Jump to content

AMD Radeon HD 7990-ის მახასიათებლები

Recommended Posts

არა არ შეცვალო არ გინდა კაცო :D

ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამინს ძალიან უნდა რომ მართლა კარგი გამოგდეს ამდს პროცესორები

და თუ აჯობა ხო საერთოდ მაგას რა სჯობს :) ანუ ეს ძალიან მაგარი იქნება ჩვენთვის, უბრალო მომხმარებლებისთვის

ფორუმზე დამერწმუნე ამდს უფრო მეტი მხარდამჭერი წევრია ვიდრე ინტელის :)

ეს HD7000 სერია კი, დარწნუნებული ვარ მაგარი იქნება

can't wait :)

Link to comment
Share on other sites

  • Replies 377
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

X-treme user

ქსელში გავრცელდა დაწვრილებითი, არაოფიციალური სპეციფიკაციები ვიდეობარათ AMD Radeon HD 7990-ის შესახებ. როგორც ჩანს, საქმე ეხება ახალ, ორჩიპიან ფლაგმანს, რომელიც განეკუთვნება AMD-ეს გრაფიკული ამაჩქარებლ

X-treme user

ბოლო კვარტალურ ანგარიშურ კონფერენციაზე, AMD-ს წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ 'მწარმოებლური კლასის' 28 ნმ გადაწყვეტილებების მიწოდებები უკვე ამ წელს დაიწყება. ინფორმაციული წყარო DailyTech-ს საფუძ

X-treme user

არც ისე დიდი ხნის წინ, კომპანია Nvidia-ს ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Kepler თაობის ვიდეობარათების ანონსი არ შედგება 2012-ზე ადრე, ამჯერად კი, სკანდინავიურ რესურს Nordi

არა არ შეცვალო არ გინდა კაცო :D

ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამინას ძალიან უნდა რომ მართლა კარგი გამოგდეს ამდს პროცესორები

და თუ აჯობა ხო საერთოდ მაგას რა სჯობს :) ანუ ეს ძალიან მაგარი იქნება ჩვენთვის, უბრალო მომხმარებლებისთვის

ფორუმზე დამერწმუნე ამდს უფრო მეტი მხარდამჭერი წევრია ვიდრე ინტელის :)

ეს HD7000 სერია კი, დარწნუნებული ვარ მაგარი იქნება

can't wait :)

+1.

Link to comment
Share on other sites

გაიხარე, მე არ მჯერა არც ის რო ივარგებს და არც ის რო არ ივარგებს :)

რეალურად როგორც იქნება ვნახოთ, რაზე იქნება ლინუქსზე, რატომ იმიტომ რომ არაფერი შეზღუდვები არ აქვს, რომელიც ვინდოუსს აქვს :)

7000 სერია 28nm როა ვნახოთ ერთი აბა მაგით რას გვანახებს ATI :) :)

და კეპლერი რომ 28 nm ზე იქნება ასევე რას გვანახებს ენ ვიდია ? :D

მოკლედ მაგას საუბარი შორს წაგვიყვანს და ჯობია აქ მოვრჩეთ

Link to comment
Share on other sites

სხვათა შორის, გრაფიკული ბარათების მწარმოებლები დიდი ენთუზიაზმით არ არიან განწყობილი 28 ნმ პროდუქტების მიმართ, რაც დაკავშირებულია 40 ნმ ტექ-პროცესის წარმოების ადრეულ ეტაპზე შექმნილ პრობლემებთან. გარდა ამისა, თავის როლს თამაშობს ბაზარზე მოთხოვნილების შემცირება ვიდეოდაფებზეც, რომელიც შეინიშნება საშუალო და დაწყებითი დონის ამ ნაწარმებზე, რადგან შესაბამისი გადაწყვეტილებები თანდათანობით ინაცვლებენ AMD-სა და Intel-ის პროცესორებში.

Link to comment
Share on other sites

ნეტა როდის გახდებიან amd-სა და inteli-ს პროცესორების ვიდეოები gtx 560-ის დონის კარტების კონკურენტები. ალბათ მაგ დროისთვის nm-ებით აღარ გაზომავენ ტრანზისტორებს. წინსვლა აშკარად შეიმჩნევა ამ საკითხში ასე უნდა განაგძონ amd-მ და intel-მა.

