Jump to content

AMD Radeon HD 7990-ის მახასიათებლები

Recommended Posts

ხო გურუ3დ-ზეც დაიდო მაგაზე ინფო Radeon HD 7000 Series PCI-Express 3.0 Compliant http://guru3d.com/news/radeon-hd-7000-series--pciexpress-30-compliant-/ ნეტა რეალურათ რამე სხვაობა თუ ექნება პერფორმანსში იგივე 2.0 მაზერზე ამუშავებ თუ 3.0-ზე, უფრო მარკეტინგულ სვლას გავს

Link to comment
Share on other sites

  • Replies 377
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

X-treme user

ქსელში გავრცელდა დაწვრილებითი, არაოფიციალური სპეციფიკაციები ვიდეობარათ AMD Radeon HD 7990-ის შესახებ. როგორც ჩანს, საქმე ეხება ახალ, ორჩიპიან ფლაგმანს, რომელიც განეკუთვნება AMD-ეს გრაფიკული ამაჩქარებლ

X-treme user

ბოლო კვარტალურ ანგარიშურ კონფერენციაზე, AMD-ს წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ 'მწარმოებლური კლასის' 28 ნმ გადაწყვეტილებების მიწოდებები უკვე ამ წელს დაიწყება. ინფორმაციული წყარო DailyTech-ს საფუძ

X-treme user

არც ისე დიდი ხნის წინ, კომპანია Nvidia-ს ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Kepler თაობის ვიდეობარათების ანონსი არ შედგება 2012-ზე ადრე, ამჯერად კი, სკანდინავიურ რესურს Nordi

AMD-მ, ბოლო კვარტალურ ანგარიშის წარდგენაზე, თავი არ აურიდებია Southern Islands სერიის, 28 ნმ გრაფიკულ გადაწყვეტილებების ანონსის მზადყოფნის შესახებ საუბარს, რითაც შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ საქმეები ამ მხრივ კარგად მიმდინარეობს, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში, თემა კვლავ დახურული დარჩებოდა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე ხელთ აქვს აღნიშნული სახის ნაწარმები, რომელთაგანაც პირველი წევრების მიწოდება უკვე მიმდინარე წელს დაიწყება. AMD მასზე დიდ იმედებს ამყარებს და იმედი აქვს, რომ გაუსწრებს კონკურენტებს ამ ტექ-პროცესზე გადასვლის თარიღებით.

AMD აზუსტებს, რომ მისი ყველა 28 ნმ პროდუქტები (როგორც ჩანს, ეს ეხება ცენტრალურ პროცესორებსაც) გამოშვებულ იქნებიან ტექ-პროცესის ერთ სახესხვაობით, მონოლითურ ნახევარგამტარის გამოყენებით (bulk CMOS). ეს შესაძლებელს გახდის TSMC-სა და Globalfoundries-თან მუშაობის კოორდინირებას, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ამ ტიპის პროდუქტებს AMD-ს დაკვეთით.

apu-ებს გულისხმობენ, krishna, wichita და samara.

Link to comment
Share on other sites

რა არის ტო მალე HD 1932458990 გამოვა

არა მალე FullHD სერია გამოვა :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

AMD: Radeon HD 7000 ამ წელს გამოვაო http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3668918 28 ნანომეტრზე იქნება ეს ატის სერიაც როგორც ნვიდიას კეპლერი

Link to comment
Share on other sites

ხო ამ წელსაც გამოვაო და ენვიდიაზე მალეც იზავს ამასო http://www.xbitlabs.com/news/graphics/display/20110726103803_AMD_Expects_to_Be_First_GPU_Designer_with_28nm_Graphics_Chips.html

ისე თურმე ATI ყოველთვის პირველი გადადიოდა 90nm, 80nm, 65nm, 55nm and 40nm ნანომეტრებზე... არც ვიცოდი

Link to comment
Share on other sites

"გაანგარიშება" და "გამოთვლა" კი არა Single-Precision და Double Precision FLOAT-ებს ეხება ეგ, სად ტრ**შია content control? :mad:

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

ბოლო დრომდე ცნობილი იყო, რომ Radeon HD 7000 ხაზის ვიდეობარათების პირველი მოდელები უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოჩნდებოდნენ. თუმცა, ბოლო მონაცემებით, ასე შეიძლება არც მოხდეს. თურქულ რესურს DonanimHaber-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კომპანია PowerColor-ის გაყიდვების დირექტორ ელეინ ლიაომ (Elaine Liao) თქვა, რომ ახალი თაობის გრაფიკული გადაწყვეტილებების დაგეგმილია 2012 წლის პირველი კვარტლისთვის. მან აგრეთვე გააკეთა კიდევ ერთი საინტერესო დაზუსტება. მისი სიტყვებით, Radeon HD 7000-სთვის განკუთვნილი ვიდეოჩიპები კვლავინდებურად 40 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით იქნებიან გამოშვებულნი. გამომდინარე იქიდან ,რომ ეს ინფორმაცია თვითონ AMD-ს განცხადებებს ეწინააღმდეგება და როგორც ჩანს, ადგილი აქვს უბრალო გაუგებრობას პარტნიორებს შორის.

