Jump to content

AMD Radeon HD 7990-ის მახასიათებლები

Recommended Posts

AMD Radeon HD 7900 cards XDR2? http://guru3d.com/news/amd-radeon-hd-7900-cards-xdr2/ მსგავსი ინფო გურუ3დ-ზეც დაიდო

AMD Radeon HD 7000M GPU Series Unveiled http://guru3d.com/news/amd-radeon-hd-7000m-gpu-series-unveiled/ ეს კიდე ინფო მობილ 7000 სერიის კარტებზე

Link to comment
Share on other sites

  • Replies 377
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

X-treme user

ქსელში გავრცელდა დაწვრილებითი, არაოფიციალური სპეციფიკაციები ვიდეობარათ AMD Radeon HD 7990-ის შესახებ. როგორც ჩანს, საქმე ეხება ახალ, ორჩიპიან ფლაგმანს, რომელიც განეკუთვნება AMD-ეს გრაფიკული ამაჩქარებლ

X-treme user

ბოლო კვარტალურ ანგარიშურ კონფერენციაზე, AMD-ს წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ 'მწარმოებლური კლასის' 28 ნმ გადაწყვეტილებების მიწოდებები უკვე ამ წელს დაიწყება. ინფორმაციული წყარო DailyTech-ს საფუძ

X-treme user

არც ისე დიდი ხნის წინ, კომპანია Nvidia-ს ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Kepler თაობის ვიდეობარათების ანონსი არ შედგება 2012-ზე ადრე, ამჯერად კი, სკანდინავიურ რესურს Nordi

ნიუჟელი იანვარში უკვე ბაზარზეე გამოყრიან?

ნვიდია რომ მარტისკენ იქნება კი ვიცი და ამდ თუ დაასწრო და კაიც გამოუვიდა მაგას რა სჯობია ფასებიც ნორმალური იქნება და 1 მხეცი გპუს ფასი 500 დოლარს არ გაცდება

Link to comment
Share on other sites

ინფორმაციას, რომ AMD-ს შესაძლოა უარი განაცხადოს GlobalFoundries-ის მომსახურებაზე - 28 ნმ ჰიბრიდულ პროცესორების წარმოებასთან დაკავშირებით, სულ უფრო მეტი ინტერესი ეთმობა და რთული ხდება იმის მტკიცება, რომ ეს მხოლოდ ვებ-გვერდ SemiAccurate-ის ვარაუდია.

ყოველ შემთხვევაში, EE Times-მა შეძლო ამ ცვლილებების დადასტურება - კომპანიასთნა ახლოს მყოფ წყაროების მეშვეობით. უცნობ კეთილმოსურნეების თქმით, ახალი ტექ-პროცესის ათვისების თარიღები შეიძლება ადრე დაგეგმილისგან განსხვავდებოდეს. AMD არასდროს არ აკონკრეტებდა იმას, თუ მის ორი ძირითად პარტნიორიდან რომელს დაევალებოდა განსაზღვრული 28 ნმ პროდუქციის გამოშვება მომდევნო წელს, რითაც იტოვებდა უფლებას, რომ ამ მიზნისთვის მიემართა როგორც TSMC-ს, ასევე Globalfoundries-თვისაც. ხოლო, მასზე დაფუძნებულ გრაფიკული გადაწყვეტილებების გამოშვება მხოლოდ პირველ მათგანმა უნდა უზრუნველყოს. აქამდე, ის გვთავაზობდა Bobcat არქიტექტურის მქონე, 40 ნმ ჰიპრიდულ პროცესორებსაც.

სხვა რესურსის ცნობით, AMD-ს როადმაპის სამომავლო ცვლილებებზე შეიძლება ისაუბრონ 5 დეკემბერს ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებაზე, ფინანსურ ანალიტიკოსების ვიწრო წრეში. ტრადიციულად, კომპანია ასეთ შეხვედრას წლის ბოლოსთვის ახორციელებდა ხოლმე, თუმცა ძირითადი მოვლენა ამ სფეროში დაგეგმილია 2012-ის თებერვალში.

AMD-ს წარმომადგენლები პირად კომენტარებში აზუსტებენ, რომ პლატფორმა Brazos 2.0-ზე ყურადღების გამახვილებით - 28 ნმ პროდუქტების ნაცვლად, კომპანიას დიდად არ გაანაწყენებს, რადგან ამ კლასის 40 ნმ გადაწყვეტილებებს გააჩნიათ ფასი/წარმადობის კარგი თანაფარდობა და მათზე დამაჯერებელი მოთხოვნაა და გარდა ამისა, ის კმაყოფილია Trinity პროცესორების საქმის მდგომარეობით.

