Jump to content

Live for Speed (2002-2023)


Terry Grant

Recommended Posts

aq tu fuli ar daricxe manqana ar geyoelba kai xo?

 

ან უნდა იყიდო ან უნდა დაკრეკო, ანუ unlocker-ი (მანქანების და გზების გასახსნელად) და ip-patch-ი (ონლაინში სათამაშოდ) გამოიყენო.

Link to comment
Share on other sites

გართობა 2 ბორბალზე :)

 

4cede461acad.gif

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

დღეს LFS-ის ერთ-ერთი დეველოპერის Scawen Roberts-ის დაბადების დღეა: Happy birthday Scawen

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

New Tweak Order 0.6G V1.08

 

NTO.jpg

 

Changes in V1.08
  • added Custom Wheel Shop.
  • removed licence check. NTO still will work only on any server that name contains "Tweak" or "TWEAK" or "[NTO]"

Download: PodFolio.eu - Mods

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ძალიან საინტერესო პროგრამა: LFSLazy

 

Link to comment
Share on other sites

ჩემი და Vano Paniashvili-ის ერთობლივი ნამუშევარი :) მე მხოლოდ დისკები გადავიტანე. დანარჩენი ყველაფერი ვანოს გაკეთებულია, მათ შორის დისკის ტექსტურაც :) თვითონ მანქანა რათქმაუნდა driftmods.net-იდან.

 

016bbabb9f26.jpg

Link to comment
Share on other sites

0018849163fc.jpg

 

ჩემმა მეგობარმა ვანო ფანიაშვილმა საახალწლო საჩუქარი გაუკეთა ყველა LFS-ის მოთამაშეს და საკუთარი ნამუშევარი ფართო პუბლიკისთვის გაავრცელა :) გადმოსაწერად ეწვიეთ FB-ს გვერდს: LFSGeorgia გისურვებთ სასიამოვნო გართობას ;)

 

ასევე - გილოცავთ დამდეგ 2015 წელს ! კარგი იქნება თუ ყველა უსიამონებას ამ წელს თან გაატანთ და 2015 წელს დიდი იმედით შეხვდეთ ! ყველას გისურვებთ: სიხარულს, ბედნიერებას, წინსვლას და რაც მთავარია ჯანმრთელობას (სხვა ყველაფერს ეშველება). დარწმუნბული ვარ სურვილები და ოცნებები ყველას მრავლად გაქვთ, ამიტომ იმედია 2015 წელს ყველა თუ არა რამოდენიმე მაინც აგისრულდებათ.

 

ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ !

Link to comment
Share on other sites

თამაშის პირველ პოსტში გადმოსაწერი ბმულები წაიშალა, ამიტომ ერთად ავტვირთე ორიგინალი საინსტალაციო ფაილები :)

 

Download - LFS 0.6G/0.6E/0.6B/0.5Z28

 

თუ გაინტერესებთ ვერსიებს შორის სხვაობა მაშინ გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.

 

Live for Speed, version 0.6G

Live for Speed, version 0.6E

Live for Speed, Patch 6B

Live for Speed, version Z28

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

 

ამ გასაოცარ საჭეს ზედმეტი კომენტარი არ ჭირედბა. უბრალოდ შედევრია: SimXperience AccuForce product page

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

a70bc2c96023.jpg

 

Dear players
The New Year is bringing some changes 
Lislon community is moving to new ip address
185.4.72.143 ports will be same
5550= stunt server
5551= combo rallye+racing
5552=tracks layouts+au1 sometimes
5553=clear tracks
5554=au1 layouts
5555=tweak( PASS= tweak)
old ip closed 25 dec
stay with us  :P
 

 

Lislon Drift Team LFS

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ლექსო რა ხდება ამ სიმულატორზე? ახალი ვერსია ან რამე ხომა რ გამოდის სიახლე?  გაუმჯობესებული ვიზუალით ან რამე მსგავსი?

Link to comment
Share on other sites

ლექსო რა ხდება ამ სიმულატორზე? ახალი ვერსია ან რამე ხომა რ გამოდის სიახლე?  გაუმჯობესებული ვიზუალით ან რამე მსგავსი?

 

არაფერი საერთოდ. 3 თვის წინ უნდა გამოეშვათ განახლება, სადაც ერთ-ერთი გზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა (Westhill), მაგრამ ჯერ ახალი არაფერი ისმის. 

Link to comment
Share on other sites

სანამ დავიწყებთ თამაშის ძირითადი მახასიათებლების გაცნობას, მანამდე მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს Live for Speed-ი :) ძალიან ბევრ დამწყებ მოთამაშეს უჩნდება შეკითხვა - რა არის LFS ? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოცემულ რამოდენიმე აბზაცში შეიტყობთ, მაგრამ თამაშის უფრო დაწვრილებითი განხილვა ამის შემდეგ დაიწყება.
 
აღმოაჩინეთ სარბოლო სიმულატორის (racing simulation) რეალიზმი, Live for Speed-თან ერთად.
 
ძირითადი უპირატესობები:
  • ინტენსიური რბოლა ონლაინ რეჟიმში
  • რეალისტური მანქანის ფიზიკა
  • დიდი თანამეგობრობა
Live for Speed-ეს არის ონლაინ რეისის სიმულატორი (Online Racing Simulator)
 

koudy_thumb.jpg

 
Live for Speed გახლავთ სერიოზული სარბოლო სიმულატორი (racing simulator). აქ არ არის არკადული რეჟიმები (arcade modes), არც მოხვევის დამხმარე საშუალებები (no steering aids) - თქვენ უბრალოდ უნდა მართოდ ავტომობილი.
 
ძალები გავლენას ახდენს მანქანის მოძრაობაზე რომელიც სიმულირდება ინდივიდუალურად თითოეულ საბურავზე. ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ გამოიყენოთ კომპიუტერული საჭე, მაგრამ თუ ის არ გაქვთ მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ კლავიატურით ან მაუსით. თუმცა გაითვალისწინეთ რომ საჭე, პედლები და გადაცემათა კოლოფი გთავაზობთ უფრო მეტ სიზუსტეს ავტომობილის მართვის დროს და ნებისმიერ ავტო სიმულატორში მისი ქონდა სასურველია. ძალის უკუკავშირი (force feedback) იგზავნება კომპიუტერულ საჭეში, რომელიც გამოითველბა პირდაპირ და არა რაიმე ეფექტების საშუალებით. ეს გაძლევთ საშუალებას იგრძნოთ თუ რა ხდება საბურავისა და გზის საფარის ერთმანეთთან შეხების დროს.
 
როდესაც თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი სიჩქარე და უხლოვდებით მოსახვევს, მაშინ უნდა დაამუხრუჭოთ საკმაოდ მკვეთრად, რადგან არ მოგიწიოთ გზის ისეთ ადგილზე მოხვედრა, სადაც არ გინდათ რომ იყოთ ! ამის სასწავლად თქვენ მოგიწევთ მოსახვევის არაერთხელ გავლა, რადგან ისწავლოთ მისი სწორად და სწრაფად შესვლა. დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის არის რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ იცით.
 