Link to comment
Share on other sites

სად გამომეყოფა თავი dx10-იანი კარტა მაქვს hmm2.gif

Link to comment
Share on other sites

ბოლო კვარტალურ ანგარიშურ კონფერენციაზე, AMD-ს წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ 'მწარმოებლური კლასის' 28 ნმ გადაწყვეტილებების მიწოდებები უკვე ამ წელს დაიწყება. ინფორმაციული წყარო DailyTech-ს საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ ფლაგმანური ერთპროცესორიანი პროდუქტი, კოდური სახელწოდებით Tahiti წარმოდგენილი იქნება 6 დეკემბერს. TSMC-ს მიერ მიღებული მონაცემებით, ის იტყობინება, რომ ახალი ტექ-პროცესი უზრუნველყოფს მიკროსქემების სიხშირული პოტენციალის გაზრდას 45%-მდე - 40 ნმ-იან ნაწარმებთან შედარებით. თუმცა, როგორ გამოიყენებს მას AMD ან NVIDIA და რა დონით მოიმატებს სისწრაფე, ჯერჯერობით ამის თქმა რთულია. შესაძლებელია, რომ მისი ნაწილი დაიხარჯოს ენერგომოხმარებაში, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება არქიტექტურულ ცვლილებებსა და შემსრულებელ ბლოკების რაოდენობაზეც.

  • Upvote 6
  • Downvote 1

ვაიმე +ის ნაცვლად შემთხვევით -ს დავაკლიკე. ბოდიში.

პირველ რიგში მადლობა ინფორმაციისათვის.

გამოუშვან რა გამოუშვან ახალი ვიდეოები, ჩაკვდა პონტი :D

რამდენი ხანია NVIDIA-ს ფანებთან არ მიჩხუბია :givi:

Link to comment
Share on other sites

რამდენი ხანია NVIDIA-ს ფანებთან არ მიჩხუბია :givi:

გინდა გეჩხუბო? :spiteful:

Link to comment
Share on other sites

Radeon HD 7900 Tahiti GPUs to Arrive in January 2012 http://guru3d.com/news/radeon-hd-7900-tahiti-gpus-to-arrive-in-january-2012/

Link to comment
Share on other sites

კომპანია AMD და NVIDIA რეგულარულად 'ანახლებენ' გრაფიკულ გადაწყვეტილებების ხაზს - უკვე არსებულ პროდუქტების სახელწოდებების უბრალო შეცვლისა და მახასიათებლების მცირე კორექტირებით. როგორც წესი, ასეთი რებრენდინგი მოიცავს მობილურ ვიდეობარათებსა და იაფფასიან დესქტოპ-მოდელებს, რომლებიც ვრცელდებიან მზა-კომპიუტერების შემადგენლობაში. ეს მწარმოებლები იშვიათად არიან ამის წინააღმდეგნი, რადგან ახალი დასახელებები იძლევიან არსებითად 'ძველი' შიგთავსის მქონე, PC-ების უკეთესად გაყიდვის საშუალებას.

ჩინურმა ვებ-გვერდ ChipHell-მა გამოაქვეყნა ცნობები Radeon HD 7xxx თაობის ნაწარმების შესახებ.

afb0e4e1603e46c9549c1c9183410a94.jpg

პირველ რიგში ირკვევა, რომ ამ ხაზის ბიუჯეტური პროდუქტების ნაწილი მიღებულ იქნება დღეს ხელმისაწვდომ ბარათების სახელწოდებების ცვლილებით:

  • Radeon HD 6670 -> Radeon HD 7670 (Turks XT);
  • Radeon HD 6570 -> Radeon HD 7570 (Turks Pro);
  • Radeon HD 6450 -> Radeon HD 7450 (Caicos);
  • Radeon HD 6350 и Radeon HD 7350 (Cedar).

ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას Radeon HD 7770-ის ნამდვილი არსი, რამეთუ ეს პროდუქტი შესაძლოა მიღებულ იქნას როგორც Radeon HD 6770, ასევე, როგორც Radeon HD 6970/6950-ისგან. იგივე წყარო იუწყება, რომ ახალი არქიტექტურის მქონე ნაწარმებს, სახელწოდებებში არ ექნებათ ასო-ბგერათა თანაწყობა 'HD', მათთვის შეიქმნება დასახელების სხვა სისტემა. ეს გარკვეულწილად გაამარტივებს 'ახალი ასორტიმენტის' იდენტიფიკაციას.

ფლაგმანურ ორპროცესორიან ვიდეობარათის დამზადება მიმდინარეობს შესაბამისი გამოცდილების მქონე, გარეშე კომპანიასთან თანამშრომლობით. აღნიშნული ნაწარმი დიდწილად გათვლილია ეფექტზე, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებლები ინერციით ყიდულობენ AMD-ს შედარებით იაფფასიან მოდელებს.