  • Upvote 1

stop stop stop the train!!!!!!!!!!!!!!

მასობრი ამნეზია ?? ? ? მასობრივი შიზოფრენია ????????? მასობრვი სიზარმაცე (copy&paste) ????????? თუ ერთი კაცის ბოროტი სიცილი :D

პრობლემა ის არის რომ wichita და krishna არასრდოს იყვნენ დაგეგმილი glofo-ს 28nm ტექპროცესზე, არცერთ სლაიდში, არცერთ დოკუმეტში, არსად არ წერია რომ glofo აწარმოებდა მათ. სამაგიეროდ ჩინურ რესურესებზე უკვე დიდი ხნის წინ დაწერეს, რომ ორივე დიზანი მზადდებოდა tsmc-ისთვის.

ამასთან ერთად ისინი bobcat-ის პირდაპირ შთამომვალები არიან და მათი გადაყვანა tsmc-ის ბიბლოთეკები და სტანდარტებიდან glofo-ს ბიბლოთეკებზე და სტანდარტებზე სრული სიგიჟეა და უფრო ადვილია ნოლიდან დაიწყო აწყობა(აქ იგულისხმება, cache-ი და ტრანზისტორების სხვადასხვა სახეობები), ამ შემთხევში მას bobcat-ის შთამომავლად არავინ მოიხსენიებდა.

ასვე გასათვალისწინებელი ის რომ bobcat-ის დიზაინის დიდი ნაწილი არის ავტომატიზირებული ალგორითმების მიერ შექმნილი, სპეციფიურად tsmc-ის ტექპროცესის თავისევურებების გათვალიწინებით.

ასევე თუ რამე პრობლემა ექნება wichita და krishna-ას ბაზერზე გამოჩენას, ეს იმიტომ კი არ მოხდება რომ შიევალა მწარმებელი, არამედ იმიტომ რომ ამ დიზანისი შემქმნელი მთავარი ინჟინრები წავიდნენ amd-დან.

ერთდერთი წყარო ამ მთელი აჯაფსანდალის არის ჩარლი, რომელიც ეხლა ალბათ სიგარით და ვისკით ხელში სკდება სიცილით,

well played sir, well played.

article-1035734-01F88E0600000578-354_468x347.jpg

Link to comment
Share on other sites

stop stop stop the train!!!!!!!!!!!!!!

მასობრი ამნეზია ?? ? ? მასობრივი შიზოფრენია ????????? მასობრვი სიზარმაცე (copy&paste) ????????? თუ ერთი კაცის ბოროტი სიცილი :D

რატომ გიკვირს ეგ როცა ინფო იმ საიტიდანაა რომელიც RU ასეოებით ბოლოვდება ? :D შენსავით კარგად ვერ ვერკვევი AMD ში მაგრამ რუსებს არასოდეს ვენდობი ,არც ოცხოელებს სანამ ოფიციალურად არ დაიდება რაიმე ინფო ყველა Tech საიტი იმავეს წერს/აკოპირებს რასაც ერთი :xelitavi:

ამიტომ ამ 7000 სერიის ვიდეო ბარათებზეც ვერ ვიტყვიოც ჯერ რამე მნიშვნელოვანს

Link to comment
Share on other sites

რატომ გიკვირს ეგ როცა ინფო იმ საიტიდანაა რომელიც RU ასეოებით ბოლოვდება ? :D შენსავით კარგად ვერ ვერკვევი AMD ში მაგრამ რუსებს არასოდეს ვენდობი ,არც ოცხოელებს სანამ ოფიციალურად არ დაიდება რაიმე ინფო ყველა Tech საიტი იმავეს წერს/აკოპირებს რასაც ერთი :xelitavi:

ეს ინფო დაიდო ასობით სხვა საიტზე იქმადე სანამ დადეს ru-ზე, რომელსაც საერთოდ არაფრად არ ვაგდებ.

რაც შეეხება ინფოს ოფიციალურ გამოსვალმდე არ დაჯერება, ეს მართალი არ უნდა დაიჯერო ბოლომდე, მაგრამ ამავდროულად არის რესურები რომელბიც ასე თუ ისე ზუსტად დებენ ხოლმე ინფოს ოფიციალურად გამოსვლამდე.