თქვენ შეგიძლიათ იაროთ მარტო, მხოლოდ დროის წინააღმდეგ ან შეეჯიბროთ ბოტ მძღოლებს (AI drivers). ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი რეალურ გართობას პოულობს online-ში რეალურ ადამიანებთან რბოლის დროს ან multiplayer-ის რეჟიმში. LFS ამის გაკეთების საშუალებას ძალიან მარტივად იძლევა. უბრალოდ დააჭირეთ "List of Hosts", აირჩიეთ სერვერი რომელიც გამოიყურება საინტერესოდ და მაშინვე შეუერთდით მას. ბევრ სერვერზე ხდება საკმაოდ მოკლე რბოლა, რომელიც რამოდენიმე წრის გავლის შემდეგ მთავრდება, ასე რომ ჩვეულებრივ ძალიან დიდი დრო არ გჭირდებათ გადატვირთვის (საუბარია რბოლის თავიდან დაწყებაზე - Restart) დალოდებამდე. უმეტესი ღია სერვერი საშუალებას გაძლევთ შეუერთდეთ მას შუა რეისის დროს (mid-race). უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენ იმყოფებით იმ გზიდან მოშორებით, სადაც მიმდინარეობს რბოლა და ხელს არ შეუშლით იმ ხალხს, რომლებმაც უკვე დაიწყეს შეჯიბრი იქამდე, სანამ თქვენ მას შეუერთდებოდით ! ასევე არსებობს უამრავი ონლაინ სარბოლო ლიგები (racing leagues), სადაც თქვენ შეგიძიათ მიიღოთ მონაწილეობა თუ რათქმაუნდა ეძებთ რაღაც ისეთს, რაც უფრო მეტ კონკურენციას გაგიწევთ.
 
სერიოზული სიმულატორი აშკარად მოითხოვს ძალიან კარგ ფიზიკის სიმულაციას, რადგან მოგანიჭოთ ისეთი გართობისა და მღელვარების შეგრძნება, როგორიცაა რეალურ ცხოვრებაში. ეს ხდება ყველა ასპექტის გათვალისწინებით, რაც მეტად მნიშვნელოვანია რბოლისთვის. Live for Speed იმყოფება მუდმივი განვითარების პროცესში. S2 ეს არის მეორე საფეხური და ჩვენი ხედვის დასრულებული პროდუქტი. ის უკვე აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, როგორიცაა რეალური რბოლის სიმულაცია. რაც თავისმხრივ მოიცავს მრავალ ასპექტს - სრულყოფილი setup-ის შექმნის შესაძლებლობას, საწვავის გამოყენებას, საბურავის ცვეთას, შეჯახების დროს დაზიანებას, სხვადასხვა სახის ზედაპირის არსებობას, საინტერესო სარბოლო გარემოს, სხვადასხვა მანქანის კლასს და ა. შ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ თქვენ გჭირდებათ საკმაოდ დიდი დრო რადგან ივარჯიშოთ, დაიმახსოვროთ და ისწავლოთ გზების მოსახვევები და მათი ტრაექტორია. არ დაგავიწყდეთ ესტუმროთ pitstop-ს. გაარკვიეთ რამდენ საწვავს მოიხმარს თქვენი მანქანა ერთ წრის განმავლობაში, როგორ მოქმედებს საბურავები სხვადასხვა გზაზე და საფარზე. რათქმაუნდა თქვენი მანქანის პარამეტრებიდან (setup) და მართვის სტილიდან გამომდინარე.
 
თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ Live for Speed-ის თამაში, ოფიციალური ვებ-გვერდიდან: download page. დასაწყისში, პროგრამა მოქმედებს როგორც demo ვერსია, რომლის საშუალებითაც ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ 3 ავტომობილი და 1 გზა. იმისთვის, რომ გახსნათ თამაშის დამატებითი მანქანები და გზები (content), ამისათვის საჭიროა შეიძინოთ ლიცენზიის განახლება. S1 ან S2 ლიცენზია (license). ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტის, ასევე მათი შეძენაც შესაძლებელია თამაშის მაღაზიის ოფიციალურ გვერდზე - shop page.
 

8a3a914d644b.png

 
თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ ინფორმაცია Live for Speed-ის შესახებ, მაშინ გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს:
 
ინფორმაცია ინგლისურად: Live for Speed - ENG
ინფორმაცია რუსულად: Live for Speed - RUS
 
Live for Speed (LFS) ეს არის სარბოლო სიმულატორი (racing simulator), რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა. მისი წევრები არიან: Scawen Roberts (ფიზიკა-თამაშის ძრავი), Eric Bailey (გზები და მანქანები) და Victor van Vlaardingen (სიმღერა, ვებ-გვერდი, რეალიზაცია). Scawen Roberts, Eric Bailey-ორივე წარმოშობით-დიდი ბრიტანეთი (ინგლისი) და Victor van Vlaardingen (ნიდერლანდია). მათი ძირითადი მიზანია, რომ მოთამაშემ შეიძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში - (multiplayer), რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ (single player-ის) რბოლებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ. მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი (საკუთარი) საუკეთესო გზის დრო (იგივე hotlap), რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს (დაფიქსირდეს) lfsworld.net-ზე hotlap-ის რეჟიმში. გარდა ამისა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადების გაკვეთილები ‘training’ რეჟიმში.
 
LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, (lfs.net) მაგრამ (unlocking) ყველა მახასიათებლის გახსნა (მანქანების და გზების) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას. ლიცენზიის შეძენის გარეშე, ის ფუნქციონირებს ისე როგორც შეზღუდული დემო ვერსია (feature-limited demo). Demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი გზის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი. მანქანები: XRG, XFG, FBM. გზა: Blackwood GP.
 
Releases (რეალიზები)
 
თამაში განკუთვნილია და დაყოფილია 3 ნაწილად: S1 ლიცენზია (Stage 1), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია (უკვე 6 წელიწადია-2008 წლიდან მოყოლებული). ყოველ შემდგომ ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკის მოდელი, გრაფიკა და ხმა. ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც. ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და გზების მეშვეობით, ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რაოდენობის დაკავშირება სერვერთან.
 
LFS S2-ის მთლიანი კომერციული სამუშაო (alpha ვერსა) დასრულდა 2005 წლის, 24 ივნისს. უკანასკნელი patch-ი კი გამოვიდა 2014 წლის, 27 სექტემბერს. S2 ლიცენზიის მფლობელისათვის (S2-ი ლიცენზიის გარდა) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები.
 
Simulation (სიმულაცია)
 
ამ ყველაფერთან ერთად, თამაშს გააჩნია ძალიან კარგი ფიზიკის მქონე სათამაშო ძრავი (Physics engine) რომელიც აღჭურვილია: - საბურავების სიმულაციით, მანქანის სავალი ნაწილებით (Suspension),  აეროდინამიკით, drivetrain-ით, გადაცემათა კოლოფის რამოდენიმე სახეობა, კონუსის გადახურებით, მანქანის დაზიანებით (body damage) და ძრავის მწყობრიდან გამოყვანით. საბურავების მოდელი აღჭურვილია; დინამიური მართვით, დინამიური დაბინძურებით, ეგრედწოდებული flat spot-ებით, ცხელი წერტილებით (hot spots), გზის საფარზე ნაკვალევის დატოვებით და საბურავის კედლის დეფორმირებით.
 
სიმულატორი მხარს უჭერს 3D მოწყობილობებს (3D devices), მათ შორის 3D ტელევიზორებს (3D TV), მიკროფონებს, პროექტორებს და Oculus Rift-ს (როგორც DK1-ს, ასევე DK2-ს, დაწყებული 0.6F ვერსიიდან და დამთავრებული 0.6G-ით).
 
Gameplay (სათამაშო სიუჟეტი)
 
LFS-ის მახასიათებლები მხარს უჭერენ: საჭეებს (Steering Wheels), მაუსებს, კლავიატურებს, ჯოისტიკებს და Game pad-ს - (ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის).
 
რეისი ან უნდა დასრულდეს რამოდენიმე წრის შემდეგ ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო, რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე. თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა, საბურავების გამოცვლა გარაჟში, შუა რბოლის დროს (pit stops) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება. ბოქსების შესახვევში (Pit lane) დაშვებილია სიჩქარეა 80 km/h (50 mph) ფარგლებში. ლიმიტის გადაცილების შემდეგ ძალაში შევა ჯარიმები, რომელიც მსგავსია  იმასთან რაც ჩანს რეალურ ავტოსპორტში. სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო ხდება შეჩერება და წასვლა ან საჯარიმო ქულების მიღება. სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რბოლის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი ან საკვალიფიკაციო პერიოში მიღებული შედეგი, რომელიც დაფიქსირებულია რბოლის დაწყებამდე.
 
სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში. ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მახასიათებლების გაცნობაში. გაკვეთილები მოიცავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მოხვევა, მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი. რეისერმა რომ ჩააბაროს ეს გამოცდა, ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, რათქმაუნდა დასახული მიზნების სწორად შესრულებით. გაკვეთილები განლაგებულია ნაკრებად. ყველა მანქანა დაკავშირებულია შემდეგთან და თანმიმდევრობა დალაგებულია - ნელიდან-სწრაფამდე. თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორად, რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე, თუმცა მათი დასრულების შემდეგ, არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები, რადგან ისინი ისე რჩება, როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში.
 
Cars (მანქანები)
 
S2-ი ლიცენზიის (release) დასრულებული ვერსია, გთავაზობთ სულ 20 სხვადასხვა კლასის ავტომობილს. ისინი მერყეობენ დამწყები, მეგობრული მოდელებიდან უფრო რთულად დაკომპლექტებულამდე, რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას, ვიდერე მისი წინამორბედები. არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები, დაწყებული 100 HP (ცხენისძალიდან) და დამთავრებული 700 hp-მდე. თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები, როგორებიცაა GT DTM-ის მსგავსი სარბოლო მანქანები და ყოფილი JGTC-სერიის რეალური სამგზავრო ავტომობილები. მიუხედავად იმისა, რომ LFS-ის სარჩევი (მანქანების არჩევანი) ძირითადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს, მას ასევე გააჩნია 5 ოფიციალურად ლიცენზირებული რეალური ავტომობილი.
 
McGill University-ს Formula SAE (in conjunction with McGill Racing Team)
Valmet RaceAbout '2003 Sports car რომელიც დაპროექტებულია Helsinki Polytechnic Stadia-ს მიერ
Volkswagen Scirocco (გამოცხადებულია, მაგრამ ჯერ არ არის გამოსული)
 
დეველოპერების ვიდეო, სადაც ნაჩვენებია კადრები თუ როგორ ხდება Formula BMW-ზე მუშაობა:
 
Tracks (გზები)
 
LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი გზის ტერიტორია, მათ შორის ერთი დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე, ხოლო კიდევ ერთი კი იამაიკურ გარემოში (Jamaican surroundings). შემდეგი გზა - კიოტოსთან ახლოს (Kyoto, Japan). თითოეულს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე შესაძლებელია საპირისპიროდ სიარული (drive in reversed). მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი rallycross ტიპის გზა. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები (layouts), კონუსების და სხვა ობიექტების (autocross editor) გამოყენებით. ორი (ცარიელი) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა, რადგან მოთამაშემ შექმნას მსგავსი გზის მონახაზები.
 
Intel Racing Tour and V1 Championship
 
LFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში, რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში, 2007 წელს. ახალმა BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour-ს,რადგან ამის შემდეგ BMW Sauber F1-ი დაინერგა თამაშში.
 
LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან, რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნა დიდი ბრიტანეთის (the United KingdomTV) ტელევიზიაში. V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო ე. წ. V1 Championship Limited, რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა: დიდი ბრიტანეთის რბოლის ნიჭიერი მძღოლი (racing driver talent). LFS გამოყენებული იქნა, როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი, სანამ ისინი ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე. თუ მათ წარმატებით გაიარეს (V1 Championship), გამორჩეული კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport-ში.
 
მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს, ამის შემდეგ LFS-მა შეიძინა Formula BMW (მანქანის) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მის მოდელირებაში (აგრეთვე - მანქანის თამაშში გადასატანდ). შესაძლებელია თამაშს დაემატოს გზა Rockingham Motor Speedway, V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და სწორედ ეს გზა გამოცხადდება S3-ი ლიცენზიის ნაწილად.
 
 
C61XfVN.jpg
 
ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, ლაზერით დასკანირებული Rockingham-ის გზა:
 
 
Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco (Leipzig თამაშები VW Scirocco-ს კონვენცია 2008 წელს)
 
LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen-ის მიერ, რათა ეჩვენებინათ ახალი Scirocco ამ თამაშში Leipzig Games Convention 2008 წელს. კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco-ს ავტომობილს. Scirocco-ს დასრულება Live for Speed-ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბრამდე. თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, მოულოდნელი შეცდომების გამო. ხოლო მათ მიერ გამოშვებული უკანასკნელი patch-ი და თავად Scirocco, აიძულებენ LFS-ის გუნდს რომ გადაამუშაონ სავალი ნაწიელბის სისტემა და საბურავების ფიზიკა.
 
დეველოპერების ვიდეო - VW Scirocco-ს დაწვრილებითი მიმოხილვა:
 
 
LFSWorld
 
LFS-ს აერთიანებს LFSWorld.net-ი, რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური (statistics) მონაცემების ვებ-გვერდი და მონაცემთა ბაზა, skin-ების მხარდაჭერით online რეჟიმში. თითოეული მრბოლელის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედეგიც. სადაც შედის: - დრო, წრეების რაოდენობა, თქვენს მიერ ავტომობილით გავლილი მანძილი და ასევე დათვლილია და ნაჩვენებია თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი. მოთამაშეებს შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები. მონაცემთა ბაზა ასევე შედის საზოგადოების მიერ ჩამოყალიბეული გუნდები. გარდა ამისა, არის ოფიციალური წრის მსოფლიო რეკორდი (official world record lap) და დროის ცხრილი, სადაც რეისერებს შეძლებათ ატვირთონ საკუთარი საუკეთესო დროები იგივე (hotlaps), რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და გზას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin-ები საიტზე, საიდანაც ისინი შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება, თუ ეს თამაშის დროს დაჭირდება სხვა მოთამაშეებს.
 
Reviews and awards (მიმოხილვები და ჯილდოები)
 
PC Gameworld’s 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle-ის მიერ Live for Speed S1-მა გამოიწვია 89 % შეფასების გაცემა და განაცხადა, რომ: LFS-ი არის ძალიან ძლიერი სიმულატორი, რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს (“A very strong simulation that offers fun and a high level of realism”).
Justin Kranzl - მან კომპიუტერული ჟურნალში (APC magazine) S1 დასრულებას უწოდა: საუკეთესო PC რბოლის სიმულატორი, რაც კი ოდესმე გამოსულა (“the best PC racing simulator ever”).
Pelit magazine’s 2004 წლის მიმოხილვა LFS’ S1-ის გავრცელება. Mika Äärilä შეაფასა 92/100 და თქვა: (“Saloon cars and meticulous simulation. Absolute cream of the crop”).
Bytesector.com’s 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება; განაცხადა, რომ: (“Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I’ve ever played”).
2005 წელს AutoSimSport-ის ჟურნალმა LFS-ს გადასცა საუკეთესო სიმულატორის (“Best simulation”) ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველებს ხმის მიცემის უფლება მისცა, რადგან LFS-ს მიეღო შემდეგი ჯილოდები.
 