ამავე ფორუმზე დატოვებულ შეტყობინებაში საუბარია სირთულეებზე, რომლებიც კომპანიას შეხვდა Tahiti-ს წარმოების პროცესის დროს. ვარაუდობენ, რომ ასეთი ბარათი 3DMark Vantage ტესტში დააგროვებს 45 ათას ქულაზე მეტს.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Southern Islands სერიის გადაწყვეტილებების ანონსის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო გარკვევით ვამჩნევთ, რომ ახალ არქიტექტურას მისი ყველა წარმომადგენელი არ შემოგვთავაზებს. ზოგიერთ ინფორმაციულ წყაროს აზრით, Radeon 7xxx ოჯახის ვიდეობარათების იერარქია და შესაბამისი ინტეგრირებული პროდუქტები შემდეგნაირი იქნება:

  • ჰიბრიდული პროცესორები Wichita -> Radeon 7100 (VLIW4), Radeon 7200 (VLIW4);
  • ჰიბრიდული პროცესორები Trinity -> Radeon 7350 (Scrapper, VLIW4), Radeon 7450 (Devastator Lite, VLIW4), Radeon 7550 (Devastator, VLIW4);
  • Radeon 7570 -> Cape Verde Pro (VLIW4);
  • Radeon 7670 -> Cape Verde XT (VLIW4);
  • Radeon 7770 -> Cape Verde XTX (VLIW4);
  • Radeon 7850 -> Pitcairn Pro (VLIW4);
  • Radeon 7870 -> Pitcairn XT (VLIW4).

წყაროს მიხედვით, Pitcairn სერიის ბარათები, უკვე ამ წლის დეკემბრის თვეში გამოჩნდებიან. GCN არქიტექტურის მქონე ნაწარმები - Radeon 7950 (Tahiti Pro) და Radeon 7970 (Tahiti XT), მხოლოდ იანვარში გამოვლენ. მარტში კი შედგება 2-პროცესორიან ფლაგმან Radeon 7990-ის დებიუტი, რომლის კოდური დასახელებაც იქნება New Zealand და ისიც, თავის მხრივ, შევა GCN თაობაში. პროდუქტების სახელწოდებები მიახლოებითია და რამდენიმე მათგანის შესახებ უკვე ვრცელდებოდა გარკვეული ცნობები. ზოგიერთ რესურსის მონაცემებით, შესაძლოა ასო-ბგერები 'HD' საერთოდ გაქრეს კიდეც. ხოლო თუ მოცემული ინფორმაცია მცირედით მაინც შეესაბამება სინამდვილეს, მაშინ AMD-ს ასორტიმენტში ახალ არქიტექტურას შემოგვთავაზებენ მომდევნო კვარტალს გამოშვებული, მხოლოდ სამი გრაფიკული დაფა.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ATI ამოიღეს ახლა HD-ის იღებენ მერე radeon-იც ამოიღონ და ბოლოს მხოლოდ 1 რამ დარჩებათ ამოსაღები

Link to comment
Share on other sites

AMD Dual-GPU HD 7990 could Arrive March 2012 http://guru3d.com/news/amd-dualgpu-hd-7790-could-arrive-march-2012/ მარტისთვის გამოვაო უკვე 2 ბირთვიანი 7990

Link to comment
Share on other sites

სახელებიც იცვლება და წარმადობაც მოემატება, თან საკმაოდ.

Link to comment
Share on other sites

საინტერესოა ამჯერადაც თუ აჯობებს ენვიდის 2 ბირთვიანების ამბავში AMD

მაგ პერიოდში უკვე კეპლერებიც გამოვა და ენვიდია ალბაღ რამე მონსტრს შექმნის

Link to comment
Share on other sites

რესურს SemiAccurate-ის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი ვარაუდობს, რომ Tahiti-ს გარდა, ახალ GCN არქიტექტურაზე იქნებიან დაფუძნებულნი Pitcairn სერიის ბარათებიც, თუმცა ისინი მომავალი წლის მარტ-აპრილზე ადრე არ გამოჩნდებიან. ამ საიტის ვერსიით, 500$-იანი Tahiti XT გამოვა იანვარში, თებერვალში მას შეუერთდება 400$-იანი Tahiti Pro-ც, ხოლო გაზაფხულზე შედგება Pitcairn XT (300$) და Pitcairn Pro (200$)-ს რელიზიც. ყველა ზემოჩამოთვლილი პროდუქტი დამზადდება 28 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით.

ყოველ შემთხვევაში, Southern Islands-ის უფროს წარმომადგენლები მიიღებენ 384-ბიტიან ინტერფეისს, რაც გულისხმობს მეხსიერების გაზრდას 3 გბ-მდე. ცნობილია, რომ ამ ხაზის გრაფიკულ გადაწყვეტილებებს გააჩნიათ XDR2 ტიპის memory-ს მხარდაჭერა, რომელიც საჭიროებს გაცილებით ვიწრო სალტეს, თუმცა მათ კომერციულ პერსპექტივების შესახებ, საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

  • Upvote 1

charlies არ დაუწერია xdr2-ი.