ამიტომ ამ 7000 სერიის ვიდეო ბარათებზეც ვერ ვიტყვიოც ჯერ რამე მნიშვნელოვანს

ისე გავერთე წერაში, რომ სულ დამავიწყდა იმის დაწერა რომ ეს ინფო სხვა განყოფილებაში უნდა იდოს

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

AMD Radeon HD 7950 and HD 7970 GPUs details http://guru3d.com/news/amd-radeon-hd-7950-and-hd-7970-gpus-details/

Link to comment
Share on other sites

მონსტრების წელი იქნება 2012 გული მიგრძნობს

აქ ეს ტახი :დ

იქ ინტელი ივა მგალობლიშვილით

ცოტა შორს მწვანეების კეფირი :D

იმედია ნვიდია ცოტა აუჩქარებს არ მინდა მწვანეებს უღალატო მარა დიდი იმედი მაქ რომ 7970 ძლიერი იქნება 580 ზე კაი 30 პროცენტით მაინც რომ ნვიდია არ გაღორდეს და 600 დოლარს არ გასცდეს

Link to comment
Share on other sites

მემგონი ეხლა ბევრათ უფრო იაფი უჯდებათ მაგ კარტების გამოშვება ვიდრე ადრე ჯდებოდა და მაგიტომაც დაეცა ფასები ტოპ კარტებზე და საშვალო დონის კარტებს უკვე 250$ დაითრევ როცა ადრე საკმაოთ სუსტი კარტები იყიდებოდა ხოლმე მაგ ფასათ

Link to comment
Share on other sites

ეს ახალი ვიდეო ბარათები რომ არ ჩამორჩება ენვიდიას გამოშვების დროს ვიცი მაგრამ აი მერე უკვე დრაივერების ხარჯზე ენვიდია ჯობნის ხოლმე :D

ისევ ფასებით თუ გაუწევს კონკურენციას

Link to comment
Share on other sites

არა მარტო პერფორმანსით, უფრო სწრაფათ ფიქსავენ ხოლმე როგორც წესი ბაგებს და ბევრ საინტერესო ფიშკებს ამატებენ, ეხლა მაგალითად AAFX საპორტი დაემატება 195 სერიის დრაივერზე უკვე რაც საშვალებას მოგცემს დაჟეიმ იგრებში ჩაურთო AA სადაც არაა საერთოდ მაგის საპორტი

Link to comment
Share on other sites

6გბ გდდრ5+ ცუდია თუ კაია გემრიელად ჟღერს.....

მარა ფასი რა ექნება ??? 3 კილო ოქრო ???

Link to comment
Share on other sites

600$-ზე მეტი მეეჭვება 2 ბირთვიან კარტებსაც რომ დაადონ ფასი, საკაიფო 1 ბირთვიან კარტას კი ასე 250-300$-ათ იყიდი უპრობლემოთ და მაგას არც უბერ სიმძლავრის კვება დაჭირდება და საშვალო ზომის კეისშიც ადვილათ ჩაეტევა და 2 ბირთვიან ნეხალემზეც კარგ ვიდზე იქნება რაზგონზე მაინც DX11 რეჟიმში FULL-HD-ზე

Link to comment
Share on other sites

HD 7900 სერიის AMD კარტების ღირებულება http://www.3dnews.ru/news/620902

Link to comment
Share on other sites

HD 7900 სერიის AMD კარტების ღირებულება http://www.3dnews.ru/news/620902

როგორც ჩანს AMD მართლაც იანვარში გამოუშვებს ამ კარტებს და ერთი ორი თვით მაინც გაასწრებს ენვიდიას...

ბულდოზერის შემდეგ ნამდვილად სჭირდება ასეთი ფორა

Link to comment
Share on other sites

გუშინ, გამოჩნდა CrossFire-კონფიგურაციაში მომუშავე ორი ვიდეობარათი, რომლებიც სავარაუდოდ უნდა იყვნენ Southern Islands სერიის ერთჩიპიანი ფლაგმანები - Tahiti Pro/XT. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს გახლავთ მძლავრ GPU-ზე დაფუძნებული, Radeon HD 7970/7950 კლასის გადაწყვეტილებები. წითელი ტექსტოლიტით ნუ გაოცდებით, ჩვენს წინაშე ჯერ მხოლოდ პროდუქციის ნიმუშებია, საბოლოო ვარიანტში, ისინი შესრულებულნი იქნებიან შავი ფერის ბეჭდურ დაფებზე.