ხოლო ის, თუ რაოდენ ზუსტია ცნობები პერსპექტიულ ვიდეოადაპტერების გამოსვლის თარიღების შესახებ, IV კვარტლის ან AMD-ს ოფიციალურ შეტყობინების გამოჩენამდე არ გაირკვევა.

  • Upvote 1
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

:D

საინტერესო დეზინფორმაციებს ავრცელებენ ეგ თურქები

Link to comment
Share on other sites

ხო ეგ ინფო გურუ3დ-ზეც დაიდო PowerColor: Next-gen AMD GPUs in Q1 2012 http://guru3d.com/news/powercolor-nextgen-amd-gpus-in-q1-2012/

Link to comment
Share on other sites

ZqVOO63o.png

საიტი SemiAccurate-მა გაავრცელა ცხრილი AMD-ს Southern Islands თაობის მობილური გადაწყვეტილებების სახელწოდებებით. Chelsea და Heathrow სერიის ვიდეობარათების მიწოდებები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან 128-ბიტიანი სალტით, 2 გბ GDDR5 მეხსიერებით, P12000 ქულამდე 3DMark Vantage-ში და არაუმეტეს 45 ვ-იანი TDP-თი, დაიწყება მიმდინარე წლის დეკემბერში. ხოლო Wimbledon ხაზის პროდუქტები მიიღებენ 256-ბიტიანი ინტერფეისს, სისწრაფის მაჩვენებელს P16000 ბალამდე და სერიულად გამოჩნდებიან მომავალი წლის იანვრის თვეში. როგორც თავდაპირველი წყარო იტყობინება, Southern Islands-ში აგრეთვე შევლენ 40 ნმ-იანი გრაფიკული ბარათები, რომლებიც დაასრულებენ მოდელთა სიას - ფასების დიაპაზონის ქვედა მხრიდან.

ნებისმიერ შემთხვევაში, 28 ნმ-ზე დაფუძნებული ნაწარმებს მომდევნო წლამდე მაინც ვერ შევხვდებით. ჯერჯერობით ყველა საფუძველი არსებობს იმის ვარაუდისა, რომ ტექ-პროცესის ახალ საფეხურზე გადასვლა დაიწყება უმცროსი გრაფიკული ბარათებიდან.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

16c419f05d7db02e2db484bbe43fb0d3.jpg

გუშინ, Globalfoundries-მა, პრეზენტაციაზე წარმოადგინა სლაიდი, რომელიც ადასტურებს ინფორმაციას, რომ მომდევნო თაობის Radeon HD 7000 გრაფიკული ბირთვი გამოყენებული იქნება ჯერ არგამოსულ Trinity-ის შემადგენლობაში, კერძოდ კი, დესქტოპ Virgo და მობილურ Comal პროცესორებში. ეს სახელწოდება ოფიციალურად ერქმევა Southern Islands მომდევნო თაობის 28 ნმ გრაფიკულ ადაპტერებს. იქვე მითითებულია, რომ რელიზი შედგება სექტემბრის ბოლო პერიოდში, ამ კვარტლის დამთავრებამდე. საინტერესოა, რომ მიუხედავად Globalfoundries-სთან მჭიდრო პარტნიორობისა და ფაქტს, რომ მას გააჩნია 28 ნმ, AMD-მ გადაწყვიტა, რომ ვიდეოჩიპების წარმოება მოახდინოს ტაივანურ TSMC-ში, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. თუმცაღა, ჰიბრიდულ Trinity-ების გამოშვება, როგორც ჩანს, GlobalFoundries-ს დაევალება.