384bit + xdr2 = does not compute.

მთელი აზრი xdr2-ის ის არის რომ უფრო პატარა სალტეზე უფრო მაღალ გამტარობას იძლევა ვიდრე gddr5-ი.

Link to comment
Share on other sites

და დიდ სალტეში რამე პრობლემებია? ანუ რატომ ჯობია რომ უფრო სწრაფი გამტარი იყოს ვიწრო სალტეთი ვიდრე ნელი და ფართო სალტეთი?

Link to comment
Share on other sites

და დიდ სალტეში რამე პრობლემებია? ანუ რატომ ჯობია რომ უფრო სწრაფი გამტარი იყოს ვიწრო სალტეთი ვიდრე ნელი და ფართო სალტეთი?

დიდი სალტე მოითხოვს უფრო რთულ და დიდი მეხსირების კონტროელერს, რაც ფული ღირს და დრო მიაქვს, ასევე ფიზიკურად უფრო დიდია წარმოებაში.

ასევე PCB უფრო რთული უნდა იყოს დიდ სალტის დროს, ჩიპის და მეხსირების დამაკავშირებელი ხაზების მეტი რაოდენობის გამო, ასეველ შესაძლებელია მეტი შრე დაჭირდეს.

ასევე ფიზიკური ლიმიტია თუ რა ზომის სილიკონს რა ზომის სალტე შეიძლება დაუდგეს. მაგალითად ჩემი კარტის ჩიპს ვერ დაუდგება 384-იანი სალტე რაც არ უნდა ქნა.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ შემთხვებას.

xdr2-ი + 384-ი ბიტი, იმდენ გამტარუნარიენობას მისცემს ჩიპს რამდენსაც ის ვერ გამოიყენებს ვერასდროს, ყველაზე დატვირთულ ღეჟიმშიც კი, ასევე ამ ყელაფრის ინტეგრაცია დაჯდება ძვირი. სილიკონი იქნება დიდი, მეტი პინები სალტისტვის, მეტი ხაზები pcb-ზე, სავარაუდოდ მეტი შრე pcb-ზე, +rambus თავისი წილი xdr2-ის გამოყენებისთვის. ანუ ისე გამოვიდოდა რომ ფულს იხდი იმაში რასაც არ იყენებ, ეგ უკვე მოხდა r600-ის დროს ისწავლა ჭკუა ati-მ.

gddr5+ + 384 კიბატონო

xdr2 + 256 კიბატონო

gddr5+ + 256 შეიძლება მაგრამ top ჩიპი უეჭველი დაიხრჩობა :D თუ gddr5+ -მა მაღალი სიხშირე არ აიღო. 8ghz +

xdr2 + 384 ზედმეტია

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

AMD entry -level Radeon HD 7000 cards to be rebrands http://guru3d.com/news/amd-entry-level-radeon-hd-7000-cards-to-be-rebrands/

Link to comment
Share on other sites

AMD Radeon HD 7900 Release Dates and Pricing http://guru3d.com/news/amd-radeon-hd-7900-release-dates-and-pricing/

Link to comment
Share on other sites

AMD-მ თითქმის ოფიციალურად განაცხადა, რომ Radeon HD 7xxx სერიის გრაფიკული გადაწყვეტილებები მიიღებენ XDR2 ტიპის მეხსიერების მხარდაჭერას, რომელიც შემუშავებულია კომპანია RAMBUS-ის მიერ. თუმცა, ამ პროდუქტების სავარაუდო მახასიათებლების აღწერილობაში, უფრო ხშირად GDDR5 ფიგურირებს.

ჩინური წყარო MyDrivers ამ შეუსაბამობას საკმაოდ მარტივად ხსნის: ახალი ხაზის ბარათები აღჭურვილნი იქნებიან როგორც XDR2, ასევე GDDR5-ითაც - მოდიფიკაციიდან გამომდინარე. შედარებით ძვირადღირებული და მაღალი წარმადობის მქონე ვარიანტები დაკომპლექტებიან პირველი მათგანით, ხოლო უფრო ხელმისაწვდომი მოდელები კი - მეორეთი.

ხოლო ვებ-გვერდი TechPowerUp ამავდროულად საუბრობს Southern Islands ნაწარმების ანონსის კიდევ ერთ სავარაუდო თანმიმდებრობაზე: ორპროცესორიანი New Zealand შესაძლოა წარდგენილ იყოს პირველ რიგში და არა Tahiti-ს შემდეგ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.