BHM “Game of the year” award
BHM “Best multiplayer” award
BHM “Best physics” award
 
თამაშის სქრინები:
 
tj4vs.jpg
 
4ljna.jpg
 
v1u9d.jpg
 
e6ct7.jpg
 
f92ww.jpg
 
koglh.jpg
 
bifei.jpg
 
ვიდეოები:
 
https://www.youtube.com/watch?v=VNKfipLHtP4
 
 
 
 
 
 
 
ალბათ ყველამ იცით, რომ ავტო სიმულატორები საკამოდ იშვიათად გამოდის, რადგან მსგავსი თამაშები საკმაოდ რთული გასაკეთებელია. ისეთი თამაშის შექმნა როგორიც არის LFS საჭიროებს: ჯოჯეხეთურად დიდ დროს, თავდაუზოგავ შრომას და საკმაოდ სოლიდურ ფინანსებს, რაც სიმულატორების შემქმნელებს ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ მოთამაშებს გვიწევს დიდხანს ლოდინი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი ამად ღირს ^_^  ბევრს არ ვისაუბრებ და გეტყვით, რომ დღეს თამაშის ბოლო ვერსია არის Live for Speed - 0.6G, რომელიც გამოვიადა 2014 წლის, 27 სექტემბერს. სწორედ ამ ვერსიის დაყენებას გასწავლით და მოკლედ გაგაცნობთ თამაშის ძირითად მახასიათებლებს.
 
ინფორმაცია თამაშზე:
 
დასახელება: Live for Speed 0.6G
გამოსვლის წელი: 2014 (27 სექტემბერი)
ჟანრი: Racing/Simulator
შემქმნელი: LFS Studio
ენა: ინგლისური + მრავალენოვანი
პლატფორმა: PC
 
მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
 
ოპერაციული სისტემა: Windows XP, Vista, Windows 7/8/8.1
პროცესორი: Pentium 4
ოპერატიული: 512 მბ
ვიდეო დაფა: 256/512 მბ
თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე: 500 მბ
 
ინფორმაცია თამაშის ბოლო ვერსიის შესახებ (0.6G):
 
8tkjp_thumb.jpg i0rzm_thumb.jpg r4ayb_thumb.jpg
 
ძვირფასო მრბოლელებო,
 
თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Live for Speed-ის ახალი განახლება, რომელიც შეცავს გრაფიკულ გაუმჯობესებებს და Oculus Rift DK2-ის მხარდაჭერას.
 
ძირითადი ვიზუალური გაუმჯობესება დაკავშირებულია ობიექტების გამჭვირვალობასთან, როგორიცაა ხეები და მოაჯირები. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ შევძელით საკმაოდ გაგვეუმჯობესებინა მათი გამოჩენა (appearance) რაც ახალი ხატვის სტილის გამოყენებით მოხდა (new drawing style).
 
ჩვენ ასევე დავხატეთ მანქანები უფრო ეფექტური მეთოდის გამოყენებით, რომელიც თამაშის დროს გვაძლევს უფრო მაღალ FPS-ს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი მანქანა იმყოფება გზაზე.
 
Oculus Rift-ის მხარდაჭერა არის საკმაოდ კარგად გამოცდილი და მიღებულია ძალინ ბევრი მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც გამოსცადეს ახალი DK2 headset-ი. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა მიმოიხედო მანქანის სალონში ან იმ გარემოში სადაც იმყოფები. ეს შეგრძნება კი თითქმის ისეთივეა როგორც რეალურ ცხოვრებაში. ამ მასშტაბის გრძნება არის ის, რაც თქვენ აუცილებლად უნდა გამოსცადოთ !
 
დაწვრილებითი ინფორმაცია patch-ის შესახებ იხილეთ აქ: 0.6G information page
 
Eric - ჩვენი არტისტი, აგრძელებს მუშაობას Westhill-ის ახალ გზაზე, რომელიც გამოვაცხადეთ ივნისის თვეში. Oculus Rift DK2-ის გამოსვლის შემდეგ, ჩვენმა პროგრამისტმა Scawen-მა დახარჯა ძალიან ბევრი კვირა, რადგან დაემატებინა მისი მხარდაჭერა, რამაც გამოიწვია Westhill-ის განახლების დაგვიანება. ამან უფრო მეტი დრო მისცა Eric-ს ემუშავა სცენაზე და უმაღლეს დონეზე დაეხვეწა ის. Eric-მა მისასვლელი გზები გააკეთა ისე, რომ მასზე მანქანით გავლა შესაძლებელი ყოფილიყო. ძალიან სასიამოვნოა მთელი გზის ტერიტორიაზე მანქანის მართვა, განსაკუთრებით კი ღია კონფიგურაციაზე, როდესაც თქვენ დრო გაქვთ მოწყდეთ რბოლას და დაიწყოთ გზის ათვისება. Scawen ამჟამად ფოკუსირებას ახდენს თამაშის ოპტიმიზაციაზე და პროგრამირების მხარდაჭერაზე, რომელიც Westhill-ის გზას უფრო მეტად სტაბილურს გახდის. ამ განახლებული გზის გამოშვებას, ჩვენ ვარაუდობთ რამოდენიმე კვრის შემდეგ.
 
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ახალი გზის რამოდენიმე სურათი (რომლებიც ივნისის თვეშია გადაღებული) და ჩვენს გვერდზეა განთავსებული: screenshots page
 
-LFS დეველოპერები
 
დაყენების ინსტრუქცია: არქივში მოთავსებულია unlocker-ი და Ip Patch-ი. მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა გზას და მანქანას. გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში, შემდეგ ამოაარქივეთ (unlocker და Ip Patch) და ყველა ფაილი (unlocker.exe და unlocker.dll, Ip Patch.exe) გადაიტანეთ Live for Speed-ის მთავარ ფოლდერში. ჩართეთ unlocker.exe, ჩაირთვება თამაში. შევდივართ სულ ქვემოთ Unlock Live for Speed და Username-ში და Password-ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია (გაითვალისწინეთ: Password-ი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock"-ს, შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live for Speed S2" (თუ ეს ფანჯარა არ გამოჩნდა, მაშინ პროცესს თავიდან იწყებთ). როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, შეგიძლიათ გამორთოთ თამაში და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.exe და შემდეგ "Start"-ს. რამოდენიმე წამის შემდეგ დაიწერება "Patching Done", როდესაც ეს წარწერა გამოჩნდება, დახურეთ პროგრამა Exit-ის საშუალებით.
 
დაყენების ინსტრუქცია სურათების მიხედვით:
 
dyxsr_thumb.jpg jmglk_thumb.jpg  w6cas_thumb.jpg 2lt2w_thumb.jpg kjruw_thumb.jpg
 
შენიშვნა: არქივში შესულია მხოლოდ ორიგინალი თამაშის საინსტალაციო ფაილები !
 
თამაშის გადმოსაწერი ბმული: Live for Speed - 0.6G/0.6E/0.6B/0.5Z28
Unlocker და Ip patch: LFS 0.6G Unlocker and Ip patch
 
როგორ ვითამაშო არაოფიციალურ სერვერებზე ?
 
