Magdalena Posted November 24, 2020 Share Posted November 24, 2020 ინტერნეტში ექსპერტებმა გამოაქვეყნეს დაშლილი MacBook-ის ფოტოები Apple M1 SoC-ით ARM-არქიტექტურაზე. ფოტოებზე შესაძლებელია შემჩნევა, რომ ლეპტოპი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება Intel-ის პროცესორზე არსებული წინა ვერსიისგან. შემცირებული ხმაურის დონე დაკავშირებულია ჩიპის გაუმჯობესებულ ენერგოეფექტურობასთან. იქიდან გამომდინარე, რომ MacOS-ს არ აქვს ყველა თამაშის მხარდაჭერა, MacBook-ის მფლობელები იყენებენ Rosetta 2 ან CrossOver ემულატორს მათი გაშვებისთვის. ენთუზიასტებმა ასევე შეადგინეს ცხრილი, სადაც შეაქვთ თამაშების ჩამონათვალი. ცხრილში მოცემულია პარამეტრები: შესაძლებელია თუ არა ჩართვა, რითი ხდება გაშვება (ემულატორი/MacOS), მითითებული პარამეტრები, კადრების სიხშირე, შენიშვნები (ხარვეზები/ბაგები), ლეპტოპის ვერსია, წყარო. ამჟამად მასში შედის 168 თამაში, მათაგნ 122-ის გაშვება შეუძლია MacBook-ს. 1499 აშშ დოლარის ღირებულების MacBook Pro-თი თამაშისას Among Us-ში მიიღწევა 60 კადრი 1080p გაფართოებაზე, Borderlands 3-ში კი - თითქმის 30 კადრი 1080p-ზე ნორმალურ პარამეტრებზე. Call Of Duty: Black Ops III შესაძლებელია გაეშვას 60 კადრზე სტანდარტულ პარამეტრებზე. ამგვარი შედეგები არც ისე ცუდია ულტრათხელი 13-დუიმიანი ლეპტოპისთვის. ადრე MacBook-ის მფლობელებს ჰქონდათ Windows 10-ის დაინსტალირების შესაძლებლობა BootCamp-ის საშუალებით, მაგრამ Apple M1 SoC-ზე მომუშავე ახალ ლეპტოპზე ეს შეუძლებელია. https://bit.ly/35VC5ew Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted November 24, 2020 Share Posted November 24, 2020 1 ხმაურის დონე იმიტომ შემცირდა რომ ფანი საერთოდ არ აქვს 2 rosetta ძალიან მაგარი რამეა. ემულატორი არაა ეგ binary translation layer-ა. პირველი ვერსია PowerPC-დან თარგმნიდა intel-ზე და ეს მეორე intel-დან თარგმნის apple silicon-ზე. ეს layer დროებითია და იდეაში იმისთვისაა რომ დეველოპერებს დრო ქონდეთ საკუთარი სოფტი native-დ გააკეთონ apple silicon-სთვის. იდეაში არც CrossOver არაა ემულატორი, compatibility layer-ა როგორც wine. სწორედ ამ უკანასკნელზეა დაფუძნებული 3 Windows 10-ს დაინსტალირებისთვის mac მზადაა და apple-ს თქმით 10 თუ არ ყენდება ახალ მაკზე ეს მომხმარებლებმა MS-ს უნდა მოთხოვონ და არა Apple-ს. ისე კი windows ARM-ზე ძაან ბანძია. ვნახოთ MS თუ გახდის ამას შესაძლებელს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.