ადრე ვარაუდობდნენ, რომ ორივე ზემოაღნიშნულ მწარმოებლისთვის, AMD დააპროქტებდა ორი სახის GPU-ს, თუმცა მკაცრი ეკონომიის პერიოდში, ასეთი მიდგომა მთლად გამართლებული არ არის.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

AMD Radeon HD 7000 to be used for Trinity APUs http://guru3d.com/news/amd-radeon-hd-7000-to-be-used-for-trinity-apus/

Link to comment
Share on other sites

ჩინურ ფორუმ expreview.com-ის მეშვეობით, ცნობილი გახდა დეტალური ინფორმაცია Radeon HD 7000 ვიდეობარათების შესახებ. ისინი დამზადებულ იქნებიან VLIW4 არქიტექტურაზე (რომელსაც AMD Radeon HD 6900 სერიიდან ვიცნობთ), 28 ნმ წარმოების მიხედვით და მათი დებიუტი უკვე შემოდგომაში შედგება.

კომპანია გეგმავს როგორც მინიმუმ ოთხი GPU-ს გამოშვებას, რომლებიც წარმოადგენენ სამ განსხვავებულ სერიას: Radeon HD 7800, HD 7600 და HD 7500-ს. მათ კომპლექტაციაში შესული იქნება 768-დან 1536 ნაკადური პროცესორი და იმუშავებს მაღალი სისწრაფის მქონე GDDR5 მეხსიერებაზე. პროდუქტების სპეციფიკაციები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

9a4704fd2d01f2ffbb1d525bb51b0fe8.png

როგორც Radeon HD 6900-ის შემთხვევაში, HD 7900 სერია ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება და როგორც ჩანს, ეს მომავალი წლის პირველ კვარტლამდე არ მოხდება. დაყოვნების მთავარი მიზეზი გახდება სრულიად ახალი არქიტექტურის, Graphics Core Next-ის გამოყენება. საინტერესოა, რომ ამ ხაზის ბარათები აღჭურვილნი იქნებიან Rambus XDR2 მეხსიერებით, რომლის სისწრაფეც კლასიკურ GDDR5-ზე ორჯერ მაღალია და ამავდროულად, სჭირდება 30%-ით ნაკლები ენერგია. მისი ეფექტური სიხშირე, Radeon HD 7970-ში მიაღწევს 8000 მჰზ-ს, 256-ბიტიან ინტერფეისის საშუალებით, 256 გბ/წმ-მდე გამტარიანობის უნარით. ასეთია HD 7900 სერიის მახასიათებლები - კომპანიის ახლანდელ, ერთჩიპიან ფლაგმანთან შედარებით:

9dd8d0c2dac82a7a6139162a83bc80df.png

ინფორმაციის წყარო ირწმუნება, რომ ახალი ფლაგმანი Radeon HD 7970 მიიღებს 2048 ნაკადურ პროცესორს, ხოლო GPU-სიხშირე კი 1 გჰზ-ის ტოლი იქნება. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი მონაცემებისა, ჩიპის ენერგომოხმარებამ არ უნდა გადააჭარბოს 190 ვ-ს. განურჩევლად იმისა, ზუსტი იქნება თუ არა ეს ინფორმაცია, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ გველოდება საინტერესო ანონსების მთელი სერია.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Radeon HD 7000 Series Specs Leaked http://guru3d.com/news/radeon-hd-7000-series-specs-leaked-/

Link to comment
Share on other sites

ახალი ფლაგმანი Radeon HD 7970 მიიღებს 2048 ნაკადურ პროცესორს, ხოლო GPU-სიხშირე კი 1 გჰზ-ის ტოლი იქნება. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი მონაცემებისა, ჩიპის ენერგომოხმარებამ არ უნდა გადააჭარბოს 190 ვ-ს.

და ნვიდია დაიკიდევს ამდ სგან განსხვავებით ენერგო მოხმარებას და გამოუშვებს 250 ვატიან ვიდეოს რომელიც 1 ბირთვიანი ფლაგმანი გახდება :SNEMOTICON13:

მაგარი ბანძი პოლიტიკა აქვს არჩეული ამდ ს, უფრი სიხისტეა საჭირო მარკეტინგში, მაღალ სეგმენტში დაბალი ენერგო მოხმარება ვერ ჭრის.

Link to comment
Share on other sites

და ნვიდია დაიკიდევს ამდ სგან განსხვავებით ენერგო მოხმარებას და გამოუშვებს 250 ვატიან ვიდეოს რომელიც 1 ბირთვიანი ფლაგმანი გახდება :SNEMOTICON13:

მაგარი ბანძი პოლიტიკა აქვს არჩეული ამდ ს, უფრი სიხისტეა საჭირო მარკეტინგში, მაღალ სეგმენტში დაბალი ენერგო მოხმარება ვერ ჭრის.

არანაირად!