როგორ უნდა ითამაშოთ LFS სერვერზე ნახეთ აქ: Как начать играть и подключиться серверу ? руководство по настройке
 
რჩევები თუ როგორ გამოვიყენოთ Live for Speed-ში Oculus Rift DK2:
 

hh76f_thumb.jpg

 
1) როგორ ჩავრთოთ LFS, თქვენს Rift DK2-თან ერთად:
- Oculus Configuration Utility - დააყენეთ თქვენი Rift-ი გაფართოებულ რეჟიმში (extended mode)
- Windows Display - გამოიყენეთ გაფართოებული ეკრანის რეჟიმი (extended desktop mode) და არა დუბლირებული (not duplicated)
- Windows-ში DK2 დააყენეთ მბრუნავ რეჟიმში (rotated mode) - ზოგჯერ ამას დამაბნეველად უწოდებენ portrait-ს.
- შეამოწმეთ რომ DK2-ის წინ სინათლე სიგნალის მისაღებად (receiving signal) ანათებდეს ლურჯად
- შეამოწმეთ რომ DK2-ის დესკტოპის ნაწილს ჰქონდეს სწორი ორიენტაცია (correct orientation)
- ჩართეთ LFS და დააჭირეთ 3D-ს, რომელიც მდებარეობს ხედვის პარამეტრებში (View Options) 
- მიუთითეთ Oculus Rift და დააჭირეთ OK-ს
- თუ ყველაფერი კარგადაა LFS შემოგთავაზებთ: გამოხვიდეთ თამაშიდან, რომ შემდეგ ჩაირთოს Rift-თან ერთად - "Exit LFS to restart using the Rift"
- დააჭირეთ OK-ს თამაშიდან გამოსასვლელად. როდესაც LFS თავიდან ჩაირთვება (restart), ის იქნება Rift-ის რეჟიმში
 
2) თქვენი ჯდომის პოზიციის შესაცვლელად არსებობს ტექსტის ბრძანება /rift reset რომელიც სტანდარტულად (by default) მინიჭებულია F8 ღილაკზე.
- როდესაც ახალი პიროვნება ჯდება სათამაშოდ, სთხოვეთ მას, რომ სწორად იყუროს წინ და შემდეგ დააჭირეთ F8 ღილაკს
- ღილაკებზე მითითებული ფუნქციბი შეიძლება შეიცვალოს: Options - Game - F1-დან F8 ღილაკის ჩათვლით 
 
3) თუ რაიმე მიზეზის გამო LFS Rift-ის რეჟიმიდან გადავიდა 2D-ში ან უბრალოდ გადაიქცა შავ ეკრანად (black screen), თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ ის ამგვარად:
- დააჭირეთ ALT+F4, რადგან გამოხვიდეთ LFS-დან
- თქვენი LFS-ის მთავარ ფოლდერში წაშალეთ ფაილი "card_cfg.txt", ამიტომ LFS ჩაირთვება საწყის რეჟიმში (primary device), ჩვეულებრივ თქენს მონიტორზე
- LFS-ის მეორედ ჩართვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისევ ცადოთ 3D რეჟიმში (3D mode) გადასვლა 
 
4) ისარგებლეთ (Accessing) თქვენი desktop-ით, როდესაც LFS იმყოფება Rift-ის რეჯიმში.
- თქვენ ალბათ აღმოაჩენთ, რომ თქვენი მაუსის კურსორი შემოიფარგლება (confined) Rift-ის ვირტუალური მონიტორით
- დააჭირეთ CTRL+C მაუსის თავსუფალ რეჟიმში გადასასვლელად, რის შემდეგაც მაუსი შეძლებს თავისუფლად მოძრაობას desktop-ზე
- როდესაც თქვენ დააჭერთ desktop-ზე არსებულ ფანჯარას (window), LFS ჩაიკეცება (minimised)
- იმისთვის რომ დაუბრუნეთ Rift-ს, დააწკაპუნეთ Live for Speed-ის იარლიყზე, რომელიც განთავსებული იქნება თქვენს taskbar-ზე. 
 
საინტერესო ვიდეო DK2-ის შესახებ:
 
 
თამაშზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნახეთ ქვემოთ მოცემული ბმულები:
 
 
2014 წლის განახლება ! ამ წელს დეველოპერებმა გადაწყვიტეს თამაშის განახლება, მაგრამ არა რაიმე ტექნიკური მხარის, არამედ Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამატება. ჩამონათვალში უკვე შეგიძლიათ იხილოთ Live for Speed-იც: List of games with Oculus Rift support
 
3zH3dys.jpg
 
თამაშის დეველოპერები ამატებენ Oculus Rift-ის მხარდაჭერას თამაშში. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ტესტირება და 2 დღის წინ გამოვიდა ბოლო პატჩი, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს ბოლო ტესტირება არ არის და ამას კიდევ რამოდენიმე მოყვება. Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამატების გარდა დეველოპერები თანდათან აუმჯობესებენ თამაშის სხვა შეცდომებსაც, ასევე ამატებენ რამოდენიმე ახალ ფუნქციას. მაგ: ეხლა უკვე LFS იყენებს DirectX 9 ვერსიას, DirectX 8.1-გან განსხვავებით. დამეტა Anti aliasing-ის ფუნქცია მენიუში არსებულ ავტომობილებს და მძღოლებს. სხვა დანარჩენი განახლებები ძირითადად ეხება Oculus Rift-ს. დაწვრილებით სრული განახლებების სიას გაეცანით ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.
 
დამატებითი ინფომრაცია: Live for Speed, version 0.6G
ინფორმაცია Oculus Rift-ზე: Oculus Rift
 
2014 წლის, 10 ივლისს, LFS მოხვდა Top Rated list-ის top 5-ში Oculus-ის ვებ-გერდზე: Oculus Rift Users - please rate LFS at Oculus Share
 
 
სურათი ცოტა ადრეა გადაღებული, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ იმავე დღეს (მოგვიანებით) თამაშმა მეორე ადგილზეა გადაინაცვლა.
 
obbAXBB.jpg
 
ვიდეოები და შთაბეჭდილებები:
 
 
 
 
 
 
 
 
 
2014 წლის, 5 სექტემბერს, თამაშის დეველოპერმა Victor van Vlaardingen-მა, განაახლა LFS-ის ოფიციალური ვებ-გვერდი და ფორუმი.
 
EH5qcuE.jpg
 
xGhmzsK.jpg
 
 
თემა ამ საკითხთან დაკავშირებით: A New Site
 
ასევე ძალიან კარგი სიახლეა, რომ lfs.net და lfsforum.net აღარ იქნება განცალკევებული საიტები. სწორედ დღეიდან დაწყებული, lfsforum.net-ის ფორუმი ინტეგრირებული (გაერთიანებული) იქნება lfs.net-ის ვებ-გვერდთან.
 
საერთო ჯამში, წელს დეველოპერმა გამოუშვა თამაში 2 ახალი პატჩი. 
 
ესენია: Live for Speed, version 0.6F და ბოლო ვერსია Live for Speed, version 0.6G
 
ასევე გთხოვთ გათვალისწინოთ, რომ ამ ვერსიების წინა ვერსიაა 0.6E, რომელსაც არ გააჩნია Oculus Rift-ის მხარდაჭერა და ისიც როგორც ყველა სხვა LFS წინა ვერსია მუშაობს DX 8.1-ზე და არა DX 9-ზე. DX 9 პირველად დამატებული იყო 0.6F ვერსიაში და თავისთავად ამ ვერსიიდან დაწყებული ყველა შემდგომი თამაშის ვერსია გამოიყენებს DX 9-ს. შესაბამისად 0.6G-იც იყენებს მას.
 
ხშირად დასმული შეკითხვები:
 
რა განსხვავებაა LFS-ის ვერსიებს შორის ?
 
ბევრი კითხულობს და ვერ ხვდება რა სხვაობაა ვერსიებს შორის, ამიტომ დავდებ ბმულებს სადაც დაწვრილებით არის ახსნილი და ჩამოწერილი ცვლილებების სრული სია.
 
თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ გაეცნოთ ვერსიების ისტორიას: Version History
 

რა არის ახალი 0.6G ვერსიაში ?

 
 

რა არის ახალი 0.6F ვერსიაში ?

 
 

რა არის ახალი 0.6E ვერსიაში ?

 
 

რა არის ახალი 0.6B ვერსიაში ?

 
 

რა არის ახალი 0.5Z28 ვერსიაში ?

 
 

რა არის ახალი 0.5Z25 ვერსიაში ?

 
 
LFS-ში რომელი ღილაკი რა ფუნქციას ასრულებს ?
 
ამის გაგება ძალიან მარტივა და უბრალოდ უნდა შეხვიდეთ დოკუმენტების ფოლდერში. ჩემს შემთხვევაში ეს ადგლმდებარეობა შემდეგნაირია: C:LFS 0.6Gdocs. იპოვეთ Keys.pdf ფაილი და გახსენით. იქ წერია ყველა ის ძირითადი ღილაკის ფუნქციები რომელიც თამაშის დროს გამოგადგებათ.
 
