Popular Post X-treme user Posted April 4, 2011 Popular Post Posted April 4, 2011 Asus-მა წარმოადგინდა ახალი და გაუმჯობესებული Lamborghini VX7 გეიმინგ-ლეპტოპი, რომელიც დაფუძნებულია Intel-ის Huron River პლატფორმაზე. აეროდინამიური და აგრესიული დიზაინის შექმნა განაპირობა იტალიური კომპანიის Murcielago LP640-მა. ამ პროდუქტში გამოყენებულია ისეთი საუკეთესო ხარისხის მასალები, როგორიცაა ტყავი - ხელისგულების სადებზე. ნოუთბუქი ხელმისაწვდომია ორ ფერში - ფორთოხლისფერ და კარბონისფერში, აღჭურვილია 15.6-დუიმიანი (1920 x 1080) LED-ბექლაიტ დისპლეით, 2.0 გჰზ-იანი Core i7-2630QM quad-core პროცესორით, 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, 1.5 ტბ-მდე ტევადობამდე ადგილით (ოპცია ორი HDD-თი), 3 გბ-ს მქონე GeForce GTX 460M გრაფიკული ბარათით. გარდა ამისა, Blu-ray კომბო-წამყვანით, 2.0 მპ-იანი ვებ-კამერით, 8-in-1 ქარდ-რიდერით, Gigabit Ethernet-ით, 802.11 b/g/n, Bluetooth 3.0, ერთი USB 3.0 პორტებით, ორი სპიკერით, HDMI გასასვლელითა და 8-უჯრედიან ელემენტით. Lamborghini VX7-ში უკვე დაყენებულია 64-ბიტიანი Windows 7 Home Premium ოპერაციული სისტემა, მოყვება 2-წლიანი გარანტია და მზად არის პრე-ორდერისათვის - 1,995€-ს ფასად. TC Magazine 12 Quote
eXtreme-Hunter Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 კარგი რამეა, მაგრამ ვიდეო უკეთესი შეიძლებოდა, თან full HD გაფართოებით არის და GTX480 მაგრად მოუხდებოდა, პროცესორი ცხოველი, ოპერატიული ცხოველი და მგონი ამ კონფიგთან ვიდეო შესაფერისი ვერ არის. Quote
jomardi Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 ჩემი ჯობია მგონი გარდა ვიდ. კარტისა და თან უფრო იაფია 1500 ევვრო Quote
დათო Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 არასდროს არ მომწონდა ესეთი ნივთები. მანქანის დიზაინით შექმნილი საათები მობილურები და კომპიუტერები :SNEMOTICON13: Quote
eXtreme-Hunter Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 არასდროს არ მომწონდა ესეთი ნივთები. მანქანის დიზაინით შექმნილი საათები მობილურები და კომპიუტერები დიზაინს რას უყურებ, გულმუცელი აქვს მხეცი. ნოუთბუქები არც მე მიყვარს, უფრო სწორედ ვერ ვიტან იმის მერე, რაც 2 თვეში მომიკვდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ბოლოს 130$-ად ხელოსანმა ნაწილების პონტში ჩაიბარა. Quote
დათო Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 დიზაინს რას უყურებ, გულმუცელი აქვს მხეცი. ნოუთბუქები არც მე მიყვარს, უფრო სწორედ ვერ ვიტან იმის მერე, რაც 2 თვეში მომიკვდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ბოლოს 130$-ად ხელოსანმა ნაწილების პონტში ჩაიბარა. თუ მონაცემების პონტში უშვებდნენ ასეთ დიზაინს კი არ გაუკეთებდნენ. უბრალოდ ესეც გათვლილია მასაზეა გათვლილი. მე თუ მაგ მონაცემების ლეპტოპის ყიდვა მინდა მერე დიზაინსაც მივაქცევ ყურადღებას რა თქმა უნდა Quote
eXtreme-Hunter Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 თუ მონაცემების პონტში უშვებდნენ ასეთ დიზაინს კი არ გაუკეთებდნენ. უბრალოდ ესეც გათვლილია მასაზეა გათვლილი. მე თუ მაგ მონაცემების ლეპტოპის ყიდვა მინდა მერე დიზაინსაც მივაქცევ ყურადღებას რა თქმა უნდა ზუსტად მაგიტომაც არის ეგრე, გეიმერული ნოუთბუქია, აქვს სპორტული ბრენდის სახელი და გავს კიდევაც ვიდზე, მეტი რა უნდა ჰქონდეს? თორემ ჩემს არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, სხვისი არ ვიცი, მაგრამ 2000 ევროიან ნოუთბუქს მირჩევნია 1800 ევროიანი დესკტოპი, არადა ადრე ვგიჟდებოდი ნოუთქბუქებზე, მაგრამ რაც დამებრიდა ვეღარ ვიტან. Quote