პირიქით

ეგ NVIDIA მიდის პირდაპირ თავით.

Link to comment
Share on other sites

რაღაც მეეჭვება ეს ინფო მართალი იყოს. ყველაფერი აღებულია ღია წყაროებიდან ან ჭორებიდან, ზოგი სწორია ზოგი არა, ერთადერთი რაც ვითომ ახალია არის xdr2-ის გამოყენება, ეგეც არასწორი მონაცემები უწერია გამტარობაში.

საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებიან სლაიდები

Link to comment
Share on other sites

საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებიან სლაიდები

კი ნამდვილად სანამ დეტალებს არ ჩავუღრმავდებით.

რა ინფოა ამ სლაიდებზე:

28nm hpl-ი ქვედა სეგმენტისთვის და hp ზედა სეგმენტისთვის

ორი არქიტექტურა

კოდური დასახელებები

cores, tmu და rop-ს

ორი მეხსირების ტიპი gddr5 - xdr2 და მეხსირების გამტარობა

=============================================================================

ჩამოვუყვეთ სათითაოდ

28nm hpl-ი ქვედა სეგმენტისთვის და hp ზედა სეგმენტისთვის

ეს ინფო ჩარლიმ დაწერა და მარტო ის არის წყარო სხვა წყარო არ არსებობს, არც ისეთი რომელიც უარყოფს ამ ინფოს, არც ისეთი რომელიც დაადასტურებს. ჩარლი ხშირად წერს ხოლმე ისეთ რამეს რამაც შეიძლება მეტი ინფო მოუტანოს მას, უარყოფაც ინფოა და დადასტურებაც, უმეტეს შემთხევაში ჩარლი მარტივად დაიძვრენ ხოლმე თავს. ამ ტაქტიკას nda baiting-ს ეძახიან.

ინფოს რეალობა 50/50

ორი არქიტექტურა

ეს ფაქტიურად დადასტურებულია. amd უკვე გააკეთა ესე წინა თაობაში, რამაც კარგად იმუშავა. რაღაც მინიშნებები არის ასევე დრაივერებში.

ის არგუმენტი რომ cross-ში ვერ იმუშავებენ ეს ვიდეობი უარყო dave-მა b3d-ზე. იქ კონკრეტულად იმაზე იყო საუბარი რომ gcn ვიდეობი თუ გამოვიდა მარტო, trinity-ს რაეშვლება, რომელიც vliw4-ზე იქნება. dave-მა დაწერა რომ cross-ის ტექნოლოგია დარივერების დონეზე გადამუშავდა და აქიტექტურის მიმართ ინერტულია.(ტერმინის სისწორე ???? )

ინფოს რეალობა 80/20

კოდური დასახელებები

კოდური დასახელებები დიდი ხანია ცნობილია. ასევე ცნობილია თუ ზოგირეთი კოდრუი დასახელება რომელ სეგმენტს მიეკუთვნება, მაგალითად new zealand-ი არის ახალი ორ ჩიპიანი მონსტრი, tahiti კი cayman-ის შემცვლელი. ეხლა კი მივადექით thames რომლის არსებობა დადასტურებულია დრაივერებიდან, მაგრამ ამავდორულად დრაივრებში მისი სახელი არის ზემოდხსენებული desktop კოდურ დასახელებების ზემოთ, რაც amd-ს შემთხევაში მაშინ ხდება თუ ეს დასახელება მიეკუთვნება mobile სეგმნეტს.ამავდროულად არის ერთი სლაიდი dh-იდან 28nmmdgpumobile_1a_Dh_fx57.jpg, რომელიც გამოჩნდა უფრო ადრე ვიდრე ის დარივერები რომელებშიც მოხსენიებულია thames-ი ანუ dh-ს თავისი წყაროები აქვს. ამ მომენტში იმის შანსი რომ thames-ი აღმოჩნდეს mobile-ი gpu ბევრად უფრო მეტია ვიდრე desktop.

ამავდროულად არ არის გამორიცხული რომ amd-მ thames-ი გამოიყენოს ორივე სეგმენტში, მაგრამ არა როგორც საშუალო დონის desktop და დაბალი დონის mobile-ი, ამ საქმენში უფრო wimbledon-ი გამოდგებოდა, მაგრამ ის 2012-ის მეორე კვარტალშია დაგეგმილი და თავისთავად არცერთ დარივერში ჯერ არ არის.