დაწვრილებით: Keys
 

მანქანის კონტროლი
 
SHIFT+G - ავტომატური ტრანსმისიის ჩართვა/გამორთვა 
SHIFT+H - საყვირის ხმის შეცვლა (horn)
 
ღილაკები, რომლებიც არ იცვლება
 
3 - მანქანის წინა და უკანა შუქების ჩართვა/გამორთვა
7 - მარცხენა ციმციმის ჩართვა
8 - მარჯვენა ციმციმის ჩართვა
9 - ავარიული განათების ჩართვა
0 - ციმციმების/ავარიული ნათების გამორთვა
 
მანქანის მონაცემების ნახვა რბოლის დროს
 
F9 - საბურავები (დატვირთვა, ტემპერატურა, ცვეთა და ჭუჭყი)
F10 - სავალი ნაწილის დაზიანება
F11 - პირდაპირ პარამეტრების ცვლილების ჩვენება
F12 - ინსტრუქციები და მითითებები Pit box-თან დაკავშირებით
SHIFT+L - სავალი ნაწილების გეომეტრია და მონაცემები
 
კონტროლი თამაშში
 
SHIFT+S - დაუყოვნებლივ გადასვლა pit box-ში
SHIFT+R - გადატვირთვა (offline), ხმის მიცემა გადატვირთვისთვის (online)
SHIFT+X - გამოსვლა (Exit) რბოლიდან, ფარეხიდან (pit) და ზოგადად თამაშიდან; ან ხმის მიცემა ონლაინ რბოლის დასასრულებლად
SHIFT+Q - კვალიფიკაციის დაწყება; ხმის მიცემა კვალიფიკაციის დასაწყებად
 
ხედი
 
V - შემდეგი კამერა
SHIFT+V - წინა კამერა
TAB - შემდეგი მანქანა
SHIFT+TAB - წინა მანქანა
SHIFT+U - თავისუფალად დაკომფიგურირებადი კამერის ჩართვა
CTRL+TAB - რბოლის შედეგების ჩართვა/გამორთვა
Home - საკუთარი მანქანა
F - მანქანებზე ძალების ჩვენების ჩართვა/გამორთვა
H - შეტყობინებების ისტორია
CTRL+H - მიმოწერების ისტორიის გასუფთავება (დამალვა)
N - სახელების ჩვენება: ჩამონათვალი/მხოლოდ მანქანებზე/გამორთვა 
SHIFT+F - ყველა წარწერების და დასახელებების მოშორება ეკრანზე (დრო, ვირტუალური მაჩვენებელთა დაფა, რუქა და ა. შ.)
SHIFT+M - სარკის ხედვა: გამორთული/მხოლოდ რეალური/რეალური და ვირტუალური
SHIFT+F1 - სტანდარტული ხედი
ALT+F1..F5 - სწრაფი გადასვლა სასურველ კამერაზე
 
გამეორება
 
1 - გამეორების შენახვა და შემდეგ მისი ყურება
2 - გამეორების შენახვა (სახელის დარქმევით)
F2 - გამეორების შენელება
F3 - გამეორების დაჩქარება
. / , - კადრებით გადადასვლა
 
მართვა
 
< და > - საჭის ძალის უკუკავშირის (feedback) დაკლება/მომატება 
/edit_eng - მანქანის ძრავის ხმის რედაქტირება (ჩაწერეთ ჩატში)
SHIFT+A - მანქანის ძრავის ხმის რედაქტირება
SHIFT+C - კონტროლერის გადატვირთვა
SHIFT+N - ხმის ჩართვა/გამორთვა
SHIFT+W - ხმის გადატვირთვა
SHIFT+K - სიმღერის გამოტოვება (თუ ჩართული გაქვთ მუსიკა)
CTRL+C - LFS-ში მაუსის კურსორის დაფიქსირება 
 
ონლაინ რეჟიმში მოთამაშის სიაში არსებული ღილაკები
 
SS - თქვენი მანქანის პარამეტრების გაგზავნა
მწვანე S - მოთამაშის მიერ გამოგზავნილი მანქანის პარამეტრების შენახვა
T - მანქანაში პილოტის ჩანაცვლების მოთხოვნა/შეცვლის განხორციელება
 
შეტყობინებების რედაქტირება
 
CTRL+C, CTRL+Insert - მონიშნული ტექსტის დაკომპირება (Copy)
CTRL+V, SHIFT+Insert - დაკოპირებული ტექსტის ჩასმა
CTRL+X, SHIFT+Delete - ტექსტის ამოჭრა და წაშლა
ზემოთ და ქვემოთ მდებარე ისრები - გაგზავნილი შეტყობინებების ისტორიის ნახვა
 
რბოლის პარამეტრების ცვლილების გვერდი
 
დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა ღილაკის ისარზე, რომელიც მდებარეობს გზის წრეების რაოდენობასთან და ახანგრძლივებს რბოლის მიმდინარეობას - 10 წრე/წუთი/საათი (იმისათვის რომ რბოლა გაიმართოს წუთებში/საათებში, საჭიროა მარჯვნივ ჩავწეროთ 250 წრე).
 
გრაფიკა
 
SHIFT+F4 - ფანჯრის Window/fullscreen რეჟიმი
SHIFT+F9..F12 - კონფიგურირებადი ეკრანის რეზოლუციები. საშუალებას გაძლევთ კლავიატურის ღილაკს მიანიჭოთ საჭირო ეკრანის გაფართოება (მათ შორის bit-ების რაოდენობა და ეკრანის გატარების სიხშირე).
ეკრანის/პარამეტრები
სტანდარტულად - (Default)
SHIFT+F9 640x480, 16 bit 
SHIFT+F10 800x600, 16 bit
SHIFT+F11 1024х768, 16 bit 
SHIFT+F12 1280х960, 16 bit
 
CTRL+S - სურათის შენახვა LFS-ის მთავარ ფოლდერშიdatashots
 
სხვა
 
P - შეჩერება (მუშაობს მხოლოდ Single Player რეჟიმში)
T - შეტყობინების დაწერა
F1..F8, CTRL+F1..F12 - სტანდარტული შეტყობინების გაგზავნა; ტექსტურ ფანჯარაში
- (ნაცრისფრი მინუსი) - მოთამაშეების მიერ გამოგზავნილი შეტყობინებების დაბლოკვა/ბლოკის ახსნა (ბლოკი ავტომატურად მოიხსნება თუ თქვენ რამეს აკრეფთ ჩატში და გააგზავნით)
SHIFT+F8 - ქსელის გამართვის (შეცდომათა გამოსწორების) რეჟიმი
SHIFT+F5 - ენის ფაილების გადატვირთვა (ინგლისურის გარდა)

 
როგორ დავაყენო Logitech G25/G27 Steering Wheel - Live for Speed-ში ?
 

eb7b85b9557c.jpg

 
პირველ რიგში თამაშისთვის ვქმნით განცალკევებულ პროფაილს - Logitech Profiler:
 
tlyuu_thumb.jpg
 
  • მენიუს Profile ჩანართში აირჩიეთ პუქტი New
  • ზევით მდებარე ტექსტურ გრაფაში ჩაწერეთ პროფაილის სახელი - Live for Speed (ან ნებისმიერი სხვა, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება)
  • დააჭირეთ ღილაკს Browse და მიუთითეთ თამაშის გამშვები ფაილის ადგილმდებარეობა - LFS.exe
  • შეარჩიეთ სასურველი სურათი (icon) პროფაილისთვის
  • დააჭირეთ OK-ის ღილაკს
 
2guoj_thumb.jpg
 
ამის შემდეგ თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ გარკვეული თამაშის პარამეტრები (იხილეთ სურათები)
 
phk5r_thumb.jpg aj33r_thumb.jpg
 
 
ყურადღება: ზემოთ მოცემულ სურათებში ნაჩვენებია Logitech G25-ის დაკონფიგურება და გამოიყენება კონკრეტული თამაშის პროფაილი (specific game profile), რომელიც შექმნილია LFS-ისთვის (თუ თქვენ გაქვთ Logitech MOMO, არ მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ თქვენთან არ არის "degrees of rotation" ფუნქცია).
 
