Jump to content

SoC M1-ზე არსებულ MacBook-ს გეიმერული პოტენციალი აქვს


Magdalena

Recommended Posts

image.png

ინტერნეტში ექსპერტებმა გამოაქვეყნეს დაშლილი MacBook-ის ფოტოები Apple M1 SoC-ით ARM-არქიტექტურაზე. ფოტოებზე შესაძლებელია შემჩნევა, რომ ლეპტოპი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება Intel-ის პროცესორზე არსებული წინა ვერსიისგან. შემცირებული ხმაურის დონე დაკავშირებულია ჩიპის გაუმჯობესებულ ენერგოეფექტურობასთან. 

იქიდან გამომდინარე, რომ MacOS-ს არ აქვს ყველა თამაშის მხარდაჭერა, MacBook-ის მფლობელები იყენებენ Rosetta 2 ან CrossOver ემულატორს მათი გაშვებისთვის. ენთუზიასტებმა ასევე შეადგინეს ცხრილი, სადაც შეაქვთ თამაშების ჩამონათვალი. ცხრილში მოცემულია პარამეტრები: შესაძლებელია თუ არა ჩართვა, რითი ხდება გაშვება (ემულატორი/MacOS), მითითებული პარამეტრები, კადრების სიხშირე, შენიშვნები (ხარვეზები/ბაგები), ლეპტოპის ვერსია, წყარო. 

მჟამად მასში შედის 168 თამაში, მათაგნ 122-ის გაშვება შეუძლია MacBook-ს. 1499 აშშ დოლარის ღირებულების MacBook Pro-თი თამაშისას Among Us-ში მიიღწევა 60 კადრი 1080p გაფართოებაზე, Borderlands 3-ში კი - თითქმის 30 კადრი 1080p-ზე ნორმალურ პარამეტრებზე. Call Of Duty: Black Ops III შესაძლებელია გაეშვას 60 კადრზე სტანდარტულ პარამეტრებზე. ამგვარი შედეგები არც ისე ცუდია ულტრათხელი 13-დუიმიანი ლეპტოპისთვის. 

ადრე MacBook-ის მფლობელებს ჰქონდათ Windows 10-ის დაინსტალირების შესაძლებლობა BootCamp-ის საშუალებით, მაგრამ Apple M1 SoC-ზე მომუშავე ახალ ლეპტოპზე  ეს შეუძლებელია. 

Link to comment
Share on other sites

1 ხმაურის დონე იმიტომ შემცირდა რომ ფანი საერთოდ არ აქვს :D
2 rosetta ძალიან მაგარი რამეა. ემულატორი არაა ეგ binary translation layer-ა. პირველი ვერსია PowerPC-დან თარგმნიდა intel-ზე და ეს მეორე intel-დან თარგმნის apple silicon-ზე. ეს layer დროებითია და იდეაში იმისთვისაა რომ დეველოპერებს დრო ქონდეთ საკუთარი სოფტი native-დ გააკეთონ apple silicon-სთვის. იდეაში არც CrossOver არაა ემულატორი, compatibility layer-ა როგორც wine. სწორედ ამ უკანასკნელზეა დაფუძნებული
3 Windows 10-ს დაინსტალირებისთვის mac მზადაა და apple-ს თქმით 10 თუ არ ყენდება ახალ მაკზე ეს მომხმარებლებმა MS-ს უნდა მოთხოვონ და არა Apple-ს. ისე კი windows ARM-ზე ძაან ბანძია. ვნახოთ MS თუ გახდის ამას შესაძლებელს.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.