Jump to content

Recommended Posts

Dell Alienware M11x მიმოხილვა

ორიგინალური დიზაინის მქონე ნოუთბუქი Dell Alienware M11x, შექმნილია გეიმერებისათვის და მათთვის, ვისაც სურს გამოსცადოს ნოუთბუქის ფართო შესაძლებლობები.

ნოუთბუქი წონაში 2 კგ–ზე ოდნავ მეტია, ხოლო მისი გაბარიტებია 285x233x32,7 მმ. რაც შეეხება ელემეტნის ხანგრძლივობას, მწარმოებლებმა იზრუნეს, რომ ის საკმარისი ყოფილიყო 5 საათი შეუჩერებელი მუშაობისათვის, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მოდი ახლა, უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ Dell Alienware M11x.

დიზაინი

Dell Alienware M11x წარმოებაშია მხოლოდ შავი ფერის. მოწყობილობის ფორმა თითქმის კვადრატულია, ბრტყელი კუთხოვანი გვერდებით. კორპუსის ზედაპირი დამზადებულია პლასტმასისგან და მასზე ძნელად თუ შეამჩნევთ ნათითურებს, რაც საკმაო პრობლემაა პრიალა ზედაპირის მქონე ნოუთბუქებისათვის. ქვედა ტანი კი დამზადებულია ალუმინისგან.

3vj0f.jpg

დისპლეი

საშუალო ზომის 11,6 დიუმი WLED – დისპლეი, მთლიანობაში სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. შესანიშნავი პრიალა ეკრანი, გარჩევადობით 1366x768 პიქსელი ძალიან ლამაზია, მაგრამ ამავე დროს, როგორც ხდება ხოლმე ასეთი მონიტორებზე, აისახება და აირეკლება ყველაფერი, რაც ზოგ შემთხვევაში ძაან არაპრაქტიკულია. 1.3 მეგაპიქსელიანი ვებკამერა საშუალებას მოგცემთ, რომ გამართოთ ვიდეოკონფერენცია ან უბრალოდ ეკონტაქტოთ მეგობრებს Skype–ის საშუალებით.

l01ad.jpg

ხმის სისტემა წარმოდგენილია ორი სტერეო სპიკერით, რომლებიც გამოსცემენ საკმაოდ სუფთა ხმას. ხმის სიმაღლე საკმარისია იმისათვის, რომ დატკბეთ საყვარელი სიმღერის მოსმენით თუნდაც დიდ ოთახში.

კლავიატურა და თაჩპედი

ლეპტოპი Alienware M11x, აღჭურვილია სრული ზომის კლავიატურით, რომლის თითოეული ღილაკი იქცევს ყურადღებას, მის ქვემოთ არსებული განათების გამო. საინტერესოა ისიც, რომ თქვენ შეგიძიათ შეცვალოთ განათების ფერი და სიკაშკაშე. შესაბამისად ბნელ ოთახში მუშაობა, უკვე აღარ წარმოადგენს სირთულეს.

xx3dl.jpg

კლავიატურის განლაგება არის სტანდარტული. ღილაკები კომფორტულია და აქვთ ბრტყელი ზედაპირი. როდესაც თქვენ ბეჭდავთ, არ ისმის დაწკაპუნების ხმა. თაჩპედი Synaptics, რომელიც განლაგებულია ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ, დაფარულია სასიამოვნო, ბარხატის მაგვარი ზედაპირით.

პროცესორი და კომპლექტაცია

Alienware M11x–ის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები, მიიზიდავს ყველაზე მომთხოვნ მომხმარებლებსაც კი. ამ ნოუთბუქზე არის დაყენებული Windows 7 Home Premium, ორ ბირთვიანი პროცესორი Intel Pentium SU4100, 2მბ ქეშ მეხსიერებით. პროცესორი მუშაობს 1.3 GHz სიშირეზე, რაც შესაძლოა არც ისე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ Turbo Boost ტექნოლოგიის წყალობით, სიხშირე შეგვიძლია გავზარდოთ 1.7 GHz –მდე. ოპერატიული მეხსიერება არის DDR3 ტიპის, მოცულობით 2გბ. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეინახოთ უამრავი ფაილი ხისტ დისკზე SATA - 250 გბ. ლეპტოპი აღჭურვილია ვიდეო კარტით NVIDIA GeForce GT335M 1გბ მეხსიერებით, რაც საშუალებას მოგცემთ ითამაშოთ თითქმის ყველა ახალი თამაში.

o93hk.jpg

უცნაურია, მაგრამ Alienware M11x–ს არ აქვს CD/DVD წამკითხველი. სამაგიეროდ მარცხენა გვერდი გადატვირთულია თითქმის ყველა სახის პორტებით, მათ შორის 7–1–ში ჩიპების წამკითხველით, USB, VGA და HDMI, DisplayPort და სხვა. მარჯვენა მხარეს განთავსებულია ორი USB პორტი, მიკროფონის და ყურსასმენის შესაერთებელი. კვების წყაროს შესაერთებელს კი შეხვდებით ლეპტოპის უკანა მხარეს. სხვადასხვა მოწყობილობებთან უსადენო კავშირის დასამყარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Wi-Fi და Bluetooth 2.1.

დასკვნა

კომპაქტური სათამაშო ლეპტოპი, Dell Alienware M11x შეცვლის თქვენს ახლადნელ კომპიუტერს და საშუალებას მოგცემთ, გაატაროთ დაუვიწყარი საათები, ბრძოლაში თქვენს საყვარელ თამაშებში.

სპეციალურად Overclockers.ge-სთვის. ა. ჩხიკვაძე.

Link to comment
Share on other sites

მადლობა :)

მიშა, იქნება ალბათ ხო. ვფიქრობ უფრო ახალი მოდელი იქნება ვიდრე აქ განვიხილე, მაგრამ ამას + აქ ხო იცი, იმხელა თანხას ამატებენ რომ უფფფ.

Link to comment
Share on other sites

მადლობა :)

მიშა, იქნება ალბათ ხო. ვფიქრობ უფრო ახალი მოდელი იქნება ვიდრე აქ განვიხილე, მაგრამ ამას + აქ ხო იცი, იმხელა თანხას ამატებენ რომ უფფფ.

ხშირად დავდივარ იქ და რომ გავივლი ვნახავ, დავწერ რა არის... გუშინ მითხრა ძმაკაცმა , თორემ ლეპებში არ ვიხედებოდი ხოლმე...

Link to comment
Share on other sites

ვიყავით დღეს მე და ლაშა გოუ ელექტრონიკსში და მართლაც აქვთ Alienware M15x, ასეთი:

dell-alienware-m15x.jpg

1.6GHz-იანი i7 და GT260M უდგას. სხვათა შორის ჩართულია და წათამაშებაც კი შეიძლება! :spiteful:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.