  • მენიუს Edit ჩანართში აირჩიეთ პუნქტი Specific Game Settings…
  • ვნიშნავთ თოლიას Use Special Force Feedback Device Settings
  • პარამეტრი - Overall Effects Strength მიუთითეთ 101-105% (101% არის ყველაზე კარგი მნიშვნელობა). პრობლემების გამო Logitech Profiler-ის შიგნით FFB მოქმედებას იწყებს მხოლოდ ხაზოვნად  (linearly) როდესაც მითითებული იქნება 100%-ზე მეტი. თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ სრულყოთ FFB-ს დონე LFS-ის Options > Controls ჩანართში ან შეგიძლიათ დაარეგულიროთ ის "on the fly", როდესაც ავტომობილის მართავთ FFB (Force Feedback)-თან ერთად, კლავიატურაზე სწრაფი ღილაკების დახმარებით)
  • პარამეტრი - Spring Effect Stregth - 0% (ეს არის Logitech driver-ზე დაფუძნებული ეფექტი და პრაქტიკულად LFS-ს ის არ ჭირდება - დადასტურებულია თამაშის დეველოპერის მიერ)
  • პარამეტრი - Damper Effect Strength - 0% (ეს არის Logitech driver-ზე დაფუძნებული ეფექტი და პრაქტიკულად LFS-ს ის არ ჭირდება - დადასტურებულია თამაშის დეველოპერის მიერ)
  • მოვაშორებთ თოლიას თუ ის არის მონიშნული Enable Centering Spring/Centering Spring Strength პარამეტრთან და ვაყენებთ 0%-ზე
  • ვნიშნავთ თოლიას Use Special Steering Wheel Settings
  • Degrees Of Rotation პარამეტრისთვის ვუთითებთ 900 გრადუსს - თუ თქვენი საჭე უზრუნველყოფს ამ პარამეტრს, მაშინ მასში მიუთითეთ კონკრეტული მანქანის მოხვევის კუთხე - lock-to-lock angle: LFS საშუალებას გაძლევთ ნახოთ თითოეული მანქანის მოხვევის პარამეტრის მნიშვნელობა setup-ის განყოფილებაში, კონკრეტულად კი "Steering"-ის ქვემოთ. თუ სწრაფად გჭირდებათ თითოეული მანქანის მოხვევის კუთხის გრადუსის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მაშინ ეს გვერდი დაგეხმარებათ: Car Steering Wheel Lock Angles (თუ თქვენ დამწყები ხართ, მაშინ აქ გირჩევთ ნაკლები საჭის ბრუნვის არჩევას. მაგალითად: 270 ან 360. თუ ეს თქვენთვის ძალიან მარტივია, მაშინ ცადეთ 460, 540-560, 640 ან 720 გრადუსი. თუ არც ეს გაკმაყოფილებთ, მაშინ შეგიძლიათ თქვენც 900-ზე დააყენოთ მოცემული პარამეტრი. თუმცა ამის გაკეთებას დამწყებებს არ ვურჩევ)
  • ვაშორებთ თოლიას Report Combined Pedals პარამეტრთან, თუ ის მონიშნულია (მისი ჩართვა გაძლევთ მხოლოდ ერთი პედლის ღერძს (one pedal axis), რაც ნიშნავს იმას რომ თქვენ სწორად ვერ გამოიყენებთ მუხრუჭს და აჩქარების პედალს. ასე რომ გათიშეთ ეს ფუნქცია)
  • ვნიშნავთ თოლიებს Use Special Game Settings და Allow Game To Adjust Settings პარამეტრებთან
 
ზემოთ მოცემული პარამეტრები იმუშავებს Logitech-ის ყველა საჭეზე. Logitech Profiler-ის პარამეტრები შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული ამ ინსტრუქციისგან, რაც ძირითადად დამოკიდებულია თქვენი საჭის მოდელზე.
 
როდესაც ამ ყველაფერს გავაკეთებთ, შემდეგ დავიწყოთ საჭის პარამეტრების დაყენებას უშუალოდ თამაშში:
 
ceddl_thumb.jpg vis61_thumb.jpg zsixr_thumb.jpg
 
  • ვრთავთ Live for Speed-ს და გადავდივართ Options –> Controls ჩანართში
  • ზემოთ მდებარე არჩევანში ვირჩევთ Wheel/Joystick პუნქტს
  • პარამეტრი Wheel Turn-ს ვაყენებთ 900 გრადუსზე
  • Wheel Turn Compensation - სლაიდერს ვაყენებთ დასაწყისში, მარცხენა მხარეს - 0.00-ზე. აქ იგულისხმება (საჭის ღერძის წრფივი დამოკიდებულება). უფრო გარკვევით რომ ავხსნათ: ეს ფუნქცია არეგულირებს მომხმარებლის საჭის მობრუნების კოეფიციენტს LFS-ის მანქანაში.
  • Force Strength - დაიწყეთ 20%-დან და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პარამეტრის შეცვლა შეგიძლიათ პირდაპირ თამაშის დროს - კლავიატურაზე “<” და “>” ღილაკების დახმარებით. (თუ თქვენთვის 20% ძალიან ცოტაა, მაშინ მოსინჯეთ 25-45%)
  • Throttle/Brake Axes - ვაყენებთ Separate-ზე
  • Clutch - Axis
  • Handbrake - Button - (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ხელის მუხრუჭს აყენებთ ღილაკზე ! არ აქვს მნიშვნელობა ეს ღილაკი იქნება კლავიატურაზე თუ თქვენს საჭეზე. თუ გსურთ ხელის მუხრუჭად ჯოისტიკის გამოყენება, ამისათვის უნდა აირჩიოთ axis)
  • Thr/Brk Center Reduction - სლაიდერი დააყენეთ უკიდურეს მარცხენა მხარეს - 0.00.
ამის შემდეგ გადავდივართ ჩანართში Axes/FF, ვაჭერთ ღილაკს Recalibrate Axes და რაც არ უნდა უცნაური იყოს ვაკეთებთ საჭის და პედლების კალიბრაციას. აჩქარებას, მუხრუჭს და გადაბმულობას მათ შესაბამის ღერძზე ვანიჭებთ ფუნქციას. სინამდვილეში თამაში იშვიათად ცდება ავტომატური აღმოჩენით, მაგრამ თუ ესეთი რამ მოხდა, მაშინ თქვენ ირჩევთ ფუნქციას  მარცხენა ჩამონათვალში. აჭერთ თქვნთვის სასურველ პედალს რადგან მოძებნოთ ის მარჯვენა ჩამონათვალში, შემდეგ კი მაუსით აწკაპუნებთ მასზე. ვიმეორებთ ანალოგიურ პროცედურას დანარჩენი პედლებისთვის.
 
დაგვრჩა მხოლოდ გადაცემათა კოლოფის სიჩქარეების დაყენება თანმიმდევრობით (ნაჩვნებია ზემოთ მოცემულ სურათში).
 
