Jump to content

Starlink-ის სიჩქარემ რეკორდულ 400 მბ/წმ-ს მიაღწია


Recommended Posts

image.jpeg

მაღალსიჩქარიან ინტერნეტ Starlink-ის ტესტერებმა დააფიქსირეს სიჩქარის რეკორდული მაჩვენებელი - 400 მბ/წმ. შესაბამისი სქრინშოტები გააზიარა Reddit-ის ორმა მომხმარებელმა. რეკორდი კი დადგინდა კანადაში მცხოვრები პირის მიერ. 

image.png 

მაქსიმალური სიჩქარე არ არის სტაბილური ინტერნეტის მაჩვენებელი, თუმცა შესაძლებელია Starlink-ის შესაძლებლობების შესახებ დასკვნების გაკეთება იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ ქვეყანაში 100 მბ/წმ-იც კი მაღალ სიჩქარედ ითვლება. მომავალში, როდესაც მეტი თანამგზავრი ამოქმედდება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეძლებს მომხმარებლები სათანადო სიჩქარით უზრუნველყოს დედამიწის სხვადასხვა ნაწილში. 

მ დროისთვის SpaceX-ს გაშვებული ყავს 1325 თანამგზავრი, აქედან ექსპლუატაციაშია 1200. უახლოეს დღეებში კომპანია აპირებს კიდევ სამოცი Starlink-თანამგზავრის გაშვებას. თებერვალში ილონ მასკმა გაახმაურა წლის გეგმა - მიღწეულ იქნას სტაბილური 30 მბ/წმ სიჩქარე. 

Starlink-ის სერვისებით სარგებლობს დაახლოები 10 ათასი ადამიანი, მომხმარებლებს ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობა 500 აშშ დოლარი უჯდებათ (აღჭურვილობის შესაძენი თანხა), ასევე 100 აშშ დოლარი ყოველთვიური გადასახადი. აღჭურვილობის დაყენება დიდ დროს არ მოითხოვს, თანაც ინტერნეტში ხელმისაწვდომია უამრავი ინსტრუქცია. 

  • Like 1
Link to post
Share on other sites

ძალიან კარგია. დაყოვნებაც ასე თუ ისე ნორმალურია უკვე როგორც ჩანს. რათქმაუნდა მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ძალიან საინტერესო პროექტია და იმედია ბოლომდე გაიყვანენ. გაიფებაც საჭიროა თორემ 500$ პირველად +100$ ყოველთვე საკმაოდ ძვირია. იმ ადგილებზეა მითუმეტეს გათვლა სადაც ნეტი არაა და ასეთი ადგილები არც სიმდიდრით გამოირჩევიან. საკაბელო ინტერნეტს რომ კონკურენცია გაუწიოს ჩემი აზრით მინიმუმ უნდა განახევრდეს ყოველთვიური ფასი ხოლო პირველადი მაქს 150$ ღირდეს. ისე ქალაქში მაგას კაციშვილი არ ჩართავს. ჩვენთან ეხლა 50 ლარად 50 Mbit/s რომ გაქ ეგ რატომ უნდა ჩართო თვეში 330 ლარად + 1700 ლარი უნდა ტექნიკას lol 3 წელიწადნახევარი შეგიძლია იხადო 50 ლარი თვეში მაგის პირველი თვის გადასახადის ფასად. 150 ლარი თვეში კიდევ რეალურია უფრო თუკი 200-300 Mbit/s-ს დაიჭერს რადგან ჩვენთან 100-ია მაქსიმუმი 100 ლარად. ისე კომპანიები პირველები იქნებიან ვინც მაგაზე გადავა. მაგთი და სილკი ისეთი ღორები არიან ძალიან სერიოუზულ დაწესებულებებსაც, მაგალითად სეისმოლოგიურ ცენტრს ინტერნეტი უბრალო ხრუშოვკიდან აქვთ გადაყვანილი და რაღაცა უაზრობების გამო ითიშება ნეტი როცა 24/7-ზე ჩართული უნდა იყოს მანდ. ფასი იცოცხლე 100 Mbit/s 5000-6000-მდე ჯდება. ზუსტად ის 100 Mbit/s რაშიც იმ ხრუშოვკის მაცხოვრებელი 100 ლარს იხდის. სრული განუკითხაობა და ღორობა ხდება საქართველოში ამ მხრივ და სერიოზული დარტყმა იქნება კომპანიების სტარლინკზე გადასვლა მაგთი და სილკისთვის. მაგრამ ეგ კომპანიები უარესსაც იმსახურებენ.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

სტარლინკის საიტზე საქართველოს დაფარვის ზონაში მოხვედრას 2022 უწერია.

რაიონებში იქნება ძალიან კარგი. + ვინ გიშლის რომ მაგის უკან NAT ააწყო და იგივე მეზობლებს გაუზიარო ინტერნეტი. რეგიოპნებზეა უფრო გათვლილი და ორგანიზაციებიც კარგად გამოიყენებენ ნამდვილად. იურიდიული პირებისთვის ძალიან ძვირია ნეტი ჩვენთან მართლა.

დროთა განმავლობაში  ფასიც დაეცემა თავისთავად.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...