლის მომართვის გზით, აუ ერთი ეს მანახა როგორ მოხდება დავიჯერო 200 BCLK-ს დადებს? ან თუნდაც 166-ს? xeon-ია მაგრამ მაინც სიხშირე 2.2ghz ბირთვი 8 ნაკადები 16 ტრანზისტორები უამრავი მილიარდი... ისე TDP 95 ფრიად საინტერესოა :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted August 29, 2011 Share Posted August 29, 2011 საიტი CPU World იუწყება, რომ მე-4 კვარტალში Intel ასევე აპირებს LGA 2011-ის მიხედვით აგებულ სერვერული CPU-ების გამოშვებასაც, რომელთაც შეეძლებათ ერთ სისტემურ დაფაზე მუშაობა თავის მსგავსთან ერთად. ამ მხრივ, ორპროცესორიან სეგმენტში წარმოდგენილი იქნება Xeon E5-2600 სერია, რომლის მახასიათებლებიც ქვედა ცხრილშია მოყვანილი: უნდა აღინიშნოს, რომ აქ ჩვენ პირველად ვხვდებით 8-ბირთვიან პროცესორებს LGA 2011-ზე. ზოგიერთი ვარაუდით, Intel-ის უფროსი დესქტოპ-CPU-ც ამ პლატფორმაზე ამდენივე Core-ს მიიღებს. იგივე ალბათობით, ეს რაოდენობა შეიძლება 6-იც იყოს, თუმცა თანამორბედებთან შედარებით, მისი სიხშირე უფრო მაღალი იქნება. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted August 29, 2011 Share Posted August 29, 2011 დესკტოპშიც უეჭველი იქნება უკვე 8 ბირთვი... შეიძლება თავიდანვე არ გამოუშვან მაგრამ მერე ინტერესის გაღვივების პონტში და რამე 2011 სოკეტზე უეჭველი იქნება 8 ბირთვი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted September 8, 2011 Share Posted September 8, 2011 Intel will begin the Sandy Bridge-E platform with Core i7-3960X Extreme Edition 6-core Unlocked processor, Core i7-3930K 6-core Unlocked processor, and Core i7-3820 4-core processor. Intel X79 Express is the De facto desktop chipset. The first compatible Intel Desktop Board products include DX79SI, and DX79TO. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted September 8, 2011 Author Share Posted September 8, 2011 ნო, ნო ნო, ნო, ნო, ნო ნო, ნო, ნო, ნო ნო, ნო ზეთს ნო ლიმიტ... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted September 8, 2011 Share Posted September 8, 2011 ნო, ნო ნო, ნო, ნო, ნო ნო, ნო, ნო, ნო ნო, ნო ზეთს ნო ლიმიტ... :ugly_confused2: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ailamo Posted September 8, 2011 Share Posted September 8, 2011 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted September 8, 2011 Share Posted September 8, 2011 მაშინ, როდესაც კომპანია AMD ჯერჯერობით გარკვეულ სირთულეების გამო, ვერ ახერხებს FX პროცესორების გამოშვებას, Intel-ი ცდილობს, რომ Sandy Bridge-E CPU-ები რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინოს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ამ სამაგიდო პლატფორმის მოდელს უკვე 2011 წლის დეკემბერში შევხვდებოდით, შემდეგ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი რელიზი 2012-ის პირველ კვარტლამდე არ შედგება. ბოლო ცნობებით, ახალი პროდუქტების დებიუტი 15 ნოემბერს უნდა განხორციელდეს. პირველ ტალღაში შესული იქნება გახსნილი მამრავლის მქონე, 6-ბირთვიანი პროცესორები Core i7-3960X (3,3 გჰზ, 15 მბ კეშ-მეხსიერება) და Core i7-3930K (3,2 გჰზ, 12 მბ კეში), ასევე 4-ბირთვიანი Core i7-3820 (3,6 გჰზ, 10 მბ კეში). მათში ინტეგრირებულია DDR3 მეხსიერების ოთხარხიანი და PCI-Express 3.0 კონტროლერი. ნაწარმების წარმოება მიმდინარეობს 32 ნმ ტექ-პროცესის ნორმებზე. მათთან ერთად, ბაზარზე გამოჩნდებიან Intel DX79SI და DX79TO სისტემური დაფებიც. შესაძლებელია, რომ სხვა მწარმოებლებმაც შეათანხმონ თავიანთი პროდუქტების გამოსვლის თარიღებიც. ისინი მიიღებენ რვა PCI-E ხაზს, 14-მდე USB 2.0 პორტს, ექვსამდე SATA 6 გბიტ/წმ და ოთხ SATA 3 გბიტ/წმ პორტს. ასევე, ჩაშენებულ ადაპტერ Gigabit Ethernet-ს და ექნება Rapid Storage Technology Enterprise (RSTe) ტექნოლოგიის მხარდაჭერა. IXBT 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.