მიშა Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 აუუ სტოპ-სიგნალებიც რომ გაუკეთებიათ მომკალით და არ მომწონს ასეთი ცუნდრუკობები. Quote
დათო Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 აუუ სტოპ-სიგნალებიც რომ გაუკეთებიათ მომკალით და არ მომწონს ასეთი ცუნდრუკობები. მგონი მარტო ლომსას მოეწონა :chojinfc: Quote
მიშა Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 ლევანისგან არ გამიკვირდება, ეგ კიარა ამ ოთხი წლის წინ მეც ვაფანატებდი ეგეთ რამეებზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცოტა "აზრი მომეცა", მივხვდი, რომ დიზაინის სასარგებლოდ ფულის გადახდა უტვინობაა. ყოველ შემთხვევაში, თუ კარგი (მართლა კარგი) შემოსავალი არ გაქვს. Quote
სოსო Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 ლევანისგან არ გამიკვირდება, ეგ კიარა ამ ოთხი წლის წინ მეც ვაფანატებდი ეგეთ რამეებზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცოტა "აზრი მომეცა", მივხვდი, რომ დიზაინის სასარგებლოდ ფულის გადახდა უტვინობაა. ყოველ შემთხვევაში, თუ კარგი (მართლა კარგი) შემოსავალი არ გაქვს. + ბევრი მართლა ზედმეტი ფული თუ არ გერჩის რატო უნდა იყიდო ლამობრჯინის ფორმა? :) Quote
lomsa Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 ფასი არც მინახია 2კ ევროდ ისეთ სენდის ააწყობ რაამბავია 2კ ევრო კაცო ლამბორჯინი მოგივა :D Quote
X-treme user Posted April 4, 2011 Author Posted April 4, 2011 მარტო ემბლემის გულისთვის იყიდის ზოგი ამ ნოუთბუქს ცუდი მონაცემები არა აქვს, მარა არ ღირს სხვადასხვა პროდუქტების ერთმანეთში არევა Quote
Barca Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 აუ რა კარგი მონაცემები აქვს და რა საშინელი დიზაინი :D Quote
მიშა Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 აუ რა კარგი მონაცემები აქვს და რა საშინელი დიზაინი რას ამბობ კაცო, სტოპ-სიგნალებიც კი მიუხატიათ :SNEMOTICON13: Quote
X-treme user Posted April 4, 2011 Author Posted April 4, 2011 ხო, ლამბორჯინს კი მოუხდება ეს ნოუთბუქი :D Quote
eXtreme-Hunter Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 ხო, ლამბორჯინს კი მოუხდება ეს ნოუთბუქი უუფ, ლამბო მყავდეს და გინდაც IBM-486 იდოს შიგნით, თანაც დავირუსებული. Quote
gajaviki Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 უუფ, ლამბო მყავდეს და გინდაც IBM-486 იდოს შიგნით, თანაც დავირუსებული. +1 Quote
fashisti Posted April 5, 2011 Posted April 5, 2011 GTX 480M რომ ჩაედოთ მანდ ალბათ გადნებოდა ეგ ლეპტოპი ნუ მაგ ლეპტოპს თავისი მომხმარებელი ეყოლება ალბათ უფრო მდიდარი მამიკოს შვილები 6-14 წლის იმიტომ რომ 30-40 წლის ფულიანი კაცი ცოტათი უფრო სოლიდურ ლეპტოპს იყიდის თუმცა ასეთ დიზაინზეც არ ვიტყოდი უარს Quote
ANuB1S Posted April 5, 2011 Posted April 5, 2011 უცხოპლანეტელების გამოძახილი ამათაც დაიწყეს მიბაძვები :D Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.