68414ff38aa03fd453c1521ea75a1965.jpg

ნაწარმის სიგრძე დაახლოებით 30 სმ-ია, ხოლო ბირთვის გაგრილებას უზრუნველყოფს ორსლოტიანი ქულერი. დამატებითი კვების მიწოდება ხდება ორ 8-პინიან PCI-E Power პორტის საშუალებით და ამგვარად, ერთი Tahiti-ის ელექტრომოხმარების დონემ შეიძლება მიაღწიოს 450 ვ-მდე. CrossFire-ისთვის განკუთვნილი გასასვლელებიც 2 ცალია, ადგილზეა მეტალის ბეკპლეიტიც.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ვიდეომეხსიერების მიკროსქემების რაოდენობა. ფოტოსურათის ავტორმა დაითვალა 11 ჩიპი, რაც შეესაბამება 352-ბიტიან ინტერფეისს, თუმცა სავსებით შესაძლებელია იმის თქმა, რომ PCI Express x16-თან არსებობს მე-12-ც. ამ შემთხვევაში კი, აღნიშნული სალტის ზომა იზრდება 384 ბიტამდე. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, ამას უკვე ახალი წლის შემდეგ შევიტყობთ.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო გურუ3დ-ზეც დაიდო ეგ ინფო AMD Tahiti Radeon HD 7900 Photo Surfaces on web http://guru3d.com/news/amd-tahiti-radeon-hd-7900-photo-surfaces-on-web/ იანვარში გამოვაო წესით გაყიდვაში უკვე

Link to comment
Share on other sites

გუშინ, გამოჩნდა CrossFire-კონფიგურაციაში მომუშავე ორი ვიდეობარათი, რომლებიც სავარაუდოდ უნდა იყვნენ Southern Islands სერიის ერთჩიპიანი ფლაგმანები - Tahiti Pro/XT. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს გახლავთ მძლავრ GPU-ზე დაფუძნებული, Radeon HD 7970/7950 კლასის გადაწყვეტილებები. წითელი ტექსტოლიტით ნუ გაოცდებით, ჩვენს წინაშე ჯერ მხოლოდ პროდუქციის ნიმუშებია, საბოლოო ვარიანტში, ისინი შესრულებულნი იქნებიან შავი ფერის ბეჭდურ დაფებზე.

68414ff38aa03fd453c1521ea75a1965.jpg

ნაწარმის სიგრძე დაახლოებით 30 სმ-ია, ხოლო ბირთვის გაგრილებას უზრუნველყოფს ორსლოტიანი ქულერი. დამატებითი კვების მიწოდება ხდება ორ 8-პინიან PCI-E Power პორტის საშუალებით და ამგვარად, ერთი Tahiti-ის ელექტრომოხმარების დონემ შეიძლება მიაღწიოს 450 ვ-მდე. CrossFire-ისთვის განკუთვნილი გასასვლელებიც 2 ცალია, ადგილზეა მეტალის ბეკპლეიტიც.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ვიდეომეხსიერების მიკროსქემების რაოდენობა. ფოტოსურათის ავტორმა დაითვალა 11 ჩიპი, რაც შეესაბამება 352-ბიტიან ინტერფეისს, თუმცა სავსებით შესაძლებელია იმის თქმა, რომ PCI Express x16-თან არსებობს მე-12-ც. ამ შემთხვევაში კი, აღნიშნული სალტის ზომა იზრდება 384 ბიტამდე. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, ამას უკვე ახალი წლის შემდეგ შევიტყობთ.

ნამდლივად 12 ჩიპია

კვება არის 6+8 და არა 8+8, ანუ max 300W.

ჩიპის ზომა სადღაც 330-350mm

p.s.

xdr2-ის ჭორს იმედია თავს დაანებებს ეხლა ხალხი.

Link to comment
Share on other sites

ნამდლივად 12 ჩიპია

კვება არის 6+8 და არა 8+8, ანუ max 300W.

ჩიპის ზომა სადღაც 330-350mm

p.s.

xdr2-ის ჭორს იმედია თავს დაანებებს ეხლა ხალხი.