ABS-ის პარამეტრები, სიჩქარეებში გადართვის გზები და ავტომატური გადაბმულობის ჩართვა/გამორთვა ნახეთ ჩანართში - Options –> Driver. გახსოვდეთ, რომ თამაში ავტომატურად გადართვება სეკვენტალურიდან - H-Shifter-ის გადაცემათა კოლოფის რეჟიმში, რადგან ეს უშუალოდ დამოკიდებულია არჩეულ ავტომობილზე.
 
qdp47_thumb.jpg
 
ხშირად ისმის შეკითხვა ჯოისტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ მოთამაშეს აინტერესებს, შეიძლება თუ არა საფრენი ჯოისტიკის გამოყენება ხელის მუხრუჭად და როგორ ხდება მისი დაყენება. მე პირადად მაქვს Logitech Attack 3 Joystick და უპრობლემოდ მუშაობს თუ რათქმაუნდა სწორად დააყენებთ. ეს მოდელი თუ არ მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ ამ სამს გადახედოთ:
 
 
თუ მსგავსი რამის გაკეთება გსურთ, მაშინ  უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოს.
 
http://www.youtube.com/watch?v=9sss40YLBHw
 
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის აუცილებლად იხილეთ jomardi-ის (კახას) ვიდეო და თემა  :bow:
 
 
http://www.youtube.com/watch?v=NFUguG_Z5wE
 
როგორ ჩავრთოთ Live For Speed 64 bit Windows-ზე ?
 
 

1) გახსენით რეესტრის რედაქტორი (ამისათვის შედიხართ Start-ში, შემდეგ Search-ში წერთ regedit და აჭერთ ok-ს)
 
2) ვაკოპირებთ ProductId-ის გასაღებს ამ ადგილიდან: HKEY_LOCAL_MACHINE/SOFTWARE/Microsoft/Windows NT/CurrentVersion/ProductId 
 
rby06_thumb.jpg
 
პარამეტრი ProductId არ მოძებნოთ სათაურებში. ამისათვის უბრალოდ დააჭირეთ ფოლდერს CurrentVersion და ვუყურებთ რედაქტორის მარჯვნივ არსებულ ფანჯარას. ჩამონათვალში ვპოულობთ ProductId-ს და ოჯერ ვაწკაპუნებთ მასზე. ვაკოპირებთ (copy) Value data-ში ჩაწერილს. დაახლოებით ამის მსგავსს - "00426-OEM-8992662-00173".
 
lqyr0_thumb.jpg
 
3) შევდივართ ქვემოთ მოცემულ მისამართზე და იქ ვქმნით ახალ გასაღებს, სახელწოდებით ProductId.
 
HKEY_LOCAL_MACHINE/SOFTWARE/Wow6432Node/Microsoft/Windows NT/CurrentVersion/
 
ვირჩევთ ფოლდერს CurrentVersion და ვუყურებთ რედაქტორის მარჯვნივ არსებულ ფანჯარას, სადაც უნდა იყოს ეს ProductId. ვაწკაპუნებთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე და ვირჩევთ New>String Value. 
 
2sjet_thumb.jpg
 
შეიქმნება ახალი გასაღები და New Value #1-ის ნაცვლად ვარქმევთ ProductId-ს. შემდეგ ვაწკაპუნებთ მასზე ორჯერ და Value data-ში paste-ის დახმარებით ვსვამთ ჩვენს გადმოკოპირებულს.
 
yroij_thumb.jpg
 
ვრთავთ unlocker.exe-ს და ვაკეთებთ იგივე პროცსს, რაც ზემოთ არის ახსნილი. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ მაშინ მანქანები იმუშავებს.

 
ip patch-ით რომელი სერვერებია ამჟამად ჩართული ?
 
LFS-ის სერვერების ჩამონათვალი, რომლებიც ჩართულია და მუშაობს Ip patch-ით !
 
Terra RacingPro
 
Race Server
 
Ip address: 94.245.155.26 
Port: 63392 
ვერსია: 0.6G
 
Drift Server
 
Ip address: 94.245.155.26
Port: 63391 
ვერსია: 0.6G
 
ოფიციალური გვერდი: http://lfs.ya1.ru
 
ყურადღება: Lislon-ის სერვერის ip შეიცვალა !
 
cvc18_thumb.jpg
 

Dear players

 
The New Year is bringing some changes 
Lislon community is moving to new ip address
185.4.72.143 ports will be same
5550= stunt server
5551= combo rallye+racing
5552=tracks layouts+au1 sometimes
5553=clear tracks
5554=au1 layouts
5555=tweak( PASS= tweak)
old ip closed 25 dec
stay with us   :P 
 
გვერდი Facebook-ზე: Lislon Drift Team LFS
 
საიდან გადმოვწერო მანქანის პარამეტრები (setups) ?
 
 
საიდან გადმოვწერო მანქანის ძრავის ხმები (engine sounds) ?
 
 
საიდან გადმოვწერო მანქანის სკინები (skins) ?
 
 
საიდან გადმოვწერო გზის სქემბი (layouts) ?
 
 
საიდან გადმოვწერო მოდები მანქანები (mods) ?
 
driftmods - გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !
 
როგორ დავაყენო მოდები, სკინები, სეთაფები, სქემები, ძრავის ხმები ?
 
მოდები უნდა გადაიტანოთ თამაშის მთავარ ფოლდერში: C:LFSdatadds და C:LFSdataveh. ზოგჯერ სხვა ფოლდერებიც მოყვება და იმათაც შესაბამის დასახელების საქაღალდეში გადაიტანთ.
 
სკინები უნდა გადაიტანოთ: C:LFSdataskins
სეთაფები უნდა გადაიტანოთ: C:LFSdatasetups
ძრავის ხმები: C:LFSdataengine
სქემები: C:LFSdatalayout
 
Tweak-ების გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან: lfs-tweak
 
გაკვეთილები თამაშზე:
 
LFS - Free view/autox editor (დაუსრულებელი)
 
მანქანის მოდელირების გაკვეთიელბი
 
 
ვიდეო გაკვეთილები:
 
თუ დააყენეთ თამაში და გინდათ ტექსტურების გაუმჯობესება, გირჩევთ აქედან გადაწეროთ (ვიდეოს აღწერაშია გადმოსაწერი ლინკი):  
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ლექსო ეს ახალი ვერსია ახალი სპიდომეტრები და რაღაცეები როა ამ სიახლეში რო ლინკია მანდ არი 550 მბ იანი მეგაზე როა

 

ეგ დამატებითი პროგრამაა და არა თამაშის ახალი ვერსია: LFSLazy

 

Test Patch G2 is available for testing.

It is fully compatible and therefore Westhill is not included.

It does have much better support for open configs and much better hidden object removal on all configs.

You should not see too much of objects popping into and out of view at the wrong time.

 

დღეს LFS-ის ახალი სატესტო პატჩი გამოვიდა: TEST PATCH 0.6G2 (Open Configuration Support)

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ამ თამაშის თამაში მინდა რულით და ეს რული მაქვს და აზრი აქვს ამ რულით თამაშს ? http://kepfeltoltes.hu/120826/DSC_0109_www.kepfeltoltes.hu_.jpg

Link to comment
Share on other sites

ამ თამაშის თამაში მინდა რულით და ეს რული მაქვს და აზრი აქვს ამ რულით თამაშს ? http://kepfeltoltes.hu/120826/DSC_0109_www.kepfeltoltes.hu_.jpg

მეც მქონდა ეგ და კიდე ერთი მაგდაგვარი და რავი cruise გამომდიოდა და ასწორებდა გაზის მოზომვა ვიგადავე ცოტა მარა დრიფტაობა და ას.შ არ გამოგივა მგონი

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

აუ კაცურად დამიწერეთ რა რო დავაინსტალირებ და შევდივარ მანქანები არიხსნება ,ზემოთ ლინკიდან უნლოკერი გადავწერე და ჩავაგდე , მოვხსენი ბლოკი მარა როვაჭერ მანქანას არმიჩვენებს არაფერს .

304c1462d7a7.png


be26f0b0f48f.png


d5a94b724da2.png

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.