ინფოს რეალობა 20/80

cores, tmu და rop-ს

vliw4-ის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია უბრალოდ 28nm-ზე იქნება არსებული არქიტექტრა, პატარა გამუჯობესებებით. აი gcn-ს კლასტერების სტრუქტურაზე კი თითქმის არაფერია ცნობილი, იმის გარდა რომ ის გამოიყენებს ოთხ execution unit-ს ისევე როგორც vliw4-ი, ეს ინფორმაცია ღიად არის ხელმისაწვდომი.

ინფოს რეალობა ????

ორი მეხსირების ტიპი gddr5 - xdr2 და მეხსირების გამტარობა

ეს არის პირველი ინფო რომელიც არის განსხვავებული ყველაფრისგან რაც აქამდე იყო ცნობილი. თავისთავად ეს amd-ს ხასიათში იქნებოდა რომ xdr2-ზე გადასულიყო. მაგრამ გარკვეული პრობლემიაბია ამასთან დაკავშირებით, პირველი ის არის რომ ამ მეხისრების ტიპს მასიურად არავინ აწარმოებს და ის არსად არ გამოიყენება, მეორე მეხსირების კონტროლერი რომელიც თავიდან იქნება შესაქმენლი ამ მეხსირებასთან სამუშაოდ, მესამე რატომ დახარჯავ დროს და ფულს იმის მისაღწევად რაც უკვე მიხწევადია ან 384bit-ზე გადასვლით ან უფრო სწრაფი მეხირების გამოყენებით და მეოთხე rambus-ი ნამდვილად არა არის ყვეალზე სანდო კომპანია, რომელსაც მარტივად შეგიძლია ანდო შენი პროდუქციის მომავალი.(patent trolls must burn in hell)

თავისთავად არ არის გამორიცხული რომ როგორც gddr5-ის შემთხევში amd პირველი იყოს ვინ დანერგავს მასიურად თავის პროდუქციაში ახალ მეხისრების ტიპს, ამას ალბათ ხელს ისიც შეუწყობს რომ შემდეგი თაობის კონსოლებზე მიმდინარეობს მუშაობა და xdr2-ი პირველი პრეტენდენტი იქნება ps3-ში არსებული xdr-ის ჩასანაცვლებლად.

საერთო ჯამში xdr2-ი კარგი ტექნოლოგიაა და ნამდვილად წაადგება gpu-ებისთვის მომვალში მეხსირების გამტარობის გაზრდას თუ მისი გამოყენება დაიწყება.

ინფოს რეალობა 35/75 (რადგან სხვა წყარო არ არის და ასრებული წყაროს მოწოდებული ადრნინდელი ინფოები არ გვაქვს, მისი ხარსიხის შესაფასებლად.)

ეს არის და ეს, ჩემი აზრით, ვიღაცამ ინტერნეტში არსებული ინფო აიღო, დაამატა xdr2-ი, ცოტა ლოგიკა და გაასაღა ახალ ინფოდ.

შეიძლება ვცდები შეიძლება არა, amd ხელში რას გაიგებს კაცი.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მაგ ინფოზე ვიტყოდი რომ მეტნაკლებად სანდოა ,მაგ საიტზე მარს II ის მონაცემებიც იდო გამოსვლამდე და რაც ეწერა გაამართლა მთლიანად ფაქტობრივად

Link to comment
Share on other sites

მაგ ინფოზე ვიტყოდი რომ მეტნაკლებად სანდოა ,მაგ საიტზე მარს II ის მონაცემებიც იდო გამოსვლამდე და რაც ეწერა გაამართლა მთლიანად ფაქტობრივად

ჩინელები გაფუჭებული საათივით არიან.

ნახევარი ვერ გავიგე

მაგრამ მაინც კარგი იყო :D

xdr2 ძალიან მაინტერესებს რა ხილია

არ ვიცოდი კონსოლებში თუ იყო xdr

მართლაც AMD-ს სტილია ეგეთი ექსპერიმენტები მაგრამ რამდენად გაამართლებს საკითხავია

ფაქტია GDDR5-ზე გაამართლა მაგან და მე თუ მკითხავ GDDR4 სწორი ნაბიჯი იყო,

პროგრესულად აზროვნებს უფრო AMD :)

ისე არ გინდა მიმოხილვები წერო ხანდახან? :D

XDR2-ის მიმოხლივა თვითონ რამბუსის საიტზე

http://www.rambus.com/us/technology/solutins/xdr2/xdr2_vs_gddr5.html

და წარმადობა GDDR5-თან შედარებით შთამბეჭდავია

სლაიდზე :)

xdr2_vs_gddr5_memory_comparison.jpg

32x_data_rate.png

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.