ალბათ მომავლისთვის გადადო

თუ საერთოდ აპირებს xdr2-ს AMD

Link to comment
Share on other sites

ალბათ მომავლისთვის გადადო

თუ საერთოდ აპირებს xdr2-ს AMD

არამგონია გეგმაშიც კი ყოფილიყო.

console-ზე სხვა საქმეა :)

Link to comment
Share on other sites

ალბათ მომავლისთვის გადადო

თუ საერთოდ აპირებს xdr2-ს AMD

ჯერ გდდრ5 და პისაი ექსპრეს 3.0ს ხო ხნავენ აღმა-დაღმა :D

მემორი პრობლემა დღესდღეობით არ დგას

იმხელა bandwidth აქვს კარტებს რომ მაგას ეს თაობა ვერ გამოიყენებს

IMO გდდრ5 200GB/წმ გამტარობით კიდე 5 წელი ყველაფერს ეყოფა ისე რომ არც დაატორმუზებს

Link to comment
Share on other sites

გამოჩნდა AMD Radeon HD 7900 სერიის და კოდურ დასახელება Tahiti-ს მქონე, ვიდეობარათის ახალი ფოტოსურათები. კომპანია TSMC-ს მიერ გამოშვებული, 28 ნმ-ზე დაფუძნებული პროცესორი გამოყენებული იქნება ერთ (Radeon HD 7950 და HD 7970-ებში) და ასევე ორჩიპიან მოდელში (HD 7990).

6160c5230e4c99c55301306374128566.jpg

812c87a0601a7c5eb918471f06a43428.jpg

GPU განთავსებულია წითელი ფერის, PCB-ის ცენტრში. ის გარემოცულია მეხსიერების 12 მიკროსქემით, რაც ადასტურებს ახლახანს გავრცელებულ ინფორმაციას. საინტერესოა, რომ თვითონ პროცესორი დაფარულია შუაში ღრმულის მქონე, გარკვეულ ეკრან-თერმოგამანაწილებლით, რომლის მეშვეობითაც, ჩიპი კონტაქტს ახდენს გაგრილების სისტემასთან. გარდა ამისა, დაფაზე აგრეთვე შეინიშნება კვების ქვესისტემის კომპონენტებიც (როგორც ჩანს, ის დამზადებულია 5+1 ფაზიან სქემის მიხედვით), გადამრთველი ორ BIOS-ს შორის. ადგილზეა CrossFire და ორი გასასვლელი - დამატებითი ენერგიის მიღებისთვის.

მოსალოდნელია, რომ ახალი ხაზის ბარათების ანონსი შედგება იანვრის CES 2012 გამოფენაზე.

Link to comment
Share on other sites

More AMD Tahiti 7900 pics surface http://guru3d.com/news/more-amd-tahiti-7900-pics-surface/

Radeon HD 7800 Pitcairn February, 2012 http://guru3d.com/news/radeon-hd-7800-pitcairn-february-2012/

Link to comment
Share on other sites

რესურს Fudzilla-ს ინფორმაციით, Pitcairn ბირთვზე დაფუძნებული, საშუალო ღირებულების AMD Radeon HD 7870/7850 ვიდეობარათების დებიუტი შედგება ახალი წლის შემდეგ. მას მოყვება ორჩიპიან ფლაგმან Radeon HD 7990 (New Zealand)-ის რელიზიც, როგორც ჩანს, ეს მოხდება 6-დან 10 მარტამდე, გამოფენა CeBIT-ზე.

49202fa5d92d77d3e4e87d58c3c5d83a.jpg

გავრცელებული ხმებით, Radeon HD 7870 და HD 7850-ის რეკომენდირებული ფასები, ანონსის დღეს, იქნება 300 და 200$ შესაბამისად. მათი მიახლოებითი მახასიათებლები კი ამგვარია:

  • Radeon HD 7870 – 1536 ნაკადური პროცესორი, 96 ტექსტურული, 64 რასტერული ბლოკი, 2 გბ GDDR5 5800 მჰზ-ზე, 256-ბიტიანი ინტერფეისი;
  • Radeon HD 7850 – 1408 SP, 88 TMU, 64 ROP, 2 გბ GDDR5-3200, 256-ბიტი.

გარდა ამისა, Xtreview-ს მოჰყავს საშუალო ბიუჯეტურ Radeon HD 7770/7750-ების 'მუშა' სპეციფიკაციები:

  • Radeon HD 7770 – 896 SP, 56 TMU, 32 ROP, 1 გბ GDDR5-4000, 128 ბიტი;
  • Radeon HD 7750 – 768 SP, 48 TMU, 32 ROP, 1 გბ GDDR5-3600, 128 ბიტი.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.